შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა (თავი 11, 12, 13 და 14)


23-03-2018, 20:52
ავტორი aanastasiaaa
ნანახია 1 615

თავი 11
დილას გვიან გავიღვიძე. ვინაიდან არც სკოლა იყო და არც უნივერსიტეტი შაბათს.
- დილამშვიდობისა ლიზა.
ღიმილით მომესალმა მაკა დეიდა.
- დილამშვიდობისა, არავინ არ არის?
- არა შვილო. ალექსანდრე სამსახურშია, ლუკაც მას გაყვა. მოდი სუფრას გაგიშლი მე შენ და ისაუზმე.
- არა, არ შეწუხდეთ. მხოლოდ ყავას დავლევ.
- როგორ შეიძლება დილას ყავის დალევა? დაჯექი და ცოტა მაინც ჭამე.
- კარგით.
გამეცინა მის მზრუნველობაზე.
- ლუკას დედა... როდის ჩამოდის?
- არ ვიცი ლიზა, ნინო უხეში ქალია. იშვიათად ჩამოდის. ყველას ნერვებს უშლის და ისევ მიდის მერე.
- აქ, რომ დამინახავს გაგიჟდება ალბათ.
- შენ მაგაზე ნუ ფიქრობ, მის ჩხუბს არავინ აქცევს ყურადღებას.
ბევრი ვილაპარაკეთ მე და მაკამ, ცოტახანში ალექსანდრემ დამირეკა.
- ლიზ სახლში ხარ?
- კი, რა ხდება?
- არაფერი, ცოტახანში გამოგივლით და დაგირეკავთ.
მითხრა და გამითიშა. გამიკვირდა მისი ნათქვამი, მაგრამ გაკვირვება უკუვაგდე და ჩასაცმელად ავედი ზემოთ. ალექსანდრე მალე მოვიდა და მეც ქვემოთ ჩავედი. ლუკა და მამა მელოდნენ მანქანაში.
- ლიზა ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ და გადავწყვიტეთ, რომ...
სათქმელს აჭიანურებდა ლუკა. მე, კი მომლოდინე მზერით ვუცქერდი და თვალს არ ვაშორებდი.
- შვილო შეიძლება ამხელა ბიჭი ასეთი ცანცარა იყო?
გაეცინა ალექსანდრეს და თვითონ განაგრძო ლაპარაკი.
- გადავწყვიტეთ, რომ მანქანა გიყიდოთ.
- მეე?
- ჰო რა მოხდა? გჭირდება.
- არა, არ მინდა. ისეც მშვენივრად დავდივარ.
- ვინმემ გკითხა გინდა, თუ არაო?
წარბაწეულმა გამომხედა ლუკამ, რაზეც სიცილი უფრო აგვიწყდა.
- ტარება ხომ იცი?
- კი
- ჰოდა წავიდეთ ავარჩიოთ.
- ძალიან მრცხვენი ასე, რომ გაწუხებთ.
- ასე არ ელაპარაკებიან მამას.
ვცდილობდი ყველაზე უბრალო ამერჩია, მაგრამ ორივე გამიბრაზდა და თვითონ დაიწყეს მანქანის შერჩევა. ბოლოს, დიდი ფიქრის შემდეგ მერსედის უახლესი მოდელის მანქანა მიყიდეს. ძალიან მომწონდა, მაგრამ ამავდროულად შემრცხვა კიდეც მათი. მამა ჩემს მიმართ ყურადღებას უფრო და უფრო იჩენდა.
- მოგწონს?
- ძალიან მომწონს, არ ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ.
- მადლობა არ არის ლიზა საჭირო.
- მამა მშია და არ მივდივართ?
- წავიდეთ ლუკა. ოღონდ ჯერ პროდუქტები ვიყიდოთ სუპერმარკეტში, ლიზამ წაგვიყვანოს.
- მამა, მე ვთქვი მშია თქო და არა სიკვდილი მინდა თქო.
- შენ ისედაც არ ჩაგსვავ ჩემს მანქანაში.
- ხოდა, ჩვენ წავიდეთ მა.
გამიცინა ალექსანდრემდა და წინ დამიჯდა.
- კარგით, ხო დამელოდეთ.
სირბილით წამოგვეწია ლუკა და მანქანაში ჩაჯდა. ნელა ვატარებდი მანქანას. დაძაბული ვიყავი, რადგან ქალაქში ჯერ არ მქონდა გატარებული. ფრესკოსთან გავჩერდით და პროდუქტები ვიყიდეთ. იქაც ბევრი ვიმხიარულეთ და დაღლილები წამოვედით სახლში, ისევ ჩემი მანქანით. სახლში ერთად ვისადილეთ. ჩემს ოთახში ვიყავი, ლიკამ, რომ დამირეკა.
- ჩემთან ვართ. გამოდი რა.
- ლიკა, იცი...
- ვიცი გამოდი მეთქი.
გამითიშა ისე, რომ პასუხს არც დალოდებია.
- მე ლიკასთან მივდივარ, არ დავაგვიანებ.
- მიდი მა და კარგად გაერთე.
ღიმილით გავხედე მამას და სახლი დავტოვე, რადგან კარგი ამინდი იყო. ბავშვები ლიკას სახლის ეზოში ისხდნენ და ისე მელოდნენ.
- ვაუ მანქანა საიდან ლიზ?
გადამეხვია იკა.
- მამაჩემმა მიყიდა.
- მშვიდობაში.
ყველა იქ იყო მაქსიმეს გარდა. გული დამწყდა, მეგონა აქ იქნებოდა და ცოტათი მაინც მოვიკლავდი მონატრებას.
"არსებობს ისეთი უღმერთო მონატრებაც სულში, რომ გატანს ტკივილი და ძვლებამდე ჩადის. ცრემლები, რომ გაწვება და თვალს არ ახელ. მთელი შენი მეობა, რომ კივის და მაინც დუმხარ. არსებობს ასეთი მონატრებაც"
- ლიზა მაქსიმეს შენთან დალაპარაკება უნდა.
- ამას თვითონ ვერ მეტყოდა? ან საერთოდ სად არის ახლა? კატოსთან?
- აქ ვარ ლიზა.
სახლიდან გამოდის მაქსიმე და პირდაპირ თვალებში მიყურებს.
- გისმენ.
თვალს ვარიდებ, რათა არ შეამჩნიოს ჩემი ამღვეული თვალები. მიახლოვდება, მაყენებს და გარეთ გვყავარ. სკვერში ვსხდებით.
- ერთი დაშვებული შეცდომა, რომ მაპატიო არ შეგიძლია?
სიგარეტს გაუკიდა.
- რატომ აყევი კატოს?
პასუხი არ გაუცია, ან რა საჭირო იყო პასუხი. ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ყველაფერი ცუდადაც იყო.
- ლიზა მიყვარხარ, რითი დაგიმტკიცო? როცა შენთან ვარ...
- და როცა არ ხარ კატო გიყვარს?
წინადადება არ დავასრულებინე ისე დავუსვი კითხვა.
- რატომ ფიქრობ ასე?
ხმა არ ამომიღია რამდენიმე წამს გაგრძელევული მტანჯველი სიჩუმე მომეჩვენა, რომ საუკუნედ გადაიქცა. ყურს უკან გადამიწია თმა. კოსმიური ტრაექტორიით დამიარა სისხლმა ძარღვებში. თვალები დავხუჭე და ყელში გაჩხერილი ბურთი მთელი ძალისხმვით გადავყლაპე. ისე მინდოდა ჩავხუტებოდი, საღად აზროვნების უნარიც კი წამერთვა. იმდენად ახლოს იყო მის ხშირ სუნთქვასაც ვგრძნობდი. საფერთქელზე მაკოცა, ცხელი ტუჩებით მომეწება და ცოტა ხანს ასე იდგა გაუნძრევლად.
- გაჩერდი.
რაც შემეძლო დამაჯერებლად ვუთხარი და უკან დავიხიე. უჩვეულოდ სევდიანი მეჩვენა ვერ ვუძლებდი მის ასეთ სიახლოვეს. გამიცინა, მე, რომ მიყვარდა ზუსტად ისე. მეგონა გავგიჟდი და ყველაფერი მომეჩვენა თქო, სანამ მისმა სუნმა ნესტოები არ ამიწვა და საცრემლე ჯირკვლებმაც მაშინვე მთელი მონდომებით დაიწყეს მუშაობა.
- მიყვარხარ ლიზა.
- მე, აღარ მიყვარხარ.
ერთხელღა ჩამხედა თვალებში და ადგილს მოსწყდა. სახე ხელებში ჩავრგე და ცრემლები მოვიწმინდე. ლიკასთან აღარ მივბრუნებულვარ. მანქანაში ჩავჯექი და პირდაპირ სახლში დავბრუნდი. კარი, რომ შევაღე მაშინვე უცხო ხმა მომესმა. მისაღები ოთახისკენ დავიძარი და ადვილად შევამჩნიე უცხო ქალი.
- ეს გოგონა ვინ არის ლუკა? შენი შეყვარებულია?
ღიმილით გამომხედა აწ უკვე ნაცნობმა ნინომ.
- არა დე, ეს ლიზაა, ჩემი და.
ღიმილი სახეზე შეაშრა ქალბატონ ნინოს.
- ალექს რა ხდება? გამაგებინე.
- ლიზა ჩემი და ქეთის შვილია. გახსოვს?
- აქ რას აკეთებს მერე?
- ეს მისი სახლიც არის დედა.
- ბავშვთა სახლიდან გამოხვედი და უცებ ფუფუნება მოგინდა?
- და შენ რა იცოდი?
თავი საშინლად დამცირებულად ვიგრძენი. უხერხულად ვიდექი დასჯილი ბავშვივით და ვიღაცის ყვირილს ვუსმენდი.
- ძალიან კარგად ვიცოდი, მაგრამ არ მითქვამს, აქ, რომ არ მოგეთრია. ან ეს იქნება ამ სახლში ან არადა მე წავალ.
მეტის მოთმენა აღარ შემეძლო. მანქანის გასაღები მაგიდაზე დავდე, მადლობა გადავიხადე და სახლიდან წამოვედი. ქუჩაში მივსეირნობდი და მომხდარზე ვფიქრობდი. ხანდახან მგონია, რომ არავინ და არაფერი არ უნდა მიყვარდეს, რადგან ვისაც შეიყვარებ სწორედ იმას კარგავ. მეგონა, რომ ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლებოდა, მაგრამ ერთმა დღემ ყველაფერი გაანადურა, გააცამტვერა. ერთ დღეში დავკარგე შეყვარებული, დამაკარგინეს მამა და ძმაც. ლიკასთან წავედი პირდაპირ.
- ლიზ მშვიდობა გაქვს? ასე გვიან აქ რა გინდა?
კარი ტასომ გამიღო
- შეიძლება ერთი ღამით თქვენთან დავრჩე?
- რა კითხვაა? რა თქმა უნდა, მხოლოდ გვითხარი რა მოხდა.
ოთახში შემიყვანა ლიკამ.
- მაქსიმეს დავშორდი, ჰო ვერ ვაპატიე, მასში იმდენად გამჯდარია კატო, რომ ის მას ვერ დაივიწყებს. ნინომ, ლუკას დედამ სახლიდან გამომაგდო. წარმოგიდენია, მან იცოდა, რომ ბავშვთა სახლში ვიზრდებოდი და მამას არ უთხრა. მთელი ცხოვრება მე ვიტანჯებოდი იმ დაწყევლილ ადგილას, ნინომ კი ყველაფერი იცოდა და ფუფუნებაში ცხოვრებას განაგრძობდა. იცით რა ვიგრძენი ეს რომ გავიგე? სისხლი მომაწვა, ერთიანად გამანადურა ნინოს სიტყვებმა. მთელი ჩემი ცხოვრება მან განსაზღვრა. მას არ ჰქონდა ამის უფლება, არ ჰქონდა.
- კარგი, კარგი დამშვიდდი. რთული სიტუაციაა, მაგრამ ხომ იცი, რომ ჩვენ შენს გვერდით ვართ.
მიმიხუტა ანასტასიამ და ცრემლები მომწმინდა. თითქმის ჩაძინებული ვიყავი, ტელეფონის ზარმა, რომ გამაღვიძა.
- გისმენ ლუკა.
- ლიზა, უნდა მოხვიდე. აუცილებლად უნდა მოხვიდე. მამა..
- ლუკა, ლუკა გამეცი ხმა.
- ნიუ ჰოსპიტალში ვართ, მამა გელოდება ძალიან ცუდად არის.
სასწრაფოდ ვთიშავ ტელეფონს, საავადმყოფოში ლიკას მივყავარ. მთელი გზა ვცქმუტავ, ისიც რომ დავკარგო...
საავადმყოფოში 15 წუთში მივედი, მამას პალატა მოვძებნე და ლუკაც შევამჩნიე.
- რა მოხდა? რა მოუვიდა. ამოიღე ხმა
თავიდან ვყვირი, მაგრამ შემდეგ ლუკამიხუტებს და მეც ვმშვიდდები.
- ნინოს ეჩხუბა, შენი წასვლის შემდეგ და გული გაუხდა ცუდად. სასწრაფოს გამოვუძახე. ასე დიდი ხანია არ მინერვიულია.
თან მიხუტებული ვყავდი და თან მეჩურჩულებოდა.
- რამე, რომ მოუვიდეს.
- არ მოუვა, შენ გელოდება. ვიცი, შენ რომ გნახავს წამში კარგად გახდება.
- ჰო , რა თქმა უნდა. უნდა შევიდე.
გაშტერებული ვუყურებდი და ვუღიმოდი.
- ლიზა კარგად ხარ?
შეშინებულმა, მხრებზე მომკიდა ხელი.
- კარგად? ჰო კარგად ვარ.
მეტი აღარაფერი მითქვამს, მამას პალატისკენ დავიძარი.
- მამიკო.
მისი დანახვისას ისევ ცრემლებმა იწყეს დენა.
- ლიზა, შვილო შენ თუ არ მაპატიებ ჩემთვის ცხოვრებას მნიშვნელობა არ აქვს. მე შენს გარეშე..
- მამა, მე უკვე დიდი ხანია გაპატიე. ხომ აარ დამტოვებ? შენ მაინც მა, არ გამიმეტო რა.
- არა მამი, ნუ გეშინია. მე ხომ იცი რა ძლიერი ვარ. შენ და ლუკას მე მარტო არ დაგტოვებთ, თუმცა ორივე ისეთი ჭკვიანები ხართ თქვენი დატოვების არ მეშინია.
- ასე ნუ ამბობ მა, ჩვენ შენ გვჭირდები.
- მიყვარხარ.
- მეც მამა ძალიან..
- ჩემო გოგო, ხო დაბრუნდები სახლში? ნინო შენ ვეღარ შეგეხება.
- წამოვალ, მა წამოვალ.
- პაციენტს დასვენება სჭირდება, თუ შეიძლება დატოვეთ პალატა.
- დიახ, ახლავე.
მამას ვეხუტები და იქიდან გამოვდივარ. გარეთ ლუკა მელოდა. მანაც ხელი მომხვია და ერთად წავედით სახლში. მამას, გარეშე იმდენად ცარიელი იყო სახლი, რომ დიდხანს ვერ გავუძელი მის გარეშე ყოფნას და ოთახში ავედი. აივანზე ვიჯექი, ცხელი ყავით ხელში და ეზოს გავყურებდი. შესახვევში მაქსიმეს მანქანა შევნიშნე. მეგონა, რომ მომეჩვენა, ამიტომ ყურადღება არ მივაქციე და აივანი დავტოვე. დავწექი, მაგრამ ვერ დავიძინე, რადგან ყოველი დაძინების მცდელობისას მაქსიმეს თვალები მელანდებოდა და მოსვენების საშუალებას არ მაძლევდა.
მეორე დღეს მამა უნდა გამოგვეყვანა საავადმყოფოდან, ამიტომ ადრე ავდექით მე და ლუკა და მამასთან მივედით.
- ჩემი ბავშვები მოვიდნეენ.
ღიმილით შემოგვეგება მამა.
- როგორ ხარ მაა?
გადავეხვიე
- დავიღალე წოლით. ხომ გამწერენ დღეს?
- კი ზუსტად ამის გამო მოვედით, რომ სახშლი წაგიყვანოთ.
სახლში წამოვედით, მაკა დეიდამ სუფრა გაშლილი დაგვახვედრა. მამასთვის გადაღლა არ შეიძლებოდა, ამიტომ სადილის შემდეგ, მაშინვე საწოლი გავუშალე.
- არ მინდა ეს წოლა, კარგით რა.
- ცოტახანი მამა, ბავშვი ხომ არ ხარ?
გაუბრაზდა ლუკა მამას და ისიც აღარ შეგვწინააღმდეგებია.
საღამომდე ოთახში ვიყავი და ვმეცადინეობდი, სანამ ნიკუშამ არ დამირეკა.
- ლიზ, ხომ იცი ხვალ ის ლეგენდარული დღეა მე, რომ დავიბადე.
- ვიცი ნიკუშ ვიცი
სიცილით გავეცი პასუხი.
- ჰოდა, 6-ზე რესტორანში გელოდები. მისამართს მოგწერ.
- კარგი სიხარულო.
ნიკას ვუთიშავ და ლუკასთან შევდივარ.
- ლუკიტო
- ხო გითხარი ნუ მეძახი მაგ სახელს თქო?
- მაშინ გამომყევი.
- სად? სპეც, ოპერაციაზე?
- სპეც არ ვიცი, მაგრამ ოპერაციაზე ნიკას საჩუქარი უნდა ვუყიდოთ, იმიტომ, რომ დაბადების დღე აქვს, იქ გამომყევი.
- კარგი ჰო.
ბუზღუნით დგება ლუკა და ჩვენც მაღაზიებში მივდივართ. ბევრი ვიარეთ. ბოლოს არჩევანი საათზე შევაჩერეთ. ძალიან ლამაზი საათი იყო, თანაც ნიკას უყვარს საათები. დაღლილები იქვე კაფეში დავსხედით ყავის დასალევად. ბევრი ხალხი არ იყო, მაგრამ ადვილადვე შევამჩნიე მათე. მეგონა ხმას არ ამოიღებდა, ამიტომ ლუკასთვის არაფერი მითქვამს. ყავას ვსვამდით და თან ლუკა თავის ბავშვობაზე მიყვებოდა, რადგან ერთმანეთის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდით.
- ლიზა, გაიხედე მაქსიმე შემოვიდა.
- გთხოვ მითხარი, რომ ხუმრობ.
- არა, მართლა.
თვალი გავაპარე მაქსიმესკენ ვიღაც კაცთან ერთად იყო, სავარაუდოდ მამამისთან ერთად. ისე ვიქცეოდი თითქოს ვერ ვხედავდი. საშინლად ამიჩქარდა გული, რადგან ვიცოდი, რომ იქ სადაც მე მაქსიმე და მათე ერთად ვიყავით კარგი არაფერი მოხდებოდა. გული ცუდს მიგძნობდა. ვხედავდი მაქსიმეს, როგორ დაეჭიმა ძარღვები. თვალს არ აშორებდა მათეს, ცოტახანში მათე წამოდგა და გვერდზე მომიჯდა.
- ლიზა, არ გინდა შენი ამჟამინდელი რჩეული გამაცნო?
გული ამოვარდნას მქონდა.
- წადი მათე.
ჩუმად, მაგრამ მაინც გასაგებად მივმართე.
- არა რატომ? მაინტერესებს ამჟამად ვისთან ერთობი.
- ლიზა რა ხდება?
ფეხზე წამოდგა ლუკა და მაშინვე შევამჩნიე, როგორ მიბაძა მაქსიმემაც ლუკას და ისიც ფეხზე წამოდგა.
- ვინ ხარ და რა უფლებით გვეჭრები საუბარში?
- მე კი არა, შენ თითონ ვინ ხარ?
- მე ლიზას ძმა ვარ.
- ძმაა?
ირონიულად გაეღიმა მათეს.
- ანუ აღარ ხარ უპატრ...
სათქმელი არ დაასრულებინა ლუკამ მათეს, ისე წვდა ყელში და კედელზე მიანარცხა, მაქსიმეც წამში ჩვენთან გაჩნდა. გამწარებული ლუკა ხელს, უფრო და უფრო უჭერდა ყელზე მათეს.
- გაუშვი ლუკა, არ ღირს ამ არაკაცის გამო ხელების გასვრა.
მაქსიმე ცდილობდა ლუკა შეეჩერებინა.
- ლუკა გთხოვ.
მეც მასთან მივედი და ვეცადე გამეშველებინა. ლუკამ ნელ-ნელა მოადუნა ხელები.
- ჩემი და უპატრონო არ არის. აღარ გაბედო მის სიახლოვეზე მიკარება, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
- ვინ არის ეს გოგო ისეთი, რომ ამის გამო ასეთ დღეში ხართ? ერთი საცოდავი გოგოა, რომელიც დედიკომ და მამიკომ მიაგდეს. დარწმუნებული ვარ არც შენ ხარ მისი ძმა. უბრალოდ გეცოდება ხომ?
მაქსიმე საყელოში წვდა მათეს და გარეთ გაათრია.
- კარგად ხარ ლიზა?
ხმას ვერ ვიღებდი.
- წამოდი სახლში წავიდეთ.
- მე წაგიყვანთ.
მაქსიმე წამოდგა და მანქანისკენ წაგვიყვანა. გაქვავებული ვიყავი, საშინლად უარაფრო, ცარიელი. იმ წამს რას ვგრძნობდი? ამის გადმოცემაც კი შეუძლებელი იყო. ლუკამ მაქსიმეს ხელი ჩამოართვა და მადლობა გადაუხადა, შემდეგ კი ისევ მე მომკიდა ხელი და სახლისკენ დაიძრა.
- ერთი წუთით.
მაქსიმემ შეგვაჩერა. მომიახლოვდა და შუბლზე მაკოცა.
- თავს გაუფრთხილდი, იცოდე, რომ უმნიშვნელოვანესი ხარ ჩემთვის....
* * *
- ტელეფონს რატომ არ იღებდით არცერთი?
მისაღებში დაგვხვდა მამა. ლუკამ მოკლედ მოუყვა მამას სიტუაციის შესახებ და ოთახში ამიყვანა.
- ლიზი, ვიცი, რომ საშინლად ცუდად ხარ, არ გინდა ჩემთან ლაპარაკი, საერთოდ ჩემთან კი არა არავისთან არ გინდა ლაპარაკი. ვიცი, ვიცი, მაგრამ უნდა ვიცოდე რა მოხდა.
ღრმად ჩავისუნთქე და ამბის მოყოლა დავიწყე.
- მაქსიმე, რომ გავიცანი თავიდანვე მომეწონა, მაგრამ მას კატო უყვარდა, ამიტომ ჩემს თავს ბედნიერების უფლება მივეცი. მაშინ მათეს, მაგ ბიჭს მოვწონდი და თავის გრძნობების შესახებ გამიმხილა, მეც სულელმა დავუჯერე, ვენდე და გული გადავუშალე, ამის შემდეგ სულ ერთად ვიყავით. ლიკა მაფრთხილებდა, მაგრამ არ ვუსმენდი. ერთხელაც, ჩემთან მოუწია მოსვლა, სახლში. ჩემი გაუპატიურება სცადა.
დრო და დრო ვისვენებდი და ცრემლებს ვიწმენდდი. გულზე ხელს ვიდებდი და მოყოლას განვაგრძობდი.
- რაღაცნაირად თავი დავიძვრინე მისი მკლავებიდან, დანა ავიღე, აღარ მომკარებია. დამამცირა, მითხრა, რომ სანაძლეო დადო ჩემზე და თავისას მაინც მიაღწევდა, რომ საქმეს აუცილებლად დაასრულებდა. მას შემდეგ ლექციები გვიან გადავიტანე, რომ მას აღარ შევხვედროდი, მაგრამ ერთხელ მაინც შემხვდა და მაშინაც ჩემი დამცირება დაიწყო, საბედნიეროდ მაქსიმე გამოჩნდა. ჩხუბო მოუვიდათ, ბოლოს კი ახლა ვნახე. შენთან ერთად.
- კარგი, დაწყნარდი ლიზ, რამდენი გადაგიტანია ჩემო ლამაზო. გპირდები, რომ აღარასდროს აღარ მოგშორდები და სულ დაგიცავ.
ჩამიხუტა ლუკამ, მეც მისი პერანგის დასველება განვაგრძე ცრემლებით, არც კი ვიცი, როდის ჩამეძინა ლუკაზე მიხუტებულს, თუმცა მშვიდად მეძინა, თავს პირველად ვგრძნობდი დაცულად, ჩემს სახლში, ჩემი ძმის გვერდით...

თავი 12
დილას მაღვიძარამ გამაღვიძა ავდექი და მოვემზადე. შემდეგ მე და ლუკამ ერთად ვისაუზმეთ და სკოლაში წავედით.
- დღეს მიდიხარ ნიკას დაბადების დღეზე ხო?
- არ ვიცი, წავიდე, თუ არა.
- რას ქვია არ იცი? მაქსიმეს ნახვა არ გინდა?
ცალი წარბი ამიწია სასაცილოდ.
- რა შუაშია მაქსიმე, არ ვარ ხასიათზე.
ვეცადე გავბრაზებულიყავი, მაგრამ მის მიხვედრილობაზე ყოველთვის მეცინებოდა.
- წახვალ, წახვალ.
პასუხი აღარ გამიცია, მხოლოდ ღიმილით გავხედე ლუკას და გზა განვაგრძე. სკოლიდან პირდაპირ სახლში წავედი.
- ლიზა იცი, ჩვენი მასწავლებელი მიდის და უმრავლესობამ შენი შემოსვლა ითხოვა, ვაჟაც ალბათ შენ მოგაბარებს ჩვენს კლასს.
- ძალიან კარგი, იქაც ერთად იქნებით.
გაუხარდა მამას.
- ჰო ასე სჯობს, ალბათ.
- მა რაღაც ვერ ხარ ხასიათზე ხო?
- ჰო მამა, ცოტა თავი მტკივა.
- დღეს დალევს და გაუვლის.
გაიცინა ლუკამ და ჩვენი ბღვერაც დაიმსახურა.
- გავიხუმრე
ხელები მაღლა აწია.
- რა უჟმური ხალხი ხართ. წავედი მე და ლიზას წასვლამდე დავბრუნდები..
მეც ოთახში ავედი და მომზადებად დავიწყე. წყალი გადავივლე, გრძელი წელიდან გაშვებული ატმისფერი კაბა შევარჩიე, შავი მაღლები ჩავიცვი და თმა დავისწორე. მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი. ჩემი თავით კმაყოფილი მამას წინ დავტრიალდი.
- აბა როგორი ვარ ?
- ულამაზესი მამი.
ჩემსკენ წამოვიდა მამა და შუბლზე მაკოცა. რესტორანში ჩემი მანქანით მივედი ზუსტ დროს. ნიკას ბევრი ხალხი დაეპატიჟებინა. მისკენ წავედი, საჩუქარი გავუწოდე და ჩავეხუტე, ადგილი კი ლიკას გვერდით დავიკავე. მაქსიმეს წინ. მთელი საღამო მის დაჟინებულ მზერას ვგრძნობდი. ვცდილობდი არ შემემჩნია და ბევრი მემხიარულა. ცოტახანში ჩემთან უცნობი ბიჭი მოვიდა, სავარაუდოდ ნიკას მეგობარი და ცეკვა შემომთავაზა, მეც გავყევი. ვხედავდი,როგორ გვიყურებდა დაძაბული მაქსიმე. ბიჭი რაღაცეებზე ღიმილით მესაუბრებოდა, მე მისი ხმა არ მესმოდა, ამიტომ მხოლოდ ღიმილით ვუყურებდი. დავინახე, როგორ წამოდგა მაქსიმე და ჩვენსკენ გამოემართა.
- გოგონას მოგტაცებთ, ცოტახნით.
- კი ბატონო.
უხერხულად გაგვიღიმა და დაგვტოვა. მაქსიმემ წელზე ხელი შემომხვია და კმაყოფილი ღიმილით მომაჩერდა. სუნთქვა გამიჭირდა, ერთი სული მწონდა როდის დასრულდებოდა მუსიკა, რომ მისი მკლავებიდან თავი გამენთავისუფლებინა. როგორც კი ეს შევძელი აივანზე გავედი და ღრმად ჩავისუნთქე.
- რა ლამაზი ხარ.
გვერდზე მომიდგა მაქსიმე.
- მადლობა.
არც კი გამიხედავს მისკენ, ისე გავეცი პასუხი.
- არ მოგენატრე?
- მაქსიმე ნასვამი ხარ.
- გამეცი პასუხი ლიზა.
კინაღამ წამომცდა "მენატრები" მერე უცებ თვალები დავხუჭე და მომდგარი ცრემლი დავიგუბე.
- არა
ენამ სხვა გითხრა, ენა სხვაა. სიტყვებს მხოლოდ თვალებიდან გავთქვავ.
- კარგი მაშინ ახლავე შევამოწმებ ამას.
ხელებს შორის მომიქცია და ხარბად დაეწაფა ჩემს ტუჩებს. იმდენად ნაზად მკოცნიდა, რომ აზროვნების უნარი დამეკარგა და წინააღმდეგობის გაწევაც ვერ შევძელი. ფეხებში ძალა წამერთვა, რომ არა მისი ხელები ნამდვილად დავეცემოდი. კოცნას, რომ მორჩა თვალებში შემომხედა, თავი ჩავხარე. მას კი გაეღიმა და ჩამიხუტა.
- გიყვარვარ ლიზა, გიყვარვარ უბრალოდ ამას ჯერ ვერ ხვდები.
ცდუნებას ვერ გავუძელი, მეც მოვხვიე მაქსიმეს ხელები და ასე ვიდექით მანამ, სანამ სიცივემ არ შეგვაწუხა.
- წამოდი შევიდეთ, არ გამიცივდე.
რესტორანში ერთად შევედით. საშინლად მინდოდა მასთან სიახლოვე. ტელეფონმა დამირეკა და ისევ გარეთ გავედი.
- რამდენჯერმე გადარჩი, სულ, ხომ ვერ დაგიცავენ შენი საყვარელი ძამიკო და მაქსიმე?
- რა გინდა მათე?
- შენ კარგად იცი რა მინდა.
- არა საიდან უნდა ვიცოდე, რა უნდა უნდოდეს შენნაირ არაკაცს.
- და კატოს რა უნდა ის ხომ მაინც იცი?
ხმა ვეღარ ამოვიღე, ის იცნობდა კატოს. ისინი არ დაუშვებდნენ ჩემს ბედნიერებას. ისინი გამანადგურებდნენ.
- კარგია, ბევრს, რომ აღარ ლაპარაკობ. დაფიქრება გმართებს. შეეშვი რა მაქსიმეს. ვერ ხედავ, რომ პრობლემის გარდა არაფერი მოუტანია?
პასუხი არ გამიცია ისე გავუთიშე ტელეფონი და ცრემლი მოვიწმინდე. ქვევით ჩავედი, მანქანაში ჩავჯექი და მხოლოდ ბოლოს ამოვიხედე აივნისკენ. დავინახე როგორ მიყურებდა მაქსიმე, როგორ მიყურებდნენ მისი სევდიანი თვალები. გული საშინლად დამძიმებული მქონდა. ვერ ვხვდებოდი რას ვუშავებდი ამ ხალხს. ვერ ვხვდებებოდი, რატომ იჩენდნენ ასეთ აგრესიას ჩემს მიმართ. რატომ სურდათ ჩემთვის გული ეტკინათ. მე ხომ ისედაც მტკივნეული ცხოვრება მქონდა. სახლში მისვლისთანავე, ჩემს ოთახში ავედი. აივანზე ვიჯექი და ვფიქრობდი რა მექნა, იმისათვის, რომ მათე აღარ გამკარებოდა. მარტი სრულდებოა, მაგრამ თბილისის ქუჩებში ისევ იყო სიცივე. ტელეფონზე შეტყობინება მომდის.
- "შედი სახლში თორემ შეგცივდება."
შეტყობინება მაქსიმესგან იყო, გამეღიმა არემარე მოვათვალიერე, თუმცა მისი მანქანა ვერსად შევნიშნე, ამიტომ ოთახში შევედი და დავწექი. ჩემი ცხოვება ყველაზე ფუჭია მაქსიმეს გარეშე, მისი თბილი ხელების გარეშე, გამოხედვის გარეშე. ჩემს არსებობას არანაირი აზრი არ აქვს მაქსიმეს გარეშე...
* * *
დილას კარებზე კაკუნი მაღვიძებს. თვალებს ვისრეს და ლოგინზე ვჯდები.
- შეიძლება ლიზა?
- მოდი მამა.
ღიმილით ვპასუხობ.
- შენთან არიან ჩამოხვალ?
- ჩემთან? კი მოვდივარ.
მამას გასვლის შემდეგ სწრაფად ვდგები, მოსაცმელს ვიცვამ და კიბეებზე ჩავრბივარ. იმედი მაქვს რომ იქ მაქსიმეა, თუმცა მის ნაცლად ქალი მხვდება, რომელიც მეცნობა და ლუკას მოღუშული სახე.
- გამარჯობა.
გაკვირვებული ვესალმები.
- გამარჯობა ლიზა. შენს წასაყვანად მოვედი.
- ჩემს წასაყვანად?
- ჰო ლიზა მე შენი ბებია ვარ. რა გინდა ამათთან? ისინი შენც მოგკლავენ.
- რატომღაც არ მახსენდება, რომ ბებია მყავდეს.
- შენ რა ხუმრობ? ისინი არ არიან შენი ღირსები. არც ეს კაცია მამაშენი და არც ეს ბიჭი შენი ძმა. მან მოგიკლა დედა, მან გაგინადგურა ცხოვრება
- წესიერად ილაპარაკეთ მამაჩემზე.
- მამაშენზე?
ირონიულად იცინის ქალი.
- კარგი რა შვილო.
- თქვენ რა გააკეთეთ უკეთესი? რა გაუკეთეთ დედაჩემს?
- მე მივეცი დედაშენს ფული, გესმის? მე მივეცი ფული იმისთვის, რომ შენ მოეშორებინე.
ტონს უწევს ქალი და მხოლოდ მაშინ ხვდება მისი ნათქვამის აზრს ლუკას სახეს რომ აწყდება.
- არა, მე ამის თქმა არ მინდოდა.
- თქვენ სწორედ ის თქვით რაც იყო. თქვენ დედაჩემი სახლიდან გამოაგდეთ, არ მიიღეთ. საკუთარი შვილი გაწირეთ, საკუთარ შვილს ცხოვრება დაუნგრიეთ და გსურთ დავიჯერო, რომ შვილიშვილი გიყვართ? თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელმაც არც კი შეხედა შვილის წყლიან თვალებს, არც კი შეხედა შვილის საქმისგან გაუხეშებულ ხელებს, არც კი შეხედა შვილის ფერმკრთალ სახეს, ისე გამოაგდო ქუჩაში. თქვენთვის ის მკვდარი იყო. ჩემთვის კი თვითონ თქვენ ხართ მკვდარი. ოჯახის სახელზე იფიქრეთ და დედა მომიკალით. კიდევ შეგიძლიათ, რომ მამაჩემი დაადანაშაულოთ რამეში?
- საიდან იცი ამდენი?
ხმის ტემბრი აუკანკალდა.
- მე დედამ ყველაფერი მომიყვა.
ვთქვი, თუ არა ვიგრძენი, როგორ ჩამოედინა ჩემი თვალებიდან ცრემლები.
- მან მე არ გამიმეტა, ის იბრძოდა ჩემთვის. მას უყვარდა შვილი თქვენგან განსხვავებით. დედას ყველა უყვარდით იმის მიუხედავად რაც გაუკეთეთ. მოყოლის დროს არცერთხელ უხსენებიხართ ცუდად. დედაჩემი მებრძოლი ქალი იყო. ის ადამიანი იყო, სამაგალითო ადამიანი. ჩემი ოცნებაც ესაა ვგავდე დედას და არა თქვენ.
- ასე დაგაბრმავა ფუფუნებამ?
თავისას განაგრძობდა ქალი, მაგრამ მისი ხმა აღარ იყო ისეთი ამაყი, როგორიც თავიდან.
- აქამდე სად იყავით?
- მე..მე მოვედი მაშინ, როდესაც საავადმყოფოში მოხვდი.
მხოლოდ ახლა გამახსენდა, სად მყავდა ნანახი ეგრედწოდებული "ბებია" მან ჩემი მკურნალობის ფული გადაიხადა.
- მითხარით, რამდენი გადაიხადეთ ჩემს გამო და ახლავე დაგიბრუნებთ.
მხოლოდ ახლა გავხედე მამას, რომელიც თავჩაღუნული იჯდა და ხმას ვერ იღებდა.
- იმისთვის არ მოვსულვარ, რომ ფული მომცე. შენც რაღაცას დაგმართებენ. წამოდი ჩემთან. შენი ადგილი აქ არ არის.
- სწორედ, რომ აქ არის ჩემი ადგილი და არა იქ, სადაც ერთ დროს დედაჩემს კარით ხელი.
- ანუ არ მოდიხარ?
ბოლო შანსებს ებღაუჭებოდა ქალი.
- არა.
მტკიცე იყო ჩემი პასუხი.
- კარგი, შემდეგში არ ინანო. კარგად ბრძანდებოდეთ.
უხეშად მომიგდო სიტყვა და კარი ხმაურით მიაჯახუნა. მამა ხმის ამოუღებლად წამოდგა და თავის კაბინეტში შევიდა, ცოტახანში მეც მას შევყევი. თავი ხელებში ჩაერგო და ხელები უკანკალებდა.
- მამა ნუ გეშინია რა, მე არ წავ...
- მე მიყვარდა ლიზა დედაშენი, მიყვარდა კი არა ახლაც მიყვარს. დღემდე მახსოვს მისი თმის სურნელი, მისი ლამაზი თვალები.. მახსოვს რა ფერის ტუჩსაცხს ისვამდა, მახსოვს რომელ სუნამოს ისხამდა და ალბათ სიკვდილის ბოლომდე არ დამავიწყდება მისი სიტყვები, როცა ვუთხარი რომ მივდიოდი მისგან. " არაუშავს ალექს, ალბათ ასე უკეთესია შენთვის.. მხოლოდ ერთს გთხოვ ასე აღარასდროს აღარ ატკინო სხვას.. " გამიღიმა ზუსტად იმ ღიმილით ლიზა, მე, რომ პირვალად შემაყვარა თავი და ოთახიდან გავიდა. არასდროს დამავიწყდება მისი ბედნიერი სახე, შენი დაბადებისას. ჩემი თავი მეზიზღება, შენ ვერ წარმოიდგენ თანაც რამდენად. მე მისი სიცოცხლის ბოლო წუთებში მის გვერდით არ ვიყავი. შენი დანახვისას მხოლოდ ერთზე ვფიქრობდი, მეგონა რომ სადღაც დედაშენიც ახლოს იქნებოდა, თუმცა ის...
გაშეშებული ვუსმენდი მამას და არც კი ვიცოდი რა მეთქვა, ალბათ ვერანაირი სიტყვებით ვერ ვუთანაგრძნობდი მას ამ ტკივილს. მხოლოდ ახლოს მივედი და ჩავეხუტე,
- მე შენ არ დაგტოვებ მა.
- ვიცი ლიზა, შენ მე არ მგავხარ შენ დედას გავხარ.
ოთახში ლუკა შემოვიდა.
- გვაგვიანდება
სულ დამავიწყდა სკოლა, სასწრაფოდ გამოვიცვალე და ისევ ქვემოთ გავჩნდი.
- რა პუნქტუალური ხარ დაიკო.
- რასაც შენზე ვერ ვიტყოდით ძამიკო.
ერთი შემომიბღვირა ლუკამ და თმის ვარცხნა განაგრძო.
- კარგი ხარ. გეყოფა გამოდი. გაგიჟდებიან გოგონები შენზე.
- ვიცი ხო, ვიცი.
თავმომწონედ გაიცინა და კარები გამოაღო.
- გთხოვთ.
- მამა მართალია, მართლა მასხარა ხარ.
ასე სიცილით მივედით სკოლამდე ლუკასთან არ ვიმჩნევდი, თუმცა აშკარა იყო შინაგანი აფორიაქება დილანდელი ინცინდენტის გამო. კლასში ასვლადე დამამშვიდებელი დავლიე და ისე დავხვდი ბავშვებს. დღე ერთფეროვანი იყო, უინტერესო, ისევე როგორც დანარჩენი დღეები, სადაც მაქსიმე არ ფუნქციონიებდა. ნუცასთან ვიყავი ლიკამ რომ დამირეკა.
- ქალბატონო ასე შეიძლება?
- ლიკუნ ახლა ნუცასთან ვარ გამოსვლისას დაგირეკავ.
- დამირეკავ კი არა, ჩვენს კაფეში ვართ გოგოები, და გელოდებით მხოლოდ გოგოები
დააყოლა ბოლოს და გამითიშა. ერთმა საათმა სწრაფად განვლო, მათემატიკის ახსნაში. ნუცასგან პირდაპირ კაფეში წავედი. ოთხივე გოგო ადგილზე დამხვდა.
- მომენატრეთ.
ყველას სათითაოდ გადავეხვიე.
- როგორ შეიძლება ასე?
საჩხუბრად მოემზადა ნინი.
- ვიცი, ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. მაგრამ ჩემს ცხოვებაში იმდენი რამ მოხდა..
თითქმის ყველაფერი მოვუყევი მათ.
- კარგი ამ ერთხელ გაპატიებთ.
მაქსიმეზე საუბრის დაწყება ბევრჯერ სცადეს, მაგრამ თემის გადატანა კარგად გამომდიოდა. გვიან დავიშალეთ. მე უნივერსიტეტში წავედი ისინი კი სახლში ალბათ. ძალიან დაღლილი ვიყავი, შუალედებში სახლშიც კი ვერ შევიარე. უნივერსიტეტიდან გვიან გამოვედი. დღეს პირველად ავიღე ხელფასი, ამიტომ დაღლილობა უკუვაგდე და მაღაზიებში შევედი. მამას პიჯაკი ვუყიდე, ლუკას სპორტულები, მაკა დეიდას კი ლამაზი მოსაცმელი, ჩემთვისაც ვიყიდე საჭირო ნივთები და სუპერმარკეტისაკენ გადავინაცვლე, სახლისთვის ტკბილეული და პროდუქტები ავიღე. შემდეგ კი ნამდვილად დავიძარი სახლისკენ. კარებზე ძლივს დავაკაკუნე, ორივე ხელი დატვირთული მქონდა.
- ეს რა არის?
ჩემსკენ წამოვიდა ლუკა და პარკები გამომართვა.
- რაღაცეები გიყიდეთ.
ყველას გავუწოდე საჩუქარი.
- რამდენი რამეა? რისთვის დაიხანჯე?
გაბრაზებულმა გამომხედა მამამ.
- ულამაზესია მადლობა ლიზ.
გამიღიმა მაკა დეიდამ და მხურვალედ მაკოცა ლოყაზე. ყველას ძალიან მოეწონა ჩემი ნაყიდი საჩუქრები.
- შენი საყვარელი სალათა გავაკეთე, ხო შეჭამ?
- არა მადლობა, ძალიან დაღლილი ვარ. წამოვწვები მირჩევნია, სალათს კი ხვალ გავსინჯავ.
გავუღიმე მათ და ოთახი დავტოვე. პირდაპირ საწოლში დავწექი. დაღლილობის მიუხედავად მაინც არ დამეძინა. ჭერს ავხედე და დედაზე დავფიქრდი. მხოლოდ ახლა წარმოვიდგინე ჩემი სიკვდილი. როგორი ამაღელვებელია ტანში უსიამოვნოდ გამცრა. ვეცადე ყურადღება გადამეტანა, მაგრამ უნებურად მეფიქრებოდა იმ ცხოვრებაზე, სადაც მე არ ვიქნებოდი. ადრე თუ გვიან, ეს ხომ მაინც მოხდებოდა. ადრე თუ გვიან, ხომ მაინც გავქრები. მე თუ არა სხვა იქნება. ადამიანი ყველაფერს ეგუება. უამრავი ხალხი მოვა ალბათ ჩემს დაკრძალვაზე, შავებში ჩაცმულნიც ბევრნი იქნებიან ალბათ, მაგრამ გულწრფელი ცრემლებით ცოტა თუ იტირებს ჩემს წასვლას. ალბათ ბევრს შევუყვარდები. სიკვდილის შემდეგ, ხომ ყოველთვის ასე ხდება. რა იქნება ხვალ, რომ არ გათენდეს ჩემთვის? დაბნელდეს და აღარ გათენდეს არასდროს. ნეტავ სიკვდილის შემდეგ მაინც, თუ შევხვდები დედას. იქ მაინც თუ დავინახავ მის ლამას სახეს, მე, რომ ასე მყვარებია ბავშვობაში. ნეტავ იქ თუ ვიქნები ბედნიერი... არა! საშინელი სიტყვაა სიკვდილი. გამთენიისას ჩამეძინა მხოლოდ მაშინ, როდესაც სიკვდილზე ფიქრი ამოვიგდე თავიდან...

თავი 13
დღეები უინტერესოდ გადიოდა. მაქსიმეს მონატრება მკლავდა, მეგონა ესეც გაივლიდა, თუმცა გრძნობას ვერაფერს ვშველიდი. ბავშვებს ხშირად ვნახულობდი, მათ მაქსიმე არ ახლდათ. ახლაც გადავწყვიტეთ, რომ სააღდგომოდ სვანეთში წავსულიყავით, იკას სოფელში. დილით ადრე გავედით. ლიკასთან და დემეტრესთან ერთად ვიჯექით მე და ანასტასია. მთელი მგზავრობის განმავლობაში გზას გავყურებდი და არ ნახულო სილამაზით ვტკბებოდი. ლიკას და დემეს ხელი ერთმანეთისთვის ჩაეჭიდათ, ასე ხომ შეიძლებოდა მე და მაქსიმეც ვყოფილიყავით. სიამაყე მეტად ძლიერი ჩემზე, სწორედ ის სიამაყე მე, რომ ასე მძაგდა.. დემეტრეს არ გამორჩენია ჩემი უხასიათობა.
- ლიზა, რა გჭირს?
- არაფერი დემე, უბრალოდ ვერ გამოვიძინე..
ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხშრად მაწუხებდა უძილობა. დემეს გაეღიმა.
- კომპანია ვერ დატოვა და ამიტომ არ არის აქ, ჩვენთან ერთად.
- ვინ?
ვითომ ვერ ვხვდებოდი, ვისზე იყო საუბარი.
- მაქსიმე.
თვალი ჩამიკრა და გზას გახედა. პასუხი არ დამიბრუნებია, ვიცოდი არ ღირდა არც შეწინააღმდეგება და არც დადასტურება იმის, რომ საოცრად მაინტერესებდა სად და ვისთან ერთად იყო ახლა მაქსიმე. მეტად ხმა აღარ ამომიღია. რაღაცაზე საუბრობდნენ დანარჩენები, მაგრამ ჩემს ფიქრებში გართულს მათი ხმა საერთოდ არც კი მესმოდა. საღამოს ჩავედით სვანეთში. სახლი მოვაწესრიგეთ და ოთახებში გადავნაწილდით. პატარა, მაგრამ ბევრი საძინებელი იყო, ამიტომ თითქმის ყველა ცალ-ცალკე მოვხვდით. სახლი ძალიან მყუდრო და თბილი იყო. სვანეთში ძალიან ციოდა, ამიტომ თბილი ჟაკეტი მოვიცვი და ქვევით ჩავედი. ჰამაკში ვიჯექი და სიმღერებს ვუსმენდი. ისე მომიჯდა გვერდით ლიკა ვერც, კი შევნიშნე.
- შემაშინე ლიკუ.
გავუღიმე გვერდით მჯდომს.
- გენატრება?
შევცბი, არ ველოდი მისგან ასეთ პირდაპირობას.
- კი, ძალიან მენატრება.
- გიყვარს?
- ლიკა გთხოვ.
- მითხარი.
- სიცოცხლეზე მეტად.
- რატომ, არ გინდა, რომ დაიბრუნო?
- იგივე, რომ განმეორდეს.
- გინახავს უშეცდომო ადამიანი?
- არც კი ცდილობს.
- ბევრჯერ სცადა, მაგრამ უხეშად მოიშორე.
- არ არის ასეთი ადვილი ლიკა.
ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა, მაგრამ...
- ახლა ვერაფერს გრძნობ, გგონია მალე გაგივლის, ტკივილს ვერ გრძნობ, რადგან ყველაფერი ახალი მომხდარია. დრო გავა და ინანებ, თითოეულ წამს ინანებ მაქსიმეს გარეშე.
პასუხს არ დალოდებია, ისე წამოდგა და დამტოვა. სიცივემ, რომ შემაწუხა მეც მას გავყევი. გოგოებს საჭმლის კეთება დაეწყოთ, მეც მათ მივეხმარე და ერთობლივად უცებ მოვამზადეთ ვახშამი. შემდეგ კი ყველა დასაძინებლად დაწვა. მათ შორის მეც ვიყავი. ძილი ისევ ვერ შევძელი. ქვემოთ ჩავედი და ყავა მოვიმზადე. ისეთი მშვიდი ღამე იყო, ისეთი ლამაზი, როგორიც არასდროს. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. იმდენად სასიამოვნო იყო ყოველივე ეს, რომ ყველანაირად ვცდილობდი არ დამერღვია სიწყნარე. ცხელ ყავას ვსვავდი და ცას ვუყურებდი. უცებ ვიღაცამ შემოაღო კარები.
- ვერ გავძელი თქვენს გარეშე და..
სიტყვა გაუწყდა მაქსიმეს ჩემი დანახვისას.
- გამარჯობა.
ძლივს ჩავილაპარაკე.
- გამარჯობა ლიზა.
არანაკლებ დაბნეული ჩანდა ისიც.
- დანარჩენები სად არიან?
- სძინავს ყველას.
- ჯერ, ხომ უი 2 საათია.
- ყავას დალევ?
ვცდილობდი მღელვარება დამემალა
- ყავა არ მინდა, შენთან დალაპარაკება მინდა.
- გისმენ.
- იცი. მართლა მენატ...
- ნუ იტყვი, რომ გენატრები, რადგან ის რომ ახლა გენატრები შენი ბრალია.
- რომ არ მიყვადე, მართლა ახლა ხომ აქ არ ვიდგებოდი?
- მე შემეძლო შენს გამო ყველა და ყველაფერი დამეთმო, შენ კი ის აირჩიე ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია შენი დათმობა.
- მე არავინ არ ამირჩევია, შენს გარდა. გესმის? ჩემი არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ.
- იმ ღამეს ასე არ ჩანდა.
- დაივიწყე ის ღამე დაივიწყე გთხოვ, ასეთი რთულია?
- კი საკმაოდ
გაუაზრებლად ავუწიე ტონს.
- რატომ არ გესმის, რომ ვნანობ..
ხმა ვეღარ ამოვიღე, არ ვიცოდი რა მეთქვა. მაქსიმე ჩემსკენ წამოიწია და გულში ჩამიკრა, მეც ერთიანად მოვდუნდი, სახე მის კისერში ჩავრგე და თვალები დავხუჭე. მეგონა სიზმარი იყო, მთელი ღამე გავათენეთ ერთად, ათას რამეზე ვილაპარაკეთ, ათასი რამ განვიხილეთ. ვერ ვიჯერებდი, რომ შევრიგდით, რომ მე ისევ შემეძლებოდა ვყოფილიყავი მასთან, მაშინ როდესაც ეს მე მომინდებოდა. მე ისევ ვგრძნობდი მის სიყვარულს... ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, უსიამოვნო ნაცნობები აღარ ჩანდნენ ასპარესზე., იყვნენ მხოლოდ საყვარელი ადამიანები. ცხელი ზაფხული მალე დადგა, მალე ჩაანაცვლეს მზის სხივებმა ქარიანი ამინდები. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე გადავწყვიტეთ სადმე დასასვენებლად წასვლა. ნინიმ აიკვიატა რომ ზღვაზე წასვლა აუცილებელი იყო.
- სადმე გრილ ადგილას, მთებში არ ჯობს?
ნიკუშა ცდილობდა შეყვარებული დაერწმუნებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ ბათუმში წასვლა. როგორც კი ზღვა ახსენეს, მაშინვე მაქსიმეს მხრიდან თავი ავწიე.
- მართლა ზღვაზე მივდივართ?
- ჰო ლიზა, რამე მოხდა?
- ბავშვობიდან მინდოდა ზღვის ნახვა. მხოლოდ გაგებული მქონდა , რა საოცარი სანახავი იყო მზის ჩასვლა ზღვაში, ან ცურვა და მსგავსი რაღაცეები. მგონი ოცნება მისრულდება.
თვალებ გაბრწყინებულმა ჩავილაპარაკე.
- მართლაც რომ საოცრებაა, ჩახვალ თუ არა შენით დარწმუნდები.
გამიღიმა ანასტასიამ და ინტერნეტში სახლის ძებნა განაგრძო. ბოლოს ტასომ და იკამ ერთად შეარჩიეს პატარა, მაგრამ მყუდრო სახლი. ისეთი რომ ყველა დავეტეოდით. სახლი ზღვასთან ახლოს იყო, თავისი პატარა ეზოთი.
უკვე ივნისის 30 იყო, ჩვენ კი ივლისის 3-ში მივდიოდით. მთელი 3 დღე გვქონდა მოსამზადებლად. გოგოები საყიდლებზე წავედით. ზღვისთვის საჭირო ნივთები და ტანსაცმელი შევიძინეთ, მერე კი კაფეში ჩამოვჯექით და სხვადასხვა თემებზე საუბარი დავიწყეთ, თან ცივ ყავას ვსვამდით.
- დაუვიწყარ არდადეგებს გავატარებთ, დარწმუნებული ვარ.
ამოილაპარაკა აღტაცებულმა ლიკამ.
- მე უნდა წავიდე.
უხერხულად წამოდგა ანასტასია
- საით ქალბატონო?
ეჭვით გახედა სოფიმ, მას
- მერე მოგიყვებით გოგოებო, გკოცნით
გაგვიცინა ტასომ და სასწრაფოდ დატოვა კაფე...
- ოღონდ ამას ვინმე მოეწონოს და რას დავეძებ.
სიცილით გახედა ლიკამ მიმავალ დას და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა.
3 დღე სწრაფად გავიდა. დილას დავემშვიდობე მამას და ლუკას, შემდეგ კი გარეთ გავედი სადაც მაქსიმე მელოდა. მამამ ჩამაცილა.
- ჩემს გოგოს შენ გაბარებ.
მეგობრულად გაუცინა მამამ მაქსიმეს.
- არაფერზე არ ინერვიულოთ, თქვენ შვილს ისეთივეს დაგიბრუნებთ როგორსაც მატანთ.
შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ჩვენც ქალაქის გასასვლელისკენ დავიძარით. გზაში ბევრს ვიცინოდით, ერთმანეთს ვეცვლებოდით და ვეჯიბრებიდით ვინ უფრო კარგად ატარებდა.ისე მხიარულად გავატარეთ მთელი გზა რომ ვერც კი გავიგე როგორ ჩავედით ბათუმში. სახლთან რომ მივედით, მხოლოდ ერთი მანქანა იდგა, დემე და ლიკა უკვე ჩამოსულან.
- დანარჩენები სად არიან?
კარი შეაღო თუ არა იკითხა მაქსიმემ.
- ნიკუშა და ნინი უკვე ქობულეთში არიან, დანარჩენები კი დაახლოებით ერთ საათში იქნებიან.. გოგოებო ყავა გააკეთეთ რა.
მუდარით გამოგვხედა დემემ და ჩვენც მაშინვე სამზარეულოში გავედით. უკან, რომ ვბრუნდებოდით ბიჭების ჩურჩული გავიგონეთ..
- არ ვიცი რა უნდა.. ისევ უნდა მაჩხუბოს ლიზასთან ვიცი რა. ვერ ვიშორებ. გაგიგია ასეთი რამ? რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოვიშორო და აღარ დავინახო, მაგრამ ის მაინც ყოველდღე მირეკავს და მიმტკიცებს, რომ ლიზა არ მიყვარს. კიდევ ერთხელ, რომ დავკარგო ლიზა, ალბათ მოვკლავ კატოს და მერე თავსაც მოვიკლავ.
- სანამ არ შემომაკვდება ვერ დაისვენებს ხო?
გაბრაზებულმა დემემ მუშტი დაკრა მაგიდას.
- იმ დღეს შემხვდა მაღაზიაში ვიღაც ბიჭთან ერთად, როგორც კი დამინახა მაშინვე გავარდა იქიდან. ლიკასთვის არ მითქვამს.
- მინდა ისე მოვაგვარო ეს საქმე, რომ ლიზამ ოდნავაც კი არ ინერვიულოს, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა..
- ნუ გეშინია ძმაო, რამეს ვიზავთ. ხომ იცი ლიზას როგორ უყვარხარ? ის ყოველთვის გავიგებს.
- ვიცი, ვიცი.
ჩემი სახელის ხსენებისას მაქსიმეს გაეღიმა. ჩვენც აღარ დავაყოვნეთ და მათთან დავბრუნდით ყავით ხელში. დანარჩენებიც მალე ჩამოვიდნენ. ორი საათი იყო, საღამოს ზღვაზე გასვლა გადავწყვიტეთ. იქამდე კი ერთად ვისადილეთ და გარეთ სკამებზე ჩამოვჯექით. როგორც კი გოგოები მარტო დავრჩით, მაშინვე დილანდელ შემთხვევაზე დავიწყეთ საუბარი. დარწმუნებული ვიყავი, რომ. ბიჭებსაც იგივე სასაუბრო თემა ჰქონდათ. ლიკამ გოგოებს მოუყვა მომხდარის შესახებ.
- რატომ ვერ წყნარდება? თავის დროზე ვერ დააფასა და ახლა რაღა უნდა? დავიჯერო ასე ძალიან უყვარს მაქსიმე?
გაკვირვებით ლაპარაკობდა ნინი.
- უყვარს არა ის
ხელის ჩაქნევით უპასუხა ტასომ.
- უბრალოდ ლიზას გამწარების თემაა რა
დარწმუნებით წარმოთქვა სოფიმ.
- ჰო მას თავიდანვე არ მოწონდა ლიზა
- მაინც ვერაფერს დაგვაკლებს.
გავუღიმე ყველას და მათაც შვებით ამოისუნთქეს. დრომ მალე გაიარა. 5 საათზე ყველამ ჩაცმა დავიწყეთ. ექვსის ნახევარზე კი უკვე ზღვისკენ მივაბიჯებდით. მოუთმენლობისაგან ვცქმუტავდი, როგორც კი ზღვას მოვუახლოვდით, მაშინვე მეცა მისი სუნი. მაშინვე ჰარმონიული შვება ვიგრძენი. თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ზღვის სურნელი. თავიდან წყალში ჩასვლის მეშინოდა, მე ხომ ცურვა არ ვიცოდი, მაგრამ შემდეგ ეს შიში მე და მაქსიმემ ერთად დავძლიეთ. მაქსიმე მასწავლიდა ცურვას, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულადაც. ბევრი ვიმხიარულეთ, ერთმანეთს წყალს ვასხავდით და ბევრს ვიცინოდით, შემდეგ მე და მაქსიმე ზღვის ნაპირთან ჩამოვჯექით. მაქსიმეს ჩემი ხელი თავისაში მოექცია და ისე გაჰყურებდა ზღვას.
- აქამდე ზღვა არასდროს მყვარებია, შენთან ერთად აქაც საუკეთესოა..
ღიმილით გავხედე მას, ლოყაზე ვაკოცე და მეც მასთან ერთად ზღვის ცქერა განვაგრძე. სახლში იქამდე არ დავბრუნდით, სანამ ზღვის ჩასვლას არ ვუყურეთ. ასეთი სილამაზის შემსწრე არასდროს ვყოფილვარ.. ბევრი სურათები გადავიღეთ, გზად კი მზა საჭმელები ვიყიდეთ და ისე დავბრუნდით სახლში. სუფრაზე სწრაფად დავაწყეთ ნაყიდი საჭმელები და გემრიელად შევექეცით ვახშამს. შემდეგ ეზოში გავედით, მე ყველას დავასწარი ჰამაკში ჩაჯდომა, დანარჩენები ბუზღუნით მოთავსდნენ სკამებზე. რაღაცეებს ვთამაშობდით და ერთმანეთს საშიშ ისტორიებს ვუყვებოდით, რაზეც შიშის ნაცვლად ყველას გვეცინებოდა. ცოტახანში მაქსიმეს ტელეფონი აწკრიალდა, ფეხზე წამოდა და გვერდზე გავიდა. დაძაბული ხმით ესაუბრებოდა ვიღაცას.
- აუ ეს თუ ისევ კატოა გავაფრენ რა..
წაიბუზღუნა ლიკამ
- სხვა ვინ იქნება.
აყვა ნიკაც. სახეწაშლილი მაქსიმე მოვარდა და პირდაპირ მე შემომხედა.
- უნდა წავიდე.
განადგურებული ხმით ჩაილაპარაკა.
- სად მიდიხარ?
იმდენად გაკვირვებული ვიყავი, მისი საქციელით, ჩემს ნაცვლად კითხვა ანასტასიამ დასვა.
- კატოსთან...

თავი 14
- კატოსთან...
- ბატონო?
გაბრაზებაც და გაკვირვებაც ერთ სიტყვაში მოაქცია ნიკამ.
- მე მას ვჭირდები, კვდება
მაქსიმეს, რომ შევხედე შეშლილს გავდა.
- მეც წამოვალ.
ფეხზე ვდგები.
- არა ლიზა შენ არ ხარ იქ საჭირო.
- მაქსიმე სიტყვები აკონტროლე, თუ შენ მიდიხარ ჩვენც წამოვალთ.
დემემაც მე მომბაძა და გვერდით დამიდგა.
- ყველა ხომ არ წავალთ? რამდენიმე დარჩნენ..
- ლიკუნა მართალია, ნიკა ნინი ტასო და იკა დარჩნენ. მე მაქსიმე ლიზა და სოფი წავალთ.
ლიკას დაეთანხმა დემეტრეც.
- არ მინდა, რომ ლიზა წამოვიდეს რთული გასაგებია? კატოს ახლა მე ვჭირდები, ყოველი წუთი აუცილებელია.
- არც ვაპირებ შენთან ერთად წამოსვლას..
- ლიზა, რეებს ლაპარაკობ საერთოდ?
- მაქსიმე ანერვიულებული ხარ, ზედმეტი ნუ მოგივა.
- უბრალოდ..
- უბრალოდ მე და შენ წავალთ ჩემი მანქანით, გოგოები კი ცალკე მანქანით.
მართლაც ასე მოვთავსდით, მე ლიკასთან და სოფისთან ერთად ვიყავი, საჭესთან ლიკა იჯდა. გზა საშინლად გაიწელა, წამი საუკუნედ მეჩვენებოდა.. მეგონა, რომ გზა სამუდამოდ გაიწელებოდა, თან ლიკა სამწუხაროდ ნელა ატარებდა.
- ლიკა დამსვი რა.
- ახლა არ შეიძლება შენთვის, საჭესთან დაჯდომა. ანერვიულებული ხარ..
- არ შემიძლია ახლა, ასე ჯდომა და ლოდინი როდის ჩავალთ თბილისში.
- დასვი ლიკა, არაფერი მოხდება.
სოფი ჩემს მხარეს იდგა, ის ხვდებოდა რომ ახლა ჩემთვის ასე უკეთესი იყო. ლიკა უკან გადმოვიდა მე კი წინ დამსვა. რაც შემეძლო სწრაფად ვატარებდი, შუა ღამეს ჩავედით და პირდაპირ კლინიკასთან მივედით, ზუსტად ერთდროულად.
- საჭესთან ლიზა რატომ დასვით?
შორიდან მომესმა დემეტრეს ჩურჩული.
- შეიძლება ყველაფერი საშინლად დასრულებულიყო
- მთავარია აქ ვართ ყველა და თან ჯანმრთელად.
მაქსიმე წინ გარბოდა.
- აქ გოგონა მოიყვანეს, ახალგაზრდა მომაკვდავი გოგონა, სად უნდა ვნახო?
- ქალბატონ ეკატერინე ტაბატაძეზე საუბრობთ?
- დიახ, სად არის.
- 3 სართლზე, იკითხეთ
პასუხი აღარ დაუბრუნებია მაქსიმეს მისთვის, ისე გაემართა კიბეებისკენ. ჩვენც მას მივყევით.. ექთნები აქეთ-იქით დარბოდნენ, მაგრამ მაქსიმეს, კითხვაზე პასუხს არავინ სცემდა. ვერავინ ვისვენებდით, კატო ჩვენგან არავის უყვარდა , მაგრამ მისი სიკვდილი ზედმეტად საშინელი იყო ყველასთვის. დერეფნის ბოლოში ხმაური მოგვესმა, ჩვენც მათკენ გავიხედეთ, ნატა და გიო, ჩვენსკენ მოემართებოდნენ. ვიცოდი, რომ ისინი ჩემს დანახვას ადვილად არ შეეგუებოდნენ, ესეც ასე მათ უკან მათეც გამოჩნდა. ნატა ჩემთან ჩხუბს აპირებდა, თუმცა წამოწყებული საუბარი ექიმის მძიმე ნაბიჯებმა შეაწყვეტინა. ექიმი ნელა და აუჩქარებლად მოდიოდა.
- კატოსთან ვინ ბრძანდებით?
- გვითხარით ექიმო, როგორ არის კატო? ხო კარგად იქნება?
ექიმს პირველი ნატა მივარდა. ექიმმა თავის ქნევით უპასუხა ნატას.
- გადასხმები გავუკეთეთ, მაგრამ სამწუხაროდ
ლაპარაკი უჭირდა კაცს, ბოლოს ამოისუნთქა და ლაპარაკი განაგრძო.
- დოზას გადააჭარბა და სამწუხაროდ..
სათქმელი ვეღარ დაასრულა ექიმმა, ისე ჩაიკეცა მაქსიმე კედელთან.
- ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ კატო გარდაიცვალა.
ექიმმა დაასრულა სათქმელი და გაგვეცალა.
- რა მოხდა?
გამწარებული მაქსიმე ნატას მივარდა.
- არაფერი
- თქვი მეთქი!
- კლუბში ვიყავით, ექსტაზი მივიღეთ კატოს ბევრი მოუვიდა, ისედაც ცუდად იყო, ვიღაც ბიჭმა მისცა წამლები და.. ყველაფერი ამის ბრალია.
უეცრად ჩემსკენ გამოიშვირა ხელი ნატამ.
- შენ, შენ რომ არა ის არ იქნებოდა ცუდად და არც ექსტაზს არ მიიღებდა. მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია, რომ კატო აღარ არის.
თან ტიროდა და თან მიყვიროდა. ხმის ამოღება ვერ შევძელი.
- მას ხომ გაფუჭების მეტი არაფერი შეუძლია.
ზიზღით გამომხედა მათემ. ხმას ვერ ვიღებდი, შოკურ მდგომარეობაში ვიყავი.
- აქ საერთოდ რა გინდა, შენ მოკალი კატო.
- წესივრად ილაპარალე ლიზაზე.
ფეხზე წამოხტა სოფი.
- აქ საჩხუბარი ადგილი არ არის, წადი ლიზა.
მაქსიმემ გამომხედა. აწყლიანებული თვალებით შევხედე და შემდეგ ამაყი ნაბიჯებით გავუყევი დერეფანს. არავინ გამომყოლია, შუა ღამე იყო. სიბნელეში მარტო მივაბიჯებდი. ყველაზე მეტად სიჩუმე მკლავდა, სიჩუმე, რომელიც არაფრის მთქმელი იყო, რომელიც კიდევ უფრო მომძაფრებდა იმაზე ფიქრს, რომ არ სამყაროში ჩემი ადგილი არ იყო.
მტკვარს ვუახლობდები, ჩემი ადგილი აქ არ არის, მე არ ვეკუთვნი აქაურობას. თბილი ნიავი სასიამოვნოდ მელამურება. საოცრად მშვიდად ვარ, მგონია რომ არც არაფერი გადამხდენია, ხანდახან საოცრად მინდა, რომ გავქრე, მინდა, რომ ყველას დაავიწყდეს ჩემი არსებობის შესახებ.. თვალებს ვხუჭავ და ბოლომდე ვეყრდნობი მოაჯირს. არაფერზე ვფიქრობ, არაფერზე ვღელავ. სულ მალე...
- ლიზა, რას აკეთებ
მესმის ყვირილი შორიდან, რომელიც სასტიკ რეალობაში მაბრუნებს. წამში ჩემთან ჩნდება უცნობი. უცნობი, რომელიც სინამდვილეში ნიკაა.
- გაგიჟდი? რას აპირებდი?
- მე.. მე არაფერს
- კიდევ კარგი, მოგისწარი. კიდევ კარგი.
ჩურჩულებს და თან მეხუტება.
- აქ რა გინდა? ბათუმში არ უნდა ყოფილიყავი?
- ლიკამ მითხრა რაც მოხდა და შენს წასაყვანად მოვედი.
- ბათუმში ვბრუნდებით?
-კი ლიზა, აქ აღარ დაგტოვებ.
მანქანის მინას მივადე თავი და ღრმად ჩავისუნთქე. საოცრად დაღლილი ვიყავი, ამიტომ ვერც კი გავიგე ისე ჩამეძინა. მხოლოდ ჩასვლის წინ გავიღვიძე, გამთენიისას.
- ცოტა მაინც დაისვენე?
- ჰო, გამოვიძინე.
- არაფერზე არ ინერვიულო რა.
ჩასვლისთანავე ყველა მომვარდა.
- მე აგიხსნით ყველაფერს, ოღონდ ახლა ლიზას დასვენება სჭირდება. ოთახამდე ააცილეთ.
ოთახში მარტო ავედი. წამოვწექი და თვალები დავხუჭე. მინდოდა, რომ მთელი ხმით მეღრიალა, მეყვირა, მეკივლა, ემოციებისგან დაცლა მინდოდა, მაგრამ " ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა" წყალი მჭირდება, ვერ ვიძინებ. ოთახიდან გამოვდივარ და მაშინვე ნიკას ჩურჩული ვუსმენ.
- წარმოგიდგებიათ წამითაც, რომ დამეგვიანა მოკვდებოდა. იმდენად ცარიელი და უსუსური იდგა იქ, რომ..
- რომ არ წასულიყავი, ლიზა..
- ლიზა მოკვდებოდა.
მეტის მოსმენა არ შემეძლო, ამიტომ თამამად შევაბიჯე. ყავა გავიკეთე და მათ მივუჯექი.
- მე სასეირნოდ მივდივარ.
გავუღიმე ყველას
- იქნებ ჯობს სახლში დარჩე.
- ნუ ნერვიულობ ნინი, თავს არაფერს დავუშავებ...
ზღვის ნაპირზე ვსეირნობდი და თან ზღვის ტალღებს გავცქერი. მთელი ცხოვრება აქ დავრჩებოდი, რომ შემეძლოს, აქ ხომ ყველაფერი იდუმალი, მშვიდი და საოცარია. სანაპიროსთან ჩამოვჯექი და წყალში კენჭების სროლა დავიწყე. ტელეფონი აწკრიალდა. მაქსიმე იყო. ვუპასუხე, თუმცა ხმა არ ამომიღია.
- მე აქ საჭირო ვარ ლიზა, რაც მოხდა ჩემი ბრალია.
სვენებ- სვენებით მელაპარაკებოდა და აშკარა იყო რომ სიგარეტს ეწეოდა. გავუთიშე და ხელის გულით ცრემლები მოვიწმინდე. გულზე ხელს ვიდებ, ვცდილობ სუნთქვა დავირეგულირო. მინდა ყოველი წუთი უკან დავაბრუნო, რომ არავინ გავიცნო, რომ არავის არ მივაყენო ზიანი. სახლში მისულს დანარჩენებიც ადგილზე დმხვდებიან. დალაპარაკება არცერს უცდია, რადგან იცოდნენ, რომ ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როდესაც სიტყვები სათქმელს ვერ ამბობდნენ...



№1  offline წევრი naniko mindia

ramagaria, warmatebebi veli 15tavs❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№2  offline წევრი aanastasiaaa

naniko mindia
ramagaria, warmatebebi veli 15tavs❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️



დიდხანს არ გალოდინებთ გპირდებით ????❤

 


№3  offline აქტიური მკითხველი lalita

კარგი გოგო ხარ რჩევა რომ გაითვალისწინე .ველოდები შემდეგ თავს წარმატებები.

 


№4  offline წევრი aanastasiaaa

lalita
კარგი გოგო ხარ რჩევა რომ გაითვალისწინე .ველოდები შემდეგ თავს წარმატებები.



დიდი მადლობა <3

 


№5  offline წევრი mia15

მრთლა კარგი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს.

 


№6  offline წევრი aanastasiaaa

mia15
მრთლა კარგი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს.


ჯანმრთელობის რაღაც პრობლემები მაქვს, ვეცდები დიდიხანს არ გალოდინოთ ❤

 


№7  offline წევრი naniko mindia

Gamojamtelebas gisurveb ❤️❤️
--------------------
lomidze

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent