შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კაფანდრა [21]


18-03-2018, 19:32
ავტორი მე♥
ნანახია 4 394

შინაგანად შეშინებული ცალ თვალს გამუდმებით შემოსასვლელი კარისკენ აპარებდა. დაძაბული მისჩერებოდა მის მისაღებში მდგარ პოეტს და ცდილობდა მისი ქმედებები წინასწარ ამოეცნო. მამაკაცი არ ჩქარობდა, მზერით ცდილობდა ლოლას შეშინებას და მდგომარეობიდან გამოყვანას, ეს უკანასკენლი კი არაფრის დიდებით არ ნებდებოდა და საკუთარ თავს აიძულებდა გამაგრებულიყო.

-კიდევ ერთხელ გაფრთხილებ აქაურობას გაეცალე და მეც არაფერს არ დაგიშვებ, წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე წუთში ჩემი ქმარი მოვა და....

-მოკეტე და მორჩი ტყუილებოს ლაყბობას!_გაღიზიანებულმა ბოლო ხმაზე დაიღრიალა და რამდენიმე ნაბიჯით ლოლასკენ წავიდა. ქირიამ ინსტიქტურად დაიხია უკან და თვალებდაქაჩულმა ნერწყვი ხმაურით გადაუშვა სასულეში. _ორივემ ვიცით რომ კაცი რომელიც აქ ცხოვრობს შენი ოფიციალური ქმარი არ არის!

-და რა მნიშვნელობა აქვს?! _გაკვირვებულმა ხმა ვერ დაიმორჩილა და დაბნეულმა იკითხა. _აუცილებელია ჩემი ქმარი იყოს შენ რომ რაიმე შეიგნო? ერთად ვართ! ერთ სახლში ვცხოვრობთ და არანაირი მნიშნველობა არ აქვს ქმარია თუ მეგობარი მამაკაცი.

-აქვს! შენ შეგიძლია თავისუფლად დაშორდე... _ხმაში ცინიზმი შეეპარა.

-გიჟი ხარ. _დამცინავად ამოილაპარაკა ლოლამ და თავი გააქნია.

-გიჟი რომელსაც წლებია სიგიჟემდე უყვარხარ. _მამაკაცის სიტყვების მოსმენიას ყბები დაეჭიმა.

-რა?_ლუღლუღით იკითხა და სახე დაბრიცა.

-ვერ მიცანი არა?! ასეც ვიცოდი, ამის იმედი არც არასოდეს მქონია. ყოველთვის როდესაც შენთან ახლოს ყოფნას მოვინდომებდი გარბოდი, ახლოს არ მიკარებდი ჩემთან მეგობრობაც კი არ გინდოდა. _მამაკაცის სიტყვების მოსმენისას სულ უფრო და უფრო იძაბებოდა, ხვდებოდა რომ რაღაც ძალიან მძიმესთან უწევდა შეჯახება. მიხვდა რომ ის რაც ახლა უნდა მოისმინოს წლების განმავლობაში დაგროვებული ბოღმა და შურისძიების წყურვილია.

-არ მითხრა რომ გიყვარდი და მე აბუჩად გიგდებდი... _წარბებშეჭმუხნულმა ჩაილაპარაკა და დივნის საზურგეს მიეყრდნო.

-არა, აბუჩად არ მიგდები... უარესი. _სისინით დააყოლა მამაკაცმა. _წარმოდგენა არ გაქვს ვინ ვარ.

-რა თქმა უნდა, წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ. _თავის ქნევით დაეთანხმა და კარს გახედა, მაგრამ სადარბაზოდან ნაბიჯების ხმაც კი არ ისმოდა.

-პირველად იტალიაში რომ ჩამოხვედი უნივერსიტეტის საცოხვრებლის მისამართი ვინ მიგასწავლა გახსოვს?

-არა, არ მახსოვს. _რამდენიმე წამით დაფიქრდა და პასუხი სწაფად გასცა.

-ბარგის ატანაში ვინ დაგეხმარა გახსოვს?

-ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო.

-მაგრამ მე მახსოვს.

-კარგი, გასაგებია რომ ცუდი მეხისერება მაქვს და ვერცერთხელ ვერ შევძელი შენი დამახსოვრება, მაგრამ ახლა რა გინდა?

-წლები! წლების განმვალობაში გამდუმებით იმას ვცდილობდი რომ რამდენიმე წამით მაინც დამემსახურებინა შენი ყურადღება, რამდენიმე წამით მაინც მოგეცა საშუალება შენთან ერთად ვმჯდარიყავი, გვესაუბრა, გვეცინა, გაკვეთილები ერთად მოგვემზადებინა... მაგრამ არა! ყველასთან ახერხებდი ურთიერთობას ჩემ გარდა, რატომღაც შენში ინტერესს ვერ ვიწვევდი.

-ღმერთო ჩემო, გიჟი ხარ... არასოდეს არ გიცდია ჩემთან იმ დოზით ურთიერთობა რომ შენი დამახსოვრება მაინც მომეხერხებინა, არა თუ ურთიერთობა.

-საშუალებას არ მაძლევდი!_აღელვებულმა დაიღრიალა და კიდევ ერთი ნაბიჯით მიახულოვდა ქირიას.

-ალბათ შეგატყე რომ ავადმყოფი ხარ და იმიტომ... სხვა შემთხვევაში შენთან ადამიანურ ურთიერთობაზე უარს არ ვიტყოდი! _ცინიკურად დაიგესლა და მაგიდაზე აცეკვებულ ტელეფონს გადახედა._ძალიან გთხოვ წადი, დამიჯერე შენთვის ასე აჯობებს. _მუდარით ჩაილაპარაკა ქირიამ. _მოვა, მოვა და აუცილებლად მოგკლავს.

-მომკლავს და ციხეში წავალ, მერე შენ მარტო დარჩები... _მამაკაცის სიტყვები უკვე მეტყველებდა იმაზე რომ საღ გონებაზე აღარ იყო.

-დამიჯერე, მისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს მარტო ვიქნები თუ არა, მთავარია რომ უსაფრთხოდ ვიქნები. _ნიშნისმოეგებით ჩაუკრა თვალი და ვაზა კიდევ უფრო მოხერხებულად დაიჭირა.

-ვცადოთ... _ამაზრზენი სიცილით ჩაილაპარაკა და აჩქარებული ნაბიჯებით წავიდა ლოლასკენ. ქირიამ შეშინებულმა დაქაჩა თვალები, წამში მოახერხა იმის გააზრება რომ მამაკაცი მისკენ მიდიოდა და ახლა მისი ბოლო შანსი იყო. თვალები მაგრად დახუჭა და როგორც კი მის სხეულთან მიახლოვებული პოეტი დაიგულა ვაზა მთელი ძალით გაუქანა. დარტმის და მერე ამოკვნესების ხმა გაოგონა თუ არა თვალები გაახილა და რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა. პოეტი დივანთან წელში მოხრილიყო და მარჯვენა ხელი კეფაზე მაგრად მოეჭირა.

-მე მგონი დარტყმაში უნდა ვივარჯიშო. _სერიოზული გამომეტყველებით დახედა რკინის ვაზას და მერე გონზე მყოფ პოეტს გადახედა. _კარგად ვერ გლეწე. _ქართულად ჩაიდუდღუნა და წელშიმოხრილმა ქვემოდან შეხედა. _მე გაგაფრთხილე და მერე ჩაგარტყი, შესაბამისად ვერ მიჩივლებ. _თავის სტიქიაში მყოფი კმაყოფილი ლაყბობდა და თან ვაზას ატრიალებდა. _ვერ ვიტან როდესაც ჩემში ეჭვი ეპარებათ!_გამარჯვებულმა ღიმილით ასწია თავი და კარიკენ შეტრიალდა. ღია კარში გაოგნებული და ფერებშეცვლილი თარაში იდგა. სახლში შექმნილი ვითარების გააზრებისთანავე დაყარა პარკები და გოგონასკენ წავიდა.

-კარგად ხარ?

ხმაშეცვლილმა იკითხა და სახეზე თითები მსუბუქად მოუსვა. როგორც კი ლოლასგან დასტური მიიღო, ყბებდაჭიმული მიუტრიალდა დივანთან ჩაკეცილ, მისუსტებულ მამაკაცს ხელი საყელოში წაავლო და უსიტყვოდ წაათრია სადარბაზოსკენ. სახლიდან გავიდა და რკინის კარი მთელი ძალით გაიჯახუნა.
რეაქცია არ ჰქონია, მშვიდი გამომეტყველებით დააბრუნა ვაზა თავის ადგილზე და ხელისგულები ერთმანეთს მთელი ძალით გაუსვა. სავარაუდოდ თარაში იმ დონეზე სცემს რომ ლოლას მისამართი კი არა სახელიც დაავწიყდება. ამაზე პრეტენზია არ აქვს და დარწმუნებულია რომ უკან დაბრუნებულ მერლანს ამის შესახებ ერთ კითხვასაც კი არ დაუსვამს, ზუსრად იცის რომ თარაში ყველაფერს ისე გააკეთებს როგორც საჭიროა.
თუმცა ცოტას მაინც ნერვიულობს, არ უნდა იმ სულელი კაცის გამო მერლანს პრობლემები შეექმნას და შარში გაეხვიოს, ერთადერთი ეს ფაქტი აღელვებს, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია.

იმდენად შეაშინა პოეტის გამოჩენამ და მისმა ისტორიამ რომ ყველანაირი სირბალულის გრძნობა სადღაც გაქრა. ვერასოდეს გაუგებს და უთანაგრძნობს იმ ადამიანს რომელიც საკუთარი ბოღმის და არასრულფასოვნების გამო სხვისი გაუბედურებისთვის თვალსაც კი არ დაახამხამებს. ლოლასთვის წარმოუდგენელია როგორ უნდა დაეცე ისე მწარედ რომ შენი არშემდგარი გრძნობები სხვას დააბრალო და მთელი ცხოვრება ამ ბოღმით იცხოვრო.
ზუსტად ეს არის მიზეზი რისგამოც ამ კაცის მიმართ სიბრალულს არ გრძნობს.

***
კარის ხმაზე დაფეთებული წამოხტა ფეხზე და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მისკენ. სახლში შესული თარაშის დანახვისას შვებით ამოისუნთქა და მამაკაცს ორივე ხელით მოეხვია.

-მითხარი რომ თმაზეც კი არ შეგხებია. _ანთებული თვალებით ჩაილაპარაკა და ღიმილშეპარულ სახეზე თითები მოუსვა.

-ვერ მოახერხა, ვაზა ჩავარტყი. _ამაყად ამოილაპარაკა და ყელი მოიღერა. მერლანს დაჭიმული სახე მსუბუქამა ღიმილმა გაუპო.

-ვარჯიში უნდა დაიწყო. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა თარაშმა და ლოლათან ერთად მისაღებისკენ წავიდა. ქირიამ სიცილით ახედა მამაკაცს.

-აუცილებლად. _თავი დაუქნია და დივანზე ჩამოჯდა. _თურმე წლებია ვყვარებივარ და თქმას ვერ მიბედავდა.

-ძალიან შეცდა ამ ყვეალფრის აღიარება ახლა რომ გადაწყვიტა. _გაღიზიანებულმა ამოისისინა.

-რომ დავინახე ფეხები მომეკეცა, ვიფიქრე რომ მალე მოხვიდოდი... მერე რატომღაც საკუთარ თავს ვენდე და მივხვდი რომ ყოველთვის გვერდით ვერ მეყოლები და ვალდებული ვარ ჩემ თავს საკუთარი სიძლიერით მოვუარო. _ამაყმა ჩაილაპარაკა და თავი მხარზე დადო.

-ამ ფაქტიდან ერთადერთი რაც სიამოვნებს მანიჭებს შენ თავში ძალის აღმოჩენა და დამარცხებული შიშია. არ მინდა გამუდმებით ჩემზე, ან ვინმე სხვაზე იყო დამოკიდებული. შენი თავის დაცვა ნებისმიერ სიტუციაში უნდა შეძლო, მართლა ხარ, ყოველთვის მე არ ვიქნები შენ გვერდით. _თვალი ჩაუკრა და საფეთქელზე აკოცა. _როდესაც მე ვიქნები შენ დაისვენებ.

-გინდა გემრიელ ბლინებს გავაკეთებ და ჩაი დავლიოთ.

-მინდა.

-უცებ ჩავირბენ მაღაზიაში და კვერცხს ამოვიტან.

-მაღაზიაში მე ჩავალ. _სწრაფად წამოდგა თარაში და კარისკენ წავიდა. _სხვა არაფერი გინდა?

-შოკოლადის კარაქი.

***
-ლოლა, დარწმუნებული ხარ?_გოგონას გადაწყვეტილებით გაკვირვებულმა კიდევ ერთხელ გაუმეორა კითხვა და ჩემოდანს დახედა.

-არ შემიძლია... ნინას გარეშე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ, მინდა რომ ყველაფერი ვუთხრა. ვიცი რომ მიწასთან გამასწორებს, შეიძლება რამდენიმე თვე მისი ხმაც ვერ გავიგონო, მაგრამ ტყუილში ცხოვრება აუტანელია.

-კარგი, როგორც საჭიროდ ჩათვლი ისე მოვიქცეთ.

-მაგრამ... მინდა რომ მარტო დაველაპარაკო. თუ მოინდომებს აუცილებლად გაგაცნობ, არ მინდა ჩემი ამ ქმედებით გავაღიზიანო... ხომ გესმის?_მორიდებით ჩაილაპარაკა და თარაშსს დააკვირდა.

-რა თქმა უნდა მესმის, როდესაც შენ მეტყვი მაშინ გავიცნობ. _ცალი ხელი მხარზე მოხვია და სხეულზე მიიკრა. ქირიამ ღიმილით მიადო თავი მის გულ-მკერდს და თვალები დახუჭა.

-3 დღე მაქვს. _სიცილით ჩაილაპარაკა და პასპორტი ჩანთაში დააბრუნა. _იმედია ამ სამ დღეში ცეცხლს არ წამიკიდებს.

-ნუ ნერვიულობ, დარწმუნებული ვარ რომ გაგიგებს. გაუჭირდება, მაგრამ გაგიგებს.

***

აკანაკლებული შევიდა სადარბაზოში და პირველივე კიბესთან გაჩერდა. მის ზურგს უკან ძალიან დიდ ძალას გრძნობდა, ძალას რომელიც საშუალებას არ აძლევდა უკან დაეხია. თარაში ერთ ადგილზე გახევებული იდგა და ელოდებოდა როდის ავიდოდა ქირია სახლში. ლოლამ თავი ოდნავ მიატრიალა მამაკაცისკენ და ტუჩის კუთხეში ჩაიღიმა.

-დაგირეკავ. _ხმადაბლა ჩაიჩურჩულა და კიბისკენ წავიდა.

სახლის კართან მისულმა თვალები მაგრად დახუჭა და თითები ერთმანეთს გაუსვა. წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა დაიწყოს დიალოგი. ზუსტად იცის რომ ყველაფრის მოყოლა სახლში შესვლის წამიდან მოუწევს. ნინას ჯერ ის უნდა აუხსნას ასე მოულოდნელად რატომ დატოვა ყველაფერი და რატომ ჩავიდა მათთან, მონატრების გამო რომ ამას არ იზამდა ეს ყველამ ძალიან კარგად იცის, თანაც სამი დღით. აკანაკლებული თითი ძლივს მიადო ზარის ღილაკს და რამდენჯერმე დარეკა.

კარი თმააბურძგნულმა ილომ გააღო. ლოლას დანახვისას დაბნეულს ხველა აუტყდა, ძმის ქცევაზე გულიანად გაეცინა და სახლში შევიდა.

-შენ აქ რა გინდა?_ლუღლუღით იკითხა ბიჭმა და ღიმილით ჩაეხუტა მოანტრებულ დას.

-საქმეები მაქვს. _წარბები მაღლა აზიდა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა.

-მაინც გადაწყვიტე არა?! _თავის ქნევით ჩაიჩურჩულა და თვალები დააბრიალა._ როგორ ხარ?

-კარგად, შენ როგორ ხარ?

-ძალიან მომენატრე და ძალიან გამახარე. _ორივე ლოყა ხმაურით დაუკოცნა და ხელები წელზე მთელი ძალით მოხვია.

-მეც მოემანტრე.

-ილო, ვინ არის?_მისაღებიდან ნინას ხმა გაისმა. ლოლას ყველაფერი ერთდროულად აუკანკალდა. ძმას თითები მაგრად ჩასჭიდა და მისაღებისკენ წავიდა.

-ლოლაა.

ტელევიზორსკენ შეტრიალებულ ნინას ზურგი დაეჭიმა. თავი სწრაფად მიატრიალა შვილებისკენ და ფეხზე წამოდგა.

-ლოლა?! აქ, ამ დროს?_გაკვირვება ვერც ნინამ ვერ დამალა და შვილისკენ წავიდა. _არ მითხრა რომ სამსახურიდან გამოგაგდო.

-დედა, ნუ ნერვიულობ შაბათ-კვირა და ორშაბათი დასვენება გავაქვს. _სიცილით ჩაილაპარაკა და მისკენ წამოსული დედისკენ ხელები გაიშვირა. ნინამ გახარებულმა გაიცინა და შვილს მოეხვია.

დედის მონატრებით გაბრუებულს ყველაფერი გადაავიწყდა. მისი სურნელის ასე მძაფრად შეგრძნება ლოლასთვის ყველაზე იდეალური მდგომარეობაა, მისი სუსტი და ამავდროულად ძალიან ძლიერი ხელები ლოლას ზურგზე.
აკანაკლებული ნიკაპი და აცრემლებული თვალები, ასეთ ნინას მარტო მაშინ ნახავთ როდესაც შვილებს ეხუტება.

-ხო, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ აქ სხვა, რაღაც ძალიან სერიოზული მიზეზის გამო ხარ.

დაეჭვებული მოშორდა შვილს და სახეზე დააკვირდა. ნინამ ძალიან კარგად იცის რომ ლოლას მსგავსი გადაწვეტილებები არ ახასიათებს. სამი დღე დასვენება მისთვის არაფერს არ ნიშნავს, მითუმეტეს როდესაც ერთ დღეს ჰაერში ატარებს, შესაბამისად არც მისი ვიზიტია სიურპრიზის მსგავსი.

-მართალი ხარ. _ხმაჩახლეჩილმა დაუქმია თავი და ღრმად ამოისუნთქა. _ჩემზე მინდა რომ გესაუბრო... უფრო სწორად ჩემს პირად ცხოვრებაზე...

-რა?!_შუბლშეჭმუხნულმა გააწყვეტინა წინადადება და ამღვრეული თვალებით გადახედა ლოლას გვერდით მდგარ ილოს, მერე კი ისევ ლოლას დააკვრიდა.

-დავსხდეთ და ისე ვისაუბროთ. _ზურგჩანთა იატაკზე დადო და დივნისკენ წავიდა. ილომ ხმამაღლა ჩაახველა, თმები აიჩეჩა და ლოლას გვერდით მოკალათდა. ნინა თვალემოჭუტული აშტერდებოდა შვილებს.

-კარგი დავსხდეთ. _ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა და შვილების წინ ჩამოჯდა.

-ამის თქმა ადრეც მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე... ვიფიქრე რომ უკეთესი იქნებოდა თუ პირადად გეტყოდი და ჩემ მდგომარეობას აგიხსნიდი.. შეყვარებული ვარ. _დაბნეულმა, დედის მოსალოდინელი რეაქციით შეშინებულმა ხმადაბლა ამოიჩურჩულა და ოდნავ გაიღიმა. ნინას წამებში შეეცვალა სახის გამომეტყველება. თვალებზე შეეტყო რომ ლოლას სიტყვების მოსმენისას ბოლომდე დარწმუნებული არ იყო მათ სისწორეში, რამდენჯერმე დაბნეულმა შეარხია წარბები.

-შეყვარებული ხარ?_ხმადაბლა იკითხა და წელში გასწორდა.

-ხო, დედა, შეყვარებული ვარ. _თავი დაუქნია და ილოს გადახედა.

-დარწმუნებული ხარ რომ ეს ის გრძნობაა რომელსაც მთელი შენი ცხოვრება უნდა მიუძღვნა?

-არ მესმის რატომ ართულებ?! რა საჭიროა მთელ ჩემ ცხოვრებაზე საუბარი როდესაც ახლა, ამ წუთას ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი.

-ლოლა, მე მგონი იცი როგორი დამოკიდებულებაც მაქვს ადამიანებზე ვისაც საკუთარი ცხოვრების რამდენიმე წელი გონებაშიც კი არ აქვთ დაგეგმილი.

-დედა, შენ სხვანაირად გესმის ის რასაც მე გეუბნები. ჩემი ცხოვრების გარკვეული პერიოდი დაგეგმილი მაქვს, მაგრამ ეს არ ეხება ჩემ პირად სამყაროს. აქ მე თავისუფალი ვარ, შეუზღუდავი, ბედნიერი, ამაყი იმით რაც მაქვს და არ მჭირდება ვიცოდე რა მელოდება ორი დღის, ან 3 წლის შემდეგ არ მინდა საკუთარი თავი იმაზე ფიქრით დავტანჯო რა შეიძლება მოხდეს მერე. რაც მოსახდენია აუცილებლად მოხდება, მაგრამ მირჩევნია მანამდე ბედნიერი ვიყო.

-ვინ არის და რას წარმოადგენს?

-იურისტია, თარაშ მერლანი.

-ქართველი. _სიმწრის სიცილით ჩაილაპარაკა ნინამ და თავი გააქნია. _აქ ცხოვრობს?_დედის სიცილის მიზეზს რომ მიხვდა თავადაც გაეცინა.

-კი, აქ ცხოვრობს.

-დარწმუნებული ვარ რომ რამდენიმე წელში შენ კარიერაზე უარს იტყვი და აქ გადმოხვალ საცხოვრებლად.

-და რა არის იმაში ცუდი თუ აქ ვიცხოვრებ და კარიერაც მექნება?

-სად, ლოლა, აქ?!... აქ არაფერი არ არის! _გაღიზიანებულმა წამოიძახა და ფეხზე წამოდგა.

-იქნებ ის მოდის ჩემთან?! რატომ გადაწყვიტე რომ აუცილებლად მე ჩამოვალ?

-იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანას კაცი დიდი ხნით ვერ დატოვებს.

-დედა... დედა! _ხმადაბლა გაიმეორა ლოლამ. _მე და თარაში ერთად ძალიან კარგად ვართ. ამ ეტაპზე არცერთი ვაპირებთ რაიმეს დათმობას და ცხოვრების აყრას. უბრალოდ ერთად ვართ და კარგად ვართ.

-როდემდე აპირებთ ასე ერთად ყოფნას?! მე ხომ გაგაფრთხილე რომ მსგავს ურთიერთობებს გარკვეული პერიოდი მორიდებოდი, ლოლა, რატომ არ მისმენ?

-ბოდიში დედა, გრძმობების გაკონტროლება ზუსტად ისე ვერ შევძელი როგორც ეს შენ ვერ მოახერხე 28 წლის წინ.

ნინას არეული სახის დანახვისას მიხვდა რომ იმაზე მეტი თქვა ვიდრე უნდა ეთქვა, მაგრამ თავი ვერ შეიკავა და დარწმუნებულია რომ ამას ძალიან ინანებს. დედისთვის მამის გახსენება იმაზე დიდი ტკივილია ლოლასთვის ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. აცრემლებულმა გადახედა დივანზე მჯდარ დადუმებულ ილოს.

-შეიძლება რაღაც ვიკითხო?_ხმადბალა ჩაილაპარაკა ბიჭმა და იატაკისკენ დახრილი თავი ასწია. _რატომ ერევი ასე ძალიან ჩვენ ცხოვრებაში?

-რა თქვი?

-ხო, მაინტერესებს რატომ ფიქრობ რომ შენ, ან ვინმე სხვამ უნდა გადაწყვიტოს რას იზამს ლოლა, როგორ იცხოვრებს, ვინ ეყვარება და სად ექნება მომავალი აწყობილი. რატომ ფიქრობ რომ ამას შენ უნდა წყვიტავდე?

-ილო, არ გინდა, ძალიან გთხოვ. _აღელვებული ძმისკენ წავიდა ლოლა და ხელები მხრებზე მოხვია.

-არ დაიღალე?_ლოლას მიუტრიალდა უმცროსი ქირია. _არ დაიღალე გამუმდებით იმაზე ფიქრით რას იტყვის დედა, ილია, ან ბებია?!

-მე ასე არ ვცხოვრობ... უბრალოდ, არ მინდა რომელიმე ჩემზე ნაწყენი იყოთ. მე რომ თქვენი ცხოვრებით ვცხოვრობდე ძალიან დიდი ხნის წინ ვიტყოდი თარაშზე უარს, მაგრამ ეს არ გავაკეთე და ამის გაკეთებას არც ახლა ვაპირებ. თუ ნინა გამიგებს ძალიან გამიხარდება, მაგრამ თუ ის ფიქრობს რომ ჩემი სიყვარული კარიერას ხელს უშლის ძალიან ცდება. _თავი დედისკენ მიატრიალა ლოლამ.

-დედასგან პასუხი არ მომისმენია. _ისევ ილომ განაგრძო.

-ჩემი შვილები ხართ და მინდა რომ თქვენი ცხოვრება იმაზე უკეთესი იყოს ვიდრე ჩემია.

-მამა რომ გისმენდეს ძალიან ეწყინებოდა. _ნაღვლიანი ხმით ამოილაპარაკა ილომ.

-მამაშენმა მიმატოვა გესმის!? მიმატოვა, ადგა და ყველაფრისგან შორს ყოფნა არჩია. ჩემზე არ იფიქრა, არ იფიქრა როგორი რთული იქნებოდა ჩემთვის თქვენთან ერთად მარტო ცხოვრება, როგორ გამიჭირდებოდა თქვენი გზაზე დაყენება, როგორ ავიტანდი და შევეგუებოდი მარტოხელა დედის სტატუს. როგორ გავუმკლავდებოდი თქვენგან მოყენებულ ტკივილებს, ამ ყველაფერზე არ იფიქრა და მიმატოვა! არ მინდა რომ რომელიმე თქვენგანმა მსგავსი ტკივილი იგრძნოს, არ მინდა რომ თქვენც მიგატოვონ! _აცრემლებულმა დაასრულა და სავარძელში მძიმეთ ჩაეშვა.

-დედა, მამას უნდოდა, უნდოდა რომ ეგ ყველაფერი შენთან ერთად გაეზიარებინა, მაგრამ ვერ შეძლო. ძალიან უნდოდა მთელი ცხოვრება შენ გვერდით ყოფილიყო, მაგრამ მისი ცხოვრება ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდა ამისთვის. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა ლოლამ, სავარძლის სახელურზე ჩამოჯდა და ცალი ხელი მხარზე შემოხვია.

-თუ თქვენ თვლით რომ თქვენი ცხოვრება ჩემი საქმე არ არის, მაშინ აკეთეთ ის რაც გინდათ!

-დედა, ჩვენ ასე არ გვითქვამს... უბრალოდ შეეცადე რომ უფელება მოგვცე რაღაცები ჩვენი ძალებით გადავწყვიტოთ და არ გვეშინოდეს იმის, რომ შენ გაწყენინებთ. _კიდევ ერთხელ სცადა ილომ მისი სიტყვების სწორად ახსნა.

-გამაცანი!_ამაყად გასწორდა წელში, გამომეტყველევა შეცვალა და ლოლას ახედა.

-რა?_დაბნეულმა ლუღლუღით ჩაილაპარაკა.

-შენი შეყვარებულის გაცნობა მინდა... ხვალ მოვიდეს.

>>>>
ყველას ძალიან დიდი მადლობა ვინც ელოდებოდა. <3 ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი დაგვიანებისთვის, მაგრამ სხვანაირად არ გამოდის. <3
იმედია ეს თავი მოგეწონათ და ისიამოვნეთ. <3 მადლობები <3



№1  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგი იყო.განსაკუთრებით პოეტზე გამეცინა,ლოლა კომენტარებს რომ აკეთებდა blush არ დაგვეკარგო რა და მალ-მალე დადე kissing_heart
--------------------
ლანა

 


№2  offline მოდერი bibo

ჩემი გემრიელი
ჩემი სიყვარულიკო
სიხარულის ძაფო
და სიყვარულის ქიშმიშო
სასწაული რო ხარ
ასჯერ და ათასჯერ არა მილიონჯერ ვთქვა უნდა
ჩემი ნიჭიერი
ჩემი საოცრება
აი სხვა სამყარო ხარ
ფერადი ნათელი
თბილი
ტლბილი
საოცარი
არამქვეყნიური
აი ასე უბრალოდ ბედნიერებაზე მეტი ხარ
შხვართალა
ვგიჟდები მე შენზე ლამაზთმიანო
ტაჩუნები
ლოდინიც რო გიხდება
ვგიჟდები ლოდინზე
და შენი დამსახურება ეს
ტკბილია ლოდინი როცა ელი
როცა იცი რო მალე დაბრუნდება
ჩემო ალუბლის თმიანო
მარყვის გოგოვ გყვარობ ბევრობასა
ჩემო სასწაულო heart_eyes
ვოტ მიყვარძარხარ

 


№3  offline წევრი მალუ

მადლობა ამ სიამოვნებისთვის <3

 


№4 სტუმარი Shorena kiladze

Aa gijpoetam miigo vaza tavshi.carmovidgine rogor txlisha:)ilo da misi natkvami zalian momecona diza yvelapers hi sachiroa gadametebuli siyvarulic mavnebelia.chemi tkbili gogo zalian gamaxare. Velodebi sasuzo sasidedros shexvedra:)

 


№5 სტუმარი სტუმარი shalo

bibo
ჩემი გემრიელი
ჩემი სიყვარულიკო
სიხარულის ძაფო
და სიყვარულის ქიშმიშო
სასწაული რო ხარ
ასჯერ და ათასჯერ არა მილიონჯერ ვთქვა უნდა
ჩემი ნიჭიერი
ჩემი საოცრება
აი სხვა სამყარო ხარ
ფერადი ნათელი
თბილი
ტლბილი
საოცარი
არამქვეყნიური
აი ასე უბრალოდ ბედნიერებაზე მეტი ხარ
შხვართალა
ვგიჟდები მე შენზე ლამაზთმიანო
ტაჩუნები
ლოდინიც რო გიხდება
ვგიჟდები ლოდინზე
და შენი დამსახურება ეს
ტკბილია ლოდინი როცა ელი
როცა იცი რო მალე დაბრუნდება
ჩემო ალუბლის თმიანო
მარყვის გოგოვ გყვარობ ბევრობასა
ჩემო სასწაულო heart_eyes
ვოტ მიყვარძარხარ

nu chort znaesh

 


№6  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

ვა ვაააააა მაინტერესებსს ძალიან რა მოხდებაა იმედიაა არ დაიგვიანებბ

 


№7 სტუმარი Qeti qimucadze

Vaimeee. Rasayvarlad chaatxlixa sayvavile, zalianac kargiii, kompleqsiani idioti, mapatie magram ninas armesmisss? Tu mevuyureb am faqts ase, sheizleba vigacamvdamcinos, magram amvcxovrebashi aris karieraze ufro faseuli ragaceebiic, ar vgulisxmob rom uari unda vtqvat, ubralod tvitrealizebasa da karieristobas shoris didi gansxvavebaaaaaa

Chemi vtkbili alubali xar shenn

 


№8  offline მოდერი მე♥

La-Na
კარგი იყო.განსაკუთრებით პოეტზე გამეცინა,ლოლა კომენტარებს რომ აკეთებდა blush არ დაგვეკარგო რა და მალ-მალე დადე kissing_heart

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კარგო. <3 მიხარია რომ მოგეწონა. <3 ჩვენ ლოლას თურმე ძალა ერჩოდა. :დდდ
bibo
ჩემი გემრიელი
ჩემი სიყვარულიკო
სიხარულის ძაფო
და სიყვარულის ქიშმიშო
სასწაული რო ხარ
ასჯერ და ათასჯერ არა მილიონჯერ ვთქვა უნდა
ჩემი ნიჭიერი
ჩემი საოცრება
აი სხვა სამყარო ხარ
ფერადი ნათელი
თბილი
ტლბილი
საოცარი
არამქვეყნიური
აი ასე უბრალოდ ბედნიერებაზე მეტი ხარ
შხვართალა
ვგიჟდები მე შენზე ლამაზთმიანო
ტაჩუნები
ლოდინიც რო გიხდება
ვგიჟდები ლოდინზე
და შენი დამსახურება ეს
ტკბილია ლოდინი როცა ელი
როცა იცი რო მალე დაბრუნდება
ჩემო ალუბლის თმიანო
მარყვის გოგოვ გყვარობ ბევრობასა
ჩემო სასწაულო heart_eyes
ვოტ მიყვარძარხარ

ჩემო თბილო გოგო, უხ, როგორ მიყვარხარ და როგორ მიხარი რომ აქ ხარ. <3 ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ, უღრმესი მადლობა. <3
მალუ
მადლობა ამ სიამოვნებისთვის <3

მადლობა შენ რომ კითხულობ და აფასებ. <3
Shorena kiladze
Aa gijpoetam miigo vaza tavshi.carmovidgine rogor txlisha:)ilo da misi natkvami zalian momecona diza yvelapers hi sachiroa gadametebuli siyvarulic mavnebelia.chemi tkbili gogo zalian gamaxare. Velodebi sasuzo sasidedros shexvedra:)

არ ვიცი რატომ, მაგრამ ილო ჩემთვის საოცრად კარგი პერსონაჟია ამ ისტორიაში და ძალიან გამიხარდა ნინას ზუსტად ის რომ უთხრა რასაც იმსახურებდა, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. <3 უღრმესი მადლობა შენ. <3
ნარჩიტა
ვა ვაააააა მაინტერესებსს ძალიან რა მოხდებაა იმედიაა არ დაიგვიანებბ

ძალიან დიდი მადლობა, იმედია. <3
Qeti qimucadze
Vaimeee. Rasayvarlad chaatxlixa sayvavile, zalianac kargiii, kompleqsiani idioti, mapatie magram ninas armesmisss? Tu mevuyureb am faqts ase, sheizleba vigacamvdamcinos, magram amvcxovrebashi aris karieraze ufro faseuli ragaceebiic, ar vgulisxmob rom uari unda vtqvat, ubralod tvitrealizebasa da karieristobas shoris didi gansxvavebaaaaaa

Chemi vtkbili alubali xar shenn

ნინა ძალიან არასწორია, მაგრამ ნაწილობრივ შეიძლება მისიც გავიგოთ თუმცა ხშირად აჭარბებს და ალბათ იმიტომაც სჩანს ასე მძაფრად მისი ქმედებები. <3 უღრმესი მადლობა, საოცრად მახარებ მე შენ, <3
--------------------
ა.ა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent