შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მწვანეთვალება დემონი ნაწილი მეორე, 6თავი


18-03-2018, 17:41
ავტორი katiusha
ნანახია 2 669

დილით ელენეს რომ გაეღვიძა ჯერ გაოცებულმა მიმოიხედა,უცებ ვერ აღიდგინა სად იყო.მერე ნელ-ნელა გაახსენდა ყველაფერი იქამდე ბექას რომ გაჰყვა საცეკვაოდ,მას მერე კი არაფერი ახსოვდა,თითქოს მისი გონებიდას სხვა ყველა დანარჩენი ერთიანად ამოშალეს.
ნომერში მარტო იყო,საწოლზე წერილიც დახვდა რუსას დატოვებული.ირაკლისთან ერთად გასართობად მივდივარ და არ ვიცი როდის დავბრუნდები,ეცადე როგორმე უჩემოდ გაერთოო,სწერდა მეგობარი.
-ოჰ თქვე ეშმაკებო,როგორ ვერ ვიფიქრე რომ ასეც უქნებოდა.კარგით არ შეგიშლით ხელს,როგორმე თვითონ გავირთობ საკუთარ თავს,-ჩაეცინა და სააბაზანოში გაუჩინარდა,ცხლი შხაპი საოცრად ესიამოვნა და უცებ მოიყვანა გონებაზე,ერთხანს ჯაკუზში ინებივრა,მერე კუჭმა შეახსენა თავი და ინება გამოსვლა ქალბატონმა,თმა ფენით გაიშრო. მერე ტანსაცმლის არჩევას შეუდგა.გადაწყვიტა გარეთ ესადილა,თორემ ისე ნომერშიც მოართმევდნენ რომ შეეკვეთატანსაცმლის არჩევა გაუჭირდა.რატომღაც იმას ფიქრობდა რომ ბექას შეიძლება შეხვედროდა და მისთვის უნდოდა თავი განსაკუთრებულად მოეწონებინა,მაგრამ არც ის უნდოდა რომ ისე ჩაეცვა ბიჭს ეფიქრა ჩემთვის გაიპრანჭაო. ლურჯი,მოტკეცილი ჯინსი აიღო,მისი შესაფერისი თბილი ზედა გადაიცვა,თბილ უგებში წაყო ფეხი, დუტის თბილი ქურთუკი მოიცვა, მსუბუქი მაკიაჟიც არ დივიწყა. თმა გაიშალა, ქუდიც დაიფარა თავზე,პატარა ჩანთა გადაიკიდა და ნომრიდან გავიდა,გასვლისას კიდევ ერთხელ შეათვალიერა თავი დიდ სარკეში და კმაყოფილი დარჩა,მისი საყვარელი სუნამო იპკურა და მზად იყო.
ფეხით გავლა გადაყწვიტა,ორგანიზნისთვის კარგია სეირნობაც და სუფთა ჰაერიო და ნელა გაუყვა გზას.აქეთ-იქით მიმოიხედა.ბექა ვერ შენიშნა ვერსად და უფრო თამამად შეუდგა გარემოს დათვალიერებას.ირგვლივ მხიარულება იყო.სიცოცხლე დუღდა იმდენი დამსვენებელი იყო ჩამოსული ზოგი ოჯახით,ზოგი მეგობრებთან ერთად.ზოგი შეყვარებულთან,ზოგიც მარტო,თუმცა ყველას ერთი რამ აერთიანებდა დასვენების და გართობის სურვილი... მასაც გადაედო მათი მხიარულება და ეს სიცოცხლის წყურვილი. ულამაზესი გარემო, დათოვლილი და თეთრად შემოსილი მთები კი მის სიხარულს ხასიათს უფორ მეტად უკეთებდა...
იქვე ახლოს კაფე შეამჩნია.ერთი შეხედვით შეაფასა და დაასკვნა რომ მყუდრო და ლამაზი უნდა ყოფილიყო და იქ შეაჭრა პირდაპირ.ვერანდაც ჰქონდა კაფეს,თუმცა იმით ზამთარში ნაკლებად სარგებლობდა ხალხი,სიცივეს არ შეუშინდა და კიბეს აუყვა,არც შემცდარა,მარტო იყო.ყველაზე ნაპირა მაგიდისკენ წავიდა,საიდანაც ეზოც გამოჩნდებოდა და მიდამოც კარგად და დაჯდა,ზურგჩანთა გვერდით დაიდო სკამზე და მიმტანს დაელოდა.დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი,რამდენიმე წამში გამოჩნდა ახალგაზრდა გოგონა.ფორმა ეცვა,თუმცა ისეთი თბილი არ იყო და ეტყობოდა რომ სციოდა.მენიუ მიაწოდა და მორიდებით ჰკითხა
-აქ არ შეგცივდებათ?
-არა ცოტა ხანს დავრჩები და დავტკბები ამ შესანიშნავი ხედით,მანამდე კი ცხელი ჩაი რომ მომიტანოთ თუ შეიძლება და კიდევ ერთი პიცა,ხაჭაპური,ცეზარი და ფორთოხლის წვენი. დესერტს მოგვიანებით ავარჩევ,
გოგონა ისევე სწრაფად გაუჩინარდა როგორც გამოჩნდა და ასეთივე სისწრაფით დაბრუნდა,ელენეს გაუკვირდა,რადგან როგორც წესი მომსახურების ასეთი სისწრფით და ზრდილობიანობით ნაკლებად გამოირჩევიან მიმტანები.
-ვიფიქრე სანამ დანარჩენი რამეები მზად იქნება ცხელი ჩაი უფრო გესიაოვნებათ დიდი ჭიქით და თან ჟოლოს ჩაი შეგირჩიეთ,იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ,გაუღიმა გოგონამ
ელენენ ჭიქა თავისკენ მიაჩოჩა და ღრმად შეისუნთქა მისი სურნელი,მერე სული შეუბერა და ოდნავ მოსვა.
-უგემრიელესია,დიდი მადლობა,გაუღიმა გოგოს და მჭიდროდ შემოაკრო თითები ჭიქას.სითბოს სხეულში დაუარა და თვალი გააყოლა მიმტანს,მერე კი ირგვლივ მიმოიხედა და დარწმუნდა რომ მარტო იყო,
-ძალიან კარგი,არავინ შემაწუხებს და ამ სილამაზით ტკბობაში არავინ შემეცილება,-გაიფიქრა და ჩაი მოსვა.გემოც ისეთივე კარგი ჰქონდა როგორც სუნი. მალე მიმტანმა შეკვეთა მოიტანა დ მის წინ დაალაგა ყველაფერი,გემრიელად მიირთვითო უთხრა და საბოლოოდ გაუჩინარდა. ისე შიოდა მაშინვე დასწვდა ჯერ ხაჭაპურს და მადიანად მოკბიჩა.უგემრიელესი იყო.ილუკმებოდა და სულ არ ადარდებდა რომ ზურგსუკან ნაბიჯებისხმა მოესმა დ ვიღაც მყუდროებას დაურღვევდა.ჩვეულებრივი კლიენტი ეგონა და არ მიაქცია ყურადღება.მაგრამ მხრებზე თბილი პლედი რომ მოახურა ვიღაცამ და ყურთან მისი სუნთქვა იგრძნო მაშინვე შეწყვიტა ჭამა და გაყუჩდა-ეს მოიხურე,თორემ აქ სიცივეა და გაცივდები.მზრუნველად უთხრა ბექამ.ელენეს კი მის ხმაზე შეაჟრჟოლა და დაიბნა.არ შეიმჩნია,პლედის ბოლოებს ხელი მოხვია და მჭიდროდ შემოიკრა.
-შენ აქ რა გინდა?უკან დამდევ?
-შენ წინააღმდეგი ხარ?-სკამის საზურგეს დაეყრდნო ბექა ხელებით და ელენესკენ დაიხარა.ისეთი ხმით ჩასჩურჩულა გოგოს რომ ელენემ ვეღარ გაუძლო და ვნებისგან გააკანკალა,თუმცა ეს სიცივეს მიაწერა.
-მე რა მინდა და წინააღმდეგი ვარ თუ არა ეს შენი საქმე არაა.და ნამდვილად არ გეხება ჩემი სურვილები შენ
-მეხება როგორ არა და გამოვიცანი კიდეც ხო?
-ვერაფერიც ვერ გამოიცანი.მკაცრად უთხრა ელენემ და ჭამა განაგრძო.
--თუ გამოვიცანი?-ეშმაკურად ჰკითხა ბექამ,.წინიდან მოუარა,სკამი გამოსწია და გამომწვევად მიაჩერდა ელენეს
-რატომ მიწვევ გელოვანო?
-ასე მიმართვას აღარ უნდა მორჩე?რატომ არ შეგიძლია უბრალოდ ბექა დამიძახო?
-რა ვქნა ვერაფრით გადავლახე ის საზღვარი რაც შენ დააწესე ჩვენ შორის.
-საზღვრების დაწესება შენ უკთ გამოგდის და არც მათ დარღვევაზე იხევ უკან.
-შენ კიდევ შენი გავლენას იყენებ და ცდილობ ასე გაარღვიო ეს საზღვარი.
-ერთ რჩევას მოგჩემ ჩემო კარგი და ეცადე კარგად დაიმახსოვრო,ბექა მისკენ გადაიწია და ხელებით დაეყრდნო მაგიდას.-ყოველთვის არაა საჭირო ასე მოქცევა,საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და საზღვრების დაწესება.რადგან არსებობენ ადამიანები რომლებსაც შეიძლება სურვილი გაუჩნდეს თქვენი დახმარების ისე რომ სანაცვლოდ არაფერი მოითხოვონ და არაფერს ელოდონ
-ვითომ შენ ასეთი ხარ?და უანგაროდ ცდილობ ჩემს დახმარებას ან ამიტომ ხარ ჩემს გვერდით?
-ასეთი ირონია არ გინდა,ჩემთან ყოველშემთხვევაში რადგან ერთ დღეს შეიძლება უკეთ გამიცნო,ან სიტუაცია შეცვალოს და შეიძლება ინანო რომ არ მენდე და სხვანაირად ფიქრობდი,-ცხვირზე თითი დაჰკრა ხუმრობით და გაუცინა. გვერდით მიუჯდა საერთოდ მერე.
ელენემ ვეღარაფერი უთხრა რადგან ამ შემთხვევში ბექა მართალი იყო,არ შეიძლება ასე მოქცეულიყო ყველგან და ყველასთან უაზროდ უხეში და მკაცრი ყოფილიყო..ამიტომ მზერა ჰორიზონტს მიაპყრო და გაჩუმდა.დროდადრო მისკენ აპარებდა თავლს და ჩუმად ეღიმებოდა მის უდარდელ სახეზე.ისიც იქით იყურებოდა სადღაც შორს.ცალი ფეხი მოეხარა,მეორეზე შემოედო,ერთი ხელით ეჭირა და ფეხის ტერფს ათამაშებდა.მისი უდარდელობის შეშურდა კიდეც.და მზერას არ აშორებდა თავიდან ფეხებამდე აათვალიერა კარგად ბიჭი.
-ღმერთო რა ლამაზი პროფილი აქვს. როგორი სიმპატიურია,ჩაცმის სტილიც კი ისეთი აქვს მე რომ მომწონს.ფიქრობდა გულში
-რაზე ფიქრობ?-ჰკითხ ისე რომ არ შეუხედვს მისთვის.ელე შეხტა უცებ.
-შენ?კითხვა დაუბრუნა
-არაფერზე.ამ სილამაზეით ვტკბები უბრალოდ.ეს საოცარი სიმშვიდე ჩემშიც სიმშვიდეს იწვევს და ამ სილამაზესთან ერთად საოცარ ჰარმონიას ქმნის.
-მართლაც ძალიან ლამაზია აქაურობა,თან მგონი ისევ თოვას იწყებს.იცი პირველად ვარ აქ და დაერთოდ პირველად ვისვენებ ასეთ ადგილას
-შენ გინდა რომ დასასვენებლად არასდროს ყოფილხარ?გაოცებულმე შეხედა ბექამ
-არა როგორ არა,არასწორად გაიგე,ზამთრის კურორტებზე არ ვყოფილვარ არასოდეს.არ მიყვარდა,ყოველთვის ზღვას და მზეს ვამჯობინებდი სიცივეს.
-ესეგი გამიმართლა
-რატომ?
-ახლა აქ რომ ხარ,თან ჩემს გვერდით და თან პირველად.მე ყოველთვის მიყვარდა ზამთარი,თოვლი კი ჩემთვის საერთოდაც ქალურ სისპეტაკესთან და სიწმინდესთან ასოცირდება.ოღონდ იცი როგორი თოვლი?დილით ადრიანად რომ გაახელ თვალს,გარეთ გაიხედავ და ჯერ კიდევ გაუკვალავ,ფაფუკ თოვლს დაინახავ,სიხარულისგან ქუჩაში ისე გადიხარ ვერ გრძნობ რომ თბილადაც არ ჩაგიცვამს და არც აქცევ ყურადღთებას შეგცივდება თუ არა.მიდიხარ და თან ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე გენანება ამ ერთიანობის დარღვევა.მაგრამ მაინც აგრძელებ,მიდიხარ და თან შენს ნაკვალევს ბექამ ისევ აღწერ ეს ყველაფერი,ისე ხატოვნად და ისე აღფრთოვანებით ლაპარაკობდა რომ ელენე სულ უფრო გამოდიოდა წყობიდან და სადრაც რომელიღაც პლანეტაზე გასულიყო.საოცარი იყო ეს ბიჭი.ახლა სულ სხვანაირ ბექას ხედავდა....
-ეგ გასაგებია,მაგრამ როგორც ხშირად ხდება გაკვალავენ,დააბინძურებენ,ტალახში აურევენ და საბოლოოდ ისეთი ჭუჭყიანი და ბინძური ხდება ძნელია გაარკვიო დასაწყისში როგორი იყო.
-ყოველთვის უნდა შეძლო სილამაზის დანახვა სიბინძურისს მიღმა.
-შენ თუ შეგიძლია?მზერა გაუსწორ ბექას
-მე ბევრი რამე შემიძლია.გაეცინა ბიჭს.მაგალითად შემიძლია დემონში დედოფალი ამოვიცნო
-ასე ქარაგმებით ნუ მელაპარაკები
-შენ კარგად ხვდები რაც ვიგულისხმე.ბექამ ღიმილით გამოხედა.
-ჯანდაბა ასე მომხიბლავად ნუ იცინი თორემ თავის გაკონტროლება მიჭირს.ფიქრობდა ელე და თვალი აარიდა ბიჭს.უეცრად ბექა წამოხტა,ხელები მოჰკიდა და წამოაყენა
-რას აკეთებ?დაიბნა გოგო
-გინდა ყველაზე დაუვიწყარი დღეები გაატარო გუდაურში?
-როგორ?
-უბრალოდ მენდე და წამომყევი
-ბევრს ხომ არ ითხოვ
-ნწწ თავი გააქნია ღიმილით ბექამ
-თოვლში როგორ უნდა გავერთო,აწუწუნდა ელენე
-გასართობი ბევრია.
-კარგი რააა
-შენ მე ვინ გგონივარ?თვალები მოჭუტა ბექამ
-გამომძიებელი რომელიც ყოველტვის სერიოზული,გაუცინარი,უხასიათო და საშინლად უჟმურია,გულწრფელად უპასუხა გოგომ
-მეტის ღირსი ვარ რააა.მოჩვენებითად ეწყინა გელოვანს
-რა ვქნა ასეთი ხარ და...თავი დამნაშავედ იგრძმო -მთლად ასეთი პირდაპირობაც არ იყო საჭირო,მაგრამ არაუშავს გადავიტან როგორმე. ანგარიში გაასწორა ბექამ.არაფრით დაანება ელენეს,რომელმაც უსაყვედურა ასე არ შეიძლებაო.მაგრამ ბიჭმა ისე შეუბღვირა რომ დანებდა,ანიშნა წადიო და უხმოდ გადადგა პირველი ნაბიჯი გასასვლელისკენ.
ბექამ მანქანებს გვერდი აუარა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკისკენ აიყვანა.ნელა გაუყვნენ სეირნობით გზას. სასაუბრო თემის არჩევაზე დიდიად არ მოუკლავთ თავი და არც ერთი არ იხსნებოდა ჯერ,მაგრამ სხვა თუ არაფერი ერთი რამ მაინც აერთიანებდათ მათი მეგობრების სახით.ამასობაში სასრიალოს მოიადგნენ.
-მე რომ სრიალი არ ვიცი.
-არ გინდა სცადო?მე გასწავლი
-მეშინია,წავიქცევი.შეშინებულმა ააფახულა თვალები გოგომ
-მე შენ არაოდეს მოგცემ წაქცევის უფლებას,მხრებში მოჰკიდა ხელი,თავისკენ მიიზიდა გოგო და შუბლზე აკოცა
-გაჩერდი თორემ ხალხს შეყვარებლი წყვილი ვეგონებით,
-წინააღმდეგი არ ვარ
-მგონი მოჩვენებები დამეწყო ან სიზმარში ვარ.გამოგცვალეს ეტყობა, რადგან ამ ბექას იმ ბექასთან არაფერი აქვს საერთო განყოფილებაში რომ ვნახე.
-მართალი ხარ.უჟმური ბექა იქ არის აქ კი ნამდვილი ბექააა,შენს წინ და ცდილობს ერთი ქალბატონი გაამხიარულოს და კარგი დრო გაატარებინოს.
ტანსაცმელი იქირავეს,გამოიცვალეს და საბაგიროთი ზემოთ ავიდნენ.ელენე პირველად შედგა თხილამურებზე და ისეთი საცოდავი სანახავი იყო თავს ძლივს იკავებდა რომ არ წაქცეულიყო.ბექას ძლიერად ჰკიდებდა ხელებს
-მე კი არა ჯოხებს და საკუთარ ფეხებს დაეყრდენი დასცინოდა ისიც.-ნელა გაასრილე ჯერ ერთი ფეხი,მერე მეორე,ერთი..ორი..მარჯვენა მარცხენა,ამხნევებდა ბიჭი და უკან მიჰკვებოდა რჩევა დარიგებებით.თუმცა ელენს შიში უფრო ძლიერი აღმოჩნდა დ არაფერი გამოიუვიდა.ის კი არა თავი ვერ შეიკავა გოგომ,მისკენ გადაქანდადა მკავებში ჩაუვარდა.ორივემ ერთად კი თავი ვეღარ შეიკავეს და თოვლში გადაგორდნენ.ელენე ზემოდან დაეცა და კისკისი დაიწყო.უაზრო სიილი აუტყდა
-ხომ გითხარი არაფერი გამომივა თქო.იცინოდა
-ახლა თუ არ დგები იცოდე შთამომავლობის გარეშე დამტოვებ.უთხრა მხრებში მოჰკიდა ხელი და გვერდიტ გადასვა.ელენეს ისე შერცხვა რომ გაწითლლდა და თოვლში ჩაჯდა გაბუსხული
-კარგი რა სახე გაქვს,რა ვთქვი ახლა ისეთი რაც არ გაგიგია ან თითქოს არ იცი როგორ ჩნდებიან ბავშვები.
-უზრდელო..შეუბღვირა გოგომ
ბექას სიცილი აუტყდა და ხელს არ უსვებდა ისევ მიიხუტა-ვაიმე შენ მართლა არ იცი რომ ბავშვები წეროს არ მოყავს?სულს ვერ ითქვამდა გელოვანი და უფრო აწითლებდა გოგოს
-ბექააა..
-კარგი ხო ვჩუმდები...რადგან აქ არაფერი გამოგვივიდა მაშინ სხვაგან წავიდეთ..
თხილამურები და ტანსაცმელი უკან დააბრუნეს და ახლა სხვა მხარეს წაიყვანა ბიჭმა ელე.ბევრი არ უვლიათ,მალე მივიდნენ.ულამაზესი ცხენები დაინახესს.ელეს ფერი გადაუვიდა სახეზე ისევ.ბექას გაბრწყინებული სახე ჰქონდა მაგრამ მას რომ შეხედა მიხვდა რაღაც ისევ ვერ იყო რიგზე.
-სულ ისეთი რაღაცეები გიზიდავს რისიც მე მეშინია ან არ ვიცი.აიტუზა გოგო
-ხომ გითხარი მე დაგეხმარები ტქო,სულაც არა საშიში,მშვიდი ცხენია,როგორ ნაზადაც მოექცევი ისიც ისე მოიქცევა.
წუწუნის მიუხედავად საბოლოოდ ელენე მაინც ცხენზე აღმოჩნდა,უკან ბექა შემოუჯდა მარტო მაინც არ გაუშვა და სადავეები მოქაჩა.ცხენი ნელი ნაბიჯებით დინჯად დაიძრა ადგილიდან.
ელენეს ცეცხლი მოედო მთელ სხულზე როცა ბექას შეხება იგრძნო,აკანკალდა ისევ და ვნებამაც იფეთქა,თუმცა ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა.მითუმეტეს რომ ბექამ ხელები მის წელს ქვემოთ გამოაძვრინა და მჭიდროდ შემოხვია.
-რა გჭირს ხომ არ გცივა?რატომ კანკალებ?
-არა.არაფერია გამივლის.უბრალოდ მიჩვეული არ ვარ ასეთ სიტუაციებს და მამაკაცთან ასე ახლოს ყოფნას.
-მოგწონს?
-რა?შენს გვერდით ყოფნა?თავის მობრუნება სცადა გოგომ და ბექას გაღიმებულ სახე რომ წააწყდა და მითუმეტეს მისი ტუჩების სიხლოვე იგრძნო მაშინვე წინ გააიხედა
-ცხენით გასეირნებაზე გეკითხები.განუმარტა ბიჭმა.არადა გოგომ სხვანირად გაიგო მისი ნათქვამი და გულის სიღრმეში აღიარა კიდეც რომ ეს სიტუაცია ძალიან მოსწონდა.
-სად ისწავლე ჯირითი?
-ჩენთან სოფელში,სვანეთში.ჩვენც გვყავს სახლში და მამამ მასწავლა.
ოჯახის და მშობლების ხსენებაზე ელენე მოიღუშა და დასევდიანდა.
-რა დაგემართა?რატომ გაჩუმდი?
-ოჯახი გამახსენდა
-გენატრებიან ისინი?
-ვინ?
-ოჯახსი წევრები.ვინც გყავს დედა..მამა და ან ძმა რავიცი,სიტყვა ჩაუგდო ვითომ არ იცოდა არაფერი მასზე და მისი დოსიე არ ჰქონოდა შესწავლილი
-ყველაზე ძალიან დედა მენატრება.მაგრამ მას ვეღარასოდეს ვნახავ.გარდაიცვალა.მამისთვის კი მე ვარ გარდაცვლილი.მიუხედავდ იმისა რომ ვიცი დედას ვეღარ ვნახავ მაინც ვერ ვპატიობ იმ გულგრილობას რაც ჩემს მიმართ გამოიჩინა.ამოხეთქა უცებ.
ბექა მიხვდა რომ გოგოს დიდი სადარდებელი და სატკივარი ჰქონდა
-თუ გინდა შეგიძლია ყველაფერი მომიყვე,მენდე, გპირდები საიდუმლოს შეგინახავ
-არ შემიძლია
-რატომ?ჩათვალე რომ რუსას გარდა სხვა მეგობარიც გყავს უკვე
-არა ბექა არ შემიძლია,ვაფასებ იმა რაც ჩემტვის გააკეთე.ვაფასებ რომ ჩემს გამხიარულებას ცდილობ.ამდენ რამეს აკეთებ,ჩემს გვერდით ხარ მაგრამ არსებობს ზღვარი რასაც ვერასოდეს გადავლახვთ და არც წაიშლება ჩვენს შორის.
-რას გულიხმობ?
-იმას რომ შენ გამომძიებელი ხარ.დაა..
მერე რაა?ნყთუ ჩვენ არ გვაქვს უფლება გვყავდეს მეგობრები?შეგვიყვარდეს ან ოჯახი შევქმნათ?
-კი როგორ არა,მაგრამ მეე...გოგოს უნდოდა ეთქვა..ხო ყველაფის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ გარისკა.აბა როგორი სათქმელია მე კრიმინალურ სამყაროს წარმომადგენელი ვარო
-რა შენ..
-არაფერი,დაბრუნება მინდა..
-კარგი რაა რა დროს დაბრუნებაა,ნახე რა ლამაზია აქაურობა?
ელენემ ახლა შეძლო ამ სილამაზის აღქმა.დათოვლილ ნაძვებს შორის მისეირნობდნენ, სოაცარი სიჩუმე იდგა.შინაგან სიმშვიდეს რომ დაეუფლებოდი ისეთი...ჯერ კიდევ გაუკვალავი იყო აქაური თოვლი..ბექა ძირს ჩამოხტა და ელენეს ანიშნა ჩამოდი შენცო.ისიც მის მხრებს დაეყრდნო ხელებით და ნელა გადმოვიდა.მიწაზე რომ დაუშვა ბიჭმა მის პირისპირ აღმოჩნდა..
-იცი რომ ძალიან ლამაზი ხარ?უთხრა და თვალებში ჩახედა.ელე დაიბნა,გაწითლდა და თავი დახარა.
-რანაირი გოგო ხარ შენ.კომპლიმენტებზე სულ იბნები და წითლდები.ნიკაპში მოჰკიდა ხელი და თავი ააწევინა.
-არ ვარ მიჩვეული და რა ვქნა
-ყველაფერზე ასე ნუ იძახი.ისე მოგიწევს რომ მიეჩვიო.იმიტომ რომ მე ხშირად ვაპირებ იგივე გითხრა და უფრო მეტიც...
-რატომ აკეტებ ამას?რატომ იქცევი ასე?
-ასე როგორ?
-ყოველთვის კითხაზე კითხვით რატომ მპასუხობ?
-ეს ჩემი პროფესიაა.გაცინა ბექას-ამაში რამე უჩვეულოს ხედავ?
ელენემ პასუხი ვერ ან არ გასცა.
-იცი რა არის ამ ყველაფერში კარგი?ის რომ მე და შენ ახლა აქ ვართ,მარტო ამ საოცარ გარემოში და ჩვენ ერთმანეთის მოხიბვლას ვცდილობთ.როგორც ორი ზრდასრული ადამიანი, ჩამოყალიბებული ქალი და კაცი.
-შენ უკვე მოხიბლული ხარ ჩემით,ეშმაკურად ისევ ცხვირზე ჩამოჰკრა საჩვენებელი თითი ბექამ და ოდნავ მოშორდა გოგოს.-თუმცა მინდა იცოდე რომ მეც მოხიბლული ვარ შენით და მომწონხარ.თან იმდენად და ისე რომ შენ ეს სპეციალურად სულაც არ გაგიკეტებია და მოგინდომებია.რაც სხვა აბეზარი გოგოებისგან გამოგარჩევს
დაბნეული იდგა ელენე.პირველად იყო ასეთ სიტუაციაში და სწორედ ეს უნდოდა და ალბათ ამაზე ოცნებობდა მთელი ცხოვრება.მითუმეტეს მასაც მოსწონდა მაგრამ რაღაც ძალა აიზულებდა რომ უკან დაეხია და სწორედ ამ ძალამ შეაწყვეტინათ საუბარი და სიმშვიდე დაარღვია
--გისმენ რუსა..ჩასძახა ტელეფონში...-სასეირნოდ...მალე მოვალ.კიი...მელოდებით?ვინ?გაუკვირდა ელეს.-ჩემი ბიჭი?
-რა გჭირს გოგო?შენი მანქანა,დილით ვითხოვე არ შეგიმჩნევია?
ბექამ ყურები ცქვიტა ბიჭის გაგონებაზე.ელენემაც შეამჩნია და იეჭვიანაო გაიფიქრა და ჩაეღიმა კმაყოფილებისგან.
-კარგი რუსს,გაუფრთხილდი ჩემ ბიჭს და ცივ ნიავს არ მიაკარო..მალე მოვალ დამელოდეთ.
-ჩემი ბიჭი,ცივ ნიავს არ მიაკარო,გაბრაზებულმა გამოაჯვრა ბექამ და ცხენს მიუბრუნდა.ელენემ საუბარი დაასრულა და მასთან მივიდა
-წავიდეთ?
-წავიდეთ,ეტყობა ძალიან გეჩქარება შენს ბიჭთან.ირონია გაურია ბექამ და ცხენზე ასვლაში დაეხმარა,თვითონაც შემოახტა და უკან დაბრუნდნენ.გზაში საოცრად ბრაზობდა როგორ გამომეპარა ვიღაც რომ ჰყავდა ან ეს როგორ ვერ დავუშვიო. ცხენი პატრონს ჩააბარა,ელენე სასტუმროსთან მიიყვანა.ორი სიტყვით დაემნშვიდობა ნაჩქარებად და მარტო დატოვა..
-ნეტავ რა ეტაკა?მხრები აიჩეჩა და კიბეებს აუყვა.-ნუთუ იეჭვიანა?კმაყოფილმა ჩაიღიმა და გაბადრულმა შეაღო ნომრის კარები....



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

ბექა ჩემი სისუსტეა იმედია ეს სულელი გოგო დროზე მოუყვება სიმართლეს სანამ ბექა გაარკვევს, ერთი სული მაქვს ამათ როდის ეშველებათ.

 


№2  offline წევრი katiusha

Male gairkveva yvelaferi :-D

 


№3  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

როგორ მიხარიააააააააააა რომ არ აგვიანებ ვერ წარმოიდგენ...
"მისი ბიჭი" უეჭველი მანქანაა მისი ხო!?? :დ :დ

 


№4  offline წევრი katiusha

კი მანქანაა ნადვილად :)
მაგრამ ტქვენი აქტიუობა რომ არ ჩანს მგონია რომ არ მოგწონთ :(

 


№5 სტუმარი nia nia

sayvarelo 7 rodis dadeb? vkvdebi ukve ver vitmen

 


№6 სტუმარი nia nia

vaimeee rogor menatreba beqa da elene rodis dadeb me7 tavs veli sul moutmenlad.

 


№7  offline წევრი katiusha

ამაღამ მზად იქნება და ალბათ ხვალ უკვე დაიდება

 


№8 სტუმარი nia nia

kargi chemo kargo gadasarevi gogo xaar. ????????????????????

 


№9 სტუმარი ))))

დადე რა მალე ვეღარ ვითმენ :(

 


№10 სტუმარი ))))

რატო არ დებ ? (((((

 


№11 სტუმარი nia nia

sad dagvekarge ratom ar deb? momenatra chveni wyvile i erti suli maqvs rodis dadeb. dadeb male?

 


№12 სტუმარი ))))

კაი რა სად ხარ აქანდეეე?? ((((

 


№13 სტუმარი ))))

ასე არ შეძლება <3

მალე დსდე რა :( :(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent