❝ მირანგული ❝
❝ მირანგული ❝ ნაწილი 1. „ წარსული, რომელმაც შემქმნა „ პროლოგი თქვი, რომ ჩემთან გინდა. გთხოვ, დარჩი. არ წახვიდე. არ გაფრინდე. ღმერთო, ვერ გავუძლებ. ღმერთო, დაბრუნდეს. შენ მიღალატე! შენ ამბობდი, რომ ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდი! რატომ მომატყუე?! რატომ? საერთოდ, როცა ადამიანი გიყვარდება ყველა გკიცხავს, და ისე ამბობენ: „არ შეიყვარო“, „ის შენი შესაფერისი არაა“, „ის, როგორ შეგიყვარდა“, – თითქოს ეს ჩვენი გადაწყვეტილება იყო. არავინ წყვეტს ვინ უნდა შეიყვაროს და ვინ არა, არავინ ირჩევს თავის საყვარელ ადამიანს, ეს უბრალოდ ხდება და ყოველთვის ასე მოხდება. ან რატომ არ უნდა შემყვარებოდა? ან რატომ არ არის შესაფერისი? ან რა სიტყვაა ასეთი ეს „შესაფერისი“? მთელი ცხოვრება იმ იმედით ვიზრდებით ეს პატარა, სულელი გოგონები, რომ ოდესლმე მოგვაკითხავს პრინცი და შეგვიყვარებს ისე, როგორც არავის არასდროს არ ჰყვარებია. ჩვენ ვიზრდებით და ვხვდებით, რომ სიყვარული მხოლოდ მორთმეული ყვავილები, შოკოლადები და საჩუქრები არაა, რომ ის ნდობაა, ურთიერთპატივისცემაა, სიმტკიცე და ძლიერებაა, ცრემლები და სიგიჟეა, და რომ პრინცი – უბრალოდ ერთი თავის თავზე შეყვარებული ბიჭია. რეალობა კი სულ სხვაა, მაგრამ ამას გვიან მივხვდი.. თავიდან მეც „პრინცი“ შემიყვარდა, და თავს ვიკლავდი, მიყვარს თქო, მაგრამ რა ვიცოდი მე, უბედურმა, ნამდვილი სიყვარულის შესახებ?! ჩვენ გოგონები მზად ვართ გავიაროთ ეკლიანი გზა, ცეცხლი, ყინული, ყველანაირი ტანჯვა და ტკივილი, რომ ბოლოს ვიღაცამ შეგვიყვაროს. მე არ მომიწია ომი მისი სიყვარულისთვის, მან მისი სიყვარული მაჩუქა. ის ასეთი ადამიანი იყო, ბოლომდე გასცემდა ყველაფერს და თავისთვის არაფერს არ იტოვებდა. ახლა კი, ჩემი ცხოვრებიდან წავიდა ადამიანი, რომელიც ყოველთვის ჩემ გვერდით იყო, რომელიც ჩემი მონათესავე სული იყო, ის ჩემი იყო, მე კი, ეს ვერ დავინახე. ანერვიულებული, გაბრაზებული და სასოწარკვეთილი ვიჯექი შუა აეროპორტში და გულამოსკვნილი ვტიროდი. არ შემეძლო იმის დაჯერება, რომ მომატყუა ადამიანმა, რომელიც არასდროს არ იტყუებოდა. მე ვიჯექი ცივ კაფელზე შუა აეროპორტში და ვფიქრობდი იმაზე თუ რა იქნებოდა მერე. ღმერთო, რა იქნება ახლა რომ მობრუნდეს, ჩამეხუტოს და მითხრას: „ ეს ხუმრობაა, მე არსად არ მივდივარ! მე შენ მიყვარხარ.“ – მაგრამ მისი სილუეტი არსად ჩანს... –მიმი! – ეკეა. ჩემი ძმა მოვიდა. ეკემ ფეხზე წამომაყენა და დავინახე, როგორ გადახედა დაჩის. ეკემ ჩამეხუტა, დაჩიმ კი ხელი მომკიდა. მის გულში ჩაკრული უფრო მეტად ავტირდი. – ვიცი, პატარა, ვიცი.. დაჩი თმაზე მეფერებოდა. მე კი თვალები დავხუჭე და ძმას უფრო მაგრად მივეკარი. ღმერთო, რა მადლიერი ვარ რომ ეკე და დაჩი არსებობს. –მიმი, დაწყნარდი. გთხოვ, აღარ იტირო. ის აუცილებლად ჩამოვა! – მაწყნარებდა ჩემი პატარა დაჩი. –არ ჩამოვიდეს! არ გაბედოს ჩამოსვლა! – ვთქვი მტკიცედ და ჩემ ძმებს ნამტირალევი თვალებით შევხედე. –რას ამბობ, მიმი? შენ ხომ გიყვარს, თან როგორ გიყვარს..– თქმა არ დავაცადე დაჩის. –არ დაასრულო! მისი სახელის გაგონებაც აღარ მინდა! ის წავიდა. მიმატოვა! აღარ ვჭირდები გესმით?! ითამაშა და წავიდა! – უკვე ხმამაღლა ვყვიროდი, ხალხი გვიყურებდა, მაგრამ მე ეს არ მადარდებდა. –მიმი, მუ ბავშვობ! ცოტა დაფიქრდი რას ამბობ. როგორ თუ ითამაშა?! რას ამბობ?! – თქვა აქამდე გაჩუმებულმა ეკემ, იგი ვერ იჯერებდა. –როგორ ვერ ხვდები?! ეს ყველაფერი დიდი ტყუილია! მთელი ცხოვრება ამას ამზადებდა! არ მაპატია, ეკე.. ის ჩემი ბავშვური საქციელი არ მაპატია და ესე გადამიხადა სამაგიერო..– ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი, თან ჩემ ძმებს ვუყურებდი. –არ მჯერა მიმი, მას ხომ უყვარხარ..– ლუღლუღებდა დაჩი. –არ ვუყვარვარ, გესმის?! არა! და იცი, რა? თუ არ ვუყვარვარ, არც მე მიყვარს! – ცრემლები მოვიწმინდე და ძმებს მტკიცედ შევხედე. ჩემი ბავშვობა აქ დასრულდა თქო, ვუთხარი ჩემ თავს. და მაშინ, როცა მასზე გაბოროტებული ჩემი ძმების მკლავებში ვიდექი შუა აეროპორტში, მე ყველაფერი გადავწყვიტე. ჩემ ძმებს ეშინოდათ თავისთვის არაფერი ამეტეხა, მაგრამ მე სხვა ფიქრები მიტრიალებდა თავში. მე შურს ვიძიებ! ეს პროლოგია, და გაგრძელება მხოლოდ მაშინ დაიდება, როცა დავინახავ თქვენი კომენტარებიდან, თუ როგორ მოგწონთ და გაიტერესებთ ეს მოთხრობა. მე "მირანგულის" ავტორი ვარ, არესი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.