შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულოდ? არ არსებობს თავი 5


23-03-2018, 00:13
ავტორი Viktoria
ნანახია 1 378

დილით ავდექი თავი მოვიწესრიგე ჩემებს დავემშვიდობე და აეროპორტში წავედი, მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვნერვიულობდი, მასზე ფიქრები არ მასვენებდნენ. რამოდენიმე საათიანი ფრენის შემდეგ კი უფრო ვარესად ავნერვიულდი.
აეროპორტში ნინის მეუღლე უნდა დამხვედროდა. ცოტა ხნის შემდეგ კი ისიც გამოჩნდა. დათა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ადამიანია, გაცნობისთანავე მოვიხიბლე მისით და მას შემდეგ ვმეგობრობთ. ერთმანეთს გადავეხვიეთ, ბარგი მანქანაში ჩავაგდე, გზას გავუდექით და ვსაუბრობდით.
-როგორ ხარ, რას შვები?
- აბა რა გითხრა ძმაო, ბედნიერი ვარ.
- ნინი როგორ არის? რას შვება?
- არაუშავს რა, ამ ბოლო დროს უძილო ღამეები აწუხებს თორემ სხვა ყველაფერი კარგად არის.
გზაში ვსაუბრობდით და მუსიკებს ვუსმენდით. ნახევარი საათის შემდეგ პატარა მყუდრო სახლთან გავჩერდით.
- აქ როდის მერე გადმოდით? მახსოვს, რომ...
- ჩემი სახლი ნელ-ნელა რემონტდება, ნუ შენ ხო იცი არა როგორი ცხოვრებით ვცხოვრობდი სანამ ნინის გავიცნობდი. მერე ყველაფერი შეიცვალა სახლი მთლიანად სარემონტო იყო ასე, რომ ნელ-ნელა ვარემონტებ.
- და აქ ვის სახლში ხართ?
- ჩემი დაა რა, ნუ მკვიდრი არა მაგრამ მის გამო ყველაფერზე ვარ წამსვლელი ისიც ასეა.
- კარგია, მაგას რა ჯობია.
მანქანიდან გადმოვედით, ბარგით ხელში სახლში შევედით და ნინის მივესალმე. ჩემი პატარაც ვნახე ისეთი ლამაზი იყო. ბარგით ხელში ჩემს ოთახში ავედი და მალევე მისაღებ ოთახში ჩავედი, გოგონები ტრიალებდნენ და სუფრას აწყობდნენ. ნინიც მათთან ერთად იყო დათა კი ბავშვს ეფერებოდა მეც მას შევუერთდი. ყველაფერი გაამზადეს და უნაკლო სუფრაც გაშალეს, ნინი მოგვიახლოვდა ბავშვი გამოგვართვა ჩვენ კი მარანში გავედით ღვინის ამოსატანად ვსაუბრობდით და ვიცინოდით.
-ნინი ჩვენ წავალთ გამოვიცვლით და ჩამოვალთ კარგი.
- კარგი ჩემო ლამაზო და მშვენიერო.
კიბეები ავირბინეთ და სამოსი გამოვიცვალეთ.
- აი რატომ არ შეგხვდა საკუთარი საძინებელი, ამ ბიჭის გამო მოხდა ყველაფერი.
- და ძალიან კარგი, რომ არ შემხვდა ცალკე ოთახი, ერთად უფრო კარგად ვარ ანასტასია.
- როგორც შენ იტყვი კატერინა, რომელი საყურეები გავიკეთო?
-რომელი და აი ესენი.
- ეს საიდან მოიტანე?
-ვიყიდე. ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა.
-მადლობა კატერინა ძალიან დიდი მადლობა.
- კარგი გვეყოს მორთვა და მოკაზმვა, ჩავიდეთ დაბლა.
-კარგი,კარგი ჩავიდეთ საყვარელო.
ოთახიდან გავედით კიბეები ჩავირბინეთ მისაღებში ჩავედით და გაოცებულ სტუმარს მივესალმეთ.
- მე შენ გიცნობ, ანასტასია ხო?
- დიახ მე კიდევ შენ.
- ჰო და რამდენად გასაოცარიც არ უნდა იყოს მე შენც გიცნობ, აეროპორტში გნახეთ.
- მართალი ხართ დიმიტრი.
-თქვენ აქ როგორ აღმოჩნდით?
-ჩემთან ჩამოვიდა სტუმრად.
- საინტერესოა.
- თან ძალიან, თქვენი საზიზღარი ბიძაშვილიც ჩამოვიდა?
-არა ის ისვენებს, მოგზაურობა მაინც და მაინც არ უყვარს.
-გასაგებია.
- კატერინა ტელეფონზე გირეკავენ, მგონი შენები არიან.
- ახლავეს დავბრუნდები ბავშვებო.
ოთახი დავტოვე, გარეთ გავედი. ბებიას ზარს ველოდებოდი, გამიხარდა მართლაც ის მირეკავდა, სანამ ახალ ნომერს ავიღებ მანამდე ბებია დათას ნომერზე მირეკავს ვისაუბრეთ და ახალი ამბებიც მიამბო.
- დედიკო და მამიკო როგორ არიან ? რას შვებიან?
- გეძებენ გაბრაზებულები არიან შენზე, მაგრამ ყველაფერი დალაგდება ისე კი კარგად არიან.
- მისი მეგობრები იყვნენ მოსულები იმ ღამის შემდეგ?
- კი შვილო, როგორ არ იყვნენ, ისინიც ნერვიულობენ შენზე თან ძალიან, სხვა თუ არაფერი შენ მათი მომავალი რძალი ხარ.
- რას ნიშნავს მომავალი რძალი არ მითხრა, რომ კიდევ მაგაზე ფიქრობენ ჩვენები?
- მარტო ჩვენები კი არა ისინიც იგივე აზრზე არიან.
-კი მაგრამ ბები ის ბიჭი რას ამბობს? წინააღმდეგი არ არის, ასე როგორ შეუძლია ცხოვრება, მისი მშობლების ჭკუაზე როგორ უნდა გაიაროს.
- ჰო როგორც ბაბუამისისგან გავიგე ბიჭიც შენი არ იყოს უარზეა.
- კიდევ კარგი, რომ რაღაცაში მაინც ვემხრობით ერთმანეთს.
- ხო ბიჭი უარზეა თან ისე, რომ შენი ნახვაც კი არ უნდა.
- დიდი ამბავი ბებო, მეც არ ვიგლიჯავ კალთებს მის სანახავად.
- კარგი ბებო გენაცვალოს წავედი ახლა მე და მომიკითხე შენი მეგობრები.
- აუცილებლად მოგიკითხავ, შენც ჩამიკოცნე ყველა კარგი.
- კარგი ჩემო კარგი ჭკვიანად იყავი.
- კარგი ბებო.
ტელეფონი გავთიშე, სახლში შევედი, ანასტასიას მოკლედ ვუამბე ყველაფერი და სუფრას მივუჯექით. დავიწყეთ ქეიფი და დროსტარება, ბიჭებმა დაიწყეს ტრადიციული სადღეგრძელოები, სვამდნენ და დროს კარგად ვატარებდით.ვიცინოდით, ვსაუბრობდით და ვმღეროდით. გოგონები სუფრის ალაგებას შევუდექით ბიჭები კი მისაღებში გავიდნენ.
სუფრა ავალაგეთ, ჭურჭელი დავრეცხეთ და ჩვენც მისაღებში გავედით, ცოტა ხნით ფილმს ვუყურეთ და მალევე საძინებელში ავედით, პიჟამოები ჩავიცვით და საწოლზე წამოვწექით.
- ახლა მითხარი საიდან იცნობ დიმიტრის?
- აქ იყო მთელი წლით, ისვენებდა მგონი და შემთხვევით გავიცანით ერთმანეთი.
- საინტერესოა. ჰო მე აბა კი გიამბე საიდანაც გავიცანი.
-კიდევ კარგი, რომ მარტო ჩამოვიდა.
- მართლაც იმ იდიოტს რა გაუძლებდა.
- რაო ბებიაშენმა რა გითხრა?
- რომ ჩემები გაბრაზებულები არიან და რომ ვენატრები. სიძის მხარე ყოფილა ჩვენთან მოსული თურმე რამოდენიმეჯერ. მე კიდევ მეგონა, რომ ახლა ამაინც მოისვენებდნენ.
- სიძე რას ფიქრობს შენზე, გაქცევაზე?
- არც არაფერს, არც მას არ უნდა ეს ქორწინება, მშობლები აძალებენ ისევე როგორც მე.
- გასაგებია, კარგი კატერინა დავიძინებ ახლა მე თორემ ხვალ გაკვეთილებზე ჩამეძინება.
- კარგი დაისვენე ჩემო ლამაზო.
საბანში თბილად გავეხვიე და ფიქრებს შევყევი არ ვიცი რატომ, მაგრამ ჩემს უცნობზე ვფიქრობდი, დიმიტრის გამოჩენამ ისევ გამახსენა ის და საერთოდ ყველაფერი რაც აეროპორტში მოხდა. არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.
ესეც ასე მომდევნო თავი... იმედია მოგეწონებათ.<3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent