მოახლოება (XIII თავი)
XIII თავი *** -დღეს ნიკა უნდა გამოწერონ საავადმყოფოდან.-მეუბნება თამთა და ყავის ფინჯანს ნიჟარაში დებს.-ბიჭებმა სიურპრიზი უნდა მოუწყონ და გოგოებიც წამოდითო, წამოხვალ? -ისედაც იცი, რომ არ წამოვალ და საერთოდ არაფერი მესაქმება ნიკა გაბაშვილის წვეულებაზე. -ამას მხოლოდ გაბრაზებულ გულზე იძახი. -ეგ კი არა, ძლივს დავაღწიე თავი ჩემებს, რით აღარ გავიმართლე თავი თუ რატომ დავბრუნდი საქართველოში და სწავლა არ გავაგრძელე. -ძალიან მიხარია რომ დაბრუნდი, ასეც უნდა მოქცეულიყავი! -დღეს რა რიცხვია, აბა თუ მიხვდები?-ვიღიმი მე. -თოთხმეტი? -როგორ იცვლება არა ყველაფერი? თოთხმეტში სულ სხვა გეგმები გვქონდა ხოლმე, ახლა კიდევ... ბავშობიდანვე არ მიყვარდა ჩემი გეგმები რომ იდებოდა ხოლმე, ანადაც რაიმეზე დაზუსტებულ პასუხს არ მეუბნებოდნენ. ყველაზე მეტად კი ,,ვნახოთ“ -ეს პასუხი მაღიზიანებდა და ახლაც ასეა... ვგრძნობდი რომ ამ პასუხის შემდეგ ჩემი წადილი არ ან ვერ ამისრულდებოდა. მომწონს, როდესაც ჩემს კითხვებზე პასუხი მაშინვე აქვთ და არა, როდესაც რაღაცაზე ყოყმანობენ და დაზუსტებით არ იციან... ამ ყველაფრის მიუხედავად ყოველთვის მიზიდავს ის ადამინი ვინც ჩემს გაოცებას ახერხებს, მოულოდნელი სიურპრიზებითაა სავსე, ამოცანების ამოხსნის საშუალებას მიტოვებს, მის ახალ თვისებას რომ ვიჭერ... *** ,,გაბაშვილი გააფრთხილე საავადმყოფოდან რამდენიმე დღეა გამოვიდა და ასე ნუ გადაიღლის თავს.“ კვლავ მუქარა, მუქარა და მუქარა... ასე ყოფნა აღარ შემიძლია, საერთოდ ან ჩემგან რა უნდათ ან მისგან? -სად მიდიხარ, თაია?-მეკითხება, ჩემი და. -მალე დავბრუნდები!-შევძახე საძინებელ ოთახში და ჩანთითან ზედმეტ ნივთებს ვალაგებ. შეუჩერებლად ვრეკავ ზარს ნიკას სახლის კარებზე, თუმცა არავინ მიღებს, გამობრუნებას ვაპირებ რომ ზღურბლთან თმა აჩეჩილი გაბაშვილი დგას. ცალი თვალი მოჭუტული აქვს, ეტყობა გავაღვიძე. -ასე თუ მოგენატრე არ ვიცოდი! -მოკეტე და შემომიშვი, სალაპარაკო მაქვს! -ჯერ გამაღვიძე, ახლა სახლში მივარდები, უნდა მეშინოდეს? -ჯერ-ჯერობით ჩემი არა, მაგრამ ამათი ნამდვილად უნდა გეშინოდეს!-ტელეფონის ეკრანს ვაჩვენებ ნიკას, სადაც უცხო ნომრისგან გამოგზავნილი შეტყობინება ჩანს. -ეს რა არის? შემოდი დროზე!-იძახის და კარებს კეტავს. -შენ ასეთი რაღაც დაგემართა, მეც ასეთი რაღაცა გადამხდა და იტყვი ერთხელ და სამუდამოდ რა უნდათ ჩვენგან? -მოიცადე, მოიცადე, შენ რა დაგემართა? -არაფერი, ისე ვთქვი!- ვხვდები რომ წამომცდა. -ისე არ გითქვამს, მითხარი! -ჯერ შენ უნდა ამიხსნა რა ხდება, რატომ დაგჭრეს, რისთვის... იცი როცა ეს გავიგე რა დამემართა? ფეხქვეშ მიწა გამომეცალა, მივხდი, შენ რომ რამე დაგმართნოდა ვერ ვიარსებებდი, თუმცა ამას რა აზრი აქვს, ამ ყველაფრის შემდეგ მე მაინც დაგტოვე!-ვყვირით, თუმცა ეს ემოციებისგან დაცლა უფროა, ვიდრე გაბრაზების გამოხატვა. -დამშვიდდი, მოდი ჩემთან, დაწყნარდი!-ხელებს მხვევს და თავს მის გულზე მადებინებს. გული სწრაფად უცემს, როგორც მე... -რა დაგემართა?-შეშინებული ვეკითხები, როდესაც სახე ეცვლება. -არაფერი ისეთი! -ჭრილობა აგტკივდა? მოდი დაწექი.-შეშინებული ვაწვენ დივანზე. -გამაყუჩებელი იმ უჯრაშია, შეგიძლია მომიტანო? -აქ ხო?-კამოდის პირველ უჯრას ვაღებ. -არა, მანდ არა, თაია დაკეტე ეგ უჯრა! -ნიკა ეს...-ცეცხლსასროლ იარაღს გაოგნებული ვუყურებ. -თაია მოდი, ვალდებული ვარ ყველაფერი იცოდე, რადგან ამ საქმეში შენც გაერიე. ნელა ვუახლოვდენი და დივნის კუთხეში ვჯდები. ხელს მკიდებს და მანიშნებს მისკენ მივიწიო. დაძაბულობისგან ახველებს და სახეზე ხელს ისვამს, თვალებს ხუჭავს და ღრმად სუნთქავს, შემდეგ თითებს თვალის კუთხესთან მადებს და რამდენიმე ხანი ასე მიყურებს. მისი დაძაბულობა მეც მედება, მას ვბაძავ და თვალებს ვხუჭავ, ასე მგონია ჩემს სულში დაიარება, ჩემს თითოეულ განცდას გრძნობს. -თაია...-თითქმის ჩურჩულით ამბობს ჩემს სახელს.-ვიცი, ახლა ორივე ერთი და იგივე რაღაცას ვგრძნობთ... გახსოვს ის დღე, თოთხმეტი რიცხვი... როცა წლების შემდეგ მეორედ შევხდით ერთმანეთს. მეორედ, მაგრამ ასე მეგონა პირველად გხედავდი... იმ დღის შემდეგ, ყოველდღე, გაღვიძებისას სულ ის მომენტი მახსენდება, როდესაც თეატრში შენი სახე დავინახე, მე სარკეში ვიყურებოდი, შენ კიდევ მე მიყურებდი და ნერვიულობისგან თმის ბოლოებს იწვალებდი. ჩვენ, მე და შენ, იმ ყველაფრეს მოვერიეთ, რასაც აქამდე განვიცდიდით, თუმცა ამის აღიარება არც ერთ ჩვენგას არ სურდა...იმ დღის შემდეგ შეიცვალე, ბევრი ტკივილი მოგაყენე, მათ შორიც მეც შევიცვალე, შენმა გამოჩენამ გამხადა სხვანაირი... -ნიკა...-ის დროა, როდესაც არ ვიცი რა ვთქვა, რა გავაკეთო, სიტყვებს ვერ ვძებნი ამ სიტუაციისთვის... -კარგი რა, ნუ ტირი, ასეთი ემოციურიც არ უნდა იყო. რამდენიმე წამი წარბშეუხრელად მიყურებს, სახე ახლოს მოაქვს, ოთახში მხოლოდ გახშირებული სუნთქვა და გულის ცემა ისმის, თვალებს ხუჭავს, მეც მას ვბაძავ, მისი ტუჩები ჩემს ბაგეებს ეხება, არ ვცდილობ ეს წუთები შევწყვიტო, უბრალოდ ამ დროის გაჩერება მსურს და მასთან, ასე ახლოს ყოფნა... ერთმანეთის ემოცია ორივეს გვედება, ასე მგონია, ახლა, ამ წუთებში მხოლოდ ჩვენ ორნი ვარსებობთ და სხვა არავინ, მხოლოდ ჩვვენ... მის თმებში თითებს ვაცურებ, მას ჩემს სახეზე უდევს ხელები, ერთმანეთთან სიახლოვეს განვაგრძობთ, შემდეგ კი ნელ-ნელა თავს ზევით ზევით ვწევ. -ვიცოდი, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდებოდი ჩემს ცხოვრებაში. ადრე ვთქვი რომ საშინლად მომწონდი და ამავდროულად მეზიზღებოდი, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა... ნიკა გაბაშვილი ჩემთვის სულ სხვა ბიჭია და არა ის ადამიანი, რომელზეც ვამბობდი, რომ ერთმანეთს მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ და დამცირებით ვიმარჯვებთ... საუბრის გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ კარზე კაკუნის ხმა ისმის. -ვინმეს ელოდები?-უხერხულად ვეყუდები კედელს. -ამ სახლში ჩემს გარდა სხვებიც ცხოვრობენ, აბა რა გეგონა რომ შემომეჭერი?!-იცინის და კარის გასაღებათ მიემართება. -დე, შემოდი, სტუმარი გვყავს. ოთახში პირველი ნიკა შემოდის და მანიშნებს უჯრა დავკეტო, სადაც იარაღი დევს. -ეს თაიაა, ეს კი ნინაა. -სასიამოვნოა! მოდი დაჯექი, ერთად დავლიოთ ჩაი, ცხელ-ცხელი ფუნთუშები ამოვიტანე.-მთავაზობს ნიკას დედა -დიდი მადლობა, მაგრამ მე უკვე უნდა წავიდე. -არა, არა, არ გაგიშვებს არსად, მოდი აქ დაჯექი.-თავის ხელით მივყავარ სამზაურეულოს მაგიდასთან. ნიკა კი ღიმილის შეკავებას ცდილობს. -მოდი შენც დაჯექი, ხო იცი არ შეიძლება შენთვის დაღლა.-ეუბნება ნიკას და ისიც ჩემს გვერდით ჯდება. -წამალი დალიე? -არა არ დამილევია, ვინ მაცალა.-ბოლო სიტყვებს ჩემს გასაგონად იძახის. ისეტი სახით ვუყურებ ხმის ამოღებას აღარ ფიქრობს. -ეს ჩაი და ესეც ფუნთუშები...-მაგიდაზე დებს ყველაფერს და წამალს ნიკას აწვდის.-მიირთვით და მოვალ მეც. -სად მიდიხარ?-კითხულობს გაბაშვილი. -მეზობელთან უნდა გავიდე, რაღაც საქმე მაქვს და მოვალ მალე... -სპეციალურად დაგვტოვა, არა? -კი, მიხვდა რომ სალაპარაკო გვაქვს. მომიყევი რატომ თქვი წეღან რომ რაღაც გადახდა თავს... -არაფერი, ისე ვთქვი! -თაია! -კარგი, კარგი... გერმანიიდან დაბრუნებას ვაპირებდი, შენთან წამოსვლას და სანამ ტაქსის გავაჩერებდი უკნიდან ხმა გავიგე, მისკენ ისე უნდა გადამედგა ნაბიჯები რომ სიტყვა არ დამცდენოდა, თან იარაღი ჰქონდა დამიზნებული, შემდეგ კი თვალებზე ნაჭერი ამაფარეს. ქართველები იყვნენ. დაუსახლებელ ადგილას მიმიყვანეს, დიდი საწყობი იყო... სულ იმას გაიძახოდნენ რომ შენც ირაკლის გზას გაუდგებოდი და შენი მოკვლა ძალიან უნდოდათ... შემდეგ კი მოვახერხე და გამოვიპარე, გზაზე მანქანა შევნიშნე და საბედნიეროდ ჩამოვაღწიე... -მაგათი...-მაგიდას ხელს კრავს, სახეზე ხელებს ისვამს და ცოტახანი ჩაფიქრებული ზის. -და შენ არ მომიყვები? -რამე ხო არ დაგიშავეს, როგორ გამოიპარე?-ნერვიული ხმით მეკითხება ნიკა. -ტუალეტში ჩავკეტე.-ვიღიმი მე. -რა გააკეთე?-გაკვირვებული მზერით მიყურებს. -ტუალეტში ჩავკეტე.-ვუმეორებ. -რა ხერხი აღარ გამიგია გამოქცევის, მაგრამ...-სიცილს ვეღარ იკავებს გაბაშვილი. -ნიკა გაბაშვილო მორჩი ჩემს დაცინვას და ჯობს ახლა შენ დაიწყო ყველაფრის თავიდან მოყოლა. -თაია...-მეუბნება და წინ იყურება. მის მზერას თვალს ვაყოლებ და კედელზე დაკიდებულ თავისი ბიძაშვილის-ირაკლის ფოტოს ვხედავ. ნეტავ იცოდეთ, როგორ გვანან ერთმანეთს. ნიკას ნაირი შავი თვალები, ნაკვთები, თმა... -ალბათ, ადრე სკოლაში შემჩნეული გეყოლება ირაკლი, როდესაც გაკვეთილების დასასრულს მაკითხავდა ხოლმე... ძმასავით მყავდა, არასდროს მიგრძვნია ის რომ ჩემზე უფროსი იყო, ყოველთის მხარში მედგა, ჩემი შეცდომების გამო არ მეჩხუბებოდა, პირიქით დამისვამდა და მიმითითებდა კარგი საქციელისკენ, მასწავლიდა თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავი და რა იყო კარგი და რა ცუდი. არავინ მყოლია ირაკლისნაირი, ყოველთვის მქონდა მისი იმედი, ახლაც ასე ვარ, მგონია რომ ჩემთან ძალიან ახლოსაა... ეს სამაჯური ირაკლისია, ამიტომაც არ ვიხსნი...-ხელს წევს და მაჩვენებს.-ხანდახან ისე მჭირდება მისი აქ ყოფნა, მისი ლაპარაკი... წინა დღეს, სანამ გარდაიცვლებოდა, მითხრა რომ, რაც არ უნდა შორს ყოფილიყო, არ დამვიწყებოდა და მისი იმედი მქონოდა... მეორე დღეს კი, როდესაც ირაკლის ფერშეცვლილი სახე დავინახე, საშინელი იმედგაცრუება ვიგრძენი, ვფიქრობდი რომ მან თავისი პირობა არ შეასრულა და დამტოვა... ვერ ვხდებოდი რა მოხდა, რატომ ვხედავდი ხშირად პოლიციელებს, ირაკლის ძმაკაცების ჩუმად საუბარს... შემდეგ კი, შემდეგ ყველაფერს მივხვდი... ირაკლი იმ ნაბიჭვრებმა მოკლეს, რომელიც დღეს ჩვენ ცხოვრებაში აფათურებენ ხელებს.-ირონიულად ეღიმება და კისერი ეჭიმება.-ბოლოს გამომძიებლებმა ეს საქმე მიივიწყეს, სამაგიეროდ ჩვენ არ გვავიწყდება... ბევრი მუქარა იყო ჩვენი ოჯახის მიმართ, მერე ჩაწყნარდნენ, არავის მოუკითხავს, არავინ დაგხვედრია სადარბაზოსთან... ირაკლის მშობლებს მხოლოდ ეს ერთი შვილი ყავდათ, ვერ ეგუებოდნენ აქაურობას და ყველაფერი რომ ჩაწყნარდა საზღვარგარეთ წავიდნენ, ახლაც იქ არიან, არ იციან ჩემი ამბავი, არ გავაგებინეთ... თურმე ყველაფერი კი არ ჩაწყნარდა, ახლა იწყება ყველაფერი... თითოეული მონაწილე დაისჯება... არ ვაპატიებ ირაკლის სიკვდილს, იმ ყველაფერს რაც ჩემს ოჯახს გადახდა თავს და ახლა უკვე შენ... ირაკლი, იმიტომ მოკლეს, რომ ასე ვთქვათ სახიფათო მოწმე მოიშორეს. ჩემი ბიძაშვილი, თვითმხილველი იყო, როგორ მოკლეს ირაკლისნაირი უდანაშაულო ახალგაზრდა ბიჭი. ირაკლი ადრე, სადაც ცხოვრობდა, ის ნაძირლებიც მისი უბნელები იყვნენ და მაქედან იცნობდა. უბანში გაუვლია ძმაკაცთან, სახლში როცა წამოსვლას აპირებდა, უბნელები დაუნახავს. ბნელოდა, თან მოფარებულში იდგენენ და როცა მისვლა გადაწყვიტა, დაინახა ბიჭს როგორ კლავდნენ, მათ ეს მოახერხეს სამწუხაროდ და შემდეგ როდედსაც ირაკლი ვერ დაუშინებიათ და ყველაფრის თქმა გადაწყვიტა, ისიც გამოასალმეს ცხოვრებას. ეს ყველაფერი თანდათანობით მერე გაირკვა... ეს ამბავი მათ არ შერჩებათ, ამის პირობას მე ვიძლევი, არ მივცემ უფლებას ზიანი მიაყენონ ჩემთის ძვირფას ადამიანებს, არა! მასთან ახლოს მივდივარ და ხელებს ვხვევ: -დამშვიდდი გთხოვ!-საუბრისას ხელები უკანკალებდა და დროდადრო ირაკლის სურათს უყურებდა, სევდიანად იღიმოდა და საუბარს აგრძელებდა. -ნიკა, იარაღი არაფერში გჭირდება, მოიშორე... -შენ ამაზე არ იფიქრო, კარგი?!-ამბობს და მკლავზე ხელს მისვამს. ეკლები მაყრის და თავს მის კალთაში ვდებ. -რთული პერიოდია, მესმის შენი, მაგრამ არ მინდა ჩემზე ნერვიულობდე! -მინდა იცოდე რომ მე შენს გვერდით ვარ! თავს მაწევინებს და ტუჩებზე მკოცნის, თან მკლავზე თითებს ნელა, რითმულად მისვამს. -მეც მოვედი!-გვესმის ნონა დეიდას ხმა. -იცით უკვე წასვლას ვაპირებ, ყველაფერი ძალიან გემრიელი იყო! -კი მაგრამ არაფერი გიჭამიათ და საიდან იცით რომ გემრიელი იყო, რა არის ეს?!-მაგიდას უყურებს და შემდეგ ჩვენ გადმოგვხედა. -კიდევ მოვა და შემდეგ ყველაფერს დააგემოვნებს!-იცინის და ხელჩანთას მაწვდის. -იცოდე, გელოდებით!-თვალს მიკრავს. -აუცილებლად!-ვეუბნები და მომღიმარ დედა-შვილს ვემშვიდობები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.