შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ 2


19-03-2018, 14:39
ნანახია 1 119

თვალები ვჭყიტე ეს...ეს ხომ პანდაა, უზარმაზარი პანდა. საოცარია ნეტა ვისია, გავიფიქრე თუ არა უკნიდან ვიღაც მომახტა, უცებ შევტრიალდი. ვიკი იყო და გაფარტოებული თვალებით იყურებოდა. ხელის ერთი მოძრაობით გვერდზე გამწია და პანდას ეცა, აწევა უნდოდა მაგრამ ნურას უკაცრავად რას დაძრავდა, შეწუხებულმა ხელი გაუშვა და მე შემომიბრუნდა.
-ლიდა ნუთუ შენ? და სიცილი დაიწყო
-რა მე? კითხვითვე ვუპასუხე
-თავს რატომ ისულელებ? რამდენი ხანია უკვე რაც ერთად ხართ? ირონიული გამომეტყველებით გამომხედა
-რას გულისხმობ? შემთხვევით თავი რამეს ხომ არ მიარტყი?!
-ვაი...ვაი...ვაი ამას რას ხედავს ჩემი თვალები(ანა)
-ანააა გაკვირებულმა გავხედე, თითქოს დღს არც ველოდებოდი.
-გოგო შენს საუკეთესო მეგობარს მაგას უმალავდიი?გადაიხარხარა ვიკისთან ერთად.
-ეს ჩემი არ არის!! ვიყვირე დაუფიქრებლად.
ჩემს ყვირილზე იომაც გამოიხედა, პანდას დანახვაზე კი სულ გაწითლდა.
-აი ჩემი შეკვეთაც მოსულაა(იო)
-შენიიიიიი???????? წამოვიძახეთ სამივემ
-ხო რაიყოთ, დღეს სტუმარი მეყოლება და იმას უნდა ვაჩუქო! მოჰკიდა ხელი დათუნიას და სახლში შეიტანა. მე ვიკი და ანა გამოშტერებულები ვუყურებდით ერთმანეთს.
რამოდენიმე წუთში მძღოლმაც მოგვაკითხა, ნახევარ საათში კი ქალაქ გარეთ სახლში მივედით, რომელიც ჩემს მეგობარს ალექსს ეკუთვნოდა. ყველა აქ იყო, უჩვენოთ დაუწყიათ გართობა. ჩვენს დანახვაზე კი ყველა ფეხზე წამოდგა და გადაგვკოცნა. ცოტახანში ჩვენც შევუერთდით მხიარულებას.გადაწყვეტილი გვქონდა რომ საღამომდე აქ ვიქნებოდით, ხოლო საღამოს კლუბში გადავინაცვლებდით. სამი ჭიქა წითელი ღვინო და უკვე გავბრუვდი. არ ვიცი მეჩვენებოდა თუ ჩვენი კლასის ყველაზე მაგარი ბიჭი ანას კოცნიდა. ან რა მიკვირდა ის ხომ უმშვენიერესი გოგოა, მაღალი, შავგვრემანი, შავ თვალება, პრუჟინა თმით, არ მახსოვს როდესმე ცუდ ზმანზე ყოფილიყო, მისი სილამიზის ყოველთვის მშურდა.
-ლიდ ჩემო ლიდ რატო ზიხარ აქ მარტო. გვერდზე ჩამომიჯდა დიტო და საოცრად საყვარელი მზერით შემომხედა.
-რავი ისე, უღიმღამო სახით გავხედე, თან გავუღიმე
-ადექი ვიცეკვოთ!!(დიტო)
მე გავუღიმე და საცეკვაოდ გავყევი. ცოტახანს ვცეკვავდით შემდეგ ყველანი დავსხედით, საუბარი დავიწყეთ, ბევრს ვიცინოდით.
უკვე მოსაღამოვდა და ყველამ სახლებს მიაშურეს, შევთანხმდით რომ ათ საათზე კლუბში შევხვდებოდით. მე და ანა რაღაცამ შეგვაყოვნა, ამიტომ ალექსს ვთხოვეთ გასაღები დაეტოვებინა და კლუბში დავუბრუნებდით. ისიც დაგვთანხმდა.
ყველა წავიდა, მხოლოდ მე და ანა დავრჩით, ბნელოდა და ცოტა არ იყო გვეშინოდა. უცებ ჭექა ქუხილის ხმა გავიგეთ.
-ანა წასვლას აღარ ვაპირებთ?? ან იქნებ ის მაინც ამიხსნა, რატომ მთხოვე დარჩენა? მემგონი წვიმა იწყება და კარგათ იცი მეშინია ასეთი ამინდების, მითუმეტეს მარტოები ვართ.
-ლიდა იცი? მე...მე სალაპარაკო მაქ. მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი ანამ.
-მითხარი რა ხდება!
-დათომ დღეს ღამით თავისთან დამპატიჟა. თავდახრით თქვა ანამ.
-მერე?
-მე უარი ვუთხარი და საშინლად გაბრაზდა,ხელი მკრა მე კი მეგონა... ეს თქვა და ტირილი დაიწყო
-მოდი ჩემთან საყვარელო. ხელები გავშალე და ჩავიხუტე.
უცებ თავსხმა წვიმა დაიწყო, შუქიც ჩაქრა, ორივეს ძალიან შგვეშინდა და კივილი დავიწყეთ.რომ დავწყნარდით, ანამ ტელეფონი ამოიღო, მაგრამ არ იჭერდა.
-ანა მოდი შევთანხმდეთ შენ სამზარეულოში გადი და იქნებ რამე გამოსადეგი ნახო, მე კი გარეთ ჩამრთველს შევამოწმებ ან იქნებ გენერატორი იყოს.
დიდი ყოყმანის შემდეგ დამთანხმდა. გარეთ გავედი და თავზე ჟაკეტი გადავიფარე, ციოდა და საშინლად წვიმდა, ბნელოდა, ვერაფერს ვხედავდი,ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და განათბა ჩავრთე,დიდი არაფერი მაგრამ ოდნავ მაინც გამოვერკვიე.ნელი ნაბიჯით მივიწევდი წინ, სულ უფრო და უფრო მიპყრობდა შიში,ფეხების კანკალით მივადექი ჩამრთველს, გამოვხსენი, მაგრამ ვერაფერი გავიგე.
უცებ უკნიდან ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო, მე შემეშინდა, ვიკივლე და ტელეფონი ხელიდან გავაგდე. შეშინებული ნელ- ნელა შემოვბრუნდი უკან.თვალები დახუჭული მქონდა და გახელას არც ვაპირებდი. შემდეგ ლოყაზე ხელის წავლება ვიგრძენი, ეს...ეს ისეთი საოცარი გრძნობა იყო რომ ყველაფერი დამავიწყა. ფიქრებიდან უცნობი ბიჭის ბოხმა ბარიტონმა გამომარკვია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent