შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე, შენ და მორჩა. (სრულად)


16-03-2018, 05:31
ავტორი Mmariami)
ნანახია 6 834

ეგონა ყველაფერს ვაპატიებდი, უფრო სწორად ყოველთვის ყველაფერს ვპატიობდი.
მარტო დარჩენილ დღეებსაც, მის მონატრებაში გათენებასაც, მარტო დატოვებასაც.
ყველაფერს ვპატიობდი, როცა ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, დამირეკავდა, მომწერდა, ან სახლში მოსულს იქვე სიგარეტით ხელში დამხვდებოდა.
ვპატიობდი მანამდე სანამ ვიცოდი რომ ჩემთან იყო.
მანამდე სანამ მიყვარდა.
ვიყავი სუსტი, უთავმოყვარეო, უბედური, ბედნიერიც კი.
ვიყავი ყველაზე უთავმოყვარეო ადამიანი, იმიტომ რომ მას სჭირდებოდა.
იმიტომ რომ მას უჭირდა.
ის იყო ცუდად.
სუსტად.
ის იყო დაკარგული და მარტო.
ვიყავი იმიტომ რომ მის გარეშე ვერ ვიარსებებდი, მის გარეშე.
ის კი ჩემთან ერთად უბრალოდ სუნთაქვდა, ხანდახან ეგეც ავიწყდებოდა.
ავიწყდებოდა მანამ სანამ საბოლოოდ არ შეწყვიტა.

ცხოვრებას ყოველთვის მუქ ფერებში ხედავდა.
ყოველთვის ყველაფერს ნაცრისფერს ადარებდა.
მაშინაც კი როცა ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი ნაცრისფერი იყო - მისი კარგად ყოფნის ფერი!
მაშინ სანამ დედამისი ცოცხალი იყო, სანამ ყველაფერი კარგად მიდიოდა, თვითონაც სხვანაირი იყო.
სევდა ყოველთვის თან დასდევდა, მაგრამ თუ დააკვირდებოდით, თუ კარგად შეხედავდით, თუ თვალს არ მოაცილებდით მის თვალებს აუცილებლად დაინახავდით რაღაც ნათელს, ძალიან შეუმჩნეველს, სადღაც სიღრმეში დაკარგულს, მაგრამ სხივს, სხივს რომელსაც “სიცოცხლის სხვივი” დავარქვი.

-
დედამისთან ერთად სამი წელი გავატარე
და
ჰო მე თუ მკითხავთ, გეტყვით რომ დედამისი ჩემთვის ქალის იდეალი იყო, დედის, მეგობრის, შეყვარებულის დედისაც კი და უბრალოდ ადამიანის.
საოცრად ლამაზი იყო, ქერა თმით, ლამაზი, ძალიან ლამაზი თვალებით, მარწყვისფერი ტუჩებით და პატარა ლამაზი ცხვირით.
ჰო, ნოე ნამდვილად გავდა დედას.
ნოე?

ნოე ცოტათი რთული იყო, ჩემთვის ცოტათი, სხვებისთვის ალბათ ძალიან.
ყველაფერი ბავშვობიდან იწყებოდა.
ახსოვდა მამამისის წასვლა, ახსოვდა დედა რომელიც გამუდმებით ცდილობდა ტკივილი დაემალა, დედა რომელიც ყველაფერს აკეთებდა შვილისთვის, დედა რომელსაც აღმერთებდა. დედა რომელიც ყველაზე ძლიერი ეგონა უნახავს ატირებული ძილის წინ.
დედა რომელიც ნოეს სუპერ-მენი იყო.
რა ბანალურია არა?!
ძალიან, ძალიან ბანალური, არა’ბანალური ნოესთვის.
დედამ რომელმაც არაფრისგან ყველაფერი შექმნა და დედა რომელიც უბრალოდ ყველა’ფერი იყო, სამყაროს მამოძრავებელი, საოცრად იდეალური და ძლიერი, ის დედა თვალ წინ მოუკვდა.
უყურებდა როგორ იცლებოდა სისხლისგან, როგორც ცდილობდა თვალები არ დაეხუჭა, არ დანებებოდა, ის დედა რომელიც ბავშვობაში გადაყვლეფილ მუხლებს უმუშავებდა, ის რომელიც ველოსიპედის ტარებას ასწავლიდა, რომელიც პეჩენიების გამოცხობასაც ასწავლიდა, დედა რომელიც ასწავლიდა როგორ ყოფილიყო “პატარა ნოე, დიდი ბიჭი”, დედა, რომელიც სულ ეუბნებოდა “პირველ რიგში ადამიანი იყავიო”, ვერ გადაარჩინა, ვერ მოერია.
სიკვდილს ხელებიდან ვერ გამოსტაცა, ვერ, ვერ, ვერ..
ვერ შეძლო.
არ იყო საკმარისად ძლიერი.
არც დედამისივით სუპერმენი ყოფილა.
პირიქით ძალიან სუსტი იყო.
იმაზე სუსტი იყო ვიდრე წარმოედგინა, ბევრად სუსტი
და
მაშინ, საყრდენის გარეშე, დედის გარეშე დარჩენილს, იმ დედის რომელიც მთვრალი ადამიანის არეულ ბორბლებს ემსხვერპლა, მაშინ პირველად იგრძნო რამდენად უსარგებლო და სუსტი იყო.

დედის დაკრძალვა ყველაზე რთული აღმოჩნდა.
თვითონ მარტო იყო, ყველაზე მარტო.
ყველაფერს ნიცა აგვარებდა, არადა არც ნიცას ეადვილებოდა.
დადიოდა და ტირიდა.
დასტიროდა ნათიას - ყველაზე მაგარ ადამიანს და დასტიროდა ნოეს რომელიც მხოლოდ გარეგნულად იყო ცოცხალი.

-
იმ დღის შემდეგ, აღარ შორდებოდა, ცხოვრობდა მასთან და მისთვის.
ნოეს ნაცრისფერი - ბედნიერი ცხოვრება, მუქი და შავი გახდა.

-
პირველი ერთი წელი ყველაზე რთული იყო.
იყო ჭიქების მტვრევა, ღრიალი, ტირილი, სახლიდან წასვლები და მეორე დღეს დაბრუნებები, იყო ნოეს გაუსაძლისი ტკივილი და ნიცას ძალიან დატანჯული დღეები.

მერე თითქოს შეეგუა, ისევ ტკიოდა, ისევ ენატრებოდა, ენატრებოდა დედა რომელიც სამყაროს ერჩივნა, მაგრამ ყავდა ნიცა, ნიცა რომელიც ცდილობდა ნოეს ამ ქვეყნიერებისთვის დაბრუნებას.

სახლიდან ხშირად მიდიოდა, მხოლოდ ერთ ფურცელს ტოვებდა, გაკრული ხელით ნაწერს “მე შენთან მოვალ.”
და
მოდიოდა.
ყოველთვის მოდიოდა.
ნიცა კი ელოდა, ელოდა ყოველთვის, ელოდა მაშინაც როცა მთელ ღამეს ტირილში ათენებდა და მაშინაც როცა ეგონა მეტს ვეღარ გაუძლებდა.
წასვლაზე არასდროს უფიქრია, იცოდა არასდროს წავიდოდა, ვერ მიატოვებდა, ვერ უღალატებდა.


-
-ნი-ცა! -სახლში შესვლისთანავე დაიძახა.
პასუხი არ მიუღია.
წამით შიშმა დაუარა.
ოთახში ნელი ნაბიჯებით შევიდა და როგორც კი დივანზე, ტელევიზორის წინ ჩაძინებული დაინახა ბედნიერების ჟრუანტელმა დაუარა. ფეხებთან მიგდებულ პლედს ხელი სწრაფად დაავლო, ჯერ გოგონას გადააფარა შემდეგ კი გვერდით მიუწვა.
-ნოე... მოხვედი.. -ხმაჩამწყდარმა ამოილაპარაკა.
-ჰო მოვედი. -გოგონას სხეული უფრო მიიკრა და მისი სურნელი ხარბად შეისუნთქა.
-მენატრებოდი. -ისევ სუსტი ხმა.
-როგორ დაგღალე. -კვლავ სევდა გაერია ხმაში.
-დაიძინე ნი-ცა. -ისევ მისი დამარცვლილი სახელი.


-ნოე, ჩაი მოგიტანე. -მკრთალად გაუღიმა და ცადა მისი ყურადღება მიექცია.
-როგორ დაგღალე.. -თავისთვის ძლივს გასაგონი ხმით ჩაიდუდღუნა.
-არ დავღლილვარ. - გვერდით დაუჯდა.
-თვალები ჩაგიქრა ნი-ცა. -მისი სახელი ისე დამარცვლა როგორც ჩვეოდა.
-სამაგიეროდ, შენს თვალებშია სიცოცხლის სხივი! -ამაყად წამოიძახა.
-რა არის? - გადაიხარხარა. ღმერთო რამდენი ხანია მისი სიცილი აღარ გაუგია.
-სიცოცხლის სხივი! -ისევ ამაყად აწია თავი.
-ნუ სულელობ! -ისევ გაუცინა.
-არაფერიც! - ღიმილი შეეპარა ხმაში. -სულაც არ ვსულელობ, შენ ვერ ამჩნევ უბრალოდ, კარგად თუ დააკვირდები აუცილებლად დაინახავ, ხოდა მე თუ თვალები ჩამიქრა, შენი სიცოცხლის სხივი გვეყოფა ორივეს. -მისი სიცილით გათამამებულმა სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს.
-გამოძინებული ხარ ნი-ცი? -წარბი ღიმილით აუწია.
-დიახაც.
-ჰო, კიდევ კარგი მოვედი თორე გაიყინებოდი. -ისევ გაუცინა.
-ჰო, კიდევ კარგი მოხვედი. -მისი სიტყვები გაიმეორა და ჩაის ფინჯნები სამზარეულოში გაიტანა.

დღეები გადიოდა, ისე როგორც ყოველთვის.
ბევრი წერილი “მე შენთან მოვალ”, ხანდახან ღიმილი, ხანდახან სიცილი, ტირილი, ჭიქების მსხვრევა, ღრიალი, ხანდახან კი ბედნიერება შეპარული სევდა.
ჰო ბედნიერება, ბედნიერება რომელიც ნოეს ებრძოლებოდა, ბედნიერება რომელიც ცდილობდა შავი ნოე ისევ ნაცრისფერით გადაეფარა, რომელიც ვერაფრით ვერ იმარჯვებდა და ყოველთვის შავთან წაგებული უკან იხევდა.

-
-იცი რა? -ერთ დღესაც სამზარეულოს კოვზით ხელში დაადგა მძინარე ნოეს თავზე.
-ცუდი სიზმარი ნახე და გადაწყვიტე კოვზების ფარი ააგო? -თმა გაბურძგნულმა ჯერ ერთი თვალი გაახილა, მერე მეორე და ინტერესით მიაჩერდა კოვზით ხელში მყოფ ნიცას.
-არა გადავწყვიტე კოვზით გაგტყიპო. - თვალები გადაუტრიალა და დოინჯი შემოირტყა.
-“გადავწყვიტე კოვზით გაგტყიპო” -მისი სიტყვები ხმა დაწვრილებულმა გაიმეორა და სახე დამანჭა.
-ნოე გეყოფა ცანცარი თორე ბლინებს არ გაჭმევ!
-რაა? ბლინები გააკეთე? -თვალები დააჭყიტა.
-ჰო, მაგრამ სხვა რამისთვის გაგაღვიძე. დღეს მთაწმინდაზე მივდივართ! -ამაყად განუცხადა.
-მიჩქმიტე ერთი მგონი მძინავს, რა მთაწმინდაზე გადაირიე? -ბალიშზე თავი მოწყვეტით დადო.
-სულაც არა! -ამაში უცნაური რა არის სახით შეხედა. -ბევრ ატრაქციონზე მინდა და საერთოდაც არც კი გაბედო შეწინააღმდეგება!
ნოემ ერთი აათვალიერ-ჩაათვალიერა და დანებების ნიშნად მხრები აიჩეჩა.
-კარგი, ოღონდ ჯერ ბლინები მაჭამე!

იმ დღეს, მთაწმინდაზე, მოეჩვენა, რომ ძველი ნოე დაბრუნდა, ნაცრისფერი ნოე, ნოე რომელიც ბედნიერი იყო, ნოე დეპრესიის გარეშე.
ბიჭი რომელიც მასთან ერთად ბამბის ნაყინს მიირთმევდა და საშინელებათა ოთახში იცინოდა არ გავდა იმ ბიჭს რომელთან ერთადაც ბოლო ორი წელი ცხოვრობდა.
და წამით, სულ რამდენიმე წამით იფიქრა რომ ძველი ნოე დაბრუნდებოდა, მისი ნაცრისფერი ნოე.
და მაშინ, იმ დროს ბედნიერებასაც კი ეგონა რომ შავი ფერი დაამარცხა, ეგონა რომ გაიმარჯვა და კმაყოფილი, ბედნიერებით სავსე ბედნიერება ამაყად დააბიჯებდა არ არსებულ სივრცეში.

ბედნიერება შეპარული სევდიანი დღეები მხოლოდ რამდენიმე ხანს გაჩერდა, იმაზე დიდხანსაც კი ვიდრე ნიცას წარმოედგინა, იმაზე დიდხანს ვიდრე ნოეს ეგონა რომ შეძლებდა.
მაშინ თვითონაც ეგონა რომ დაბრუნდებოდა, აუცილებლად დაბრუნდებოდა ძველი ნოე, ნოე რომელიც პირველ რიგში ადამიანი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ
ეს წყეული მაგრამი!
ყველაფერი ისევ აირია.
ნახევარი წლის შემდეგ, ისევ შავმა დაისადგურა, მაშინ როცა ეგონა რომ ცხოვრება ჩვეულ რითმს რომელიც 2 წლის წინ დაკარგა დაუბრუნდებოდა, ყველაფერი აირია.
ისევ ტირილი, ნოეს ღრიალი, დამსხვრეული ჭიქები და ავეჯი, ჩასისხლიანებული თვალები და
ისევ სიცარიელე.
ისევ გაკრული ხელით ნაწერი “მე შენთან მოვალ”.
ისევ მარტოობაში გათენებული ღამეები.



ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა, ყველაფერი იმაზე ცუდად იყო ვიდრე ოდესმე.

-ნოე. -ერთ დღესაც აივანზე მყოფი ძლივს გამოიჭირა.
-ნოე, ნოე, ნოე- მის სახელს ისტერიულად იმეორებდა. -დამელაპარაკე რა, რამე მითხარი, ნუ ხარ ესე, გთხოვ, დამელაპარაკე, ნოე, აღარ შემიძლია, ვეღარ გიყურებ ესეთს! მჭირდები ხვდები? ამდენი ხანი გავიდა, გთხოვ უბრალოდ, გთხოვ ნუ მისცემ სისუსტეს უფლებას ისევ მოგერიოს, ნოე გთხოვ! -ტიროდა, ტიროდა საშინლად, ხელებს გამწარებული ურტყავდა არ ჩერდებოდა.
-ნიცა, შემომხედე, დაწყნარდი, გთხოვ. - მთელი სხეულით ცდილობდა ჩახუტებოდა, გაეჩერებინა.
-როგორ გტანჯავ, ღმერთო, რას გიკეთებ, როგორ გტანჯავ, მაპატიე რა ნი-ცი მაპატიე. -ასლუკუნებულ გოგოს მთელი ძალით იხუტებდა და ძლივს გასაგონი ხმით ლაპარაკობდა.
-მაპატიე, გთხოვ, უბრალოდ მაპატიე, ყველაფერი. -იქვე კუთხეში მიგდებულ პუფში ჩაჯდა და გოგონა კალთაში ჩაისვა.
-გაგაუბედურე, ყველაფერი წაგართვი, საკუთარი თავი ჩავძირე და შენც ჩემთან ერთად ჩაგძირე. -არ ჩერდებოდა, გოგონა კი ხმას არ იღებდა, მის მაისურს მთელი ძალით ებღაუჭებოდა და ტიროდა.
-მაპატიე და არ დაივიწყო რომ მიყვარხარ კარგი, არასდროს არ დაივიწყო.
ნიცამ თავი სუსტად დაუქნია, ამდენი ტირილისგან ძალაც კი აღარ ქონდა, მის სხეულზე მიკრულს ჩაეძინა.
ოთახში ნაზად შეიყვანა, ლოგინზე დააწვინდა და პლედი გადააფარა.
სამზარეულოში გავიდა, იქვე მიყრილ ფურცლებს ხელი დაავლო.
რაღაცას გაუჩერებლად წერდა, წერდა და არ ჩერდებოდა.
წერდა, კუჭავდა და აგდებდა.
ბოლოს პასტაც დადო.
ფურცელს ცრემლებით სავსემ დახედა.
“მე შენთან ვეღარ მოვალ.”
ისევ გაკრული ხელით ნაწერი, და კუთხეში დატოვებული ცრემლების კვალი.
ამჯერად წარწერა მეორე მხარესაც იყო.
შეცვლილი წარწერა და ნაწერი მეორე მხარეს.

“ნი-ცა (ჰო სახელს ისევ ისე გიმარცვლი როგორც გიყვარდა, უბრალოდ ამჯერად მე არ გეძახი, ეს შენ ჩაგესმის ჩემი ხმა.) როგორ დავიწყო? რა გითხრა? მაპატიებ? არა რა თქმა უნდა. შენ მე ყველაფერს მპატიობდი, მაგრამ ამას არა, ჰო საკმარისზე კარგად გიცნობ და ვიცი სიკვდილს (თანაც სიკვდილს როცა ჩემ თავს მე თვითონ ვაიძულებ მოკვდეს) არასდროს არ მაპატიებ, არც წლების მერე, არასდროს.
მე შენ იმაზე მეტად გაგაუბედურე ვიდრე ეს შემეძლო. მე და შენ ვყოფილვართ ბედნიერები, ძალიან ბედნიერებიც კი.
მაგრამ მე ეგ ბედნიერებაც წაგართვი, ჩვენი ბედნიერების მხოლოდ მოგონებები დაგიტოვე და ფოტოები (ნეტავ რას უზამ ამ ფოტოებს მომავალში?!).
მე ძალიან სუსტი ვარ, იმაზე სუსტი ვიდრე მეგონა რომ ვიყავი, იმდენად ლაჩარი და სუსტი ვარ ჩემთან ერთად შენც ჩაგითრიე, შენც გაგანადგურე, იმდენად სუსტი ვარ ამ ყველაფერს ჩემზე გამარჯვების უფლება მივეცი, იმდენად სუსტი ვარ რომ ვერც შენ გიშვებ და ვერც მე მივდივარ.
ისეთი საცოდავი ვარ რომ თავს ვიკლავ, ჰო ნიცი, შენი არაფრის მაქნისი, დეპრესიული, ტვირტთი და გამოუსადეგარი (სტატუსიც კი ვერ ვუპოვე ჩემ თავს. ქმარი? შეყვარებული?) მოკლედ, შენი უბედურებაში ჩამთრევი ამას აკეთებს.
და მე იმდენად უძლური და სუსტი ვარ, ვეღარ ვუძლებ, უფრო სწორად მე გავუძლებბდი, ასეთი რომ გაგხადე შენ მაგას ვეღარ ვუძლებ და ჰო აი ესე დავეშვი ნიცა.
ის რის გამოც სხვები გძულდნენ, ისინი ვინც ლაჩრებად, სუსტებად, ეგოისტებად და ამაზრზენ ადამიანებად მიგაჩნდა ახლა მე ვარ ეგეთი.
იცი როგორ მინდა უცებ ავდგე და ეს წერილი დავხიო?
დილით გაღვიძებულს კი ძველი ნოე დაგხვდე?
ის ნოე 6 წლის წინ ასე რომ შეიყვარე.
შენი ნაცრისფერი ნოე.
მაპატიე ნიცა.
მაპატიე რომ თვალები ჩაგიქრე და ჩვენს “სიცოცხლის სხივსაც” გართმევ.
ხედავ ნიცა? საკუთარ თვალებში იმის დანახვაც კი ვერ შევძელი რასაც შენ ხედავდი.
ჰო მაპატიე, მაპატიე რომ ესეთი თავხედი ვარ, მაპატიე რომ ვიცი არასდროს მაპატიებ, მაგრამ მაინც პატიებას გთხოვ.
მაპატიე ნიცი რომ ვერ გამოვდექი ისეთი ძლიერი როგორიც უნდა ვყოფილიყავი.
და ბოდიში ნი-ცა, ბოდიში რომ შემიყვარდი, ბოდიში რომ გაიძულე შენც შეგყვარებოდი.”

-
გამთენიისას ახალგაზრდა ბიჭის დამხრჩვალი ცხედარი იპოვეს, ვინაობის აღმოჩენას ჯერ კიდევ ცდილობნენ.



№1  offline წევრი deep

რა იყო მაშიკო ეს?
როდის მერე გახდი ასეთი ბანალური?
რატომ?
არ გეკადრება ასეთი რამ შენ
თუმცა მაინც კარგი იყო

 


№2  offline წევრი Mmariami)

deep
რა იყო მაშიკო ეს?
როდის მერე გახდი ასეთი ბანალური?
რატომ?
არ გეკადრება ასეთი რამ შენ
თუმცა მაინც კარგი იყო


არ ვიცი მართლა, არც ის ვიცი როდის მერე, არც ის როდიდან ვწერ ესე, ნუ მოკლედ, არაფერი არ ვიცი. :))
გამიხარდი ძალიან ♥️

 


№3  offline წევრი tvildo13

ჩემი კერპი ხარ

 


№4  offline წევრი Mmariami)

tvildo13
ჩემი კერპი ხარ


არც კი ვიცი რა უნდა გითხრა, მადლობა♥️

 


№5  offline მოდერი Maiaabuladze

აბა მაშიკო რა არისო?
საშინელებაო?
სად არის საშინელება?
სად დაინახე?
საერთოდაც ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ❤ ყველა ადამინას აქვს უფლება თუნდაც ერთხელ "გაბანალურდეს" ვისთვის ბანალური ჩემთვის ძალიან მაგარი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ამბავი იყო...
სუიციდს რაც შეეხება ის ადამიანი ვინც ამას აკეთებს ძალიან ძლიერია რადგან სუსტები ვერასოდეს შეძლებენ საკუთარ თავს რამე ავნონ.

 


№6  offline წევრი bells

არ მოგეწონებაო მითხარი,მაგრამ შენ წაროიდგინე და გავგიჟდი ისე მომეწონა❤️
აი რაღაცნაირი გოგო ხარ შენ❤️ამოუცნობი❤️ასეთ რამეს მე შენგან არ ველოდი!!
მაგრამ შენი ასეთი დასასრულიც კიი ისე მომეწონა მაშ❤️
სუიციდი ცოტა ისეთი თემაა ჩემთვის და ამ გადმოსახედიდან ძალიაან ემოციურად წავიკითხე❤️
ასე გააგრძელე მაშ
ყოჩაღ
ვამაყობ
❤️!

 


№7  offline წევრი Mmariami)

Maiaabuladze
აბა მაშიკო რა არისო?
საშინელებაო?
სად არის საშინელება?
სად დაინახე?
საერთოდაც ძალიან მაგარი გოგო ხარ შენ ❤ ყველა ადამინას აქვს უფლება თუნდაც ერთხელ "გაბანალურდეს" ვისთვის ბანალური ჩემთვის ძალიან მაგარი ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი ამბავი იყო...
სუიციდს რაც შეეხება ის ადამიანი ვინც ამას აკეთებს ძალიან ძლიერია რადგან სუსტები ვერასოდეს შეძლებენ საკუთარ თავს რამე ავნონ.


შენ რომ მაკლდი ნორმალურად ვერ ვიყავი, ისე გამახარე, მადლობა მაო, ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა!
და სხვსთაშორის მე იმ ძალიან სიმპატიური, შოკოლადივით ბიჭის ისტორიას ველოდები ♥️ ^_^

bells
არ მოგეწონებაო მითხარი,მაგრამ შენ წაროიდგინე და გავგიჟდი ისე მომეწონა❤️
აი რაღაცნაირი გოგო ხარ შენ❤️ამოუცნობი❤️ასეთ რამეს მე შენგან არ ველოდი!!
მაგრამ შენი ასეთი დასასრულიც კიი ისე მომეწონა მაშ❤️
სუიციდი ცოტა ისეთი თემაა ჩემთვის და ამ გადმოსახედიდან ძალიაან ემოციურად წავიკითხე❤️
ასე გააგრძელე მაშ
ყოჩაღ
ვამაყობ
❤️!


ჩემო გოგოვ! მადლობა ძალიან დიდი, საოცრად გამახარე!♥️♥️♥️♥️♥️ ძალიან ძალიან ♥️♥️♥️♥️

 


№8  offline მოდერი ენემი

მაშიკოო heart_eyes
არც კი ვიცი რა ვთქვა,
ძალიან ემოციური იყო (პირადად ჩემთვის)
მეტკინა "ნი-ცა"-ს და ნოეს ტკივილი,
ძნელია ასეთ რამეს გაუძლო pensive
ვაღიარებ კარგია,
მაგრამ ეს ჩვენი მაშკა არაა,
არანაირად არ ხარ ის მაშკა მე რომ ვიცი,
მე ვიცი მხიარული გოგონა რომელსაც ბედნიერებაზე წერა უყვარს და არა ტკივილზე,
დაგვიბრუნე რა ნამდვილი მაშო თავისი მხიარული ისტორიებით innocent
მიხარიხარ მე შენ kissing_heart kissing_heart

 


№9  offline წევრი Mmariami)

ენემი
მაშიკოო heart_eyes
არც კი ვიცი რა ვთქვა,
ძალიან ემოციური იყო (პირადად ჩემთვის)
მეტკინა "ნი-ცა"-ს და ნოეს ტკივილი,
ძნელია ასეთ რამეს გაუძლო pensive
ვაღიარებ კარგია,
მაგრამ ეს ჩვენი მაშკა არაა,
არანაირად არ ხარ ის მაშკა მე რომ ვიცი,
მე ვიცი მხიარული გოგონა რომელსაც ბედნიერებაზე წერა უყვარს და არა ტკივილზე,
დაგვიბრუნე რა ნამდვილი მაშო თავისი მხიარული ისტორიებით innocent
მიხარიხარ მე შენ kissing_heart kissing_heart


როგორ გამახარე, ძალიან დიდი მადლობა ჩემო გოგოვ ♥️
ხო იმედია მალე დავაბრუნებ’თ ძველ მაშიკოს ჰეფი ენდებით თორე ნამდვილად არ ვარ მე - მე ასეთი დასასრულებით, კიდევ ერთი და გპირდები მერე ისევ ძველი მაშიკო ვიქნები ♥️
მადლობა ენ ♥️

 


№10  offline მოდერი bibo

დაო
ჩემო პატარა
დაო დაო
ჩემო დაო
რატო ხარ
რატო ხარ
ასეთი საოცრება
დაოო
აუ დაო
დამაბურძგლა
დაოო
დაო ვერ ვსუნთქავ
ვერა დაო
ვერ ვსუნთქავ დაო
მძიმეა დაო
ყველაზე მძიმე
ლოდინზე მძიმეა
უბრალოდ მძიმეა
ყველაზე საოცრება ხარ შენ
სასწაული ხარ
იცოდე არ გეპატიება ეს ცრემლები
ეს აკანკალებული ხელები
ჩაწითლებული თვალები
დასიებული გული
და ჩამწვარი სული
უბრალოდ კიდე ვერ ვარ აზრზე
ისევ მტკივა გული
ისევ მეწვის სული
აუ დაო
ყველაზე ცუდი დაო ხარ შენ
ეს რა მიქენი
ოოოარ გეპატიება
ჩემო პარტარა დაო ეს შენ
ცუდი დაო გამოდექი მე კარგი დაო მეგონე და
frowning open_mouth
პატარა დაო
სასწუული ხარ
ყველაზე საოცარი გოგო
აი ასე უბრალოდ ერთი სიტყვით გეტყვი ბედნიერბა ხარ
კაშკაშა ვარსკვლავი
ფერადი ცა
ბედნიერების ზღვა ხარ
ჩემო კამფეტო
ჰო ლოდინზე ვგიჟდები
აქაც ვიტყვი
რაზეც ასე ხელის აღებით ვგიჟდები
ლოდინია
ლოდინი
მჯერა რო ლოდინი ყოველთვის ამართლებს
ჩემო პატარა გოგოვ
ვგიჟდები მე ლოდინზე
და ვიიც რო ვინც ელოდება
ის ყოველთვის საუკეთესოს იღებს (ხო კარგი თავს ვიმედებ მე ბაღანა :დ :დ )
ჩემო პატარა მზეო
ჩემო ცისარტყელა
სულის ნაწილი ხარ
ამას არ გაპატიებ ამ ცრემლებს
შენ არა
შენ არ გეპატიება
ტკბილს
მურაბა
უბრალოდ საოცარ გოგოს
შენ ხარ
სიყვარული
სიხარული
სულის ფეთქვა
ჩემი მზე ხარ
პატარა მაშენკა


ეგონა ყველაფერს ვაპატიებდი, უფრო სწორად ყოველთვის ყველაფერს ვპატიობდი.
მარტო დარჩენილ დღეებსაც, მის მონატრებაში გათენებასაც, მარტო დატოვებასაც.
ყველაფერს ვპატიობდი, როცა ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, დამირეკავდა, მომწერდა, ან სახლში მოსულს იქვე სიგარეტიტ ხელში დამხვდებოდა.
სიტყვები არ ჭირდება
მე არ დავამახინჯებ
მე ვერ შევძლებ რამე დავწერო
სასწაულია



მეტკინა
დამწვა
ჩამიწვა სული
მეტკინა განა ერთი
ორი
ათი
ათასი
მილიონი






“მე შენთან მოვალ.”


“მე შენთან მოვალ.”


“მე შენთან მოვალ.”


“მე შენთან მოვალ.”


“მე შენთან მოვალ.”


“მე შენთან მოვალ.”



ყველაზე საოცარია
სასწაული
გასაგიჟებელია
ეს სიტყვებზე მეტია
ეს უბრალოდ ბედნიერება
ეს ეს სასწაულია

შენ ყველაზე დიდი განძი ხარ
შენ საოცრება ხარ
ჩემო ფუნთუშა
რატო ბანალურობა
რატო ცუდი
ერთი არა ასი გაფრენა გვაქ
ასი ათასჯერ
ვფრინდებით
და ვეშვებით
ისევ ვფრინდებით
ისევ ვაფრენთ
ჩემი საზღვრებს აცდენილი ხარ შენ
და ჰორიზონტს გაცდენილი
ჩემი პატატარა დაო
ჩემი მარწყვის დაო
მაბედნიერებ


კარგი ხარ
კარგზე კარგი
სასწაული ხარ

“მე შენთან მოვალ.”

“მე შენთან მოვალ.”

 


№11  offline წევრი Mmariami)

bibo
დაო
ჩემო პატარა
დაო დაო
ჩემო დაო
რატო ხარ
რატო ხარ
ასეთი საოცრება
დაოო
აუ დაო
დამაბურძგლა
დაოო
დაო ვერ ვსუნთქავ
ვერა დაო
ვერ ვსუნთქავ დაო
მძიმეა დაო
ყველაზე მძიმე
ლოდინზე მძიმეა
უბრალოდ მძიმეა
ყველაზე საოცრება ხარ შენ
სასწაული ხარ
იცოდე არ გეპატიება ეს ცრემლები
ეს აკანკალებული ხელები
ჩაწითლებული თვალები
დასიებული გული
და ჩამწვარი სული
უბრალოდ კიდე ვერ ვარ აზრზე
ისევ მტკივა გული
ისევ მეწვის სული
აუ დაო
ყველაზე ცუდი დაო ხარ შენ
ეს რა მიქენი
ოოოარ გეპატიება
ჩემო პარტარა დაო ეს შენ
ცუდი დაო გამოდექი მე კარგი დაო მეგონე და
frowning open_mouth
პატარა დაო
სასწუული ხარ
ყველაზე საოცარი გოგო
აი ასე უბრალოდ ერთი სიტყვით გეტყვი ბედნიერბა ხარ
კაშკაშა ვარსკვლავი
ფერადი ცა
ბედნიერების ზღვა ხარ
ჩემო კამფეტო
ჰო ლოდინზე ვგიჟდები
აქაც ვიტყვი
რაზეც ასე ხელის აღებით ვგიჟდები
ლოდინია
ლოდინი
მჯერა რო ლოდინი ყოველთვის ამართლებს
ჩემო პატარა გოგოვ
ვგიჟდები მე ლოდინზე
და ვიიც რო ვინც ელოდება
ის ყოველთვის საუკეთესოს იღებს (ხო კარგი თავს ვიმედებ მე ბაღანა :დ :დ )
ჩემო პატარა მზეო
ჩემო ცისარტყელა
სულის ნაწილი ხარ
ამას არ გაპატიებ ამ ცრემლებს
შენ არა
შენ არ გეპატიება
ტკბილს
მურაბა
უბრალოდ საოცარ გოგოს
შენ ხარ
სიყვარული
სიხარული
სულის ფეთქვა
ჩემი მზე ხარ
პატარა მაშენკა


ეგონა ყველაფერს ვაპატიებდი, უფრო სწორად ყოველთვის ყველაფერს ვპატიობდი.
მარტო დარჩენილ დღეებსაც, მის მონატრებაში გათენებასაც, მარტო დატოვებასაც.
ყველაფერს ვპატიობდი, როცა ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, დამირეკავდა, მომწერდა, ან სახლში მოსულს იქვე სიგარეტიტ ხელში დამხვდებოდა.
სიტყვები არ ჭირდება
მე არ დავამახინჯებ
მე ვერ შევძლებ რამე დავწერო
სასწაულია



მეტკინა
დამწვა
ჩამიწვა სული
მეტკინა განა ერთი
ორი
ათი
ათასი
მილიონი






“მე შენთან მოვალ.”


“მე შენთან მოვალ.”


“მე შენთან მოვალ.”


“მე შენთან მოვალ.”


“მე შენთან მოვალ.”


“მე შენთან მოვალ.”



ყველაზე საოცარია
სასწაული
გასაგიჟებელია
ეს სიტყვებზე მეტია
ეს უბრალოდ ბედნიერება
ეს ეს სასწაულია

შენ ყველაზე დიდი განძი ხარ
შენ საოცრება ხარ
ჩემო ფუნთუშა
რატო ბანალურობა
რატო ცუდი
ერთი არა ასი გაფრენა გვაქ
ასი ათასჯერ
ვფრინდებით
და ვეშვებით
ისევ ვფრინდებით
ისევ ვაფრენთ
ჩემი საზღვრებს აცდენილი ხარ შენ
და ჰორიზონტს გაცდენილი
ჩემი პატატარა დაო
ჩემი მარწყვის დაო
მაბედნიერებ


კარგი ხარ
კარგზე კარგი
სასწაული ხარ

“მე შენთან მოვალ.”

“მე შენთან მოვალ.”


ღმერთო! ამატირე, რა გითხრა? წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა გითხრა ისეთი რაღაცეები მითხარი.
მადლობა დაო, მადლობა! ყველაზე ყველაზე დიდი დიდი მადლობა!
შენთვითონ ხარ სასწაული, უსაოცრესი გოგო!
მადლობა!
მილიარდჯერ მადლობა და მიყვარხარ მე შენ! ძალიან ძალიან და კიდე მილიარდჯერ ძალიან მიყვარხარ!

 


№12  offline წევრი Mmariami)

Ans...
მე შენ და მორჩა.
კაი?
მე შენ და ვსო.
სუიციდი? შენ უფრო იცი, მაგრამ შენთვის უპატიებელი როგორ აპატიე საკუთარ პერსონაჟს არ ვიცი მაშკა.
როდესაც შენს ისტორიას ვკითხულობ სულ მახსენდება, როგორ არასდროს გჯეროდა შენი თავის, როგორ გეშინოდა და არ იყავი დარწმუნებული.
მინდა, როცა დიდი დრო გავა და შენს ისტორიებს გადახედავ, იფიქრო, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო მათი გამოქვეყნება.
მაშკა.
ძალიან მიყვარხარ და აქამდე არ დაწერილი კომენტარებისთვის ბოდიში!

მე რომ ვიცი რომ გამოგივა-ესეიგი გამოგივა!
ხო შეიძლება დაუჯერო უფროს დეიდას?!


ვაპატიო რო?
ვერ ვაპატიე.
ვერც ვაპატიებ.
საკუთარი თავისთვის ვერ მიპატიებია, პერსონაჟსს კიარა, იმდენი რაღაცის მოყოლა მინდა, რატო რისთვის, ხო არ გამიფრენია და ასე შემდეგ, არადა არ ვიცი საიდან დავიწყო, ჩემ თავსაც ვერ ვაძლევ იმის უფლებას რო დავიწყო.
მოკლედ ბევრი სალაპარაკო გვაქ კუ.
დაგიჯერებ, ოდესმე აუცილებლად დაგიჯერებ აი პრომის იუ.
ო დ ე ს მ ე :))))
კომენტარი არ გინდა, კაი რაა)))
ორივემ ვიცით ისტორია ვინ ატვირთა და პირველი ემოცია ვის ეკუთვნოდა:))).
მიყვარხარ მე შენ უდონოდ!

 


№13  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

ეს ისტორია საერთოდ არ ატარებს მანგო-მაშოსეულ ხასიათს.ცოტა მოვკვდი.შენგან ვერ მოველოდი ალბათ ყველაფერს ვიფიქრებდი და სუიციდს ვერ. მჯერა სიყვარულს დასასრული დედამიწაზე ვერ ექნებოდა,ალბათ ახლა ნი-ცის ელოდება ის სიყვარული იქ სადღაც ძალიან მაღლა. და ის მაინც მოვა.სიყვარულს ვერ აქრობს ვერც სიკვდილი და ვერც ტკივილო,მაინც მოდის ხოლმე.ზღვას გადაცურავს და მოვა.

 


№14 სტუმარი სტუმარი მარია

ასეთი ტრაგიკული დასასრულები არმიყვარს ცრემლების გარეშე ვერ ვკითხულობ???? მაგრამ კარგი ისტორიაა საბოლოო ჯამში

 


№15  offline მოდერი chica sol

საუკუნეა არაფერი წამიკითხავს საიტზე, დღეს ჯგუფში შემხვდა ლინკი, გადმოვედი და შემომეკითხა :დდ
ცოტა კრიტიკული ვიქნები და იმედი მაქვს არ მიწყენ.
პირველ რიგში რაც თვალში მომხვდა იყო "პასტა", იყო სასვენი ნიშნების ნაკლელობა და თვალში მომხვდა რამდენიმე გამართავი სიტყვა.
რაც შეეხება თხრობას, ჯერ იწყება პირველ პირში. ყვება ნიცა ამბავს და მერე ვერც კი მივხვდი, ისე გადავიდა თხრობა მესამე პირში. გთხოვ, ჩაასწორე ეს...
რაც შეეხება ნოეს, მოკლედ ვიტყვი, არ მიყვარს ასეთი სუსტი ადამიანი, არც ქალი და არც კაცი. არ მიყვარს ადამიანი, ვისაც საკუთარი თავი ეცოდება და ამით სხვებს აყენებს ტკივილს. სწორედ რომ სუიციდი იყო მისი ბოლო, ან ფსიქიკური აშლილობა.
საბოლოო ჯამში, კარგი გოგო ხარ შენ და ულევ წინსვლას გისურვებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent