შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების მოლოდინში(1 თავი)


16-03-2018, 16:17
ავტორი ნინი ნინა
ნანახია 1 518

ალბათ ბევრ ადამიანს უფიქრია ცხოვრებაზე. მის მნიშვნელობაზე და იმაზე თუ რას წარმოადგენს ის ამ ცხოვრებაში. ყველა ცდილობს თავისი კვალი დატოვოს თავისი სიკვდილის შემდეგ. მაგრამ, არიან ისეთებიც, რომლებიც უბრალოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ და არ ანაღვლებთ სხვა. მე ვარ ლილე,16 წლის...გოგონა, რომელსაც ცხოვრებამ მწარედ დასცინა. რვა წლის ასაკში დავკარგე ოჯახი ავარიის გამო და სრულიად მარტო დავრჩი. დღემდე ვერ ვპატიობ საკუთარ თავს იმას, რომ მანქანაში მსხდომებიდან მარტო მე გადავრჩი. მიშვილა ოჯახმა, რომელიც უბრალოდ ზედმეტად სასტიკია ჩემს მიმართ. მაგრამ ჩემს ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილი არის დემე, რომელიც ლიას და გუგას შვილი, ადამიანების, რომლებმაც მე მიშვილეს. მაგრამ დემე ძალიან გასხვავდება მათგან. ახლაც არ მაქვს დასვენების უფლება... ისევ იმ ქალის ყვირილი ისმის, რომელიც გაუთავებლად ჩემს სახელს ყვირის და მეც მობეზრებულად ვატრიალებ თვალებს და გავდივარ მის სანახავად.
ჩავდივარ კიბეზე და ვხედავ გაღიმებულ დემეს, რომელიც მე მიყურებს და ჩემს რეაქციას ელოდება. ეხლაღა მივხვდი თურმე როგორ მენატრებოდა.
-დემეეეე ვყვირივარ მთელ ხმაზე და ისე ვეხუტები რომ მე თვითონაც სუნთქვა მიჭირს.
-კარგი გოგო ნუ გამგუდე მეუბნება სიცილით და ჩემთან ერთად დივანზე ჯდება.
ლია ისევ თავის სტიქიაში და ჩხუბობს იმაზე თუ რატომ არ უთხრა დემემ რომ ჩამოდიოდა მაგრამ, არცერთი ყურადღებას არ ვაქცევთ და ვფიქრობთ როგორმე მოვშორდე ამ სახლს. დემემ უცებ ხელი დამავლო და გარეთ გამიყვანა:
-წამო გავისეირნოთ სადმე თორემ არ მაქ მაგის ნერვები(დემე)
მეც უხმოდ გავყევი... მიყვებოდა თავის სამომავლო გეგმებზე, რომ ისევ უწევდა საფრანგეთში წასვლა თავის საქმეებზე და მეუბნებოდა რომ მალე გამაცნობდა მის შეყვარებულს ნინის, რომელოც მისი თქმით საუკეთესო ადამიანი იყო. ვუყურებდი მის ბედნიერებისაგან გაბრწყინებულ თვალებს, აღვიქვამდი როგორი სიყვარულით ლაპარაკობდა ნინიზე და მეც გამიჩნდა სურვილი რომ ვინმეს მასავით ვყვარებოდი.
-ლილე ჩემო ფერია, არ მინდა შენი აქ დატოვება, მაგრამ ხომ იცი რომ ისინი არ გამოგიშვებენ ჩემთან ერთად. მე თავი დავაღწიე მაგრამ შენ შერჩით ხელში, მაგრამ გპირდები აუცილებლად წაგიყვან ჩემთან სულ სულ ცოტას მოითმინე.
მე ვერაფერს ვეუბნები უბრალოდ ცრემლიანი თვალებით ვუყურებ და ვეხუტები. სეირნობაში ისე დაგვაღამდა ვერც მივხვდით.სახლში მისულებს გიგას ძმაკაცები დაგხვდნენ სახლში. ერთ-ერთს თავისი შვილიც ახლდა თან. სახლში შესულები არ ვიყავით, რომ გამოგვიცხადეს:
-ლილე შენი ხელის სათხოვნელად მოვიდნენ(გუგა)
-რეებს ბოდავ შენ თვითონვე თუ გესმის(დემე)
-შვილო აზრი არ აქვს ტყუილად ნუ დაიწყებ ეხლა მაგ წუნკალის დაცვას(ლია) დემეს თვალებში ვხედავდი საშინელ სიბრაზეს, რომელიც ცოტაც და ვულკანივით იფეთქებდა.
ამ დროს ის ბიჭი წამოდგა, ჩემთან მოვიდა და ყურში ჩამჩურჩულა რომ ვერაფერი ვეღარ მიშველიდა და ამრზენი ღიმილით შემხედა. ხმას ვერ ვიღებდი მთელი სხეული მიკანკალებდა. დემე მივარდა იმ ბიჭს, მომაშორა და უკვე ყვირილზე გადავიდა
-ეხლა კარგად მომისმინეთ სუყველამ ლილე არ გაყვება არავის ცოლად მითუმეთტეს ამ არაკაცს და შენ კიდე ლია(დედას არ ეძახდა რადგან ქალი, რომელიც დედას მიაჩნდა მის თვალში დიდიხნის წინ მოკვდა) აღარ გაბედო და მას წუნკალი აღარ დაუძახო... ლილეს ყველა თქვენგანზე დიდი ადამიანობა გააჩნია. მეს მას თან წავიყვან და ხელის შეშლა არც კი სცადოთ არც ერთმა. ისეთი გაბრაზებული იყო თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. მე კი უბრალოდ ვიდექი ასე გაშეშებული და ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი რა ხდებოდა ჩემს თავს.
-ლილეს ვერსადაც ვერ წაიყვან, ის აქ დარჩება და ილიას ცოლად გაყვება(გუგა)
-მე უკვე ვთქვი და გამეორებას არ ვაპირებ ის ჩემთან ერთად წამოვა(დემე)
-ძალიან ცდები თუ მასე გგონია მე მასში ფული გადავიხადე ის ჩემი საკუთრება(ილია) ამ მომენტში მე უკვე აღარაფერი მესმოდა.. ვგრძნობდი როგორ ვკარგავდი ფეხებში ძალას და თანდათან ყველაფერი გაშავდა ერთადერთი რაც მახსოვს დემეს შეშინებული ხმა იყო რომელიც მთხოვდა რომ მისთვის შემეხედა.

(თხრობას აგრძელებს დემე)
იმდენად გაბრაზებული ვიყავი შემეძლო ყველა სათითაოდ მომეკლა.. ლილეს შევხედე სახეზე ფერი აღარ ედო და ნელ-ნელა იკეცებოდა, თვალის დახამხამებაში მასთან გავჩნდი და დაჭერა მოვასწარი. ფრთხილად ავიყვანე ხელში და დივანზე დავაწვინე, ჩემს პირად ექიმს დავირეკე და მოსვლა ვთხოვე. ბატონი ზურაც ათ წუთში აქ იყო და მისი გასინჯვა დაიწყო თუმცა ვერაფრით აფხიზლებდა
-დემე ძალიან მიჭირს ამის თქმა მაგრამ(ზურა)
-რა მაგრამ ზურა რა მაგრამ თავს ვეღარ ვიმორჩილებდი და უკვე ვყვიროდი
-ვწუხვარ მაგრამ შეიძლება ვეღარ გამოფხიზლდეს, არ ვიცი რა მოხდა მაგრამ აშკარაა რომ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო და ახლაც შოკიდან ვეღარ გამოდის მისი ტვინი იცავს მას ამ შოკისგან ძილის საშუალებჯთ რომელიც არ ვიცი რამდენ ხანს გასტან თუ ერთ საათში არ გამოფხიზლდება მაშინ სავადმყოფოში გადავიყვან.
წესიერად ვერც გავიგე რამითხრა მაგრამ ცხადი იყო რომ ჩემი ფერია შეიძლება დამეკარგა. სხვა ვერაფერზე ვფიქრობდი. სწრაფად წამოვვარდი და ოთახიდან გავვარდი ილია რამდენიმე წამში უკვე ჩემს ქვევიდან იყო მოქცეული და გამეტებით ვურტყამდი ძლივს გამაგდებინეს ხელიდან.
-რად გაქცია იმ წუნკალამ ხედავ?(ლია)
-რა? რად მაქცია. ლილემ მაქცია ადამიანად მასწავლა სიყვარულისა და სითბოს გამოხატვა ის რომ არა დღეს მეც თქვენნაირი ვიქნებოდი და მას რომ რამე მოუვიდეს სუყველას ჩემი ხელით მოგკლავთ ყველას.(დემე) ბოლო ხმაზე ვღრიალებდი. ოთახში ავედი ლილე გაღვიძებული დამხვდა ეს სასწაული იყო. ლილე იყო ჩემი სასწაული გოგო, ჩემი სიცოცლის არსი. ექიმმა თავის დაზღვევის მიზნით მისი სავადმყოფოში გადაყვანა მთცოვა და მეც რა თქმა უნდა დავთანხმდი. ცოტახნით ჩემს ოთახში გავედი ქურთუკის და გასაღების ასაღებად. ოთახიდან გამოვდიოდი როცა ლილეს კივილოს ხმა მომესმა გიჟივით შევვარდი მის ოთახში და იქ დედაჩემო დამხვდა რომელიც გიჟოვით იცინოდა და იმეორებდა:
-ლილე მოკვდა. ლილე მოკვდა და თან ბოლო ხმაზე იცინოდა.
მთელ სახლში ლილეს ვეძებდი. მაგრამ არსად იყო ამ დროს სასწრაფო მანქანების სირენების ხმა გავიგე და დაბლა გავვარდი შვიდი სართული რამდენიმე წამში ჩავიარე და სუნთქვა შემეკრა როცა ასფალტზე მწოლიარე ლილე დავინახე წამებში მასთან გავჩნდი და ვთხოვდი თვალები გაეხილა.


(აგრძელებს ლილე)
სხმა მესმოდა მაგრამ ვერ ვიღვიძებდი... დემეს ხმა მესმოდა რომელიც გამოფხიზლებას მთხოვდა თუმცა მე ნელ-ნელა სინათლისკენ მივიწევდი რომელიც რაღაცნაირად სიმშვიდის შეგრძნებას მიჩენდა მაგრამ რაღაც არიშვებდა, თითქოს ვიღაღაც მიჭერდა მაგრა მეც ჯიუტად მივიწევდი წინ...

დემე და ლილე ორი ადამიანი რომელიც ერთმანეთს უთქმელად უგებენ, რომლებმაც ერთმანეთის სიყვარულით გადაიტანეს ამდენი განსაცდელი და დაბრკოლება ახლა ერთმანეთს კარგავენ. დემე გაუჩერებლად დადის სავადმყოფოს დერეფანში და ერთი წამითაც არ უნდა დაუშვას ის ფაქტი, რომ შეიძლება ლილე დაკარგოს, რომ შეიძლება ვეღარასოდეს დაინახოს მისი დიდი ციაფერი თვალები რომელიშიც ყოველთვის სიყვარულის და სითბოს ამოკითხვა შეგიძლია სევდასთან ერთად. ამ მემენტში ლილე სიცოცხლისთვის აღარ იბრძვის ერთადერთი რაც უნდა სიმშვიდეა. ისმის ექიმის ხმა:
-100-ზე დამუხტეთ
-ექიმო წნევა ეცემა პაციენტს ვკარგავთ
საოპერაციოსთან მდგარი დემე გაშეშდა სუნთქვა შეეკრა კარგავდა თავის ფერიას თავის პატარა დაიკოს... ბოლოს ხმაზე იწყებს ყვირილს:
-ლილე არ წახვიდე ჩემო ფერია... არ დამტოვო ლილე არ დამტოვო არ წახვიდე
და იქვე ჩაიკეცა
-ექიმო პაციენტს ვკარვათ რამე იღონეთ..

გამარჯობა, ეს ჩემი პირველი ისტორია და არ ვიცი როგორ გამომივიდა ეს თქვენ შეაფასეთ და მეორე თავსაც მალევე დავდებ



№1 სტუმარი მინიატურული პროზაიკოსი

კიდე ერთხელ შეიწერა ადმინმა:დდ

 


№2  offline წევრი naniko mindia

Kargia amatire kargad wer warmatebebi pirvelat vkitxulob shen istorias
❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№3  offline წევრი ნინი ნინა

naniko mindia
Kargia amatire kargad wer warmatebebi pirvelat vkitxulob shen istorias
❤️❤️❤️❤️

მადლობა დიდი❤❤❤
--------------------
ნ.ჯიძე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent