შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიცა გამოძახებით - თავი 4


22-03-2018, 22:29
ავტორი mimimimo
ნანახია 1 978

წასვლის წინა დღეს გადავწყვიტეთ კლუბში წასვლა.
-მზად თუ არ დამხვდებით, თქვენი ფეხით წამოხვალთ. - დაგვემუქრა კოტე.
-თქვენ სულ ესე იმუქრებით. - ხელი ჩაიქნია ნატალიამ.
-აი, მართლა დაგტოვებ და ნახავ. - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია კოტემ.

მოსაღამოვდა და ჩვენც ტანსაცმელს ვარჩევდით. ბიჭები მისაღებში ისხდნენ და ყავას სვამდნენ.
-ეს წითელი კაბა რომ ჩავიცვა?
-არა, ის შავი ჩაიცვი.
-მე რა ჩავიცვა? - თავი შემოყო კესომ.
-კრემისფერი კაბა.
-მზად ხართ? - თავი შემოყო ნიკამ.
-არა.
-ხოდა წავედით ჩვენ.
-სად მიდიხაართ? - გავეკიდეთ ნიკას.
-მზად არ ხართ? - შემოგვიბღვირა ერეკლემ.
-ღმერთო, ოღონდ ისე არ მომკლა, რომ არ ვნახო ქალი დათქმულ დროზე, უკვე მზად რომ იყოს. - ხელები აღმართა თორნიკემ.
-რა იყო, უკვდავობა მოგინდა? - თვალებმუჭუტულმა გავხედე.
-შენ გარეშე ყოფნის ბედნიერება მხვდება წილად.
-ღმერთო, ოღონდ ისე არ მომკლა, რომ არ ვნახო კაცები როგორ ჩუმად შეჰყურებენ ქალების მზადებას. - ხელები ავღმართე მეც.
-არ გამოგივა უკვდავობა, ზოგჯერ ჩუმადაც ვართ. - სიცილით თქვა თორნიკემ.
-ღმერთო, რა სიდამპლეა. ეს ვინ გამომიგზავნე?
-ეგ მე უნდა ვთქვა, სხვათაშორის.
-შენ მარტო პიცის მოტანის დროს ხარ ასეთი ბუნჩულა?
-აღარ იხუმრო. - ხელი ტუჩებთან მიიტანა, გაჩუმების ნიშნად.
-ნახევარ საათში თუ არ იქნებით მზად, მართლა წავალთ. - გადმოგვხედა დემნამ და საათს დახედა.
-ნახევარ საათში. - თავი დავუქნიეთ და უცებ შევცვივდით ოთახებში.
როგორც იქნა, გამოვეწყვეთ და წავედით.
-ბოლომდე ვსვამთ.
-ყველა ოღონდ. - სამი ჭიქის შემდეგ დაცხა. ცოტახნით საცეკვაოდ გავედით. დაბრუნებულებმა ისევ გავაგრძელეთ.
შვიდი, რვა, ცხრა, ათი...
საპირფარეშოში გავედი. მაკიაჟი ოდნავ შევისწორე, აწეწილ თმაზე ხელი დავისვი და გავედი.
-შეიძლება ვიცეკვოთ? - ვიღაც გადმომიხტა წინ.
-არ ვცეკვავ. - თავი გავაქნიე, უარის ნიშნად.
-წეღად დაგინახე, ტომ ცეკვავდი. - თითქოს ტყუილში გამომიჭირა. - სულ ერთი ცეკვა.
-კარგი ჯანდაბს. - ხელი ჩავიქნიე. ხელი წელზე შემიცურა, მე კი მხრებზე დავადე.ვგრძნობდი როგორ აცურებდა ნელ-ნელა ხელს ქვემოთ.
-რას აკეთებ? - უკან გავხტი.
-ვიცი, რომ შენც მოგწონს. - ამაზრზენად გაიცინა და თვალი ჩამიკრა. მკლავში ჩამავლო ხელი და თავისკენ მიმიზიდა.
-შემეშვი.
-არა, ვიცეკვოთ. - სახე მომიახლოვა.
-გამიშვი ხელი. - ვცადე ჩემი ხელი გამეთავისუფლებინა.
-რა კარგი... - სიტყვა მოულოდნელად გამოჩენილმა თორნიკემ გააწყვეტინა.
-ერთხელ რამეს რომ გეუბნებიან, უნდა გაიგო. გაუშვი ხელი. - ხმა იმდენად გამკაცრებოდა, შემეშინდა, რამე არ დაეშავებინა.
-შენ ვინ ხარ?
-მესამედ აღარ გავიმეორებ, ხელი გაუშვი. - კბილებს შორის გამოსცრა და თვალები ბრაზისგან აენთო.
-ვერ ხედავ რომ ვეცეკვები? ვინ მიგდიხარ რომ მოდიხარ აქ და მეკაჩავები? - გაიწელა უცნობი და ხელის ქნევით მიუახლოვდა თორნიკეს.
-მე შენ განახებ, ვინც ვარ. - საყელოში ხელი ჩაავლო და გარეთ გაათრია. ერთიანად გავფითრდი და ადგილიდან ვერ ვიძროდი. გონება გათიშული მქონდა. ჩქარი ნაბიჯით წავედი ბიჭების მაგიდისკენ.
-თორნიკე...
-რა მოხდა? - წამში წამოდგნენ ბიჭები.
-ის... - ხმაჩახლეჩილი სიტყვებს ვერ ვუყრიდი.
-სადაა?
-გარეთ... ის... - აღარ დამამთავრებინეს და გასასვლელისკენ დაიძრნენ.
-არ გამოხვიდეთ. - გამაფრთხილებლად მოგვაძახა გოგამ.

***

ბიჭები მიყოლებით შევიდნენ კლუბში და მაგიდისკენ გაემართნენ. ალექსანდრამ დაინახა თუ არა, თორნიკესთან მივიდა და ჩაეხუტა. შემდეგ როდესაც გაანალიზა, რაც ქნა და მოცილდა.
-კარგად ხარ? - ახედა და ჰკითხა.
-კარგად ვარ. - თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მხარზე ხელი გადახვია. - წამო, დავსხდეთ.
მთელი საღამო ცოტა დაძაბული იჯდა. ერეკლეს აკვირდებოდა. ღამე გვიან მივიდნენ სახლში და ეგრევე საწოლებისკენ გაეშურნენ.

***

დილით ყველას თავი უსკდებოდა, ვინ ვის თხოულობდა გაზიანს ვერ გაიგებდით.
-აუ, ხვალ წავიდეთ რა დილით. - ამოიწუწუნა კოტემ.
-შენ მაგაზე ფიქრობ? ოღონდ ახლა გადამარჩინა და... უახლოესი 1 თვე არ დავლევ. - მთელი სერიოზულობით თქვა ლილემ.
ფაქტობრივად, უმეტესობას ეძინა, ოღონდ ვის სად ვერ გაარკვევდით.
-აუ, გავუჩალიჩოთ, რა. - წამოხტა ნიკა.
-რა ვქნათ? - იკითხა ნატალიამ.
-წამო.

-ვიწვიით, სამზარეულოში პაჟარია. - ქვაბების რახა-რუხით შევარდნენ ოთახებში.
-ვიიწვიით, ხალხოო. - არახუნებდნენ ქვაბებს.
ალექსანდრა და კესო დაფეთებულები აპირებდნენ წამოხტომას, ფეხები რომ ერთმანეთში აებლანდათ და ორივე ერთად გაგორდა ცივ იატაკზე.
დემნამ ნათიას ჩაკიდა ხელი, უცებ წამოვარდა ამის გაგებაზე და როგორც იწვა ისე გაიქცა გარეთ, თან რომელ ოთახსაც ჩაუვლიდა, აკაკუნებდა ვიწვითო. ნათია კი დაბნეული მისდევდა და ვერ გაეგო რა ხდებოდა.
-ბიჭო, ოეე, , ვიწვით. - ერეკლემ თორნიკეს გაკრა ფეხი და წამოაგდო, თან თვითონ სირბილით შევიდა სააბაზანოში, სადაც იცოდა რომ წყალი ბოთლებით ყოველთვის იყო. ხელი დაავლო და სამზარეულოსკენ გავიდა. ამასობაში ყველა გარეთ გაცვენილიყო.
-გოგა დაგვრჩაა, გოგაა. - იყვირა კესომ. ყვირილზე გოგა შეფხიზლდა და ფანჯრიდან გადმოიხედა, რა ხდებაო? ერეკლე სამზარეულოში შევიდა და ნახა რომ იქ არანაირი ცეცხლი არ ყოფილა, რომელმაც ასე ააწიოკა.
კოტე, ნატალია, ლილე და ნიკა კი სიცილით გაწოლილიყვნენ იატაკზე.
-გაგვიჩალიჩეს, ტო. - თმებში ხელი შეიცურა დემნამ.
-კაი, ტო. რა ქენით ეს? - ვიღას ახსოვდა თავის ტკივილი, ისე დააწიოკეს ამ ოთხმა ერთუჯრედიანმა.
-პახმელიიდან გამოგიყვანეთ. - სიცილს აგრძელებდა ლილე.
-აუ, ლილე. - თვალების ბრიალით წავიდა ერეკლე მისკენ.
-კაიიი, მე რას მერჩი? - უცებ წამოხტა.
-მე რას მერჩოდი, რომ შემომივარდი?
-რას აპირეებ? - ყვირილით გარბოდა ლილე. უცებ დაიჭირა და ოთახში შეაგდო.
-ვინ გავაგრილო ახლა, ვინ? - თან უღუტუნებდა და სააბაზანოსკენ მიყავდა.
-ერეკლე, გაჩერდი, ერეკლე. - ფართხალებდა ლილე.
-აბა, ცეცხლი ხო უნდა ჩავაქრო, კაცო. - იცინოდა და კაბინაში შეაგდო ლილე. ბოლოს, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ გამოუშვა ერეკლემ.
-ღმერთო, როგორ ვერ გიტანთ. - ითათხებოდნენ ბავშვები და უბღვიროდნენ ერთუჯრედიანებს.
როგორც იქნა, მორჩნენ წყევლა-კრულვას და დალაგდნენ.
-ყავას დალევდა კაცი.
-ტკბილეული მინდა. - ამოიწუწუნა ალექსანდრამ.
-მაღაზიაში გავიდეთ და ვიყიდოთ. - თქვა თორნიკემ და მანქანის გასაღები აიღო. ყველამ უარი თქვა, ბოლოს, თორნიკე და ალექსანდრა შერჩა. ამიტომაც ერთად წავიდნენ.
მაღაზიაში შესულებმა, რაც საჭირო იყო ყველაფერი იყიდეს.
-ალექსანდრა.
-ჰო?
-მე რომ მიყურებ რა გახსენდება? - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაეპარა. მე გაკვირვებულმა გავხედე და შევათვალიერე.
-პიცა. - ფხუკუნით ვუთხარი. -უი, მართლა, პიცა არ დაგვავიწყდეს. - მაღაზიიდან გამოსულებმა, პიცერიას მიაშურეს. პიცა იყიდეს და სახლში შევიდნენ.
-ყავა არ გაგიკეთებიათ? - შეიცხადა ალექსანდრამ.
-შენზე კარგი ყავა, ჩემო დაო, არავის გამოსდის, ამიტომ თავის დაწამვლა არავის გვიცდია და გელოდეთ. - ერეკლემ აკოცა ლოყაზე და თმა აუჩეჩა.
-ოხხ, ზარმაცებო. - თავი გადააქნია და სამზარეულოში გავიდა. წყლის ადუღებამდე, ჭიქები ამოიღო და დააწყო, თიუთოეულში ყავა ჩაყარა. შაქარიც გადმოიღო. ამასობაში წყალიც ადუღდა და დაასხა. რომ გადათვალა, ერთით ნაკლები ჭიქა იყო. ჭიქაში ყავა ჩაყარა და აქეთ-იქით, რომა რ ებოდიალა, ჭიქით ხელში გაემართა ჩაიდნისკენ. წყალი დაასხა და მობრუნდა. შიშისგან თვალები გაუფართოვდა, ხელი, რომელშიც ჭიქა ჰქონდა მოქცეული გაუკანკალდა და ადუღებული ყავა ზედ ხელზე გადაესხა.
-ვაიმე, დამეწვა. - სიმწრისგან ჭიქას ხელი გაუშვა და ისიც დაენარცხა მეთლახს. თვალები აუცრემლიანდა და ხელს სული შეუბერა. თორნიკე სწრაფად მიუახლოვდა და მისი ხელი თავისაში მოიქცია, ონკანთან მიიყვანა და ნელთბილ წყალს მიუშვირა, თან სულ უბერავდა.
-მტკივა. - ამოიწუწუნა ცრემლიანმა და მეორე ხელით ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.
-ჩშშ, დაწყნარდი. - მიიხუტა თორნიკემ და თმაზე ხელი დაუსვა. - არ იტირო, გაგივლის მალე. - სკამზე დასვა. - მოვალ ახლავე. აქ იყავი. - გავიდა და მალევე დაბრუნდა. აფთიაქის ყუთი მაგიდაზე დადო, ჭიქის ნატეხები შეაგროვა და ნაგავში გადააგდო, დასველებულ მეთლახზე კიდევ ტილო დადო. თვითონ სკამი გამოწია, დაჯდა და ალექსანდრას ახედა, რომელიც გაფაციცებით აკვირდებოდა მის თითოეულ მოქმედებას და აღარც ახსოვდა, რომ რამდენიმე წუთის წინ ხელი დაიწვა.
-ალექსანდრა. მანახე ხელი. - აფთიაქის ყუთი გახსნა, მალამო ამოიღო და ხელს დახედა. - რომ დაგადებ ცოტა აგეწვება და მოითმინე. - მალამო გახსნა და ხელზე ნაზად წაუსვა, თან აკვირდებოდა, რომ ძალიან არ სტკენოდა.
-მადლობა. - ჩურჩულით თქვა.
-მალე გაგივლის. - შეხვეულ ხელზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა.
-შენი ბრალია, სხვათაშორის. - უცებ შეუბღვირა.
-ღმერთო, ახლა მე გადმომაბრალა თავისი სიდაბდურე.
-შენ ღმერთს რა ხშირად ელაპარაკები? გაფრენები გეწყება?
-რა კარგი იყო, ადრე რომ არ გიცნობდი.
-ჰო, ადრე ღმერთს უყვარდი. - მხრები აიჩეჩა ალექსანდრამ, ნაწყენი ადგა და მისაღებში გავიდა.

თორნიკე:


ალექსანდრა:


&&&

ჩვენი ალექსანდრა გაგვებუტა.
არადა წეღან ვფიქრობდი, რა კარგი წყვილი იქნებოდა-მეთქი.
რა ვუყოთ, ენამწარე თორნიკეს?
ესეც მეოთხე თავი.
იმედია მოგეწონებათ.



№1  offline წევრი mimimimo

meocnebe avadmyopi
ძალიან მაგარი თავი იყო

მადლობა.

 


№2  offline წევრი მაშოო

ველოდები შემდეგსს heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent