შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულის ფეთქვის მიზეზი (თავი 3)


19-03-2018, 18:26
ავტორი ნასტია
ნანახია 1 893

* * *
მხოლოდ გარეთ გამოსვლისას შეამჩნია, რომ ტიროდა. ცრემლებით დასველებული ღაწვები ერთიანად გაეყინა და სწორედ ამან გადააწყვეტინა წვეულებისათვის გრანდიოზულად მოხატული თვალების გამშრალება. კიბეებზე ჩამომავალს რამდენჯერმე მტკივნეულად გადაუბრუნდა ფეხი, ამიტომ სადარბაზოდან გამოსულმა მაშინვე ტაქსის გაჩერება გადაწყვიტა. თვალის ფანქრით ჩაშავებულ სახეზე კვლავ შეუჩერებლად მოედინებოდა ცრემლები. მსგავსი გარეგნობის ქალთან მანქანის გაჩერება კი არავის უსურვია, თუ არ ჩავთვლით ერთ-ერთ მოხუცებულ მძღოლს, რომელმაც გულწრფელად შესთავაზა დახმარება.
- კარგად ხარ, გოგონა? - ტროტუარზე წაქცეული ხელის შეშველებით წამოაყენა და მანქანაში ჩასვა.
ტირილით მისუსტებულმა ძლივს უკარნახა მისამართი. მამაკაცს აღარ უცდია შეკითხვების დასმა, ხმა მხოლოდ დანიშნულების ადგილზე მისვლისას ამოიღო და ჩაფიქრებული გოგონა გამოაფხიზლა.
- მოვედით, - გადმოხედა სევდიანი თვალებით.
- რამდენი გადაგიხადოთ? - ჩანთა გახსნა ფულის მოსაძებნად.
თანხის ხსენებაზე მამაკაცი მოიღუშა და თავადვე გაუღო კარები გადასასვლელად.
- მე სიკეთეს უანგაროდ ვაკეთებ, - მიაძახა უკვე გადასულს.
გაკვირვებულმა ოლიკომ, მხოლოდ მანქანიდან გადასვლისას შეამჩნია, რომ ტაქსის ნაცვლად ჩვეულებრივი გამვლელის მანქანაში იჯდა.
გაუთავებელი ფიქრით გადაღლილი კედელზე მიყრდნობით მიუყვებოდა ძველებურ კიბეებს. სულ მთლად გაყინული თითებით ძლივს იჭერდა არც თუ ისე მძიმე ჩანთას. აქამდე კომფორტულმა ფეხსაცმელებმა მაინც და მაინც მაშინ აატკიეს ფეხები.
მესამე სართულამდე ძლივს ააღწია.
მუდამ ჩაკეტილი კარები ღია დახვდა. თქვენც კარგად იცი, ვის ელოდა სახლში, თუმცა მის ნაცვლად ელზა დახვდა. მუდამ დაკავებული, საშუალო ასაკის ქალბატონი ხალათსა და ჩუსტებში იყო გამოწყობილი. როგორც ჩანს, ძლივს მიეცა სახლში წამოსვლისა და დასვენების საშუალება.
- ოლიკო, რატომ დაბრუნდი ასე ადრე? - თავი გამოყო სააბაზანოდან.
თუმცა გოგონას დანახვისას პასუხს არა ცოტა ხნის წინ დასმულ კითხვაზე, არამედ სახის გამომეტყველებასა და მდომარეობაზე ითხოვდა. ოლიკომ ჩანთა და ქურთუკი შემოსასვლელში ფეხსაცმელებთან ერთად მიყარა. ყოველგვარი ზედმეტისგან გათავისუფლებული სამზარეულოს მაგიდასთან ჩამოჯდა და ელზას სიტყვით გამოსვლას დაელოდა.
- არ მომიყვები? - მხოლოდ ესღა ჰკითხა ელზამ და წინ ჩამოუჯდა.
- ცოლობა მთხოვა, - თქვა ოლიკომ და დეიდას მოტანილი წყლით სავსე ჭიქა გამოცალა.
- მერე დათანხმდი, თუ რატომ გისვია მთელი თვალის საღებავი ლოყებზე? - წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია, ოლიკოს მიერ გამოცლილი ჭიქა ხელმეორედ აავსო და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა.
- არაფერი მითხვას, გამოვიქეცი, - როგორც კი უთხრა, მაშინვე მისგან დაუკითხავად დაიწყეს ცრემლებმა დენა.
- რაღატომ ტირი? ხომ მითხარი, რომ არ გიყვარდა, - გაუკვირდა ელზას.
- უხერხულია, მთელი საახლობლოს წინაშე დაბადების დღე ჩავუშალე, - ამოიოხრა მან და ცრემლების შემშრალება დაიწყო.
- არაუშავს, შენ ხომ არ დაგიძალებია მისთვის, რომ ხელი ეთხოვა, - ხელზე ხელი დაადო და თავისებურად მოეფერა აღელვებულ გოგონას.
- სამაგიეროდ იმედი მივეცი, - მაინც თავის თავზე ბრაზობდა ის, - ჩემთან ახლოს მოვუშვი და დავაიმედე, რომ აუცილებლად ავაწყობდით საუკეთესო ურთიერთობას...
- თავის დადანაშაულებას აზრი არ აქვს, - ფეხზე წამოდგა ელზა და ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი საქმიანობა განაგრძო, - რაც მთავარია არ დასთანხმდი...
- იქნებ აჯობებდა კიდეც ცოლად გავყოლოდი, - დამძიმებული თავი კედელს მიადო.
- ახლა აჯობებს სახესთან ერთად მთელი ტანი დაიბანო, - მოჩვენებითი სიმკაცრით გადმოხედა ელზამ, - არ გამიკვირდება თუ ეგ საღებავი სახის გარდა სადმე სხვაგანაც გესმევა...
დეიდას შეძლებისდაგვარმა გამხნევებამ ოლიკოს სუსტი, თუმცა მაინც გულწრფელი ღიმილი მოჰგვარა. სკამიდან ფეხის თრევით წამოდგა და პირდაპირ სააბაზანოსკენ წავიდა.
მისთვის ახლა წყლის გადავლება და ამ ქვეყნად მეორედ მოვლენა ერთი და იგივე რამ იყო. თითქოს წყლის საშუალებით რამეს შეცვლიდა, თავიდან დაიბადა. მაგრამ რას ვიზავთ მაშინ, როდესაც ჩვენში ჩაბუდებულ სევდას ვერც წყალი უშველის და ვერც წარსულში დაბრუნება. ამ შემთხვევაში ოლიკო ყველანაირად ეცადა ცხოვრების სხვა მოვლენებზე გადაეტანა ყურადღება და შეძლებისდაგვარად დაევიწყებინა დიმა, მისი საახლობლო წრე და ჩაშლილი დაბადების დღის წვეულება.
მასზე გაბრაზებულ დიმას აღარც დაურეკავს, თუნდაც გამოსალანძღად. ოლიკო ელოდა მამაკაცის ზარს, უნდოდა დიმას ეჩხუბა მასთან და ეღიარებინა, რომ არასდროს ყვარებია. უნდოდა მამაკაცს მისთვის უხეშად მიემართა, მშობლების. მიწოდებული სიტყვებით გაელანძღა, რათა ყველაფერში დამნაშავე თვითონ არ გამოსულიყო.
ამ ცხოვრებაში ყველაფერს გვიან ვიაზრებთ და ამის შემდეგ ჩადენილი შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ, თუმცა მათ აღარაფერი ეშველებათ. იგივეა გული დამსხვრეული ჭიქისავით გავამთელოთ. ჩადენილი შეცდომები ყველაზე დიდ კვალს ტოვებს გონებასა და გამომეტყველებაზე. ბედნიერება დიდხანს არ გაგვყვება, მის ადგილს როდესმე მაინც დაიკავებს სევდა. თუ მოხდა საოცრება და სევდა ბედნიერებამ შეცვალა, ის მაინც გამუდმებით შეგვახსენებს თავს. მისი დავიწყება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუმცა თუ დაგვავიწყდება, რამე ახალი სანანებელი საქმეც გაგვიჩნდება. წუთისოფელი უსაჩუქროდ არასდროს დაგვტოვებს. მას ჩვენთვის მუდამ მზად აქვს სადღესასწაულო ქაღალდებში შეფუთული სევდა, იმდენი რომ მთელი ცხოვრება გვეყოს და სხვასაც გავუნაწილოთ.

* * *
მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო განათლება საერთოდ არ ჰქონდა მიღებული, დათუნას მანქანაში მჯდარი უკვე მეორედ მიდიოდა დაჭრილი ადამიანის სამკურნალოდ. გარკვეულ შემთხვევებში სიტყვაძუნწი დათუნა ახლაც არაფერს ამბობდა მომხდარ ამბავთან დაკავშირებით. თითქოს ყველაფერს დუმილის საშუალებით განიცდიდა.
ოლიკოს გონებაში სავარაუდო ვარიანტები გაუთავებლად მოდიოდნენ. დათუნას ქცევების გამეორების წყალობით, თავადვე დაასკვნა ვინმეს დაჭრის შესახებ. რატის სახლისკენ მიმავალი გზა კვლავ არახელსაყრელად იყო მოყინული, ამიტომ გათვალისწინებულზე მეტად დააგვიანდათ. უკვე საკმაოდ ბნელოდა გარეთაც და იმ ოთახშიც, სადაც სერიოზულად დაჭრილი მამაკაცი სიკვდილს ებრძოდა.
მკერდის მიდამოებში დაჭრილი რატი გონზე აღარ იყო. ექიმის ხალათში გამოწყობილ ელზას მისთვის ყურადღება საერთოდ არ მიუქცევია, ქალი თავდაუზოგავად ცდილობდა დაჭრილი მამაკაცისთვის სისხლდენის შეჩერებას.
- სუფთა წყალი მოიტანეთ, - სხვა მამაკაცების გასაგონად გასცა ბრძანება, - ოლიკო, ასეთი სასიამოვნო მეგობრები თუ გყავდა, რატომ არ ვიცოდი? - პარალელურად გოგონას გადახედა ცინიკური ღიმილით.
- ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის, - დეიდის სიმკაცრეზე ფიქრიც არ სურდა ოლიკოს.
- უშენოდაც მშვენივრად ვიცი, - უფრო მეტად მოიღუშა ქალი და თითებზე ხელთათმანები წამოიცვა.
რატის სავალალო მდგომარეობით გუნებადაკარგული დათუნა მხოლოდ ყურადღების მიუქცევლად განიცდიდა მომხდარს. კედელზე მიყუდებული ძლივს იკავებდა ცრემლებს, რომლებიც ლოყების დასასველებლად ჭარბად დაეგროვებინა თვალებში.
- გადარჩება? - უადგილო კითხვით შემოიფარგლა ვატო.
- თუ დამაცდი მუშაობას, გადარჩება, - წაკბინა ელზამ და თავისი საქმიანობა განაგრძო.
- დეიდაჩემს აქ რა უნდა? - სხვა მამაკაცებს მიუტრიალდა ოლიკო.
- სხვა გზა არ გვქონდა, ვინმე სანდო ექიმი უნდა მოგვეყვანა, თორემ შენთავადაც ხედავ როგორ მდგომარეობაში ვართ, - მხრები აიჩეჩა ალეკომ.
- ახლა ამაზე დავას აზრი არ აქვს, ოლიკო, - ამოიოხრა მაქსიმემ, - ახლა მთავარია დიმიტრი გადარჩეს...
- დიმიტრი სულაც არ მაინტერესებს, რატი აუცილებლად გადარჩება, ძაღლის ბედი აქვს... - თავის თავთან ერთად რატის საიდუმლოც გათქვა და ოთახი დროებით დატოვა.
ვატოს გარდა მისი სიტყვები ყველასათვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
- ბიჭო, ამან საიდან იცის? - გაფართოებული თვალებით გადახედა მაქსიმემ ალეკოს.
- გამოფხიზლდება და ვკითხავთ, - მხოლოდ ახლაღა ამოიღო ხმა დათუნამ.
- სხვა გზა არ აქვს, - დაჟინებით დააცქერდა რატის სისხლიან გულ-მკერდს ალეკო.
- განა ტრამალის მგლები დააკლებენ რამეს ჩვენს ვაჟკაცს? - უდროოდ გაეცინა ვატოს.
მეგობრებმა ბრაზით გადახედეს გაკრეჭილ მამაკაცს, რომელიც სულაც ვერ ხვდებოდა თავისი უადგილო სიტყვების მნიშვნელობას. სააბაზანოდან გამოსული ოლიკო მთელი ღამის განმავლობაში დათუნას გვერდით იდგა და მის მკლავზე დაყრდნობილი თავის შეფხიზლებას ცდილობდა. უკვე საკმაოდ გადაღლილი ელზა ნელა და მოხერხებულად მუშაობდა. სხვა ბიჭები მისაღებში ისხდნენ და იქ განიხილავდნენ მომხდარ ამბავსა და სამომავლო ქმედებების შესაძლებლობებს.
საქმის დასრულებისთანავე ელზა წელში გაიმართა და სახლიდან წაყვანა ითხოვა.
- ყველაფერი რიგზეა, შეგიძლიათ უბრალოდ ყურადღება მიაქციოთ, - ნელა ალაგებდა ჩანთაში საკუთარ ნივთებს.
- არ ვიცი მადლობა რით გადაგიხადოთ, - მისკენ გადადგა ნაბიჯი ნერვიულობით გაოფლიანბულმა დათუნამ.
ელზამ სისხლიანი ხელები სუფთა ნაჭრით შეიწმინდა და მამაკაცისკენ წამოვიდა.
- თქვენთვისვე აჯობებს ოლიკოს რამე არ დაემართოს, - გამაფრთხილებლად საჩვენებელი თითი ასწია, - კრიმინალების წრე ვერასდროს იქნება სანდო, არ მინდა თქვენს გამო რამეში ბრალი დასდონ...
- ამის შეხსენა არ ღირს, ჩვენ თვითონაც კარგად... - საკმაოდ გაღიზიანებული ქალის წინაშე თავის მართლება სცადა დათუნამ, თუმცა ელზამ არ დაამთავრებინა.
- არ მომწონს ეს ამბავი, ოლიკოს თქვენთან კავშირი საერთოდ წარმოუდგენელია, ამიტომ აჯობებს თან წავიყვანო, - უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა და იქვე ატუზულ გოგონას გადახედა.
- ელზა, მირჩევნია აქ დავრჩე, - ძლივს გაუბედა განრისხებულ ქალს სიტყვები.
ელზას თვალები გაუფართოვდა, ქალი არ ელოდა ოლიკოს მსგავს რეაქციას, ამიტომ რამდენიმე წუთი დასჭირდა მისი სიტყვების გააზრებისათვის.
- გინდა მითხრა, რომ აქ დარჩენას აპირებ? - კბილებს მთელი ძალით ერთმანეთზე აჭერდა ქალი.
პასუხად ოლიკომ უბრალოდ თავი დაუქნია.
- გასაგებია, ჩემი აზრი ფეხებზე გ*იდია, - აქამდე თავის მოწესრიგებულობას ინარჩუნებდა, თუმცა ახლა ყველაფრის ერთიანად ჩატენვა დაიწყო ჩანტაში, - ნაკლებად მაინტერესებს რა მოგივათ თქვენ და თქვენს მეგობარს... ერთი რამ კი ფაქტია, ყველა თქვენგანი კრიმინალირ სამყაროს წარმოადგენთ, ეს კი ჩემთვის მიუღებელია...
- ქალბატონო ელზა, მიიღეთ ჩვენი ბოდიში, არ გვინდოდა ყველაფერი ასე გამოსულიყო, - საუბარში ჩაერთო ვატო.
- ამას მნიშვნელობა არ აქვს, აქედან წამიყვანეთ, - წელში გაიმართა ქალი და კარებისაკენ პირველი წავიდა.
ოლიკოსთვის აღარც შეუხედავს, მანქანაში ჩაჯდა და საჭესთან მჯდომ ალეკოს სახლის მისამართი უკარნახა. ქალის რეაქციით შეწუხებული ოლიკო კარგახანს სააბაზანოში იყო გამოკეტილი და თავისუნებურად წამოსულ ცრემლებს წყლით იბანდა.
დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ დათუნამ მიუკაკუნა კარებზე და გამოსვლა შესთავაზა. ოლიკო უსიტყვოდ დათანხმდა მის ნებას და დაჭრილ რატის გვერდით ჩამოუჯდა. სხვებიც დაჭრილის ოთახში იდგნენ და სამომავლო გეგმების ნაცვლად, რატის მდგომარეობის გაუმჯობასებაზე ფიქრობდნენ.
- აჯობებს დაისვენოთ, მე ვუყარაულებ, - გადაღლილ მამაკაცებს ძილი და მოსვენება შესთავაზა.
ბიჭებმა უარის ნიშნად თავი გაიქნიეს, მაგრამ ვატომ მაინც გაიყვანა ისინი ოთახიდან. ოლიკო შეძლებისდაგვარად ფხიზლად ყოფნას ახერხებდა, მაგრამ რატის მშვიდი ძილის გამო თავადაც მალევე ჩაეძინა საწოლის გვერდით მდგარ სავარძელში, რის გამოც უკვე დილით კისრის ტკივილმა გამოაღვიძა.

* * *
ნაწილობრივ მომჯობინებული რატი ისევ საწოლში იწვა, რადგან იქიდან წამოდგომა და სიარული საერთოდ არ შეეძლო. მისი პრეტენზიული დავალებების შესრულება ხან ბიჭებს, უფრო ხშირად კი ოლიკოს უწევდა. ელზასთან კამათის გამო გოგონას სახლში ვერ მიდიოდა, ამიტომ რატისთან ჩასახლდა, "ბინის ქირას" კი თავისი საქმით გამოიმუშავებდა. მისი ზედმეტი მზრუნველობით შეწუხებული რატი ცდილობდა ყველაფერი თავისით გაეკეთებინა, მაგრამ რამდენიმე წამოდგომის გამო ჭრილობამ უფრო მეტად შეაწუხა.
- მკვეთრ მოძრაობებს ნუ ასრულებ! - მის ოთახში შესვლისას სულ ამ სიტყვებს უმეორებდა ოლიკო.
- მოძრაობის უნარი ნელ-ნელა მეკარგება, - გოგონას სიტყვებზე პასუხად მუდამ ამას ოხრავდა რატი.
- ასეთია შენი ცხოვრება, ყოველთვის ვერ გაგიმართლებს, - მხრები აიჩეჩა გოგონამ და წვნიანით სავსე თეფში მიაწოდა საკმაოდ მოშიებულ მამაკაცს.
- სხვის საქმეში ყველა ბრძენია, არა? - ირონიულად ჩაეღიმა მას.
- შენი მდგომარეობის შეფასებას სიბრძნე არ სჭირდება, ეს უკვე ცხადია, - იგივე ტონში უპასუხა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
- კარგი ნუ მიბრაზდები, - ღიმილის ნოტებმა გაიჟღერეს მის ხმაში, - დარჩი ცოტა ხანს, მესაუბრე...
მამაკაცის სიტყვებზე ოლიკომ მოჩვენებითი მობეზრებით გადაატრიალა თვალები და ოთახიდან გავიდა. იმედგაცრუებულ რატის ჭამის სურვილი დაეკარგა, თუმცა მომღიმარი ოლიკო კვლავ უკან დაბრუნდა, ოღონდ ამჟამად საჭმლით სავსე თეფშით ხელში.
- საუბრის ხასიათზე ხარ? - გაუხარდა მამაკაცს.
- თემას გააჩნია, - წარბები გაამოძრავა და საწოლის გვერდით მდგარ არაკომფორტულ სავარძელში მოკალათდა.
- იცი რა მაინტერესებს? - ეშმაკურად გაეღიმა მამაკაცს.
- რა გაინტერესებს? - სუსტად გაეღიმა გოგონას და თან თავისი ხელით გამზადებული წვნიანი დააგემოვნა.
- გემახსოვრება, დათოსთან რომ დალიე, - მოჩვენებით შეაპარა მან, - მთვრალი რატომ მოხვედი ჩემთან?
ოლიკოს მთელი სხეული გაუხურდა.
- თავადაც არ ვიცი, - მხრები აიჩეჩა და სხვა კითხვებისგან თავის დასაძვრენად ყურადღება საკმაოდ გემრიელ წვნიანზე გადაიტანა.
რატიმ ჭამა შეწყვიტა. მომღიმარი სახით აკვირდებოდა მისი კითხვით დარცხვენილ გოგონას, რომელიც თვალსა და ხელს შუა უფრო და უფრო მიმზიდველი ხდებოდა.
- მე ძალიან მაინტერესებს, უმიზეზოდ არაფერი ხდება, - კვლავ "შეტევაზე" გადავიდა.
- აჯობებს ჭამო, თორემ გაცივდება, - თვალებით თეფშისკენ ანიშნა.
- არსად გამექცევა, - თეფში იქვე სკამზე გადადგა და საუბარი განაგრძო, - მაინტერესებს რატომ მოხვედი ჩემთან.
რამდენიმე წუთი უხმოდ ისხდნენ. ოლიკო საკუთარ ხელებს უყურებდა, რატი ოლიკოს. ეშმაკურად მომღიმარი მამაკაცი მოუთმენლად ელოდა გოგონას პასუხს, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა რატომ ჩააყენა საკუთარი ცნობისმოყვარეობის გამო უხერხულ მდგომარეობაში.
- შენი აზრით? - კითხვა შეუბრუნა და მასაც ოდნავ გაეღიმა.
- მე შენი პასუხი მაინტერესებს, ჩემს აზრს ვერ გაგანდობ, - უფრო გამხიარულდა რატომღაც კარგ ხასიათზე მყოფი მამაკაცი.
- დათუნასთან არ მოხვედი და დამაინტერესა რა გჭირდა ამისთანა, - მხრები აიჩეჩა და ჭამა განაგრძო.
- მხოლოდ ეს იყო შენი აქ მოსვლის მიზეზი? - პასუხით თავისი დაეჭვება წარბის აწევით გამოხატა.
- სხვას რას ელოდი? - გაუკვირდა ოლიკოს.
მამაკაცთან ერთად ყოფნისას მუდამ დაძაბულს მხოლოდ ახლაღა შეემატა ცოტაოდენი გამბედაობა. ამ ყველაფერს ემატებოდა მისი უხასიათობა და სიჯიუტე.
ოლიკოს პასუხზე მამაკაცმა ღიმილი ვერ შეიკავა, მერე კი თავშეუკავებლად გაიცინა.
- შეტევაზე აქეთ გადმოდიხარ? - ჰკითხა საკმაოდ მხიარულად.
- ისევ სიცხე გაქვს? - მხოლოდ ესღა უთხრა დაცინვით ნერვებმოშლილმა.
- სიცხე მაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აზროვნების უნარი წამერთვა, - შეძლებისდაგვარად დასერიოზულდა ის.
- აჯობებს ჭამო, თუ უკვე არ გაცივდა, - კვლავ თეფში მიაწოდა ოლიკომ.
- აღარ მშია, - პატარა ბავშვივით გასწია თავი მან.
ოლიკო გავიდა ოთახიდან და თეფშებიც თან გაიყოლა. გოგონასთვის გასაკვირად გამხიარულებული მამაკაცი მარტო ყოფნისას ისევ დასერიოზულდა, თუმცა მას ახლა უფრო მეტად აინტერესებდა ოლიკოს პასუხები მის კითხვებზე. თითქოს ოლიკოსაც იზიდავდა რატისთან სიახლოვით გამოწვეული დაძაბულობა, თითქოს ის ყველაფერი, რაზე ფიქრითაც უკანასკნელ ღამეებს თეთრად ათევდა, განსაკუთრებული არაფერი, ჩვეულებრივი მოვლენა იყო.
- ციხეს თავი როგორ დააღწიე? - გასაუბრება იმით დაიწყო ოლიკომ, რის შესახებაც მუდამ არ ასვენებდნენ ფიქრები.
- გამოვიქეცი, - სმენად გადაქცეულ გოგონას ერთი სიტყვით უპასუხა რატიმ.
- ასეთი მარტივი არ არის, - წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია გოგონამ.
- მართლა? საიდან დაადგინე? - ცინიკური მზერით გადმოხედა რატიმ.
- რთული დასადგენია? - სანაცვლოდ მსგავსი მზერა დაახვედრა.
- როცა დედაშენი მილიონერია და პარალელურად შენც გაქვს ხელსაყრელი კავშირები, ყველაფრის მოხერხება შეიძლება, - მხოლოდ ასეთი პასუხით შეძლო ოლიკოს დაკმაყოფილება, - საქართველოში რატი გურგენიძე მკვდარია...
- გასაგებია, - ჩაფიქრებულმა მზერა საწოლის კიდეზე შეაჩერა.
- მოგწონს ჩემი ცხოვრების წესი?
- საიდან მოიტანე? როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ადამიანს მოსწონდეს? - რატის ერთი შეხედვით უბრალო კითხვაზე უცებ გაცოფდა ოლიკო.
- აბა რატომ ხარ აქ? - ცოტა ხნის წინ მოულოდნელად გამხიარულებული რატი უცებვე დასერიოზულდა.
ყოველთვის ცუდად მოქმედეს ადამიანზე მისი ცხოვრებისეული პრობლემის შეხსენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მთელი მისი ცხოვრება დედამიწისთვის ერთი დიდი პრობლემაა და მეტი არაფერი.
მის კითხვაზე პასუხის გასაცემად ოლიკო კარგახანს ფიქრობდა. თითქოს მთელი ეს პერიოდი სწორედ ამ კითხვისთვის პასუხის ძებნაში გაატარა, მაგრამ მაინც ვერსად მიაგნო, ვერცერთ ქმედებასა და ვერცერთ სიტყვაში.
- რატომ გვიმკურნალე ვატოს და მე? ხომ იცოდი როგორი ცხოვრებით ვცხოვრობდით? - არ ეშვებოდა მამაკაცი.
- ეს უბრალოდ ადამიანობაა, რატი, - თვალებგაფართოებულმა ხელების ქნევით გასცა პასუხი, - ამაზე პასუხს არ უნდა მთხოვდე...
- მაშინ რატომ მოხვედი ჩემთან? მართლა ასე ძალიან გაინტერესებდა ჩემი მდგომარეობა? - კომფორტულად წამოწოლილი გაჭირვებით წამოჯდა.
- ხომ გითხარი, უბრალოდ მოვედი, რადგად მაინტერესებდა შენი მდგომარეობა, - დაიბნა ოლიკო.
- უბრალოდ არავინ არაფერს აკეთებს, მათ შორის არც შენ, - ხასიათი რადიკალურად შეეცვალა რატის. თითქოს მზიანი ამინდი ჯერ ღრუბელმა, მერე კი თავსხმა წვიმამ შეცვალა.
- რატი, ვერ ვხვდები რა გინდა, - ამოიოხრა ოლიკომ და ამოაყოლა მთელი დაძაბულობა, რასაც მანამდე გრძნობდა. მამაკაცის წინაშე სულ მთლად გაშიშვლდა, აღარ ჰქონდა აზრი თავის დაცვას.
- ძალიან კარგად ხვდები რა მინდა და რას ვითხოვ შენგან, - მოიღუშა რატი.
- მაინც რას? - დაუფიქრებლად ისროდა სიტყვებს გოგონა.
- აღიარებას, - ამოიოხრა მან, - რატომ შეცვალე შენი ცხოვრება რადიკალურად? რატომ დაუკავშირე ჩვენს სამეგობროს? ხომ იცოდი, რომ ეს კარგს არაფერს მოგიტანდა? რატომ დაცურავ დინების საპირისპიროდ? განა სასიამოვნოა ამდენი პრობლემა?
- დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიყვებიან, - საკმაოდ ცნობილი სიტყვების გახსენებისას სუსტად ჩაეღიმა ოლიკოს, ნაკლებად აინტერესებდა მის სიტყვებზე მამაკაცის რეაქცია.
- მერე შენ ცოცხალი თევზი ხარ? - ძლივს გააკონტროლა ხმა მამაკაცმა.
- მე თავისუფალი ადამიანი ვარ და თუ მინდა თევზი ვიქნები, თუ მინდა სელაპი, - ღიმილი სიცილში გადაეზარდა ოლიკოს, - როგორც ხედავ მეც მაქვს უფლება ვიმხიარულო, ამ უფლებით მხოლოდ შენ არ ყოფილხარ დაჯილდოვებული...
ეს თქვა, სკამიდან წამოდგა და ოთახიდან გასვლა დააპირა.
- პასუხი არ გაგიცია, - მიაძახა რატიმ.
- მაინც რომელ კითხვაზე? - კარებთან შემოტრიალდა ოლიკო.
- რატომ მოხვედი მაშინ? - თავის თავზე გაბრაზებულს ოდნავ ჩაეღიმა.
- ასეთი რთულია ამის შემჩნევა? - კარებს ჩამოეკიდა გოგონა, - ნუთუ ასე კარგად გამომდის გრძნობების მალვა?...
- რას გულისხმობ? - ცოტაც და საწოლიდან გადმოვარდებოდა რატი.
- მიყვარდი, რატი, მაშინ პატარა გოგონასავით გულწრფელად მიყვარდი, - მოულოდნელად ამოიტირა ოლიკო, - ახლა კი მეზიზღები, წარმოუდგენლად მეზიზღები, შენი დანახვა გულს მირევს...
ტირილისკან აკანკალებული ხმით მხოლოდ ამის თქმაღა მოახერხა. ოთახიდან გამოსულმა სასწრაფოდ მოკრიფა თავისი ნივთები და ქუჩაში გავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი საათი ფეხით იარა მაინც მთელი სხეული უხურდა, თითქოს ძალიან ძლიერი სასმელი დალიაო. რეალურად მისი გამახურებელი და გამაბრუებელი სასმელი სწორედ რატი იყო. მამაკაცი, რომელმაც პირველივე ნახვისთანავე მიიქცია მისი ყურადღება, მამაკაცი, რომელიც ვერასდროს ამჩნევდა, მამაკაცი, რომელმაც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე შეაყვარა თავი.
რატომ ვერ შეძლო დიმამ ოლიკოს სიყვარულის მოპოვება? განა ასეთი რთულია გოგონას მოხიბვლა? კაცია და გუნებაო, ამაზეა ნათქვამი.

* * *
ტაქსის მძღოლმა მივიწყებულ ქუჩებზე გაატარა.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ადგილებში თითქმის არასდროს არაფერს ცვლიდნენ, ოლიკომ მაინც ვეღარ გაიხსენა ის ყველაფერი, რაც ოდესღაც მისთვის ძალიან მშობლიური იყო. მანქანა კორპუსთან შეჩერდა, სადაც ისევ უსაქმურად იდგნენ უბნის საამაყო ახალგაზრდები. ოლიკოს, როგორც ყოველთვის, არც ახლა მიუქცევია მათთვის ყურადღება, მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მტვრით დასვრილი ქურთუკი უბრალოდ გაიბერტყა და კიბეებს აუყვა.
საკმაოდ დიდი ხნის წინ მიტოვებულ სახლში ნესტისა და მტვრის სუნი იდგა. თითქოს ეს ცხვირის ამწველი სუნიც კი მშობლიურად ეჩვენებოდა ოლიკოს. ყველა მაგიდასა თუ თაროზე თავისი ხელით შეამოწმა მტვრის ზომა, მერე კი სასწრაფოდ გამოიცვალა და სახლის ლაგებას შეუდგა. პირველ რიგში ფანჯრები გამოაღო და ასევე მტვრის ფენით გამუქებული იატაკის გასუფთავება დაიწყო. ეს არც თუ ისე სასიამოვნო საქმიანობა მისთვის მონატრებული იყო. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, სახლში დაბრუნებული ადამიანისთვის სახლის მტვერი მაინც უფრო მონატრებული და მშობლიურია.
მთელი დღე დასვენების ნაცვლად სახლის ლაგებას შეალია. მხოლოდ საღამოსღა მიესვენა მონატრებულ საწოლზე. ალბათ ჩაეძინებოდა კიდეც, რომ არა კარზე ზარი. თავისებური ბუზღუნით საწოლიდან წამოდგა და კარები გააღო. კვლავ "მწვანეთავიანი" ხატია თვალებგაფართოებული იდგა შემოსასვლელთან და ეჭვების დადასტურების შემდეგ გასალანძღ სიტყვებს ეძებდა.
- არ მოგენატრე მაინც? - ბოლოს ესღა ამოხდა შინდისფრად შეღებილი ბაგეებიდან.
- შენი აზრით? - ხელები გაშალა ოლიკო.
სიხარულის ცრემლებით ატირებული გოგონები კარგახანს შემოსასვლელში იატაკზე ისხდნენ და ერთმანეთის ფერებით ირთობდნენ თავს.
- მეგობრებს ასე უცებ არ ივიწყებენ, - მხოლოდ სამზარეულოში ჩაის დასალევად გადანაცვლებისას წამოიწყო წუწუნი ხატიამ, - შეგეძლო ერთხელ მაინც დაგერეკა, მოგეკითხე, იქნებ საერთოდ რა მომივიდა?
- ოღონდ შენ გაჩუმდი და თუ გინდა შენს გარეშე აღარსად წავალ, - მოჩვენებითი მობეზრებით გადაატრიალა თვალები ოლიკომ.
- როგორც არ უნდა მეხვეწო რუსეთში მაინც არ წამოვალ, - გოგონას სიტყვებზე ცალი წარბი ასწია ხატიამ.
- შაქარი რამდენი? - გამოხედა მაგიდასთან მჯდომს.
- უკვე დაგავიწყდა? - ისევ წყენა მოერია მას.
- ისე მეუბნები თითქოს წასვლის წინ სულ ერთად ვსვამდით ჩაის, - გაბრაზდა ოლიკო, ოღონდ, რა თქმა უნდა, ისევ მოჩვენებით.
- ისე რატომ არ გათხოვდი? არამგონია რუსეთში მამაკაცების ნაკლებობა გამოგეცადა, - ფეხზე წამოდგა ხატია, სიგარეტს გაუკიდა და ფანჯარა გამოაღო.
- ნეტავ იცოდე მაინც ჩემი ამბები, ამდენს არ ილაყბებდი, - სუსტად გაეცინა ოლიკოს.
- მერე მომიყევი, სად გვეჩქარება? - ყელი ჩაიწმინდა ხატიამ, თითქოს თვითონვე აპირებდა გაუთავებელ ლაპარაკს.
- ახლა მეზარება, ხვალ რამე გამოვაცხოთ და მოგიყვები, - ხელები მაგიდაზე შემოაწყო და მისი წუწუნისგან გასათავისუფლებლად ყურებამდე გაუღიმა.
- დააფასე დღევანდელი დღე! - სერიოზულად წამოიწყო საუბარი, მაგრამ ბოლოს მაინც თავისებურად გაეცინა, - როგორი ლმობიერი ვარ, ვერ შენიშნე?
- რა არის ამის მიზეზი? - წარბები ეშმაკურად აათამაშა ოლიკომ.
- მამაჩემის პირობა, - სიგარეტის ნამწვავი ნაგვის ყუთში ჩააგდო და ოლიკოს წინ ჩამოუჯდა, - თუ ჩაფიქრებულ სვირინგს არ გავიკეთებ, მანქანას მიყიდის...
- მაინც რა მანქანას? - მეგობრის ნაცვლად გაეღიმა ოლიკოს.
- მანქანა არ იქნება, - ოლიკოს დაუფიქრებელ რეაქციაზე გაბრაზებულმა წარბები შეჭმუხნა, - სამაგიეროდ უკვე გადავწყვიტე როგორი სვირინგი მექნება... - წინადადების ბოლოს ყურებამდე გაეღიმა.
ოლიკომ გაკვირვების ნიშნად ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია, თუმცა სამომავლო სვირინგზე ფიქრით გართული ხატია მაინც ვერ მიუხვდა გაკვირვების მიზეზს.
- სულ ვიცოდი, რომ მაგრად გაკლდა, - სიცილით უთხრა ოლიკომ, - მაგრამ ასე ძალიანაც თუ "გარეკავდი" არ მეგონა.
- რა იყო? - უცოდველი კრავივით გაუფართოვდა თვალები.
- რა სვირინგი, შტერო? - გაკვირვებისგან კვლავ სიცილი დაიწყო ოლიკომ, - მანქანაზე უარი თქვი სვირინგის გამო?
- ისე მეკითხები, თითქოს გუშინ გამიცანი, - სიცილში აყვა ხატია.
- ეგეც მართალია, - თავი სასაცილოდ გაამოძრავა და ცხელი ჩაი მოსვა.

საქართველოში დაბრუნებული ოლიკო დიდხანს უშედეგოდ ეძებდა სამსახურს, საბოლოოდ კი ისევ ხატიას მამის დახმარებით იშოვა, დამაკმაყოფილებელი ანაზღაურებითა და განრიგით. მეგობრებს რუსეთიდან აღარ მოუკითხავთ, ან საერთოდ როგორ მოიკითხავდნენ ყოველგვარი საკონტაქტო ინფორმაციის გარეშე. თვითონ რამდენჯერმე ელზას დაუკავშირდა, რომელიც იქიდან წამოსვლის წინ ნახა საავადმყოფოში, მხოლოდ და მხოლოდ ბოდიშის მოსახდელად და დასამშვიდობებლად.
- მომიკითხეს? - ეკითხებოდა ყოველი საუბრისას.
- ჰო, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი უაზრო ლაპარაკისთვის ისე გამოვლანძღე, მოსვლას ვეღარ ბედავენ, - უთხრა ბოლო საუბრისას სიცილით ელზამ.
- კარგი ადამიანები არიან, ძალიან მკაცრადაც ნუ გალანძღავ, - სიცილითვე მიუგო ოლიკომ.
- კარგი კრიმინალი არ გამიგია, ოლიკო, - კვლავ ეწინააღმდეგებოდა ოლიკოს სამეგობრო წრეს ელზა.
- აჯობებს მათზე აღარ ვისაუბროთ, როგორც ვამჩნევ არ გსიამოვნებს, - გააჩუმა დეიდა და თავადაც გაჩუმდა.
ცოტა ხნის შემდეგ ხმის ამოღება ისევ ელზამ გაბედა.
- ძალიან კარგია სიჩუმე, თუმცა არა მონატრებული ადამიანისგან, რომლის თითოეულ სიტყვასაც უკანაკნელივით იჭერ და მეხსიერებაში ინახავ, - გაეცინა მუდამ სერიოზულ ქალბატონს, - მე არ ვიცი ის ადამიანები რით ცდილობდნენ შენს მოხიბვლას, ის კი ფაქტია, რომ შენ მათი დაცვა სიამოვნებას განიჭებს...
- რაც არ უნდა იყოს, მათ ძალიან კარგად ვიცნობ, - ელზას სიტყვებმა ოლიკოს ღიმილი მოჰგვარა, - და შემიძლია გადაჭრით გითხრა, რომ ძალიან კარგები არიან...
- შენსას "აწვები", არა? - ისევ გაეცინა ელზას.
- გენეტიკა და პროფესია ამის საშუალებას მაძლევს, - თავისი მოსაწონი თვისებებით კმაყოფილი წელში გაიმართა, თითქოს ცარიელ ოთახში ვინმეს აჩვენებდა მის მედიდურ კისერს.
- დღემდე ვერ ვხვდები, როგორ მოახერხა დედაშენმა საკუთარი ასლის შექმნა, - სერიოზულად ჩაილაპარაკა ელზამ.
- ელზა, მენატრები, - პატარა ბავშვივით დაიკრუსუნა ოლიკომ.
- ვინც ენატრებათ, იმათთან მიდიან კიდეც, - მსგავსი გრძნობები არ გაამჟღავნა ქალმა.
- მერე არ გენატრები? - ოლიკოს კისკისი მთელს სახლში ისმოდა.
- იმხელა ენა გაქვს, ხანდახან მეშინია სახეში არ მომხვდეს, - ირონიულად ჩაეღიმა ელზას.
- დეიდას თვისებებიც გამომყოლია, - ნიშნის მოგებით ჩასძახა ტელეფონში და მოკლე წინადადებებით დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ტელეფონი გათისა.

* * *
ჩვეულების თანახმად, ოლიკო ხატიასთან ერთად იჯდა სამზარეულოში, ჩაის სვამდა და განვლილ დღეს განიხილავდა. როგორც ყოველთვის, ხატია პატარა ბავშვივით გაუთავებლად ტიტინებდა. მისი სმენით გამხიარულებული კარგახანს კისკისებდა, ისე თითქოს მეზობლების ძილის დაფრთხობას განგებ ცდილობსო. კარებზე ზარის ხმამ ორივე მოულოდნელად გამოაფხიზლა.
- ალბათ ლალიკოა, ნამცხვარი უნდა გამოეცხო და შეიძლება შემოგვაწოდოს, - კარის გასაღებად ფეხზე წამოდგა ხატია.
ამასობაში ოლიკომ რამდენიმე დასვრილი თეფშისა და ჭიქის რეცხვა დაიწყო. ყურებამდე გაკრეჭილმა გოგონამ კარები დაუფიქრებლად გააღო და დედასთან საუბრის დაწყებას აპირებდა, როდესაც აღმოაჩინა, რომ მის წინ ლალიკო კი არა, ვიღაც უცხო მამაკაცი იდგა.
- ოლიკო ნოზაძე აქ ცხოვრობს? - კარის გაღებისთანავე იკითხა მან.
საშუალო სიმაღლისა და შესაშური სხეულის აგებულების მქონე მამაკაცს ნახევარი სახე ქურთუკში ჰქონდა ჩამალული. სავარაუდოდ წვიმაში მოყოლილი მამაკაცი დასველებულ კნუტს ჰგავდა, რომელიც თვალებით გეხვეწება სახლში შეყვანას.
- დიახ, რა გნებავთ? - მსგავსი ფიქრებით გამხიარულებული ხატია ძლივს იკავებდა ღიმილს.
- დაუძახეთ! - ახლაღა ამოყო თავი და წელში გაიმართა.
ოდნავ წელში მოხრილს ხელები ქურთუკის ჯიბეში ეწყო. მის ქუჩურ დგომაზე ნამდვილად ვეღარ შეიკავა ღიმილი ხატიამ და ოლიკოს დასაძახებლად მამაკაცისგან ზურგით შეტრიალდა. გაკვირვებულმა ოლიკომ ჯერ თავი გამოყო სამზარეულოდან, მერე კი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა დიდი დროის გასვლის შემდეგ საკმაოდ შეცვლილ ვატოს.
- ოლიკო, ეს ის არის? - ჰკითხა თვალების ტრიალით მონატრებული მეგობრის მოსიყვარულების შემდეგ ხატიამ.
- არა, ეს ვატოა, გვარი თავადაც არ მახსოვს, - უხერხულად გაეცინა ოლიკოს და მხოლოდ მაშინღა წარუდგინა მეგობრები ერთმანეთს.
- იორამაშვილი, - ღიმილით შეახსენა მამაკაცმა.
- ხო, ვატო იორამაშვილი, - თვალები გაუბრწყინდა ოლიკოს, - ვატო, გაიცანი ჩემი ბავშვობის მეგობარი, ხატია თუშიშვილი...
- სასიამოვნოა, - ეშმაკური ღიმილით დააჯილდოვა მამაკაცმა ხატია.
- ჩემთვის არც ისე, - ვატოს საპასუხოდ ირონიულად ჩაეღიმა გოგონას.
- ხატია, გეყოფა! - გამაფრთხილებელი ღიმილით გადახედა ოლიკომ მეგობარს და თან პარალელურად ვატოსთან წამოიწყო საუბარი, - როგორ ხარ? საქართველოში რა მიზეზით დაბრუნდი?
- ერთი ერთზე ვერ ვისაუბრებთ? - ხატიასთან უხერხულად მყოფს წარბები შეეჭმუხნა, - ალბათ ხვდები საქმე ვის ეხება...
- ანუ ხელს გიშლით? - მშვიდად საუბარი ხატიას წყალობით დაიძაბა, - არ მაქვს პრობლემა, წავალ.
ფეხზე წამოდგა გოგონა და ნაწყენი სახით შეტრიალდა კარებისკენ.
- ხატია ჩემი საუკეთესო მეგობარია, შეგიძლია მასაც ისევე ენდო, როგორც მე მენდობი, - სიტუაცია გამუხტა ოლიკომ და გოგონას ოთახში დარჩენისაკენ უბიძგა.
ოლიკოს სიტყვებით გამხიარულებული ხატია ნიშნის მოგებით დაჯდა მამაკაცის წინ და სმენად იქცა. ვატომ ამოიოხრა, ჯიბიდან სიგარეტის კოლოფი ამოიღო და მოწევა დააპირა.
- აღარ დაიწყებ? - მოთმინებამ უმტყუნა ხატიას.
- თუ მოთმინება დაკარგე, შეგიძლია წახვიდე, აქ არავინ გიჭერს, - შესამჩნევად გაბრაზდა ვატო.
- საკმარისია, - ხელების აწევით შეაჩერა არასასურველი კამათი ოლიკომ და ვატოს საფერფლე მიაწოდა, - გისმენთ.
- რატი დაჭრეს... - ამოიოხრა მამაკაცმა და საკმაოდ ღრმა ნაპაზი დაარტყა.
- მერამდენედ? - აღელვების ნაცვლად ოლიკომ მობეზრებით გადაატრიალა თვალები.
- რა მნიშვნელობა აქვს? - კვლავ ოხვრა მოაყოლა სიტყვებს მამაკაცმა.
- ანუ თქვენთვის ჩვეულებრივი ამბავია საქმის გარჩევები და დაჭრა? - ოლიკოს მაგივრად საუბარში ხატია ჩაერთო, - რამდენჯერ უნდა დაჭრან ის ადამიანი, რომ მიხვდეს ასეთ ცხოვრებას აზრი არ აქვს...
- როცა არაფერი იცი, აჯობებს უბრალოდ მოკეტო, - თვალების ბრიალით გადმოხედა ვატომ ხატიას.
- ჩემი გაჩუმების მცდელობით შენს სისუსტეს ამტკიცებ, - დამცინავი ღიმილით შეათვალიერა მამაკაცი, - დავიჯერო არ იცი, რომ მსგავსი ცხოვრებით თქვენი სიცოცხლე ბეწვზე კიდია?
- ცხოვრების წესს სულ არ აქვს მნიშვნელობა, - მეორე სიგარეტს გაუკიდა ვატომ, - შეიძლება აქედან გავიდე და მანქანამ გამიტანოს...
- ანუ ქუჩური ცხოვრება გასამართლებელია? - კვლავ ცდილობდა ხატია მამაკაცის ნერვების გამოცდას.
- გააჩნია რას ეძახი ქუჩურ ცხოვრებას, - ხრინწიანი ხმის მოსაშორებლად ჩაახველა მან.
- კონკრეტულად შენს საქმიანობას, - საუბარში თავისი უპირატესობის გამოსახატად წელში გაიმართა გოგონა და ისედაც გამობურცული ტუჩები უფრო მეტად გამობურცა.
- ყველა ადამიანი ერთნაირი ვერ იქნება, - უბრალო საუბრით ცადა ვატომ გოგონას თავიდან მოშორება, თუმცა ხატიას წინააღმეგ საუბრის დასრულება არც ისეთი მარტივი რამეა, როგორც ვატოს ეგონა.
მათი კამათით გამხიარულებული ოლიკოს გონება რატიზე ფიქრს ითხოვდა, თუმცა საქართველოში ჩამოსულმა საკუთარ თავს პირობა მისცა, რომ იმ მამაკაცზე აღარასდროს იფიქრებდა.
- იმედანად არაფრისმომცემია შენი საუბარი, რომ კამათის სურვილი დამეკარგა, - დამცინავად გაეცინა ხატიას, - მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ვერ დამიმტკიცებ, რომ თქვენი ცხოვრება გასამართლებელია...
- ქვეყანაში გაბატონებული უსამართლობა ყველა ადამიანზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს, - მამაკაცის წყალობით მთელი ოთახი სიგარეტის კვამლში ჩაიძირა.
- ანუ უნდა დაგაფასოთ, რადგან უსამართლობას ეწინააღმდეგებით? - სიცილს ვეღარ იკავებდა უკვე საკმაოდ გამხიარულებული ხატია.
- შენი ნებაა, - თვალი ჩაუკრა მამაკაცმა და ფეხზე წამოდგა.
- ოლიკო, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო, რატი მძიმედაა დაჭრილი, - ქურთუკის ჩაცმის თანხლებით უხსნიდა საქმის ვითარებას ვატო, - საქართველოში სულ სხვა საქმეზე წამოვედი, მაგრამ მინდა შენც ჩემთან ერთად დაბრუნდე უკან...
- ვატო, ეს შეუძლებელია, - ამოიოხრა ოლიკომ, - მე მას ვეღარ შევხვდები...
- მესმის, ოლიკო, - მხარზე ხელი დაადო აღელვებულ გოგონას, - მაგრამ ყველასგან დაუკითხავად გთავაზობ, მას შემდეგ ორი წელი გავიდა, ყველას მოენატრე.
- ვერ შევძლებ რუსეთში დაბრუნებას, - თავს იქნევდა გოგონა.
- სულ თუ არაფერი, შენი მონახულება მაინც მოვახერხე, - წასვლის წინ გულში ჩაიკრა თითქმის ატირებული, - სიცხიანი შენს სახელს ბოდავდა... - გადაუჩურჩულა სიმაღლის გამო მისკენ დახრილმა.
- მართლა? - სახე მომენტალურად გაუბრწყინდა ოლიკოს.
- ჩემი ყურით რომ არ მომესმინა, აქ არ მოვიდოდი, - ლოყაზე აკოცა და კარები თავადვე გამოაღო.
- მერე ეს რას ცვლის? - კარებს ჩამოეკიდა კვლავ მოწყენილი ოლიკო.
- მინდა, რომ უბრალოდ რუსეთში ჩამოხვიდე, მოგვინახულო და რატიც ნახო, - კვლავ მისი გადარწმუნებისთვის საუბრობდა უკვე სახლიდან გასული მამაკაცი, - ექიმმა მითხრა რომ სიკვდილს დაუძვრება, მაგრამ არ ვიცი რამდენად სწორია მისი ინფორმაცია...
- იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება, მე რუსეთში ვერ დავბრუნდები, - თავი გააქნია ოლიკომ.
- რა გაეწყობა, - ძალდატანებით გაიღიმა ვატომ და კიბეებს ჩაუყვა.
მისი სტუმრობითა და წარსულის მოგონებებით დამძიმებული ოლიკო კარგახანს ტიროდა, მერე კი ხატიასთან ერთად დასაძინებლად დაწვა.


მორიგი თავი ადგილზეა, დიდი იმედი მაქვს მოგეწონებათ და შეხედულებებსაც გამიზიარებთ კომენტარების სახით heart_eyes ყოველ შემთხვევაში, მე მოუთმენლად ველი თქვენს შეფასებებს...



№1  offline წევრი უფერული

ჩემო ტკბილო გოგო ძალიან მომეწონა
ძალიან საინტერესოა, დიდ სიამოვნებას ვიღებ კითხვის დროს
შეცდომები არ მხვდება რაც ძალიან მახარებს
ზომაც კარგია მაგრამ მაინც არ მყოფნის, მინდა რომ სულ ვიკითხო
რაღაც ვატო ძალიან მომწონს, რატომ არ ვიცი smile
ერთი სიტყვით კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ ყველაფრის მიუხედავად ისტორიის დადება გადაწყვიტე, მგონი შენზე მეტად ეს მე მიხარია heart_eyes
ახლა ბევრს ვერაფერს ვერ დავწერ, დიდი კომენტარი დასასრულზე უნდა გავაშანშალო smile
მიყვარხარ და ძალიან მომწონს შენი ისტორია, ველოდები შემდეგ თავს heart_eyes

 


№2  offline წევრი ნასტია

უფერული
ჩემო ტკბილო გოგო ძალიან მომეწონა
ძალიან საინტერესოა, დიდ სიამოვნებას ვიღებ კითხვის დროს
შეცდომები არ მხვდება რაც ძალიან მახარებს
ზომაც კარგია მაგრამ მაინც არ მყოფნის, მინდა რომ სულ ვიკითხო
რაღაც ვატო ძალიან მომწონს, რატომ არ ვიცი smile
ერთი სიტყვით კმაყოფილი ვარ და მიხარია რომ ყველაფრის მიუხედავად ისტორიის დადება გადაწყვიტე, მგონი შენზე მეტად ეს მე მიხარია heart_eyes
ახლა ბევრს ვერაფერს ვერ დავწერ, დიდი კომენტარი დასასრულზე უნდა გავაშანშალო smile
მიყვარხარ და ძალიან მომწონს შენი ისტორია, ველოდები შემდეგ თავს heart_eyes

როგორც ყოველთვის პირველი ხარ smile
ძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი სიტყვებისთვის, შენი მხარდაჭერის გარეშე ვერაფერს გავხდებოდი... მეც ძალიან მიყვარხარ heart_eyes

 


№3  offline წევრი Blue tears

აუუუ ძაანმაგარია თან ისეთიდამაინტრიგებელი რომ ვერვითმენ შემდეგ თავამდე ძაან მაგარი იქნება თუ თავებდ გაზრდი პატარები არაა მაგრამ ძაან კაი იქნება თუ გაზრდი (♥ω♥)

 


№4  offline წევრი ნასტია

lorellai
აუუუ ძაანმაგარია თან ისეთიდამაინტრიგებელი რომ ვერვითმენ შემდეგ თავამდე ძაან მაგარი იქნება თუ თავებდ გაზრდი პატარები არაა მაგრამ ძაან კაი იქნება თუ გაზრდი (♥ω♥)

მადლობა ჩემო კარგო heart_eyes
გეთანხმები, ეს თავი სხვებთან შედარებით აშკარად პატარაა, თუმცა შევეცდები ასეთი პატარა აღარ გამომივიდეს...

 


№5  offline წევრი niako^-

მაგარიააააააააააააააა kissing_heart flushed

მაგარიააააააააააააააააააააააააააააა heart_eyes kissing_heart heart_eyes heart_eyes იიიიიიიიი

 


№6  offline წევრი ნასტია

niako^-
მაგარიააააააააააააააა kissing_heart flushed

მაგარიააააააააააააააააააააააააააააა heart_eyes kissing_heart heart_eyes heart_eyes იიიიიიიიი

უღრმესი მადლობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent