შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უარყოფა


23-03-2018, 18:47
ავტორი mariam beridze
ნანახია 1 015

იცოდით რომ ყველაზე წარმატებული, კეთილი და ბედნიერი ადამიანების უკანაც იმალება სევდა? გრძელი ტკივილით გატარებული ღამეები, როდესაც მთელი დღით უწევთ იყვნენ ის რაც სინამდვილეში არ არიან. ცდილობენ გაუღიმონ ადამიანებს, რომლებმაც დიდი ტკივილი მიაყენეს მათ და ყველაზე სამწუხარო ის არის რომ ესეთი ადამიანები ბევრი არიან. წარმოიდგინეთ რა საშინელებაა მთელი დღე გაურბოდე შენს საკუთარ 'მე'-ს ...

ყველაფერი იქედან დაიწყო როცა სარა გავიცანი. ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, ყველას შურდა ჩვენი,ერთმანეთის გარეშე ვერ ვძლებდით სკოლის შემდეგ ჩემთან მივდიოდით ვსაუბრობდით. როცა მემშვიდობებოდა და მიდიოდა სახლში ტელეფონზე მირეკავდა ან ვმესიჯობდით. მოკლედ ძალიან კარგი მეგობრები ვიყავით, ყოველთვის გვერდში ვედექით ერთმანეთს, და არავის ვაძლევდით იმის უფლებას რომ ჩვენზე ცუდად ესაუბრა,ჩემს გამო ერთხელ ერთ ბიჭს ეჩხუბა რადგან იმ ბიჭმა ხელი მკრა, და ჩამაგდო.
და დღეს 2 წელი გავიდა რაც მე და ლილე დავშორდით ერთმანეთს. და ყველაფერი ჯეინის ჩვენს სკოლაში გადმოსვლით დაიწყო. ბიოლოგიის გაკვეთლზე ერთად იყვნენ ამიტომ დაუახლოვდნენ ერთმანეთს. თავიდან თითქოს არაფერი მაგრამ შემდეგ აღარც კი მკითხულობდა ყურადღებასაც არ მაქცევდა, თითქოს მისთვის არაფერს წარმოვადგენდი.გადავწყვიტე მასთან მესაუბრა ამეხსნა რომ მისი ასეთი ქცევა ჩემთვის მიუღებელია. როცა მასთან მივედი სახლში და კარი შევაღე მისაღებში შევედი და დავინახე ჰარი როგორ ეხვეოდა სარას..უბრალოდ გავიყინე, ყველაფერს წარმოვიდგენდი მაგრამ ამას ნამდვილად ვერ უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი..როდესაც შემამჩინია სარამ მკითხა ემილი აქ რას აკეთებ ? მოიცა მოიცა ..ის ჩემს შეყვარებულს ეხვეოდა და კიდევ მე რას ვაკეთებ ?! უბრალოდ არაფერი მითქვავს კარი მოვიხურე და სახლში წამოვედი. ისინი იყვნენ ადამიანები რომლებსაც ყველაზე მეტად ვაფასებდი..მინდოდა ბოლო ხმაზე მეყვირა და დამელეწა ყველაფერი რაც კი ხელში მომყვებოდა, უბრალოდ ვერ ვიჯერებდი.სხვას რომ ეთქვა და საკუთარი თვალებით არ მენახა არ დავიჯერებდი მაგრამ !!! არავის დანახვა მინდოდა ! მხოლოდ მარტო ყოფნა მჭირდებოდა. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როცა მარტო ყოფნა გვინდა, ყველასგან შორს,რადგან გავიაზროთ ყველაფერი რაც ჩვენს ირგვლივ ხდება, ხდებოდა და შესაძლოა მოხდეს. გრძნობ რომ მარტო დარჩი, მიგატოვეს, გიღალატეს არავინ გყავს. ხვდები რომ ერთადერთი ვინც არასდროს მიგატოვებს ხარ თავად შენ! ..ხო დრო შეიცვალა ადრე ადამიანური გრძნობები მნიშვნელოვანი იყო ახლა კი ხალხი უბრალოდ ზნეობრივად დაეცა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent