შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საყვარელი ვენები. დღე XI


18-03-2018, 23:17
ავტორი ლურჯი ანა
ნანახია 1 568

23 სექტემბერი
დღე XI
…ჰეროინი თოვს! ჰეროინი თოვს!...
ღრიალებდა ქართველი რეპერი შეძრწუნებული ხმით. ვერ წარმომედგინა თუ ამ სიმღერას ლევანი უსმენდა, არადა, მისი მანქანა ჩემი სახლის ჭიშკართან იდგა და მუსიკის ხმაც ზუსტად იქიდან მოდიოდა. ოთხი დღის მერე პირველად უნდა შევხვედროდი და მთელი დილა იმაზე ფიქრს მოვანდომე რა ჩამეცვა: გრძელი, ელეგანტური კაბა, რომელიც ისე ეტმასნებოდა ფეხებს რომ სიარული მიჭირდა, თუ საზაფხულო ტოპი და მაქმანებიანი მოკლე ბოლოკაბა, რომელიც ხაზს გაუსვამდა ჩემს წვრილ წელსა და დიდ თეძოებს. თუ ამ უკანასკელს ჩავიცვამდი, შემეძლო თავისთვის უფლება მიმეცა კოლგოტის გარეშე გავსულიყავი და ჩემი გარუჯული ფეხები გამომემზეურებინა. თან ამ ტანსაცმელს ძალიან მოუხდებოდა გრძელი შავი ნაქსოვი ჟაკეტი, რომელსაც დიდი კაპიუშონი და რბილი ტყავის გამოსანასკვი ქამარი ჰქონდა.
- რა ვიდზე ხარ, ძეტკა. ბიჭები უნდა გადამირიო? - შემომცინა მანქანის ფანჯრიდან ლევანმა, ხელი უკან გადასწია და კარები გამიღო. წინ ჩემთვის უცხო ბიჭი იჯდა, რომელიც მუსიკას ზედმეტი მონდომებით აყოლებდა თავს და უსმენოდ იმეორებდა კაბუს სიტყვებს. მიყვარს კაბუ როგორც მსახიობი. როგორც მომღერალი, სულ თითებზე ჩამოსათვლელად მყავდა მოსმენილი. ლევანის ძმაკაცმა უტიფრად შემათვალიერა და გამარჯობის, ასევე თავის წარდგენის გარეშე მომიგო:
- ზასაობის დროს ტუჩზე რომ გიკბინონ სილიკონის ჩანჩქერი წამოგივა, ხო?
- ვიმედოვნებ, არავინ მიკბენს. - ვუპასუხე ღიმილით და მანქანაში ჩავჯექი. უზრდელი იყო. ვთქვათ, ჩემი წითლად შეფერილი მსხვილი ტუჩები სილიკონის ეგონა, ამის გამო ვერ გავაკრიტიკებდი, ორიდან ერთი მაინც ფიქრობდა მისნაირად, მაგრამ აუცილებელი იყო პირველივე შეხვედრაზე „შუტკა“ გაეხსნა? რომელი მაგის ძმაკაცი თუ ბიძაშვილი მე ვიყავი?!
- ჩაკალი ეგ იმედი. მე მაგრად მევასება გოგოს რო ვკბენ.
- რატო, კბილები ამოგდის და ღრძილები გექავება? - ვკითხე ყოველგვარი ღვარძლისა თუ გაბრაზების გარეშე. მეორე ოქროს წესი უზრდელებთან ურთიერთობისას: არასოდეს ავარდე. პირველი: არ აჰყვე. სათნო ღიმილი არ მომშორებია სახიდან. მესამე პირს არ უნდა მისცე საბაბი რომ გითხრას, დამშვიდდი, ან გაჩუმდი თუ ერთი შეხედვით უწყინარი ხომრობა კამათში გადაიზარდა. დაე, შენი მეტოქე გააჩუმონ, რომელიც დაუკრეფავში გადავიდა. განგებ არ გავხედე ახარხარებულ ლევანს, ისედაც ვიცოდი რომ ჩემი პასუხი გაუსწორდა.
- ეე, ეს ნახე რა მოქნილი ენა ჰქონია. - აღიარა სანდრომ, მაგრამ ერთით ნული იყო ჩემ სასარგებლოდ და რა გააჩერებდა სანამ არ გაათანაბრებდა ანგარიშს, შემდეგ კი დამიაბგონებდა. - ზურგი თუ მოგექავა პრობლემა არ გექნება, ენას გამოყოფ და მიდიიი, ზურგს ენით მაჩალკასავით მოიფხან. ასწორებს.
- ხო? - ვკითხე ყასიდად გაოცებულმა - მაგაზე არ მიფიქრია, მაგრამ რაკი მეუბნები, ალბათ გამოცდილება გკარნახობს და სხვა რა დამრჩენია, დაგიჯერე.
- უნდა დამიჯერო, აბა რა უნდა ქნა. მიდი გაიხადე ეგ მაიკა, მაინც ტყუილად გაცვია და ზურგზე ნება-ნება აათამაშე ხორკლიანი ენა.
- არ ვიცი როგორ კეთდება და მაჩვენე, იქნებ როგორმე ვისწავლო ფხანვის შენეული ვერსია.
- შეეშვი. - ურჩია ლევანმა, როდესაც სული მოითქვა - ხომ გითხარი, გაგასაზიზღრებს მეთქი. მერე შენც ისეთს ეტყვი ეწყინება და კაროჩე რაა, არ გვინდა დაძაბულობები, ლიზი ჩვენიანია. მაგარი გოგოა, გაიცნობ და დარწმუნდები. რას შვები ლიზ, მე თუ არ შეგეხმიანე შენ არ გაგახსენდები...
- როგორ არა.
- აბა რა პონტში არა მწერ? - მისი ღიმილი... სულს ეშმაკივით მიფორიაქებდა და მიმღვრევდა - არ გინდა პირველი ნაბიჯი გადმოდგა და თავს იფასებ?
- ჰო, ბარემ, აქ ვერ დაგნებდები... - ვუპასუხე რაც ენაზე მომადგა. აბა სხვა რა უნდა მეთქვა. ზუსტად ის მითხრა რაც იყო. ოთხი დღე... 96 საათის განმავლობაში დავყურებდი მობილურს, ორი სიტყვიან ტექსტს ვწერდი და გაგზავნის გარეშე ვშლიდი. ვწერდი-ვშლიდი, ვწერდი-ვშლიდი. რომ მიმეწერა გამეგზავნა და არ ეპასუხა, სიმწრისგან უჰაერობა დამახრჩობდა. ისედაც არსად არ მყოფნიდა ადგილი. ყველა ოთახი ჩახუთული და პატარა იყო. ყველა და ყველაფერი უინტერესეო. მენატრებოდა.
- აბა სად დამნებდები? მაიცა, გამოვიცნობ. ფოთლებისგან შეკერილ ლოგინზე, სადაც ფხვნილი სანთლის მაგივრობას გაგვიწევს.
ეს სიტყვები მაშინ მითხრა, როდესაც თავისუფლების მეტროსთან ერთი დიდ მკერდიანი, ნაკლებად საინტერესო გარეგნობის გოგო ჩავისვით. ცხვირი - კუზანოვი. მოკლე თმა - ველატონი. ფიგურა - ხომ უკვე ვთქვი, უზარმაზარი მკერდი. მიკიბვ-მოკიბვის გარეშე ვიტყვი, მაგრად გამისწორდა მეტოქე ბევრად რომ ჩამომივარდებოდა სილამაზით. მისალმება როგორც სჩვევიათ წყვილებს, ხანგრძლივი ჩახუტებით. ! ჩაეხუტა, მოკლე ყელზე აკოცა და მე თვალი ჩამიკრა, არ ინერვიულოო. ჰმ, მართალია, გული მწიფე თავთუხივით ჩამომივარდა, მაგრამ სამაგიეროდ, ლევანს პირველად და უკანასკნელად მოვუხაზე! საკუთარი თავით ვამაყობდი რომ არც ერთხელ არ დამირეკავს მისთვის, არ მიკოცნია, და მოკლედ, მიტოვებული ხომ მაინც არ ვიყავი?!
- ჰა, ლიზ? - მკითხა გულიდან რომ მოიშორა კლინიკაში აწყობილი გოგო და საჭეს მიუბრუნდა.
- ჩავსველდი. - ვუპასუხე ყალბი ვნებით და სარკიდან თვალი-თვალში გავუყარე.
- ჰა, ჰა, ჰა, ჰა... ნუ მეთამაშები ფისო. მე ვერ გამომაპარებ, კი არ ჩასველდი, ვენები აგექავა. - ეგეც მართალი იყო. გვერდით მჯდომს გადავხედე და როგორც ქალმა ქალს ვუთხარი:
- ამ ბიჭს ესმის. - ლიკუნამ გაოცებულმა შემომხედა და ისე შემათვალიერა, თითქოს მაშინღა შეამჩნია ჩემი იქ ყოფნა. მოგვიანებით ვინანე მასზე ცუდი რომ გავივლე გულში. ერთი საწყალი გოგო იყო, რომელსაც სულელივით სჯეროდა რომ შეყვარებული ჰყავდა ლევანჩიკას სახით.
- ესეც ნარკუშაა ტო? - შეიცხადა სანდრომ და ხელმეორედ შემავლო თვალი - ცოდო არაა ესეთი მაგარი ვეში წამალმა ჩაალპოს. შეხედე რა ნაშაა ბიჭო, მთელი ღამე არ მოგბეზრდება...
ვიცი, იოგა დიდებული რამაა. ვკითხულობ, ვუსმენ, ვსწავლობ, ვფიქრობ, ყოველდღიურად ვვარჯიშობ, ვცდილობ მაგრამ ალბათ ჩემში ქართული ტემპერამენტი და მთის სიფიცხე უფრო ჭარბობს ვიდრე იოგობა, რომელსაც ჩემთვის „სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერ მდგომარეობაში“ ჰქვია.
- ლევან, უნდა გავიჩხიროთ? - ვიცოდი რომ ასე უნდა ყოფილიყო, რადგან ტელეფონით მითხრა აფთიაქში გავივლი და შენკენ დავაწვებიო. იმედია, აფთიაქში ანალგინის ან უარესი, პრეზერვატივების საყიდლად არ შეუვლია.
- აბა რაა ფისო, ხო იცი, შენთვის ქვას შევჭამ ისე მევასები. - უნიჭოდ სცადა ჩემი გამხიარულება და თვალებით მთხოვდა გაუტარეო, მაგრამ ძნელია პირზე მომდგარი გულ-ღვიძლ-ჯიგრიდან ამოხეთქილი სიტყვების უკან ჩაბრუნება.
- მაშინ გავუტარებ და აღარ მოვიკითხავ დედამისს.
ლევანმა შუბლი მოიფშვნიტა, მაინც ვერ ავცდიო ალბათ გაიფიქრა.
- რაო, რა თქვი? ვინ უნდა მოიკითხო გოგო შენ, ხო არ გინდა ნაწლავები გადმოგაყრევინო, ჰა? - ლევანმა მანქანა გააჩერა და გადავიდა - ბოდიში მომიხადე ეხლავე თორე შვილო ვიყო, სახეზე ხორცებს აგაჭრი და მერე ნატურითაც ვეღარ დაითრევ წამალს. მოგიწევს უტუჩებო პირით გაუკეთო... - კარები გაუღო და გააფთრებული სანდრო ხელით გადაიყვანა. სანამ ისინი გარეთ საუბრობდნენ და მე თვალდახუჭული ასიდან უკან ვითვლიდი, ლიკუნამ ხელი შემახო მხარზე და ნაზად გამიღიმა.
- ყურადღება არ მიაქციო, იდიოტია. ერთხელ ლევანმა ისე მაგინა ხალხში, მეგონა ხელითაც შემეხებოდა. მაგრამ რომ დამშვიდდა, ბოდიშიც მომიხადა და იმ დღეს ყველაზე მაგარი სექსი გვქონდა. არადა, იცი რის გამო მაგინდა? - სევდიანი ღიმილით გავაქნიე თავი. კარგი გოგო ჩანდა. მეც კარგად მექცეოდა და რატომ უნდა ყოფილიყო მაინც და მაინც ეს ჩემი მეტოქე?! მერჩივნა უხეშად მოემართა, წამკამათებოდა რომ საბაბი მოეცა შემძულებოდა. მაგრამ არა. ასეთი დამოკიდებულებით ძალიან უხერხულ მდგომარეობაში მაგდებდა. ზიზღის მაგივრად თანაგრძნობას და კეთილგანწყობას აღვივებდა ჩემში. - შემთხვევით სიგარეტი ჩამაწვა მკერდზე და გამწარებულმა ვუთხარი, რა .ლე ხარ მეთქი.
კიდე კარგად გადარჩენილხარ. ვუპასუხე გულში. პირველივე დღეს მივხვდი რომ ლევანს მწვავე რეაქცია ჰქონდა უზრდელურ მიმართვებზე. ისინი მალევე დაბრუნდნენ. ნიღაბშეცვლილი სანდრო უკან მოტრიალდა.
- რაც იყო, იყო. არ ვიცოდი ვინ იყავი და ბოდიშს გიხდი. ლევანას ბრალია, თავიდანვე უნდა აეხსნა. პროსტა, დედაჩემს რო ეხებიან, ვგიჟდები...
და ხელი გამომიწოდა. დაუძლეველი სურვილი, კბილებით ვცემოდი ხელზე და იმ თითების მლაშე სისხლი მეგემა, რომლითაც „გაგიჟების“ დროს ქალს სახეს დაუსერავდა, როგორღაც მოვთოკე და ჩემი აკანკალებული მარჯვენა ჩამოვართვი. აბა რა მექნა, წუთი-წუთზე ფხვნილი უნდა მიმეღო და ვიღაც უდღეურთან ჩხუბის გამო ხომ არ დავკარგავდი, არა? ერთი კია, საკუთარი თავის მიმართ ზიზღი ვიგრძენი და... არ ვიცი რატომ მომივიდა ის საზარელი აზრი თავში. წუთის წინ რა შეურაწყოფაც ჩავყლაპე... მსგავს სიტყვებს პანელზე მდგომ მანდილოსნებს ეუბნებიან და ისინიც უსიტყვოდ იტანენ. და მეც ავიტანე... იმის მიუხედავად რომ არასოდეს გამიყიდია თავი, არასოდეს გამიცვლია სხეული ნარკოტიკზე, 20 წუთის წინ გაცნობილმა ბიჭმა პირდაპირ მითხრა რომ ვიყავი. და მე ჩავყლაპე. მაგრამ ის ხომ ცდებოდა, მე ხომ ვიცოდი სიმართლე და რატომ უნდა ავღელვებულიყავი. რატომ უნდა დამეკარგა ვიღაც უზრდელი პრიმიტივის გამო სათაყვანებელი ფხვნილი. მითუმეტეს ბოდიში მომიხადა და მეც ხელი ჩამოვართვი. ყველაფერი კარგად იყო, ხომ ასეა? რა თქმა უნდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღე როდესაც წყენა ცრემლებთან ერთად გადავყლაპე და შეცდომა დავუშვი თავი მეძავს რომ შევადარე. ზიზღის გრძნობა საკუთარი თავის მიმართ ცხრაკლიტულში გამოვკეტე და გონების იმ ნაწილში გადავისროლე, რომელსაც „უსარგებლო მოგონებების ტბას“ ვეძახდი.
- შევრიგდით? - მკითხა მან და მის თვალებში თხოვნა ამოვიკითხე. არ ვიცი რა უთხრა ლევანმა, მაგრამ აშკარა იყო რომ ძალიან შეცვლილი დაბრუნდა.
- რა თქმა უნდა. - ვუპასუხე ყალბი ღიმილით - ჩვენი სარწმუნოებაც ხომ ამას გვასწავლის.
- რას? - მკითხა ყოყმანით. სანდროს თვალები... ორი ორმო. ცარიელი, უფერო ორმოები.
- მიტევებას. - ვუპასუხე იგივე გამომეტყველებით, რომ ვერ მიხვდებოდა, ვუღიმოდი თუ დავცინოდი და სიგარეტი მოვიმარჯვე.
- ლომკაში ხარ? - მკითხა მზრუნველი ქმარივით და ფეხებისკენ გამოექცა თვალი.
- კი. - ვუპასუხე მოკლედ. არადა ნერვების ბრალი იყო ჩემი აკანკალებული თითები, მაგრამ მერჩივნა მასე ეფიქრა, ვიდრე ჰგონებოდა რომ თავისას მიაღწია და აბაროტი ამიღო. ის სარკიდან მიყურებდა და დაჟინებით მაკვირდებოდა. მსწავლობდა. არ შევხედე. ვიცოდი რასაც ამოვიკითხავდი უსასრულოდ ღრმა ტბებში და შემეშინდა რომ ვერ გავუძლებდი.
არ ვცდებოდი.
ლევანმა ცივად ჩაიცინა. ისევ კაბუს წუხილი ააჟღერა და მუსიკას აუწია, რითაც დროებით მოაკეტინა სანდროს.
„...არ მჯერა ნუთუ, თეთრი სენი გვერევა...
თეთრი არა, ლურჯი. გავეპასუხე გულში კაბუს.
...ამ დაავადებას ისტორია არა აქვს, არ გეკითხება გაქვს თუ არა გაქვს...
- პუპსიკ, სად მივდივართ? - იკითხა ლიკუნამ და უზარმაზარი ბორდოსფერი ბრჭყალები თმებში შეუცურა.
...არ-არ გეკითხება ასაკს, არ არჩევს სქესს, ერთხელ თუ შეამჩნიე ითხოვს უფრო მეტს...
- შენ სადაც მეტყვი, კნუტო. - უპასუხა ლევანმა და სარკიდან ამძუნებული ძროხის თვალებით გამოხედა.
...რა გველის წინ, სიბნელე, მარტოობა, ირგვლივ არავინ...
- სადმე კარგ ადგილას წავიდეთ რაა, იცი როგორ მომენატრე... - გაბუტული ბავშვის სახე მიიღო ლიკუნამ და ხელები თმიდან კისერზე ჩამოუცურა. უფასო მასაჟი მანქანაში. იმედი მქონდა, ისე არ მინებდებოდა მის ხელებს რომ სხვა მანქანას შევჯდომოდით.
...ვინც დაიწყო უფსკრულში გადავარდა...
არ მესმოდა, იმხელა ფრჩხილებით როგორ აკეთებდა საქმეს. ბოლოს და ბოლოს კომპიუტერს ხომ მაინც იყენებდა და როგორ შეეძლო ხუთ სანტიმეტრიანი ფრჩხილებით კლავიატურაზე მუშაობა.
...თუ თვითონ არ იპოვნე გზა, ვერ გიშველის სხვა...
რა მოხდებოდა თავი გამომედო, ჩანთიდან მაკრატელი ამომეღო და მეთხოვა, დაიჭერი-მეთქი? სულ მეგონა ან ახლა ჩაასობს გაღეღილი მაისურის ქვეშ ხორცში ბრჭყალებს, ან ცოტახანში-მეთქი.
...ოპიუმი, სუბო - შავი-თეთრი კუბო...
- წავიდეთ იქ? - ლიკუნას ხმამ ისე გაიჟღერა როგორც სამი წლის ბავშვი იტყოდა. თითქოს ახლახანს ამოიდგა ენა. საუბარს სწავლობდა საკალელი გოგო.
...ჩვენი ცხოვრება ისედაც წამია, სულ რაღაცა რამოდენიმე დღე და ღამეა...
- დღეს არა, ჩემო სიცოცხლე. საქმეები მაქვს. - უპასუხა სიყვარულით ანთებულმა და ხელზე აკოცა. ნეტავ მანქანა დაგვეჯახებოდეს, ოღონდ ლევანის მხრიდან. მეწვია ბოროტი ოცნება.
...რამდენი მეგობარი წაგვართვა წამალმა...
მაგრამ მაშინვე უკუვაგდე. არა იმიტომ რომ მივხვდი, გაბოროტებული, უარყოფილი ქალივით ვაზროვნებდი, იმიტომ რომ უფრო გაიწელებოდა დრო სანამ ვენებში მაცოცხლებელ სითხეს გავუშვებდი. და მაშინ დონ ჟუან ლევანსაც ჯანდაბის გზას გავუყენებდი თავის ტურფასთან ერთად და თევზზე უინტერესო, უინტელექტო, უზრდელ სანდროსაც.
...რამდენი ენერგია იძირება ჭაობში... რამდენი ნიჭი იკარგება ქაოსში...
მთელი ოთხი დღე გავიდა ისე რომ არავისთვის მიკითხავს, ჰქონდა თუ არა რამე. ერთი სიტყვით, თუ გაიჩითებოდა, სიამოვნებით გეახლებოდით. თუ არა, არც რა. მაგრამ აი იმ წუთებში, უკანა სავარძელზე რომ ვიჯექი...
...ყველაზე მეტი ნაგავი ეტევა მუჭაში...
კაბუს შემაძრწუნებელ სიტყვებს რომ ვუსმენდი და შეხედვის გარეშე ვხედავდი როგორ ეფერებოდა ლიკუნა ლევანს... როგორ ვნებიანად ლოღნიდა მის ძლიერ მხრებს და ყელს...
...რა აზრი აქ სიცოცხლეს თუ რაღაცის ან ვიღაცის მონობაში იცოცხლებ...
შინაგანად ვკანკალებდი. ეს არ იყო ლომკა. მე ხომ ჰეროინზე არ ვმჯდარვარ. ერთადერთხელ მქონდა გასინჯული და მივხვდი რომ ჩემი არ იყო. „ლურჯი“ კი ბოლოს ექვსი დღის წინ მივიღე, რომელსაც ცნობილია დამანგრეველი ლომკა მხოლოდ მეორე დღეს ჰქონდა. გამოიძნებდი და მესამე დღეს ჩიტივით იყავი. იმ წლების განმავლობაში, რაც მომხმარებელი გავხდი, ცხადია, ბევრი დღე იყო ისეთი, როდესაც ჟანგბადივით მჭირდებოდა ბალახი, ბიო ან ფხვნილი და მზად ვიყავი თავი კედლისთვის მებრახუნებინა რომ დაუძლეველი სურვილი ტკივილით ჩამეხშო. იმ წუთებში, ლიკუნას ტუჩები ლევანის ყელს რომ ეხებოდა... იმ დაკუნთულ, გარუჯილ მხრებს... ბრჭყალები კი ნელ-ნელა რომ მიიწევდა მკერდიდან ზომიერად დაკუბიკებულ მუცლისკენ, სულს ვღაფავდი ისე მინდოდა „გავსულიყავი“ და მათი აღგზნებული სხეულები დროებით მაინც წამეშალა გონებიდან.
...თოვს! ჰეროინი თოვს! ვთხოვ დახმარებას იქნებ ვინმემ გვიშველოს, თოვს! ჰეროინი თოვს! ჰეროინი თოვს!...“
- ლევან, შეგიძლია გამორთო? - მინდოდა დავმშვიდებულიყავი, კაბუს სიტყვები კი ჭრილობაზე მწარე წყალს მაპკურებდა და ტკივილის გასაძლიერებლად ბრჭყალებს მასობდა.
- რატო, მაგარი როჟაა, თან ნაღდს ბაზრობს. - შემედავა ნახევარქათმის ტვინა სანდრო, აბა ისე როგორ შეიძლებოდა უბრალოდ შეესრულებინა ჩემი თხოვნა, ყოველგვარი შეკამათების გარეშე, ის ხომ მაგარი ტიპი იყო.
- ძალიან ნიჭიერი მსახიობია და პიროვნულადაც კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ მეხუთედ ვუსმენთ უკვე და ვერ გავიგე რას ველოდებით, მანამდე ვუსმინოთ სანამ ჰეროინის ფიფქები არ წამოვა ციდან?
ლევანს ყურებამდე გაეხსნა პირი და ლიკუნას ხელები ტაქტიანად მოიშორა სხეულიდან. მეტოქემაც ჩემი მხარე დაიჭირა:
- მართალს ამბობს ეს გოგო. რამე სხვა ჩართე რაა, უფრო სასიამოვნო და სახალისო. დაგრუზვა გვინდა კიდე ამ გაწამებულ ცხოვრებაში? - ნეტა შენ რაღამ გაგაწამა, გავეპასუხე გულში.
- სახალისო? - იკითხა ლევანმა და ეშმაკური ღიმილით გადახედა ძმაკაცს. ისიც მიუხვდა და აჭიხვინდა დაჭრილი ცხენივით. ო, არა! აღმომხდა პირველივე აკორდის მოსმენაზე. იდუმალი პანდა! სამსახურშიც ამას მასმენინებდნენ, მეგობრებიც პანდას ტექსტზე ღადაობდნენ, კურსელებიც და ერთი სიტყვით, ყველა ვისაც არ ეზარებოდა ამ ჯგუფის კლიპებს აზიარებდა Facebook-ზე. გეგონება, ისე არ გვყოფნიდა ყოველ დღე მუსიკის გარეშე მოსმენილი სასაცილო ტექსტები, ახლა მელოდიაში უნდა შეგვერწყა.
- „ნიკას თუ მისცა, მეც მომცემს კაცო...“ - ისევ გაიბუტა ლიკუნა სიმღერის დასასრულს - რა ცუდები ხართ ქართველი ბიჭები. - მე კი უკვე მალე მოვიხსნიდი ბუდას ნიღაბს და ამ კითხვას დავსვამდი, როდის გავიჩხერთ?! გავიჩხერთ კი?
- შენ რომელი წინადადება დაგევასა, ლიზ? - ტრუსიკის ძმაკაცივით მკითხა სანდრომ რაკი მათ დისკუსიაში არ ჩავერიე.
- „პროსტა ხელის თემაა, მარნეულში წავა, დაითრევს და ეგრევე წამოვა“. - ვუპასუხე რაც ნამდვილად მომწონდა და ყოველთვის ველოდებოდი სიმღერის დასასრულს რომ ამ სიტყვებზე გამღიმებოდა. ერთ-ერთი უწყინარი წინადადება პანდას შემოწმედებაში. არც სასულიერო პირებს აკრიტიკებდა და არც ვითომ მორწმუნე საზოგადოებას. დანარჩენი კი... მწარე რეალობა იყო, სადაც ქართველების ყველა კატეგორია შედიოდა. ლევანს სიცილი აუტყდა და ალბათ ლიკუნას არსებობა მანქანაში დაავიწყდა, რადგან შესძახა:
- ჩემი გოგო ხარ! - რკინის ნებისყოფა აღმომაჩნდა რომ არ ავფეთქდი და ვუღრიალე, შენი არა, ბებიაშენის-მეთქი.
- მეორეში? - მოთმინებით მკითხა სანდრომ. იმედი ჰქონდა რომ ღადაობას პენისზე ახლა მაინც ვახსენებდი.
- „მაგრად გამიხსნა შაქროოო“, და „არა რა წამლით კაცო გულით“ თემაა, ვაღიარებ. ქედს ვიხრი პანდას წინაშე. - ამით ამოვწურე ჩემი აზრი საყვარელ დათვზე.
- რა სტრანნი როჟაა ტო, საიდან გააძრე? - ჰკითხა ჩერჩეტმა სანდრომ ლევანს. რა შუაში იყო უცნაურობა, ვისაც რა აწუხებს ის ესმის მაგ სიმღერებში. მაგრამ სანდრო ხომ დებილი იყო და მაგდენს როგორ გაიგებდა. ქინდერში ამოვუვედი, გავეპასუხე გულში. ხმა არ ამომიღია, ვიცოდი რომ ავყოლოდი, ისევ შეხლა-შემოხლა მომიწევდა.
- გადავფხიკე და მოვიგე. - უპასუხა ლევანმა და იმ დღეს პირველად გამეცინა გულწრფელად. ლიკუნას გამომეტყველება შეეცვალა და ისეთი რამ გავაკეთე, თვითონაც გავოცდი. ჩემს მეტოქეს ღიმილით შევხედე და თვალებით ვანიშნე, ხუმრობს-მეთქი. წამსვე დაუთბა სახის ნაკვთები. მართლა კარგი გოგო იყო და რატომ გადამემტერებინა ყველა კაბის ქვეშ მოხტუნავე ბაბნიკი ლევანის გამო. მერე რაა თუ ზღვარგადასულად მომწონდა. იმ დღეს დავასკვენი რომ მისგან იმას ვერ მივიღებდი, რასაც გონების ყველაზე მიუწვდომელ ადგილას ვმალავდი. „ფარული სურვილების ტბაში“ ჩავახრჩე ის აზრი რომ ოდესმე შემიყვარებდა. ცალმხრივი სიყვარულისთვის კი უკვე მოხუცი ვიყავი. ხოდა, რისთვის გამენაწყენებინა მუდმივი ღალატისთვის განწირული გოგონა. ჩემ გარეშეც ბევრი აატირებდა საწყალს.
- მშვენიერების განსახიერებაა. თან ქალის კვალობაზე უტვინოც არა ჩანს...
ქალის კვალობაზე უტვინო არა ჩანსო! იესო, ალაჰ, შივა, ბუდა... ღმერთებო... თქვენ ხომ მაინც იცით რომ მასთან შედარებით აინშტაინი ვიყავი! ის კი ჩემზე ამბობდა, უტვინო არა ჩანსო. „ქალის კვალობაზე“ ამ ორ სიტყვაში ყველაფერი ნათლად გამოჩნდა. გასაგები იყო თუ როგორ უყურებდა ეგ ზეზვა ქალთა მოდგმას. ხმა არ ამომიღია, მაგრამ ბიჭი მოწოდების სიმაღლეზე იდგა და მმოძღვრავდა.
- ...ისეთი ლამაზი გოგო ხარ რო დაგინახე ეგრევე ყბა ჩამომმვარდა, დავდნი კაცი, შენ კიდე წამალიო ტო, ტეხავს. არ იცი შენ რა ემართებათ ნარკომანებს. ერთხელაც თვალს გაახელ, სარკეში ჩაიხედები და შენს თავს ვეღარ იცნობ...
- რატო, ალცჰაიმერით ვიქნები დაავადებული? - ვკითხე გულგრილად და ტელეფონი ისე დემონსტრაციულად შევათამაშე ხელში, წესით უნდა გაეგო რომ თუ არ გაჩუმდებოდა, ვაპირებდი პირდაპირ ცხვირში მეთხლიშა აიფონ-6.
- ტყუილად უბურღავ ტვინს, შეეშვი. - ურჩია ლევანმა, რომელმაც კარგად იცოდა რა რეაქცია მქონდა მსგავს დემაგოგებზე.
- ალცჰაიმერი კი არა, გოგო, შიდცი, ჰეპატიტები, ჭლექი...
- შავი ჭირი, ცეროზი, ლეიკემია... - წავეშველე დაავადებების ჩამოთვლაში და ისეთი სახე მივიღე, ვითომ ინტერესით ვუსმენდი. თუ დარწმუნდებოდა რომ შემაგნებინა, დაკმაყოფილდებოდა და უფრო მალე მოკეტავდა.
- ...წეღან წავკამათდით, ბაზარი არაა, მაგრამ მე რო კარგი მინდა შენთვის მაგიტო გეუბნები. არცერთი ბიჭი არ შემოგხედავს სერიოზულად ვინც ამ თემაში გაგიცნობს. ყველა იფიქრებს რო ადვილად დასათრევი ნაშა ხარ. არადა, მართლა კაი გოგო ჩანხარ. გარეგნობით ხო ყველა ქალს დაიხევ და პახოდუ, გეტყობა რო თავში ჩალა არ გიყრია. ეს ეხლა ერთობი, დროს ხოშიანად ატარებ, იმიტო რო ჯერ არ ზიხარ წამალზე და გგონია რო სულ ესე იქნება. ჯერ შენი ლოყები ვარდისფრად რო ანათებს, თვალები რო გიციმციმებს, ტუჩები... აუ ჩემი, მაგარი ტუჩები გაქვს, რო გიყურებ, მგონია რო პირის მაგივრად მწიფე მარწყვებს ვხედავ...
- სიყვარულს უხსნი სანი? - შესცინ ლიკუნამ და თვითონაც დამაკვირდა. საცდელი ვირთხა მეგონა თავი. მანქანიდან გადასვლა და გაქცევა მომინდა.
- არა, ტო, ღმერთმა დამიფაროს. არ მევასება ნარკამანკა გოგოები, რადგან ვიცი ერთ-ორ წელში როგორც ბანძდებიან. ვიცი, ფიქრობ ნეტა როდის მოკეტავსო, მარა რო არ გითხრა, ჩემ თავთან არ ვიქნები მართალი. ისევ გინება ავიტანო შენგან მირჩევნია ვიდრე მერე ვინანო რო არ ვცადე გადამერჩინე. შენი სილამაზე, ეხლა ესე რო ა.ლევებს ყველას, მალე დაჭკნება. შიდცს და ჰეპატიტებს რომც გადაურჩე, ისედაც ჩაგალპობს წამალი. ვენები გადაგეწვება. აღარც ხელებზე გექნება ნემსის გასაკეთებელი ადგილი, აღარც ფეხებზე და მოგიწევს ფეხებ შუა იჩხერკედელაო. თაყვანისმცემლები რო შემოგეფანტებიან და ყელამდე ვალებში გაიჩითები, მერე ხელიდან ხელში გადახვალ. ეხლა წარმოუდგენელი რო გგონია, დრო მოვა და ერთი პრიხოდის გამო ნებისმიერს მისცემ. გესმის? ნებისმიერს. და რისთვის ტო, კიდევ გიმეორებ ძალიან ლამაზი გოგო ხარ, ყველაფერი გაქვს იმისთვის რო ცხოვრება აიწყო. ეჭვი არ მეპარება, რო მოინდომო დღესაც გათხოვდები, სიყვარულით თუ არა, ბობოლა ძიაზე მაინც. შეეშვი ამ მძღნერს, თორე აზრზე რო მოხვალ, უკვე გაბოზებული ნარკამანკა იქნები. ისე გაგაბანძებს ამ მზეთუნახავ გოგოს წამალი რო ზედ აღარავინ შემოგაფურთხებს. არ გეცოდება დედა, მამა, და, ძმა... მაგათზე მაინც იფიქრე ტო, რა დააშავა მამაშენმა ნარკომანი ქალიშვილი რო გაზარდა. თბილისი პატარაა, ერთხელაც გასაჩხერად რო წახვიდე და მამაშენის ძმაკაცები გაგეჩითონ, ხო მაგრად გაგიტყდება, დაფიქრდი. ამდენს იმიტო გებაზრები რო ვიცი, დებილი არა ხარ და ამ ყველაფერზე თვითონაც გაქვს ნაფიქრი, პროსტა ბიძგი გჭირდება რო შეეშვა. არა ერთი ძმაკაცი გამეპარა წამალში და არაერთი გაუბედურებული დედა დატოვა წამალმა, რომლებიც მხოლოდ იმიტო არ იკლავენ თავებს რო შვილის საფლავებს მიხედონ. გონს მოდი სანამ დროა და ამის გარეშე დატკბი ცხოვრებით. ერთი დაიმახსოვრე, ვინც წამალს გიძრობს, ის შენი მეგობარი კი არა, მტერია...
- მაიცა , მე მტერი ვარ? - იკითხა ლევანმა ღიმილით და მასაჟისტ ლიკუნას ხელს ჯერ აკოცა, შემდეგ კი ფრთხილად მოიშორა მხრიდან.
- შენ ძმაკაცს უსწორებ , წესით, მე კი არა, შენი ძაკაცი უნდა ეუბნებოდეს ამ სიტყვებს... - აჰა, გასაგებია. ესეიგი, ლევანმა სანდრო რომ გადაიყვანა მანქანიდან, უთხრა ძმაკაცის ახლობელიაო, გულში სიმწრით გადავიხარხარე. - დაიმახსოვრე, ბიჭი, რომელიც წამალს გიძრობს ერთადერთ რაღაცაზე ფიქრობს, როგორ გაგჟიმოს სხვა და სხვა პოზაში. ხოდა, მე ჩემი გითხარი და აწი შენ იცი შენი საქმის. - თავი დავუქნიე და ღმერთს მადლობა შევწირე, როგორც იქნა რომ ჩაიგდო ენა. ტყუილი არაფერი უთქვამს. არც ერთი წინადადება არ ყოფილა გადამეტებული ან სიმართლეს მოკლებული. ბევრჯერ მომისმენია, უფრო ბევრი მინახავს და წამიკითხავს, ყოველ დღე მიფიქრია. ასე რომ, შესისხლხორცებული ფიქრების სანდროსეული ვერსია მოვისმინე და მეტი არაფერი. ადამიანი, რომელიც „რექვიემზე ოცნებას“ რამდენიმე ათეულჯერ უყურებს და კიდევ მომხმარებელია, იქ უბრალოდ სიტყვები ზედმეტია, ასე რომ, სანდრომ ტყუილად მოიცვდინა ნისკარტი. ეს ლევანმა უკვე იცოდა, ამიტომაც სარკიდან გამომხედა და ჩაიცინა. შემდეგ თვალი ჩამიკრა და წაიღიღინა:
- ჩამოვკრავდი მარა...
- ნათლისღებაა? - დაასრულა სანდრომ. ამ ბიჭს მგონი უსექსობა აწუხებდა, ან ისევე უყვარდა ეს უკანასკნელი, როგორც მე კაიფი.
- არა, ქალიშვილია. - უპასუხა ლევანმა და სიმწრისგან კბილი-კბილს დავაჭირე. როგორ შეეძლო ასეთი ნაძირალა ყოფილიყო?! რატომ მექცეოდა ასე სასტიკად?! ჯერ იყო და მთელი საათი მაყურებინა როგორ ეფერებოდნენ თვითონ და ლიკუნა ერთმანეთს. თავის ძმაკაცს უფლებას აძლევდა ელაპარაკა ისე, როგორც მელაპარაკებოდა. და ბოლოს, ნაგლად მეფლირტავებოდა. არ მახსენდებოდა ჩემი კაიფის ისტორიაში მსგავსი შემთხვევა, ვიღაცას ასე მწარედ დავეცინე, გავესაზიზღრე. დავიფიცე რომ ეს დღე უკანასკნელი იყო. სულ „გალიაკი“ რომ მქონოდა მთელი წელი, ლევანს მაინც აღარასოდეს შევხვდებოდი.
- ქალიშვილი ვინაა? - დაინტერესდა ლიკუნა. მეგონა ეჭვიანობის სცენას გაუმართავდა მაგრამ სამწუხაროდ, შევცდი.
- ამასწინათ გოგო გავიცანი.
- როგორ გაიცანი? - ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ლიკუნას კითხვები აღარ მაღიზიანებდა.
- ტიროდა და ცრემლები მოვწმინდე. - ჩემზე ამბობდა. ღადაობდა უგულო . რის მიღწევას ცდილობდა? და საერთოდ რა მიზნით შემხვდა?!
- მერე? დაამშვიდე?
- აბა რაა, როგორც ნამდვილ მამაკაცს შეეფერება. - მისი სიცილი ნემსებივით ჩამესო ყურებში და ყელში ბურთი გამეჩხირა. არ ატირდე! ვუბრძანე თავს და ყურადღება ტელეფონზე გადავიტანე. დათუნასთვის უნდა მიმეწერა. თუ რამე ჰქონდა, თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი. მერე რაა თუ უკვე დიდ დიღომში ვიყავით.
- სად დაამშვიდე? - ეჭვიანობის ნოტი გაკრთა ლიკუნას ხმაში - საძინებელში?
- ო... რა ხართ ეს ქალები... - ჩაილაპარაკა ლევანმა.
- ასწორებს ქალიშვილთან სექსი! - განაცხადა სანდრომ. არადა, თავს დავდებდი რომ არასოდეს გამოეცადა. გულის რევას ვგრძნობდი. ამასთან ერთად ფიზიკურ ტკივილში გადამდიოდა ფსიქოლოგიური ლომკა.
- არა, რა საძინებელში, ფისო. ხომ გითხარი, ქალიშვილია-მეთქი. ლამაზი და დაუცველი. - სარკიდან გამარჯვებული იერით გამომხედა. არ ვიცი ამოიკითხა თუ არა ჩემს თვალებში ღრმა სიძულვილი.
- თვითონ გითხრა? - ჩაეძია ლიკუნა.
- ქალიშვილი როა? ჰო, თვითონ მითხრა.
- იქნებ არ დაევასე და თავიდან მოგიშორა? - მიახალა ღვარძლიანად და სიგარეტს მოუკიდა. ეჭვიანობდა საწყალი. რა იცოდა რომ ის გოგო მე ვიყავი და რომ ორივეს მაგრად დაგვცინოდა. დონ ჟუანის კარიკატურამ გულიანად გაიცინა და მანქანა გააჩერა.
- კაი, გავსინჯავ. მარა არა მგონია ჩემი მოშორება უნდოდეს.
- და რატომ ხარ მასეთი დარწმუნებული? - უფრო ჩაეძია ლიკუნა და ცოტა შემეცოდა კიდეც.
- მე ის მაქვს, რაც იმას ყველაფერზე მეტად უყვარს. - უპასუხა თავის თავში დარწმუნებულმა რეგვენმა და მანქანიდან გადავიდა. ლიკუნას კარები გაუღო და გადასვლაში დაეხმარა.
- რა გაქვს?
- დიდი, ლურჯი გული. - უპასუხა სიცილით და ჩაეხუტა. !
- ანუ გიყვარს? - გაებუტა ლიკუნა და ლევანის პასუხმა ტკივილისგან გულ-მუცელი შემიკუმშა.
- კაი რა ფისო, ღადაობ?
ვუყურებდი თუ როგორ მოხსნა ლიკუნამ ბანკომატიდან ფული, როგორ ჩაუთვალა ლევანს და დამშვიდობებისას ვნებიანად აკოცა. შემდეგ ხელი დაგვიქნია და მარკეტში გაუჩინარდა.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე ძრავა აამუშავა და საქმიანად გადაულაპარაკა სანდროს.
- დავითრიე.
- რამდენი?
- ორი.
- ორასი?
- ორი ათასი.
- მეკაიფები? რა უთხარი მასეთი, როგორ შეუსრულე?
- წუხელ დავაკმაყოფილე. - უპასუხა ბიჭმა, რომელმაც მთელი ექვსი დღით დამაბრუნა თინეიჯერობის ასაკში. რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს გავდა და საღამოობით სარკის წინ რომ ვივარცხნიდი თმას, ვარდისფერ ოცნებაში ვხედავდი თუ რა ნაზად ეხებოდა მისი თითები ჩემსას. ვარდისფერ სიზმრებში ყაყაჩოებით მოფენილ მინდორში მხვდებოდა და დიდხანს, ძალიან დიდხანს მატკბობდა მისი ჯადოსნური ღიმილის ცქერა. ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ მარგალიტებივით ჩამწკრივებული კბილების ხილვაზე ვოცნებობდა, ახლა კი ვუყურებდი განაცრისფერებულ ოცნებას და დიდი ფილოსოფია არ სჭირდებოდა იმის აღიარებას რომ ლევანი ჭირის დღესავით მეზიზღებოდა. წლების განმავლობაში ვუმეორებდი საკუთარ თავს რომ არ მქონდა უფლება სიყვარულის მორევში გადავვარდნილიყავი. მე სიცოცხლე მწყუროდა, სიყვარული კი ნარკოტიკზე უარესად მკლავდა. ჩემი გრძნობები ჯერ ნამდვილად არ იყო სიყვარულის ქარიშხალი, ასე რომ შემეძლო ფრთებ დაპუტული გამოვსულიყავი სტიქიური ომიდან და მალევე, სულ რამდენიმე დღეში დამეთვალიერებინა ფრთები, რომელზეც ახალი, უფრო გამძლე ბუმბული ამოდიოდა.
- ჯიგარი ხარ, ლიზ. - მითხრა ლევანმა და სარკიდან გადმომხედა. სამს ათი წუთი აკლდა. ხუთი რომ დააკლდებოდა, ჩემს საყვარელ კითხვას დავსვამდი.
- შენც. - ვუპასუხე უდარდელი ხმით. თუ რამე ცუდს გულისხმობდა, თანამექვაბეები გამოვდიოდით.
- რატო? - მკითხა ღიმილით. - ვერ ვიტან ასეთ უაზრო დიალოგებს, მაგრამ საკმარისი იყო. აღარავის მივცემდი უფლებას ნერვები მოეშალა ჩემთვის.
- რავი, მე რაღატო.
- ლიკუნა რომ არ ითრიე თმით. - ორივეს სიცილი აგვიტყდა. მე სიმწრით, იმას გულით.
- და რა პონტში უნდა მეთრია, რა დამიშავა.
- ეხლა არ მითხრა, სულ არ ვეჭვიანობდიო...
არ უთხრა რასაც ფიქრობ! რომ საერთოდ არ გიეჭვიანია უშნო ძროხაზე! რომ მაგრად გეკიდა მათი ხვევნა-კოცნა. ეს სიტყვები მხოლოდ იმაზე მიუთითებს რომ გამწარებული ხარ და ამას აღიარებ. სათნო ჩაღიმება... აი ასე, დიდებულია. და უმნიშვნელო უარყოფა. მორჩა, იდეალურად გაართვი თავი. მე ისევ მე ვარ. მშვიდი, მიუწვდომელი ლამაზმანი ყინულის გულით.
- ვაა... აი ამიტომ დამევასე გაცნობიდან პირველივე წუთებში. სხვა შენ ადგილზე ეჭვიანობის სცენას დადგამდა, „დამპალო ! როგორ გაბედე?!“ - ქალივით გაწვრილებული ხმით მოთქვამდა ლევანი და თან სიცილით იგუდებოდნენ.
- ყველა კაცი ერთნაირია!!! - განაგრძობდა სანდრო.
- როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი, მე ხომ გენდობოდი... მე ხომ საკუთარი გული განდე, საკუთარი სხეული...
- სხეული უკეთესია. ისე, მართლა რა მაგარი სანახაობა იქნებოდა თმებში რო წვდომოდნენ ერთმანეთს. - წამოაყრანტალა სიცილისგან ჩაოსებულმა სანდრომ.
- მაგარი. - დაეთანხმა ლევანი და შეუსრულებელ ტრაგი-კომედიას შესცინა.
- ეჰ, ლევან... ხომ იცი ეგ რაზეც მეტყველებს.
- რაზე? დავაი გამოუშვი, ამოთქვი. ვიცი რო დაგიგროვდა, ერთი სული გაქვს როდის მომახლი რო ერთი ჩვეულებრივი „გრუზინი“ ვარ და გეზიზღები.
არ შევმცდარვარ. მან ზუსტად იცოდა რასაც ვფიქრობდი და ელოდა როდის მოისმენდა რომ უფრო თავდაჯერებული გამხდარიყო. თავდაჯერებული იდიოტი. სიგარეტს მოვუკიდე, სახეზე მშვიდმა ღიმილმა გადამირბინა და წიგნი, რომელსაც ის კითხულობდა, სამუდამოდ დავხურე.
- კაცი, რომელიც სიამოვნებისგან ათავებს, როდესაც ქალები მის გამო ჩხუბობენ, ერთი საწყალი, კომპლექსიანი, საკუთარ თავში დაურწმუნებელი, ბავშვობაში ჩარჩენილი კაცუნაა, რომელიც იმას ვერ იღებს საპირისპირო სქესისგან რაც ნამდვილად უნდა, სჭირდება და ამ სანახაობით საკუთარ დავრდომილ ეგოს ახარებს. თუმცა, შენ ხომ ასეთი არ ხარ, ლევან. შენ ხომ უბრალოდ იხუმრე, არა? - ასით ორმოცდაათი იყო ჩემ სასარგებლოდ და ამაში მეორე წამსვე დავრწმუნდი.
- კანტროლკა გამიკეთე, ფისო?
- ო, არა. არც მიფიქრია. მე უბრალოდ, ჩემი აზრი გამოვთქვი. - ნაძალადევად ჩაიცინა და ამ ღიმილმა ჩემი შელახული თავმოყვარეობაც მოასულიერა.
- ხო იცი რო ჩემი ხარ. - მინდოდა ორი სიტყვა მეთქვა და დაძრული მანქანიდან გადავმხტარიყავი. მხოლოდ ორი სიტყვა „წადი შენი“, მაგრამ სამს ხუთი წუთი აკლდა და საყვარელი კითხვის დასმის დრო იყო. შეგინებას და გაქცევას მერეც მოვასწრებდი. - სანდრიკ, ძმაო, მეორედ გაიცანი ლიზა, ჩემი გოგო.
- ბაზარი არაა. - ჩაილაპარაკა ბედს შეგუებული კაცივით და კიდევ უნდოდა რაღაცის დამატება მაგრამ არ დავაცადე, საყვარელი კითხვა დავსვი:
- ლევან, როდის უნდა გავიჩხიროთ? - მისი ღიმილი... ნუ უყურებ! ამ მომაჯადოებელი ღიმილის ქვეშ მონსტრი იმალება, რომელიც გაგანადგურებს. შევუძახე თავს, მაგრამ იმ წყეულ ჟრუანტელს ვერაფერი მოვუხერხე.
- შენ კიდე ჩხერაობაზე ბაზრობ, რძალო?! - წეღან ფეხებზე მიყურებდა და ჩემი ტუჩები მარწყვებად ელანდებოდა, ახლა კი რძალი გავხდი. - ტყუილად მაბაზრე იმდენი, ტო?
- მისმინე სანდრო, ერთი წუთი მომისმინე და ნუღარ მივუბრუნდებით ამ თემას. გისმენდი იმიტომ რომ მოსმენის კულტურა გამაჩნია. ეს, სხვათაშორის, მშობლებმა მასწავლეს. სწორედ იმ მშობლებმა, რომლებსაც შენი აზრით, ჩემი არსებობის უნდა რცხვენოდეთ. მე ვარ 24 წლის გოგო, რომელიც სწავლობს და პარალელურად მუშაობს. უყვარს თავისი ოჯახი, მეგობრები...
- ბაზარი არაა, მარა...
- თავისი ხალხი და ქვეყანა... - ხმას ავუწიე რომ მისი ხმა გადამეფარა. - მე ვარ ქართველი გოგო, რომელიც დედაენაზე გაიზარდა. რომელიც ხან სიამოვნებით, ხანაც იძულებით კითხულობდა და იზეპირებდა „ვეფხისტყაოსნის“ კუპლეტებს...
- იძულებით რატო?
- შეგიძლია დამამთავრებინო, ეს დედანაქაჩი?! მე ხომ გისმენდი?! - სიმშვიდეს კბილებით ვინარჩუნებდი. შინაგანად ვძაგძაგებდი ისე მინდოდა მის ყელზე ღრმა ჭრილობა დამელანდა.
- მოუსმინე . - უთხრა ღიმილით ლევანმა. სეირს უყურებდა ბიჭი. პოპკორნი და კოკა-კოლაღა აკლდა სრული სიამოვნებისთვის.
- მე ვარ ქართული ტრადიციული ოჯახიდან, სადაც ზრდილობა და წესიერება პირველ ადგილზე დგას. სადაც ბავშვობიდან, სკოლის გარეშეც ასწავლიან ვაჟას „სტუმარ-მასპინძელს“ და უხსნიან რას ნიშნავს პატიოსნება, ასევე, მოყვასის სიყვარული. სადაც შვილებს ძილის წინ უკითხავენ ნაცარქექიას და ხუთკუნჭულას. სადაც დუმბაძის ლექსებს აზეპირებინებენ რომ თოვლის პაპას მოუყვეს ნაძვის ხესთან აყუდებულმა საჩუქრის სანაცვლოდ. მე ვარ ქართველი გოგო, რომელიც საზაფხულო არდადეგებს ყაზბეგში ატარებდა და ჩანჩქერზე ბიჭებთან ფლირტაობის გარდა, იმაზეც ფიქრობდა რომ ხევისბერის სამშობლოში იყო. სწორედ იმ ხევისბერის, რომელიც შვილს არიგებდა, არ დავიწყებოდა ვისი გორისა იყო. მე ვარ ქართველი გოგო, რომელსაც ეამაყება რომ ფალიაშვილი მისი ეროვნებისაა და „აბესალომ და ეთერს“ იმაზე ხშირად უსმენს, ვიდრე „კარმენს“ ან „ტრავიატას“. რომელიც გალაქტიონის ლექსებს კითხულობს და ჟრუანტელი უვლის. რომელიც ბევრს იცინის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონზე“. რომელიც ცრემლებს ვერ იკავებს „ლამბალო და ყაშაზე“ და „კაცია-ადამიანზე“ ძალიან ბევრს ფიქრობს. რომელსაც ისევე უყვარს „სიყვარული ყველას უნდა“ და „უძინართა მზე“, როგორც „დოგვილი“ და „რექვიემი ოცნებაზე“. ამასთანავე, მე ვარ ქართველი გოგო, რომლის ერთადერთი დანაშაული ისაა რომ კაიფი ისევე უყვარს, როგორც ის გრძელი ჩამონათვალი, რაც წეღან ვახსენე. გოგო, რომელსაც უთვალავჯერ აქვს წაკითხული ის ეპიზოდი, როდესაც ფარსმან სპარსი თავისი ცხოვრების გახსენებას იწყებს. რომელსაც ორჯერ აქვს წაკითხული „ოსტატი და მარგარიტა“. ერთხელ ინტერესის გამო, მეორედ კი მხოლოდ იმიტომ რომ უთხრეს, ბულგაკოვი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ წერდაო ამ შედევრს. ასევე, „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“, „განძთა კუნძული“. ჰემინგუეი, ოსკარ უაილდი, სტივენ კინგი... ნუღარ ჩამომათვლევინებ მათ შემოქმედებას, მთელი დღე არ გვეყოფა და ნუ დამაწყებინებ იმ მსახიობებზე თუ მომღერლებზე საუბარს, რომლებმაც სამყარო გაალამაზეს და გაამდიდრეს. ჯენის ჯოპლინი, ჯიმი ჰენდრიქსი, უიტნი ჰიუსტონი, ემი ვაინჰაუზი, რობინ უილიამსი, ჩვენი „მეფე“ და ლიკა ქავჟარაძეც გვეყოფა. და ბოლოს, მე ვარ გოგო, რომელსაც შეყვარებული ბიომ წაართვა. ასე რომ, ამის შემდეგ, ვფიქრობ, ზედმეტია ყოველი სიტყვა, რომელიც ჩემს „გამოსწორებას“ შეეხება. და ძალიან გთხოვ, აღარაფერი მითხრა. ეს თემა ჩავკალი. ლევან, გთხოვ, ნუ მტანჯავ და მიპასუხე, გამიკეთებ?!
მხოლოდ თემა კი არ მოვკალი, სანდროც მკვდარივით მისმენდა. დარწმუნებული ვარ, ნახევარზე მეტი ვერ გაიგო, ვერ ჩაწვდა, მაგრამ ხომ მოკეტა მაინც და მისგან სხვა არც არა მინდოდა რა.
- ბოოზიშვილი ვიყო, ეს ვინა ყოფილა...
- ფისო, ხო იცი რო უეჭველი გაგიკეთებ და ამ რეჩის მერე, კიდევ უფრო დიდი სიამოვნებით გაგიკეთებდი სხვა რამეს... - უზრდელი! თავხედი! მეც სიამოვნებით გავუკეთებდი კასტეტიან მუშტს ცხვირ-პირში და ძირს ჩამოცვენილ მარგალიტის კბილებს მძივად ჩამოვიკიდებდი ყელზე გამარჯვების ნიშნად.
- სხვა რამეში ნარკოტიკის სხვა სახეობას გუსლიხმობ? - ყალბი აღტაცება გამოვისახე. დედამიწის ზურგზე ყველა ნარკოტიკს ვფიცავ, სამ ასოიანი სიტყვა რომ ეხსენებინა „გასაკეთებლად“, გაფრენილი მანქანიდან გადავდიოდი. გამიმართლა, მხოლოდ იოგების ჩაგლეჯვამდე იხარხარეს. ჩაგისკდეთ სახმო სიმები და სისხლმა ჩაგახრჩოთ-მეთქი, გულში კი მივაწყევლე გემოზე.
- არა, ჩემო ერთადერთო სხვა რამეში ნარკოტიკი არ მიგულისხმია, მარა იმას როგორ გაკადრებ, შენ ხომ ქართული ტრადიციული ოჯახიდან ხარ და კალიცოს გარეშე რა პონტში მომცემ....
- ანუ, არ მიკეთებ... - ჩემი ნებისყოფა ისეთივე გავარვარებული იყო, როგორც გახურებულ ღუმელში დარჩენილი რკინის საჩხრეკი.
- რას? - მისმა ჩაცინებამ გავარვარებული რკინა გახეთქა და ფანჯარაში გავიხედე. პლეხანოვზე ვიყავით. აქედან ტაქსით წავიდოდი სახლში. - ლიზ, მისმინე, ორასიდან დაიწყე უკუთვლა. შენ ეხლა ისეთი გამწარებული ხარ, ასი არ გეყოფა. - მძულდა ჩემი თავი იმისთვის რომ მან ეს იცოდა. პირველ დღეს, მაშინ, როდესაც ის ის იყო და სხვებს არ გავდა, ვუთხარი თუ როგორ მშველოდა უკუთვლა აწეწილი ნერვების დასალაგებლად.
- ანუ არ უნდა გავიჩხიროთ, ხოდა მიმიყვანე სახლში. - რა იყო ამ წინადადებაში სასაცილო, ერთი რომ მოიკუზა, მეორემ კი საჭეს მიადო თავი?!
- რომელ სახლში, ფისო, ჩემთან თუ შენთან?
- ჩემთან. ან თუ გინდა, აქვე ჩამომსვი.
- ჯერ ერთი, „აქ ჩამომსვის“ დედას შევე.ი, მასე მიცნობ ქუჩაში დაგტოვო. ჩემი გოგო მაინც არ იყო. ვიღაცამ მანქანა რო გაგიჩეროს და თემები, ხო ყველას დავუხვრიტე მუხლები...
ოოო ღმერთო რატომ?! რატომ?! მან ხომ კარგად იცოდა რომ ეს წინადადება ყველაზე მეტად მძულდა ქართველი ბიჭების ლექსიკონიდან. იცოდა და სამაგიეროს მიხდიდა წეღანდელის გამო.
- ო, არა! გთხოვ ძვირფასო, მიმიყვანე სახლის კარამდე რათა შენი ერთგული დავრჩე. ვინიცობაა ქუჩაში მანიაკი გადმომიხტეს და ნამუსი ამხადოს, როგორღა შემოგხედო თვალებში.
- აუუ, არქაულად ბაზარიც სცოდნია. - დაასკვნა ჩლუნგმა სანდრომ.
- ეს ყველაფერი კაი, მარა არ გავიჩხიროთ?
- რა უნდა გაუჩხირო, რაც არა გვაქვს...
- კაი, , - შეაწყვეტინა მხიარულობით დაღლილმა ლევანმა და სიმართლე თქვა - შეეშვი თორე იმდენს გვაგინებს გულში, მთელი მსოფლიო ჩვენი და-ძმებით გაივსო. გაგვამრავლა იმენა, სუ ჩვენ ვართ. - მართალია, გასავათებული ვიყავი, მაგრამ მაინც გამეცინა. – ხუთ წუთში მიიღებ საყვარელ ფხვნილს. ოღონდ, ერთი პირობით... - ალბათ სახე შემეცვალა, რადგან მას ცივად ჩაეღიმა და მითხრა - არა, ფისო. შენ რო გხვდებიან ისეთი .ლე არა ვარ „გაცვლა“ მოგთხოვო და სამუდამოდ დამემშვიდობო გაწბილებული. ვიხუმრეთ და გავიცინეთ. ეხლა ორასიდან ჩამოჰყევი, ხმამაღლა დათვალე რო ნერვები დაგიმშვიდდეს და ერთს რო იტყვი, ეგრევე ინსულინის ნემს გადმოგაწვდი.
- დამცინი?
- არა, შენ თავს გეფიცები. რაც მალე დაიწყებ ჩამოთვლას, მით მალე მიხვალ ნულთან და გამზადებულ ინსულინსაც გადმოგაწვდი.
ხო, ვიცი რომ შემეძლო ცრემლები ჩამომეყარა, ან ხვეწნა-მუდარა დამეწყო და ისე მომეპოვებინა ჩემთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სითხე, რომლის გამოც ამდენი რამ ავიტანე, მაგრამ წინააღმდეგობის გაწევის თავი აღარ მქონდა. ვიცი, რასაც მეტყვი, მასეთი კაიფი, რომელიც თავმოყვარეობას გისამარებდა რა ჯანდაბად გინდოდაო. შემიძლია თავი ვიმართლო, ძალიან ცუდად ვიყავი და ფხვნილი მჭირდებოდა იმისთვის რომ გავცოცხლებულიყავი-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ ნაწილობრივ იქნება სიმართლე. სანამ ვითვლიდი და მის ცინიკურ ღიმილს თვალს ვარიდებდი, თავს ვირწმუნებდი რომ სულ ოდნავ მელახებოდა თავმოყვარეობა კაიფის გამო. მე ხომ არ ვქურდავდი, არ ვმრუშობდი და არც ვკლავდი რომ ის მიმეღო რაც მინდოდა. უბრალოდ ერთი არანორმალურის არანორმალურ ახირებას ვასრულებდი და ორასიდან ნულთან მივიწევდი. სანამ ხმამაღლა ვითვლიდი, ის აზრი მიმწიფდებოდა რომ ლევანი ლუციფერი იყო დედამიწაზე, ჩემს გასამწარებლად და სატანჯველად მოვლენილი. ორმოცდაათს რომ მივაღწიე და დაბუჟებული ტუჩები მოვილოკე, თავი ვინუგეშე რომ არაფერი იყო იმაზე ტკბილი, როგორც საკუთარი ოფლითა და ძალისხმევით მოპოვებული ნადავლი. და მე ის მოვიპოვე.
. . .
დილა მშვიდობისა, დღიურო, ჩემო ერთგულო მსმენელო. დარწმუნებული ვარ, ერთი სული გაქვს როდის ჩავამთავრებ შენი ქათქათა ფურცლების კაწვრას. ცოტაც გამიძელი, ჩემთან ერთად იბრძოლე წარსულის დასაბრუნებლად და უფრო მალე დასრულდება შენი ტანჯვაც. მერე დაგხურავ, თაროზე შემოგდებ და უფლებას მოგცემ მშვიდად განისვენო. იქნებ, ერთ მშვენიერ დღესაც მოხუცებული მოგადგე და წაგიკითხო კიდეც. ერთად ვიცინოთ, ერთად ვიტიროთ ამ უჩვეულო დღეებზე. ახლა კი, საქმის დროა.
დილის 7 საათზე გამეღვიძა. ვიცი, ლაპარაკი რომ შეგეძლოს, შემეკამათებოდი, „აკი საათები არაა სახლში, საიდან იცი რომელზე გაახილე თვალიო“. კედელზე არ კიდია საათი, მაგრამ კომპიუტერში ხომ მაინც არის? თუმცა, ჯერ კომპიუტერს ვერ მივახტები, სანამ მიხო არ წავა სახლიდან. ბუთას ყეფვამ გამაღვიძა. ის კი 7 საათზე იწყებს ხოლმე სოფლის დაწიოკებას. ბუთას ხმაზე ნუდარ დუმბაძის „ძაღლი“ გამახსენდა და დაუძლეველი სურვილი მომაწვა მისი მოთხრობების წაკითხვის. სამწუხაროდ, წიგნების კითხვის ფუფუნების დრო არ მაქვს. სანამ ყავას ვხარშავდი, დღის გეგმა შევადგინე. ვიპოვო ბექა, ვიპოვო სოფო. ამ უკანასკნელთან დაკავშირება ადვილი იქნება, თუ ის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, (თუ არის?) მაშინ დედას ეცოდინება მისი ნომერი, ან იმას მაინც მეტყვის, ინტერნეტში როგორ ვნახო.
ლიზა, ლევანი... ეს სახეები ისე ჩამებეჭდა გონებაში გეგონება, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ. რა თქმა უნდა, ასე არაა. არასოდეს შევხვედრილვარ ამ წყვილს, მაგრამ უკვე მესამე ღამეა, რაც მათ ცხოვრებას ვადევნებ თვალს. სიზმრები ისეთივე ჩვეულებრივი გახდა, როგორც ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. თვალებს ვხუჭავ, დროის მანქანაში ვჯდები, გასაღებს ვატრიალებ და სხვების პირად სივრცეში ვიჭრები. ვხედავ როგორ უყურებენ ერთმანეთს, რას ეუბნებიან, რას აკეთებენ. მე ყველაფერს ვხედავ, ყველაფერი მესმის, ისინი კი ვერ მამჩნევენ. მე მათთვის უჩინარი ვარ, ჩემთვის კი ხილულნი არიან. ეს ამბავი ჩემ საყვარელ ჟანრს გავს. ფენტეზი, ზღაპარი... რაც გინდა ის უწოდე. თითქოს ბე ჰეპატიტმა მეექვსე გრძნობით დამაჯილდოვა... მედიუმი გამხადა და სულებთან საუბრის ნიჭი მიბოძა. იქნებ „ფევარინის“ ბრალია? მაგრამ ძილის წინ აღარ დამილევია და ლიზა მაინც გამოჩნდა. გამოდის რომ ან ამ ვირუსმა გააღვიძა ჩემში ეს არანორმალური ნიჭი, ან ავარიის შემდეგ... „ავარიას ვერ ვხედავ...“ აღარ ვიცი უკვე ვისი ან რისი უნდა მჯეროდეს. რას წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ისე გამოვთაყვანდებოდი, მკითხავის სიტყვებს დავიჯერებდი, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ზოიას რომ არ ეთქვა ღვიძლის შესახებ, ვინ იცის როდის გავიგებდი. კარგი, ჯანდაბას, შევევშვათ ავარიას. ვთქვათ, ბედმა დამაავადა და ამ სენთან ერთად ახალი შესაძლებლობაც დამაბერტყა, ეს მედალის კეთილი მხარე, ბოროტ ნაწილს რაღა ვუყო ყურებში რომ ჩამჩურჩულებს გაგიჟდიო? კამი და ნათია რაღამ გააგიჟა სიზმრებს ჩემთან ერთად რომ განიხილავენ? კიდევ კარგი ნინოც იცნობს გოგოებს, იმაში მაინც არ მეპარება ეჭვი რომ ჩემი ახალი მეგობრები ნამდვილად არსებობენ და გამოგონილი მეგობრები არ არიან. მართალია, ქვებს არავის ვესვრი და არც არავის მოკვლის სურვილი მიჩნდება (გუშინდელი არ ითვლება, ექიმის მიბეგვა რომ მინდოდა) მაგრამ სიგიჟე განა მხოლოდ ქვების სროლაში გამოიხატება? ერთი კითხვა მტანჯავს, ნეტავ, როგორ ხვდება შეშლილი რომ შეიშალა? არ მინდა ამაზე ფიქრი, მაგრამ ხომ იცი როგორცაა, აკვიატებული აზრების მოშორება შეუძლებელია, როგორც დავიწყებულ სიტყვას ვერ გაიხსენებ საჭირო დროს. გიჟი ვერ ხვდება რომ გაგიჟდა და ამიტომაცაა გიჟი. ის სხვა სამყაროში გადაბარგდა და იქ ბედნიერია. ვერ ხვდება რომ რეალობა დაეკარგა და სადაცაა იქ კარგად გრძნობს თავს. ის იქ არის, სადაც უნდა რომ იყოს. ეს დასკვნაც ფილმებიდან გამომაქვს. პირადად არასოდეს შევხვედრილვარ. მხოლოდ ის მამშვიდებს რომ მე ეჭვები მაინც მაქვს... რაღაც ძალა მკარნახობს ეს გვერდი გადავკეცო რომ დღიურის გადაშლის დროს ყოველთვის გამექცეს თვალი ამ ფურცლისკენ და წავიკითხო. იმის გაგება რომ ოდესღაც ვიგრძენი სიგიჟის სიმპტომები დამეხმარება ადეკვატური ვიყო და რეალობა არ დავკარგო. ჰეპატიტები დავგუგლე. არაფერი ეწერა სიზმრებზე, არც მენტალურ პრობლემებზე. ეს ვირუსი ღვიძლს და სისხლს აბინძურებს, არა დიადი ტვინის ნაოჭებს. ვაღიარებ, შეიძლება ავადმყოფი ვიყო, მაგრამ ვინმეზე თავდასხმის სურვილი მიჩნდება-მეთქი ვერ ვიტყვი. კარგი, ექიმი არ ითვლება. რამდენჯერ შემოვმჯდარვარ ფანჯრის რაფაზე, ჯერ ერთხელაც არ მიცდია გაფრენა და ეს ხომ იმას ნიშნავს რომ ნორმალური ვარ? შეიძლება სასაცილოა, მაგრამ მე გარდაცვლილს ვესაუბრები და ეს სულაც არაა ნორმალური. ამიტომაც ვეძიები თავს კიდევ რამე უცნაურობა ხომ არ მჭირს... გარდა იმისა რომ მეოთხე ღამეა სულთან მაქვს კონტაქტი და იმის მაგივრად შიშს ვგრძნობდე, თავს ვიჭერ რომ მეამაყება... ამაში კამისაც კი ვერ გამოვუტყდები. ყოველთვის ვოცნებობდი ისეთ სამყაროებზე, რომლებიც „ჰარი პოტერმა“, „ჰობიტმა“, „ფერფლის ქალაქმა“, „ჰილ ჰაუსის მოჩვენებამ“ და „კაცი-ამფიბიამ“ გვაჩუქა. ვოცნებობდი „უჩინარი კაცის“ ნიჭი მქონოდა. თუ სწორად მახსოვს, ეს უკანასკნელი თავისივე შექმნილი წამლით იღებს ამ დიდებულ თვისებას, ჰარი მანტიას ისხამს, ჰობიტი ბეჭედს იკეთებს... ვიცი რომ გავიზარდე, მაგრამ ოცნება სიკვდილამდეო, ნათქვამია. ხო, კარგი, ეგ სწავლაზეა, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს. ფილმებზე გადავიდეთ, „გოტიკა“ და მეორეს „ნიჭი“ ჰქვია თუ „საჩუქარი“ აღარ მახსოვს, გვინეტ პელტროუ თამაშობს მკითხავის როლს. ორივე მთავარ გმირს მოკლულის სული უკავშირდება დახმარების სათხოვნელად. საწყალ გმირებს აშინებენ, ოფლს ადენენ, ძილს ართმევენ. განსაკუთრებით ჰოლი ბერის პერსონაჟს უწევს საზარელი ამბების გადატანა, მაგრამ ფილმის დასასრულს ვიგებთ რომ გატანჯულ მკვდარს სამართლიანობის აღდგენა სურს და ძალისხმევას არ იშურებს მკვლელს ნიღაბი ჩამოხსნას. ეს ფაქტი კალამს ამძიმებს და წერის ხალისს მართმევს. ნუთუ იმის თქმა მინდა რომ ლიზა მოკლეს? რაც ეს წარსულმჭვრეტელური სიზმრები დამეწყო, დავრწმუნდი რომ ლიზა გადამეტებული დოზით მოკვდა, რაც სრულებით არაა შორს მის პიროვნებასთან, მაგრამ ეს წუთია ეჭვი შემეპარა... რატომ მიყვება თავის ისტორიას თუ მკვლელი არ არსებობს? მან გითხრა რომ არავის ადანაშაულებს... კარგი, დავუშვათ მეგობრებთან, ლევანთან ან კამის ბიძასთან ერთად მიიღო ის საწამლავი, რამაც გული გაუხეთქა... ისიც კი არ იცი, დანამდვილებით რისგან მოკვდა. ისე ამბობ ,შენც ექსპერტ-კრიმინალისტი არა მყავდე გაკვეთის შედეგებით ხელმღხვანელობდე. ინსულინის ნემსი მაინც და მაინც ნარკოტიკის მოხმარებას არ ნიშნავს. შეიძლება მკვლელმა განგებ დააჭერინა... მიწაზე დაეშვი მეგობარო, შენ ანა ხარ და არა მის მარპლი. ის კი ლიზაა... იყო, ლიზა იმ სახლში მარტო არ მივიდოდა. ის იქ მეგობრებთან ერთად მივიდა და გადამეტებული დოზით მოკვდა. გასაგებია რომ ნარკოტიკების მოხმარება დანაშაულია, მაგრამ ჯანდაბას პოლიცია! ციხის დედაც როდესაც მეგობრის სიცოცხლეს ეხება საქმე, როგორ შეეძლოთ ცხედრის მიტოვება?! ჰმ, ყოჩაღ ანი! ბრავო! სხვების გაკრიტიკებას ჩინებულად ართმევ თავს, როგორც შენი სათაყვანებელი მემამულენი და საკუთარ შეცდომებს საჯდომს აფარებ თვალში რომ არ გაგეჩხიროს. შენ რა გააკეთე იმისთვის რომ გოგონას ცხედარი ოჯახს დაეტირებინა? რა და კამალიას დათანხმდი თითის ანაბეჭდები გაექრო. ის ანაბეჭდები, რომელიც სავსებით შესაძლებელია, მკვლელის ყოფილიყო. მკვლელი ის კი არ არის ვისგანაც ნარკოტიკი იყიდა, ნარკომოვაჭრეები სიკვდილით რომ უნდა დაისაჯონ, ამას თქმაც არ უნდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა რამეა უფრო მნიშვნელოვანი. კერძოდ ის რომ ნარკომანმა მეგობრებმა (შეიძლება ეს კამის ბიძაც იყოს...) დანაშაულის გამჟღავნების შიშის გამო მიატოვეს. არც ეს მესმის, ჯანდაბას წაუღია კანონები როდესაც მეგობრის კეთილდღეობა ამაზეა დამოკიდებული, მეც ხომ კანონს ვარღვევ მხოლოდ იმიტომ რომ კამის ნათესავი... მაგრამ ის ხომ მაინც შეეძლოთ რომ ანონიმური ზარით ესარგებლათ? კარგი ერთი ტვინიკოსო, ეგ ხომ შენც შეგეძლო?! ამ ლოგიკით მეც თანამონაწილე გამოვდივარ... რა ვქნა? რა გავაკეთო? რატომ არის ცხოვრება ასეთი რთული?
. . .
ძალიან აღელვებული ვარ. არც კი ვიცი, საიდან დავიწყო წერა. ყველაფერი ერთმანეთში ამერია. ლამისაა თავი გამისკდეს. მინდა ყველაფერი დაწვრილებით ჩავიწერო და კამალიასთან გავიქცე. ტირილი მინდა! მაგრამ ტირილს ძილის წინაც მოვასწრებ. მაშ ასე, დილით მამამ გამომიარა და ექიმთან ვიზიტით გამაბედნიერა. (ტელეფონით რომ გამოვლანძღე იმასთან ვიყავით) ექიმმა კიდევ ერთხელ გვირჩია ანალიზების ჩაბარება, აბა ისე როგორ? ფული ხომ უნდა იშოვოს? შევდივარ მოცუცქნულ ოთახში და ხბოს თვალებიანი გოგონა ნემსს ამზადებს, სისხლი უნდა ამიღოს. არ ვიცი რა დამემართა, არასოდეს ვყოფილვარ მშიშარა. ნემსის დანახვაზე კანკალმა ამიტანა... თავს ვერ მოვერიე, ოფლმა დამასხა, ეს ისეთი შესამჩნევი იყო რომ ხბოსთვალებიანი კეთილი გოგონა 20 წუთი მამშვიდებდა და ჩემთან ერთად ეძებდა გამოსავალს, როგორ დამეძლია ნემსის შიში. არ ვიცი, ის სიზმარი გამახსენდა ავარია რომ ვნახე, ექიმმა ვენა რომ გადამიხეთქა თუ ლიზამ იქონია გავლენა, მაგრამ ფაქტია რომ თავი შევირცხვინე. 25 წლის ვირი 3 წლის ბავშვივით მოვიქეცი. კამისთვისაც კი არ მითქვამს რომ ავტირდი. არასოდეს დამავიწყდება ის სირცხვილი და იმ კეთილი გოგონას შეწუხებული სახე... ამას ფსიქოლოგსაც ვერ მოვუყვები. ვიცი რომ ასეთი დრამატული ამბები ძალიან უყვარს და მაგხელა სიამოვნებას ვერ მივანიჭებ.
ბარბარე ჩემი მამიდაშვილია, რომელთან ერთადაც გავიზარდე. ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსია და ბავშვობაში ერთმანეთი გვძულდა. აუტანელი, საზარელი ბავშვი იყო. ის ჩემზე ამბობს უსასტიკესი ჯალათი იყოო, მიდი და გაიგე, მაგრამ თინეიჯერობის ასაკში დავმეგობრდით და მას შემდეგ ერთ-ერთ საუკეთესო მეგობრად ვთვლი. უნდა ავღნიშნო ისიც რომ წიგნების სიყვარულმა დაგვაახლოვა. რამდენჯერ ვყოფილვვართ ფიჭვის ხეების ძირში წამოწოლილნი და კითხვაში დაგვღამებია... ეს ყველაზე ლამაზი მოგონებაა, რაც მასთან მაკავშირებს. ვკამათობდით პერსონაჟებზე, ერთმანეთს ვურჩევდით რა წაგვეკითხა, ვუწერდით ლექსებს, ნოველებს და ხმამაღლა ვუკითხავდით დამშრალ ტბასთან... მოკლედ, ბარბარემ გაძეძგილი ჩანთა გადმომცა, სადაც ჩემი წიგნები ჩაელაგებინა. აბა გამოიცანი მწერალი, რომელმაც თვალები ბუდეებიდან გადმომაყრევინა. ხულიო კორტასარი!
- ბაბი, ამ მწერალს ვიცნობ? - ვცადე უდარდელი ხმა მქონოდა, რაც ძალიან რთული იყო. მოხარშულს კი არა, ჩაშუშულს მიცნობს და როგორ გინდა რამე გამოაპარო.
- პირზე კოცნით არა მგონია და ისე წაკითხული გაქვს.
- ხოდა, რა მაქვს წაკითხული? - ჯერ მიყურა გაყინული თვალებით, როგორც იცის ხოლმე თუ კითხვა სულელურად მოეჩვენა, შემდეგ კი მშვიდად მომიგო.
- ლენინის პარტიული სიტყვა კომკავშირის...
- ო... სერიოზულად გეკითხები!
- იდიოტი ხომ არ ხარ? - აფეთქდა. მშვიდი გამომეტყველების შემდეგ რომ იცოდა ხოლმე ისე - ჯერ თავ-პირი გადამაჭამე სანამ არ წამაკითხე, ოო, ბაბი, ეს კაცი მკვლელია! შენი მკვლელი მწერლის გამო კინაღამ გამოცდაზე ჩავფლავდი. ღამენათევი გამოვცხადდი ჯავახიშვილში, ერთ ფეხზე ბოტასი მეცვა, მეორეზე კეტი...
- არ მახსოვს და იმიტომ გეკითხები, რა გითხარი, რომელი ნაწარმოები მომეწონა ყველაზე მეტად?
- უიმე, ეგ სულ დამავიწყდა. - უხერხულად შეიშმუშნა და ისევ გაშეშდა - მართლა არაფერი გახსოვს ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ?
- არა, და იქნებ დამეხმარო... ძალიან ბევრი კითხვა მაქვს და პასუხები მჭირდება...
- ღმერთო ჩემო... - ამოიხვნეშა დაღლილი ადამიანივით და შავი თვალები მომანათა - დალაგებული არასოდეს ყოფილხარ, ბავშვობიდანვე ვერ იყავი შენ მატორზე, მაგრამ ასეთი უკუღმართი ბედის პატრონიც არა ჩანდი. მისმინე, არ გინდა წიგნი დაწერო? ამნეზიაცაა და ამნეზიაც. შენი მეორედ დაბადებით რომ გაგვაბედნიერე, იმ წუთიდან დავტრიალებ ამ თემას. საჯარო ბიბლიოთეკა გინდა თუ ინტერნეტი, ყველაფერი დავლაშქრე. ასეთი ვერფაერი ვიპოვე. ყველაფერში უკუღმართი შენ როგორ ხარ, შვილო? „50 პაემანი“ გახსოვს?
- კი. ეგ ადრე მაქვს ნანახი და მადლობა ღმერთს, მასე არ ვარ.
- როგორ ფიქრობ, რაღა მაინც და მაინც 5 წელი გაქრა მეხსიერებიდან?
- ბაბი, იმას მეკითხები რაზეც გამუდმებით ვფიქრობ და წარმოდგენა არ მაქვს. კორტასარს დავუბრუნდეთ, „მდევარი“ მომეწონა ხო ყველაზე მეტად?
- „მდევარი“? - გაოცება ვერ დამალა და დაფიქრდა, შემდეგ თავი გააქნია უარყოფის ნიშნად და მიპასუხა - ორ მოთხრობაზე გაგიჟდი და სხვათაშორის, მეც ძალიან მომეწონა. სახელებს ხომ იცი, ვერ ვიმახსოვრებ. ერთს მგონი წერილები ერქვა... მოხუც დედას შვილის სიკვდილს უმალავენ და რომ არ დაეჭვდეს, გარდაცვლილი ვაჟის სახელით წერენ წერილებს...
- ოჯახის წევრები სათითაოდ კვდებიან და ავადმყოფმა დედამ რომ არ ინერვიულოს არ ეუბნებიან... - წამოვიძახე ბედნიერმა. გული სიხარულისგან ხტუნაობდა.
- გაგახსენდა! - სახე გაებადრა ბაბისაც და ჩამეხუტა.
- „მდევარი“ მომიყევი აბა...
- რას გადაეკიდე მაგ „მდევარს“, იდიოტობა იყო, ნახევარიც კი არ წამიკითხავს.
- ღადაობ? კორტასარის ყველაზე გახმაურებული ნაწარმოებია...
- „ნიჭიერის“ ის ეპიზოდიც ძალიან გახმაურებული იყო ერთმა ბიჭმა ცოცრით რომ დაუკრა პიანინო და რა ვქნა, აღტაცებისგან ავკივლდე?
- რა უჟმური ხარ. - იმედგაცრუებულმა შევათამაშე წიგნი ხელში და ჩანთაში ჩავაბრუნე.
- ნორმალურად მელაპარაკე, თუ არ გინდა ხუთი ათად გიქციო. რთული იქნება დავიწყებული ათი წლის გახსენება, არ მეთანხმები?
ასეთია ბაბი. შავი იუმორის დედაა. მისგან ის მაინც გავიგე რომ შეყვარებული არ მყავს. ბექაზე არაფერი მსმენიაო. მიმიზე მოგეჩვენებოდა ცივი ტონი, ძალიან დაკავებულიაო. დამშვიდობებისას ნომერი გამოვართვი, რამაც აშკარად გაანაწყენა, ზეპირად რატომ არ იცი, 7 წელია უკვე ეს ნომერი მაქვსო და მაინც, წყენის მიუხედავად, გადამეხვია.
გზაში კამიმ დამირეკა მამას ტელეფონზე, „არ იჩქარო, ის იდიოტი სვანეთში ყოფილა და ხვალ ან ზეგ ჩამოვა. როგორცვე დაბრუნდები თბილისიდან, გამომიარე. ნათიაც აქაა და თუ მალე არ მოხვალ, შეიძლება შემომაკვდეს“. „იდიოტში“ ბიძამისს გულისხმობდა. დავამშვიდე, მაგრამ ისე მომეშალა ნერვები, თვითონაც დასამშვიდებელი გავხდი. არ მესმის, ადამიანის სიკვდილს შეესწრო და იმის მაგივრად იმოქმედო, დასასვენებლად მიდიხარ? სადაური ლოგიკაა, არ ვიცი... სიტყვები არ მყოფნის.
მამამ მარკეტთან გააჩერა მანქანა და დროის გასაყვანად, უფრო სწორად, საშინელი აზრების გასაფანდატ რადიო ჩავრთე, სადაც ნაცნობი სიმღერა გაჟღერდა...
„...მოვუაროთ ბუნებას, გავახაროთ მცენარე. ყველაფერი ჩვენია ზღვა, მთები და მდინარე. როცა მოვწევ, მაშინ ვიტყვი რომ ამ გრძნობას ორი სიტყვით ჰქვია რასაც ყველგან იტყვი: „კარგად ვარ“
საქმე იმაში კი არაა რომ ეს სიმღერა მეცნო, აღმოჩნდა რომ მე ამ სიმღერის ტექსტი ზეპირად ვიცი... მე, რომელიც ქართულ ესტრადას არ ვუსმენ. რამდენიმე გამონაკლისი მომღერლის გარდა. მხოლოდ ქართულზეც არაა. ვგიჟდები ჰიუსტონზე მაგრამ არც ერთი მისი სიმღერის ტექსტი არ ვიცი, მაქსიმუმ ორი წინადადება. სმენა მაქვს, მელოდიას სუფთად ვიმახსოვრებ, ბოლოს და ბოლოს, მუსიკალური განათლება მაქვს მიღებული ბავშვობაში. ყველაფერს ნიჭი უნდა და მე უნიჭო ვარ სიმღერის ტექსტის დამახსოვრებაში.
კორტასარს ვიღებ, ვშლი და ყდაზე მიწერილ კალიგრაფიას ვცნობ... ჩემია. „პროსპერო, ვეგეტარიანელის მოლოდინში „მდევარი“ შემომეკითხა, ზეშედევრი!“ ადგილს ვეღარ ვპოულობ და ღრიალი მინდება. მახსენდება, კამის სახლში ფიქრებში წასულმა ბოთლს პლასტმასის რგოლი რომ გამოვაძრე... მიხომ ჩაი რომ მომართვა და ცერზე შემოტმასნილი, სიგარეტის კოლოფიდან უვნებლად ამოღებული ვეცხლის ქაღალდისკენ გამოექცა მზერა... ვეგეტარიანელი ხორცს არ მიირთმევს, ის ალბათ ბალახეულობას ეტანება...
ეს სულელური სიტყვა „ზეშედევრი“ რატომ არ მივაწერე „წერილებსაც“? ესეც ხომ ძალიან მომეწონა? იმდენად მომეწონა რომ გამახსენდა... „მდევარი ზეშედევრი“
სიმართლეს ვერსად გავექცევი. იმის მიუხედავად რომ პროცესს ვერ ვიხსენებ, აშკარად მწეველი ვიყავი.
ჯანდაბა, სიგარეტს არ ვგულისხმობ... ამის დედაც!!!
. . .

- მშია! - ჭირვეული ბავშვივით გამოგვიცხადა ნათიამ და შესაბრალისად გამოგვხედა - რა ვჭამო?
- სამზარეულოში ვედრით ნარჩენებია და ღორებს დაუყარე. - ტელეფონიდან თვალის მოუშორებლად უთხრა კამალიამ და შუბლი მოისრისა. ჯერ მე ვეძებე ბექა უშედეგოდ, შემდეგ კი მეგობარს გადავულოცე ტელეფონი. ფეისბუქის გვერდი ჩაკეტილი მქონია დიდი ვინმესავით, თითქოს, ფანები მაწუხებდნენ (ეს რა შუაშია, მაგრამ ასე გასაიდუმლოებული რომ არ მქონოდა გვერდი, ახლა უკვე ბევრი რამე მეცოდინებოდა) სულ რამდენიმე სურათის დათვალიერება შეუძლია უცხოს. კომენტარები გადავიკითხე. სამწუხაროდ, არც ერთის ავტორი არაა ბექა. კამი შეუძლებელს აკეთებს ჩემთვის. ერთ სურათს დაადგა თვალი, რომელსაც 433 „მოწონება“ აქვს და ამ მომწონებლებში ეძებს ბექას.
- უი, შენ სულ გამოგაშტერა მაგ ინტერნეტმა. - დანანებით ჩაილაპარაკა ნათიამ და უცებ გაცხარდა - მშიათქო და სამზარეულოში ვედრით ნარჩენებიაო, ერთი შუბლზე მიადე მაგას ხელი, სიცხემ ხო არ აუწია?! - ჩემი სიცილის ფონზე კამიმ მშვიდად მიუგო, არც ამჯერად მოუცილებია თვალი ეკრანიდან.
- მე გითხარი, ღორებს დაუყარე, ნათი, და შარზე ნუ ხარ. თუ გშია, სამზარეულოში შედი. ისეთი პატარა არა ხარ, მაცივარი ვერ იცნო.
- მაცივარი ცხრაჯერ გამოვაღე უკვე და კარგად იცი რომ ღორის ხორცს არა ვჭამ! - სახიდან მაშინვე მოვისხიპე ღიმილი. ნათიას სახიფათოდ აჭარხლებოდა ლოყები და არ მინდოდა მისი მსხვერპლი გავმხდარიყავი.
- მაგდენჯერ რატომ შეწუხდი? მეცხრედ რომ აღებდი კარებს რას ფიქრობდი, ღორი ბატკნად გადაიქცეოდა?
- კარტოფილს შეგიწვავ... - გადავფარე კამის ხმა და რესტორნის შეფ-მზარეულივით წამოვხტი ფეხზე, რომელსაც შეკვეთა მიუვიდა.
- შენ რატო უნდა შეგაწუხო? ეგ ურჯულო რას აკეთებს რო მშიერი მომკლა. ეკლესიაში კარგად დადის თავისუფალ დროს? ან რა უნდა ამ სახლში ღორის ხორცს, თუ ურჯულო არაა... - კამიმ სახიფათოდ დაუშვა ტელეფონი და ნათიას ახედა.
- ღორის ხორცზე მედიკოსთან და ზვიადასთან გამოთქვი პრეტენზია, ეგ მე არ მეხება. რაც შეეხება ტაძრებში სეირნობას, ძალიან მაინტერესებს, მაგით შენ რა გიშავდება?
- მე არც არაფერი, ალაჰს აწყენინე...
- ხო? და შენ საიდან იცი რომ ალაჰი გავანაწყენე, პირადად გითხრა?
ზარის ხმამ დაგვამუნჯა. კამის ტელეფონზე ნაცნობი ნომერი აციმციმდა. სოფო რეკავდა. ეტყობა, კამი ისეთი ნერვებმოშლილი იყო ნათიას გამო რომ ვერ მოვასწარი მეთქვა, ჩემთან რეკავენ-მეთქი და თვითონ უპასუხა.
ახლაც კი... 8, 9 საათის შემდეგ ყურებში ჩამესმის მისი რბილი ხმა და სინდისის ქენჯნას ვგრძნობ. არა იმიტომ რომ რამე დავუშავე, ან გავანაწყენე, უბრალოდ ის... იმდენად თბილად მესაუბრა... „არასოდეს მყოლია შენნაირი დაქალი. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი იყავი და ყოველთვის ასე იქნება. ძალიან მენატრები“. მითხრა მან და ყელში ბურთი გამეჩხირა. სოფოს სევდიანი ხმა ჩემთვის უცნობი იყო და არც მისი მოყოლილი ისტორიები გამხსენებია, მაგრამ ერთი რამ ცხადია, დავმშვიდდი. მეგობრობაც ხომ ესაა? ადამიანი, რომელიც გამშვიდებს. რომელსაც ტკივილს გაუზიარებ და შვება გეუფლება. „ავარიის შესახებ რაც გავიგე, ორი დღე-ღამე თვალი ვერ მოვხუჭე, შემდეგ კი... ყოველ ღამე მესიზმრებოდი და დარწმუნებული ვიყავი რომ კომიდან გამოხვიდოდი. ვიცოდი, რომ ამას შეძლებდი. შენ ყოველთვის ძალიან ძლიერი იყავი და ეჭვი არ მეპარებოდა რომ გამოძვრებოდი“. ამ სიტყვების მოსმენაზე ცრემლები ვერ შევიკავე. სიხარულისა და სინდისის ქენჯნის ნაზავი... როგორ შემეძლო საუკეთესო მეგობრის დავიწყება? განა ასეთი რა მომხვდა თავში? თურმე, ერთი წელია რაც შეყვარებულს დავშორდი. „დანამდვილებით შემიძლია გითხრა რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არავინ გყვარებია. არც არავის ხვდებოდი. ფლირტის დონეზე... კიდევ შეიძლება. ბექა? შენი ძველი მეგობარია, მაგრამ მე არასოდეს შევხვედრილვარ. მიკვირს რომ გაგახსენდა. როგორც ვიცი, დიდი ხანია არ გინახავს“.
- სოფო, ხომ არ იცი, ბალახს ვეწეოდი? - დუმილი იმდენ ხანს გაიწელა რომ მეგონა ზარი შეწყდა, მაგრამ სანამ კითხვას გავუმეორებდი, მისი ხმა ისევ გაისმა.
- ანი, შენი ნახვა მინდა. თბილისში რომ მოხვდები, დამირეკავ? თუ გინდა, მისამართი მითხარი და...
- დაგირეკავ! - ვპასუხობ მონდომებით და გული მწყდება წინადადება რომ არ დავამთავრებინე. ვინ იცის, მთავაზობდა რომ თვითონ ჩამომაკითხავდა სოფელში...
. . .
- დუმილი თანხმობის ნიშანია. - ბრძნული გამომეტყველებით დაასკვნა ნათიამ და უცებ ისეთი წინადადება შემოგვთავაზა, გავშრი - გინდათ პლანი ვიშოვო? იქნებ მეხსიერება დაგიბრუნდეს რო მოწიო... - სანამ ლენჩივით შევყურებდი ნათიას და საპასუხო სიტყვებს ვეძებდი, კამალია აფეთქდა.
- იცი, ყველაზე უცნაური რა არის? სულ მგონია, ვეღარაფერს იტყვის ისეთს რომ გამაკვირვოს, მაგრამ კვარტალში ერთხელ მაინც ახერხებ, გამაოცო. აბა რა გითხრა, ნათი... ერთადერთი სიტყვა მიტრიალებს თავში, ჩლუნგიზმი.
ნათია მხოლოდ მაშინ მოვიდა ხასიათზე, როდესაც ვუგომ მოგვაკითხა მანქანით და მარნეულში წაგვიყვანა ცხვრის ქაბაბის დასაგემოვნებლად. ჭამა-სმა სიამოვნებააო, ქაბაბზეა ნათქვამი. ისე ძალიან გამიხარდა ვუგომ მიმტანს რომ უთხრა, კიდევ ოთხიო, ლამის შევძახე, ყოჩაღ-მეთქი. მოგვიანებით რომ დავფიქრდი, შემრცხვა. რით განვსხვავდები ცხოველისგან? როგორ შეიძლება ასე გიხაროდეს საჭმელი?
- ანი, ორი კითხვა დამებადა. - საკუთარი თავის ცხოველთან გაიგივება და თვითგვემა შემაწყვეტინა კამიმ - პირველი, საიდან იცოდა სოფომ რომ უცხო ნომრიდან შენ ურეკავდი? - დავიბენი, ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობდა.
- რას ეცი მერე ტელეფონს, ვერ დაინახე რომ ანას ურეკავდნენ? მეტიჩარა რო ხარ და ყველაფერში ცხვირს ყოფ. - ნათიას ღიმილით გადავხედე. ნათესავზე გაბრაზებულმა ქაბაბის მესამედი ჩაკბიჩა და ენერგიულად აამუშავა ყბები. არ ვიცი, ცხელი იყო და პირი დაეწვა, წიწაკა შეხვდა, გადასცდა თუ ჩვენი თვალი ეცა, (თვითონ ასე თქვა, თვალი მეცითო) ისეთი ხველება აუტყდა რომ ჩვენი მაგიდა ყურადღების ცენტრში მოექცა. რესტორანში მყოფი საზოგადოება უტიფრად მოგვაჩერდა ოთხეულს.
- ჩემი ხმა რომ გაიგო, არ უკითხავს ვინ ვიყავი. - გააგრძელა კამიმ რომ ჩავწყნარდით -მითხრა, თუ არ შეწუხდებით, ანი დამალაპარაკეთო.
- ალბათ, დედამ დაურეკა და უთხრა რომ ნომერი გამოვართვი. როგორც მითხრეს, სოფო ხშირი სტუმარი იყო ჩემ სახლში... რამე ისეა და მე ვერ ვხვდები?
- არა, არა, ყველაფერი კარგადაა. ეგ მაინტერესებდა. - დამარწმუნა კამიმ და უფრო რთულ კითხვაზე გადმოვიდა. კითხვა იმდენად უსიამოვნო იყო რომ თვით ნათიამაც კი პირთან მიტანილი ქაბაბი თეფშზე დააბრუნა და შეშფოთებული მზერა მომაპყრო - სოფოს სიტყვებიდან გამომდინარე, სასწრაფო რომ მოვიდა, შენ უკვე უგონოდ იყავი. არც შემთხვევის ადგილას და არც საავადმყოფოში გონზე არ მოსულხარ. იმ წუთიდან, რაც სასწრაფომ წაგიყვანა, მხოლოდ მეშვიდე დღეს გამოხვედი კომიდან...
- ეგ კაია თუ ცუდი? - დუმილი დაარღვია ვუგომ. სხვა დროს გამეცინებოდა, მაგრამ იმ წუთებში... პაპაჩემი როგორც იტყოდა, დანა რომ დაერტყათ, სისხლი არ გამომივიდოდა. მივხვდი საითაც უმიზნებდა კამალია და გული მომეწურა. რომლისთვის დამეჯერებინა, სოფოსთვის თუ სიზმრისთვის? თავი დავიჭირე რომ ღმერთს ვთხოვდი, სოფოს ვერსია ყოფილიყო მცდარი.
- სიზმარში ვნახე ავარია...
- ა... და სიზმარში ბაზრობდი. გავიგე. - ჩაილაპარაკა თავისთვის და უცებ სახე გაუნათდა - ერთი ძაკაცი მყოლია და არ მახსოვდა. პატრულის თანამშრომელია, მაგარი ჯიგარო ბიჭია...
- ნეტა რაღაცეებს არა ბოდავდე, ჩაიგდე ენა რა, შენ უარესად გვიშლი ნერვებს. გოგოს თავისი გაჭირვება არ ეყოფა რო ეხლა შენი სისულელეები ვისმინოთ? –
- გიჟი ხო არ გადაყლაპე ქალო? რა იყო, რა ახურებული კატასავით დამჩხავი თავზე? ეე, ვინაა ეს ოხერი?!
- შეუძლია გაიგოს, სად და როგორ მოხდა ავარია 25 აგვისტოს? - მათი ხმები გადაფარა კამალიამ და მშვიდად მოსვა კოკა-კოლა.
- როგორ არ შეუძლია. 25 აგვისტო. დავიმახსოვრებ და დღესვე ვნახავ.
- მაგაში მაინც გამოგვადექი, ისე არაფერში ვარგიხარ...
- რა გინდა ქალო? ნიავი ხო არ შეგეპარა, რა ვქნა?
ნათიამ ტირილი დაიწყო. მეგონა, ცუდ ხასიათზე იყო და ამიტომ იკბინებოდა, თურმე სხვა რამეში იყო საქმე.
- ღამე სულ მკვდრებს ვხედავ. მეუბნებიან, უნდა წაგიყვანოთო... - ახარხარებულ ვუგოს და კამალიას მწყრალად გადავხედე. ნათიას ჩავეხუტე და ვცადე დამეწყნარებინა, მაგრამ საწყალი მანამდე მოთქვამდა, სანამ მთლიანად არ გადაგვიშალა გული. - ალაჰი გაბრაზებულია ჩემზე ის გოგო რომ ესე უპატრონოდ მივატოვე... ძილი მე აღარა მაქვს და არაფერი. ვიტყვი რამეს, ცუდი გამოვდივარ და ჩლუნგს მეძახით. აღარ შემიძლია უკვე ამის გაძლება, გული ლამისაა გამისკდეს. თვალს მოვხუჭავ თუ არა, მაშინვე მკვდრებს ვხედავ და მაშინებენ...
როგორც იქნა, დავამშვიდეთ ნათია და კამალიამაც ხმა ამოიღო. მის სიტყვებზე ნათიამ გულზე იტაცა ხელი, ვუგომ კი... ჰმ, ვუგომ ისეთი რამ გვითხრა, თმები ყალყზე დაგვიდგა. ეს დღე საიდუმლოებების გამჟღავნების საერთაშორისო დღე ყოფილა და არ ვიცოდით.
- ეს რა შარში გაგვხვია მაგ შობელძაღლმა მაგან. მაგისი გაკეთებულია, ვიცი...
- რა? რა არის მაგისი გაკეთებული, ნორმალურად გვითხარი... - ხმა აუკანკალდა კამალიას. მართალია, ვუგოს სულ მეორედ ვხედავდი, მაგრამ ისეთი შეშლილი სახე ჰქონდა, ვეღარ ვცნობდი. სკამზე წრიალს მოჰყვა და სიგარეტი ისეთი სისწრაფით ამოიღო კოლოფიდან, შუაზე გადაუტყდა. ისე შემეცოდა, კინაღამ ჩავეხუტე და ზურგზე მოვუთათუნე ხელი. მამამისის უმცროს ძმას ეხებოდა საქმე და რა თქმა უნდა, მშვიდად ვერ იჯდებოდა.
- დამირეკა და მითხრა, მაგარ შარში ვარ უნდა მიშველოო...
- როდის? - ერთხმად შევძახეთ სამივემ. ნათიას ღაპა-ღუპით ჩამოუვიდა ცრემლები და ტუჩზე იკბინა. მისი ცოდვით, კინაღამ მეც ავბღავლდი.
- ერთი თვეც არ იქნება. სამი, მაქსიმუმ ოთხი კვირის წინ. მაგარ შარში გავეხვიე, სამკვდრო-საციცოხლოდ მჭირდება ფულიო. თუ არ ვიშოვე ან მომკლავენ, ან ციხეში გამიშვებენო. მეგონა, ისევ ითამაშა და წააგო. კი ვკითხე, ითამაშეთქო და არა მამის სულს გეფიცებიო...
- ეტყობა, ფული იმიტომ სჭირდებოდა რომ ქვეყნიდან გაქცეულიყო, უბედური... - ამოიტირა ნათიამ და ჩემს მკერდზე გააგრძელა ქვითინი.



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime dedaaa, neta macodina ras xlartavttt meti arminda araferiii, piradad chemtvis narkotiki imdenad sazizgrobaaa rom ubralod cakitxvitac cudad vxvdebi, menaneba titeuli adamiani am neli sikvdilistvisss

Zalian momzadebuli xar, ise daaxasiate titeuli momenti, megona moqmedebis epicentrshi viyavi, zalian kargad cer da mtkivneul temas exebi, gaqvs farto tvaltaxedva da mosazreba am sakitxis irgvliv, yochag

 


№2  offline წევრი An_Gel

ნეტა მაცოდინა, რა ხდებოდა ანას ცხოვრებაში ხუთი წლის განმავლობაში. ერთი შეხედვით და ორი შეხედვით რომ ეტყობოდა, მგონი იმაზე მეტი საიდუმლო იმალება მის ცხოვრებაში. ანა და ლიზა ძალიან გვანან ერთმანეთს, ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა მაშინვე, როგორც კი ლიზა შემოვიდა თხრობაში და ყოველ თავში უფრო მიმძაფრდება.
ლევანი საშინლად მაღიზიანებს! და კიდევ უფრო მეტად იმიტომ, რომ ქონდა მომენტები, რომლებიც მენანება მისნაირი ტიპისთვის. სანდროზე კომენტასაც არ გავაკეთებდი, იმდენად გამაღიზიანა და მგონი, გასაგებია, რატომაც. ლიზამ თვითონაც მშვენივრად გადმოსცა მაგ არსების "ღირსებანი" ხოდა, ამის ფონზე, ვერ აგიხსნი დადებითი გრძნობა გამოიწვია ჩემში თუ უარყოფითი იმ ფაქტმა, რომ სანდროს მონოლოგი ლიზას ნარკომნობის მიმართ, ყოველი,ყოველი სიტყვით იყო უჭეშმარიტესი სიმართლე. ლიზა ძალიან მენანება ყველა გაგებით. მისნაირი ნაკითხი, განათლებული, სწორად მოაზროვნე გოგო, თან კარგი გარეგნობით, წამლით რომ იღუპავს თავს, იმაზე დიდი ტრაგედიაა, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ.
ოხ, როგორ მაინტერესებს, ვინ არის კამის "ლეგენდარული" ბიძა. სახელი მაინც იკითხოს ანამ, რაღაცას გავიგებდით :დ
ყოველ თავში მეტი ინტერესით მტოვებ. ახლა ყველაზე მეტად მაინტერესებს სოფოსთან დიალოგი, კამის ბიძის გამოჩენა და ვუგოს ნაამბობი, იმ ღამის შესახებ ბიძამ რო დაურეკა. ნუ, დანარჩენი რომ მაინტერესებს, ამას აღარც აღვნიშნავ. <3

 


№3  offline წევრი ლურჯი ანა

ქეთი <3 ანა <3 ძალიან დიდი მადლობა <3 სამწუხაროდ, სანდროსნაირი ბიჭები არსებობენ და დარწმუნებული ვარ, თქვენც შეგხვდებოდათ ოდესმე. შეიძლება უხამსი სიტყვები არ ესროლა თქვენი მისამართით, მაგრამ მასთან ერთად გატარებული წუთები მაინც შეგძულდებოდათ. არ ვიცი, დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით, უკვე ზრდილობის ნაკლებობასაც განვიცდით... ჩემთვის უზრდელი ადამიანი ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნარკოტიკი. ლევანი... შეიძლება სანდროზე უკეთესია, მაგრამ არც ძაან დიდად. მომდევნო თავებში უფრო გამოამჟღავნებს ნაკლოვანებებს. მოკლედ, მეგობრებო, დღეს დავდებ მეთორმეტე თავს და ამით დავამთავრებ პირველ ნაწილს <3 ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. გამართლდება თუ არა თქვენი მოლოდინი და ასე შემდეგ... იმის მიუხედავად რომ მეთორმეტე თავი ძირითადად ნარკოტიკებს დასტრიალებს, მაინც მგონია რომ უფრო მრავალფეროვანი იქნება, რადგან რამდენიმე სერიოზულ თემას ეხება. მოკლედ, მიყვარხართ და კიდევ ერთხელ, დიიიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent