შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"Love story" 2 თავი


17-03-2018, 23:58
ავტორი Tata_tata
ნანახია 1 309

საუზმის გამზადებას შევუდექი, თან მე და მაქსი ვლაპარაკობდით.
-წარმომიდგენია ჩემზე როგორი წარმოდგენაც გაქ, მაგრამ გუშინ მართლა მძიმე დღე მქონდა და ამიტომ დავლიე. ბოდიში რომ ასე შეგაწუხე.
-კაი რა ბოდიში, იცოდე მეორედ შენგან ესეთი რაღაცეები აღარ გავიგო.
-კაი, ერთი პირობით თუ მეც რამით გადაგიხდი სამაგიეროს ამ დახმარებისთვის
-მაგაზე თანახმა ვარ, მაშინ დღეს ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე სადმე
-დიდი სიამოვნებით წამოვიდოდი, მაგრამ დღეს არ მცალია სხვა დროს რომ იყოს?
-კაი არაუშავს სხვა დროს იყოს, დღეს რა გეგმები გააქ?
-მაღაზიებში უნდა გავიარო და ქორწილისთვის რამე ვიყიდო
-ტასოც მოდის?
-ტასო და ირაკლი სოფელში წავიდნენ და მარტო მაგრად მეზარებააა
-თუ გინდა მე წამოგყვები
-არა ესე ვეღარ შეგაწუხეებ
-საერთოდ არ ვწუხდები,პირიქით შენთან ერთად ყოფნა მსიამოვნებს. თან დღეს მეც არ მაქ სხვა გეგმები.
-კაი წამოდი ოღონდ ეხლავე გაფრთხილებ იქ წუწუნი არ დაიწყოო (ორივემ გავიცინეთ)
ამასობაში საუზმეც მოვამზადე და გემრიელად მივირთვით. მაქსი მალევე წავიდა, 4 საათვისთვის უნდა შვეხვედრილიყავით ერთმანეთს კაფეში,იქიდან კი საშოპინგოდ წავიდოდით. უკვე 12 საათი იყო. სახლში მარტო ვიყავი, არ ვიცოდი 4საათამდე რა გამეკეთებინა რამეზე მინდოდა ყურადღება გადამეტანა, ამიტომ გადავწყვიტე ფილმისთვის მეყურა. რომანტიული ჟანრის ფილმი ავირჩიე და ყურება დავიწყე. ძალიან კარგი ფილმი იყო ვიტირე კიდეც მაგრამ დასასრული მაინც კარგი ჰქონდა.
მერე ჩამეძინა და ტელეფონის ზარმა გამაღვიძა, მაქსი იყო მაშინვე საათს მივხედე უკვე ოთხი ხდებოდა. -აუ მაქს ჩამძინებია, უცებ მოვემზადები და მოვაალ
-კაი არ იჩქარო, მე გამოგივლი
-კაიი
მაშინვე მომზადება დავიწყე და 10 წუთში მზად ვიყავი, მაქსის შეტყობინებაც მომივიდა და სწრაფად ჩავირბინე კიბეები. პირდაპირ მაღაზიაში წავედით.
მაქსი მართლა ძალინ მეხმარებოდა, პირდაპირ მეუბნებოდა რა მიხდებოდა და რა არა, ძალიან ბევრი კაბა მოვისინჯე მაგრამ მაქსის მოსაწონი ვერ ვიპოვე. მერე მაქსი სადღაც გავიდა და უკან ძალიააან ლამაზი კაბით დაბრუნდა. გასახდელიდან რომ გამოვედი მაქსი ცოტახანი გაშტერებული მიყურებდა და მაშინ მივხვდი რომ ეს ის კაბა იყო, რომელსაც ვეძებდით. სარკეში რომ ჩავიხედე მეც შოკში ვიყავი, კაბა ძალიან მიხდებოდა. მერე მისი შესაფერისი მაღალქუსლიანებიც ვიყიდე. მაქსი კიდე სადღაც გაქრა.
-ეხა სად წავიდეეთ(მაქსი) თან უკვე გასასვლელისკენ მიდის.
-მაქს გადავიხდი ფულს და ეხლავე მოვალ.
-არ არის საჭირო უკვე გადახდილია
-აუუუ კაი რაა, მითხარი რამდენი გადაიხადე! (და საფულე ამოვიღე)
-ლილე გაგიჟდიი? შენი აზრით ფულს გამოგართმევ? ეს ჩემგან მიიღე საჩუქრად და აღარ გავიგო ამაზე ლაპარაკი! წამო ეხა სადმე ვჭმოთ
-მანქანაში ხმა არ ამომიღია, ვფიქრობდი მაქსი რატო აკეთებდა ამას
-რა იყო გამებუტეე?
-ხო(გვერდით გავიხედე)
-კაი რა, დაივიწყე გთხოოვ
მერე რესტორანში ვივახშმედ, იქიდან რომ წამივედით ცოტახანი ვისეირნედ და სახლში ღამის 12-ზე მივედი. მანქანა სადარბაზოსთან გააჩერა.
-წამო აგაცილებ, თუ გინდა დავრჩები
- მადლობა არაა საჭირო(დავემშვიდობე და სადარაბზოში შევედი, მაგრამ შუქი არ ენთო და მაშინვე უკან დავბრუნდი, კიდევ კაი მაქსი ჯერ არ იყო წასული)
-რა გჭირ? რატო კანკალეებ?(მოვიდა და ჩამეხუტა)
-სადარბაზოში არ ანთია შუქი და შემეშინდაა
-აუ რა მშიშარა ხაარ
-ნუ დამცინიი
-კაი წამო აგაცილებ
-სახლამდე ამაცილა და მერე წავიდა
სახლში მისვლისთანავე ტასოს დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი.
-აუ რა მაგარიაა, თან ძაან უხდებით ერრთმანეთს(ტასო)
-ნუ სულელობ გოგო ჩვენ მეგობრები ვართ, თან ჯერ ორი დღეა ერთმანეთს ვიცნობთ
-ორი დღეა იძახე და უკვე რამდენი რამე მოასწარით :D კაი შენ ეგ მითხარი როგორი კაბა იყიდეე?
-გოგო ულამაზესიააა, მაგრამ არ მინდა რო ეს კაბა ჩავიცვა
-რატოოო?
-რავი ვნახოთ რაა, კაი წავეე გკოცნი
მთელი ღამე მაქსიმეზე და ჩვენს ურთიერთობაზე ვფიქრობდი. მაქსის ნაირ ბიჭს ჯერ არასდროს შევხვედრილვარ. მასთან ერთად როცა ვარ ყველაფერი მავიწყდება, მასთან ძალიან თავისუფალი და უშუალო ვარ. ამ ფიქრებში დამათენდა ღამე და მხოლოდ დილით ჩამეძინა.

დილით მაქსიმეს ზარმა გამაღვიძა, უკვე 12 საათი იყო.
-გაგაღვიძე ლამაზოო?
-კიი მაგრამ არაუშაავს
-დღეს რა გეგმები გაქ?
-რავი ისეთი არაფერი, ხვალ ქორწილია და უნდა მოვემზადო.
-საღამოს სადმე წავიდეთ გინდა?
-რავი წავიდეთ
-6-სთვის გამოგივლი. კაი ეხა რაღაც საქმეები მაქ
ტელეფონი გავთიშე და აბაზანაში შევედი, ალბათ 1საათი გავატარე იქ, რომ გამოვედი თავს ძაან მაგრად ვგრძნობდი. მერე ის კაბა ჩავიცვი და სარკესთან დიდი ხანი ვტრიალებდი, თავიდან ვიფიქრე რომ ამ კაბას არ ჩავიცმევდი, იმიტომ კი არა რომ არ მომწონდა, უბრალოდ ის იმდენად ლამაზი არის რომ შეიძლება პატარძალიც კი დავჩრდილო და ყურადღების ცენტრში მე მოვექცე. მაგრამ მერე გადავწყვიტე რომ დიახ ჩავიცმევ და ამით ალექს მივახვედრებ რომ ჩემი დაკარგვით დიდი შეცდომა დაუშვა. მას ვანანებ ჩემს გულის ტკენას, ამ დროს თავში ძალიან კარგი აზრი მომივიდა, იმედია მაქსიმეს დავითანხმებ. ყველაფერი მოვამზადე ხვალისთვის, დროც უცებ გავიდა უკვე 6 ხდებოდა, მოკლე კაბა, ტოპი და კედები ჩავიცვი და ფანჯრიდან მაქსის მანქანაც დავინახე. უცებ ჩავირბინე, მაქს ჩავეხუტე და მანქანაში ჩავჯექი.
-ძალიან ლამაზი ხარ (მითხრა და ვარდების დიდი თაიგული მომცა)
-დიდი მადლობა, ძაან ლამაზია.სად მივდივაართ?
-რომ მივალთ ნახავ
-მეტი რა გზა მქონდა ველოდები სად მივიდოდით
-მანქანა ერთ ძალიან ლამაზ ადგილას გაჩერდა, იქიდან მთელი თბილისი ჩანდა
- ეს ჩემი საყვარელი ადგილია, როცა მარტოობა მინდა აქ მოვდივარ. მოგწოონს?
-კი ძალიაან
-მაქსიმემ მანქანიდან პლედი და სასუსნავები გადმოიღო
- ყველაფერი მოგიმზადებიაა :)
მერე ბევრი ვილაპარაკეთ, ჩვენი ცხოვრების შესახებ მოვუყევით ერთმანეთს, მხოლოდ სიყვარულზე არ მითხრა არაფერი და მეც აღარ ჩავეძიე. ის 21 წლისაა და წელს უნივერსიტეტს დაამთავრებს და მამამისის ბიზნესს ჩაუდგება სათავეში.მაქსიმე დედისერთაა. მეც ყველაფერი მოვუყევი ჩემს ოჯახზე და ალექსზე. მაქსი ალექსზე ძალიან გაბრაზდა.
-არ ვიცი შენნაირი გოგო როგორ უნდა მიატოვოს ადამიანმა თუ იდიოტი არაა.
-ხოო რავი
-არ ყოფილა შენი ღირსი, ჩემო ლამაზო შენ მაგაზე არ ინერვიულო
-არც ვნერვიულობ. აუ მაქს შეიძლება რაღაც გთხოვო?
-კი რათქმაუნდა რაც გინდა მთხოვე
-ქორწილში ჩემთან ერთად წამოხვაალ?
-რაა? და მე იქ რა მინდაა?
-კაი რაა მარტო მეზარება წასვლა, გთხოოვ
-კაი მაგაზე გაწყენინეებ
უკვე გვიანი იყო, აცივდა, თანაც დილით ადრე უნდა ავმდგარიყავით და ამიტომ სახლში წამოვედით.
-ხვალ რომელზე გამოგიარო?
-12 საათზე. ხო იცი ქორწილი სოფელშია, თან ჩემ სოფელსაც ნახავ
-ადრე ვარ ნამყოფი ირაკლის სახლში
-აა კაია, კაი აბა ხვალამდე.
დილით ადრე ტელეფონის საზრმა გამაღვიძა, 7საათი იყო.
-აუუ მაქს შენ რო არ მყავდე რა მეშველებოდა :D
-გოგო შენ კიდე გეძინაა?
-ხოო, ჯერ ადრეა სალონში 8ზე ვარ ჩაწერილი
-კაი მიდი არ დაგაგვიანდეს, თუ გინდა მე წაგიყვან სალონში
-არ გინდაა აქვეააა.
-კაი მძინარა გკოცნიი <3
სალონში თმები და მაკიაჟი გავიკეთე, 11 საათზე უკვე სახლში ვიყავი. მერე კაბა ჩავიცვი და ლუკას დავურეკე. რათქმაუნდა მაქსიმეს შესახებ უკვე ყველაფერი იცოდა ტასოსგან, მაგრამ ის კი არც ერთმა არ იცოდა რომ ქორწილშიც მომყავდა მაქსიმე. ტასოს და ლუკას ერთმანეთი მოწონთ მაგრამ ჯერ არ აქვთ ერთმანეთისთვის გამხელილი და მათზე ბევრს ვიცინი ხოლმე.
უკვე 12 საათია, კარზე ზარია და რათქმაუნდა მაქსიმეა. კარი რომ გავაღე, მაქსიმე გაოცებისგან ადგილზე გაშეშდა.
-მააქს გამოფხიზლდიი :D
-ვაუუუ ულამაზესი ხაარ (თაიგული მომცა,მაქსიც ძალიან ლამაზი იყო. ძალიან უხდებოდა ეს სტილი. პიჯაკი და კოსტუმი
-მაქს შენც ძალიან სიმპატიური ხარ (პიჯაკი გავუსწორე და სოფელში წავედით)

გზაში შემაწუხა ტასომ, ყოველ წამს იმას მეკითხებიდა სად ვიყავი და რამდენ ხანში ჩავიდოდი. მაგრამ მან ხო მთავარი არ იცოდა, მიჭირდა მისი მოტყუება მაგრამ არაუშავს ერთი სული მაქ ირაკლის, ლუკას და ტასოს სახე დავინახო მე და მაქსიმეს რო დაგვინახავენ :D
ამ დროის განმავლობაში რათქმაუნდა დედას ყოველდღე ველაპარაკები და ყველაფერს ვუყვები, ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ. მანქანაში ყოფნისას დამირეკა და სკაიპში დავილაპარაკეთ, რომ დამინახა სიხარულისგან იტირა, ასეთი ლამაზი და ბედნიერი რომ ვიყავი, ძალიან უხაროდა. მაქსიც გავაცანი,სახეზე შევატყვე რომ ძალიააან მოეწონა. მერე მწერდა რომ ძალიან ვუხდებოდით ერთმანეთს და ზუსტად ჩემი შესაფერისი ბიჭი იყო. მე კი ვუხსნიდი რომ ჩვენ მხოლოდ მეგობრები ვიყავით, მაგრამ ხომ იცით დედების ამბავი, მაქსი უკვე თავისი სიძედ ჩათვალა :D
აი სოფელშიც მივედით, როგორ მომნატრებია აქაურობა. ჯერ ჩემს სახლში მივედით, სადაც ტასო, ლუკა, ირაკლი,ბებია და ბაბუა გველოდნენ. მანქანიდან რომ გადმოვედით მე და მაქსი ყველა გაოგნებული გვიყურებდა.
-აუუ შე დამპალოო რატო არ მითხარიი(ტასო)
-შენ აქ რა გინდაა? (ირაკლი ეკითხება მაქსს)
-ყველაზე ლამაზი და მყავს მსოფლიოში(ლუკა მოვიდა და ჩამეხუტა)
-ჩემო სიცოცხლე რა ლამაზი ხაარ, ნეტა დედაშენიც აქ იყოოს და ტირილი დაიწყო(ბებო)
-კაი რა ბე ნუ ტირიი, დედას უკვე ველაპარაკე სკაიპში (ჩავეხუტე და ამ დროს ბებომ ჩუმად მკითხა ეს ბიჭი ვინ არიო.)
-მაქს ესენი ჩემი უსაყვარლესი ბებია და ბაბუა არიან, ბებო ეს კი ჩემი მეგობარი მაქსიმეა.
-ტასოო კაი რა ნუ მებუტები, რო მეთქვა სიურპრიზი არ გამოვიდოდა
-კაი ხოო ხო იცი 2წუთზე მეტხანს ვერ გებუტებიი :D ძააან ლამაზი ხაარ
-შეენც ძალიან გიხდება ეს კაბა <3
- ჩქარა წამოდით, თორე დაგვაგვიანდება (ირაკლი)
ტასო და ლუკა ირაკლის მანქანით წავიდნენ, მე და მაქსი კი ჩვენით. ჯერ ალექსის სახლში მივედით, სადაც დაძაბული სიტვაცია შეიქმნა, ალბად ალექსს არ ეგონა თუ მივიდოდი ქორწილში,ამიტომ ძალიან გაუკვირდა ჩემი დანახვა, თანაც უცხო ბიჭთან ერთად. მე ჩვეულებრივ ვიქცეოდი, გულწრფელად მივულოცე მათ და საჩუქარიც მივეცი, მაგრამ მივხვდი რომ ალექსის ახალმა ცოლმა ძალიან იეჭვიანა და ბოღმისგან აღარ იცოდა რა გაეკეთებინა, თუმცა ისე ეჭირა თავი თითქოს მან გაიმარჯვა და ალექსი წამართვა. მე და ბარბარეს(ალექსის ცოლს) სკოლაშიც არ გვქონია კარგი ურთიერთობა. აქაც იმიტომ მოვედი რომ ალექსის მშობლებს ვცემ დიდ პატივს.მათ გაუხარდათ ჩემი დანახვა, ვიცი რომ ძალიან ეწყინათ ჩემი და ალექსის დაშორება, მათ ეგონათ რომ მე გავხდებოდი მათი რძალი.
მერე იქიდან წავედით ალავერდში (ჯვარი დაიწერეს) და სიღნაღში (ხელი მოაწერეს) როგორც მიხვდით კახეთშია ჩემი სოფელი <3 ალექსი კარგად გამოიყურებოდა მაგრამ ბარბარეს კი ვერც საპატარძლო კაბამ უშველა, ის არც ისე ლამაზი იყო.
საღამს რესტორანში რომ მივედით, ძალიან ბევრი ხალხი იყო და ისე მოხდა როგორც მეგონა, ყურადღების ცენტრში მე და მაქსიმე მოვექეცით. ვინც კი დაგვინახავდა ყველა იმას გვეუბნებოდა რომ ძალიან ვუხდებით ერთმანეთს. როგორც წესი ქართულ ქორწილში სიძე და პატარძალი ქართულს ცეკვავენ ხოლმე, თუმცა მათ არ უნდოდათ ცეკვა და მიკროფონში გამოაცხადეს რომ თუ ვინმეს ჰქონდა სურვილი გამოსულიყო და ეცეკვა. არავინ გამოიჩინა სურვილი, მე კი მაქსს ვუთხარი რომ დიდი სიამოვნებით ვიცეკვებდი, უკვე უნდა გამოერთოთ ქართულის მუსიკა რომ მაქსმა საცეკვაოდ გამიყვანა. იმ წამს ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ცეკვის დროს ისე ვგრძნობდი თავს თითქოს მხოლოდ მე და მაქსი ვიყავით,მაქსი ძალიან კარგად ცეკვავდა. ცეკვა რო დამთავრდა კვლავ დავუბრუნდი იმ სამყაროს და დავინახე რომ ყველა ფეხზე იდგა და ტაშს გვიკრავდა. ამავე დროს შევამჩნიე ალექსისა და ბარბარეს ბოღმიანი გამოხედვა.
იმ საღამოს კიდევ ბევრი ვიცეკვეთ. ვალსის ცეკვის დროს კი ჩვენთან ვიღაც მთვრალი ბიჭი მოვიდა და მასთან ცეკვა მთხოვა, მე რა თქმაუნდა არ დავთანხმდი და ვუთხარი რო მეწყვილე უკვე მყავდა, მაგრამ ის არ მეშვებოდა. მაქსი ძალიან გაბრაზდა და სთხოვა გარეთ გასულიყვნენ, ბევრი ვეხვეწე მას თავი შეეკავებინა,მაგრამ მაინც არ დამიჯერა. მათ მერე ძალიან ბევრი ბიჭი გაჰყვა და გარეთ იჩხუბეს, დაცვამ გააშველა. მაქს ტუჩი ქონდა გახეთქილი, გაბრაზებული კი ვიყავი მასზე მაგრამ მაინც მივედი და ყინულები დავადე ტუჩზე. მერე მალევე წამოვედით ქორწილიდან. საჭესთან მე დავჯექი, რადგან მაქს დალეული ჰქონდა. იმ ღამით მაქსი ირაკლისთან დარჩა.
მე ღამით ტელეფონს ხმა გამოვურთე რომ დილით არავის გავეღვიძებინე, მაგრამ მაინც არ დამაცადეს ძილი, ტასო დილაადრიან დამადგა თავზე,მერე მაქსი და ირაკლიც მოვიდნენ და მეტი გზა არ მქონდა ავდექი. იმ დღეს კარგად გავერთეთ, სოფელი დავათვალიერებინეთ მაქსს. და საღამოს გვიან თბილისში დავბრუნდით მე და მაქსი, ისინი კი კიდევ სოფელში დარჩნენ.
//////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////////
მოგწოონთ?? <3 ბოდიშიი, ინტერნეტი გამეთიშა და მაგიტომ დავაგვიანე დადებაა :( <3



ესენი :) :D <3 და მისი მსგავსი რაღაცეები საშინლად არ უხდება ისტორიას და უკეთესი იქნება თუ არ გამოიყენებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent