შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (20 თავი)


23-03-2018, 07:02
ავტორი Stranger things
ნანახია 1 712

ასე გადიოდა წამები,წუთები ალბათ საათებიც,ის კი ჩემი მხრიდან თავს არ იღებდა,უბრალოდ ხედს გაჰყურებდა და ფიქრებით შორს იყო წასული.
-არ მესმის...-დავიწყე მე,არაფერი მესმოდა.
-ჯერ არა...ჯერ არა ალექს...დრო მჭირდება...-თავი ასწია და თვალებში შემომხედა-უბრალოდ არ მინდა ასე მალე წახვიდე...-ამ სიტყვებმა გამაბრაზა,ნუთუ მართლა ეგონა,რომ წავიდოდი,მაგრამ მალე ბრაზი ბედნიერებამ შეცვალ,მისი ბოლო სიტყვების გამო.
-არ წავალ...გეფიცები,არსად წავალ.
-ტყუილად ნუ იფიცებ...ეს ჯერ დასაწყისია...
-ოდესმე ბოლომდე მომიყვები?
-კი...აუცილებლად,მაგრამ ახლა არა.
-კარგი.-დავთანხმდი,რადგან ვიცოდი,რამდენად რთული იყო მისთვის ეს ყველაფერი.
-კარგი.
-აბა,რა ქენი მოიგე?-ვეცადე თემა შემცვალა.
-მოვიგე.-მიპასუხა და ბოროტულად გაეღიმა.
-ასეც ვფიქრობდი...შენ როგორი ნაცემი ხარ და წარმომიდგენია,ის როგორი იქნება.
-არაა...ის კარგადაა,ერთი ნაკაწრიც კი არ აქვს.-მიპასუხა მშვიდად.
-რაა?ვერ მივხვდი...
-არ მიყვარს ადამიანების ცემა,მოგება მიყვარს და....ტკივილი.
-ანუ არ სცემ?
-არა,სწრაფი მოძრაობებით ვთიშავ,მინიმალური დაზიანებებით.
-ანუ გამარჯვება მოგწონს?
-კი..იმ დროს ვხვდები,რომ სიკვდილსა და სიცოცხლის საზღვარზე ვარ.
-ესეც ანდრემ გასწავლა?
-კი.
-ახლა,რომ შეგეძლოს დროის უკან დაბრუნება,რას შეცვლიდი?
-ამინდს...-ისევ ცრემლები წამოუვიდა.ამ პასუხმა მთლად დამაბნია.
-გთხოვ ნუ ტირი...-ვუთხარი და ჩავეხუტე.-არ მიფიქრია...
-არა...ყველაფერი კარგადაა.-მითხრა და ისევ გამშორდა.
-ყველაზე დიდი სიგიჟე რა გაგიკეთებია?
-მაგას რა დაითვლის.-გაეცინა.
-მაგალითად?
-ერთხელ მოტოციკლეტიანდ გადავხტი ხიდიან.
-გიჟი ხარ...-დავასკვენი კიდევ ერთხელ.
-გეთანხმები.-თქვა და გაეცინა-მე ის ისტორია მოგიყევი,რომელიც არავისთვის მომიყოლია და ახლა ვაპირებ ჩემი თავი გაგაცნო...გიჟი ვარ აბა რა?!
-მართლა არავისთვის მოგიყოლია?
-ნწ.-უარის ნიშნად თავი გააქნია.
-მე რატომ?-ისე ვკითხე გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-შენ თვითონ იცი პასუხი....გიჟი ვარ.-ისევ გაეცინა.-და შენ უარესს მიშვრები.
-მე?-მისი სიტყვების დაზუსტება მინდოდა.
-ვითომ არ იცოდა...
-მერი,შეწყვიტე...-გამოვცერი კბილებში.
-რატომ?-აშკარად გაკვირვებული იყო.
-იმიტომ,რომ ახლა ვკვდები ისე მინდა გაკოცო,შენ კი ცეცხლზე ნავთს ასხამ.
-მე მეგონა ცეცხლთან თამაში მოგწონდა.-ისევ აგრძელებდა.
-შენ თვითონ მთხოვე.-ვუთხარი და საკოცნელად გავიწიე,მაგრამ ერთი ჩაიხითხითა და ხელებიდან დამისხლტა.
-უკეთ სცადე.
-ხოო...?!უკეთესი ვარიანტი გაქვს?
-კი...-კიდევ გაეცინა.-მიდი ჩაი გამიკეთე.
-ოჰ,ქალბატონო მარამ...დაგიჭერ ერთხელაც და ვეღარ გამექცევი.-ვთქვი ჩემთვის და სახლში შევყევი.
-ხვალ რას ვაპირებთ?-ვკითხე სხვათაშორისად.
-ღმერთო ალექს,რა მოუთმენელი ხარ...ხვალ გაიგებ.
-ანუ,პაემანზე მივდივართ?
-არა.
-კარგი და ყვავილები გიყიდო?-გავაგრძელე ისევ.
-ყვავილები უყიდე ანდრეას,მაინც ძაან საყვარლად შემოგციცინებს თვალებში.
-ეჭვიანობ?-ამის გაფიქრებაზეც კი მეღიმებოდა.
-ოჰ,იოცნებე...უბრალოდ ის გოგო მეცოდება.
-კითხვაზე მაინც არ მიპასუხე.
-რომელზე?
-რომელზეც გინდა.
-ყურის ექიმთან მიმყავხარ.—თქვა მთელი სერიოზულობით.
-რაა?
-აბა რა ვერ გაიგე?! „არა" არ იცი რას ნიშნავს ქართულად?!კარგი აგიხსნი,როდესაც ერთი პირი მეორეს სთხოვს რაღაცას ამ მეორე პირს კი ეს რაღაც არ მოსწონს ის უარყოფს და აბმბობს არას.
-მადლობა ქართულის გაკვეთილისათვის.ახლა სხვა რამე განმიმარტე.
-გისმენ...
-რას მიკეთებ?
-მე?!-უცოდველ სახეს იღებს.-არაფერს.
-კარგი,მაშინ ახლა მე ჩაგიტარებ ლექციებს.
-არა!ლექციები არ მინდა.-სახე შეეცვალა და იქვე დივანზე დაეშვა.
-ცუდად ხარ?—წამში გამიქრა თამაშის სურვილი.
-არა.უბრალოდ დავიღალე...შეგიძლია ჩამეხუტო?
-მოდი ჩემთან.-ახლოს მივედი, მან კი ხელებს ძლიერად შემომხია.
-მადლობა...მადლობა ალექს,რომ ამ სიტუაციაშიც კი ჩემს გვერდით ხარ...მითუმეტეს,რომ არც კი მიცნობ.
-მე შენ ყველაზე კარგად გიცნობ.დაგავიწყდა,რომ მხოლოდ მე ვიცი ლონდონში შენი ისტორია?-დავუჩურჩულე და კისერში ვაკოცე,მას კი როგორც ყოველთვის გააჟრჟოლა.
-ალექს...-ჩუმად წარმოთქვა ჩემი სახელი და ყველა გრძნოვა მასში ჩაატია.
-მარიამ...-მეც ასე მოვიქეცი,არ ვიცოდი იმ წამს რა ხდებოდა,მე ქალთან ვიყავი,რომელსაც ვეხუტებოდი და ვცდილობდი მისი ტკივილი მე წამეღო.
-უნდა წახვიდე?-მკითხა მოწყენილმა.
-კი.-ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე.-ორ საათში დავბრუნდბი.
-კარგი,შეხვედრამდე.
-ყვავილები წამოვიღო?-ვკითხე კართან მისულმა.
-პაემანი არაა.-თქვა და კარი დახურა.
ქუჩაში გავედი,ღამის ექვსი საათი იყო,ყველას ეძინა. მანქანაში ჩავჯექი და თან მობილურზე სასურველი ნომერი ავკრიფე... ვხვდებოდი,რომ ცუდად ვიქცეოდი,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა,თუ მინდოდა,რომ დავხმარებოდი,მაშენ უნდა გამეგო,სად არის ანდრე და რა მოხდა ოთხი წლის წინ.
-გისმენთ.-ფინს ხმაზე ეტყობოდა,რომ გავაღვიძე.
-მაპატიე,უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
-ალექს!შენ ხარ?!არა რა ბოდიში!...მითხარი რა გჭირდება.
-მარამ მარშალზე მჭირდება იმფორმაცია.
-კარგი...სამ საათში გადმოგიგზავნი.
-კარგი,მადლობა.



№1  offline წევრი Stranger things

meocnebe avadmyopi
ძალიან კარგი თავი იყო

მადლობა kissing_heart მიხარია,რომ მოგწონს.♥♥♥♥

 


№2  offline წევრი ნათიიი^_^

ძალიანნ კარგიაა მალედადეერა

 


№3  offline წევრი Stranger things

ნათიიი^_^
ძალიანნ კარგიაა მალედადეერა

მადლობა♥♥♥უკვე ვწერ. heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent