შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Après nous le déluge à venir - ჩვენს შემდეგ თუნდაც წარღვნა მოსულა


23-03-2018, 23:43
ავტორი annalisa
ნანახია 1 344

დილით გაღვიძება ალბათ ყველაზე რთული რამაა ჩემს ცხოვრებაში. გონება ფეხისწვერებზე ცდილობს ამ საგანგაშო ხმას გაექცეს, მაგრამ მაღვიძარა იმარჯვებს და მე თვალდახუჭული ვცდილობ დატვრეული ტელეფონის ეკრანს ხელი გადავუსვა და დავადუმო. უკვე სიმბას მოძრაობასაც ვგრძნობ ნელ-ნელა, რომ იპარება ჩემი სახიკენ. მთელი სახე სველი მაქვს მაგრამ სიმბა დაუნდობლად აგრძელებს ჩემს კოცნას. მეღიმება მის ასეთ სითბოზე და უკვე თვალებ გახელილი, ერთი ხელის მოძრაობით ვიხუტებ. საათი 8-ს მანახებს და მეც სასწრაფოდ ვდგები. სააბაზანომდე გამართულ მარათონს ის იგებს და ბედნიერი აქიცინებს კუდს. 20 წუთში შავ ქვედაბოლოს დაბლა ვქაჩავ, თითებით თმას ვისწორებ, ჩანთაშ ყველა საჭირო ნივთს ვტენი და კარების დახურვისთანავე კიბეზე ჩავრბივარ. უკვე გასასვლელთან ვარ წვიმის ხმა რომ მესმის. ნოემბერია, და ჩვეულებრივია ასეთი ამინდიც. მთელი თვეა წვიმს და მე მაინც მავიწყდება ქოლგა. სწრაფად ვანგარიშობ დარჩენილ დროს. როდესაც ვხვდები, რომ ვერ მოვასწრებ აბრუნებას, დილის რუტინას ვაგრძელებ. ოდნავ აჩქარებული ნაბიჯით, ქუჩას ვკვეთ და ჩემს საყვარელ კაფეში შევდივარ. სანამ სალაროსთან მივალ, კარები იღება და თავიდან-ფეხებამდე სველი, ძალიან უბრალოდ ჩაცმული 26 წლამდე ბიჭი შემორბის. ისე თითქოს ვერავის ამჩნევს, იგივე ტემპით აგრძელებს სალარომდე სირბილს. იმდენად აფორიაქებული შემოვიდა კარების დახურვაც კი დაავიწყდა. ამას ჩემი დახორკლილი ფეხები მამცნობს. ნელი ნაბიჯით მივდივარ და ღია კარს  ვკეტავ. უკან დაბრუნებულს, სალაროსთან ნიცას მაგივრად, ცოტა ხნის წინ ქარიშხალივით, რომ შემოვარდა ის ბიჭი მხვდება. ერთი ხელით ცდილობს სველი თმა უკან გადიწიოს, მეორეთი კი სანდრო ბეიჯს ისწორებს. არ ვაკვირდებ, უბრალოდ ამ ყველაფრის დანახვა და სახელის ამოკითხვა იქამდე მოვასწარი სანამ ხმას ამოიღემდა. 
--გამარჯობა რას მიირთმევთ? -- მეკითხება და აშკარად როგორც კლიენტს ისე მიღიმის.
-- 1 საშუალო კლასიკური ყავა, 1 ტკბილი ლატე, ბეკონტოსტი და შოკოლადის დონატი -- მიმიკის და ხმის შეუცვლელად ვპასუხობ. სანამ, ფასს მეტყვის ზუსტ თანხას ვაწოდებ და საფულეს ჩანთაში ვაბრუნებ. მიწოდებულ ფულზე ეღიმება, და ეს გულწრფელი ღიმილი აშკარად უფრო უხდება. 
--ინებეთ თქვენი ჩეკი და მარცხნივ დამელოდეთ -- ჩეკი აღებულ არ მაქვს ისევ შეკითხვას მისვამს -- უკაცრავად დამავიწყდა.. აქ მიირთმევთ თუ წასაღებად?
--წასაღებად -- სწრაფად ვპასუხობ და ტელეფონს ვიღებ ჯიბიდან.
სანამ სანდრო დინჯად ეძებს ჩემი შეკვეთისთვის საჭირო მასალას, მერე ყავის აპარატიდან ლატეს მაგივრად კაპუჩინოს ასხავს ნახევარი საათიც გადის. სახეზე არ მეტყობა, რომ ვაგვიანებ მაგრამ ის აშკარად ატყობს ჩემს ყოველ 5 წუთში ტელეფონის შემოწმებას. ბოლოს ოდნავ შეჭმუხნული სახით მიახლოვდება და შეკვეთას მაწვდის.
--ინებეთ თქვენი შეკვეთა -- წახდენილი ხასიათის მიუხედავად იგივე ხმით მეუბენბა -- ბოდიში თუ დაგაგვიანებინეთ.
მისი გულთან ახლოს მიტანილი ჩემი დაგვიანების ამაბავი მაიძულებს  გავუღიმო.
--არაუშავს --მოკლედ ვპასუხობ და თითქმის სირბილით მივდივარ ჩემს მანქანასთან.
 
 
***
ნახევარი საათის შემდეგ მანქანას ოფისის წინ ვაჩერებ და სირბილით ვაღწევ კარამდე. შესვლის წამიდან უამრავ მზერას ერთად ვგრძნობ. 3 წელია უკვე ამ ჟურნალში ვმუშაობ და პირველად დავაგვიანე. პირველად დავაგვიანე და ისიც თაფლისფერთვალება ბიჭის გამო. არა, ნამდვილად მას არ დავკვირვებივარ უბრალოდ თვალში მომხვდა მისი თვალის ფერი და ჩემმა  გონებამაც წამებში აითვისა ახალი ინფორმაცია. 
--ანნა სად ჯანდაბაში ხარ ? უკვე სერიოზულად ვნერვიულობდი. რატო დააგვიანე ? რა მოხდა ასეთი რო შენ მოგაცდინა ? ამოიღე ხმა რას გაჩუმებულხარ. წყალი ხო არ გინდა ? ცუდად ხარ ? მიპასუხე თორე გავრეკავ -- ამ ყველაფრის თქმას ნინა იქამდე ასწრებს სანამ აზრზე მოვალ და გამარჯობას ვეტყვი.
-- არაფერია უბრალოდ შეკვეთა დამიგვიანეს -- ლატეს და ტოსტს ვაწვდი, თან ქალბატონი ნანას კაბინეტისკენ ვაგრძელებთ სვლას -- ჩემს კაფეში დღეს დილით სტაჟიორი მომემსახურა და ამიტომ..... ქალბატონი ნანა კაბინეტშია ?
--კი უკვე დიდია ხანია და შენ გელოდება... რამდენჯერმე გიკითხა და ლამის მე გამომიშვა შენს საძებნელად-- ნინას მოკლედ ვეუბნები, რომ მერე ვნახავ და დირექტორის კაბინეტის კარზე ვაკაკუნებ.
--შეიძლება ? – 40 წელს გადაცილებული რიჟა ქალბატონი, რომელსაც თავი საბუთებში აქვს ჩარგული, ხელით მანიშნებს თანხმობას და მეც წამებში მის წინ სკამზე ვზივარ.
--რატო დაგაგვიანდა ? -- მეკითხება სერიოზული მაგრამ აშკარად მზრუნველობა შეპარული ხმით.
--შეკვეთა დამიგვიანეს -- ნამდვილად მაღიზიანებს დღეს უკვე მეორედ მიცემული ახსნა განმარტება.  ჩემი ოდნავი გაღიზიანება ხმაზეც მეტყობა მაგრამ ნანა არ არის ის ქალი ამაზე ყურადღება გაამახვილოს.
-- დღეს 2 საათზე საბოლოო კონფერენციაა ამ თვის ნომერზე. ყველა სექცია გადაამოწმე და დარწმუნდი,რომ ყველაფერი მზადაა. ხო და დღეს ახალ ნაშრომს გამოვაგზავნი, 3 დღეში უნდა დაარედაქტირო. ჟურნალთან არაფერ შუაში არ არის, ჩემს ახლობელს სჭირდება.
--კარგი გასაგებია. სხვა ხომ არაფერი გინდა ? -- ოფიციალური ფორმით არ მივმართავ ,რადგან მე და ნანას დიდი ხანია უკეთესი ურთიერთობა გვაქვს ვიდრე უფროსს და ხელქვეითს. თავს მიქნევს და მეც მალევე ვტოვებ ოთახს.
 
***
საღამოს 9 საათისთვის, როდესაც უკვე იმდენად დაღლილი ვარ,რომ ფეხშიშველი ვმართავ მანქანას სახლამდე ძლივს ვაღწევ  და პირდაპირ კორპუსის წინ ვჩერდები. 10 წუთის განმალობაში საჭეზე თავი მაქვს დადებული და თვალებდახუჭული ვცდილობ თავს გადასვლა ვაიძულო. როგორც იქნა კარებს ვაღებ და ისევ ფეხშიშველი ვაგრძელებ სადარბაზომდე სიარულს. გაყინულ მიწასთან ტერფის შეხებისას ტაო მაყრის, ამასთან ერთად  მახსენდება მანქანაში დარჩენილი ჩანთა და უკან ვტრილადები. სწორედ ახლა ვამჩნევ ტროტუარზე ჩამომჯდარ, იმ ბიჭს ჩემს საყვარელ კაფეში რომ დაიწყო მუშაობა. ზის ყურსასმენებით, თვალებდახუჭული, თავი უკან აქვს გადაგდებული და მარჯვენა ხელს მიწაზე რითმულად აყოლებს მელოდიას. არ ვიცი რა დამემრთა მაგრამ სანამ ჩემს ნაბიჯს გავიაზრებდი, გზა უკვე გადაჭრილი მქონდა და მის წინ ვიდექი. ის კი იმდენად მოწყვეტილი იყო ამ სამყაროს ვერც კი შემამჩნია. გონებაში უკვე სადარბაზოსკენ გავბრუნდი, სინამდვილეში კი ნაზად შევახე მხარზე ხელი. ისე სწრაფად იცვლის მდგომარეობას, თვალის დახამხამებასაც ვერ ვასწრებ უკვე ფეხზეა წამოჭრილი და ცდილობს გაოცება დამალოს, მაგრამ მაინც ოდნავ გაფართოებული თვალებით მიყურებს.
--გამარჯობა. კაფე უკვე 1 საათია რაც დაიკეტა. შენ რატომ ხარ აქ ? -- ისეთი მზრუნველი ხმით ვეკითხები თითქოს უცხო ადამიანის მაგივრად ჩემს ძმას ველაპარაკები.
--ავტობუსს აგვიანდება -- უცებ მპასუხობს და ციფეფრლატს უყურებს. მის მზერას ვაყოლებ თვალს და ვხედავ ერთადერთი ავტობუსის ნომერი ციმციმებს და მასაც 45 წუთი აწერია.
-- ტაქს რატომ არ გაყევი ?-- დაუფიქრებლად ვეკითხები. 
--ავტობუსს აგვინდება -- ოდნავ შეცვლილი ხმით მპასუხობს და აქ ვხვდები რომ ჩემი შეკითხვით აშკარად უხერხულ სიტუაციაში ჩავაგდე. 
-- კარგი სანდრო შენ ავტობუსს კიდევ დიდხანს დააგვიანდება და თუ გინდა ჩემთან დაელოდე. ამ კორპუსში ვცხოვრობ და შენც დაინახავ ფანჯრიდან გაჩერებას -- ჩემი შემოთავაზება აშკარად აკვირვებს მაგრამ ისევ ცდილობს არაფერი შეიმჩნიოს. გასაკვირი რა
არის ვერ ვხვდები. ნამდვილად არ გავს მანიაკს, მე კიდე მეცოდება ამ ყინვაში გარეთ დასატოვებლად.
-- კარგი --მოკლედ მპასუხობს და ნივთებს ერთ ხელში იჭერს. მეორე ხელით ოდნავ გაცრეცილ ზურგჩანთას ისწორებს.
მე წინ მივდივარ ის კი ჩუმად უკან მომყვება. ლიფტით არასდროს ვსარგებლობ რადგან მე-5 სართულზე ვცოვრობ და თანაც არ მიყვარს დახურული სივცრე. ბინის კარების გაღების თანავე სამზარეულოში მივდივარ და ჩაიდანს ვადგავ. შემდეგ მახსენდება სიმბა და სანდრო. 
--არ შეგეშინდეს არ იკბინება-- ამას ვამბობ და ვტრიალდები. ვხედავ კარებთან ჩაცუცქულ სანდროს რომელიც სიმბას ეფერება, ის კი ბედნიერი აქიცინებს კუდს და სასაცილოდ ყეფს. მათი შემხედვარე დაღლილობაც მეხსნება და სულ ოდნავ, შეუმჩნევლად მეღიმება. 
-- ჩაის დალევ ?-- ვეკითხები და არც ვუფიქრდები, რომ შეიძლება ყავა უნდოდეს. მაგრამ წამებში ვპოულობ მიზეზს რომ ღამეა და ამ დროს ყავა არასასარგებლოა. ის თავს მიქნევს და სამზარეულოსკენ იძრება. გაზქურასთან ვდგავარ მისკენ ზურგშექცევით, მაგრამ მესმის როგორ წევს სკამს და ჯდება.
--შაქარი?
--უშაქრო --და ისევ იდიოტივით მეღიმება იმაზე რომ ჩემნაირ ჩაის სვამს. უკან უკვე ორი ჭიქით ვტრიალდები. მეორე სკამს ვწევ და მის წინ ვჯდები. მიწოდებულ ჩაიზე მადლობის ნიშნად  ოდნავ მიქნევს თავს. 
--სახელი? -- მეკითხება ჭიქიდან ამოუხედავად.
--სიმბა -- გაუზრებლად ვპასუხობ.
--არა.. მე შენს სახელს გეკითხები -- ნამდვილად დებილი ვარ. რატომ ვიფიქრე რომ ძაღლის სახელს მეკითხებოდა ?!
--ანნა -- ვპასუხობ და ჩემს თავზე გაბრაზებული თვალებს ვხუჭავ.
--რამდენი წლის ხარ ? -- ისევ აგრძელებს შეკითხვების დასმას. ზოგადად არ მიყვარს ზედმეტად ცნობისმოყვარე ადამიანები, მაგრამ ის იმდენად უბრალოდ და ყოველგვარი ზედმეტი, გამაღიზიანებელი ინტერესის გარეშე მეკითხება  ავტომატურად ვპასუხობ.
--28. შენ? -- გვერდიდან ალბათ გეგონებოდათ ზრდილობის გამო ვსაუბრობდით მაგრამ ნამდვილად არ იყო ასე. ყოველ შემთხვევაში მე არ ვგრძნობდი უხერხულობას.
-- 24. ხშირად სტუმრობ ამ კაფეს ?-- მეკითხება და ფანაჯარაში იყურება.
-- ყოველდღე -- ჩემს პასუხზე ეცინება და ისევ აგრძელებს დიალოგს.
-- და ყოველდღე ერთი და იგივე შეკვეთას აძლევ. -- მისი ეს ნათქვამი შეკითხვას არ გავდა. ეს ალბათ ჩემი მიცემული ფულიდან დაასკვნა.
--სანდრო სად სწავლობ ?
--თავისუფალში ვსწალობდი. ეხლა არსად.
--დაამთვრე?
--არა -- ეს მისი მოკლე პასუხიც იმდენ დამალულ გრძნობას ამჟღავნებდა აღარ განვავრცე ეს თემა.-- შენ სად სწავლობ ? 
--2 წლის წინ დავამთავრე შავი ზღვის უნივერსიტეტი და ეხლა ,,ჩვენ“-ში ვმუშაობ. 
--ეს ჟურნალი, რომ არის ?
--ხო -- მოკლედ ვპასუხობ და სიმბას ვეძახი ხელით, რომელიც სანდროს ფეხებთან წევს --ჩემ ძაღლს ნამდვილად მოეწონე.
--ძალიან თბილი ძაღლი გყავს. რამდენი წლისაა? 
-- 2-ის გახდება 31 დეკემბერს. 
-- მეგობრებმა გაჩუქეს ახალ წელს ?
-- არა მეთვითონ ვიყიდე -- იმდენად დაღლილი ვარ თვალებს ისევ ვხუჭავ ოდნავ დაბლა ვვოცდები სკამზე, ისე რომ ჩემი  ტერფი სულ ოდნავ ეხება მის კეტებს. ჩემი ეს მოქმედებაც არჩება მის მზერას. 
--იცი მემგონი ძალიან დაღლილი ხარ. მე წავალ თან ჩემი ავტობუსიც 5 წუთში მოვა უკვე. დიდი მადლობა ჩაისთვის. ნახმავდის. -- ამ ყველაფერს ერთ ამოსუნთქვაში მეუბნება და სანამ მის ნათქვამს გადავხარშავ, უკვე ფეხზე დგას და ხელს მიწოდებს. ძლივს ვაიძულებ ჩემს თავს ამ კომფორტული მდგომარეობიდან გამოვიდე და მასპინძლის მოვალეობა შევასრულო, სტუმრის კარამდე მიცილების სახით. ხელს ვუწოდებ და ვდგები ფეხზე. კარებთან მისული უკვე მე ვიღებ ხმას.
-- მაპატიე... უბრალოდ ძალიან ძალიან დაღლილი ვარ. შემდეგში უკეთესი მასპინძელი ვიქნები -- ჩემს ყველაზე ნამდვილ ღიმილს ვჩუქნი და კარის ჩარჩოს ვეყრდნობი. თან ვიაზრებ, რომ ჩემდაუნებურად კიდევ ერთ შეხვედრას დავპირდი და თან ჩემ სახლში.
-- არაუშავს... ტკბილი სიზმრები -- წამებში მეუბნება. ჩემი გონება ისევ გვიან აცნობიერებს რომ ლოყაზე მაკოცა, ის კი უკვე კიბეზე ჩარბის. მის ამ ჟესტზე რომ ვფიქობ უნებლიედ მეღიმება და იამავე გამომეტყველებით ვიყურები სამზარეულს ფანჯრიდან. კაფის წინ მდგარი ავტოუბუსი კი დაიძრა ფანჯარასთან მჯდარი მგზავრით....



№1  offline წევრი Kalina

ვერ მივხვდი, რატომ ფრანგულად...
მაგრამ ალბათ მერე მივხვდები :)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№2  offline წევრი annalisa

მარიკუნაა♥️
ვერ მივხვდი, რატომ ფრანგულად...
მაგრამ ალბათ მერე მივხვდები :)

თავიდან ფრანგყლად მარტო იმიტო დავწერე რო ამ ენაზე ვნახე თავიდან ეს ფრაზა და თან ლამაზია, მაგრამ..... შენი კომენტარის მერე ახალი იდეა მომივიდა და ამ სათაურსაც მივცემ თავის მნიშვნელობას

 


№3  offline წევრი LaLiDze

ძალიან , ძალიან მომეწონა.

 


№4  offline წევრი annalisa

LaLiDze
ძალიან , ძალიან მომეწონა.

დიდი დიდი მადლობა. <33

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent