შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშო ჯორდიანზე გსმენიათ? ( თავი 2)


13-03-2018, 15:10
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 1 736

- ის დღე მშვიდად დასრულდა.ფანჯრის რაფაზე იყო შემომჯდარი და ჯორდიანების სახლს მზერას ვერ წყვეტდა,უფრო ზუსტად კი მიშოს ოთახს,საათმა რვის ოც წუთს,რომ ჩამოკრა მინას რაღაც მოხვდა და ქეთათომაც აქეთ-იქეთ დაიწყო თვალების ცეცება,ჭიშკართან შორი ახლოს თორნიკე,რომ დალანდა უცბად ჩამოხტა და კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა,ჭიშკრის კარი გამოხსნა თუ არა მაშინვე მოეხვია უფროს გალიანს.
- ჩავაბარე ქეთოოო,ჩავაბარეე ახლა ქალაქში,რომ წავალ რა მეშველება შენ გარეშე ჰააა? -ძლიერად ჰყავდა გოგო მიკრული და თან ესაუბრებოდა,ზურგს უკან ჭიშკრის წრიალი,რომ გაიგეს, ამას მიშოს ხმაც დაემატა და უცბად დაეძარღვა ვაჟს წელზე მოხვეული ხელი,უკან ისე შებრუნდა წამით არ უფიქრია გოგონას მოშორება,აი ქეთო კი გაუცებული იყო ბიჭის ასეთი გარდასახვით,სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა,მიშოს უკან თებე,ვაჩე(მიშოს უფროსი ძმა) და ის სამი ახალგაზრდა იდგნენ.წამით მართლა გეგონებოდათ ცოტაც და გალახავენ ერთმანეთსო,მაგრამ ორი ერთმანეთის საპირისპიროდ მდგარი ვაჟის ყურადღება აშკარად არ იყო ერთმანეთისკენ მიმართული,ჯორდანიების კართან მდგარს მზერა ქეთოს წელზე მოთავსებულ მკლავზე მიყინულიყო,გალიანის ვაჟი კი ამდენი ხნის უნახავ თებეს ხარბად ათვალიერებდა,განზე მდგომებმა ცოტაც უყურეს და ბოლოს ვაჩემ დარღვია ეს გამაწრუელებელი სიჩუმე.
- ჰე ახლა, კი ნუ მოკვდით...გამატარე შენი ჭირიმე რაა,ვნახო ჩემი გოგჩო - გაშეშებულ ძმას ხელი აკრა და ქეთათოს მიმართულებით დაიძრა,ხელში აიტაცა ფარფატა სხეული და მოჰყვა მის ბზრიალს
- ვაიმე ვაჩე გეყოფა,მოვკვდები ახლაა - კისკისებდა და ძლივს აბამდე სიტყვებს ერთმანეთზე
- რა ვიდზეა ჩვენი ქეთოოო?
- არ თქვაააა - ტუჩებ დაპრუწულები საუბრობდნენ და გვერდით მდგომ ქვებს ყურადღებას არ აქცევდნენ - ე ბიჯო მორჩა ახლა,თქვენი გაუგებრობა თქვენთვის შეინახეთ რა, ქეთუშ შენთან გადმოვდიოდით დღეს გვინდოდა ცემში ასვლა და ვიფიქრე გადმოიყავნს თავის სანატრელ დაქალს და გავგაზავთ-მეთქი,ჰა თქვი ახლა რა ბიჭი ვარ?
- კრასანტულაა ნუუ,ჩემი ძეტკა რამდენად გვიკადრებს მაგას ვერ გეტყვით მაგრამ როგორც დიდი ვაჩე ჯორდიანი იტყოდა "ცდა ბედის მონახევრეაო რა" არა ფისო?
- გოგო რამდენჯერ გითხარი მე შენ მაგ ფისოს ნუ მეძახი-მეთქი ჰა? მოდი მოდი ვინ გაგაცნო,მე გვიან ჩამოვედი და ხომ ვიცი ეს რა უხეიროა არც დაგელაპარაკებოდა - სამი უცხო პირისკენ წაიყვანა და გაცნობა დაუწყო,როგორც შემდეგ გაირკვა ბიჭებიდან ერთს ლევანი ხოლო მეორეს რეზი ერქვა,გოგონას ნატალი, რეზი და ნატალი არაიდენტური ტყუპები იყვნენ.ამასობაში მიშო და თორნიკე თვალებით ბურღავდნენ ერთმანეთს, თებე კი მორცხვად აწურულიყო ძმის უკან და მწველი მზერის დაიგნორებას ამაოდ ცდილობდა.
- ქეთათო წახვალ შენ? - უცებ მოარიდა ბიჭს თვალი და ქეთოსკენ დაიძრა.
- ალბათ...დიდი ხანია ცემში არ ვყოფილვარ და - ვაჟს მხარზე ხელი დაუსვა და ჩუმად გადაუჩურჩულა - შენთან სალაპარაკო მაქვს..ბანკეთთან დაკავშირებით რა - ამ ერთ წელში ისეთი მეგობრები გახდნენ მგონი თეკლაზე მეტს ამ ბედოვლათს უყვებოდა და სწორედ ამიტომ იცოდა გოგონას სიყვარულის შესახებ თორნიკემაც,ძნელი მისახვედრი არ იყო ბანკეტის თემაზე ვის შეიძლება შეხებოდნენ რადგან თორნიკე და მიშო ყოფილი კლასელები იყვნენ.. დიახ, ერთ სკოლაში...ერთ კლასში სწავლობდნენ,თებე მერვეში იყო თორნიკემ მეთერთმეტე კლასი წარმატებით,რომ დახურა და ბორჯომში გადმობარგდა გარკვეული მიზეზების გამო,ყველაფერი მიშოსა და თორნიკეს შორს მაშინ აირია,დაზე სიგიჟემდე შეყვარებული ძმაკაცი,რომ შეამჩნია მიშომ,ვითომ ისეთი რა იყო მაგრამ თებე მაშინ მეშვიდე კლასელი პატარა გოგო იყო და...ნუ მოკლედ ერთ საბედისწერო დღეს ბევრი რამ დაატყდა ჩვენ თორნის თავს,პირველი ის,რომ მამა გარდაეცვალა და ეს მაშინ გაიგო მიშოსგან დასისხლიანებული სახლში,რომ დაბრუნდა...დასაფლავებიდან რამდენიმე კვირაში კი ბორჯომში გადაცხოვრდა,იმის შემდეგ გაიგო უგონოდ შეყვარებული ქეთოს მდგომარეობა და მიხვდა რამდენად შესძულებოდა ძველი ძმაკაცი.
- იქნებ ჯობს არ წახვიდე ან.. - კიდევ აპირებდა გაგრძელებას საუბარში მიშო,რომ არ ჩაერთო
- შენ ვინმემ გკითხა მაგისთვის რა ჯობს და რა არა? - თვალები იმ დონემდე ჰქონდა ჩაწითლებული ცოტაც და აფეთქდებოდა ალბათ.
- რა თქვი?...გამიმეორე აბა - საყელოში წვდა და ვაჩე,რომ არა ერთს გემრიელად დღლიზავდა ალბათ
- რა უფლებით უწყვეტ სად წავიდეს და სად არა-მეთქი! დაყრუვდი კიდეც? გაუშვი ვაჩე ვნახოთ ერთი რა ბიჭია
- ახლა აქ,გოგონები,რომ არ იყვნენ ხომ იცი რასაც დაგმართებდი არა? და მე ვისთან რა უფლებით ვსარგებლობ შენი საქმე არაა გაიგე? გამიშვი შენ კიდევ - ვაჩეს შეუღრინა და მოიშორა ხელი - წამო ქეთო - გოგონას ხელი ჩაკიდა და რაც შეიძლებოდა სწრაფად შევარდა სახლში.
- რა იყო ეს? - სახე წაშლილ ძმას მიუბრუნდა და სხვებს ანიშნა შესულიყვნენ.
- ბებოს წელიწადზე მეტია ვარწმუნებ მეგობარიაო - გუშინდელი ქეთოს სიტყვები გაახსენდა და გააჯავრა.
- რაა?
- რაც გაიგე - ნერვიულად გადაისვა კეფაზე ხელი - გუშინ შემობრძანდა და დედას განუცხადა მეგობარია უბრალოოო
- და შენ რა განაღვლებს მაგათ როგორი ურთიერთობა ექნებათ
- რა მანაღვლებს? რა მანაღვლებს ვაჩე? ორი წლის წინ ჩემ დაზე სიგიჟემდე შეყვარებული,რომ იყო და ამ შენ დებილ დასაც უგონოდ,რომ შეუყვარდა და ახლა ამის თაყვანისმცემლად,რომ მევლინება ეგ მაგიჟბს გაიგეე? - ვაჩე ჩუმად იყო, თავიდან ვერ იაზრებდა ძმის თქმულს,მთლიანად გაუგებრობაში გაეხვა...თორნიკეს თებე უყვარდა და...მერე ფიქრი შეწყვიტა.
- რა თქვი? - ისეთი ხრიწიანი, განადგრუებული ხმით თქვა მიშომ მაშინ გაიაზრა რა წამოსცდა
- ფუ ამის..ჯანდაბა!
- არ არსებობს! ეგაა ყველაფრის მიზეზი?
- ....
- და არ თქვი?
- რა მეთქვა...ძმაკაცი იმიტომ დავასისხლიანე ჩემი თორმეტი წლის და შეუყვარდა მეთქი? გეფიცები ვაჩე ამ დრომდე მეგონა ყველაფერში მე ვიყავი დამნაშავე,რომ ასე არ უნდა გამეჭედა და იმ მძიმე დროს მასთან ვყოფილიყავი მაგრამ დღეს მივხვდი...მივხვდი როგორ ცდლიობს ყველა საყვარელი ქალის წართმევას - მერე გაჩუმდა,თითქოს გამოიჭირესო..მიხვდა უნებლიედ და თან ნებით ქეთოს საყვარელი ქალი როგორ უწოდა
- თორნიკე იმის გამო როგორ სცემე შენი და რომ შეუყვარდა?
- პატარა იყო
- ბიჭო შენ ისევ პამპერსებით დადიხარ? გონს მოდი აბა ცოტა,თორნიკე ისეთი ბიჭი იყო თებესთვის გული,რომ ეტკინა?
- ეტკინა?..უკვე ატკინა ვაჩე
- ვისი დამსახურებით მერე? - ძმას ჩამქარალი თვალები შეანათა და ჭიშკარში გაუჩინარდა.დიდხანს იყურებიდა გაივნიდან და ეზოში მორბენალ ქეთოს ადევნებდა თვალს,გოგონები ჰყავდა და ალბათ დილანდელი მომხდარი არც ახსოვდა,უცბად დედამ,რომ შეაღო ოთახის კარი თითქოს შეცბა...ან ქეთათოს თვალიერბას მოსწყვიტეს
- დედი,ისინი არ მეგზავნებიან და წადი რა ლილე ბებოს ეზოს შლანგი გამიართვი
- კარგი
- ჰა?
- რა ჰაა?
- ასე მალე როდიდან მთანხმდები
- თუ გინდა არ წავალ დედა
- არა კაცო,ოოხ რა ცუდი ბიჭი ხარ რა წადი,წადი მჭირდება - ოთახის კარი გამოხსნა დედა გაატარა და ნელი სვლით დაეშვა კიბეზე,ეზოს კარში იდგა და მოცეკვავე ქეთოს უყურებდა უცბად,რომ დაეკიდა ყელზე ვიღაც,თეკლა,რომ ამოიცნო ღიმილით მოხვია ხელი და გულში ჩაიკრა
- ვაიმე ქეთო! ამან შენი საზღვარი ნებით როგორ გადმოლახა ჰა? რამე დამართე ამ ერთ დღეში?- ნელა მიუახლოვდა გოგონებს ვაჟთან ერთად და მიშო ჯორდიანიო წარუდგინა
- სასიამოვნოა - ყველამ ერთ ხმად თქვა
- რამე გინდოდა? - ცხოვრებაში პირველად შეამჩნია ქეთოს ხმაში წყენა და მიხვდა დილანდელი კარგად ახსოვდა
- დედამ ლილე ბებოს შლანგი გამოართვიო
- არაა აქ ბებო და შლანგი მარანში გვაქვს,დამელოდე ამოგიტან - ნელა დაიძრა მარნისკენ და თითქოს უკან ადევნებულ ბიჭს არც აქცევდა ყურადღებას,უკვე მარნის კიბესთან იყვნენ მიშომ ხმა,რომ ამოიღო
- რა იყო თორნიკემ დაფქვა ყველაფერი? - ადგილზე შედგა,მიტრიალდა და განრისხებული თვალები მიანათა ამაყად მომზირალს
- შენ მეტჯერ ჩემთან თორნიკეზე ასეთი ტონით საუბარი აღარ გაბედო გაიგე? - გამყინავი ტონი ჰქონდა ამაღლობლის ქალს,რომ იფიქრა მოვაკეტინეო მიტრილდა და ისე ააკრეს კედელს ვერც გაიაზრა,ნელ-ნელა ამცირებდა მათ შორის მანძილს და თან რაღაცის სათქმელად ემზადებოდა
- შენ კიდევ მეტჯერ აღარც კი გაიფიქრო,რომ ჩემთან ასეთი საუბარი გაგივა - ქეთომ ტუჩებისკენ დახრილი ჯორდიანი რომ დააიქსირა უნებლიედ მილულა თვალები,მიშო არ ჩქარობდა,ცხვირის წვერს ნაზად ახებდა ამაღლობლის ნაზ ნაკვთებს,მერე უცბად მოშორდა ,მარნის კართან მიყუდებულ,დახვეულ შლანგს ხელი დაავლო და გოგონებისკენ გაემართა
- ქეთო? -წამოეწია თეკლა
- ქეთო? წადი წყალი მიუტანე დაეხმარება გონზე მოსვლაში - ალმაცერად გაიღიმა და უკან მოუხედავად დატოვა იქაურობა,ქეთოს ნაზ კანს თითებზე ისევ გრძნობდა და თავს იმით იმშვიდებდა,რომ ეს გოგო ერთხელ მთლიანად მისი გახდებოდა და დაუკითხავად დაეპატრონებიდა მის ბაგეებს..დიახ,ასეთი დიდი გეგმები ჰქონდა მიშო ჯორდიანს.

ესეც ახალი თააავი..იმედია ისიამოვნებთ...ველი კომენტარებს,,,რაიმე შეცდომებს თუ ნახავთ გრამატიკულს ან რავი რაიმეს :დდდდ კომენტარის სახით მაცნობეეთ



№1  offline წევრი ჟიზელი

კარგია.გააგრძელე. შენიშვნები არავის უყვარს,მაგრამ იქნებ მიიღო, ყველა "რომ-ის" წინ მძიმე არ იწერება. ძალიან ხვდება თვალს და ამიტომ აღვნიშნე,უფრო წინ წაგწევს ,როგორც მწერალს... დიალოგების დროს ოდრავ შეიძლევა დაიბნეს მკითხველი და ირიბად მაინც აღნიშნე ხოლმე ვინ საუბრობს. ისტორია მომწონს.ვნახოთ რა მოხდება

 


№2 სტუმარი სტუმარი Waka

Au dzalian kargia gaardzele da dzalian gtxov didi tavebi dade ra :-(

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

ჟიზელი
კარგია.გააგრძელე. შენიშვნები არავის უყვარს,მაგრამ იქნებ მიიღო, ყველა "რომ-ის" წინ მძიმე არ იწერება. ძალიან ხვდება თვალს და ამიტომ აღვნიშნე,უფრო წინ წაგწევს ,როგორც მწერალს... დიალოგების დროს ოდრავ შეიძლევა დაიბნეს მკითხველი და ირიბად მაინც აღნიშნე ხოლმე ვინ საუბრობს. ისტორია მომწონს.ვნახოთ რა მოხდება

ვაიმე მძიმეებთან ისეთი ცუდი ურთიერთობა მაქვს,ვეცდები გამოვასწორო მაგრამ თუ შემისწორებ მადლიერი დაგრჩები :დდდდ მახარებს შენი კომენტარები ძალიან ძალიან❤️❤️

სტუმარი Waka
Au dzalian kargia gaardzele da dzalian gtxov didi tavebi dade ra :-(

მადლოობ❤️და ვეცდები აუცილებლად ❤️❤️

 


№4  offline წევრი LaLiDze

კარგია , მაგრამ ერთადერთი რაც არ მომეწონა ის იყო , რომ ვერ გავიგე ზოგჯერ ვინ საუბრობდა დიალოგში :((((
მაინც მომწონს <333

 


№5  offline წევრი TrustYourSoul

LaLiDze
კარგია , მაგრამ ერთადერთი რაც არ მომეწონა ის იყო , რომ ვერ გავიგე ზოგჯერ ვინ საუბრობდა დიალოგში :((((
მაინც მომწონს <333

ვაიმეე წინა კომენტრის ავტორმაც იგივე მიმითითა :დდდ მე ჩემი დაწერილი,რომ არის მარტივად ვიგებ და აქამდე არ ვთვლიდი პრობლემად❤️❤️ახლა ვეცდები გამოვასწორო❤️მადლობ რომ კითხულობ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent