შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გეი ბიჭის დღიურები თავი (12)


19-03-2018, 23:01
ავტორი konstantine13
ნანახია 1 916

გარკვეული დროის მანძილზე ასე ვისხედით,მხოლოდ ჩვენი შიშისგან გამოწვეული ოვაციების ხმა ისმოდა, სიმართლე რომ ვთქვა არ ვიცი რატომ მესიამოვნა მისი ასეთი საქციელი ჩემდამი. ალბათ იმიტომ რომ თავს ცუდად ვგძნობდი, დამშვიდება მჭირდებოდა სხვა რამეზე ყურადღების გადატანა თუმცა ზედმეტი არაფერი გამიფიქრებია. ან უფრო კონკრეტულად რომ ვთქვა არ მინდოდა გამეფიქრებინა და საკუთარი თავისგანაც ვმალავდი იმ მწარე რეალობას, რომელშიც მე და ალექსი ვისხედით ხელი-ხელ ჩაკიდებულები თითქოს გარე სამყაროში თავზე საყრელი პრობლემები არ მქონოდა.

-მოგეწონა ფილმი?- ცოტა შეშინებულმა ალექსიმ კითხვის დასმის დროს ხელი ნელ-ნელა თითქოს შეუმჩნევლად გამიშვა.
-კი საკმაოდ კარგი ჰორორი იყო.- ანალოგიურად შეშინებულმა ვუპასუხე.
-გინდა დავიძინოთ.
-არა ჯერ არ მეძინება.
-კარგი მაშნ ლუდს მოვიტან და ცოტა დავლიოთ.- წინადადების დასრულებისას ერთი კარგად გამიღიმა და ლუდის მოსატანად გავიდა.

არვიცი ალბათ ჭკუიდან ვიშლებოდი ან რა მემართებოდა მართლა ვერ ვაანალიზებდი, შესაძლოა სტრესის ბრალი იყო, შესაძლოა იმისიც რომ საბამ ისეთ დროს დამტოვა როცა ყველაფერი დალაგებული გვქონდა, ასეთ რამეს ხომ არც კი გავიფიქრებდი. ალექსიმ არ დაიგვიანა ლუდი მოიტანა და დავიწყეთ დალევა კარგად აღარ მახსოვს რა თემაზე ვლაპარაკობდით თუმცა ის კარგად მახსოვს, რომ რათემაზეც ვლაპარაკობდით ორივესთვის კარგი და საინტერესო იყო. წიგნების კითხვა ისევე როგორც მე ალექსისაც ძალიან უყვარდა, დაზუზსტებით არ მახსოვს რა წიგნს განვიხილავდით, მაგრამ ის მახსოვს რომ წიგნზე დავიწყეთ ლაპარაკი იმ საინტერესო თემების შემდეგ რამაც ცოტა დამაფიქრა. თითქოს მოვითენთე და ძილი მომერია, მის თვალებშიც ვხედავდი რომ ისევე როგორც მე მასაც ძილი მოერია.

-კარგი ალექს შენც გეძინება მეც ხვალ ადრე უნდა ავდგე დავიძინოთ.- ცოტა ძილმორეული ხმით ვუთხარი.
-კარგი.
-დივანზე დავწვები მე.
-რატომ დივანზე შენ ჩემს საწოლში დაწექი და მე დედას საწოლში დავწვები.
-არ მინდა შეგაწუხო.
-არ მაწუხებ და საერთოდ ჩვენ შორის სიტყვა ,,არ მინდა შეგაწუხო" რომ ავკრძალით არ გინდა?
-კარგი.- მეც არ დავაკელი საყვარლად მომღიმარი სახით პასუხი.

ოთახამდე მიმაცილა და დავწექი, ის კი დედამისის ოთახში გავიდა. აი ყოველთვის ასე რატომ მემართება ვერ ვხვდები, მეძინება თუმცა რომ ვწვები მაშინ დამიფრთხება ხოლმე ძილი და მთელი ღამე ბუსავით ვწევარ ხან ერთ მხარეს, ხან მეორე მხარეს და უძილობით ვიღლები. დღესაც ასე დამემართა ვერ დავიძინე ორმოცი წუთის განმავლობაში საწოლში ვბორგავდი და მაინც ვერ დავაჯერე საკუთარ თავს რომ ხვალ ადრე იყო ასადგომი და გამოძინება ესაჭიროებოდა. ბოლოს ამდენი მარტო ყოფნის და უძილობის შემდეგ გადავწყვიტე ალექსისთვის მიმეწერა იქნებ არ ეძინა და მარტოც აღარვიქნებოდი.

-ალექს გძინავს?:( -მოწყენილი სმაილის ემოცია მარტოობის და უძილობის გამამძაფრებლად გამოვიყენე, ვაიბერიდან ერთი საათის გასული იყო თითქმის იმედი გადამეწურა ვიფიქრე ეძინებათქო, ტელეფონი დავბლოკე და დასადებად ხელი, რომ გავწიე იმედის მომცემი ზარიც გაისმა ჩემი ტელეფონიდან.
-არა ვერ დავიძინე.:/
-ხო ვერც მე.

ტელეფონზე აღარ მოუწერია თუმცა 3 დან 5 წუთის შუალედში ოთახის კარიც გაიღო. ცოტა გულზე მომეშვა, ვიფიქრე უძილობასთან მარტო შებრძოლება აღარ მომიწევსთქო და ცოტა ბედნიერებაც შემეტყო სახეზე. არ ვიცოდი რა უნდა მექნა ასეთ სიტუაციებში ხშირად არ ვარ ხოლმე ამიტომაც ალექს დავუთმე ჩვენ შორის სალაპარაკო თემის ჩამოგდების გზა.

-ცოტა არ იყოს და გავიყინე და ხომ არ მიიწეოდი?
-რა სულელი ვარ მოდი დაწექი.

მანაც არ დააყოვნა და ჩემს გვერდით კარგად მოთავსდა , ისევ დავიწყეთ საუბარი თუმცა ახლა უკვე ცოტა უაზრო დიალოგის გვქონდა ვიდრე წინაზე. ეს ის მომენტი იყო სასაუბრო რომ გამოგელევა ადამიანთან და უკვე აღარ იცი რაზე ილაპარაკო. მისკენ გადავატრიალე თავი და ერთ წამს გავჩერდი და ვუყურებდი როგორ ლაპარაკობდა, საკუთარმა თავმა გამაოცა, მისი ტუჩების ნელა ერთმანეთთან შეხება დამშვიდებული და აუღელვებელი საუბარი ისე მესიამოვნა მინდოდა სულ მისთვის მეყურა. ჩემდა უნებრუად, გაუაზრებლად, დაუფიქრებლად ჩემი ხელი მის ხელთან ისე საამოთ აღმოჩნდა, რომ მასაც არაფერი შეუმჩნევია ალბათ ეს იმის ბრალი იყო რომ მასაც ისევე ესიამოვნა ეს როგორც მე.ხელი-ხელ ჩაკიდებულები ვიწექით და დიალოგის დროს მოლაპარაკეს მსმენელი ხან მე ხან ის გაუმებულები სახით მისკენ ყურადღებით ვუსმენდით. ვგრძნობდი რომ ის ჩემსკენ გადმოტრიალებულ თავს უფრო მეტად მიახლოვებდა, იმდენად ახლოს რომ მისი ამოსუნთქული ჰაერი ჩემს ყელს ისე ედებოდნენ თითქოს მე იქ არ ვყოფილიყავი. ალბათ კულმინაციაც ეს უნდა ყოფილიყო მისი თავი ჩემს მხარზე, რა თქმა უნდა, ახლაც არ შევცდი და მისი თავი ჩემს მხარზე საამოდ მოთავსდა. ტუჩები ენის წვერით დავისველე და ცდა იმის რომ ჩემი გულის გამალებით ცემა შემეწყვიტა ისევ და ისევ უშედეგო მთავრდებოდა, აი უკვე კანკალიც დამეწყო არ მინდოდა მას ეს შეემჩნია მაგრამ ვერაფერს ვაკეთებდო.

-კოსტა რატომ კანკალებ?
-შემცივდა.- ყველანაირად ვცადე დამაჯერებლად მეთქვა თუმცა , რასაკვირველია არაფერი გამომივიდა.

არ ვიცოდი რა მექნა დამეკიდა ყველა და ყველაფერი და ის გამეკეთებინ რასაც მართლა ვფიქრობდი თუ ყველაფერი ისე დამეტოვა როგორც იყო. ამასობაში ფიქრში გართულ ჩემს თავს გამოფხიზლებაში ალექსის მოწითალუ, დაშაშრული ტუჩების შეხება გაუაზრებლად დაეხმარა. ცუდი საქციელი ის კი არ იყო რომ მან მაკოცა ის უფრო ცუდი იყო მე რომ ეს მინდოდა და სწორედ ამის თავიდან აცილებში ფიქრის დროს რომ მოხდა ყველაფერი.

-მაპატიე. -ალექსმა წყნარი ტონით ცოტა თვითნებურად გაკვირვებული ხმით მითხრა.
-პირიქით მე მაპატიე.
-არ ვიცი რას ვაკეთებ ისე უცებ მოხდა ყველაფერი გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-კარგი დაივიწყე.

წინადადება პირიდან ამოვუშვი თუ არა მას ამის გააზრებაც არ ვაცადე ისე ვაკოცე არ ვიცოდი, რას ვაკეთებდი საკუთარ თავს ვერ ვცნობდი მაგრამ იმ წამს, იმ მომენტში , ვიწექი მის გვერდით და იმას ვაკეთებდი რაც მარათლა მთელი გულით და არსებით მინდოდა. არც ის ვიცი ვინანებდი ამ საქციელს თუ არა მაგრამ ესეც არ მაინტერესებდა. ერთ წამს უეცრად, თავი უკან გავწიე და მორცხვად აუსწრაფებლად მის საპირისპიროდ გადავბრუნდი და ზურგი ვაქციე, არ ვიცოდი ეს ამ საქციელს როგორ მიიღებდა. არაფერი უკითხავს არც უთქვამს უბრალოდ წამოიწია და ოთახიდან გასვლა დააპირა.

-დარჩი არ წახვიდე.
-კარგი.

ჩემს გვერდით მაგრამ ახლა უკვე ძალიან ახლოს მოკალათებულმა ხელი მომხვია ჩემს კისერთან თავი ახლოს დადო და თვალები ორივემ დავხუჭეთ, ალბათ ისიც ფიქრობდა იმაზე რაც მოხდა და მეც. ასე ჩახუტბულებს და გაჩუმებულებს ისე დაგვეძინა ვერაფერი ვერ გავიგეთ. დილამაც არ დააყოვნა და ფანჯრებიდან მზემ თავისი ლამაზი სხივებით ძილი დამიფრთხო, ისევ ჩახუტებულები ვიწექით. მისი ხელი ჩემი ზურგიდან ნელ-ნელა ავწიე და თავი გავინთავისუფლე არ მინდოდა მისი გაღვიძება. სამზარეულოში გამოვედი და კვერცხის შეწვა დავიწყე, შიმშილის გრძნობას რომ არ მოვეკალი. 15 წუთის შემდეგ უცნაური ხმით ალექსიც მომესალმა.

-დილამშვიდობისა.
-დილამშვიდობის.
-რას აკეთებ.
-ალბათ შენც გშია კვერცხს ვწვამ.
-ხო მში.-და გაიცინა.

საჭმელი მივიტანე და დავსხედით ერთმანეთის მოპირდაპირეთ, თავ ჩახრილები ვჭამდით და თვალებში შეხედვის სირცხვილით ვიწვებოდით. არ მინდოდა რამე მეკითხა არ ვიცოდი როგრ მიიღებდა ჩემს კითხვას ან იქნბ არც კი უნდოდა ამაზე საუბარი, ვახ საერთოდ ავირიე ფიქრიც აღარ შემეძლო რადგან ჩემს თავში თითქოს ბომბი ააფეთქესო, აზრების დალაგებასა კი ვერ ვახერხებდი, სახეზე რომ შემოეხედა ჩემთვის მაშინვე მიხვდებოდა ამას.

-არაფერი მიტხრა უბრალოდ მაცადე.-ბოლოს როგორღაც ალექსიმ მოაბა თავი იმის სათმელად მომზადებულ სიტყვებს რომელიც მე მინდოდა მეთქვა მისთვსი.
-გისმენ.
-შენც გყავს შეყვარებული და მეც არ ვიცი გუშნ რა მოხდა, რატომ მოხდა? თუმცა მოხდა და მე ეს ძალიან მომეწონა, არ ვიცი რას ვიზავთ როგორ იქნება ამის შემდეგ ყველაფერი თუმცა არ მინდა რომ ჩვენს შორის დაძაბულობა იყოს და ამ ერთმა ღამემ ჩვენი ურთიერთობა ცუდისკენ შეცვალოს არ ვამბობ რომ კარგისკენ არ მინდა რომ შეცვალოს. შეიძლება ვცდები და ეს ყველაფერი გაუაზრებლად ბავშურად მოხდა მაგრამ მთავარია ის რომ მომეწონა და იგივეს ახლა ამ წამს გავიმეორებდი რომ ვიცოდე რომ შენც იგივეს გრძნობ.

ჟრუანტელმა მთლიან ტანში დამიარა, ავნერვიულდი მისი სიტყვების შემდეგ. აი ახლა კი მართა დავიბენი და არ ვიცოდი რა უნდა მეპასუხა რა უნდა გამეკეთებინა, მინდოდა რომ ავმდგარიყავი და გავქცეულიყავი ამ დიალოგს მაგრამ ეს არ შემეძლო. მოვიფიქრე გული რასაც მიკარნახებდა ის უნდა მეთქვა.

-და იქნებ მეც იგივეს ვგრძნობ, შეიძლება მეც ვცდები და ცუდ რამეს ვაკეთებ თუმცა ტყუილი ყველაზე მეტად არ მიყვარს.

ალექსანდე ადგა მოვიდა და თვალებში შემომხედა, გავწითლდი, გავშრი და საერთოდაც დავდუმდი მისი თვალები ისეთი იყო რომ ნებისმიერ ადამიანს დაამუნჯებდა. ასე მიყურებდა გარკვეულ ხანს და ბოლოს თქვა.

- ყველაფერი დავიკიდე შენს თვალებშ ჩახედვისას ის დავინახე რამაც ეს მაიძულა მეორედ გთხოვ პატიებას.

დაასრულა ლაპარაკი და მაკოცა შეწინააღმდეგებაზე არც კი გამიფიქრია მისმა სიტყვებმა და თვალებმა იმდენად გამაგიჟეს. გამაგიჟეს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მოსალოდნელ შედეგებზე არც კი მიფიქრია და ზოგადად არაფერზე. მისი შეხება და თითოეული მაბედნიერებდა და ცხოვრებაში ხომ მტავარიც ესაა გააკეთე ის რაც გაბედნიერებს.

ყველაზე მეტად ის მაცოფებდა და მაბრაზებდა რომ საბას ვექცეოდი ჩემი ასეთი საქციელით ცუდად იმ წამს არვფიქრობდი ამაზე მაგრამ რამოდენიმე წუთის შემდეგ თავში იმ ფიქრმა დამარტყა,რომ ის ამის ღირსი არ იყო, ასე ვთქვათ მის ცუდად ყოფნას ვიყენებდი ჩემი ცუდი საქციელის გასასამართლებლად.



№1 სტუმარი სტუმარი shalo

mec gei var...

 


№2  offline წევრი konstantine13

სტუმარი shalo
mec gei var...

???? აჰაჰაჰა

 


№3  offline წევრი konstantine13

talia
Kargi namdvilad iyo, magram sabas zalian cudad eqceva,zalian mwyins. saba gaabedniere ra.da aleqsis sheyvarebulic. Nuigar agvianeb.

ვეცდები მალე დავდო ახალითავი მადლობა რომ მოგწონს ❤️

 


№4 სტუმარი დიმმა

ამდენი აღარ გვალოდინო რა გთხოვ :((((
იცი რა მაინტერესებსს, ამ ისტორიაში რაღაც დოზით შენი რეალური ისტორიაა ჩადებული? თუ?

 


№5  offline მოდერი pekhshvela

დედაა განამჯერაა . ეს რა დაინახა ჩემმა თვალებმა. რა რთულია კოსტას ადგილზე ყოფნა წარმომიდგენია, თუმცა მგონია მაინც რომ საბას მასე მარტივად ვერ შეელევა. ყოჩაღ კარგი იყო. დაგვიანებას გპატიობ არაუშავს:დდ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent