შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისტორიები რომლებიც საუკუნებს გაუძლებენ


21-03-2018, 20:26
ავტორი bibo
ნანახია 10 750

1 ) ეგონა ყველაფერს ვაპატიებდი, უფრო სწორად ყოველთვის ყველაფერს ვპატიობდი.
მარტო დარჩენილ დღეებსაც, მის მონატრებაში გათენებასაც, მარტო დატოვებასაც.
ყველაფერს ვპატიობდი, როცა ვიცოდი რომ დაბრუნდებოდა, დამირეკავდა, მომწერდა, ან სახლში მოსულს იქვე სიგარეტიტ ხელში დამხვდებოდა."მე შენ და სუიციდი "მაშო ქავთარაძე


2)შავ კოპლებიან ჭიქაში, გამიკეთე. სამი კოვზი ყავა ჩაყარე, მერე რძე დაასხი ისე ყავა რომ დაფაროს და ხუთი წუთი ურიე, მერე დაასხი ადუღებული წყალი ნახევრამდე, ცოტა კიდევ მოურიე და მერე გამივსე, მერე კიდევ ერთი კოვზი ყავა ჩაყარე და სამჯერ მოურიე. _ სერიოზული სახით ელაპარაკებოდა გაკვირვებულ და თვალებდაჭყეტილ ნატას და თითებით უხსნიდა.- ღამის სამიზნე" ანასტასია ახლკაცი


3 ) უნებურად დავუგდე ყური გულის რითმას და ვერაფერიც ვერ გავიგე.
პანიკაში ჩავარდნილმა მხოლოდ რეზისთან დარეკვა მოვახერხე , რომელიც ჩემი ქმრის ძმაკაცია.
მერე უბრალოდ პანაშვიდი , დაკრძალვა და შავი ფერი მახსოვს , მეტი არაფერი ...
ნეტავ სიზმარი იყოსთქო ,ყოველ ღამით ვიღვიძებდი
ამის მოლოდინში მაგრამ ... მაგრამ მე ვინ მომცა მაგის ბედი.
ხომ გითხარით ცუდი ბედი მაქვსთქო ? არ მომიტყუებიხართ .
კიდევ კარგი უნივერსიტეტი დამთავრებული მქონდა თორემ მერე მშობლების დარიგების თავიც კი აღარ მქონდა.
ვფქრობდი და ვრწმუნდებოდი როგორი სწორი გადაწყვეტილება მიმიღია თავის დროზე რატის , რომ გავყევი ცოლად .
ადამიანი, რომელმაც იცოდა , რომ უნაყოფოსთა ერთად სიმსივნით ...
"იყავი ბედნიერი " -დრონი




4)
ნამიანი პირსახოციც კი ვერ უგრილებდა გახურებულ, ვნების ალით შემოსილ კანს ანას. გაბრიელის სხეულის სიმხურვალეს, ლამის ჭკუიდან გადაჰყავდა, აგიჟებდა და სასიამოვნო შეგრძნებებს უფრო მეტად უმძაფრებდა. ბიჭი მის მოფერებას წამითაც არ წყვეტდა, მთელი გრძნობით ეხებოდა ტუჩებით მის კანს და თითოეულ კოცნაში, რაღაც ამოუცნობ და საოცარ ემოციებს აქსოვდა, რომლის მუხტიც წამსვე გადადიოდა ანაზე.
- "ცივსისხლიანი" მარგალიტა ლოკი




5) საყვარელ ქალს უყურებდა აი ისეთს უბრალოდ რომ უყვარდებათ ,უბრალოდ და თან ბრალიანად. უყურებდა და სურვილი კლავდა, ყოველ ჯერზე მოთმინებას ცდიდა უყურებდა ყვრიმალიდან ტუჩის კუთხემდე განლაგებულ პაწაწინა ,მკრთალ ხალებს და სისხლი უდუღდა კაპილარებში ისე ძლიერ სურდა სათითაოდ ყველა მათგანს შეხებოდა მერე ..მერე თვალები ეწვოდა ქვედა ტუჩს უყურებდა რომელთანაც კიდევ ერთი ხალი იწონებდა თავს, სულ მარტო იყო ,სხვებისგან შორს კაცს კი მისი კოცნის სუვრილი ჰქონდა. შემდეგ თხელ,სიფრიფანა ,ფერმკრთალ ტუჩებს უყურებდა და ფიქრობდა ერთხელ მაინც რომ შეხებოდა მათ ქალს დაკარგავდა , თავისებურად უცნაური იყო მისი ქალი ,ყველაფერი იყო მისგან მოსალოდნელი მარიამო
მარიამს თვალი მოაშორა, ისე საუბრობდა .დასასრულს ისევ შეხედა ,მარიამს ლოყაზე არსებული პაწაწინა ,მკრთალი წერტილები ეწვოდა იმ წამს, თითები ინსტიქტურად გადაატარა ლოყაზე არსებულ ხალებს და ტუჩის კუთხესთან შეჩერდა
სულ'არეული sameoen crazy girl




6)მარტოობაში გასული რამდენიმე თვე და ახალი არაფერი.
მხოლოდ დარჩენილი მოგონებები.
რომელსაც, არ შემატებია არაფერი ახალი.
ადამიანები მიდიან, მოგონებები რჩებიან.

ნელ-ნელა სიბნელე ეპარება ქალაქს.
ნელ-ნელა ვარსკვლავებიც იმატებს.
კესანე - მიმიმიმო




7) ჩემი საქმე არც ისე მოსაწყენია. ალბათ იმიტომ, რომ ჩვევად მაქვს ჩავიჭყიტო იმ ფურცლებში, რომლების ასლსაც ვიღებ. ხო, ალბათ სწორედ არ ვიქცევი, მაგრამ ეს ერთგვარ გასართობად მექცა. მაღაზიასთან ახლოს კერძო სასწავლებელია, ხოდა მეც სამუშაო არ მაკლია.
-" მე მიყურე " lullaby



8)„თაი, მაპატიე, რომ შემთხვევით შენი ნაძვის ხე მოვიპარე. არ მინდოდა, მართლა !
ტყუილად ვიმსჯელეთ ბედისწერაზე, შემთხვევითობის თეორიაზე და ჩვენი ურთერთობის შესაძლო გაგრძელებაზე.
ასეთი ფაქტები უბრალო შემთხვევითობას არ შეიძლება დააბრალო. მე გეუბნებოდი, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს სასწაულები ხდება! დამირეკე-531 31 31 31.

დათი“
From 31, to 1 ans




9) აღარაფერს ვამბობთ. პალატიდან გამოვდივართ და თეთრ კედლებს შორის მივსეირნობთ. კმაყოფილი ვარ. ისეთი კმაყოფილი, მეტი რომ არ შეიძლება. აღტკინებასა და აჟიტირებას ვეღარ ვუმკლავდები.
''შენ_სავსე, მე_ცარიელი...''
ცარიელი? რატომ მეგონა, რომ ბოლო სიტყვები სწორედ ეს იქნებოდა? რატომ ვგრძნობ ახლა თავს გაბერილად, ამოვსებულად, სულჩაბერილად?


''ასე ტყუილად არ უნდა ვკვდებოდე, გიორგი. მენანება ჩემს ხელებზე ამონასუნთქი ჰაერი. მე მოვკვდი. ვიღაცამ კი უნდა იცოცხლოს. ვიღაცა ჩემსავით უდროოდ არ უნდა მოსწყდეს ამქვეყნიურ ბედნიერებას. იმ ვიღაცასთან გამომშვიდობება მის საყვარელ ადამიანებს არ უნდა მოუწიოთ, მათაც არ უნდა იტირონ'
თავშესაფარი sopiko



10) ცხოვრება ულმობელი რამაა, ხანდახან ისეთი ნაბიჯების გადადგმა გვიხდება რაც ყველაზე ნაკლებად გვინდა, ან საერთოდ არ გვინდა.მაგრამ ყველაფერს ვერ განსაზღვრავ, წინ ვერ გაიხედები, ვერ გათვლი ყველა ნაბიჯს.. ხანდახან როცა გგონია რომ კარგად იქცევი სწორად ისაა შეცდომა..ყვეაფერს ვერგათვლი. ცხოვრება ერთი დიდი მოულოდნელობაა.. ამ მოულოდნელობების მსხვერპლნი ვართ , როგორც უნდა ისე გვატრიალებ, ისე გვადგმევინებს ნაბიჯებს და ჩვენც როგორც მარიონეტები ისე მივყვებით დინებას. ხელს ვერ ვუბრუნებთ...ყველაზე ძლიერი, ყველაზე ულმობელი და ხშირად ყველაზე გაუსაძლისი ცხოვრებაა....
ბედს იქით თუკა ჯიქური


11)"თითქოსდა როცა სიფხიზლე წარეტაცა მის გონს, ალისფერმა თრთოლამ მიჰყო ხელი გამოფიტულ სხეულს და სისხლით გაჯირჯვლული ხელ-ფეხიდან დაერია ზაჰრას სიცხე. ბორგვა იწყო დიაცმა, მოწოლილმა სისხლმა თითქოსდა გადაავსოო ტყავი მისი, მყიფე ჯებირებს ასკდებოდა და ლამობდა გამოხეთქვას, დაუდგრომელი და უწყალო."
დალიჰარი ლინდა ზედგინიძე


12) მირბოდნენ ორნი, ერთმანეთის მხარდამხარ და ერთმანეთის იმედად დარჩენილნი, ცხოვრება მორიგ გამოცდას უწყობდათ, მორიგ პაექრობას ბედისწერასთან. მირბოდნენ და არსებობდა მხოლოდ გაქცევის მიზეზი, მხოლოდ მიზანი. არ ფიქრობდნენ, არ ეშინოდათ. თვითგადარჩენის ინსტიქტით შეუძლებელსაც კი ახერხებდნენ.
მარიონეტი ანა მურაჩაშვილი


13 )ვიწექი მის მკლავებში მოქცეული, ვგრძნობდი მის ტუჩებს საკუთარ კანზე და
ვხვდებოდი რომ სამყარო ჩემს გარშემო იწყებდა მოძრაობას. თითოეულ
ჩასუნთქვაზე ფილტვები სიამოვნებით მევსებოდა და ვგრძნობდი როგორ
მითრევდა იმ სამყაროში, სადაც არც კი ვიცოდი რა მელოდებოდა. სითბოთი
გაჟღენთილი ტუჩებით მკოცნიდა ჯერ შუბლზე, შემდეგ თვალებზე, ცხვირზე,
ნიკაპზე და ბოლოს ტუჩებამდეც მიაღწია.
თავდავიწყებით ანა კეკელია


14)ხანდახან, ცხოვრებაში, ხომ არის მომენტები, როცა ყველა და ყველაფერი გტკენს? თითქოს სამყაროს თითოეული წერტილი ეკალივით ესობა გულს და გაღონებს. ხოდა, სწორედ ამ მომენტში, როცა მთელი არსება გაქნილი ჯიბის ქურდივით მოუსვენრად აცეცებს თვალებს, ოღონდ კი შვება ჰპოვოს სადმე.
კატერინა ანა გელაშვილი




15 ) - საპირისპირო მხარეები იზიდავენ ერთმანეთს. - ჩემდაუნებურად წამომცდა და მაშინვე ენაზე ვიკბინე.
ლექტორმა ისევ ნელა დააქნია თავი და მალევე მომაშორა მზერა.
- მიყურე, მიყურე... გადასახადი კი არ მოგივა, ჩემთვის ცქერის! - ფიქრები თითქმის წამომცდა, მაგრამ თავი შევიკავე.
მე, ზოლიანი და 11 ''შარში ვარ'' okay



16 ) უცნაური საღამო ჩამომდგარიყო. თოვლიანი, ნისლიანი. ჩამოცვენილ ფიფქებს წვიმის წვეთები ერეოდნენ და მიწას ატალახებდნენ. თუმცა თოვლიც იდო, ქუჩაში გასულები ღრმა კვალს ტოვებდნენ, მაგრამ ირონიულია - დაბრუნებულებს საკუთარი ნაბიჯები აღარ ხვდებოდათ.
როიალები მარიამგ


17) არ ველოდი, შენგან არ ველოდი და ესეც იკადრე, აქამდეც მიხვედი - საშინელ ტკივილს ვგრძნობ სადღაც, შიგნით - აქამდე მაინც გაფასებდი, როგორც პიროვნებას, ჩვენი ურთიერთობის ვერ ჩამოყალიბებას ამაში ხელი არ შეუშლია, შენ მაინც ძალიან, ძალიან კარგ ადამიანად რჩებოდი ჩემთვის და ესეც გააცამტვერე, ყველაფერი წაშალე, რაც კი საერთო გვქონდა.
სველი იასამანი მარრიამი


18 ) -გაჩუმდი ,5 წუთი გაჩუმდიიი გესმის ?? დაუყვირა თვითონაც და ყბებში წაავლო ხელი თვითონაც ვერ მიხვდა რატომ მოუნდა იმ გოგოს კოცნა ვინც უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა იქნებ იმიტომ რომ ეს ამ წუთას მისი გაჩუმების ერთადერთი გზა იყო და გაამართლა კიდეც . გაიყინა და გაშეშდა მის ხელებში. დაბნეული მიაჩერდა მის წინ მდგარ კაცს რომლის ცხელი

დაუმორჩილებელი რუსკიტა


19) „იყო და არა იყო რა, იყო ერთი ჩვეულებრივი სიყვარულით შექმნილი ოჯახი, ამ ოჯახს ბედნიერებისთვის მხოლოდ შვილი აკლდათ, ქალიც მალე დარჩა ფეხმძიმედ და მალე ვაჟიც გაუჩნდა... ვიჭს ბაბუას სახელი ვახტანგი დაარქვეს... ბიჭის მესამე დაბადების დღეზე მამა-შვილმა წერილი იპოვენს სადაც დედა წერდა რომ, ოჯახობანას თამაში მობეზრდა და სახლიდან წავიდა.
ძვირფასო ქმარო! მაია აბულაძე




20 )-ჩვენც ჩაგვწერეთ მოხალისეებად!-მარჯვენა ყურმა ან მართლა გაიგო ნაცნობი ხმა თან „ჩვენ“ მრავლობით რიცხვში, ან მოჩვენებები დამეწყო, დიდი იმედი მაქვს მეორე! თავს ყურებამდე გაკრეჭილი ბურდულისკენ ვაბრუნებ, აშკარად არ მომესმა! ის-ისაა პირი უარის სათქმელად უნდა მოვაღო გახარებული გუბაზის სახეს რომ ვაწყდები. ჯანდაბა! სამი თუ ოთხი კაცი კიდევ გვიერთდება
ბურდული და სხვა კატასტროფები gonegirl




21)მინდა სხეულის თითოეულ ნაწილს შევეხო,ვგრძნობ როგორ მიზიდავს,ვნებისაგან როგორ მიდუს სისხლი, ვუყურებ მის მოშიშვლებულ ყელს,მკერდს, წვივებს,რომლებიც ესოდენ ერთობ მაცდუნებელია ჩემი გარყვნილი ფიქრებისთვის,გაგიჟებული ღრმად ვსუნთქავ სუფთა ჰაერს მოზღვავებული ემოციები რომ ვაკონტროლოთ
"ნი" "ნე " nini5



22) დრო სწრაფად მიდიოდა, ყველა შეეგუა თითქოს მმის ბედს და ცხოვრებას აუწყო ფეხი,ლიზა გერმანიაში გაფრინდა ყველასგან მალულად, მხოლოდ მე ვიცოდ მისი ნამდვილი ადგილმდებარეობა, ანდროც არ გამოჩენილა ჯერ ჯერობით. ხშირად მოდიოდნენ ბიჭები ჩემს სანახავდ, მაგრამ ყველა შეთქმულივით დუმდა ლუკაზე არავინ არაფერს ამბობდა, მეც ვერ ვბედავდი მეკითხა. დღეს მე უკვე ტავისუფალი ქალი ვარ, სრულიად ჯანმრთელი და საკმაოდ ბედნიერიც, რადგან ჩემი პატარას ყველა მორაობას ვგრძნობ,საოარი ადრენალინი მაქვს ორგანიზმში და დანამდვილებით ვიცი მე ვარ ადამიანი რომელმაც წარსულს თავი დააღწია და დღეიდან ახალ ცხოვრებას, ახალი ფურცლიდან იწყებს.
მსხვერპლი du-da



23) -შენ, რომ სურვილი გქონოდა-სულ ერთად ვყოფილიყავით, ვიქნებოდით კიდეც, მაგრამ სურვილი არა, გრძნობა არ იყო შენში გამჯდარი, ივერი.
აეროპორტში ვიდექი მის წინ და მიუხედავად იმისა, რომ ახლა, აქ არც უნდა ვყოფილიყავი შეიძლება, ყველაფერი ფეხებზე მე*იდა. თუნდაც, მოშტერებული მზერებიც.
მარტში - ელპინი



24) ზღურბლზე მდგარი ცოტნე გაოცებისგან და მოულოდნელობისგან ადგილზე გაქვავადა ნაცნობ სახეს რომ წააწყდა. გაოგნებულმა აათვარიელა მის წინ მდგარი თვალებგაფართოებული გოგონა, რომელიც აშარად მასზე ნაკლებად შოკირებული არაფრით იყო, სიტუაციიდან გამომდინარე. მის წინ ნამდვილად მია ნაკანი იდგა, ადამიანი ,რომლის გამოც ეს ხუთი წელი დიდი ტკივილით იყო სავსე.
-შენ..... შენ აქ...-ხმააკანკალებული წამოისროდა სიტყვებს მია და ვინ იცის იმწუთას არ აზრები უტრიალება იმ პატარა თავში- რა გინდ აქ?
ბედნიერების ათვლის წერტილი _LiLia_





25) იმ დღის მერე ოფიციალურ წყვილად გამოგვაცხადეს ახლობლებმა. ჩვენ მხოლოდ ბედნიერები ვიყავით ყოველგვარი ჩარჩოების გარეშე. მე ვიწამე ბედისწერიდ. დადვანი ჩემი ბედისწერა იყო. ჩემი ბედნიერების მიზეზი. ფერადი და თან უხილავი ძაფები გაიბა ჩვენს შორის და ასე მარტივად, მცირე დროში ვიყოვე ჩემი ადამიანი.
ფოტოგრაფის აღმოჩენა თაია




26 ) ვიდექი ნაწვიმარ ქუჩაში, შუა სტამბოლში და თავზე ხელებშემოწყობილი გავყურებდი ქუჩას. ბოსფორიდან ცივი ნიავი ჰქროდა, ირგვლივ ზღვის სურნელი ტრიალებდა და ერთ წამს თავი ბათუმში წარმოვიდგინე. გზამკვლევზე ჩაწერილი მისამართისკენ გავემართე, ვიმედოვნებდი, რომ რომელიმეს სახლის მისამართი იქნებოდა და თან ღია კაფეებისა და ყვავილების მაღაზიების ცქერით ვირთობდი თავს.

თბილისი-სტამბული ლორელაი



27 ) ტკივილი გიგრძვნიათ სულის და სხეულის? ყველა უჯრედს რომ მოიცავს და მერე ყველას ერთად გული ისრუტავს? ყველაზე საშინელი გრძნობაა, ყველაზე მტკივნული და სულის შემძვრელი. თავს ვერ ერევი, სუნთქვაც გიჭირს, ფეხებს ვეღარ გრძნობ

სვანური ვერდიქტი terooo



28 ) ზღურბლთან გაშეშებული ვდგავარ, ნიკას ვერ ვხედავ, ექიმი კი ვენაში რაღაც სითხის შეყვანას ცდილობს, თან აქეთ-იქით იხედება. პანიკა მიტევს და ხმამაღლა ვკივი:
-ეს არის, ნიკას მოკვლა უნდა, დაიჭირეთ! ამ დროს ბაჩო და ლევანი შემორბიან პალატაში და კედელთან ექიმის ფორმაში ჩაცმულ კაცს იმწყდევენ

მოახლოება teddy))




29 ) – მე შენ მენატრები. – ჩემ ყელში ჩარგო თავი და ისე ამოიჩურჩულა. – ყოველთვის, მაშინაც კი როცა ასე ახლოს ხარ. – გავშეშდი, ასეთი გულწრფელი და ემოციური პირველად იყო. – მეშინია... შენი ნახვის მერე პანიკურად მეშინია რომ ერთხელაც ეს ყველაფერი დასრულდება. ხანდახან ილუზია მგონიხარ... რეალობისთვის ზედმეტად კარგი ხარ. ასე მგონია შენთან ყოფნის დრო განსაზღვრული მაქვს. ვცდილობდი არ შეგჩვეოდი. შეგეჩვიე და შიში ვისწავლე. მეშინია ცოლი გიწოდო... შენ ბევრად მეტი ხარ. მეშინია შენი და აქაურობის. შენ გაცილებით მეტი ხარ. ევა... შენ ზუსტად ის პირველი ქალი ხარ, შენი რელიგიიდან. ის პირველი მაცდური, რომლისთვისაც მზად ვარ ყველანაირი სასჯელი ვზღო...

ტყვე nicol



30 ) და, როცა მეგონა ყველაფერი დამთავრდა, ყველაფერი გადავლახე, სანამ ამ საშინელ ადგილს მოვშორდებოდი, მიმღებში იმ საძაგელმა კაცმა გამაჩერა და სასწრაფოდ მომთხოვა ფურცლის ჩვენება.
ავკანკალდი, რადგან ჯერ არ ვიცოდი, რა ეწერა ფურცელზე..
მადერა N7





31 ) -ძნელია სიცილი შეიკავო,როცა შენს წინ, დიდი ზომის სვიტერში წიწილასავით ჩამალული ქალი დგას,ამით მისი სხეულის ვერცერთ მიმზიდველ ნაწილს ვერ ხედავ და მეტი მონდომეთ ცდილობ მის შეცნობას.რა იმალება შენში,ეკატერინე?
ვნება მორი-ელი



32 )დილით ფანჯარაზე მოწკაპუნე წვიმის წვეთებმა გამომაფხიზლა. ნებივრად გავიწელე საწოლში და ხელებიც განზე გავშალე, მაგრამ ჩემი მოქნეული ხელი ბალიშის ნაცვლად გვერდზე მწოლს მოხვდა. თვალები ისე გავახილე თითქოს ოც კილოიანი გირები დაეკიდათ ქუთუთოებზე და ზანტად გადავხედე ჩემი მუჯლუგუნით შეშმუშნულ ვაჩეს.
ბავშვობიდან ერთად nene gelovani



33) სასტუმროდან გამოსულმა, ფეხზე გავიხადე და ფეხსაცმელებით ხელში გავუყევი გზას. ისევ ისე, როგორც მაშინ...
აგვისტოს ბოლო იყო, ამიტომ არ ციოდა. მთვარეც უხვად მაფენდა სინათლეს... აი, ნათელი ღამეო, რომ ამბობენ, ზუსტად ისეთი იყო.
ჯერ ვიფიქრე, სახლში ტაქსით წავალ-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე. არადა დაღლილი ვიყავი. ჩემი პარტნიორი ძალიან ენერგიული
ცა ჩამომექცა chica sol






34 ) სიზმრად მუდამ ერთ ადამიანს ვხედავდი, არასდროს, რომ არ მენახა ისეთს, სულ ვეჩხუბებოდი, სულ ვტიროდი... რაც ჩემგან გასაკვირი არც იყო თითქმის არასდროს, იმდენად გულჩვილი ვიყავი.. ყოველთვის ვდარდობდი მასზე, ყოველთვის მტკიოდა და ახლაც მანქანაშიც , მამას რომ არ გავეღვიძებინე, დარწმუნებული ვარ მთელ მანქანას ავავსებდი ცრემლებით.

არაკაცებო, გეძლევათ შანსი.. პოეტის ცოლი






35 )მამაკაცი იწვა და მთელი სხეულით თრთოდა. უკვე იცოდა, რომ მოაკითხეს. მის წინ მდგარი სხეული არ ქრებოდა და მამაკაცი უხმოდ ტიროდა. სხეულს გაფითრებული, ცარცისფერი სახე ჰქონდა და ისეთი წითელი თვალები, აქამდე რომ არსად ენახა. უღიმოდა. მამაკაცი ტიროდა, სხეულს ეღიმებოდა და მისკენ მოსრიალებდა. მამაკაცმა ლოცვა დაიწყო, ძალიან ჩუმად, თვალები დახუჭა და ტუჩები სწრაფად აამოძრავა. სხეულმა აცადა, და როცა მამაკაცმა თქვა "ამინ", ის გარდაიცვალა.
ფრთები საქანელაზე Eleniko13




36 ) მარიმ ფოტოები მომაწოდა,სადაც ტასო გელოვნის მანქანაში იყო ჩახუტებული გაბრიელზე.ფოტოები ხელიდან გამივარდა,არ მჯეროდა,ნუთუ ტასოს,ჩემს ტასიას შეეძლო ეღალატა ჩემთვის.მივხვდი რომ ეხლა მხოლოდ დალევა მიშველიდა.ფეხზე ავდექი და ფოტოებიც ავიღე
-სად მიდიხარ სანდრო(მარი)
-უნდა დავლიო
ქურდის გოგო ხარ lile jones





37 ) -პირველად რომ დაგინახე, ვიფიქრე, ვიპოვნე და ჩემი ბედნიერების გზაც გაიკვალათქო, მაგრამ იმედი გამიცხრუვდა. თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, ყველგან ‘ჩვენ’ ვიყავით. მერე უცებ ქარმა დაუბერა, ყველაფერი დალაგებული ბურუსში არია, იმდენად რომ მისგან დახსნა გაჭირდა. სიყვარული მართლა საშიში რამ ყოფილა, ნიკოლ. მეშინია სამყაროს
და მაინც ნიკოლ ძველებურად რატომ აღარ მიღიმი? გაზაფხულის გოგო




38 ) გოგონა ისევ მასზე ჩაფიქრდა, აინტერესებდა რატომ არ ანებებდა ამ საქმეს თავს, რატომ არ გამოსდიოდა ჩანაფიქრი და რატომ იყო ისევ აქ.
რამდენიმე წუთში ექთანი შემოვიდა, მაგრამ იო არსად ჩანდა. კატა მიხვდა, რომ ცოტა ზედმეტი მოუვიდა და საკუთარ თავზე გაბრაზდა. ექთანთან დიდხნიანი ხვეწნა-მუდარის შემდეგ თავისი მაინც გაიტნა და ხელ-ფეხიდან ქამრები მოხსნეს.
ინცესტი სასიკვდილო დოზით -venus-



39 ) ადამიანები..
ყოველთვის მაოცებდა ეს ფენომენი ღმერთის მიერ გაჩენილი
წამდაუწუმ იმას რომ გაიძახის მაიმუნის გადმონაშთი ვარო
მატარებლის ფანჯრიდან,უამრავი ადამიანის დანახვა შეგიძლია
თუმცა შენ-თავადვე ადამიანს მათი ყურების ნაცვლად ხეების,ცის,მზის და შემოქმედის მიერ შემქნილი ყველა იმ გასაოცარი სასწაულის ნახვა უფრო გიზიდავს ვიდრე იმ არსებისა,რომელიც მის ხატად და მსგავსად შექმნა მან.

მატარებლის სადგური Gossipy girl




40 )
ოთო საავადმყოფოდან გავიდა, ეზოს თვალი მოავლო და გოგონას ძებნას შეუდგა. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა სადღაც აქვე იყო, მაინც ნერვები ეშლებოდა, სურდა მალევე დაენახა იგი. ელზა შენობის უკანა ეზოში, პატარა სკამზე, იჯდა. ირგვლივ ნისლი ჩამოწოლილიყო, საითაც არ უნდა გაეხედა მაინც ვერაფერს ხედავდა.

მძინარე მზეთუნახავო, პრინცი მოვიდა! Mtirala




41 )მხოლოდ ცრემლებს არ დასჯერდა ზეცა, სეტყვა დაეშვა დაუნდობლად და სულ გაათავისუფლა გზები ბრბოთა სვლისაგან. თითქოს, არ ჩათვალეს ღირსად ამ სანახაობისაგან გამოწვეული სევდის გამზიარებლად. ბუნებასაც სურდა მარტო დარჩენა, რათა გულწრფელად ეგლოვა.
იო MoonDaughter




42 ) ლიზტომანია იცი რა არის, აილინ ?
ესაა ადამიანის მოთხოვნილება, სულ უსმენდეს მუსიკას.
მე ლიზტომანი ვარ.
გამუდმებით ვუსმენ მუსიკას, ვაკვირდები და ვისისხლხორცებ ნოტთა ქაოსურ წყობას, მძაფრ მუხტს, რომელსაც დიადი ვიოლინოს გასაღები აძლევს ცელქად მოთამაშე ნოტებს, დაკლაკნილ სანოტო სისტემაზე და იცი რა ? მე ვიპოვე ჩემი იდეალური ჟღერადობა !

ლიზტომანი(ა) MoonLady






43 ) -გვიანი არასოდეს არ არის.გამიშვი,მე ჩემს გზაზე წავალ შენ შენსაზე..
-ვერ გაგიშვებ!ძალიან რთულია ჩემთვის ეგ..-ვგრძნობდი მართალს მეუბნებოდა და გულმა ორმაგად იწყო ცემა.
-უბრალოდ ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი.როგორია ჩემი გადმოსახედიდან დღევანდელი ჩემი მდგომარეობა.დათრგუნული ვარ,თავი პატიმარი მგონია ალექსანდრე..
ქმედება ოცნების ნაცვლად Keke27




44 ) - გაგიგონიათ ასეთი რამე? - გაგიჟებული, სირბილისგან სახეწაშლილი შემოვარდა ინე უკან - მეც როგორ დავიჯერე ამ იდიოტის სისულელე, მთელი ეზო მარბენინა იმის მტკიცებაში, რომ ინასთან არ ვწოლილვარ. ეს ყველაფერი კი მეზობლებსაც ესმოდათ. დამპალოოო! - მიაძახა სიცილისგან აწითლებულ ფრანკოს.
Family Portrait ანუ ჩემი საყვარელი მტერი ენ ჯეინი












--------------------------------------



ისტორიები რომლებიც უნდა წაიკითხო
თუ თვლი რო საიტის წევრი ხარ
ისტორიები რომლებიც უნდა გქონდეს წაკითხული
უნდა იცოდე
უნდა გრძნობდე
უნდა ხატავდე აფერადებდე
მასთან ერთად სუნთქავდეს
მის ფერებს ქმნიდე და არსებობდე უნდა
უბრალოდ უნდა იცოდე და მორჩა
ყველაზე საოცარი ავტორების საოცარი ისტორიები
ისტორიები რომლებიც
დარჩება ისტორიას
შექმნიან ახალ ეპოქას ახალ და განსხვავებულ სტილს
მარწყვების და ალუბლების ახალი თუ ძველი ისტორიები
კარგად დავიწყებული
მაგრამ სულ გულთან ახლოს მყოფი ისტორიები
სულის ნაწილი
ჩემთვის ისტორიაზე მეტი
ნაწერზე მეტი და შედევრზე მეტი
ვდებ ვცდი რო ყველას აუვიდეს წიგნის სუნი
ყველას ქონდეს თავის თაროზე თავისი წიგნი
თქვენი საოცარი სუნი აუვიდეს
ვცდილობ ყველას მოგწვდეთ ყველას ერთი ბედნიერების წამი გაჩუქოთ
იმედია ყველას თავის თაროს დაუმშვენებს
მე ამას შევძლებ
გყვარობთ თქვენზე გადარეული მე
ბევრობა ბევრობა გყვარობთ ჩემო სიყვარულიკოებო
ბედნიერებას თქვენი სუნი ასდის
ერთი თქვენაირი ყველას უნდა ათოვდეს
ბედნიერების მარცვლებო
ჩემი სიყვარულის გოგოებო
დაგაყარეტ ლავები და ქისები
მარწყვის ჯემებო და ალუბლის ქალებო
<3 <3
უბევრესებს გყვარობთ ჩემო კამფეტის გოგოებო
ბოდიში თუ ვინმე გამომრჩა
ეს ერთი მაპატიეთ ვცადე ყველანი ყოფილიყავით
მიყვარძარხართ მე თქვენ
ჩემო სიყვარულის ნაპერწკლებო <3 <3



№1  offline მოდერი sopiko

უსაყვარლესო გოგო'ვ <3
განა ვინ გჯობია შენ სითბოსა და სიტკბოებაში?
ნეტავ, მართლა შემორჩეს და... თქვენს გულებში შემორჩეს ''თავშესაფრისგან'' დატოვებული ემოციები <3

 


№2  offline ახალბედა მწერალი lullaby

ჩემო ტკბილო და გულიანო გოგო, მიხარია რომ მეც ვარ აქ, მიხარია, რომ შემოძლია რარაც დაუვიწყარის შემნა და მიხაროქ, რომ შენ თვლი ამას ასე... ძალიან ძალიან დიდი მადლობა ❤️❤️❤️^^

 


№3  offline წევრი Mmariami)

რა ვთქვა? რა გითხრა? გავხსენი და საკუთარი სახელი დავინახე.
მგონი ვგიჟდები
ან შენ ხარ თვითონ სიგიჟე.
საოცრება ხარ.
არ ვიცი რა უნდა გითხრა, როგორ უნდა გითხრა.
სასწაული გოგო ხარ შენ დაო.
ყველაზე ტკბილი და თბილი.
ამ სამყაროში ყველაზე ნათელი და სუფთა წერტილი ხარ:).
მადლობა!
მადლობა!
მადლობა!
მილიონი, მილიარდი მადლობა!
და არც ერთი მადლობა და მიყვარხარი არ გამოხატავს იმდენს რამდენიც შენ გეკუთვნის!
საოცრება ხარ შენ! ნამდვილი საოცრება.
ყველაზე ტკბილი და თბილი.
ღმერთო რამდენი რამის სწავლა შეიძლება შენგან:).
რამდენ სიყვარულს და სითბოს გვასწავლი ჩვენ ყველას.
მადლობა ჩემო მაფიავ!
შენ ყველაზე დიდი მზე ხარ, რომელიც მუდამ სიყვარულს, სიტკბოს და სინათლეს ასხივებს!
და
ვერც ერთი სიტყვით ვერ აღგწერ, ვერც იმას ვერ ავხწერ რას ვგრძნობ და რას განვიცდი შენს გამო!
მადლობა
და
მიყვარხარ!
და
სულ გახსოვდეს, შენ ყველაზე კარგი ხარ!
სულ ესეთი იყავი რა, სულ!

 


№4  offline ახალბედა მწერალი -venus-

ყველაზე თბილი, ტკბილი და კეთილი გოგო ხარ, ჩვენი საიტის და ფეიჯის გამხარებელო <3 ძალინ გამახარე ასეთი ნიჭიერი ავტორების შორის ჩემი ისტორიაც რომ მოახვედრე და ფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ დაუსრულებელია უნდა წაიკითხონ და ძალიან ძალინ მიხარია რომ საუკეთესოებს შორის მოხვდა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, შეიძლება რაც დავწერე ცოტა გაუმართავი წინადადებები იყოს, ისე გამიხარდა ვერც ვაზროვნებ :დდ მადლობა მადლობა დამადლობა მეტი არაფერი მეთქმის, საუკეთესო ხარ <3

 


№5  offline აქტიური მკითხველი terooo

ვაიმე ცუდად ვარ...
მეც მოვხვდი აქქ...
ვაიმე ...
მე ვარ მგონი..
არა კიდევ წავიკითხე და მართლა მე ვარ

 


№6  offline წევრი Mtirala

კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვიმსახურებ ამ ისტორიებსა თუ მწერლებს შორის მოხვედრას!
მაგრამ...
შენ ხარ ჩემი ბედნიერება, სიხარული და სიყვარულის ულევი წყარო!
საუკეთესოთა შორის საუკეთესო მული ! :))
მიყვარხარ და გაფასებ! ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№7  offline ახალბედა მწერალი murachashvili

სულ მიკვირს, როგორ შეგიძლია ამხელა დადებითი ემოციების დატევა? kissing_heart როგორ გამახარე ვერც კი წარმოიდგენ. ამ ისტორიებში საკუთარი ისტორიის ნახვა ძალიან დიდი პატივია. უღღმესი მადლობა ამ ემოციითვის. უზომოდ მიყვარხარ და მიხარია ასეთი თბილი რომ ხარ kissing_heart

 


№8  offline მოდერი _LiLia_

აი არ ვიცი ერთმა ადამიანმა, როგორ უნდა მოახერხო და ამ დოზით გასცე სითბო, სიყვარული, ყირადღება და ბედნიერება, მაგრამ ფაქტი სახეზეა, რომ ახერხებ მარწყვის ჯემო. დიდზე დიდი, უუუღრმესი მადლობა,იმისათვის რომ ამ საოცარი ადამიანების გვერდით სიაში ერთი წამით მაინ მოიაზრე ჩემი ნიკი და ისტორია (მიუხედავად იმისა, რომ ჩემკ აზრით მართლა არ დამიმსახურებია)...საიტის პირადი ტკბილეულის და სიყვარულის საწარმო ხარ შენ!!!
❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

 


№9  offline წევრი An_Gel

ძალიან გამიხარდა "კატერინას" ასეთ ისტორიებსა და ავტორებს შორის დანახვა.
ძალიან დიდი მადლობა, თამო.
როგორც ყოველთვის, მანებივრებ შენი სითბოთი. heart_eyes

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

მიყვარხარ მე შენ ძალიან ძალიან

 


№11  offline ახალბედა მწერალი Gossipy girl

მე სად ვიყავი????

იმდენად გამიხარდა ამდენ ძალიან მაგარ ისტორიებში ჩემი ისტორიის დანახვამ სახე გამებადრა ❤❤❤უდიდესი მადლობა ამ ემოციისთვის ❤❤❤❤

 


№12  offline წევრი Avrora-Gallagher

15)მე, ზოლიანი და 11 ''შარში ვარ'' okay ... ეს ისტორია ვერ ვნახე შეგიძლიათ დამეხმაროთ?

 


№13 სტუმარი სტუმარი ლიკა

ქურდის გოგო ხარ. lile jones
სად შეიძლება მოვძებნო? არ იგუგლება.♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent