შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ფეთქვის მიზეზი (თავი 1)


17-03-2018, 09:34
ავტორი ნასტია
ნანახია 2 228

* * *
ამ კვირაში უკვე მესამედ დასაჯეს.
სხვა დამლაგებლებისგან განსხვავებით, მას უწევდა გვიანობამდე სასტუმროში ყოფნა და ყველა ოთახის სრულფასოვნად დასუფთავება. მიუხედავად იმისა, რომ განაჩენი სამივეჯერ უსამართლოდ გამოუტანეს, თავის დასაცავად ხმა არ გაუღია. საქვეყნოდ ცნობილ სასტუმროში ძლივს ნაშოვნი სამსახურის საკმაოდ მაღალი ხელფასი ოლიკოსთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. მასთან ერთად გვიანობამდე მუშაობა კიდევ ორ დამლაგებელს დაავალეს, ორივეს სხვადასხვა "ბრალდებით".
ოლიკოს ერთ-ერთმა ფულით გათამამებულმა კლიენტმა სასტუმროს დირექტორთან უჩივლა, მიზეზი მისთვის უცნობია. როგორც გითხარით იგი უსიტყვოდ დაემორჩილა დირექტორს და იმ ორ გოგონებს შეუერთდა, ვინც სასტუმროს ნივთების მოპარვისთვის იყვნენ დასჯილები. დირექტორი საკმაოდ მკაცრი, მაგრამ სამართლიანი შუახნის ქალბატონი იყო. წასვლის წინ მან გოგონებს დავალება მისცა და ამასთანავე მშვიდობიანი ღამეც უსურვა.
ოლიკოს ქალის საუბარზე შეუმჩნევლად ჩაეღიმა და თავის საქმეს შეუდგა. მთელი ერთი საათი პირველ სართულზე დაჰყო. მორჩილად წმენდდა ისედაც კარგად გაპრიალებულ იატაკს და თან თავის საყვარელ მუსიკას ღიღინებდა. სხვა დასჯილები მეორე სართულზე მუშაობდნენ. მათგან განსხვავებით ოლიკოს სიმარტოვეში ერჩივნა საქმის შესრულება, თანაც საკმაოდ პირნათლად. სწორედ ამიტომ ჰქონდა სასტუმროს დირექტორის ნდობა მოპოვებული. მიუხედავად იმისა, რომ ოლიკოს თითქმის ყოველი მეორე სტუმარი უჩიოდა, ქალი უპირატესობას ხშირად სწორედ მას ანიჭებდა ხოლმე. თუნდაც ახლა, მესამე შენიშვნაზე გაგდების ნაცვლად ქალმა კვლავ დასჯილად გამოაცხადა.
სასტუმროს დირექტორის ოლიკოსადმი კარგ დამოკიდებულებას ბევრი ვერც ამჩნევდა, ეს ალბათ იმიტომ, რომ ქალს გრძნობების გამოხატვა არ შეეძლო და თავის სიმპათიას სასჯელის შემსუბუქებით ადასტურებდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ მომსახურე პერსონალიდან დირექტორის სამართლიანობას მხოლოდ ოლიკო აღიარებდა. პროფესიით იურისტი და ამავდროულად დამლაგებელი ყოველთვის პატივს სცემდა მსგავსი თვისებით დაჯილდოებულ ადამიანებს. ნუ გაგიკვირდებათ! ჩვენს ქვეყანაში რთულია იყო სამართლიანი... რა თქმა უნდა, სამართლიან ადამიანში არ ვგულისხმობ იმ პიროვნებას, რომელიც მხოლოდ თავისთვის სასარგებლოდ იცავს სამართალს და სხვა შემთხვევებში მისით არც ინტერესდება.
თავად ოლიკო, როგორც მისი მშობლები ამბობდნენ, თავიდანვე სამართალდამცავად დაიბადა. პატარა ასაკშივე კამათობდა თანატოლებთან. მუდამ ამტკიცებდა, რომ მისი დაცინვის, ზურგს უკან საუბრისა და სათამაშოს წართმევის უფლება არავის ჰქონდა. პარალელურად მხოლოდ თავის თავს კი არა, სხვა ბავშვებსაც იცავდა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, ოლიკოს მშობლებს არაერთხელ შექმნიათ პრობლემა მისი უცნაური ხასიათის გამო.
ხანდახან თავისთავსაც აბრალებს მშობლების სიკვდილს. ჰგონია, რომ მისმა უჩვეულობამ დაღალა ისინი და მათაც გადაწყვიტეს ამ ქვეყნიდან მოულოდნელი გამგზავრება.
პირველ სართულზე ყველაფერი გაასუფთავა და სწორედ ამით ძლივს დასრულდა მისი სამუშაო დღე. სხვები უკვე სახლში წასულიყვნენ, მისი ჯერიც დადგა. მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილ ოთახში ცოტა ხანს სკამზე იჯდა დაღლილი და ამავდროულად ჩაფიქრებული. მერე კი ფეხების თრევით წამოდგა წასასვლელად.
ლამპიონებით განათებულ ქუჩაზე მანქანები თითქმის არ მოძრაობდნენ, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ტაქსის მანქანას. ოლიკომ ერთ-ერთი ტაქსის მძღოლი, რომელსაც მანქანის საჭეზე ჩამოსძინებოდა, გამოაღვიძა და სახლში წაყვანა სთხოვა. ნახევრად მძინარე შუახნის მამაკაცი ცოტა ხანს გაუნძრევლად იჯდა და თვალების ფშვნეტით გამოფხიზლებას ცდილობდა. მის ქმედებაზე ოლიკოს შეუმჩვენვლად ჩაეღიმა. სანდომიანი სახის მამაკაცს დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ხმა არ ამოუღია. ფიქრებში გართული საშუალო სიჩქარით მიუყვებოდა დაცარიელებულ ქუჩებს. ოლიკომ მგზავრობის საფასური გადაიხადა და მანქანიდან გადმოვიდა.
თითქმის სულ მთლად ჩაბნელებულ ეზოს მხოლოდ რამდენიმე ფანჯრიდან გამოსული სინათლე ანათებდა, ამიტომ ოლიკომ ძლივს მიაგნო სადარბაზოს კარებს. სავარაუდოდ ღამის ორი საათი იქნებოდა, თუმცა ეზოში მაინც იდგნენ უსაქმური ახალგაზრდები. სიბნელის მიუხედავად, ოლიკომ რამდენიმე მათგანი იცნო კიდეც, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, ისე შევიდა სადარბაზოში და აირბინა კიბეები.
ბიჭებმა მზერა გააყოლეს საშუალო სიმაღლისა და კარგი აღნაგობის გოგონას, რომელსაც ლამაზ სახეზე თმები ჰქონდა ჩამოშლილი. მეზობლებმა იცნეს ოლიკო, თუმცა ხმა არ ამოუღიათ. სამეზობლოდან ახლო ურთიერთობა მასთან არავის ჰქონდა, გარდა მოხუცი გაბრიელისა, რომელიც დილაობით ყოველთვის ესაუბრებოდა ხოლმე აივანზე მდგარ ახალგაღვიძებულ ოლიკოს. თავის მხრივ ოლიკოც მუდამ თბილად ელაპარაკებოდა სასიამოვნო მოხუცს, რომელსაც არავინ ჰყავდა, გარდა უცხოეთში მყოფი შვილიშვილებისა, რომლებიც მოხუც ბაბუას იშვიათად, ძირითადად ზაფხულობით კითხულობდნენ ხოლმე.
სახლში მისულმა ჯერ წყალი გადაივლო, შემდეგ კი დასაძინებლად დაწვა. წინ მთელი დღე ჰქონდა დასასვენებლად, მის გაღვიძებას კი არავინ ეცდებოდა სულ მთლად დაცარიელებულ სახლში.
ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია.

* * *
სასტუმროს დირექტორმა მოულოდნელი თათბირი გამართა თავის კაბინეტში და თან ყველასთვის გასაკვირად, თავისთან დაიბარა მხოლოდ დამლაგებლები, რომლებიც ჩვეულების თანახმად არასდროს ესწრებიან თათბირს, მას ესწრება მხოლოდ მთავარი დამლაგებელი, ვისაც ევალება პასუხი აგოს სასტუმროში არსებულ ნებისმიერ პრობლემაზე, რაც სისუფთავეს ეხება. ქალბატონმა ლელამ მოკლედ ისაუბრა სისუფთავის აუცილებლობაზე და თან დაამატა, რომ სასტუმრო "შაჰის" მფლობელი აპირებდა ჩამოსვლას. დაახლოებით ათწუთიანი საუბრის შემდეგ დამლაგებლებმა ლელას კაბინეტი დატოვეს და თავის საქმეს შეუდგნენ. სასტუმროს მფლობელის ოთახის დალაგება ოლიკოს დაავალეს.
- ქალბატონ თეას სისუფთავე გადამეტებულად უყვარს, - კიბეებზე ასვლისას როგორც ყოველთვის ურეაქციოდ ელაპარაკებოდა ლელა ოლიკოს, - მტვრის თუნდაც ერთი ნაწილაკის გამო შესაძლოა შენთან ერთად სამსახური მეც დავკარგო, ასე რომ აჯობებს ყველაფერს შენებურად მიხედო. რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვს? თუ გინდა ვინმეს დაგახმარებ...
- არ არის საჭირო, ყველაფერს ჩემით მოვაგვარებ, - უპასუხა იმავე ტონში და თავისი ინსტრუმენტებით საპრეზიდენტო ოთახის კარები შეაღო.
მისით დაიმედებულ ლელას შეუმჩნევლად ჩაეღიმა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით თავის გზას გაუდგა.
უცნაურად არეული ოთახის დალაგება ოლიკომ დაახლოებით ორ საათში დაასრულა. ამ დროში მას ოთახის განიავება, იატაკის გასუფთავება, მტვრების გადაწმენდა და თეთრეულის გამოცვლა მოესწრო. იქიდან გამოსვლამდე კიდევ ერთხელ შეამოწმა თითოეული ადგილი, სადაც შეიძლებოდა ქალბატონ თეას რამე შეემჩნია. მასთან ერთად ლელამაც მოათვალიერა ოთახი და გოგონა ღირსეულად შეაქო.
- სამუშაო საათების დასრულებამდე ნუ წახვალ! სამაგიეროდ შეგიძლია აღარაფერი გააკეთო, - მსუბუქად გაუღიმა და ოთახიდან გამოაცილა, - დღეს საკმაოდ ბევრი იმუშავე.
- არ მაქვს პრობლემა, შემიძლია ჩვეულებრივ გავაგრძელო დალაგება, - უთხრა ოლიკომ ყოველგვარი პირფერობის გარეშე.
- მე გირჩევ თავს გაუფრთხილდე, დანარჩენი შენზეა დამოკიდებული, - თქვა ლელამ და თავისი კაბინეტისაკენ წავიდა.
ოლიკომ სასიამოვნო აღნაგობის ქალს ღიმილით გააყოლა თვალი და მისი რჩევის გათვალისწინებით აღარაფერი გაუკეთებია. მფლობელის სასტუმროში მოსვლამდე დამლაგებლების ოთახში იჯდა და ტელეფონით ირთობდა თავს.
თეა მაჩაბელი, როგორც ყოველთვის, ასაკის მიუხედავად ახლაც საოცრად გამოიყურებოდა. მუდამ თავმოვლილი, ქერათმიანი ქალბატონი მედიდურად მოაბიჯებდა მომუშავე პერსონალთან შესახვედრად. თეთრ შარვალსა და კრემისფერ ზედაში გამოწყობილს ძვირფასი ქურთუკი მოეხვია მხრებზე. ხელში ეჭირა სადა, მაგრამ მაინც ძვირადღირებული ტყავის ჩანთა. მის რძისფერ თითებზე თეთრი ოქრო და უზარმაზარი ბრილიანტი ბრწყინავდა. ქერა კულულები მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი, მხოლოდ მათი გარკვეული ნაწილი შეეკრა თავის ზემოთა ნაწილში ძვირფასი თმის სამაგრით. მოკლედ რომ გითხრათ, თეას შემხედვარეს სურვილი გაგიჩნდებოდათ შეგესწავლათ მისი თითოეული მოძრაობა, საუბრის მანერა და ჩაცმის თავისებური სტილი. საშუალო ასაკის ქალბატონი, დაღლილობის მიუხედავად, თავისუფლად გადაადგილდებოდა საკმაოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით.
- ჩემთან ამოდი და თან ვინმე სანდო დამლაგებელი ამოიყოლე, - ყველასათვის შეუმჩნევლად გადაუჩურჩულა თეამ დირექტორს.
- ყველაფერი რიგზეა? - ჰკითხა მსგავსი ჩურჩულით ლელამ.
პასუხად დასტურის ნიშნად ევამ თავი დაუქნია დაახლოებით მისი სიმაღლის ქალს და ლიფტში შევიდა. თავისმხრივ ლელამ ოლიკოს ანიშნა მასთან მისულიყო.
- გამომყევი, საქმე მაქვს შენთან, - უთხრა და კიბეებისკენ წავიდა.
ოლიკო უსიტყვოდ გაჰყვა უფროს, დაახლოებით კი ხვდებოდა, რომ საქმე სასტუმროს უფროსს უკავშირდებოდა.
დივანზე ჩამომჯდარ თეას ფეხები იქვე შემოედო და ხელში ტელეფონი ეკავა, ვიღაცას ესაუბრებოდა საუცრად ნაზი ხმით, თითქოს ტელეფონზე ლაპარაკის თავი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც უწევდა ვიღაცის სმენა. ოთახში შესულებს ხელით ანიშნა მოპირდაპირედ მდგარ დივანზე დამსხდარიყვნენ, თავად კი შეძლებისდაგვარად ტელეფონზე საუბარი დააჩქარა.
პირველად გამოჩენისას ის ძალიან ოფიციალურ ტანისამოსში იყო გამოწყობილი, ახლა კი თეას თმების გაშლა და ტანსაცმლის გამოცვლა მოესწრო. შინაურულ ხალათში გამოწყობილს ქერა კულულები სახეზე ჩამოეფარნენ, თუმცა მას ეს არც კი აწუხებდა.
- ლელა, შენ ჩემი შვილის შესახებ თითქმის ყველაფერი იცი, - წამოიწყო საუბარი თეამ და დირექტორს გადახედა, - მისთვის მინდა ერთ-ერთი დამლაგებელი წავიყვანო მხოლოდ ერთი დღით...
- არ არის პრობლემა, თეა, - თავისუფალი მიმართვის მიუხედავად, მაინც ეტყობოდა შებოჭილობა ლელას, - ოლიკო, ყველაზე სანდო და მოწესრიგებული დამლაგებელია სასტუმროში.
- გენდობი, ლელა, - სუსტად, მაგრამ მაინც მეგობრულად გაუღიმა თეამ, - სიმართლე რომ გითხრა, ბევრი ფიქრის დრო არ მაქვს. შენი სახელი შემახსენე...
- ოლიკო, - ძლივს გაისმა ოთახში მისი ხავერდოვანი ხმა.
- ოლიკო, ლამაზი სახელია, - თავისთვის ჩაილაპარაკა თეამ და მერე ისევ საქმეს მიუბრუნდა, - მხოლოდ ერთი დღით უნდა წაგიყვანო ერთი სახლის დასალაგებლად, შესაფერისად გადაგიხდი... სანაცვლოდ შენგან ვითხოვ სიჩუმეს, ამ თემაზე ლაპარაკი ნებისმიერთან გეკრძალება! დიდი იმედი მაქვს საწინააღმდეგო არაფერი გაქვს.
ოლიკო ცოტა ხანს გაუნძრევლად და ხმის ამოუღებლად იჯდა. ზედმეტი ფული და სასტუმროს მფლობელის ნდობა მისთვის საუკეთესო შემოთავაზება იყო, ამიტომ ჯერ ლელას გახედა, შემდეგ კი სანდომიანი ღიმილით დაუქნია თეას თავი.
- საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.
გოგონას პასუხზე კმაყოფილებისგან თეასაც ჩაეღიმა.
- ძალიან კარგი, ისღა დაგრჩენია ხვალისთვის მოემზადო!
ოლიკო ლელასთან ერთად ფეხზე წამოდგა და ოთახის კარებისაკენ დაიძრა.
- ლელა, დარწმუნებული ვარ გოგონას მგზავრობის საკითხებს შენ მოაგვარებ და ჩემი დახმარება აღარ დაგჭირდება...
- პრობლემა არ არის, - უპასუხა ლელამ და კარები გამოაღო.
- თუ მოვიცლი მეც გავყვები, გაითვალისწინე! - მიაძახა უკვე ოთახიდან გასულს.
დაუმთავრებელ საუბარზე ლელას ჩაეღიმა და პარალელურად გოგონას სახლში წასვლისა და დასვენების ნება მისცა.
- დიდი იმედი მაქვს არ დამაღალატებ, - უთხრა ფორმალობის ნიშნად და ბლოკნოტით ხელში კაბინეტისაკენ გაუდგა გზას.
მომღიმარი ოლიკო სამუშაო საათების დასრულებამდე ორი საათით ადრე მივიდა სახლში. სულაც არ აწუხებდა სხვა დამლაგებლების კითხვით სავსე მზერა და ზურგს უკან ჭორაობა. რაც ყველაზე მთავარია, მან დირექტორისა და ახლა უკვე სასტუმროს მფლობელის ნდობა მოიპოვა.

* * *
ოლიკო უკვე დილის ცხრა საათზე თეა მაჩაბელთან ერთად საკმაოდ ძვირადღირებულ მანქანაში იჯდა, რომელიც სიძველითა და მოუვლელობით გაფუჭებულ გზას მიუყვებოდა. ტყეში გაყვანილ გზაზე მანქანები საერთოდ არ მოძრაობდნენ, თუმცა გვიან შემოდგომაზე დათოვლილ გზას ეტყობოდა, რომ ათასში ერთხელ მაინც გაივლიდა ხოლმე სოფლიდან ქალაქის მიმართულებით მანქანა.
თავისუფალი სტილის ტანსაცმელში გამოწყობილ თეას მგზავრობისას მალევე ჩაეძინა. რაც შეეხება ოლიკოს, მიუხედავად იმისა, რომ წამოსვლის წინ გოგონას ძალიან ეძინებოდა, მგზავრობისას ვერაფრით ჩასთვლიმა, ამიტომ იჯდა ფხიზლად და დიდი ინტერესით ათვალიერებდა გზის პირას ამოსულ უცხო მცენარეებს.
გაფუჭებული გზის წყალობით დაახლოებით ოთხსაათიანი მგზავრობის შემდეგ ძლივს მიაღწიეს დანიშნულების ადგილამდე. მიყრუებულ სოფელში მდგარი სახლი ჩვეულებრივ გამოიყურებოდა. ერთი შეხედვით მოვლილიც იყო, თუმცა შიგნით შესულებმა კარგად შეამჩნიეს, რომ ქალის ხელი სახლს დიდი ხნის მანძილზე არ დასტყობოდა. შინ არავინ დახვედრიათ, ამიტომ ოლიკო მაშინვე შეუდგა თავის საქმიანობას.
სახლი სულ ერთ სართულზე არსებული ოთხი ოთახისაგან შედგებოდა, რომ არ ჩავთვალოთ საკმაოდ დიდი ზომის სამზარეულო და მის გვერდით სააბაზანო. ამან ოლიკოს საქმე უფრო გაუმარტივა. პირველ რიგში სახლში არსებული ორი საძინებელი დაალაგა, რომელთაგან ერთი ხელუხლებელი იყო, მეორეს კი ეტყობოდა, რომ პატრონი ყოველდღიურად სტუმრობდა და თან მარტო არა... მაგიდებსა და თაროებზე არსებულ მტვერში ადვილი შესამჩნევი იყო ადამიანის ნათითურები, რითაც შესაძლებელი ხდებოდა იმის დადგენა, რომ მამაკაცი ხშირად სარგებლობდა წიგნების თაროთი და მაგიდის მხოლოდ გარკვეული ნაწილით. სიმართლე რომ ითქვას, ყველაზე მეტი დრო ოლიკოს სწორედ წიგნების თაროს დალაგებისთვის დასჭირდა. წიგნების გასუფთავებისას პარალელურად თითოეულს ფურცლავდა, ნაცნობ წიგნებში საყვარელ მომენტებს ეძებდა, უცნობებში კი ცდილობდა გაეგო, სამომავლოდ მოეწონებოდა თუ არა წასაკითხად.
მისაღებ ოთახში ტელევიზორთან მჯდარი თეა ოლიკოს მომზადებულ ყავას სვამდა და თან პარალელურად თვალს ადევნებდა გოგონას საქმიანობას.
ამ დროს ოთახში ვიღაც შემოვიდა, ვისზეც ყურადღება გადაიტანა თეამ. ოლიკოს ეგონა, რომ მძღოლი იყო, ამიტომ მისაღებში გავიდა.
- მე თითქმის დავამთავრე, მალე წავალთ? - ჰკითხა თეას და მხოლოდ ამის შემდეგ გადახედა ოთახში შემოსულს. მძღოლის ნაცვლად მის პირდაპირ გაკვირვებული ახალგაზრდა მამაკაცი იდგა.
- ეს ვიღაა? - მისზე უხეში მითითებით იკითხა მამაკაცმა და თეას გადახედა.
- შენს "ბუნაგს" დალაგება რომ სჭირდებოდა, არ იცი? - კითხვა შეუბრუნა თეამ და ფეხზე წამოდგა. - მე არ გახსენდები და არ მირეკავ, ერეკლეს მაინც დაურეკე ხოლმე და სთხოვე ვინმე გამოგიგზავნოს, აქაურობა მტვერში ჩაფლულ სანაგვეს ჰგავდა.
- ყურადღებისთვის მადლობა, დედიკო, - ჩაეღიმა ირონიულად ახალგაზრდას, რომელიც ოლიკოსთვის გასაკვირად მისი შვილი აღმოჩნდა, - მხოლოდ "ბუნაგის" დასალაგებლად არ მომაკითხავდი...
- როგორი მიხვედრილი ხარ, შვილო, - არ დააკლო ირონია თეამ, - ხვალ შუადღისით ჩემთან სასტუმროში გელოდები, საქმე შენს იდიოტ მეგობრებს ეხება, თქვენთვისვე აჯობებს მობრძანდე.
- აქ ვერ მეტყვი? - მობეზრებით გადაატრიალა თვალები ბიჭმა.
- სმენა დაგაკლდა, შვილო? მგონი გასაგებად გითხარი, რომ უნდა მოხვიდე, - ხმას აუწია თეამ, თუმცა ამის მიუხედავად, თავს მაინც აკონტროლებდა.
- მოვიფიქრებ... - ფეხი ფეხზე შემოიდო ბიჭმა და დედას ყურებამდე გაუღიმა.
ბიჭის პასუხსა და მზერაზე თეასაც გაეღიმა, იქვე გადაფენილი ქურთუკი ხელში აიღო და კარებისაკენ წავიდა. ოლიკო მიხვდა, რომ წასვლის დრო მოახლოვდა, ამიტომ ისიც გაემზადა.
- რატი, ნუ სულელობ! - გასვლის წინ მოუბრუნდა შვილს თეა, - საქმე შენს მეგობრებს ეხება...
ეს თქვა და სახლი დატოვა. ქურთუკის ძებნაში გართული ოლიკო შედარებით უფრო მოგვიანებით გავიდა სახლიდან და მანქანაში ჩაჯდა. ახალგაზრდა მამაკაცს მისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
შვილზე აშკარად განაწყენებულ თეას გზაში აღარ ჩასძინებია, თუმცა მისი ხასიათიდან გამომდინარე, ოლიკოსთვის გასაკვირად, ხმაც არ ამოუღია. მხოლოდ სასტუმროში მისვლისას მოუტრიალდა ოლიკოს და გულწრფელი მადლობა გადაუხადა.
- ანაზღაურებაზე არ ინერვიულო, ყველაფერს ლელა მოაგვარებს, - მიაძახა უკვე გადასულმა და სასტუმროში შეაბიჯა.
თავისი ნაშრომით კმაყოფილი დაბრუნდა სახლში. დაღლა არც უგრძვნია, მტვრისგან გასუფთავებამდე საკუთარი სახლის ლაგება დაიწყო. მხოლოდ ძილის წინ შეახსენა კუჭმა თავი, თუმცა არ უჭამია, მხოლოდ წყალი დალია. როგორც არ უნდა შიებოდა გვიან ღამით მაინც ვერ შეჭამდა საჭმელს.

* * *
ორ დღიანი დასვენების შემდეგ ოლიკო კვლავ ჩაერთო სასტუმრო "შაჰის" თავგადასავლებში. პირველ რიგში, ლელამ სასტუმროს მფლობელის საპრეზიდენტო ოთახი დაალაგებინა, მერე კი ნება მისცა სურვილისამებრ ემუშავა. უსაქმოდ მყოფი ოთახებში დაეხეტებოდა, როდესაც სასტუმროს რესტორანში მჯდარი გაბრიელი შეამჩნია. თუ არ გახსოვთ, შეგახსენებთ, გაბრიელი ოლიკოს მეზობელი მოხუცია, რომელსაც შვილიშვილები იშვიათად აკითხავენ.
გაკვირვებული მარტო მჯდარი მოხუცისაკენ წავიდა. მამაკაცმა მალევე შენიშნა მისკენ მომავალი გოგონა და მამა-შვილური სიყვარულით გაუღიმა.
- სწორედაც რომ შენ გეძებდი, ჩემო გოგონავ, - მასთან დაჯდომა შესთავაზა და საუბარი წამოიწყო მოხუცმა, - გიკითხე და მითხრეს აუცილებლად ვეტყვით შეგხვდესო, როგორც ჩანს გითხრეს...
- არაფერი უთქვამთ, შემთხვევით დაგინახეთ, - გაეღიმა ოლიკოს და ხელებით მაგიდაზე დაეყრდნო. - იმედია ყველაფერი კარგადაა, ბაბუ...
- კი, ჩემო ოლიკო... უბრალოდ შენთან გამომშვიდობება მინდოდა, ეს დღეებია ვეღარ გნახე და ამიტომ მოგაკითხე სასტუმროში, - სევდიანად გაეღიმა გაბრიელს, - საქართველოდან მივდივარ...
ოლიკოს გაკვირვებულ სახეზე მაინც გამოკრთა სიხარულის ღიმილი.
- სად მიდიხარ, ბაბუ? შვილიშვილებთან?
- ჰო, ჩემო კარგო, ჩამოვიდნენ ჩემს წასაყვანად, - ეს თქვა, მერე კი სახეზე პატრიოტული სევდა გამოესახა მოხუცს, - კი არ მინდოდა საქართველოდან წასვლა, მაგრამ სიმარტოვეც აღარ შემიძლია, ხომ გესმის ჩემი, შვილო?
- მესმის, ბაბუ, - თანაგრძნობით გაუღიმა ოლიკომ და თავისი ხელი გაბრიელის სიბერისგან დამჭკნარ ხელს დაადო, - შენთვის ასე აჯობებს, საიმედო ხელში იქნები...
მეზობელი მაგიდიდან თავიდან ფხუკუნი, შემდეგ კი დამცინავი სიცილი გაისმა. ოლიკო ცდილობდა არ მიექცია ყურადღება გაუზრდელი ახალგაზრდებისთვის, თუმცა მალევე მიხვდა, რომ ეს დაცინვა სწორედ მისკენ იყო მომართული. გვერდით მდგარ მაგიდასთან სამი ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა, აქედან ერთი ძლივს იკავებდა სიცილს, სხვები კი თავშეუკავებლად და უკულტუროდ იცინოდნენ.
ოლიკომ მტრული მზერით გადახედა მამაკაცებს, შემდეგ კი ისევ მათი იგნორი სცადა.
- ერთმანეთისთვის შესაფერისი წყვილია, - გადაუჩურჩულეს ერთმანეთს ახალგაზრდებმა, რასაც ისევ შეუკავებელი სიცილის ხმა მოჰყვა.
გამწარებული ოლიკო ფეხზე წამოდგა და მეზობელი მაგიდისკენ შეტრიალდა.
- თქვენს უკულტურო სიცილს საზღვარი არ აქვს? ასაკით თუ ვიმსჯელებთ ამას თქვენთვითონაც უნდა ხვდებოდეთ... - უთხრა ხმის გაკონტროლებით, თუმცა ყურადღების მისაქცევად.
- რა გნებავს გოგონა? - ფეხზე წამოდგა მათგან ერთ-ერთი და ოლიკოს მიუახლოვდა.
- გაუგებრად ვლაპარაკობ? - შეტევაზე გადავიდა ის.
- აჯობებს მსგავსი გამოხტომებისგან თავი შეიკავო, - ფეხზე წამოდგა მეორე, - როდის გავიცინებთ და როდის არა, შენი ტაკუნას საქმე არ არის! - ირონიული ღიმილით დააჯილდოვა მამაკაცმა ოლიკო და წინ დგომისას შეძლებისდაგვარად საჯდომზე წამოარტყა ხელი.
შეურაცხყოფილი ოლიკო სახეზე სულ მთლად აწითლდა. ამ შემთხვევაში ნაკლებად აინტერესებდა კარგი ანაზღაურება და უფროსობის ნდობა, წინ მდგომ ახალგაზრდას მთელი ძალით გაუქნია ხელი პირდაპირ ცხვირში. მამაკაცების შესაჩერებლად გაბრიელი ჩადგა შუაში, თუმცა ძლივს მოსიარულე მოხუცი სამი ახალგაზრდის წინაშე ვერაფერს გახდა. მათგან ერთ-ერთმა ოლიკოს სახეში სილა გაარტყა. ისედაც ბრაზისგან ახურებულ გოგონას უფრო მეტად აუხურდა ცალი ლოყა. გაბრაზებული მამაკაცი ვერ გაჩერდებოდა, რომ არა მათ შორის ჩამდგარი დაცვის წევრები.
- მოგკლავ, შე ძუ*ნა! - მისკენ იწევდა ცხვირგატეხილი მამაკაცი, რომელსაც ცხვირიდან შეუჩერებლად დიოდა სისხლი.
- წაიყავნეთ ოლიკო აქედან, - დაცვის ერთ-ერთ წევრს სთხოვა დახმარება გაბრიელმა.
დასუსტებული გოგონა ძლივს გაეცალა იქაურობას. მოხუც გაბრიელს მხოლოდ მზერითღა დაემშვიდობა.
კონფლიქტის ადგილზე მალევე გამოჩნდა ლელა ნიჟარაძე და სიტყვიერი მოლაპარაკებით სცადა ახალგაზრდა მამაკაცების დამშვიდება. დირექტორისთვის საუბედუროდ ოლიკო სასტუმროს უნიფორმაში იყო გამოწყობილი, რის გამოც იძულებული გახდებოდა გოგონა სამსახურიდან გაეშვა.
დირექტორის კაბინეტში მჯდარი ოლიკო ცივი საფენით ცდილობდა გახურებული ლოყის გაგრილებას. ხუთი წუთი არ იქნებოდა გასული, როცა ოთახში აღელვებული ლელა შემობაკუნდა და გოგონას მოპირდაპირედ დაჯდა.
- ძალიან მაინტერესებს, ვინ ხარ? - იკითხა აღელვების მიუხედავად, დამშვიდებული ხმით.
გაკვირვებულ ოლიკოს ხმა არ ამოუღია, მხოლოდ მორიგი კითხვის მომლოდინე მზერით გადახედა ქალს.
- სმენა დაგაკლდა? - ხმას აუწია ლელამ.
- მგონი თავადაც იცით, ვინ ვარ, - უთხრა ოლიკომ და მოსალოდნელი შენიშვნებისთვის თვალები დახარა.
- საქმეც იმაშია, რომ არ ვიცი ვინ ხარ, - ფეხზე წამოდგა ლელა და ოლიკოს პატარა ბავშვივით ჩხუბი დაუწყო, - საქმეს კარგად ასრულებ, პირადად მე, შენთან პრობლემა არ მქონია, მაგრამ... მაგრამ რაც აქ დაიწყე მუშაობა, მას შემდეგ შარს იზიდავ...
ცალ ლოყასთან ერთად ისევ მთელი სახე აუხურდა ოლიკოს.
- როდემდე უნდა დაგაფარო ხელები? გეკითხები, როდემდე? - ხმას ვეღარ აკონტროლებდა ლელა.
- შეგიძლიათ ახლავე გამაგდოთ სამსახურიდან, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, - ძლივს მოკრებილი გამბედაობით თავი წამოყო გოგონამ, - უსამართლობას ნელ-ნელა ვეგუები, არც ამის გადატანა გამიჭირდება...
ეს თქვა, ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.
- მე შენთვის არაფერი დამიშავებია და ვფიქრობ, არ ვიმსახურებ უმადურად მოქცევას, - მიაძახა ლელამ და ისევ თავის სავარძელზე ჩამოჯდა.
- გულწრფელად მადლობელი ვარ ყველაფრისთვის, - შეჩერდა და დირექტორისკენ შემოტრიალდა, - უბრალოდ აღარ შემიძლია სხვისი ცოდვებისთვის ვაგო პასუხი, მეც ადამიანი ვარ და მეც გამაჩნია...
უფროსთან საუბარი კარების გაღების ხმამ გააწყვეტინა. ოთახში თეა შემოვიდა.
- ლელა, არ ამიხსნით რა მოხდა რესტორანში? - მიმართვით ლელას მიმართა, ყურებით კი ორივეს უყურებდა სასტუმროს მფლობელი.
- ქალბატონო თეა, ყველაფერში დამნაშავე მე ვარ და გპირდებით, რომ სასტუმროდან წავალ, - არ აცადა ლელას საუბარი ოლიკომ, - დირექტორს არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ მუდამ ხელს მაფარებდა...
ამ შემთხვევაში კაბინეტის კარებთან მოვარდნილმა ბარმენმა არ დააცადა ოლიკოს საუბრისა და ლელას მართლების დასრულება. ახალგაზრდა მამაკაცი ძლივს აბამდა სიტყვებს თავს.
- ქალბატონო ლელა, რესტორანში ისევ ჩხუბობენ, - თქვა და კარები გასასვლელად გაათავისუფლა.
მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით სიარულში გაწაფულები ერთმანეთს ასწრებდნენ სირბილში. დასიებული ლოყისა და უფროსებთან რთული მდგომარეობის მიუხედავად, მათ ოლიკოც უკან გაჰყვა.
რესტორნიდან გინებისა და ჭურჭლის მსხვრევის ხმა გამოდიოდა. ჩხუბის ყურებისას რთული გასარკვევი იყო, თუ ვინ ვის ებრძოდა. ჩხუბსა და გაშველებაში ჩართული იყო მთელი მომუშავე პერსონალი.
- რატი? ამ იდიოტს აქ რა უნდა? - ჩაილაპარაკა თეამ და შვილის ჩხუბიდან გამოყვანა სცადა.
დირექტორისა და მფლობელის გამოჩენის შემდეგ სიტუაცია შედარებით მალე დარეგულირდა, თუმცა ცხვირგატეხილი ახალგაზრდა და თეას ვაჟიშვილი მაინც ერთმანეთისკენ იწევდნენ, რა თქმა უნდა, ისევ საჩხუბრად. ოლიკოს დანახვაზე ცხვირგატეხილი კონსტანტინე, როგორც მას ერთ-ერთმა მეგობარმა უწოდა, ისევ დაჭრილი დათვივით აღრიალდა. მისი დამშვიდება მხოლოდ სასტუმროს დატოვების შემდეგ შეძლეს. საქვეყნოდ ცნობილ სასტუმრო "შაჰში" მომხდარი აურზაური გახდა საინფორმაციო გადაცემების მთავარი თემა. ცხვირგატეხილი კონსტანტინე ყველა ჟურნალისტთან ერთსა და იმავე ამბავს იხსენებდა, თუ როგორ უმიზეზოდ დაესხა თავს სასტუმროს ერთ-ერთი დამლაგებელი, სავარაუდოდ გაძარცვის მიზნით და მოგვიანებით, როგორ მოვარდა მასთან უცხო მამაკაცი და როგორ იძალადა ფიზიკურად და სიტყვიერად მასზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, სასტუმრო საკმაოდ ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა, რისგან თავის დაღწევაც თეას საკმაოდ ძვირი დაუჯდა.
ამ ყველაფერს დაემთხვა რატის გაუთავებელი პრობლემები და მისი დაჭრა. სასტუმროსთვის მიყენებული ზიანის გამოსასასწორებლად და დროებით ყველაფრისთვის თავის დასაღწევად თეამ ოლიკო ექიმთან ერთად გაგზავნა რატისთან და მისი მოვლა-პატრონობა დაავალა.

* * *
ოლიკოსთან ერთად მანქანაში მჯდარ ექიმს ხმა არ ამოუღია, უხმოდ იჯდა გოგონას გვერდით, თითქოს პირი ცოტა ხნის წინ ამოუკერესო. სიწყნარით შეღონებული ოლიკო მძღოლთან ცდილობდა საერთო ენის გამონახვას, თუმცა ის უარესი მოლაპარაკე აღმოჩნდა. გოგონას კითხვებზე მისგან მხოლოდ სამი პასუხი მოდიოდა: კი, არა და არ ვიცი...
ფიქრებში გართულს მოულოდნელად ჩაეძინა და ასევე მოულოდნელად გამოეღვიძა. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქიდან დილით ადრე გამოვიდნენ და წესით სოფელში შუადღისით უნდა ყოფილიყვნენ, უკვე ბნელოდა. მზე ერთი საათის ჩასული იქნებოდა. კვლავ მძღოლზე და ექიმზე გაბრაზებული მაშინვე გადმოვიდა მანქანიდან და მანქანის კარები მთელი ძალით მიაჯახუნა. სახლის რამდენიმე ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა, ამიტომ კარების მიგნება არ გასჭირვებია, რეფლექსურად ახსოვდა კიდეც როგორ უნდა შესულიყო სახლში.
დერეფანში ფეხსაცმელები მოუწესრიგებლად ეყარა. იქვე სარკესთან ეკიდა ექიმის ქურთუკი. ბუხარში შეშის ტკაცუნის ხმა კარებთანაც აღწევდა. გადასაფარებლის გარეშე ძილით გათოშილი გოგონა ახლაღა მიხვდა, რომ მისი გაყინული სხეულისთვის ეს სითბო მისწრება იყო, ამიტომ პირდაპირ მისაღები ოთახისაკენ წავიდა.
ბუხრის წინ მდგარ დივანზე წელსზემოთ შიშველი რატი იწვა, მას გვერდით ედგა თავის საქმეში ჩართული ექიმი, რომელსაც გოგონას ოთახში შესვლა არ გაუგია. მძღოლი დიდი ინტერესით უყურებდა ტელევიზორს, ამიტომ ოლიკოს დანახვა მხოლოდ რატიმ მოახერხა. თავად ოლიკოს რატის მზერისთვის ყურადღება არ მიუქცევია, მათ ზურგი აქცია და სამზარეულოში გავიდა. ჯერ კიდევ მგზავრობის დასაწყისში აწუხებდა წყურვილი, ამიტომ პირველ რიგში ყელი ჩაისველა, მერე კი ისევ მისაღებ ოთახში გამოვიდა და პირდაპირ ტაქსის მძღოლს დაუჯდა გვერდით.
- ასეთი ყურადღების მოქცევაც არ იყო საჭირო, - მომართა ორივეს და მათზე გაბრაზებულმა ისედაც სტანდარტული ზომის ტუჩები უფრო მეტად გამობურცა.
- ხელში აყვანილი უნდა წამოგვეყვანე, დედოფალო? - რატის ჭრილობაზე მუშაობის პარალელურად ამოჰხედა ექიმმა.
- გთხოვათ ვინმემ, დიდო მეფეო? - ირონიულად ჩაეღიმა ოლიკოს და ისევ გაყინული ფეხები დივანზე აიკეცა.
გოგონას პასუხზე ორივეს გაეღიმა, თუმცა მათი ღიმილი უადგილო იყო რატის წვალების პარალელურად. ცოტა ხნის წინ ჩვეულებრივ ფორმაში მყოფი მამაკაცი ახლა უკვე ნახევარმკლავზე სისხლით იყო დასვრილი და თან მთელი სახეზე მისი ოფლი ბრჭყვინავდა.
- ოლიკო, შენი დახმარება მჭირდება, - გამოჰხედა ექიმმა.
მისი დავალებით გოგონამ მალევე მოიტანა სუფთა წყლით სავსე ჯამი და ტილო, რათა სისხლით მოთხვრილი ადგილები მოეწმინდა მამაკაცისთვის. თავად ექიმი სააბაზანოში გავიდა და ტკივილისგან სახედამანჭულ მამაკაცთან ოლიკო დატოვა.
ცივ წყალში ტილოს დასველებისას ხელები საგრძნობლად გაეყინა, ამიტომ მისი ხელების ტემპერატურასთან შედარებით მამაკაცი გავარვარებული მუგუზალივით იყო, რომელიც წყლის წვეთების შეხებისას შიშხინებს ხოლმე.
ცივი ტილოსა და ხელების შეხებისას რატიმ სიკვდილის პირას მყოფივით დაიგმინა. შეშინებულმა ოლიკომ ექიმს მოუხმო.
- ჩემი დახმარება გჭირდება? - სააბაზანოდან გამოსძახა ექიმმა.
- შეიძლება მასეც ითქვას, უბრალოდ მინდა აქ იყოთ, - ძლივს მოაბა სათქმელს თავი.
ექიმი ხელების მშრალებით გამოვიდა მისაღებში. გოგონას გაფითრებულ სახესა და გაფართოებულ თვალებზე მსუბუქად ჩაეღიმა.
- ეს ნებისმიერ შემთხვევაში კვნესას დაიწყებს, ამიტომ ნუ შეგეცოდება, - თავისებურად გაამხნევა მან ოლიკო, - ჩათვალე, რომ დაიმსახურა...
- ასეთ ტანჯვას არავინ იმსახურებს, - პატარა ბავშვივით გაჯიუტდა გოგონა.
ექიმს გოგონას სიტყვებზე სიცილი აუტყდა და გამხიარულებული მძღოლს მიუჯდა გვერდით საინფორმაციო გადაცემის საყურებლად. გაბრაზებულმა და უფრო გაგულისებულმა ოლიკომ მთელი გაიმბედაობა მოიკრიბა და თითქმის გონდაკარგულ მამაკაცს ერთბაშად გაუსუფთავა მკლავი.
- გაუძელი რაა, - თითოეულ შერხევაზე ამხნევებდა სრულიად უცხო მამაკაცს, - ვიცი, რომ არ დაგიმსახურებია, - ექიმის სიცილის საპასუხოდ სასტუმროში მომხდარი შემთხვევა ახსენდებოდა გოგონას და უფრო მეტი პატივისცემით ცდილობდა ახალგაზრდა მამაკაცის დამშვიდებას.
ყველაფრის დასრულების შემდეგ ტილო და სისხლიანი წყლით სავსე ჯამი მაგიდაზე გადადო და ახლა უკვე სხვა ნაჭრით შეუმშრალა დასველებული სხეული რატის. ტკივილითა და სიცხით გათანგული მამაკაცი გაუთავებლად კანკალებდა, მისი სხეული ორგანიზმში შეჭრილ ბაქტერიებს შეძლებისდაგვარად ებრძოდა.
მძღოლმა და ექიმმა ტელევიზორი გვიან გამორთეს და დასაძინებლად დაწვნენ. რატის გვერდით მჯდარი ოლიკო ძილსა და მოსვენებას სულაც არ აპირებდა. არ შეეძლო უყურადღებოდ დაეტოვებინა ავადმყოფი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩვეულებრივ ათვალიერებდა მას. რატისთან ერთად ბუხარსაც ყარაულობდა. არ უნდოდა მასში ცეცხლი და ოთახში სითბო განელებულიყო.
მთელი ღამის განმავლობაში მამაკაცი ბორგავდა. სიცხით გათანგულს მოძრაობის არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც ძალა, თუმცა მაინც ახერხებდა ტკივილის ღმუილში გამოხატვას. შეშინებული გოგონა ცდილობდა მის დამშვიდებას, აქტიურად წმენდდა შუბლიდან ოფლს და თან უსწორებდა აჩეჩილ საბანს. რამდენჯერმე სიმშვიდეში სკამზე მჯდომს კინაღამ ჩასთვლიმა, თუმცა მამაკაცის თითოეულ შეტოკებაზე ხელახლა ფხიზლდებოდა. სრულფასოვნად ჩაძინება უკვე გამთენიისას შეძლო, როდესაც რატი შედარებით დამშვიდდა. სკამზე კითხვის ნიშანივით მოკუნტული მძღოლმა გამოაღვიძა და მოპირდაპირედ მდგარ დივანზე წამოწოლა შესთავაზა. ჯერ ისევ ძილ-ბურანში მყოფი ძლივს გამოფხიზლდა და მხოლოდ მამაკაცის დახმარების შემდეგ გადაინაცვლა დივანზე.
- მთელი ღამე აქ გაუთენებია, - გადაულაპარაკა მძღოლმა ექიმს, - სად იპოვეს ასეთი სანდო ბავშვი?...
- არამგონია ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებდეს, - გოგონასთვის საბანის გადაფარების დროს ექიმიც გამოეპასუხა მძღოლს, - ფაქტია, რომ რატის შესახებ ბევრი არაფერი იცის... - თქვა და სამზარეულოში სასაუზმოდ გავიდა.

მამაკაცებთან ერთად მთელი ერთი კვირა ამ მიყრუებულ სოფელში გაატარა. უკვე გამოჯანმრთელებული რატი ბოლო დღეებშიღა გამოფხიზლდა. სიარული და მკვეთრი მოძრაობების შესრულება ისევ არ შეეძლო, თუმცა მაინც ახერხებდა მისაღებიდან სააბაზანოში, ან სამზარეულოში გასვლას.
ოლიკო აქტიურად იყო ჩართული მისი "რეაბილიტაციის" პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცი მუდამ წინააღმდეგი იყო მისი დახმარების, ოლიკო მაინც ცდილობდა თავისი დავალების პირნათლად შესრულებას. ექიმმა სახლი მალევე დატოვა, ამიტომ რატის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება სწორედ ილიკოზე იყო დამოკიდებული.
- კონსტანტინე დარჩიაშვილს საიდან იცნობ? - გაუთავებლად შეკითხვებს სვამდა ცნობისმოყვარე ოლიკო.
- წყალი მწყურია, - გოგონას კითხვებზე თვალებს მობეზრებით ატრიალებდა მამაკაცი და ნებისმიერი გზით ცდილობდა მისი თავიდან მოცილებას.
- დარწმუნებული ვარ, რომ მის წინააღმდეგ პირადი ანგარიშები გქონდა გასასწორებელი, - მუდამ თავისი დასკვნების გამჟღავნებით მოჰქონდა ხოლმე წყლით სავსე ჭიქა მამაკაცთან.
- ამ ცხოვრებაში ყველა იმას იღებს, რასაც იმსახურებს, ოლიკო, - გოგონას კითხვებიდან ყურადღება ტელევიზორზე გადაჰქონდა და მოჩვენებითი ინტერესით უყურებდა უაზრო ფილმებს უცხო ენაზე.
ამ ერთმა კვირამ იმაზე სწრაფად გაირბინა, ვიდრე იმ ერთმა ღამემ, როდესაც ოლიკო სიცხიან რატის დარაჯობდა. სახლის დატოვების წინ ეშმაკური ღიმილით რატის წინ ჩამოჯდა და თითები ნერვიულად ახლართა ერთმანეთში.
- მაინც გავიგებ ცოტა რამეს შენი და იმ მახინჯის ურთიერთობის შესახებ! - უთხრა ღიმილით და პასუხის მოლოდინში გაირინდა.
- შენი ნებაა, - სიცილისას თვალები პატარა ბავშვივით დაუწვრილდა მამაკაცს.
- ნეტავ იცოდე, რა საზიზღარი ვინმე ხარ, - სახე დაეჭყანა გოგონას.
- ნეტავ იცოდე, რომ ყოველი მეორე ამას მიმეორებს, - უფრო მეტად გამხიარულდა რატი.
- მე ერთი ვარ და განუმეორებელი, ამიტომ ჩემი შენიშვნები ყველასგან გასხვავდება, - ყოყლოჩინა მამალივით ასწია თავი, წელში გაიმართა და სახეზე ჩამოფარებული თმები ზურგს უკან გადაიყარა.
- შენი წასვლის დროა, - დივნიდან ძლივს წამოდგა დასამშვიდობებლად.
ოლიკოს ყურებამდე გაეღიმა. თავადაც წამოდგა სკამიდან და რატის მიუახლოვდა. დაჭრილ მამაკაცს ფრთხილად, მაგრამ მაინც მეგობრულად გადაეხვია.
- მადლობა ყველაფრისთვის, - უთხრა რატომღაც ჩურცულით მამაკაცმა და მუდამ გახურებული ტუჩებით ყურთან ახლოს აკოცა.
- არაფრის, - პატარა ბავშვივით გაუწითლდა ლოყები ოლიკოს, - დარწმუნებული ვარ ჩემს დახმარებას იმსახურებდი...
გოგონას სიტყვებზე მამაკაცს ღიმილი სახეზე შეეყინა, თუმცა მის გასამხიარულებლად კვლავ ცადა გულიანად გაღიმება.
- მეც მაგის იმედი მაქვს, - უთხრა და თან მკლავზე თავშეკავებულად მოეფერა.
მისი წასვლის შემდეგ სახლში ისევ სამარისებულმა სიმშვიდემ დაისადგურა. წინანდელი ქაოსი იყო მხოლოდ აფორიაქებული რატის გონებაში, რომელსაც კარგად ვერ გაეგო გოგონას სიტყვების შინაარსი...
მთელი ღამის განმავლობაში იმაზე ფიქრობდა, იმსახურებდა თუ არა ოლიკოს დახმარებას?...

* * *
კონსტანტინე დარჩიაშვილი - ეს ის ახალგაზრდა მამაკაცია, ვინც თავიდან ოლიკოს მიაყენა შეურაცხყოფა, შემდეგ კი რატისთანაც მოუვიდა სერიოზული ჩხუბი. გაურკვევლობის თავიდან ასაცილებლად გეტყვით, რომ ეს პიროვნება მომხდარ მოვლენებამდე იცნობდა ოლიკოსაც და რატისაც.
ოლიკოს ძმაკაცების წყალობით ცალმხრივად იცნობდა. რამდენჯერმე თავადაც დაუნახავს გვიან სახლში მიმავალი მიმზიდველი მარტოსული გოგონა. მისი მარტოობის შესახებ სწორედ ძმაკაცებისგან გაიგო, ამიტომაც დასცინა რესტორანში მოხუცი მამაკაცის გვერდით მჯდომს. ოლიკო მისმა სითავხედემ გაურკვევლობაში ჩააგდო. უკვირდა, მაინც და მაინც მას რატომ დასცინეს გაბრიელთან ერთად. იქნებ მამაკაცი სწორედ მისი ბაბუა, ან ნებისმიერი ახლობელი იყო.
რაც შეეხება რატის, ახალგაზრდა მამაკაცები ერთმანეთს ადრეული ასაკიდანვე იცნობდნენ. ორი მდიდარი მშობლის ვაჟი თავიდანვე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. უფრო სწორად რომ ითქვას, კონსტანტინე გამუდმებით ცდილობდა რატის ნერვებზე მოქმედებას, რატი კი ასაკობრივი სხვაობიდან გამომდინარე ჩხუბისგან მუდამ თავს იკავებდა. წლების გასვლის შემდეგ, როგორც ჩვეულებრივ ხდება, რატიმ ყველა ცოდვისთვის მოსთხოვა პასუხი, კონსტანტინემ კი დაპირისპირებას თავი არ ანება და ერთ-ერთი გახმაურებული მკვლელობის მთავარ მონაწილედ რატი დაასახელა. ყველა სამხილი სწორედ რატისკენ იყო მომართული, ამიტომ მეგობრების დასაცავად ახალგაზრდა მამაკაცმა ყველაფერი თავის თავზე აიღო.
კონსტანტინე მშობლებმა უსაფრთხოებისთვის უცხოეთში გაამგზავრეს. რატის აღარაფერი მოუმოქმედებია, თუ არ ჩავთვლით სასტუმროს რესტორანში მომხდარ ინციდენტს, სადაც მოულოდნელად შემჩნეულ კონსტანტინეს მამაკაცმა მსუბუქი შურისძიებით უპასუხა. რატის შესაძლებლობებისა და ხელსაყრელი კავშირების მიუხედავად, კონსტანტინეს სულაც არ ეშინოდა მამაკაცის, რომელიც ციხიდან გაქცეული ნახევარი წელიწადი იძებნებოდა. სწორედ ეს ფაქტი აბრკოლებდა სრულფსოვანი შურისძიებისთვის რატის, ამიტომ ჩვეულებრივ ჩხუბსა და შეხლა-შემოხლას დასჯერდა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, გაგულისებულ კონსტანტინეს თავისუფლად შეეძლო სასტუმროში გადაადგილება და სასტუმროს მფლობელისათვის პრობლემების შექმნა. სწორედ ამიტომ დაჯავშნა რამდენიმე დღით ნომერი სასტუმრო "შაჰში", სადაც აქტიურად ადევნებდა თვალყურს ერთ-ერთ დამლაგებელს. დამლაგებლის პიროვნებას თქვენც მშვენივრად დაადგენთ. გოგონა მამაკაცს ყურადღებას არ აქცევდა, თუმცა მისი სახის გამომეტყველებით რთული მისახვედრი არ იყო ის, რომ მან უკვე იცოდა კონსტანტინეს განზრახვების შესახებ. მამაკაცმა რამდენჯერმე სცადა მასთან გასაუბრება, საერთო ენის გამონახვა, თუმცა საპასუხოდ გოგონას შეკრული წარბების მეტი არაფერი მიუღია.
კონსტანტინემ მოვლენების დაჩქარება ისურვა და ამიტომ დამლაგებელი თავისი დავალების შესასრულებლად ოთახში იხმო.
- სრულიად შემთხვევით ჭიქა დამემტვრა და მეშინია მისი ნამსხვრევებით რამე არ გავიჭრა, იქნებ დამლაგებელი გამოუშვათ ოთახში... - ტელეფონით შეატყობინა სასტუმროს მთავარ დამლაგებელს.
მეხუთე სართულზე მდებარე საპრეზიდენტო ოთახის გასუფთავება წესის თანახმად ოლიკოს ევალებოდა, ამიტომ მამაკათან მთავარმა დამლაგებელმა სწორედ ოლიკომ გაგზავნა. გოგონა ყველაფერს მიხვდა, მაგრამ დავალების შესრულებაზე უარი არ უთქვამს.
ოთახში შესვლამდე კარებზე დააკაკუნა. კონსტანტინემ მისი ხმა აშკარად გაიგონა, თუმცა შესვლის ნება მოგვიანებით მისცა. ჭიქის ნამსხვრევები ოთახის შუაგულში ეყარა, ფანჯარასთან მდგარ დივანზე მოსახერხებელ ტანსაცმელში გამოწყობილი მამაკაცი იჯდა, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და თან მომღიმარი სახით უყურებდა გოგონას. ოლიკოს მისი მზერისთვის მაშინაც არ მიუქცევია ყურადღება, პირდაპირ ნამსხვრევებისკენ წავიდა და ცოცხით მათი აკრეფა დაიწყო.
- ჩემზე ნაწყენი ხარ, ოლიკო? - საუბრისას სახის გამომეტყველება არ შესცვლია.
გოგონამ პასუხად მხოლოდ შეხედა, ხმა არ ამოუღია. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ჩვეულებრივად გამოიყურებოდა, შინაგანად ძალიან ღელავდა. იდგა მამაკაცის წინ, რომლისგანაც ჯერჯერობით ვერავინ დაიცავდა.
- როგორი უკარება ხარ, - ფეხზე წამოდგა კონსტანტინე და ღვინის ჭიქით ხელში გოგონასკენ წამოვიდა, - დავიჯერო იმ მოხუცს ვერ ვაჯობებ ურთიერთობაში?
მამაკაცის ირონიული საუბრით მოღუშული ოლიკო ნელ-ნელა დაიძრა კარებისკენ. მომღიმარი კონსტანტინე უფრო და უფრო უახლოვდებოდა დამფრთხალ გოგონას.
- წასვლა აპირებ? საქმე ჯერ არ დაგიმთავრებია, - ხელები გაშალა და პარალელურად ქალურად წვრილი წარბები შუბლზე აქაჩა.
- იატაკი გავასუფთავე, მეტი აღარაფერი მევალება, - მხოლოდ ახლა ამოიღო ხმა ოლიკომ და კარებისკენ შეტრიალდა.
- მე კი ვფიქრობ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, - თავისსავე სიტყვებზე გულიანად გაეცინა და ცოტა ხნის წინ გამოცლილი ჭიქა ძალიან ჩვეულებრივად კედელს შეამსხვრია, - თუ დავალებას არ შეასრულებ სამსახურს დაკარგავ, როგორც ვიცი დიდი ხანია შენი გაგდებისგან თავს იკავებენ...
გვერდით მდგომ მამაკაცს ოლიკომ უნდობლად შეხედა. ეშმაკურად მომღიმარი კონსტანტინე მოთმინებით ელოდა გოგონას, რომელმაც ფეხების თრევით გადაინაცვლა ოთახის მეორე ბოლოში ჭიქის ნამსხვრევების ასაკრეფად. მის საქციელზე მამაკაცს ისევ გაეღიმა, ოღონდ ამჟამად ყურებამდე.
- მაშინ ტრა*ზე რომ შეგეხე ისეთი სახე გქონდა მეგონა რომ ჩემამდე არც არავინ შეგხებია, - უჭიქოდ დარჩენილმა ვისკის ბოთლი მოიყუდა.
მისი უაზრო საუბრით გაბრაზებული ოლიკო სახეზე მაშინვე ახურდა. გოგონამ სწრაფად მოათავე საქმე და უსიტყვოდ გასასვლელისკენ შებრუნდა, თუმცა მამაკაცს მისი მოძრაობა არ გამოპარვია, ბოთლი იქვე დადო და მისკენ წავიდა. შეშინებულმა ოლიკომ თავის დასაცავად ცოცხი მოიმარჯვა და შეძლებისდაგვარად მამაკაცამდე მანძილი გაზარდა. მისი სახის გამომეტყველებაზე უკვე საკმაოდ შემთვრალ კონსტანტინეს ირონიულად ჩაეღიმა და გაუცნობიერებლად კვლავ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი საბრძოლველად გამზადებული ოლიკოსკენ.
- თავდაცვის გაკვეთილებს რატისთან გადიოდი? - უადგილოდ იკრიჭებოდა მამაკაცი.
- შენგან თავდაცვას მასწავლებლის გარეშეც შევძლებ, - დიდხანს იკავებდა თავს, თუმცა კითხვის უპასუხოდ დატოვება მაინც ვერ შეძლო.
- აბა რატი რაში გამეცადინებს ხოლმე? - მასთან მიახლოვება დროებით გადაიფიქრა და უბნის ბიჭივით კედელს მიეყუდა.
მამაკაცის სიტყვებზე გაკვირვებულმა ოლიკომ წარბები შეკრა. ვერ მიმხვდარიყო თუ რატომ ახსენებდა ყოველ მეორე სიტყვაზე რატის.
- შენთვის არაფერი დამიშავებია, გამიშვი! - ადამიანურად სცადა საქმის მოგვარება.
გოგონას თხოვნაზე მამაკაცს კვლავ უკულტუროდ, თუმცა გულიანად გაეცინა და რამდენიმე ნაბიჯი კვლავ უპრობლომოდ გადადგა მისკენ.
- ცხვირი ვინ გამიტეხა რესტორანში? - მოჩვენებითი ფიქრის ნიშნად საფეთქელთან მიიდო თითი, - ალბათ ბაბუაჩემი იყო მოსული ჩემთან ჭკუის სასწავლებლად და მეც უცებ შენ მიგამსგავსე... - თავის სიტყვებზე ოლიკოს მაგივრად იცინოდა კონსტანტინე.
- თუ კარგად დაუფიქრდები, ცხვირის მიმტვრევა დაიმსახურე კიდეც, - შეხვედრის განმავლობაში პირველად ჩაეღიმა ოლიკოს, ოღონდ ესეც ირონიულად.
- რადგან დამსახურებაზე მიდგა საუბარი, აჯობებს სასიამოვნო საღამოსთვის მოემზადო, - უთხრა და ყოველგვარი მომზადების გარეშე გოგონას ერთადერთი თავდაცვის იარაღი წაართვა.
შეშინებულმა ოლიკომ მისგან თავის დაღწევა გაქცევით სცადა, თუმცა კონსტანტინემ მოასწრო მისი გაკავება. მამაკაცის ვნებისგან გაფართოებული გუგები თვალების ბრწყინვალებას უფრო მეტად უსვამდა ხაზს. როგორც ჩანს, მამაკაცს დიდი ხნის განმავლობაში შეკავებული თავის გამო ძლივს მიეღწია მზაკვრული განზრახვების სისრულეში მოყვანისთვის. სახით კედლისკენ შეტრიალებულს მამაკაცი პირზე ხელს აფარებდა, ისევ და ისევ ზედმეტი პრობლემების თავისგან ასაცილებლად. მეორე ხელით სასტუმროს უნიფორმის ზედა ნაწილის შემოგლეჯა სცადა, თუმცა მისგან სხეულის გათავისუფლების ნაცვლად, მხოლოდ ღილების აწყვეტა შეძლო. ფორმის წვრილი ღილები იატაკზე მოიფანტა. ატირებული და მოსალოდნელი უბედურებით შეშინებული ოლიკო ყველა საშუალებას ხმარობდა კონსტანტინესგან გათავისუფლებისათვის, მაგრამ ადვილი საქმე როდი იქნება ორი თავით მაღალი მამაკაცის ძალაში დაჯობნა.
კონსტანტინესთვის მოულოდნელად ოლიკომ გარისკა, შეძლებისდაგვარად დაიხარა და იქვე მიგდებული აქანდაზიდან ერთ-ერთი მოზრდილი შუშის ნატეხი აიღო. გოგონას სწრაფი ქმედებით გაკვირვებულმა მამაკაცმა დაუფიქრებლად განაგრძო მისი ტანსაცმლისგან გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ოლიკოს არ შეეძლო თუნდაც მწერისთვის ზიანის მიყენება, მან კონსტანტინეს დაუფიქრებლად ჩაარჭო ხელში ჭიქის ნატეხი. სუსტმა ნატეხმა ძლივს მოახერხა კანის გაჭრა, თუმცა მამაკაცისთვის საუბედუროდ ხორცშივე ჩაიმტვრა და დაჭრილს რთულად გასაძლები ტკივილი მიაყენა. ოლიკომ არსებული წამებით ისარგებლა და მამაკაცის წელზე შემოჭერილი ხელებისგან თავი დაიხსნა, მაგრამ ტკივილით გამწარებულმა კონსტანტინემ თავისუფალი და დაუზიანებელი ხელი თმებში ჩაავლო. ინერციით ოლიკო კვლავ მის სხეულს შეენარცხა. ემოციურად დასუსტებული ვეღარ ახერხებდა ერთი ხელისგან გათავისუფლებას. მამაკაცისთვის გასაკვირად გაურკვევლობაში მყოფმა ვერ მოიფიქრა ახმაურება მაშველების მოსახმობად. ამიტომ ისევ თავისით ცდილობდა უკვე საკმაოდ დაუძლურებული მამაკაცის დამარცხებას.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ოთახის კარები ყოველგვარი დაკაკუნების გარეშე რატიმ შემოაღო. ყველაფრის დანახვისა და გააზრების შემდეგ ურეაქციო სახეზე აღელვება დაეტყო. ერთ ადგილზე მიყინულმა ძლივს მოიფიქრა გოგონას მამაკაცის მკლავებისგან გათავისუფლება.
- ოლიკო, აქ რა გინდა? - ჰკითხა ატირებულ და კონსტანტინეს სისხლისგან დასვრილ გოგონას.
- მე აქ ვმუშაობ, რატი, - მიუხედავად იმისა, რომ აქამდე ხმა არ ამოუღია, ძლივს ამოიხრიალა მან.
- გოგოებზე ძალადობა ჰობად გექცა, შე ნაბი*ვარო? - ოლიკოსთვის ყურადღება აღარ მიუქცევია, პირდაპირ კონსტანტინესკენ შეტრიალდა და ისედაც მოგრეხილ ცხვირში მუშტი დაუშინა.
- შენი ნაშების ბედი ძალიან განაღვლებს, არა? - სახესა და ხელზე გასისხლიანებულს კიდევ ჰქონდა აგდებული ლაპარაკის თავი.
- ოლიკო, წადი აქედან, - მამაკაცისთვის მზერა არ მოუშორებია, ისე მიმართა ოლიკოს.
ემოციებითა და დაახლოებით ათწუთიანი ბრძოლით დაუძლურებულმა გოგონამ იატაკიდან წამოდგომა სცადა, თუმცა ისევ ძირს დაეცა. ნახევრად გონწასულს აკანკალებული ფეხები აღარ ემორჩილებოდნენ. არსებული მდგომარეობით შეწუხებულ რატის ოხვრა ამოხდა, ოლიკოს მსგავსად იატაკზე მიგდებულ კონსტანტინეს კიდევ რამდენჯერმე მოუქნია მუშტი და გოგონასთან ჩაიმუხლა. უგონოდ მყოფი ოლიკო ხელში აიყვანა და ოთახი დატოვა. ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გოგონა იმავე სართულზე მდებარე დირექტორის კაბინეტში შეიყვანა და ლელას სთხოვა სასწრაფო დახმარების გამოძახება. გაფხრეწილი პერანგიდან გოგონას გამოკვეთილი ლავიწები და მეტად მიმზიდველი მკერდი მოუჩანდა. მისი ლამაზად გამოყვანილი წელი აქამდეც შესამჩნევი იყო, ამიტომ დიდი გაკვირვება არ მოუხდენია. სრულ და გამოკვეთილ მკერდს უფრო მეტ ეფექტს შავი, მაქმანებით გაფორმებული ლიფი სძენდა. ერთი სიტყვით, გაფითრებული გოგონა საკმაოდ მიმზიდველად გამოიყურებოდა და მამაკაცისთვის სირთულეს წარმოადგენდა მისთვის მზერის მორიდება.
ოთახში შემოსულ ექიმებს ლელა და თეა შემოჰყვნენ. დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, თეამ შვილი ოთახიდან გაიყვანა და სასწრაფოდ სასტუმროს დატოვებისკენ მოუწოდა. დედის შენიშვნებით მობეზრებულმა რატიმ კიდევ ერთხელ შეხედა გონწასულ გოგონას და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვა სასტუმრო.
დაჭრილ კონსტანტინეს მალევე მოაკითხეს მშობლებმა. ექიმებთან ერთად გაურვეველი მიზეზით დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. საქვეყნოდ ცნობილ სასტუმროში მომხდარი ინციდენტით, რა თქმა უნდა, პოლიციაც დაინტერესდა. საქმეში პოლიციის ჩართულობასთან ერთად ყველაფერი ტელევიზიითაც გააშუქეს. ერთი სიტყვით, უკვე მეორედ სასტუმრო "შაჰში" მომხდარი ამბავი, დაახლოებით ორ საათში, მთელს ქვეყანას მოედო.

* * *
მისაღებ ოთახში მდგარ დივანზე წამოწოლილ ოლიკოს თავზე ბავშვობის მეგობარი დასტრიალებდა. ოლიკოსგან რადიკალურად განსხვავებული ხატია გულმოდგინებით ცდილობდა გოგონას გამხიარულებასა და სულიერად გაძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ მოძალადე მამაკაცს თავი მალევე დააღწია, მის მკლავებსა და ფეხის წვივებზე მაინც შეიმჩნეოდა ძალადობის კვალი. ყოველ შემთხვევაში, ოლიკოს რძისფერ კანზე მეტად გამოკვეთილი იყო რამდენიმე ადგილას დალურჯება და განაკაწრი. უხასიათოდ მყოფ გოგონას თმები წინა დღიდან მოყოლებული აჩეჩილი ჰქონდა, თუმცა მის უცხო გარეგნობას ეს უფრო მეტ ეფექტს სძენდა. წაბლისფერი თმების, მუქი ყავისფერი თვალებისა და ჭორფლების წყალობით ოლიკო გარეგნულად მცირე ასაკიდანვე გამოირჩეოდა. საშუალო ზომის წარბებითა და თხელი ცხვირით ახლობლები მუდამ დედას ამსგავსებდნენ, დანარჩენი ყველა გარეგნული თვისება მამისგან გამოჰყოლოდა ოლიკოს.
შესაძლოა ფიქრობთ, რომ ამ სიტუაციაში მისი გარეგნობის აღწერის დრო არ არის, მაგრამ მე სწორედ ახლა გამახსენდა, რომ ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი თქვენთვის სრულყოფილად არ გამიცვნია. ოლიკო ნოზაძის სკოლის დამთავრება და დაობლება ერთი იყო. თითქოს მშობლებმა თავიანთი მოვალეობა მოიხადეს და გოგონას დამოუკიდებლად ცხოვრების საშუალება მისცეს. მოკლედ, რაც არ უნდა იყოს, გოგონას მშობლების გარეშე ცხოვრება ძალიან გაუჭირდა, თუმცა დაკარგულის დაბრუნება პრაქტიკულად შეუძლებელი რამ არის, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ცხოვრების აზრს ეხება. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, მშობლების ავტოავარიით გარდაცვალების შემდეგ დაუძლურებულმა ოლიკომ სწავლა მაინც განაგრძო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანისთვის ასეთ მდგომარეობაში ფიქრი და მდგომარეობის გააზრება ძალიან რთული რამ არის, გოგონამ მაინც შეძლო თავისი სიძლიერის დამტკიცება. რუსეთში მცხოვრები დეიდის მცირედი დახმარებით ოლიკომ უმაღლესში სწავლაც დაამთავრა, თუმცა საკუთარი პროფესიით მუშაობა ვეღარ შეძლო. სტუდენტობის პერიოდში გამოცდილი გაჭირვების თავიდან დასაღწევად მოძებნა შესაძლო ვარიანტებიდან ყველაზე მაღალანაზღაურებადი სამსახური და ახლა თქვენთვისაც ცნობილია, რომ მან მუშაობა სასტუმრო "შაჰში" დაიწყო.
ხატია ბავშვობის მეგობართან ერთად, მეზობელიც იყო. აქედან გამომდინარე, მან ყველაფერი იცოდა გოგონას ცხოვრების შესახებ. ალბათ დამეთანხმებით კიდეც, ულევი საიდუმლოები და საკუთარ თავთან ჩაკეტილობა ადამიანთა უმრავლესობას აგიჟებს. როგორც არ უნდა მერყეობდე ადამიანის სანდოობაში, მაინც ცდილობ მასთან საუბრის წყალობით საკუთარ თავს შვება აგრძნობინო.
წვნიანით სავსე ჯამით ხელში იდგა ხატია და ოლიკოს წამოყენებას ცდილობდა. ისედაც დასუსტებულ გოგონას არც წამოდგომის თავი ჰქონდა და, მითუმეტეს, არც ჭამის. ტელევიზორის ხმით შეწუხებულს მისი გამორთვის სურვილი დაებადა, თუმცა ამის თქმა, ან განხორციელება ნამდვილად არ შეეძლო.
საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ნელი და დამაინტრიგებელი საუბრით ცდილობდა ყურადღების მიპყრობას. მიუხედავად იმისა, რომ ქალის ლაპარაკი ოლიკოს ნერვებს უშლიდა, მის მიერ გადმოცემულმა ინფრომაციამ დააინტერესა.
- ჩვენი ტელეკომპანიისათვის სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ სასტუმრო "შაჰში" მომხდარი ინციდენტის მთავარი გმირი სასტუმროს მფლობელის ვაჟია, რომელიც განზრახ მკვლელობის ჩადენისთვის სასჯელს იხდიდა, თუმცა ციხიდან გაიქცა და დღემდე მიმალვაში იმყოფებოდა. თავად თეა მაჩაბელი კომენტარის გაკეთებისაგან თავს იკავებს. რაც შეეხება საქმის გამომძიებელს, მისი თქმით რატი გურგენიძე გავლენიანი მშობლის წყალობით იმალებოდა, ახლა კი საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით ჩადენილი დანაშაულისთვის სრულფასოვნად დაისჯება.
- ჯერჯერობით ბევრს ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას თავად თეა მაჩაბელი მფარველობდა. - ეკრანზე გამოჩნდა თავისი თანამდებობისთვის შეუფერებელი ასაკის მამაკაცი, ცივი თვალებითა და ურეაქციოს სახით, - თუმცა ახლა იგი პასუხს აგებს ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ ჩადენილი დანაშაულისთვის და თან ამას ემატება სასტუმროში მომხდარი აურზაური, რომლის დროსაც მოქალაქე რატი გურგენიძემ ფიზიკური ზეწოლა მოახდინა მოქალაქე კონსტანტინე დარჩიაშვილზე.
ოლიკო გაფართოებული თვალებით ადევნებდა მზერას ტელევიზორს. მისი ფეხზე დგომით გაკვირვებული ხატია რამდენჯერმე გამოელაპარაკა, თუმცა მისი გამოფხიზლება მაინც ვერ მოახერხა.
- რატომ გიკვირს? ამ უსამართლო ქვეყანაში ყველა ნაბი*ვარი სამართლიანობისთვის მებრძოლად ითვლება... - თავისი ჩვეული გამომეტყველებით წინ ჩამოუდგა გოგონას და პატარა ბავშვივით ჭამისკენ მოუწოდა.
- კონსტანტინე მე დავჭერი და რატის აბრალებენ, ასე უმოქმედოდ ვიჯდე? - რეპორტაჟის დასრულების შემდეგ ძლივს გადაიტანა მზერა ტელევიზორიდან წინ მდგომ ხატიაზე.
- ნუ გეშინია, რატის ისედაც ჩააყუდებენ, შენი გმირობების დრო ნამდვილად არ არის, - ირონიულად ჩაეღიმა გოგონას და თან პარალელურად კიდევ ერთხელ გაუწოდა საჭმელი.
- სასტუმროში დამნაშავე კონსტანტინე იყო და არა რატი, ეს ხომ უნდა იცოდნენ? - არ ნებდებოდა ოლიკო.
- ცოტა გამოფხიზლდი, მდიდრების ბრძოლაში შენ არავინ მოგისმენს, - ფანქრით ჩაშავებული თვალები საუბრისას უფრო მეტად გაუფართოვდა, - აჯობებს აქედან "მოხიო", თორემ იმ ნაბი*ვრისგან ვეღარავინ დაგიცავს...
ხატიას სიტყვებზე ჩაფიქრებულ ოლიკოს საჭმელი არც გახსენებია, ფეხზე წამოდგა და საკუთარ თავთან საკამათოდ საძინებელში გავიდა. მის საქციელზე ხატიამ თვალები გადაატრიალა და ხელში შერჩენილი ჯამიდან სუპი თავადვე დააგემოვნა. უკვე გაციებული სუპის გასინჯვისთანავე სახე დაემანჭა, რაზეც თავისთვის გულიანად გაეცინა. უაზრო საინფორმაციო გადაცემის ყურებას ისევ დოკუმენტური ფილმი ამჯობინა, რომლის ყურების დროსაც ჩაეძინა კიდეც.

* * *
განცხადების წერისას ხელი რამდენჯერმე აუკანკალდა. კალამიც გაჭირვებით წერდა, თითქოს ისიც ეწინააღმდეგებოდა გოგონას გადაწყვეტილებას. ხელის მოწერისას ლელამ კიდევ ერთხელ შეხედა გამომცდელი მზერით, თუმცა თქმით არაფერი უთქვამს. სასტუმროს დირექტორმა კარგად იცოდა, რომ ოლიკოს საქართველოში დარჩენა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. სასტუმროს დატოვების წინ მეგობრულად გადაეხვია და ბედნიერება უსურვა. მეტი მეგობარი, ან ნაცნობი ოლიკოს სამსახურში არ ჰყოლია. მის თანამშრომლებს ნაკლებად აინტერესებდათ მისი წასვლის ამბავი.
სახლის კარებთან უკვე ჩამწკრივებულიყო ჩემოდნები. მის მაგივრად ყველაფერი ხატიას მოეწესრიგებინა, მიუხედავად იმისა, რომ გოგონასთვის წესრიგი უცხო სიტყვა იყო.
- აჯობებს გამოიძინო, - საძინებლისაკენ უბიძგა მან.
- არ მეძინება, - თავი გაიქნია ოლიკომ და საძინებლის ნაცვლად მისაღებ ოთახში გავიდა.
- როგორც გინდა, - მხრები აიჩეჩა ხატიამ და უკან მიჰყვა, - დეიდაშენს დაურეკე?
პასუხის ნიშნად ოლიკომ უბრალოდ თავი დაუქნია.
- რა გითხრა, დაგხვდება? - არ ეშვებოდა ლაპარაკის მოყვარული ხატია.
მისი კითხვებით გადაღლილმა გოგონამ, ამჯერად თავის მოძრაობის ნაცვლად, თვალების მკვეთრი დახუჭვით გასცა პასუხი.
- რუსეთი მოსაწყენია, - პატარა ბავშვივით სახე დაემანჭა მას, - პირადად მე, იქ წასვლას ისევ საქართველოში ყოფნა მირჩევნია... - თქვა და თვალები მობეზრებით გადაატრიალა.
- ასეა საჭირო, - მხოლოდ ეს უპასუხა ოლიკომ.
- არ გედავები, უბრალოდ გითხარი, რომ რუსეთი მოსაწყენია, - ძლივს ჩამოაყალიბა წინადადება საღეჭი რეზინის ღეჭვით გართულმა, - დეიდაშენის გარდა ნაცნობები გყავს?
გოგონა ცოტა ხანს ჩუმად იჯდა, მერე კი ხატიას დასტურის ნიშნად თავი დაუქნია.
- კიდევ კარგი, თორემ დეიდაშენიც თუ შენნაირი უჟმურია მაგრად გაერთობი, - ცალყბად გაეღიმა ხატიას.
უნდა აღვნიშნო, რომ მის რძისფერ კანს საოცრად უხდებოდა შინდისფრად შეღებილი ტუჩები, მუდამ ჩაშავებული თვალები და მწვანე თმები. ოლიკოს გონებაშიც სწორედ ეს წარმოადგენდა ფიქრის მთავარ თემას.
- ყველა შენნაირი "დაქოქილი" ვერ იქნება, - ირონიულადვე ჩაეღიმა ოლიკოს.
მოჩვენებით გაბრაზებულმა ხატიამ ბავშვობის მეგობარს ბალიში ესროლა, თუმცა, როგორც ყოველთვის, მოხერხებულმა ოლიკომ უმალვე გაიაზრა მომხდარი და თავი ბალიშის მიმართულების საწინააღმდეგოდ გასწია.
- არ მოგენატრები? - სრულიად შეუფერებელი სახის გამომეტყველებითა ჰკითხა ხატიამ.
მის კითხვაზე ოლიკოს ამდენი ხნის შემდეგ პირველად გაეცინა გულიანად.
- რა თქმა უნდა, არა, - ვითომ სერიოზულად უპასუხა და "თავის გადასარჩენად" საძინებლისკენ გაიქცა.
მეგობრის პასუხზე ხატიასაც გაეცინა და ბალიშით ხელში უკან მიჰყვა მას.
ბავშვობის გახსენებამ კარგი ზეგავლენა მოახდინა გოგონებზე. ძლივს გამხიარულებული ოლიკო ფეხს ითრევდა სახლიდან წასვლისას. მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხატია მაინც აეროპორტამდე მიჰყვა მეგობარს. სწორედ წასვლის წინ ოლიკომ ხატია გულში ჩაიკრა და მორიდებით გადაუჩურჩულა:
- რა თქმა უნდა, მომენატრები, სულელო...
ცრემლიანი თვალები პირველად აბრჭყვიალდნენ მეგობრის წინაშე. სანაცვლოდ ხატიაც მოეფერა ოლიკოს.
- დიდ ხანს ნუ დარჩები! არ მაქვს სურვილი შენი გულისთვის მაგ მოსაწყენ ქვეყანაში ჩამოვიდე, - ისევ ბავშვივით დამანჭა სახე და დაქალს წასასვლელად უბიძგა.


ძვირფასო მეგობრებო, ისტორია უკვე დასრულებული მაქვს, ამიტომ დაგვიანებით არ შეგაწუხებთ ♥
სანაცვლოდ კი მაინტერესებს თქვენი აზრი, როგორ მოგწონთ ნაწერი? როგორ მოგწონთ პერსონაჟები? რას დამიწუნებთ? რას მირჩევთ, ღირს გავაგრძელო დადება?



№1  offline წევრი უფერული

ძალიან მიხარია, რომ ჩემი აზრი გაითვალისწინე და ისტორია ისევ დადე
ისე ძალიან მიხარია, რომ ახლა ვერც გავარჩევ კარგია თუ ცუდი. რა აქვს დასაწუნი რა მომეწონა ყველაზე მეტად როგორ მომწონს პერსონაჟები <3 <3
ის კი ვიცი რომ დადება უნდა გააგრძელო რადგან წაკითხვისას ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე heart_eyes ჩემო ტკბილო ასეთი ისტორიის დამალვა როგორ შეიძლება?
რაც არ უნდა იყოს ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავსს kissing_heart

 


№2  offline წევრი mia15

ძალიან მომწონს.გააგრძელე .ველი შემდეგ თავს

 


№3  offline წევრი ნასტია

უფერული
ძალიან მიხარია, რომ ჩემი აზრი გაითვალისწინე და ისტორია ისევ დადე
ისე ძალიან მიხარია, რომ ახლა ვერც გავარჩევ კარგია თუ ცუდი. რა აქვს დასაწუნი რა მომეწონა ყველაზე მეტად როგორ მომწონს პერსონაჟები <3 <3
ის კი ვიცი რომ დადება უნდა გააგრძელო რადგან წაკითხვისას ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე heart_eyes ჩემო ტკბილო ასეთი ისტორიის დამალვა როგორ შეიძლება?
რაც არ უნდა იყოს ძალიან მომწონს და ველოდები შემდეგ თავსს kissing_heart

მადლობა ჩემო ტკბილზე ტკბილო heart_eyes

mia15
ძალიან მომწონს.გააგრძელე .ველი შემდეგ თავს

მოხარული ვარ heart_eyes

 


№4 სტუმარი due lorellai

ძაან მაგარია. დამაინტრიგებელი და საინტერესო,
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს იმედია დღეს დადებ.. !♡♡

 


№5  offline წევრი ნასტია

due lorellai
ძაან მაგარია. დამაინტრიგებელი და საინტერესო,
მოუთმენლად ველოდები შემდეგ თავს იმედია დღეს დადებ.. !♡♡

მადლობა ჩემო კარგო heart_eyes
როგორც მახსოვს სიახლის დადებიდან 24 საათში შემიძლია დავდო მორიგი სიახლე, თუ ახლაც ასეა დღეს ვერ მოვახერხებ დადებას, მაგრამ ხვალ დილით აუცილებლად იქნება heart_eyes

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magariaaaa. Velodebi momdevno tavsss

 


№7 სტუმარი lalka

dagedo barem mtlad damtavrebuli tu gkonda.mkitxvels motxrobebı (srulad)gviyvars.

 


№8  offline მოდერი ბელუ შეროზია

მმმ...ტკბილი ისტორიაა როგორც ჩანს joy თავის მოცულობაც უაზროდ მახარებს! ველი შემდეგს heart_eyes

 


№9 სტუმარი ნაინა

აუუუუ საუკეთესოა, მალე დადე რააა,და საუკეთესო ხარ შენც

 


№10  offline წევრი Kalina

კარგია, კარგიი.
ეს რატი რაღაც ძაან მომწონს.
:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№11  offline წევრი ნასტია

lalka
dagedo barem mtlad damtavrebuli tu gkonda.mkitxvels motxrobebı (srulad)gviyvars.

რატომღაც ასე მქონდა ჩაფიქრებული, მე კი აზრს იშვიათად ვიცვლი

ბელუ შეროზია
მმმ...ტკბილი ისტორიაა როგორც ჩანს joy თავის მოცულობაც უაზროდ მახარებს! ველი შემდეგს heart_eyes

მადლობა ჩემო კარგო, თავის მოცულობა მეც მკითხველივით მახარებს smile heart_eyes

ნაინა
აუუუუ საუკეთესოა, მალე დადე რააა,და საუკეთესო ხარ შენც

ძალიან მახარებს ასეთი კომენტარები heart_eyes

მარიკუნაა♥️
კარგია, კარგიი.
ეს რატი რაღაც ძაან მომწონს.
:)

კარგი ბიჭია, კარგი smile heart_eyes

Qeti qimucadze
Zalian magariaaaa. Velodebi momdevno tavsss

ახალ თავს 24 საათის გასვლისთანავე დავდებ heart_eyes

 


№12 სტუმარი სტუმარი Waka

Au dzalian magariaa ddzlaian momewonaaa gaagrdzele dzalian magari istoriiaaa da dzalian magrad wer :*

 


№13  offline წევრი ნასტია

სტუმარი Waka
Au dzalian magariaa ddzlaian momewonaaa gaagrdzele dzalian magari istoriiaaa da dzalian magrad wer :*

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent