გულის ფეთქვის მიზეზი (თავი 4)
* * * აივანზე მდგარი მამაკაცი კარგახანს სიგარეტს ეწეოდა. მზის ჩასვლის ყურებით გართულს აღარც გახსენებია იქვე მაგიდაზე მდგარი ფინჯანი, რომელშიც საგულდაგულოდ მოდუღებული ყავა უკვე გაციებულიყო. მისი არსებობა სახლში შესვლის დროს გაახსენდა, როდესაც საღამოს გრილმა ჰაერმა თავი შეახსენა. ყავის ტემპერატურის გაგებისთანავე ამოიოხრა და ფინჯანი შიგნით შეიყოლა. უკვე მეორედ აივანზე პლედით ხელში გამოვიდა. იქვე დივანზე ჩამოჯდა და სხეულის ნორმალური ტემპერატურის შესანარჩუნებლად პლედი მხრებზე მოიხვია. გარკვეული დრო სახლის წინ მინდორზე მდგარ ხეებს ათვალიერებდა, მერე კი ტელეფონში მოსული შეტყობინებების შემოწმება გადაწყვიტა. ამ საქმით გართულმა ძლივს შეამჩნია სახლისკენ მომავალი უცხო მანქანა. გაკვირვებულმა ტელეფონი იქვე მიაგდო და პლედის თანხლებით ფეხზე წამოდგა. უცხო, ნაკლებად ძვირადღირებული მანქანა ეზოსთან გაჩერდა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი მანქანიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვიდა. აივანზე მდგარ მამაკაცს შავი სილუეტისა და მანქანის მეტი არაფერი შეუმჩნევია, თუმცა ყოველგვარი ქმედებისგან თავი შეიკავა და მოვლენების განვითარებას დაუცადა. საშუალო სიმაღლისა და სუსტი აღნაგობის ქალი ნელი ნაბიჯებით მოუყვებოდა, სავარაუდოდ, ნაცნობ ეზოს. მან გვიანღა შეამჩნია აივანზე მდგარი მამაკაცი და დაწვრილებული თვალებით სცადა მისი ვინაობის ამოცნობა, თუმცა მხრებზე პლედმოხვეული და ორ წელიწადში საკმაოდ შეცვლილი დათუნას ამოცნობა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მამაკაცი სასწრაფოდ შევიდა სახლში და კიბეები ჩამოირბინა. უკვე შემოსასვლელთან მდგარი გოგონა სწორედ მას ელოდა კარის გასაღებლად. აღელვებულმა დათუნამ შიგნიდან ჩაკეტილი კარების გაღება ძლივს მოახერხა, მის წინ არანაკლებ აღელვებული ოლიკო კი დიდხანს ცდილობდა თვალზე მომდგარი ცრემლების შეკავებას, თუმცა მამაკაცის დანახვისთანავე სიცივისგან აწითლებული ღაწვები ერთიანად დაუსველდა. ორ წელიწადში თითქმის გაჭაღარავებული და საგრძნობლად წელში მოხრილი მამაკაცი ადგილიდან ვერ იძროდა, ამიტომ პირველი ნაბიჯი ოლიკომ გადადგა და მონატრებულ კლასელს კისერზე ჩამოეკიდა. სანაცვლოდ დათუნა კვლავ გაუნძრევლად იდგა. - რა დაგემართა დათუნა? - ჰკითხა ძლივს დამორჩილებული ხმით. მამაკაცს სიმწრით ჩაეღიმა და პასუხის გაცემის ნაცვლად გოგონა მისაღებ ოთახში შეიყვანა. თანატოლობის მიუხედავად, ოლიკო ბევრად უფრო კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე მუდამ ლაღი, ახლა კი ნაადრევად დაბერებული დათუნა. - ვატო იყო ჩამოსული, - დაიწყო საუბარი დადუმებულ მამაკაცთან. - ვიცი, - მხოლოდ მაშინღა გაისმა დათუნას გალეული ხმა. - მან მთხოვა თქვენთან წამოსვლა, - გოგონა კვლავ ძლივს ცდილობდა ცოტა ხნის წინ შეწყვეტილი ტირილის შეკავებას. - მე ავუკრძალე შენთან მოსვლა, - ამოიოხრა მამაკაცმა, - მაგრამ ვიცოდი, რომ მაინც მოგაკითხავდა... - რატიზე მითხრა, - უფრო მეტად აღელვებულ გოგონას სახე აუხურდა. - რა გითხრა? - მამაკაცის ხსენებისთანავე თავი წამოყო მან. - დაჭრილიაო, - კვლავ ხმა უკანკალებდა ოლიკოს. დათუნას გოგონას სიტყვებზე სიმწრით ჩაეცინა. მის სახეს აშკარად ეტყობოდა საუბრით განცდილი უდიდესი ტკივილი. - რა მოხდა? - მამაკაცის რეაქცია გაუკვირდა ოლიკოს. - რა მოხდა? - კითხვა ირონიულად შეატრიალა დათუნამ. - დათუნა, ასე რატომ მელაპარაკები? - გაფართოებული თვალებით გადახედა მას. - შენი აზრით? - უყურებდა გოგონას დამცინავიდა და, ამავდროულად, განრისხებული სახით. - ჩემს რუსეთიდან წასვლას თავისი მიზეზი ჰქონდა, - თავის გასამართლებლად ჩაიბუტბუტა ოლიკომ და მამაკაცს თვალები მოარიდა. - უბრალოდ რომ გეთქვა, რამე დაშავდებოდა? - ხმა აიმაღლა დათუნამ. - ვერ მოვახერხე, - ძლივს უპასუხა გოგონამ. გაბრაზებული მამაკაცი ფეხზე წამოდგა და ოთახი უსიტყვოდ დატოვა. მასთან საუბრით აღელვებულ ოლიკოს ყურადღება თითზე წამოცმულ უბრალო ბეჭედზე გადაჰქონდა. დაახლოებით ნახევარი საათი გაატარა დათუნას ლოდინში, მერე კი თავადაც ფეხზე წამოდგა და გაუჩინარებული მამაკაცის ძებნა დაიწყო. წესით საძინებელში გასული დათუნა აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. გოგონა კარგახანს გაუნძრევლად იდგა და ვერ გადაეწყვიტა, მისულიყო თუ არა მასთან ახლოს. საბოლოოდ თავად დათუნამ იგრძნო ზურგს უკან დაჟინებული მზერა და კარისკენ შემოტრიალდა. - შეგეძლო ერთხელ მაინც დაგერეკა, - აივნიდან მიმართა საკმაოდ შორს მდგომს. - მართალი ხარ, - ამოიოხრა ოლიკომ და ნაკლებად უხერხული სიტუაციის გამო აივანზე გავიდა, - შემეძლო დამერეკა, ამიტომ დამნაშავე ვარ... - ეგ სიტყვები აღარაფერს შეცვლის, - თქვა დათუნამ და სიგარეტის ნამწვავი უინტერესოდ მოისროლა ეზოში, - რატომ წახვედი? - აღარ მინდოდა მსგავს გარემოში ცხოვრება, - შეტევაზე გადასვლით თავის გამართლება დაიწყო ოლიკომ. თითქოს ამ სიტყვებით ცხადად ეწინააღმდეგებოდა მისი მეგობრების ცხოვრების წესს. - მაინც კონკრეტულად რას გულისხმობ? - მოაჯირს მიეყრდნო მამაკაცი და ხელები შარვლის ჯიბეში ჩაიწყო. - დარწმუნებული ვარ თავადაც მიხვდი რა ვიგულისხმე, - დაბლიდან ამოხედა ოლიკომ. - ამ საკითხში ვერასდროს გაგიგებ, ამიტომ ჯობია შიგნით შევიდეთ და სხვა თემაზე ვისაუბროთ, - სიტყვის დასრულებისთანავე წელში გაიმართა დათუნა და საძინებლის გავლით მისაღებ ოთახში შევიდა. არსებული მდუმარებით თავმოწყენილმა ტელევიზორი ჩართო, თუმცა მის ყურებას საერთოდაც არ აპირებდა. შეუმჩნევლად გაყინული ოლიკო ოთახში შემოსვლისას პირდაპირ გამათბობელს მიუახლოვდა და იქვე ჩამოჯდა. საუბრით დამძიმებული კარგახანს თვალებს ვერ უსწორებდა მის მოპირდაპირედ მჯდარ მამაკაცს, რომელსაც მხოლოდ ცოტა ხნის წინღა მოეშორებინა მხრებიდან ფერადი პლედი. მუდამ ქალურად მომხიბვლელ დათუნას ისე არასდროს უხდებოდა სახეზე წვერი, როგორც იმ მომენტში, ოლიკოს ხედვით. შავებში გამოწყობილი, როგორც ჩანდა, მანამდეც საკმაოდ დიდ ხანს ატარებდა ამავე ფერის მოუვლელ წვერს. მოკლედ შეჭრილ თმებში აშკარად შესამჩნევი იყო სითეთრე საფეთქლებთან. სწორედ იმ მდუმარებისას ოლიკომ დათუნას გარეგნული ცვლილებების მიზეზის დადგენაზე ბევრი იფიქრა, თუმცა ცუდის მეტი არაფერი მოსვლია გონებაში. ცოტა ხნის წინ გამართული საუბრიდან გამომდინარე, მისთვის შეუძლებელი იყო ხმის ამოღება, ამიტომ ისევ თავის თავთან უწევდა სავარაუდო ვარიანტების განხილვა. - დალევ რამეს? - სამზარეულოსკენ მიმავალი დათუნა მოულოდნელად შემოტრიალდა მისკენ. - წყალს, - ისე წამოიძახა, თითქოს იმ დროის განმავლობაში სულ წყურვილზე ფიქრობდა. თავის მხრივ უფრო მეტად დასუსტებული და წელში მოხრილი მამაკაცი ,ტელევიზორის ყურების ნაცვლად, მომხდარის კარგად გააზრებასა და მოვლენების სამომავლო განვითარებაზე ფიქრობდა. ოლიკოს აშკარად ეტყობოდა სახეზე, რომ მისი რადიკალური ცვლილება შეემჩნია და ფიქრობდა კიდეც, როგორ გაებედა მეტად დაძაბულს ხმის ამოღება. სამზარეულოდან გამოსულმა წყლის ჭიქა მიაწოდა და წინანდელთან შედარებით ახლოს ჩამოუჯდა. მისმა ქმედებამ უფრო ააღელვა ოლიკო, თუმცა გოგონას არაფერი შეუმჩნევია. - რატის არაფერი სჭირს, - საუბრის დაწყება ისევ თავის თავზე აიღო დათუნამ. - ვატომ მომატყუა? - გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა ოლიკოს. - ასე გამოდის, - ამოიოხრა მამაკაცმა და მიწოდებული ჭიქა იქვე მაგიდაზე დადო. - ჩემი მოტყუება რატომ გადაწყვიტა? - უფრო მეტად გაბედულად ლაპარაკობდა გოგონა. - მისი გეგმის მიხედვით დახმარება გვჭირდება, - ძმაკაცის ხსენებისას მობეზრებით საუბრობდა დათუნა, - მაგრამ დაწრმუნებული ვარ, მისი გეგმა გამოუსადეგარია... - რამე მნიშვნელოვანი მოხდა? - მოკუნტულ მუხლებს იდაყვებით დაეყრდნო. - მნიშვნელოვანი არაფერი, - ფეხზე წამოდგა წელში გასაშლელად მამაკაცი, - ყოველ შემთხვევაში, შენ ამ საქმეს არავინ გაგაკარებს. - გაუგებრად საუბრობ... - ამოიოხრა ოლიკომ და სუსტად გაიღიმა. - უბრალოდ არ მინდა ჩვენი ცხოვრების წესი თავზე მოგახვიო, - ირონიულად ჩაეღიმა მამაკაცს. ამის მერე იყო მორიგი მდუმარების პერიოდი, როდესაც ოთახში მხოლოდ აღელვებული ჟურნალისტის ხმა ისმოდა ერთ-ერთი ცნობილი გადაცემიდან. ჩაფიქრებული ახალგაზრდები ჯერ ძაღლის ყეფამ, შემდეგ კი კარების წვალებით გაღების ხმამ გამოაფხიზლა. ოლიკო ხმაურზე შეკრთა, თუმცა დათუნას ღელვა არ შესტყობია, ის აშკარად ელოდა ვიღაცას. * * * ძვირადღირებული, თუმცა საკმაოდ დაზიანებული მანქანა ეზოსთან გაჩერდა. იქიდან გადმოსული მამაკაცი შავებში იყო გამოწყობილი და ოდნავ წელში მოხრილი უაზრო გამომეტყველებით მოიკვლევდა გზას ეზოდან სახლისკენ. პარალელურად სიგარეტს ეწეოდა და სწორედ ამიტომ ნაბიჯი შეანელა. მისი დანახვით გაცოფებული ძაღლი ჯაჭვის გაწყვეტას ლამობდა, თუმცა როგორც კი მამაკაცი სინათლეზე გამოვიდა, ნაცნობის დანახვაზე ყეფა წკმუტუნში, წკმუტუნი კი ქშენაში გადაეზარდა. მისი ქმედებით გაღიმებულმა მამაკაცმა სიგარეტის ნამწვავი ნაგვის ყუთში ჩააგდო და შესასვლელი კარები წვალებით შეაღო. შიგნით შესულმა ქურთუკი იქვე ჩამოკიდა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, სწორედ იმ დროს მოუნდა შეტყობინებების შემოწმება. - დათო, სახლში ხარ? - ტელეფონში თავჩარგულმა გასძახა ძმაკაცს, რომელიც მის მოპირდაპირედ მდგარ მაგიდას ეყრდნობოდა. დათუნას პასუხი არ გაუცია, თუმცა რატიმ თავადაც შეამჩნია ჯერ ძმაკაცი და მერე მის გვერდით მჯდარი გოგონა. მის ხმაზე შემკრთალი ოლიკო ფეხზე წამოდგა და თან შემოსასვლელისკენ მიტრიალდა. მამაკაცს მუდამ მოწესრიგებული თმები, ახლა საკმაოდ აჩეჩილი და უფორმო ჰქონდა. მუდამ გაპარსულ სახეზე უხეში და მოუვლელი წვერი ამოსვლოდა. - ამას აქ რა უნდა? - დათუნას გადახედა თვალებგაფართოებულმა რატიმ. - ვატომ იყოჩაღა, - მობეზრებით გადაატრიალა თვალები მამაკაცმა. რატიმ ტელეფონი ისევ ჯიბეში ჩაიდო, დათუნას ოთახის დატოვება სთხოვა და კვლავ ფეხზე მდგარ გოგონას წინ ჩამოუჯდა. მხოლოდ მაშინღა გაიაზრა თავისი მდგომარეობა ოლიკომ და თავადაც დივანზე დაჯდა. - რატომ ჩამოხვედი? - ყოველგვარი მოკითხვის გარეშე კითხვა შეაგება მისი სიახლოვით აღელვებულ გოგონას. - ვატომ მთხოვა, - პასუხი ისე გასცა, თითქოს მთელი ის პერიოდი მისი გამზადებისთვის დაეთმო. - მაინც რა გთხოვა ვატომ? - ფეხი ფეხზე გადაიდო რატიმ. - აქ ჩამოსვლა, - ზედმეტ აღიარებებს ერიდებოდა გოგონა. - რის სანაცვლოდ? - სახეზე აშკარად პასუხით უკმაყოფილება დაეტყო რატის, - ასე გითხრა ჩამოდიო და შენც ჩამოხვედი? - მითხრა, რომ დაჭრილი იყავი და მთელს სამეგობროს ცუდად ჰქონდა საქმე, - ამოიოხრა ოლიკომ. - და მერე შენც ჩვენს გადასარჩენად ჩამოხვედი? - ირონიულად ჩაეღიმა მამაკაცს, მარტივი მისახვედრი იყო, რომ რატი ძლივს იკავებდა ღრიალისგან თავს. - რა თქმა უნდა, არა, - შეტევაზე გადავიდა ოლიკო, - უბრალოდ მეგობრების მოსანახულებლად ჩამოვედი, ხომ შეიძლებოდა დამეგვიანა? - უკვე დააგვიანე, - ძლივს გასაგონად თქვა და ფეხზე წამოდგა. - რა თქვი? - ინსტიქტურად თავადაც ფეხზე წამოდგა ოლიკო. - უკვე დააგვიანე-მეთქი, - წეღანდელი ჩურჩული ღრიალში გადაეზარდა მამაკაცს. - რას გულისხმობ? - მისი ღრიალით შეშინებულმა ძლივს მოაბა სიტყვებს თავი. - ერთხელ მაინც რომ დაინტერესებულიყავი შენი მეგობრებით, ყველაფერს გაიგებდი, - სიგარეტს გაუკიდა არანაკლებ აღელვებულმა რატიმ, - თუმცა ფაქტია, საქართველოში წახვედი და ის სამეგობრო, რომლის სანახავადაც ახლა წამოსულხარ, ფეხებზე დაი*იდე... - საქართველოში დაბრუნებას თავისი მიზეზები ჰქონდა, თუმცა ამის შენთან აღიარებას არ ვაპირებ, - მოიღუშა ოლიკო, - შეგიძლია ადამიანურად მითხრა, რა მოხდა თქვენს თავს? - შენი აზრით? - ამოიოხრა მამაკაცმა და კვლავ თავის ადგილს დაუბრუნდა. - კარგი რომ არაფერი მოხდებოდა, ჩემითაც მშვენივრად ვიცი, - თითქოს ნებართვა მისცესო, ოლიკოც დივანზე ჩამოჯდა. - დათოს ვერაფერი შეამჩნიე? - თავისი კითხვებით ამბის მოყოლის შეფერხებას ცდილობდა რატი. - ნაადრევად დაბერდა, გაჭაღარავდა, წელში მოხრილია და ჩემთან საუბარს თავს არიდებს, ამას გულისხმობ? - თავისთვის ჩვეულად ალაპარაკდა ოლიკო. - ერთი წლის წინ ვიღაც კაცი გადაგვეკიდა, კარგი საქმე მაქვს თქვენთვისო, - ოხვრით დაიწყო მოყოლა რატიმ, - მე ბოლომდე ვეწინააღმდეგებოდი, სამაგიეროდ, დათო, ალეკო და ვატო მოხიბლულები იყვნენ მაგისი შემოთავაზებით. იმ საქმით მილიონების შოვნა შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან სარისკო იყო, ამიტომ მე უარი ვთქვი, მათ კი... ფულის ხელში ჩასაგდებლად ყველაფერი გააკეთეს და თან ის კაცი, ვინც ყველაფერი დაგეგმა გააცურეს და ფული არ მისცეს... რატი დროებით შეჩერდა, სამზარეულოში წყლის დასალევად გავიდა და მისაღებში დაბრუნებულმა მორიგ სიგარეტს გაუკიდა. - მერე ის ნაბი*ვარი ვიკას გადაეკიდა, როგორც უცხო თაყვანისმცემელი, - ხელების ქნევით უხსნიდა ოლიკოს მომხდარ ამბავს, - ვიკას დათოსთვის არაფერი უთქვას, რადგან იცოდა ეს საქმე კარგად არ დასრულდებოდა... იმან კი ამით ისარგებლა და... ცოტახანს ემოციების შესაკავებლად გაჩუმდა რატი. მის მსგავსად ოლიკოც უხმოდ იჯდა. ხვდებოდა მამაკაცი საუბრის გაგრძელებას აპირებდა, თუმცა ეს ძალიან უჭირდა. - დღეს დავითი თითქმის ერთი წლის შემდეგ ისევ მგლოვიარეა, - ძლივს დაასრულა მოყოლა რატიმ. - ვიკა? - აკანკალებული ხმით ამოხდა ოლიკოს. - არა მარტო ვიკა... - ცისფერი თვალები მოწოლილი ცრემლებისგან აუბრჭყვიალდა მამაკაცს. მორიგი კითხვის დასმის ნაცვლად ოლიკო ატირდა. ტიროდა თავისთვის მოკუნტული, სახეზე აფარებული ხელებით. მის წინ მჯდარი მამაკაციც ძლივს იკავებდა ცრემლებს, თუმცა ტირილი და ემოციებისგან დაცლა მისი პიროვნებისთვის შეუფერებელი რამ გახდათ. სწორედ ტირილისგან ჰქონდა ჩასიებული თვალები ოლიკოს, როდესაც საძინებლიდან დათუნა გამოვიდა. მის დანახვაზე გოგონა უფრო მეტად აღელდა და კვლავ ცრემლებით დაუსველდა ძლივს შემშრალებული ღაწვები. - რა სჭირს? - რატის ოლიკოზე ანიშნა დათუნამ. - ისეთი არაფერი, დამშვიდდება, - თქვა რატიმ, გოგონა ფეხზე წამოაყენა და ერთ-ერთი საძინებლისკენ წაიყვანა. - აჯობებს მოისვენო, - საწოლზე ჩამოსვა და დროებით თავადაც გვერდით მიუჯდა, - დათოს არ სიამოვნებს მის ტრაგედიაზე საუბარი და, მითუმეტეს, ტირილი, ამიტომ ნუ ეტყვი, რომ ყველაფერი იცი... ის ამას თავისითაც ხვდება. - ეკატერინე მაინც როგორ გაიმეტეს? - დასამშვიდებლად ღრმად დაიწყო სუნთქვა ოლიკომ. - ფულის სიყვარულით კიდევ ბევრი გაუმეტებიათ, - ამოიოხრა რატიმ და საწოლზე გადაწვა. - ამას ალბათ ვერასდროს გავიგებ, - თვალების წმენდას შეუდგა ოლიკო. - გშია? - უადგილოდ იკითხა რატიმ. - არა, - მის კითხვაზე ისევე უადგილოდ გაეღიმა ოლიკოს. - მაშინ გავალ, დაისვენე! - თქვა რატიმ და ფეხზე წამოდგა. - გავიგე, - თქვა და სახე ხელებით დაისრისა. - დანარჩენზე ხვალ ვისაუბრებთ, - კარები გამოაღო მამაკაცმა, - ვატოც მოეთრევა და იმედია წესივრად ამიხსნის, აქ რატომ ჩამოგიყვანა... დახურული კარის მიღმა კიდევ კარგახანს ისმოდა ტელევიზორის ხმა, თუმცა ოლიკოს ძილისთვის ამას არ შეუშლია ხელი. მგზავრობითა და ემოციებით გადაღლილს რატის გასვლიდან რამდენიმე წუთშივე ჩაეძინა. * * * სხვებისაგან განსხვავებით, მესამე სტუმარი სახლში დილაადრიან გამოჩნდა. სახლში შესვლამდე თავის ძაღლს მოეფერა და საჭმელი დაუდგა. მხოლოდ ამის შემდეგ შეაღო მთავარი კარები და ყურადღების მისაქცევად მთელი ძალით მიკეტა. მიუხედავად იმისა, რომ მისაღებ ოთახში მამაკაცები ისხდნენ და მისი მოსვლის შესახებაც ძაღლის წკმუტუნითვე გაიგეს, მის შესახვედრად არავინ გამოსულა. - სახლში ხართ? - იკითხა ისე, თითქოს არავინ შეუმჩნევია. მამაკაცები ისევ უხმოდ ისხდნენ. რატის სახეზე ეტყობოდა, რომ ხმის ამოღებასა და ვატოს გასალანძღი სიტყვების წარმოთქმისგან თავს ძლივს იკავებდა. - მოხდა რამე? - გაისმა მამაკაცის მორიგი კითხვა ოთახში. - რა უნდა მომხდარიყო? - მხრები აიჩეჩა დათუნამ და მოჩვენებითი გაკვირვებით გადახედა რატის, რომელიც კვლავ მოუსვენრად აკაკუნებდა თითებს მინის მაგიდაზე. - უბრალოდ ვიკითხე, - თქვა ვატომ, მამაკაცების მოპირდაპირედ, ბუხართან ახლოს დივანზე ჩამოჯდა და ფეხი ფეხზე უდარდელად გადაიდო. - მოაგვარე საქმეები? - ყოველგვარი ინტერესის გარეშე ჰკითხა დათუნამ. - ჰო, ყველაფერი რიგზეა, - უპასუხა ვატომ და სიგარეტის კოლოფში აღმოჩენილ ერთადერთ ღერს გაუკიდა. - ამდენი ხანი სად იყავი? - ხმა ამოიოღო რატიმ. - თბილისში, სად უნდა ვყოფილიყავი? - ცალი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია მოპასუხემ. მისთვის მოულოდნელად რატის ოთახის მხრიდან კარის გაღების ხმა გაისმა. გაკვირვებულმა თავი მიატრიალა და ოლიკოს დანახვისთანავე ფეხზე წამოდგა. - რა გჭირს ვატო? არ გაგიხარდა ოლიკოს დანახვა? - მის მსგავსად ფეხზე წამოდგა რატი და გვერდით ჩამოუდგა. მამაკაცი ცოტახანს უხმოდ იდგა, მერე კი თავის ადგილს დაუბრუნდა. - ოლიკო, აქ წამოსვლამდე აჯობებდა პასუხი ჩემთვის შეგეტყობინებინა, - ამოიოხრა ვატომ და სახე ხელებით დაისრისა. გოგონა თავიდან უხმოდ იდგა კარებთან, მერე კი ბუხართან ახლოს მდგარ სავარძელში მოკალათდა. სახის გამომეტყველების მიუხედავად, მამაკაცების საუბარს სიტყვის გამოტოვების გარეშე უსმენდა. - აჯობებს შენით აგვიხსნა რატომ დაუკავშირდი ოლიკოს და რატომ ჩამოიყვანე აქ, სანამ ჩვენი ძალებით აგალაპარაკებთ, - შეუბღვირა დათუნამ. - მაგ კითხვაზე პასუხი თქვენც მშვენივრად იცით, - მიუგო ვატომ. - მართლა? - ცივად ჩაიცინა რატიმ, - გისმენთ! მამაკაცმა ჯერ მეგობრებს მოავლო თვალი, შემდეგ კი ოლიკოსაც გადახედა. გოგონა მოუთმენლად ელოდა მის პასუხს, ამიტომ ვატომაც აღარ დააყოვნა. - ჩემი გეგმის შესასრულებლად ერთგული და ნაცნობი ქალია საჭირო, ამიტომ ოლიკოსთან მივედი და აქ წამოსვლა ვთხოვე, - ყრუდ ჩაილაპარაკა ვატომ და მზერა რატის გაუსწორა. - საიდან მოიტანე, რომ შენი გეგმის შესრულებას ვინმე აპირებს? - ახლა უკმაყოფილოდ შეუღრინა რატიმ. - სხვა გზა არ გვაქვს, ბიჭებო, - აღმოხდა ვატოს, - არაფერს მოვიმოქმედებდი, რომ არა... თქვენც იცით რის გამო ვერ დაველოდები, როდის ჩაძაღლდება ნაბი*ვარი იგორი თავისით. ის კაცი სიკვდილს იმსახურებს, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. - ხომ იცი, რომ ეს საქმე სახიფათოა, რატომ გინდა შენს ნაცვლად სხვამ იმოქმედოს და სწორედ ის სხვა დაზარალდეს? - უხეშად წამოიყვირა დათუნამ. - ჩემი გეგმით მოქმედება ოლიკოს საფრთხის ქვეშ არ დააყენებს, - მოკლედ მოჭრა ვატომ და თვალები დახარა. აქამდე ფეხზე მდგარი რატი მძიმედ წამოჯდა დივანზე და ოლიკოს შეხედა. მათი საუბრით აღელვებული გოგონა ვატოს უყურებდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში თავგამოდებით ცდილობდა თავის დაცვას. - ეს საკითხი ოლიკოს გადასაწყვეტია, მინდა საქმის ვითარება თავად ავუხსნა, - ყოყმანით წამოიწყო ისევ ვატომ. - მგონი შენ ვერ გაიგე, რომ ოლიკო ჩვენს საქმეში არ ჩაერთვება, - კატეგორიული ტონით განაცხადა დათუნამ. ვატოს ხმა აღარ ამოუღია, უბრალოდ ოლიკოს გახედა მეტყველი თვალებით. გოგონა ადგილზე შეირხა, ცნობისმოყვარეობიდან გამომდინარე, მას ძალიან აინტერესებდა საქმის ვითარება და ვატოს გეგმა, რომელსაც ასე ძალიან ეწინააღმდეგებოდნენ მამაკაცები. ოთახში ჩამოწოლილმა მდუმარება, რომელსაც მხოლოდ საათის ხმა არღვევდა, ათიოდე წუთს გასტანა. ოლიკო და ვატო მოუთმენლად ელოდნენ მამაკაცების გადაწყვეტილებას, რომელთა სახეებზეც გამომეტყველების ცვლილების დანახვა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. რატი გაქვავებული მზერით დასცქეროდა იატაკს, მისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა სიჩუმე. ბოლოს ფანჯარასთან მდგარი დათუნა მათკენ მოტრიალდა და ოლიკოს ამღვრეული თვალებით შეხედა. - აქედან ხვალვე უნდა წახვიდე, ჩვენს სიახლოვეს შენი ყოფნა სახიფათოა, - მიუგო კვლავ კატეგოტიული ტონით. - დათუნა, მგონი აჯობებს თქვენთან დავრჩე და ვცადო დახმარება, - უსუსურად შეეწინააღმდეგა ოლიკო. - აჯობებს წახვიდე, - ჩაილაპარაკა დაღვრემილმა და საბოლოოდ დანებებულმა ვატომ. - აქედან ფეხს არ მოვიცვლი, ტყუილად არ ჩამოვსულვარ, - ფეხზე წამოდგა გოგონა და წელში გაიმართა. მისი ქმედებით გაბრაზებულმა რატიმ ოლიკოს მაჯაზე ხელი დაავლო და სუსტი აღნაგობის გოგონა საკმაოდ მარტივად შეათრია საძინებელ ოთახში. მისი განრისხებული თვალები კარგს არაფერს მოასწავლებდა. - შენ სრულ ჭკუაზე ხარ, გოგო? - ძლივს შეიკავა ღრიალისაგან თავი მან. ოლიკო მოთმინებით ელოდა მისი საუბრის დასრულებას. - ხვდები მაინც სად აპირებ თავის გაყოფას? თუ სიცოცხლე ჯერ არ მოგბეზრებია ხმა ჩაიკმინდე და დაგვემორჩილე! - მხოლოდ ამ სიტყვების შემდეგ შეუშვა ხელი და ოთახიდან გასვლა დააპირა. - ვერც ხმის ამოღებას დამიშლით და ვერც მაიძულებთ, თქვენ დაგემორჩილოთ, - მეტი დამაჯერებლობისთვის წელში უფრო მეტად გაიმართა ოლიკო. - თუ გგონია, რომ შენი სიტყვები ჩემს გადაწყვეტილებაზე გავლენას მოახდენს, ძალიან ცდები, - ირონიული ღიმილით გადახედა და კარების სახელურს ხელი დაავლო. თავის მხრივ, კარების გაღებას დათუნაც აპირებდა, ამიტომ მამაკაცები ერთმანეთს დაეჯახნენ. - რა მოხდა? - იკითხა რატიმ. - ალეკო მძიმედაა დაჭრილი და აქ მოჰყავთ, - უყოყმანოდ უპასუხა დათუნამ. მის მოტანილ ინფორმაციაზე ოლიკოს გამარჯვების აღსანიშნავად უადგილოდ ჩაეღიმა, რატიმ კი ოთახი უსიტყვოდ დატოვა. * * * ორმა კვირამ თვალის დახამხამებაში გაირბინა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ოლიკო გულმოდგინედ ზრუნავდა დაჭრილ ალეკოზე, რომლის გადარჩენის იმედიც ცაში ოდნავ მოციმციმე ვარსკვლავივით ბჟუტავდა. მამაკაცები ოლიკოსა და დაჭრილ მეგობარს მარტო არ ტოვებდნენ, ამიტომ მათ საქმიანობაში სიახლე საერთოდაც არ იყო. თავისი სიტყვის ვერ შესრულების გამო რატი მუდამ მოღუშული დადიოდა, თითქოს მართლა სამარცხვინოდ დამარცხდა გოგონას წინაშე, რომელსაც სახლში გაგზავნას უპირებდა. ამ ყველაფერს ემატებოდა ალეკოს მდგომარეობა, რომლის გაუარესებასაც ყოველ წუთას მოელოდნენ. აქედან გამომდინარე, საჭირო იყო გეგმის სწრაფად შემუშავება და უფრო სწრაფად განხორციალება. ბოღმისგან შეწუხებული მამაკაცები ვეღარ იკავებდნენ თავს შურისძიებისგან, რომელსაც უმეტეს შემთხვევებში კარგი შედეგები არ მოაქვს. - ვატოს გეგმით უნდა ვიმოქმედოთ, სხვა გზა პრაქტიკულად აღარ გვაქვს, - უთხრა დათუნამ რატის, რომელიც აივანზე იჯდა სიგარეტის მოსაწევად. - გამორიცხულია, სხვის სიცოცხლეს საფრთხეში ვერ ჩავაგდებთ, - მეგობრის რჩევაზე მოიღუშა რატი. - მის სიცოცხლეს დიდი ხანია საფრთხეში ვაგდებთ, რადგან ჩვენთან ერთად არის, - ამოიოხრა დათუნამ და თავადაც სიგარეტს გაუკიდა. - ის არ არის ვალდებული დაგვეხმაროს, - მშვიდად შეუტია რატიმ, - თუ დაუკვირდები, საკმარისზე მეტი გააკეთა ჩვენთვის. - ვიცი და ვაფასებ მის დახმარებას, თუმცა ახლა თუ ჩვენ არ გადავდგამთ მორიგ ნაბიჯს, იგორი დაგვასწრებს, - გვერდით ჩამოუჯდა დათუნა რატის. - ვერ გავრისკავთ, - თავის პოზიციაზე რჩებოდა რატი. - ამიტომ საჭიროა ჩვენი დროით ვისარგებლოთ და ყველაფერი კარგად მოვამზადოთ, - მხარზე ხელი დაჰკრა და ფეხზე წამოდგა. - ოლიკოს თუ რამე დაემართება საკუთარ თავს ვერ ვაპატიებ, - სადღაც შორს იყურებოდა მამაკაცი. - მერწმუნე, ამაზე მეც ბევრი მიფიქრია და სწორედ მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდები, - კარებთან შეჩერდა დათუნა. - მერე ღირს გარისკვად? - ამოიოხრა რატიმ. - რა თქმა უნდა, - უყოყმანოდ უპასუხა დათუნამ. - მე სხვანაირად ვფიქრობ, - სახე ხელებში ჩარგო მამაკაცმა და კვლავ ამოიოხრა. - რატი, მისმინე, - სახლში შესვლის ნაცვლად, მეგობარს გვერდით მიუჯდა დათუნა, - იმ ნაბი*ვარმა ცოლ-შვილი მომიკლა, მაგრამ ეს არ ეყო და კვლავ აგრძელებს ჩვენს განადგურებას, როდემდე უნდა მოვუთმინოთ? ალეკოსაც რომ რამე დაემართოს, მერე რა უნდა გავაკეთოთ? გადავსახლდეთ ამ ქვეყნიდან? - მესმის და ყველაფერს ვიაზრებ, მაგრამ ოლიკოს ჩართვა ამ საქმეში მაინც არ მინდა, - უთხრა დათუნას და ცალი ხელი მოუვლელ წვერზე ჩამოისვა. - არ გეწინააღმდეგები, ვიცი რა რთულია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, - თვალები აუწყლიანდა დათუნას, თუმცა სახე მალევე გაატრიალა რატისგან საპირისპირო მხარეს. - დათო, არ გინდა რა, - უკმაყოფილოდ დაემანჭა სახე რატის. - შენ არ გესმის, რა საშიშროების მოტანა შეუძლია იგორს, - შედარებით მშვიდად უთხრა დათუნამ, თუმცა მისი თვალები კვლავ ცრემლებით იყო სავსე. - მერე ოლიკო მასთან რას გახდება? - ჰკითხა მან. - მასთან მოქმედებისას ჩვენ შეზღუდულები ვიქნებით, სწორედ ამიტომ გვჭირდება ისეთი შუამავალი, ვინც მის მოხიბვლასა და ნდობის მოპოვებას შეძლებს, - თვალებში შეხედა დათუნამ რატის. რატის ხმა აღარ ამოუღია, ჩუმად იჯდა და სახის გამომეტყველებით დათუნას ანიშნებდა, რომ საუბრის ბოლომდე მოსმენა და კარგად გააზრება სჭირდებოდა. - არ ვიცი თვალები სად გაქვს, მაგრამ ოლიკო ძალიან მომხიბვლელია და თან ყველაზე სანდო, - ღიმილით შეახსენა გოგონა დათუნამ. მეგობრის სიტყვებზე აქამდე მოღუშულ მამაკაცს სუსტი ღიმილი გაეპარა, რის შემჩნევაც დათუნამ მაშინვე მოახერხა. - ვატოს გეგმა ბოლომდე გამართული არ არის, თუმცა დალაგება და ჩვენთვის ხელსაყრელად გადაკეთება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, - დაასრულა საუბარი და კმაყოფილი მზერით გადახედა რატის. მამაკაცი კვლავ შორს იყურებოდა, თითქოს ჰორიზონტის ყურება ყველაფრის გადაწყვეტაში დაეხმარებოდა. მდუმარებით მოწყენილი დათუნა სახლში შევიდა. ის დარწმუნებული იყო, რომ მეგობარი თავის მხარეზე გადაიყვანა, ამიტომ პირდაპირ ოლიკოს საძინებლის კარები შეაღო. - თანახმაა, - ახარა ოლიკოს და ფანჯარას მიუახლოვდა. - ძალიან კარგი, მეც მზად ვარ, - საჭირო ნივთებით სავსე ზურგჩანთა შეკრა და წელში გაიმართა. - ვატო მოვა და ყველაფერს ერთად განვიხილავთ, მანამდე შენი აქედან წასვლა არ გამოვა, - ჩაილაპარაკა და ფანჯრის რაფაზე ჩამოჯდა. - ვიცი, წესივრად ვერც გავერკვიე, რა უნდა გავაკეთო, - სუსტად ჩაეღიმა გოგონას. - მთავარია შენი როლი კარგად მოირგო, თორემ ის კაცი ვერაფერს დაგიშავებს, - დაძაბულობის მოსახსნელად დათუნასაც გაეღიმა. - ფიზიკურად ძლიერია? - ჰკითხა და საწოლზე ჩამოჯდა. - შეიძლება მასეც ითქვას, თუმცა არამგონია თავისი ძალების გამოყენება შეეძლოს, - განაგრძო დათუნამ, - მუდამ თავის მონებზეა დამოკიდებული... - იმედი მაქვს, ჩემი ვინაობა არ ეცოდინება, - დაბლიდან ახედა მამაკაცს. - არ იცის, ამაში დარწმუნებული ვარ, - უყოყმანოდ უპასუხა დათუნამ და ფანჯრის რაფიდან ჩამოხტა. ოთახიდან გასვლის წინ მამაკაცი კარებთან გაჩერდა და კვლავ თავის ადგილზე მჯდარ ოლიკოს გახედა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა ნერვიულობა. - ოლიკო, არ ვიცი როგორი გზით დაგითანხმა ვატომ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ამ საქმეში არ უნდა ჩაერთო, - ყოყმანით გამოხედა მას. - დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, - გამზადებული და დათუნას ნათქვამისთვის შეუსაბამო პასუხი ამოხდა ოლიკოს. - ოლიკო, სახიფათოა, - ამოიოხრა დათუნამ და კარებს ზურგით მიეყუდა, - შენი დაჟინებული თხოვნის გამო შევუთანხმდი რატის, თორემ ჩემი სიცოცხლე ნაკლებად მაინტერესებს, მაინც აზრი აღარ აქვს... - ვიცი, დათუნა, - სუსტად გაეღიმა ოლიკოს, - ასე აჯობებს, ვიკას და ეკატერინეს მკვლელი სიცოცხლეს არ იმსახურებს! გარდაცვლილი ცოლ-შვილის ხსენებისას დათუნა უმალვე მოიღუშა. - არ მინდა ჩემი გასაკეთებელი საქმე შენი სიცოცხლის ხარჯზე მოვიგვარო, - ძლივს უთხრა აკანკალებული ხმით, რომლის დამორჩილებაც დიდი ძალისხმევის შემდეგ შეძლო. - ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება, - კვლავ სუსტი ღიმილით დაამშვიდა მეგობარი ოლიკომ. - დრო კიდევ არის, კარგად დაფიქრდი! - დაუბარა და ოთახი დატოვა. ოლიკომ მოწოლილი ცრემლების შესაკავებლად თავი მაღლა ასწია და ჭაღს დაუწყო ყურება. მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრებისეული თავგადასავლებით გამოცდილი ბევრი რამის მნახველი იყო, ახლა მაინც ძალიან ეშინოდა უხალოეს მომავალში მოსალოდნელი საფრთხისა. თუმცა თითქოს ამ საქციელით თავს იმართლებდა იმ ხალხის წინაშე, ვისთვისაც არაფერი დაუშავებია. * * * საკმაოდ ძვირადღირებული მანქანა ქალაქში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ რესტორანთან შეაჩერა. გაჩერებიდან რამდენიმე წუთი მაკიაჟის შესწორებას დაუთმო, მერე კი მანქანიდან გადმოვიდა და გარემოს შემოწმებასთან ერთად, მანქანის მსგავსად ძვირადღირებული კაბის სწორება დაიწყო. მისი გაშლილი ქერა თმები ქარში მიმართულების გარეშე მოძრაობდნენ, თუმცა ეს სულაც არ აკარგვინებდა მიმზიდველ იერს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების კაკუნით გამოწვეული ხმა ქუჩაში არსებულ ხმაურს მთლიანად ფარავდა. მოცემული ეპიზოდის შენელებული კადრით გადაღება ნებისმიერ პოპულარულ ფილმს დაამშვენებდა, თუმცა გოგონამ სწრაფადვე დაფარა მანძილი მანქანიდან კარებამდე. შიგნით შესულს შავი ქურთუკი ჩამოართვეს და მისთვის დაჯავშნილ მაგიდასთან მიიყვანეს. მისმა ისსფერმა, ტანზე მომდგარმა კაბამ შესვლისთანავე მიიქცია რესტორნის სტუმრების ყურადღება. საკმაოდ ჩაბნელებულ ოთახში შესული სუსტი აღნაგობის ფერია, როგორც რამდენიმე სტუმარმა შეარქვა, ყველაზე ბოლოს დაცვის წევრების გარემოცვაში მყოფმა იგორმა შეამჩნია. თავიდან ნაზად მოფარფატე სხეულისთვის შეხედვაც არ უნდოდა, თუმცა სწორედ მის მოპირდაპირედ ჩამომჯდარმა გოგონამ როგორც კი სახეზე ჩამოშლილი თმები შეისწორა, მაშინვე მიიპყო მისი ყურადღება. მასთან მოსაუბრე მამაკაცებმა გოგონას დანახვისთანავე ეშმაკურად დაიწყეს ტუჩების ლოკვა. იგორმა მამაკაცისთვის შეუფერებლად წვრილი წარბი უკიდურეს სიმაღლეზე ასწია. მომხიბვლელი ქალები სულაც არ აკლდნენ, უბრალოდ მასში სუსტი აღნაგობისა და ბავშვური გარეგნობის გოგონები ცხოველურ ჟინს უფრო მეტად აღვიძებდნენ. ოლიკომ მისკენ მომართული "საჭირო" დაჟინებული მზერა მალევე იგრძნო და სურათებით კარგად ნაცნობ იგორს თვალები გაუსწორა. ბუნებით ამპარტავან მამაკაცს სუსტად ჩაეღიმა. მისი სახის გამომეტყველების ყურებისას ოლიკოს გულის რევის შეგრძნება მოაწვა, თუმცა სახიდან ყალბი და, ამავდროულად, დამატყვევებელი ღიმილი არ მოუშორებია. ოლიკომ, ჩანაფიქრის თანახმად, ყავა და შოკოლადის ნამცხვარი შეუკვეთა. ამასობაში იგორის მითითებით მისი ერთ-ერთი დაცვის წევრი სადღაც გაქრა და, სავარაუდოდ, სწორედ მისი წყალობით იგორმა დარბაზში მარტო მჯდარ გოგონას წითელი ვარდების საკმაოდ დიდი თაიგული გადასცა. - დიდი იმედი მაქვს არავის ელოდებით, - თავაზიანად აკოცა ხელზე და გოგონას მოპირდაპირედ მდგარ სკამზე დაჯდომა გადაწყვიტა. - მართალი ხართ, არავის ველოდები, - ძლივს დაიმორჩილა აღელვებით აკანკალებული ხმა ოლიკომ და მამაკაცს რუსულად მიმართა. - თქვენი გაცნობა გადავწყვიტე, რადგან ძალიან კარგად გამოიყურებით, წინააღმდეგი ხომ არ ხართ? - მამაკაცმა ოლიკოსთვის გულისამრევად გაიღიმა, თავისი აზრით კი მსგავსი ღიმილის წყალობით მოიგო გოგონას გული. - მე იულია ვარ, პროფესიით ექიმი, თუმცა ამჟამად არ ვმუშაობ, - დარიგების თანახმად, უყოყმანოდ უპასუხა ოლიკომ. მამაკაცს კვლავ გულისამრევად ჩაეღიმა. სამომავლო განზრახვები აშკარად გამოიხატებოდა მისი სახის გამომეტყველებით. - იულია, ლამაზი სახელია, - ღიმილით საუბრობდა ის, - სასიამოვნოა შენი გაცნობა... თქვა და საკმაოდ შავი თმით დაფარული ხელები მაგიდაზე ააბაკუნა. - თქვენს სახელს არ გამიმხელთ? - საშინელი განწყობის მიუხედავად, ოლიკომ მიმზიდველად გადაიდო ფეხი ფეხზე და მკერდის ზომაზე ხაზის გასასმელად იდაყვებით მაგიდას დაეყრდნო. - იგორი, იგორ ზახაროვი, - მიუგო მამაკაცმა, - შეიძლება გსმენია კიდეც ჩემი სახელი... - რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, თქვენს შესახებ არაფერი მსმენია, - მისი სახე ყალბმა ღიმილმა დაფარა, - რას საქმიანობთ იგორ? - ბიზნესმენი ვარ, - უყოყმანოდ უპასუხა მამაკაცმა. ოლიკოს კვლავ ჩაეღიმა, თავისთვის სიმწრით, იგორისთვის კი მომხიბვლელად. ამასობაში იგორს ერთ-ერთმა დაცვის წევრმა მოაკითხა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მამაკაცისთვის საუბრის შეწყვეტა აკრძალული ჰქონდათ. მისი გამოჩენისთანავე მოღუშული იგორი, ფეხზე წამოდგა, ოლიკოს ბოდიში მოუხადა და რესტორანი დატოვა. მისი წასვლიდან ათ წუთში ოლიკოც წამოდგა ფეხზე, ანგარიში გაასწორა და იქაურობას გაეცალა. ვატოს გეგმა ჯერ ისევ გასახორციელებელი რჩებოდა, რადგან ოლიკოს შეხვედრა მამაკაცთან მოულოდნელად ჩაიშალა. * * * ოლიკოს საკმაოდ მიმზიდველი ქერა კულულები სახეზე ჰქონდა ჩამოშლილი, მისმა შავმა კაბამ და მისი წყალობით გამოკვეთილმა სწორმა ფეხებმა წვეულებაზე შესვლისთანავე მიიქცია უმრავლესობის ყურადღება. მათ შორის მისი დანახვა იგორმაც მოახერხა, რომელსაც მოულოდნელობისგან თვალები სასაცილოდ გაფართოებოდა. ოლიკომ მაშინვე შეამჩნია საკმაოდ მაღალი, აღნაგობით სუსტი, თუმცა მაინც ღიპიანი მამაკაცი. შემჩნევის მიუხედავად, მისკენ არ წასულა, მხოლოდ სასმელების მაგიდასთან შეჩერდა და ძალდატანებით გაუღიმა. კვლავ გაკვირვებული მამაკაცი სწრაფად წამოვიდა მისკენ და წინ აესვეტა. - თქვენს აქ გამოჩენას ნამდვილად არ ველოდი, - გაუღიმა და მისი პიროვნებისთვის შეუფერებელი მოწიწებით ხელზე აკოცა. - წარმოიდგინეთ და მეც ძალიან გაკვირებული ვარ, - მიუგო ყალბი სიცილით ოლიკომ. - დიდი იმედი მაქვს სასმელზე დამეწვევით, - ბარმენისკენ შეტრიალდა და შეკვეთა მისცა. ბარმენმა იგორისთვის შეუმჩნევლად გოგონას შეხედა და თვალი მეგობრულად ჩაუკრა. მისი საქციელით დამშვიდებულმა ოლიკომ შვებით ამოისუნთქა. თითქოს ბარმენის ნაცვლად მისი რომელიმე ნაცნობი იდგა. საკმაოდ დიდხანს ისხდნენ ბართან და ვისკს სვამდნენ. ყოველ შემთხვევაში, იგორი ვისკით შეთვრა, ოლიკო კი ცივი ჩაით გაიჭყიპა. სიმთვრალით უფრო გათამამებული იგორი მთელი იმ დროის განმავლობაში შესაბამისს მომენტს ეძებდა გოგონასთან უფრო მეტად დაახლოებისათვის. - ძალიან ლამაზი ხარ, იულია, - სასმლისა და სიგარეტის სუნით აქოთებული მიუახლოვდა და ქერა კულულები ყურს უკან გადაუწია. ოლიკო უსიამოვნოდ შეიშმუშნა, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც სიმწრით გაუღიმა მამაკაცს. სიმთვრალისგან დაბინდული თვალებით იგორს გოგონას უხასიათობა არ შეუმჩნევია. ის მხოლოდ მის მიმზიდველ ფეხებსა და მასზე უფრო მიმზიდველ სავსე მკერდს ხედავდა. - მინდა სახლში დაგპატიჟო, ჩვენი გაცნობა უფრო შინაურულად აღვნიშნოთ, - ეშმაკურად აუციმციმდა ნაცრისფერი თვალები. ოლიკო წინადადებაზე დათანხმდა, თუმცა მის შემხედვარეს გულის რევის შეგრძნება უფრო და უფრო ემატებოდა. წვეულების დატოვებისას მამაკაცმა წელზე ხელი შემოჰხვია და მანქანაში მოთავსებამდე აღარც შეუშვია. აქამდე უშიშრად წელში გამართულ ოლიკოს, მხოლოდ მაშინღა აუკანკალდა შიშისგან ხელები. დავალების მიუხედავად, ვეღარ ახერხებდა ყალბი ღიმილის სახეზე აკვრას, რადგან მისი გონება დავალებაზე უფრო შორს ქროდა. ცხოველური ჟინის დასაკმაყოფილებლად მამაკაცი ახლოს მიუჯდა და მოკლე კაბის გამო მოშიშვლებულ ფეხებზე დაუწყო ფერება. ოლიკოს უკმაყოფილოდ დაემანჭა სახე. ფიზიკურად საკმაოდ ძლიერი მამაკაცისგან თავის დაცვა ნამდვილად ძალიან გაუჭირდებოდა. - რატომ მორცხვობ? - ჰკითხა მამაკაცმა და ახლა წელზე დაუწყო ხელების უადგილოდ ცეცება. ოლიკო მაქსიმალურად აეკრო მანქანის კარებს. მისი სხეული გაღიზიანებისა და აღელვებისგან სულ მთლად დაჭიმული იყო. გონებადაბინდული იგორი ქმედებას ვეღარ აკონტროლებდა, ამიტომ ისიც მაქსიმალურად გადაიხარა გოგონასკენ და ყელში კოცნა დაუწყო. გულის რევის შეგრძნება უფრო მეტად აწუხებდა გოგონას. სუსტი აღნაგობისა და, შესაბამისად, მცირე ძალის გამო ოლიკოს ძალიან უჭირდა მამაკაცისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მანქანის მძღოლი ცვილის ფიგურასავით იჯდა. იგი საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას თავის მთვრალ უფროსსა და მისგან შეწუხებულ გოგონას, რომელიც მთელი მგაზვრობის განმავლობაში მამაკაცისგან თავის დაღწევას ცდილობდა. საბოლოოდ ნერვებმოშლილმა მთელი ძალით ორივე ხელი ჰკრა და მისგან თავი გაითავისუფლა, თუმცა გოგონას ქმედებით უფრო გაგულისებულმა მამაკაცმა წონასწორობა გაჭირვებით შეინარჩუნა და კვლავ მისკენ გადაიხარა. ახლა უკვე აკივლებული გოგონა ხელებთან ერთად ფეხებსაც უკონტროლოდ იქნევდა. გაცხოველებული იგორი კოცნისა და ალერსის ნაცვლად გოგონას ტანსაცმელისგან გათავისუფლებასა და მის საბოლოო დამორჩილებას ლამობდა. მასზე მთელი ძალით დაწოლილმა მამაკაცმა ჯერ თმებში ჩაავლო ხელი, მერე კი კაბას ჩაეჭიდა. მიუხედავად იმისა, რომ მძღოლს ყურსასმენები ეკეთა და მუსიკას ბოლო ხმაზე უსმენდა, მის სმენას მაინც მისწვდა გოგონას შემზარავი კივილი, რომლითაც იგი შველას ითხოვდა. მამაკაცმა ზედმეტი აღელვებისგან აცრემლიანებული თვალები დახუჭა და საჭეს მთელი ძალით ჩაავლო ხელები. კაბისგან უკვე გათავისუფლებულ ოლიკოს იგორის თავიდან მოშორების აღარც ძალა გააჩნდა და აღარც შესაძლებლობა. როდესაც საბოლოოდ დაკარგა გადარჩენის იმედი, სწორედ მაშინ მანამდე გამხეცებული მამაკაცი ზედ დაეცა. მისი შუბლიდან მომავალი სისხლი სახეზე დაეწვეთა, რითაც არსებული საფრთხე კარგად გაიაზრა, იგორის უსულო სხეულს ხელი ჰკრა და დაიხარა. გამაყრუებლად ისმოდა ავტომატის კაკანი და საბურავების მოცურებით გამოწვეული წუილი. სკამებთან ჩამალულმა ოლიკომ ხელები ყურებზე აიფარა და ჩუმი ტირილი დაიწყო. სკამზე გადაყუდებული იგორი სისხლისგან იცლებოდა, მისი უსულო სხეული მორჩილად იღებდა მორიგ ტყვიებს. ტყვიების წვიმას ცხადია ვერც მანქანის მძღოლი გადაურჩა, ამიტომ მძღოლის გარეშე დარჩენილი მანქანა ჯერ გზიდან გადავიდა, მერე კი გზატკეცილთან ახლოს მდგარ ხეს შეასკდა. სულ მთლად ჩალეწილი საქარე მინის ნამსხვრევები მანქანაში მყოფ სხეულებს ერჭობოდა. სროლა მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც თავდამსხმელებმა შენიშნეს, მანქანაში სიცოცხლის ნიშანწყალი აღარავის ეტყობოდა. ვატოს გეგმის შესასრულებლად მომზადებული მამაკაცები იგორის სახლის გვერდით მდგარ ე.წ. "ჟურნალისტების ფურგონში" ისხდნენ. ფოტოაპარატების ნაცვლად იარაღებით შეიარაღებულები მოუთმენლად ელოდნენ იგორის მანქანებს გამოჩენას, რათა ყველაფერი გეგმის თანახმად მომხდარიყო. დრო წარმოუდგენლად იწელებოდა, ილიკოს დავალების თანახმად არცერთი შეტყობინება არ გამოუგზავნია, რათა მამაკაცებს ზედმეტად არ ენერვიულათ და გეგმები არ შეეცვალათ. მათთვის მოულოდნელად იგორის სახლში მყოფი დაცვის წევრები ერთიანად დაირაზმნენ და ყველანი ერთად სადღაც წავიდნენ. გეგმის თანახმად მამაკაცები ადგილიდან არ უნდა დაძრულიყვნენ, თუმცა რამდენიმე სანდო პიროვნება დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად იმ მანქანებს მაინც გააყოლეს. როგორი დამთხვევაც არ უნდა იყოს, მდუმარებით მოწყენილმა ვატომ ფურგონის პატარა ეკრანი, რომელიც ჟურნალისტებს ტელევიზორის როლს უსრულებდათ, ჩართო და რაიმე საინტერესოს ძებნა დაიწყო. ძებნისას მამაკაცებისთვის მოულოდნელად საინფორმაციო გადაცემის ეკრანზე იგორის ფოტო გამოჩნდა. მწვანე პიჯაკში გამოწყობილი ჟურნალისტი თავისთვის ჩვეული გამომეტყველებით მაყურებლის დასაინტერესებლად მეტად დრამატულად ლაპარაკობდა. - დღეს ჩვენთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია ცნობილი ბიზნესმენის, იგორ ზახაროვის სიკვდილის შესახებ, რომელიც რამდენიმე საათის წინ საკუთარ მანქანაში მჯდომი დაცვის წევრებთან ერთად ჩაცხრილეს. ჩვენთვის უცნობია მკვლელობის მიზეზი, გარდაცვლილთა რაოდენობა და დამნაშავეთა ვინაობა. მკვლელობის ადგილზე პოლიციის თანამშრომლების გამოჩენამდე იგორ ზახაროვის სამივე მანქანა აფეთქდა. საინტერესოა, რა გახდა მისი და მისი თანამშრომლების შემზარავი მკვლელობის მიზეზი, ამ თემაზე ჩვენი ჟურნალისტი საქმის გამომძიებელს ესაუბრა. - სამი მანქანის ჩაცხრილვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ მოგვაწოდეს. პიროვნება, რომელმაც პოლიციაში დარეკა დანაშაულის ადგილზე აფეთქებამდე გამოჩნდა. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია ისეთი სამხილები, რომელთა საშუალებითაც საქმის გახსნის საშუალება მოგვეცემა, ამიტომ მეტი კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ, - ჟურნალისტებისგან განსხვავებით დინჯად საუბრობდა საშუალო ასაკის მამაკაცი, რომელიც ცოტა ხნის წინ გამომძიებლად გაგვაცნეს. მოსმენილი ამბით გაოგნებული მამაკაცები თავის გასამაგრებლად ერთმანეთს ეყუდებოდნენ. ვატოს ძლივს შენარჩუნებული სიმშვიდე სადღაც გაქრა, მამაკაცმა ფურგონის კარებს ჯერ მუშტი მიარტყა, მერე კი შუბლი მიადო. მისი ღაწვები უკითხავად დასველდა მდუღარე ცრემლებით. რატი ძირს დაეცა, მის დასამშვიდებლად დახრილი დათუნა კი კედელს მიეყუდა. სხვებისგან განსხვავებით, რატი არც ოხრავდა და არც ტიროდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მამაკაცი ყველაზე ძალიან განიცდიდა მოულოდნელი ამბით მიყენებულ ტკივილს. რამდენჯერმე სცადა კიდეც ხმის ამოღება და სხვების დამშვიდება, მაგრამ ბურტყუნის მეტი არაფერი გამოსვლია. პატარა ბავშვივით ატირებული დათუნა, როგორც მოგახსენეთ, რატის დამშვიდებას ცდილობდა, თუმცა თავად ძლივს მოიყვანეს გონზე. საყვარელი ადამიანების დაკარგვით მიყენებულ ტკივილს კიდევ ერთი მიემატა, ამიტომ მამაკაცის მდგომარეობის აღწერა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მათი დაუძინებელი მტერი სიცოცხლეს გამოასალმეს, თუმცა მსგავსი შურისძიება აღარაფერს ნიშნავდა. მოვლენები სწორედ ისე განვითარდა, როგორც რატი ვარაუდობდა, თუმცა იგორის მოკვლას მსგავს სიტუაციაში არავინ ელოდა. მე-4 თავი ადგილზეა როგორც ყოველთვის, ახლაც იმედი მაქვს, რომ მოგეწონებათ და შეფასებებს კომენტარების სახით დააფიქსირებთ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.