შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თევზების საიდუმლო (სრულად)


23-03-2018, 16:14
ავტორი Vakhelsmn
ნანახია 3 185

- მცივა... - დაიჩურჩულა გოგონამ და საწოლის კუთხისკენ გასხლტა. ბიჭმა მისკენ გაიწია, მაგრამ მან იუარა მისი შიშველი მკლავები.
ზურგი აქცია და ხისჩარჩოიან ფანჯრისკენ გადატრიალდა, საიდანაც მზის სხივები
ოთახში იჭყიტებოდნენ. მზის სითბოს მიუშვირა სავსე მკერდი და თვალებში ცრემლი ჩაუდგა.
- სოფია, რა დაგემართა? - იკითხა ბიჭმა, რომელსაც უკვე რაღაცის შიში აღბეჭვდოდა სახეზე.
- მცივა... - თითქოს თავისი სიტყვები ოთახში მოფრიალე მტვრის ბურთებს გაატანა.
ბიჭმა მაინც გაიგონა სიტყვები, უბრალოდ აზრს ვერ მიმხვდარიყო და არაფრის თქმას არ ჩქარობდა. სოფია საწოლიდან ადგა. თხელი, სლიპინა მატერია შიშველი სხეულიდან ჩამოუცურდა და მის ნაკვთებს უკვე აღარაფერი ფარავდა. თვითონაც არ ცდილობდა ხელით მაინც დაეფარა ისინი. მას ხომ მხოლოდ აკოს მოციმციმე თვალები ხედავდნენ, რომელშიც ახლა სევდას დაესადგურებინა.
გოგონა ფანჯარასთან დადგა. სხეული მზეს მიუშვირა და ღრმად ამოისუნთქა. მონოტონურად იმეორებდა აკოსათვის უკვე კარგად ნაცნობ სიტყვებს და ცრემლებს ღვრიდა. მლაშე წყლის გემოს, თხელი ტუჩებით გრძნობდა, რომელიც ნერვიულობისას, ხშირად უბრალო ზოლს მიუგავდა ხოლმე. ვერა და ვერ თბებოდა იგი შიგნიდან. თითქოს მის სულში კვლავ ის მკაცრი ზამთარი იყო, ორი თვის წინ რომ გამოიარეს. ხელებს მუცელზე ისე მაგრად იჭდობდა, სიწითლე ემჩნეოდა ადგილ-ადგილ.
ფარდა საკიდიდან მოწყვიტა. იხუტებდა მას და მასზევე ამჩნევდა საკუთარი ცრემლების ნაკვალევს. აკოს ეშინოდა ისე როგორც არასდროს. ვერ გადაეწყვიტა მასთან მისვლა. ცხოვრებაში პირველად ეუხერხულებოდა რაღაც მასთან კავშირში. სოფია და მისი უმანკოება კი სადღაც გამქრალიყო. სახე წაშლოდა და თვალები დაძარღვოდა. ალბათ სურდა კიდეც მისულიყო ბიჭთან (რომელიც საკუთარ თავს ერჩია აქამდე), ზედ გადაწოლოდა მის შიშველ სხეულს, სახეზე დაეფარებინა ბალიში, რომელსაც მისი თმებისა და ოდიკოლონის სუნი ასდის. სუსტი მკლავებითა და არსაიდან მოსული სიშმაგით მაგრად დააწვებოდა. იგრძნობდა ბიძგებს, უხეშად მოხვდებოდა მისი ხელები, მაგრამ ფიზიკურად ისე ვერასოდეს დააზიანებდა, როგორც შინაგანად - აქამდე. უკან არ დაიხევდა, სანამ არ იგრძნობდა მის ბოლო გაბრძოლებას. შემდეგ ადგებოდა, ჩაიხუტებდა იმავე ბალიშს და იტირებდა ძალიან ბევრს. იტირებდა სანამ მის სიყვარულს გაუქრებოდა ის ნაცნობი, მგზნებარე სურნელი. მერე ადგებოდა და უკანმოუხედავად გაიქცეოდა. მიატოვებდა ყველაფერს და ყველაფრის დავიწყებას ეცდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, ეს შეუძლებელიც კი იყო.
- შენ მე მიღალატე, აკო. - მიუხედავად მის გულში გაჩენილი უდიდესი ზიზღისა, ეს სიტყვები დანანებით წარმოთქვა. უფრო სევდით, ვიდრე სიძულვილით. ბიჭი დიდხანს ყოყმანობდა სათქმელს და სწორად ამ ყოყმანითვე გასცა საკუთარი თავი. მას ხომ ტყუილის თქმა არ შეეძლო. არც აქამდე უცდია ამისი გაკეთება. რომც ეცრუა, სოფია წინ დაულაგებდა ფოტოებს, რომელიც უკვე ერთი კვირა იყო გასული, რაც მიეღო. კართან დაუტოვებია ვიღაცას ზუსტად ისეთ დროს, როდესაც აკო არ იმყოფებოდა სახლში. ალბათ ამ ვიღაცას სურდა კიდეც, რომ ეს ფოტოები მხოლოდ სოფიას ენახა. ფოტოები, სადაც აკო და ვიღაც გოგო ერთმანეთს ეხვეოდნენ, კოცნიდნენ, იმ სითბოს უზიარებდნენ სოფიას ასე რომ აკლდა. არაფერი იყო მოთმენაზე უკეთესი, ამიტომაც ითმენდა აქამდე გოგონა. აქამდე იმიტომაც უძლებდა მის გაყინულ მკლავებს, რომელიც შუა ღამისას შემოეხვეოდა ხოლმე და სულს უხუთავდა. ისინი ხომ აღარ იყო ისეთი თბილი. მას ხომ აღარ გააჩნდა ის სხივები, რომლებიც მის გულამდე აღწევდა და ყველა გრძნობას ერთიანად ალღობდა. ეს ხომ იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გამხდარიყო მისთვის, როგორიც ნებისმიერი სხვა რამ. აქამდე ეს გრძნობა, რასაც მისი ჩახუტებისგან იღებდა, ერჩია ყველაფერს. ხანდახან და ახლაც, ოცნებობს ზუსტად იმ ჩახუტებაზე, რომელიც ასეთი ცივი იყო, მაგრამ ის ადამიანი ეხუტებოდა ასე რომ უყვარდა.
- წადი... - დიდი ხანი ეძებდა სოფია გზებს, რომ ეს სიტყვები წყნარად ეთქვა. ამჯერად გამოუვიდა.
- სოფია, მე... - აშკარად პატიების თხოვნა სურდა, მაგრამ თან სულერთი გამხდარიყო მისთვის, მას ხომ საკუთარი თავი ამ წუთიდანვე შეზიზღდა.
- წადი! - აღარც სითბო, აღარც სიმშვიდე. ყველაფერი ერთიანად გაქრა და თან ისე, რომ დღემდე აღარ დაბრუნებოდა საკუთარ სამყოფელს. სწორად აქ გატყდა სოფია. სწორად აქ წარმოიშვა ის დიდი ბზარი.
მეტი აღარაფერი უთქვამს, შებრუნდა და თავი საკუთარ ხელს ჩამოადო. ცდილობდა ხმამაღლა ესუნთქა რომ ტირილი არ ავარდნოდა, თუმცა ის უკვე ტიროდა და ვერ მიმხვდარიყო, რადგან ცრემლგამშრალს, აღარ შეეძლო ეღვარა მლაშე ცრემლები. დიდხანს ისმენდა როგორ დადიოდა იგი მათ ოთახში, სხვა ოთახებში, მისაღებსა და სამზარეულოში... ნეტავ სად რა დარჩენოდა...
აკო ორი დღის წასული იყო, სოფიამ ძვირფასეულობის დაკარგვა რომ შეამჩნია. მათ ერთმანეთი ბოლოჯერ სასამართლოზე ნახეს, სადაც გოგონამ თავის კუთვნილ ძვირფასეულობასთან ერთად, ყოფილ სიყვარულს დასტყუა მამამისის მოპარულ ძვირფასეულობაზე უფრო მეტი.
სიყვარულს, რომელსაც ყოფილი არასოდეს ერქვა.
ამის შემდეგ, სოფია ძირითადად დროს თავის ოთახში ატარებდა. მიშტერებოდა კედლებს, ჭერს და ფიქრისგან თავი სტკიოდა. ენატრებოდა კაცი, რომელმაც უღალატა და დაბრუნება აღარ უცდია. აკლდა სითბო, რომელიც განშორების დღეს იუარა. სითბო აკლდა შიგნითაც ისევ. მათმა განშორებამ ნამდვილად ვერ გაათბო ის სიტყვები, მცივაო, რომ ჩურჩულებდა დილას. ყოველთვის, როდესაც დაუცველობა შეიპყრობდა, ყოველთვის როდესაც დასჭირდებოდა მამაკაცის სითბო და ნუგეში, მისი უხეში მკლავებიც ენატრებოდა, მისი ყოველი სხეულის ნაწილი თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე. ხანდახან ჩახუტება ერჩია ყველაფერს, რომელსაც თავის დღეში აღარ ღირსებია. ის სურნელი, მის კისერში ჩამძვრალი რომ იყნოსავდა ხოლმე, სწორად მაშინ ტრიალებდა სამყარო მათ გარშემო და თუნდაც ეწვიმა, წვიმის წვეთებს აევსო ქუჩები, მანქანებს სიარული გასჭირვებოდათ, ხალხი წვიმის მდინარებას წაელეკა სადღაც შორს... ეწვიმა და თან ისე, რომ აღარ დადგომოდა
საშველი გამოდარებას, მთელი სამყარო ერთ პატარა ვენეციას დამსგავსებოდა, ამდენი ხანი რომ მის მთლიანად წყლით დაფარვას ვარაუდობენ. გარეთ ვერ გადიოდეს ვერავინ. დაორთქლილ ფანჯარაში იყურებოდნენ, რომელსაც წვეთებად ცის ცრემლები ჩამოერეკება. სხეულში აციებდეთ, რაფაზე შემოდებულ სანთელზე ითბობდნენ ხელებს, რომლის ნაღვენთიც ხის ნაჭერს ეწუწება. წელში სტეხდეთ სიცივე და ზურგზე შემოფარებულ კუბოკრულ პლედს უფრო მჭიდროდ იკრავდნენ. ცრემლჩამდგარი თვალებით იყურებოდნენ იმდენად შორს რამდენადაც შესაძლებელია და უსასრულოდ ფიქრობდნენ, მაინც იქნებოდა ეს ორი, რომელიც შუა ქუჩაში დადგებოდა, წყალი მათაც დაფარავდა და ისინი კვლავ არ შეწყვეტდნენ სითბოს გადაცემას ერთმანეთისთვის.
კვლავ იწვა და მის ბალიშს, მის მაგივრად იხუტებდა. ოცნებოდა იმაზე რაც ამ ჩახუტებას ახლავს. სიგიჟემდე, დიდი ტკივილით ენატრებოდა და გრძნობდა რომ ეს რაღაც, ნელ-ნელა საკუთარ თავს აკარგვინებდა. თუმცა აღარც ძალა ჰქონდა თავისი თავის ხელში აყვანის. იცოდა რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა, მაგრამ საკუთარ თავს მაინც ვერაფერს შველოდა. მეგობრებისთვის კი ისევ და ისევ იყო საუკეთესო მრჩეველი.
2.
- შეყვარებულს დავშორდი, - უთხრა ერთ დღეს თავისი სახლის ზღურბლს მომდგარმა ბავშვობის მეგობარმა.
იცოდა რომ ამ დროს ეხუტებიან, ერთამენეთის მხარზე თავჩამოდებულები მისტირიან საკუთარ ბედსა და წარსულს, ყველაფერი იცოდა, მაგრამ ისე იყო გამოფიტული, არ ჰქონდა საშუალება მისი გულიდან გაეცა სითბო. ის ხომ ისედაც იმ ცხელი ნაკვერჩლებით ითბობდა გაყინულ ადგილებს, გარდასულმა დღეებმა რომ დატოვეს მასში. ამასაც ვეღარ დათმობდა. მისი პირველი სიყვარულიც ხომ დათმო და არაფერი შეცვლილა ამით. ისევ თვითონ განადგურდა. აკო ხომ იმ ქალს დაუთმო, რომელიც აღმოჩნდა, მას უფრო მეტად უყვარდა. სახლში შეიპატიჟა. უთხრა, შემოდიო და სანამ მისი მეგობარი მოიმოქმედებდა რამეს, სოფია უკვე სამზარეულოში იჯდა, ფეხი პატარა ხის სკამზე ჩამოედო და ხელით ეყრდნობოდა. მისი სტუმარიც, რომელიც ბოლო დროს არცთუისე ხშირად სტუმრობდა, ოთახში შემოვიდა. ფეხზე ტალახიანი ფეხსაცმელი გაეხადა (ეწვიმა და ქუჩები ატალახებულიყო), იქვე ეპოვა პატარა ჩუსტები და ფეხები წაეყო. ალბათ საკიდი ვერ იპოვეს მისმა ჩამქრალმა თვალებმა იქვე და ხელზე გადადებული ჟაკეტიც თან შემოიყოლა. სკამის საზურგეზე გადაკიდა, დაჯდა და ამავე საზურგეს მიეყრდნო. სოფია ადგა და გაზზე წყალი დადგა გასაცხელებლად. მანამდე კი ჭიქებში გაანაწილა ყავა, რომელიც აღმოჩნდა რომ ძირშიღა იყო. იმავე პოზაში მოიკალათა და დაქალს ყური უგდო. მან არც დაიცადა რომ დაელაგებინა აზრები, ალბათ ეს აქამდე მოეხერხებინა, როდესაც ქუჩაში მოდიოდა და არეული ნაბიჯებით გზას მიიკვლევდა, ან როდესაც სადარბაზოში ამოდიოდა მესამე სართულზე. რაც არის, არის. მან თავისი ამბის თხრობა დაიწყო და სოფიას უკვე ისიც შესძულდა. სძულდა ყველა, ვინც თავის თავთან ერთად იზიარებდა იმავე ტკივილს, რაც გამოევლო აქამდე. საკუთარ სუნთქვასთან ერთად, ვეღარ აეტანა სხვისი. როდესაც ვინმე გტოვებს და ყველაფერი თან მიაქვს, შენ კი მარტო რჩები, ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს უსულოდ გტოვებს და ეს სიცარიელე მის წასვლასთან ერთად საშინლად მტკივნეული ხდება, ფიქრობ: - მეორე შანსიც რომ არსებულიყო, მაინც არ
ჩამოიტოვებდი ამბიციებს უკან. მეორედ მაინც რომ შეგძლებოდა გაქცეულიყავი, როდესაც დაინახავდი როგორ ყიდულობს სახლისთვის პროდუქტებს მაღაზიაში და ჩამოკიდებოდი საყელოზე, გეყვირა, სილა გეწნა, არ გაგეშვა და ისიც შენ მკლავებს დანებებულიყო, მაინც არაფერს გააკეთებდი. იმიტომ, რომ საკუთარი თავი მაინც ყველას გირჩევნია და თუ მართლა ასეა, თავი რატომ დაკარგე. თუკი საკუთარი თავი ყველას გირჩევნია, შეგიძლია სამყარო მიწაზე ფეხის დადგმის გარეშე შემოიარო, მაგრამ ამისთვის უნდა გიყვარდეს. სიყვარულს ხომ შეუძლია გაპოვნინოს საკუთარი თავი, მაგრამ როცა გიყვარს, იშვიათად ფიქრობ საკუთარ თავზე, ფიქრობ მასზე ვინც გიყვარს და არაფერზე...
სიგარეტს ბოლო ნაფაზს არტყამს, ჭიქაზე თითებით სრესს, აგდებს და განზე სწევს. თვალებში მისჩერებია თავის მეგობარს და ახლა უკვე უსიტყვოდ, დუმილით ანუგეშებს. მასაც თითქოს ჰყოფნის ეს, რადგან ისედაც ბევრი ისაუბრეს. სოფიას ერთი სული ჰქონდა მაგდალინა წასულიყო სახლში. სწრაფად საუბრობდა და გული ეღლებოდა. სურდა თავის დროზე მოესწრო და ეთქვა ყველაფერი, რომ რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა მას დაქალი მარტო.
მალე წავიდა და სოფიამაც შვება იგრძნო. ისევ საკუთარ თავს დაუბრუნდა, საკუთარ ფიქრებს და მარტოობას. ახარებდა კიდეც ეს ამბავი ამ ყველაფერს ისე მიჩვეული იყო. სამზარეულოშივე გაიხადა ტანსაცმელი. შიშველი გავიდა და წყალი გადაივლო სხეულზე. გაიმშრალა, ჩაიცვა და ქუჩაში გავიდა.
ყველაფერი სხვანაირად ეჩვენებოდა. შავად და საერთოდ, მუქ ფერებში. აქამდე ხომ ყველაფერს ვარდისფერი სათვალით უყურებდა. მხოლოდ ნათელ ფერებს აღიქვამდა და შესციცინებდა. ახლა თითქოს მოკვდა სამყაროც და ისიც. მთელი ქალაქი მოიცვა ბინდმა. ხალხი ისე მისჩერებოდა, ისე სჭამდნენ ისინი თვალებით, სოფია წამდაუწუმ უჩქარებდა ნაბიჯებს. გასეირნება, რომელსაც რაღაც უნდა შეეცვალა სასიამოვნოსკენ, უსიამოვნოთი შეცვალა. ყველამ გაიგო, ყველამ გაიგო! ყვიროდა გულში და ისე ხმამაღლა, ჩვეულებრივ რომ ვერ იყვირებდა. ტიროდა და ოცნებობდა, დაპატარავებულიყო, ერთი მუჭისოდენად ქცეულიყო და ადამიანების თვალს მალევე მიფარებოდა. ისევ ახსენდებოდა მკლავები, რომლებიც ასეთ დროს იცავდნენ ხოლმე. საკუთარ ხელებს დასჯერდა და სხეულზე შემოიკრა. შეამცივნა და ჯიბეებში ჩაიწყო. წელში იბუზებოდა და თმებს წინ იყრიდა, ფიქრობდა ასე ვერავინ შემამჩნევსო და როდესაც საკუთარ უბანს გასცდა, გახდა კიდეც სხვებისთვის უჩინარი და მოეშვა. გამართულადაც დადიოდა და თითქოს დაიბრუნა კიდეც დაკარგული ღირსება, რომელიც ქუჩის ბოლოს აპოვნინეს. ქუჩაში მისეირნობდა და ისევ ბევრს ფიქრობდა, ოღონდ ამჯერად აღარ სტკიოდა თავი. ის ხომ გარეთ, სუფთა ჰაერს ისუნთქავდა, რომელიც სინამდვილეში სავსე იყო მანქანების გამონაბოლქვით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მისეირნობდა. იქ თავი მოეყარათ მოთევზავე ხალხს და ფიქრობდა სოფიაც, ნეტავ მქონდეს რამე მეც ასეთი თავშესაქცევი, რაშიც საკუთარ თავს ვიპოვი და იქიდან გამოსვლა აღარ მომინდებაო. ასე დაიბრუნებდა საკუთარ თავს, მაგრამ მსგავსი რამ არ მომხდარა მის ცხოვრებაში. რომანტიკა უყვარადა, მაგრამ სამწუხაროდ მას და აკოს არცერთხელ უცეკვიათ წვიმაში. არცერთხელ დასველებიათ ფეხსაცმელი და ურბენიათ ქუჩა-ქუჩა ფეხშიშვლებს. ვახშმობითაც სახლში ვახშმობნდნენ და არც სოფიას აღვიძებდა დილით აკოს ტუჩების ფრთხილი შეხება. გაღვიძებულს, არც საუზმე ხვდებოდა ლოგინში,
მაგრამ მაინც გრძნობდა, სულ ტყუილად გრძნობდა რომ უყვარდა აკოს. იქნებ სხვასთან იქცეოდა ასე. სხვასთან ერთად დარბოდა წვიმაშიც და სხვასთან ერთადა დადიოდა რესტორნებში კიდეც. მაგრამ რა მნიშვნელობა ჰქონდა, ხომ ყველაფერი დამთავრებული იყო. სოფიამ იფიქრა, თვალს ვინმეს შევავლებ, იქნებ ვინმე მომეწონოს და ეს ერთი შეხედვა საბედნიერო აღმოჩნდესო, მაგრამ ასაკიანი კაცების გარდა სანაპიროზე არავინ ყოფილა. რომც ყოფილიყვნენ ახალგაზრდები, შეაკრთობდათ კიდეც სოფიას იმჟამინდელი სახე და სულაც შიშველს რომ ევლო, ხელიდან დაუსხლტებოდნენ. რა იქნებოდა ცხოვრება არ ყოფილიყო ამდენად დაუნდობელი. რა იქნებოდა ყველაფერი მარტივად ყოფილიყო. ყველა ბედნიერი ყოფილიყო და სადარდებელიც არავის არაფერი ჰქონოდა. ცხოვრება არასოდეს ყოფილა მარტივი. ის ყოველთვის სიურპრიზებს გვიწყობდა. გვეთამაშებოდა. დაუღლელად გვხდიდა სცენაზე სპექტაკლის მოთამაშეებს რომლებსაც ქვემოდან შემოჰყურებენ მაყურებლები და გაფაციცებით ატრიალებენ თვალებს იმის მოლოდინში, ვის რა შეეშლება. ყველას ჰქონია განცდა თითქოს სამყარო ტრიალს მის გარშემო აგრძელებს, ან მხოლოდ მის ირგვლივ წყვეტს არსებობას. თითქოს სხვა სამყაროს, სხვა პლანეტას განეკუთვნებოდეს. გაუცხოებისგან შეშლილს, მეტი არაფერი დაგვრჩენია დარაბების დახურვისა, რომლის მიღმაც, როგორც ამბობენ გაზაფხულია. შეიძლება მზე მცხუნვარედ აჭერს, გვალვა მწვანე ბალახებს აყვითლებს და ახმობს, მაგრამ შენ გცივა. ტკივილს განიცდი და ცრემლით სველდები. საკუთარი ტირილი გახრჩობს და ბოღმა ყელში გებჯინება. საკუთარი ტკივილი თითქოს არ გყოფნიდეს. ადამიანები გადანაშაულებენ გულგრილობაში. ბრალს გდებენ რომ შეიცვალე. ღვარძლით სავსე გამოხედვით შემოგხედავენ, საბოლოოდ გადაგეხვევიან, ან ისე წავლენ, ერთ თბილ სიტყვასაც არ გაიმეტებენ შენთვის. არც გაახსენდებათ როგორ იდექი რთულ მომენტებში მათ გვერდით. როგორ ამშვიდებდი და გულში იკრავდი. არიგებდი და გზას სწორი მიმართულებით უკვალავდი. მაშინაც, როცა გინდა ვინმემ შენც რაღაც გითხრას სასიკეთოთ, როდესაც სიკვდილის გარდა არაფერზე გეფიქრება, ისინი თავიანთ გასაჭირზე იწყებენ საუბარს და შენ მხოლოდ ის დაგრჩენია ისმინო, ისმინო და დაეხმარო. შენ კი რჩები ასე და თურმე იცვლები. შენი ცვლილება კი ადამიანებს გართობისაკენ უბიძგებს. ასე მარტივად ხდები მარიონეტი, რომელიც ყველას ხელში თამამად გადაადგილდება.
ქვის მოაჯირს ხელებს აყოლებს, თითქოს მათ ეფერება. შეჰყურებს თოლიებს რომლებიც ჰაერში დაფარფატებენ და ოცნებობს, ოცნებობს შეეძლოს გაფრენა. სადღაც შორს წასვლა და აღარ დაბრუნება. ყველაფერს გასცემდა ამ შესაძლებლობისთვის, მაგრამ ამაშიც არ უღიმოდა ბედი, რადგან ისედაც არაფერი გააჩნდა რომ გაეცა. შეამჩნია რომ აღარ ფიქრობდა, ისეთი განცდა ეუფლებოდა, თითქოს იპოვა ადგილი, სადაც შეძლებს რომ მშვიდად იყოს. და დაკეტავდა სახლის კარებს და დასახლდებოდა აქ. იქნებოდა თოლიებთან ერთად და უყურებდა მის ოცნებას სხვები როგორ იხდენენ. ფრთებისა და ამ ჩიტების, იშვიათად ნავებისა და მეთევზეების ხმაურში დაიძინებდა და გაიღვიძებდა. ან არ გაიღვიძებდა. დაიძინებდა და ისე, რომ თან სმენოდა ყველა ეს ხმები. რომ შეიძლებოდეს... რომ შეიძლებოდეს, თავსაც გადაირჩენდა. მაგრამ არა მხოლოდ დაკარგული სიყვარულის გამო, ხალხისა და მათი დამოკიდებულების გამოც, იმის რაც ყოველდღიურად გაგრძელდებოდა, თავი სიკვდილს მიაბარა. მოაჯირზე დადგა, ხელები გაშალა და გადახტა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს დაფრინავდა, მაგრამ შემდეგ ძალიან ეტკინა. თითქოს მთელმა სხეულმა
დააღო პირი და ახრიალდა. მთელი მდინარე გაივსო მისი გულისამაჩუყებელი ისტორიებით, ორად გაყოფილ გულს რომ ამაგრებდა. ყველაფერი გაიფრქვა წყალში და შეერია ყველაფერს. სოფიას კი დარჩა ტკივილი და უფრო დიდი ტკივილი ელოდა იქ, სადაც არავინ იცის რა ხდება, მაგრამ რომ კარგი არაფერი, მაგას ყველა გუმანით გრძნობს. შემდეგ კი სიბნელე ჩამოწვა. პირგაღებულ სოფიას სურდა ბოლოჯერ ეთქვა სიტყვები, რომელსაც ყველა გაიგონებდა, მაგრამ მას მხოლოდ გაიგონებდნენ თევზები, რომლებიც ამ სიტყვებს სამუდამოდ, საიდუმლოდ შეინახავდნენ. და მაშინ გახდა ყველა თევზი მოწმე ადამიანთა სიყვარულისა. სოფიას სხეულის გარშემო დაცურავდნენ და თან ამბებს ისმენდნენ. იმ რაღაცებს, რაც არასოდეს მიეცემა დავიწყებას ალბათ.

ავტორი: ვახო სალთხუციშვილი



№1 სტუმარი

ვაიმეეე????????????????????????????

 


№2  offline წევრი Vakhelsmn

ვაიმეეე????????????????????????????

ვაიმეეე?? :დ <3

 


№3  offline მოდერი sopiko

ჩემთვის ძალიან ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა.
ნაწერი თავიდანვე საინტერესოდ იკითხებოდა. აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიტყვების მარაგით, რომელიც მწირი და ჩვეულებრივ ი ნამდვილად არ არის.
ბიჭმა გოგოს გრძნობები ამდენად ფაქიზად და სწორად გადმოსცეს, რთული საქმე ა. ძალიან.
სათაურიც იდუმალი და უჩვეულოა, მკითხველს ცხელი ღვეზელივით იზიდავს.
დიდი არ ყოფილა, მაგრამ მე ბევრი რამ დავინახე ხელჩასაჭიდი. აქ იყო მიტოვებული ადამიანების სევდა, ღალატის აყროლებული სუნი, წარსულიდან დატოვებული იარების შეხორცების (თუ ვერშეხორცების) პროცესი, შენი ტკივილის სხვისთვის გაზიარების სურვილი, რომელიც ბოლოს ყოველთვის გულისრევის შეგრძნებით მთავრდება და კიდევ ბევრი რამ, რაც მე გამექცა და ვერ დავინახე.
საიტს სჭირდება თქვენნაირი მწერლები!
წარმატებებს გისურვებთ!

 


№4  offline წევრი Vakhelsmn

sopiko
ჩემთვის ძალიან ემოციური და საინტერესო აღმოჩნდა.
ნაწერი თავიდანვე საინტერესოდ იკითხებოდა. აღფრთოვანებული ვარ თქვენი სიტყვების მარაგით, რომელიც მწირი და ჩვეულებრივ ი ნამდვილად არ არის.
ბიჭმა გოგოს გრძნობები ამდენად ფაქიზად და სწორად გადმოსცეს, რთული საქმე ა. ძალიან.
სათაურიც იდუმალი და უჩვეულოა, მკითხველს ცხელი ღვეზელივით იზიდავს.
დიდი არ ყოფილა, მაგრამ მე ბევრი რამ დავინახე ხელჩასაჭიდი. აქ იყო მიტოვებული ადამიანების სევდა, ღალატის აყროლებული სუნი, წარსულიდან დატოვებული იარების შეხორცების (თუ ვერშეხორცების) პროცესი, შენი ტკივილის სხვისთვის გაზიარების სურვილი, რომელიც ბოლოს ყოველთვის გულისრევის შეგრძნებით მთავრდება და კიდევ ბევრი რამ, რაც მე გამექცა და ვერ დავინახე.
საიტს სჭირდება თქვენნაირი მწერლები!
წარმატებებს გისურვებთ!

უღრმესი მადლობა ასეთი შეფასებისთვის, ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის ყოველივე ეს. <3 ძალიან დიდი მადლობა <3

 


№5  offline წევრი მარუშკინა28

ძალიან მაგარია????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent