შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გეი ბიჭის დღიურები თავი (11)


21-02-2018, 17:14
ავტორი konstantine13
ნანახია 1 978

თავში ათასი სისულელე მიტრიალებდა , მაგრამ დედაჩემი პანიკური გამომეტყველება და ცრემლიანი თვალები უფრო მეტ სანერვიულოს მიმატებდა. პასუხის გაცემის თითქოს ეშინოდა ან უბრალოდ ვერც გაიგო ჩემი დასმული შეკითხვა, რადგან იმ შოკიდან გამოსვლას ცდილობდა ჩემი თვალების გახელის და კითხვის დასმისგან რომ იყო გამოწვეული.რამდენიმეჯერ გავუმეორე შეკითხვა და ბოლოს როგორღაც ამოიჩურჩულა.

-საბა კარგად არის გვერდით პალატაში წევს.
-კარგი მისი ნახვა მინდა.
-იწექი ჯერ სუსტად ხარ არ შეიძლება შენთვის სიარული.

რაც კი ძალა მქონდა ყველაფერი მივმართე ფეხებისკენ, ადგომისას წაქცევა თავიდან, რომ ამეცილებინა. თუმცა იმედები გამიცრუვდა საწოლიდან ფეხის გადადგმაც კი ვერ მოვახერხე. ყველაფერი მტკიოდა თითქოს შინაგანად სულ დამტვრეული მქონდა ყველაფერი, მაგრამ ის უფრო მაგიჟებდა,რომ საბას ვერ ვხედავდო და ათას სისულელეს ვფიქრობდი. ტვინის შერყევა არასოდეს მქონია და დამერწმუნეთ ყველაზე საშინელებაა, რადგან პირღებინების შეგრძნება, თავბრუს ხვევა და გაორება ერთად მჭირდა, იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ მეგონა თავი გაისკდებოდა ტკივილისგან. მაგრამ ის შინაგანი ხმა უფრო მასუსტებდა და მაცოფებდა საბას ნახვას რომ ითხოვდა.
ტვინის შერყევა ძლიერმა თავის მირტყმამ გამოიწვია, მოტეხილი ხელი და დაბეჟილობები სხეულზე. საგანგაშო და საშიში არაფერი იყო უბრალოდ ერთი დღე საწოლში უნდა ვწოლილიყავი, რომ ფეხზე დადგომა შემძლებოდა. ტელეფონი ავიღე და საბას მივწერე, რა თქმა უნდა , მეგონა რომ ისევე როგორც მე მასაც ექნებოდა ტელეფონის გამოყენების უფლება თუმცა მისგან მესიჯი ვერ მივიღე, ამაზე გავბრაზდი და დედაჩემს ვთხოვე, რომ ეტლი მოეტანა და ისე გავეყვანე საბას სანახავად.

-კოსტა ახლა უკვე გვიანია ეძინება საბას.
-არ მაინტერესებს უბრალოდ დავინახავ რომ ყველაფერი კარგადაა.
-არ შეიძლება შენი მოძრაობები ექიმმა ხომ გვითხრა?
-დედა რას მიმალავ რა მოხდა ან საბა როგორ არის?

დედაჩემი მიხვდა ალბათ, რომ ყველაფრის დამალვა არ გამოსდიოდა, რადგან მე ჩემსას მაინც გავაკეთებდი და სულ ძირს ხოხლიალით მივიდოდი გვერდით პალატამდე სანამ არ დავრწმუნდებოდი რომ ყველაფერი რიგზეა. მან ერთი ამოიხვნეშა შემდეგ ღრმად ჩაისუნთქა, მის სახეზე ცუდი ამბის სათქმელად შესამზადებელი გამომეტყველება კარგად დავაფიქსირე.

-საბა გვერდით პალატაში არ არის.
-აბა სად არის?
-ის..
-დედა მითხარი რა მოუვიდა ან სად არის?!
-ის მძიმედ არის დაშავებული და ოპერაცია უკეთდება ახლაც.

დანარჩენი მისი ნალაპარაკებიდან არაფერი მახსოვს, მაგრამ ერთი შინაგანი ტკივილი ვიგრძენი თითქოს გულიში ვიღაცამ ხანჯალი გამიყარა და სისხლად ვიცლებოდი. დედას წყლის მოტანა ვთხოვე სინამდვილეში მარტო დარჩენა მინდოდა, რადგან დედაჩემს ჩემი ის ცრემლები არ ენახა რომელიც წლებია უკვე მისგან თავის მალვას ცდილობენ, არ მინდოდა სცოდნოდა როგორი ტკივილი განვიცადე მისი სიტყვების გაგებისას. ვცმუკავდი და ვცდილობდი გავჩერებულიყავი არ ვიცოდი რა იქნებოდა ან რა მოხდებოდა, ვერაფერს ვერ ვიგებდი და გული უარესად მტკიოდა.

03.13.2015
იმ უბედური შემთხვევიდან მეცამეტე საშინელი ღამე ჩუმად და აუღელვებლად გადიოდა თითქოს ვერ ამჩნევდა და ვერ გრძნობდა იმ ტკვილის რასაც მე განვიცდიდი. მე შედარებით კარგად ვიყავი ჩემს თავს აღარ ვჩიოდი მე ის უფრო მანადგურებდა საბა ჩემს წინ რომ იწვა უგონოდ და ყოველ დღე, როგორ ებრძოდა სიკვდილს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო ექიმებიც კი ვერაფერს გვეუბნებოდნენ, მოტეხილობები ამასთან ერთად ჭრილობები საიდანაც მინებს 3 საათის განმავლობაში იღებდნენ, გატეხილი თავი და კომიდან გამოსვლის შანსი ორმოცდაათი ორმოცდაათზე. არვიცი უკვე დროც ამერია ვიჯექი მის წინ საათობით ღამეებს იქ ვატარებდი სახლში უბრალოდ წყლის გადასავლებად და გამოსაცვლელად თუ გავდიოდი 1 საათით ისიც დიდ ხანს არ ვჩერდებოდი, იმედს არ ვკარგავდი, მაგრამ ყველაზე მეტად ხალხი მაღიზიანებდა იმ დროს იმაზე არ ვფიქრობდი რას ილაპარაკებდნენ თუმცა მნახველების სია არ წყდებოდა, მეგობრები არა მხოლოდ საბასი არამედ ჩემებიც კი მოდიოდნენ ყოველდღე და თავიანთი უაზრო და მომაბეზრებელი სიტყვებით მამხნევებდნენ რაც არ მჭირდებოდა, თითქოს ყველაფერი მორჩენილიყო და იმედი აღარ არსებობდა. მაგრამ მეგის მოსვლა მაღიზიანებდა ყველაზე მეტად.

-კოსტა როგორ ხარ?

საბას წინ ვიჯექი და ფიქრებში იმდენად შორს ვიყავი გაჭრილი ხალხს ვერ ვხედავდი , იციც ვერ გავიგე როდის მოვიდა ალექსი და როდის მომიჯდა გვერდით მაგრამ მისმა სიტყვებმა ცოტა აზრზე მომიყვანეს.

-ბოდიში ალექს ვერ დაგინახე როდის მოხვედი.
-ახლა შემოვედი. როგორ ხარ?
-კარგად მადლობა შენ როგორ ხარ?
-კარგად. საბა როგორ არის ექიმები რას ამბობენ.
-არვიცით ჯერ არაფერი სასწაულს ველოდებით.
-წამოდი ჩემთან სახლში გამოიძინე ცოტა და მერე ისევ უკან დაბრუნდი.
-არ მინდა ალექს მადლობა აქ დარჩენა მირჩევია.
-ვერაფერს უშველი აქ ყოფნით ადექი და წამოდი თუ რამე სიახლე იქნება დაგირეკავენ, არ შეიძლება ესე ცოტა გამოიძინე და ერთად მოვიდეთ უკან.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ალექსი დედაჩემის მოგზავნილი იყო, რადგან ნერვიულობდა. არვიცი იმ მომენტში მართლა ვიფიქრე რომ სწორი იქნებოდა და კარგი ჩემთვის თუ ცოტას გამოვიძინებდი, ამიტომ მე და ალექსი სახლში წამოვედით. იმ საღამოს ისე კარგად დამეძინა წლებია უკვე ასე ტკბილად აღარ მძინებია, თუმცა საბაზე ფიქრები გონებაში მქონდა ჩარჩენილი ამიტომაც გამთენიის ექვს საათზე გამეღვიძა. ცოტა უცხოდ ვიგრძენი თავი ალექსი მოშორებით გვერდით საწოლში იწვა, ავდექი საჭმელი გავაკეთე თუმცა ჯერ ყავა დავლიე ცოტახანი ტელეფონი ავიღე სიახლეებს გადავხედე, ამასობაში 8 საათიც დაიწყო და წყლის გადასავლებლად შევედი. ალბათ ალექსმა ვერ გაიგო როდის შევედი დასაბანად და შუა ბანაობის დროს აბაზანის კარი შემომიხსნა ისეთი სახით თითქოს საუკუნე ეძინაოო.

-ბოდიში კოსტა არ ვიცოდი აქ თუ იყავი.
-პრობელემა არაა.
-კარგი მერე შემოვალ.
-არ გინდა იყავი მოვრჩი მე მაინც.
-გინდა ჩემი ჯაგრისი გამოიყენე.
-არა მადლობა ჩემი აქ მაქვს.
-კარგი.

ორივე ვიდექით და კბილებს ვიხეხავდით, თითქოს ცოტა გამოვფხიზლდი იმ დაღლილობის და სტრესის შემდეგ და მინდოდა ამისთვის მადლობა გადამეხადა ალექსისთვის.

-მადლობა ალექს.
-რისთვის?
-რომ წამომიყვანე.
-არაფერს.
-საჭმელი მოვამზადე ვჭამოთ და მე წავალ.
-არა ჩვენ წავალთ.
-კარგი.

ვისაუზმეთ მოვემზადეთ და ტაქსი გამოვიძახეთ, არაფერზე ფიქრი არ შემეძლო თუმცა მისი სახე ყველა ფიქრს მიქრობდა. ალექსი იმ ყველა მეგობარს ჯობდა ვითომ ყველაზე ახლოს რომ არიან ჩემთან. ალექსიმ გაჭირვების დროს არ მიმატოვა და ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ თავი უკეთ მეგრძნო. საავადმყოფოში დავბრუნდით სიახლე ისევ არაფერი იყო, ის ისევ უგონოდ იწვა და არაფერი შეეძლო, არაფრის თავი აღარ მქონდა უბრალოდ ვისხედით მე და ალექსი ვსვამდით ყავას და საბასთვის სიწყნარის დაურღვევად ლაპარაკსაც ვარიდებდით თავს. მიკვირდა მისი საქციელი ის საბას თითქმის არ იცნობდა თუმცა ჩემს გვერდით მაინც ისე იდგა თითქოს წლების ნაცნობები იყვნენ.

-კოსტა გავალ მოვწევ.
-დამელოდე მეც მინდა მოწევა.

საავადმყოფოს უკან მოსაწევი ადგილი იყო. დავსხედით და მოვუკიდეთ. ათას რამეზე ვფიქრობდი ყველაფერი თავში მიტრიალებდა, ფიქრები საბაზე კი პირველი იდგა ჩემი ფიქრების ურიცხვი ჩამონათვალის სიაში, ცხოვრებას გამოვერიყე და განზე დავდექი, თითქოს ჩემს გვერდით ცხოვრება ჩავლას ისე ახერხებდა დანახვააც ვერ ვასწრებდი, თუმცა ჩემი დაბადების დღე ახლოვდებოდა და იმას ვხვდებოდი რომ ცხოვრებისგან შორს მაინც მემატებოდა დღეები, ცხოვრება არ მაცლიდა და მპატიობდა იმას რაც მოხდა, ის თავისთავად მაინც ახერხებდა ჩემს გაზრდას. ჩემს გაზრდას არ ვუჩივოდი ჩემს ასაკთან შედარებით ზედმეტად ჩამოყალიბებული ვიყავი, იმაზე მეტს ვფიქრობდი და იმაზე მეტის გაკეთება შემეძლოვიდრე ჩემზე საკმადო დიდ ადამიანებს. ამყველაფერზე გავლენა უფრო მამაჩემის საქციელებმა იმოქმედეს, რადგან 10 წლის ასაკიდან ფაქტობრივად მარტო დავიწყე ცხოვრება და ყოველდღე ჩემით ვსწავლობდი საშინელი ცხოვრებისთვის როგორ ამეწყო ფეხი.

-სკოსტა იცი შეგიძლია დღესაც დარჩე ჩემთამ.-ალექსის ისეთი სახე ჰქონდა თითქოს ჩემთვის ხასიათის გამოკეთება და მის გვერდით ყოფნა აბედნიერებდა.
-არვიცი არმინდა შეგაწუხო ალექს. მაგრამ სახლში მისვლაც არმინდა.
-ხო არ ღადაობ? რა შემაწუხო პირიქით ძალიან გამიხარდება თუ დარჩები თან მარტო ვარ ხო იცი.
-კარგი მაშინ ავალ დავხედავ საბას და ჩამოვალ.
-კარგი.

გზაში ვთხოვე ჩემთან გაგვევლო, ნივთების წამოსაღებად, მაგრამ ის ფაქტი არ მინდოდა დამემალა, მის გვერდით თავს კარგად რომ ვგრძნობდი. მასთან სახლში ავედით გაბო მოვიდა მისი შეყვარებული ვისხედით ვლაპარაკობდით ვიცინოდით და ვსვამდით ვცდილობდი აღარ მეფიქრა საბაზე ცოტახანს მაინც, რაშიც ალექსი ძალიან მეხმარებოდა.

-ჩემო პატარა დღეს დარჩები?-ალექსიმ გაბოს ჰკითხა, თუმცა ალბათ იმ სამი ადამიანიდან მხოლოდ მე შევნიშნე ალექსის სახე რომელიც სთხოვდა გაბოს რომ უარი ეთქვა.
-არა დღეს ვერა, სახლში საქმეები მაქვს.
-ცუდია.

გაბო გავაცილეთ სახლში დავბრუნდით და არვიცოდით რა გაგვეკეთებინა, აზრები თავში არ მომდიოდა, მაგრამ ასე უაზროდ ჯდომა არც მე მინდოდა არც ალექსის, მე შევედი სამზარეულოში ლუდები გამოვიტანე სიგარეტები მაგიდაზე დავაწყე და ამასობაში ფილმის ყურების აზრმაც გამივლო თავში.

-ფილმს ვუყუროთ?
-კარგი ვუყუროთ.

ჰორორი ჩემი საყვარელი ჟანრი იყო და ვიცოდი რომ მასაც ყვარდა ამიტომაც რაღაც ახალი საშინელებათა ფილმი ახალი გამოსული იყო და ჩავრთეთ. შუქები ჩავაქრეთ სავარელში გვერდი გვერდ მოვკალათდით, პლედში გავეხვიეთ და ფილმის ყურება დავიწყეთ, სრული სიბნელე იყო რაც ძალიან მიყვარდა საშინელებათა ფილმის დროს. ფილმმა ჩემი ყურადღება საკმაოდ მიიქცია რადგან ბოლო დროს ასეთი კარგი მაღალ რეიტინგიანი ჰორორის ჟანრის ფილმი არ მქონდა ნანახი, მართლა შემეშინდა. ხოდა ასე ვისხედით მე და ალექსი სახლში ლუდის ბოთლებით ხელში და ვუყურებდით საშიშ ფილმს და ამ ფილმმა ისიც კი დამავიწყა, რომ საბა საავადმყოფოში იწვა. ფილმის პიკი იყო როგორც ეძახიან ხოლმე აი ის მომენტი უკვე კივილამდე საშიში რომ ხდება. ამ დროს შეუმჩნევლად პატარა მოძრაობა ვიგრძენი სავარძელზე. გაურკვევლად თუმცა თივითნებურად მე და ალექსის ხელი ერთმანეთსი გადაიჯაჭვნენ, ვიფიქრე ალბათ შეეშინდა და ცდილობს არ შეიმჩნიოსთქო. მაგრამ იმან გამაგიჟა თუ როგორ მსიამოვნებდა მისი თითები ჩემს მაჯას რომ ეთომარებოდნენ. იმ წამს ბევრი არაფერი მნიშვნელობა მიმინიჭებია ამისთვის, ჩმეთვის კი სასიამოვნო იყო მაგრამ არ ვიცი ისიც ასე ფიქრობდა თუ არა.



№1  offline მოდერი ბელუ შეროზია

პატარა თავი იყო + აგვიანებ

 


№2  offline წევრი konstantine13

ბელუ შეროზია
პატარა თავი იყო + აგვიანებ

ვცდილობ რომ დიდები დავდო და მალე ❤️

სტუმარი shalo
damireke...

შალო ))) შემოდიხარ ერთ თავს არმაზავ და თუ არ მოგწონს და რამე პრობლემა გაქვს უბრალოდ არაა საჭირო წაიკითხო )დაგირეკო და ხოაევიმესიჯოთ? ????

 


№3  offline მოდერი ბელუ შეროზია

ვიცი რომ ცდილობ, ამიტომაც გელოდები სულ

 


№4  offline წევრი konstantine13

ბელუ შეროზია
ვიცი რომ ცდილობ, ამიტომაც გელოდები სულ

მადლობა ასეთი ყურადღებისთვის ❤️

Gotham
Mdaa alexs ar movelodi arc sabas am mdgomareobas arc patara tavs
Ase rom aq ra jandaba xdeba?!

ჩემო ერთგულო ???? რაჯანდაბახდება მეც არვიცი ???????? ამიტომ დაელოდე შემდეგს

 


№5  offline წევრი konstantine13

Gotham
Xom ici rogori moutmeneli var :dd
ras nishnavs ar ici ?
Tan megi ratom gamiqre axla visze viyaro javri?!
Kargi ra KONSTANTINE daikargebi axla 2kvirit da elode amat
Tavshi ra wamouprikindebat kacishvilma ar icis >_<

???????????? არა არა არ დავიკარგები ახლა . და მეგი რადროს მეგია როცა ასეთი რაღაცეები ხდება მეგიც გამოჩნდება და ჯავრის საყრელი ხალხოც ძალიან ბევრი

 


№6 სტუმარი დიმმა

ვაიმე კოსტააა ))
აი ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო როცა ახალი თავი დავინახეე ))
ცოტა მალე დადე რააა გთხოოვ ((

 


№7  offline წევრი konstantine13

დიმმა
ვაიმე კოსტააა ))
აი ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო როცა ახალი თავი დავინახეე ))
ცოტა მალე დადე რააა გთხოოვ ((

ხო დღეს ვაპირებ ახალი თავის დადებას <3

talia
მოიცა ეს იმას ნიშნავს რომ საბას დაშორდება? აუუუუუუუუუუუ კაი რა, უსამართლობაა საბა რო გაიღვიძებს კოსტამ უთხრას სურპრიზი მე ალექსი შემიყვარდაო, და ესეც საკითხავია საბა გაიღვიძებს თუ არა. არ მომეწონა ეს მომენტი. კოსტმ საბას არ ყოფნით სარგებლობს ხალხოოო,ვაპროტესტებ!ახალი კანონები მინდა შეყვარებული წყვილისთვის, 1 იქნება ერთმანეთის არ ყოფნით არ ისარგებლონ, დანარჩენებს მოვიფიქრებ smile რაც შეეხება ამ თავს რო შემოვედი უიმედოდ საიტზე, იმხელა იმედი ჩამესახა გავოცდი, გავიფიქრე მალე ისევ გაქრება ეგ იმედი ჩემო თავო თქო, და აჰა არა რა ვერ ვიტან როცა მართალი ვარ, მორჩა გაგებუტე საბა და კოსტა ერთად წერტილი! tired_face triumph sob scream გთქოვ ლა იქნება ეც სულვილი რო ცემისლულო კასტა ბიძია.

ნუ გავუსწრებთ მოვლენებს :დდდ დაელოდე ახალ თავს დარწმუნებულივარ ძალიანმოგეწონება .

 


№8  offline მოდერი pekhshvela

აუ არაა(((( :დდ კოსტა საბასთან უნდა იყოს ^^ :დ გადამირჩინე საბა(( კარგი ხარ heart_eyes

 


№9  offline წევრი kaisha13

აი ეს ხართ ბიჭები სხვა კი არაფერიიი?:P ჯერ საბა არ მოუნელებია და უკვე სხვასთან პოულობს ნუგეშს?...))) ერთ ნაბიჯზე არხართ სანდოები ტყუილა კიარაა ნათქვამი "ბიჭის გამო ნუ მოიკლავ თავს თორემ ის შენ დაკრძალვაზე სხვა ქალთან ერთად მოვაო" ისე კი კარგი ბიჭიხარ კარგად წერ მართლა

 


№10 სტუმარი ნინნე

ძალიან მომწონს ???? მაგრამ ძალიან აგვიანებ????????

 


№11  offline წევრი MmaroAmi

უფ მშვენიალურობა იყო ბათ მოგწერე და პასუხი არგაგიცია იქნებ გენახა ჩატი :დ

 


№12 სტუმარი დიმმა

დადე რა ახალი :( :(

 


№13 სტუმარი დიმმა

აღარ აგრძელებ?

 


№14 სტუმარი ნინნე

იიი უნდა გვაწყენინო ეხლაა? -_- ახალი თავები გვინდაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent