მიშო ჯორდიანზე გსმენიათ? ( თავი 4)
- იმ დღის შემდეგ აღარაფერი იყო ნორმაში...ყველაფერი ნელ-ნელა გაუარესდა.მალე მიიწურა ზაფხული,ყველას გზა გაიყო და ისევ გულში გამოკეტეს უთქმელი გრძნობები.მიშო ინგლისში,თორნიკე გერმანიაში სასწავლებლად წავიდა.ქეთათომ მეთერთმეტე კლასი ისევ სოფელში დაიწყო,ოდნავ ხალისსაც ვერ შეამჩნევდით,ხომ ვთქვი იმ დღის შემდეგ ყველაფერი გაუარესდა-მეთქი! მუდამ მომღიმარი ქეთო მოღუშულმა ჩაანაცვლა.ორ კვირაში თავისი დაბადების დღე იყო და ალბათ გოგონებთან ერთად აღნიშნავდა,შესაძლოა ერთი-ორი კლასელი ბიჭიც ყოფილიყო..ზუსტად თვითონაც არ იცოდა. და დადგა 6 ნოემბერიც,შემოდგომა უკვე ძირფესვიანად დაჰპატრონებოდა არემარეს,ქარი ქროლვას არ წყვეტდა და ძლიერად აჯახებდა ფანჯარას თავის დიდი ტორებს..ქეთოს უყვარდა თავისი დაბადების დღე ამიტომ დილა კარგ ხასიათზე მყოფმა დაიწყო,თეკლას ამაღლობლების რეზიდენცია გვიან ღამიდანვე ჰქონდა დაპყრობილი და ახლა ქეთათოს დასტრიალებდა თავს. - გოგოოო,შენი დაბადების დღეა და მე უნდა გეხვეწებოდე საშოპინგოდ წასვლაზე? ასწიე შენი სისათუთე უკა*ალი და გავბარდგით სახლიდან ვახ! - ექვს საათამდე იარეს მაღაზიებში და ბოლოს მუქი მწვანე წელზე გამოყვანილი,მუხლამდე გაშლილი კაბა შეარჩიეს,თეკლამ გახუნებული ყვითელი,წვრილი ბრეტელებიანი,მკერდიდანვე გაშლილი,მუხლს ოდნავ აცდენილი კაბა აარჩია.კმაყოფილები დაბრუდნენ სახლში და მზადებას შეუდგნენ,რვის ნახევარზე შერჩეულ ბარში უნდა წასულიყვნენ,ამიტომ ცოტა დრო ჰქონდათ და ქეთათოს თავისი საფირმო ფიქრებისთვის აღარ ეცალა.ორი ჩერჩეტი თავის ანარეკლს სარკეში მიშტერებოდა და ემოციებს ვერ მალავდნენ. - ასეთი ლამაზი თუ ვიყავი ვერ მეუბნებოდი გოგო? - ახლა თეკლა შენი სილამაზე ცნობილი ფაქტია,მაგრამ მე ბოლოს ასე როდის გამოვიყურებოდი ჰა? - აღსანიშნავია მცირე მაკიაჟიც კი არ ჰქონდათ,მხოლოდ უფერული ტუჩსაცხები. - ახლა ვინმე რომ გვისმენდეს ბოლო დონის ნარცისები ვეგონებოდით...წამო ჩემო იუბილარო სხვები დავატყვევოთ ახლა..ელენემ მომწერა გოგონები პირდაპირ იქ მოვალთო და გავიდეთ უკვე ჩვენც - დარბაზში შესულებმა ერთმანეთზე უკეთესი გოგო-ბიჭები,რომ შეათვალიერეს მართლაც დარწმუნდნენ საკუთარი თავის სინარცისეში. - აბააა დღეს ხომ ვერთობით ბოლომდეეე? - მაგიდიდან ერთ-ერთი გოგონა გადმოხტა და მათკენ გაემართა - ვაიმე ჩემო ქეთათო გილოცავ გოგო ამ უუუუბედნიერეს დღეს! შენ რომ არ გაჩენილიყავი ხომ იცი გაუბრალურდებოდა,მინდა მუდამ ბედნიერი და გახარებული იყო...და უამრავჯერ აღმენიშნოს შენთან ერთად ეს უმნიშვნელოვანესი დღე! მოით ახლა დასხედით.დასხდნენ,ძველ დროს იხსენებდნენ და მხიარულად გაჰყავდათ დრო. აივანზე იყო,სასმელმა მიშოზე ფიქრები ისევ ამოუშალა და მთელ სხეულს დაეპატრონა,ცხვირში ნაცნობი სურნელი უღიტინებდა,ხელი კაბის ყელს მოჰკიდა და ცხვირთან მიიტანა,შვიდი წელია მიშოს სუნამოს სუნი ასდის...ხო მას შემდეგ რაც გაიო რომელ სუნამოს ისხავდა,რამის ყუთები მოზიდა სახლში,ამით იხშობდა ხოლმე მონატრებას,ახლაც ღრმად შეიგრძნო ეს რაღაცნაირი სურნელი და მაშინვე გაეპო ბაგეები. - მომწონს ჩემი სურნელი,რომ აგდის - ყელთან რომ იგრძნო გავარვარებული ტუჩები და ცხელი სუნთქვა მიეფრქვა,მხოლოფ მაშინ გაიაზრა მიშოს არსებობა გვერდით...იმ დღეს აეროპორტიდან გამოსული მიშო ჯორდიანი არავის უნახავს გარდა ერთისა...გარდა ამაღლობლის ქალისა..ეს მიშოს დიდი გეგმების აღსასრულებლად გადადგმული მეორე ნაბიჯი იყო. - შეენ...შენ აქ რა გინდა? - ვაჟისკენ მიტრიალდა და უნებლიედ გაეხვა მის მკლავებში. - დაბადების დღე არ უნდა მომელოცა? - ცალყბად გაიღიმა და ცხვირით გოგონას ნაზ ნაკვთებს შეეხო. - მოოცადე მიშო,ვერაფერი გავიგე..აქ,ბორჯომში ინგლისიდან დაბადების დღის მოსალოცად ჩამოხვედი? - არა ნუ მთლად მასეც არაა,სულ შენ ვერ გადმოგაბრალებ..ერთი მათხოჯი მომენატრა და უნდა მენახა. - ტუჩებთან გაჩერდა,ნელ-ნელა ხურდებოდა სახეზე,კლავდა გოგონას სხეულიდან წამოსული მუხტი და ვერ დაპატრონებული ბაგეები,უნდა შეხებოდა..ეგრძნო,მაგრამ ქეთათოს სახეზე აღბეჭდილ გაუგებრობას ვერ უკუაგდებდა. - ქეთათო...რამე მოხდა? - ოდნავ მოსცილდა და გამომცდელად დააკვირდა. - რამე? გარდა ზაფხულში მომხდარისა? და ახლა? მიშო თვითონ თუ ხვდები მაინც რა გინდა? - ალბათ - რა ალბათ? - ალბათ ვხვდები ხო?...წინააღმდეგ შემთხვევაში ახლა აქ არ ვიქნებოდი. - მანძილს თუ გულისხმობ შეგეძლო საერთოდ არ ჩამოსულიყავი! - კარგად იცი მანძილს არ ვგულისხმობ,საკმარისად მიცნობ მაგისთვის. - აბა? - ქეთათო..მოთმინებას ნუ ცდი...მაკოცე! - ბრძანებასავით გაიჟღერა უმცროსი ჯორდიანის სიტყვებმა,ქეთო შედგა,ცოტახანს გაშეშებულმა უყურა,მერე ფეხისწვერებზე აიწია,ხელები კისერზე შემოაჭდო და ნაზად წაეტანა მამაკაცის ბაგეებს.დარბაზში შევიდა თეკლას და ელენეს რაღაც უჩურჩულა და დაუმშვიდობებლად გაეშურა გასასვლელისკენ,გარეთ გასულს მანქანასთან მდგარი მიშო,რომ დახვდა სასიამოვნოდ გაჰკრა გულში,თამამად შეეძლო ეთქვა,რომ ყველაზე ბედნიერი 2010 წლის 6 ნოემბერს იყო! ბიჭმა მანქანის კარი გამოუხსნა და შემდეგ თვითონ დაიკავა საჭესთან ადგილი.არ იცოდა ჯორდიანს სად მიჰყავდა მაგრამ ყურებამდე გაღიმებული მიშოს პროფილს იყო მიშტერებული.გზა რომ იცნო მხოლოდ მაშინ ინება ხმის ამოღება - სახლში მიგყავარ? - იმდენად სევდიანად და გულწრფელად გაიჟღერა მისმა ნათქვამმა ვაჟს ჩაეღიმა და ეშმაკურად გადახედა გვერდით მჯდომს . - არ გინდა? - არა..ეგ რა შუაშია..უბრალოდ - უბრალოდ? - არაფერი! აქ ჩამომსვი,რომ არ დაგინახონ - უცბად შეკრა წარბები და მჭიდროდ შემოიხვია ქურთუკი.არ გაჩერებულა მანქანა,სახლსაც გასცდნენ,წრე დაარტყეს ჯორდანიების სახლს და უკანა ეზოსთან გაჩერდნენ,მიშო უცბად ჩამოხტა მანქანიდან ჭიშკრის კარი გააღო,მანქანა შეიყვანა და ქეთოს მხარეს კარი გამოხსნა. - გთხოვთ ქალბატონო - რევერანსით სცადა ხასიათის გამოკეთება.თითქოს ქეთათოსაც გაეღიმაო მაგრამ მაინც წარბშეკრული იმზირებოდა. - ჯმუხო!..ისე სახლში ვინმეა? - არაა,რატომ მეკითხები? - შუქი არ უნდა ავანთოთ მაშინ თორემ ბებომ თუ დაინახა მაშინვე აქ გაჩნდება,ქურდები შევიდნენო - სიცილით მიიწევდა წინ როცა მიშოს ფხუკუნი მოესმა - რა იყო? - მე აქ პატიოსანი დაგტოვე და შენ რაც ჩამოვედი სულ ცუდ რაღაცებს მთავაზობ....აქ არ დაგნებდები ხომ იცი მაინც მშობლიური სახლია - ისე მშვიდად საუბრობდა ცოტაც და ქეთოს ცეცხლი წაეკიდებოდა,უცბად აუარა გვერდი და სახლში შევარდა. - მიშოოოო...ახლა თუ შემოვედი - კარებში შესვლის თანავე აესვეტა წინ მომღიმარი ჯორდიანი - თუ შემოხვედი? - შენ ძალიან ხომ არ გამითამამდი? - რაც თავი მახსოვს მე მომნატრი და უცბად გადაგინდი თუ? - აი ახლა მართლა თუ არ მოგკლა რაა - ის დღე არ ყოფილა ერთი უბედნიერესი,ის ერთ-ერთი უბედნიერესი იყო,კიდევ ბევრი სიხარული ელოდა ამაღლობელს მიშოს ხელში,უბრალოდ ამდენი კარგის შემდეგ ისეთ საშინელებას რაც წყვილს თავს დაატყდა ვერავინ წარმოიდგენდა,ალბათ ასეა სამყარო მოწყობილიო გაგეფიქრებათ..ასეცაა,ცუდს ყოველთვის მოსდევს კარგი და პირიქით..მაგრამ შესაძლოა მათ შემთხვევაში პირიქით აღარც ყოფილიყო,მოდი მივატოვოთ ეს დღე და ცოტა წინ გადავინაცვლოთ..იქ სადაც მიშომ თავისი დიდი გეგმების აღსასრულებლად მესამე ნაბიჯი გადადგა.იმავე წლის ახალ წლებზე ქეთათოსთან თებემ დარეკა. - თებეე,როგორ მომენატრე გოგოო - ვაიმე ქეთო,მეც ძალიან,როგორ ხარ? - კარგად შენ? - მეც რა,ახალ წლების გაწამაწიაში როგორ ვიქნები მიას ხელში ჰა? - თებე.. - ჰოუ - რაღაც მოხდა ხომ?სხვანაირად მელაპარაკები - არაა..საიდან მოიტანე - რა საიდან მოვიტანე,გუშინწინდელ და დღევადელ შენ ხმას ვარჩევ როგორღაც ერთმანეთისგან - ხოო..ნუ კარგი ვიფიქრე შემდეგ დარეკვაზე ვეტყვი მეთქი მაგრამ..ანუ კი ვიცი შენ და მიშოს როგორი ურთიერთობაც გაქვთ მაგრამ დედამ დაიჟინა რაა - მითხარი გოგო ნუ ბლუყუნებ - აქ უნდა რომ ჩამოხვიდე ერთი კვირით ზუსტად მაშინ როცა მიშო ჩამოდის - ვახსენე არა უკვე? ეს ის მესამე ნაბიჯი იყო მიშოს,გეგმების აღსასრულებლად,რომ სჭირდებოდა. არც კი ვიცი რა მივდღაბნე,როგორც კი მოვიცალე მაშინვე წერას შევუდექი,იმედია ისიამოვნებთ❤️თუ რაიმე შეცდომებს აღმოაჩენთ კომენტარის სახით მაცნობეთ❤️❤️ზედმეტად ნაჩქარევი ნადღაბნია და :დდდ თან მუზაც მოვიდა, მოკლედ ჩქარ-ჩქარა ვწერდი და დიდიდიდიდიდიდიიდი ბოდიში დაგვიანებისთვის❤️❤️ჩემთვის ბევრს ნიშნავს თუნდაც ერთი მკითხველი თუ მელის❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.