შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი4)


24-03-2018, 20:33
ავტორი ენჯი
ნანახია 1 691

ცალკე რომ გადავწყვიტ გადასვლა დედჩემი ხომ გადამერია ცალკე გიგიც გაგიჯდა. მამაჩემი რატომღაც თანახმა იყო,არ ეშინოდა და არც ნერვიულობდა,დამოუკიდებელი ცხოვრების მომხრე იყო მოკლედ რომ ვთქვათ, გიგი კიდევ ვერ ეგუებოდა მაგ აზრს,მგონი უფრო ეშინოდა,ყოველ ჯერზე ცდილობდა,ჩემი გადაწყვეტილების შეცვლას,ნინასაც კი შეეკრა და ერთად მებრძოდნენ
-პატარა ხარ ჯერო
საბოლოოდ ჩემი მაინც გავიტანე და ცხონებული ბებიაჩემის ბინაში გადავედი მარტო ქავთარაძეზე.იმ პირობით რომ ნინას ყოველდღე ვნახავდი.ხოდა ერთ ერთ ნახვას შეეწირა,თითქმის ჩემი და გიგის ურთიერთობა.
გიგის რომ ბევრი პაკლონიკი ჰყავდა,მანამდეც ვიცოდი სანამ შევუყვარდებოდი და შემიყვარდებოდა,რამოდენიმე საქვეყნოდ ცნობილი მისი ეგრედწოდებული“ ნაშაც“ კი იყო,მაგალითად ვეძისელი ლეკა,რომელიც მეტრეველთან ფლირტს არც ჩემი სტატუსის გაჩენის შემდეგ წყვეტდა.ყველგან და ყოველთვის ჩემი ნერვების მოსაშლელად ჩნდებოდა,არც იმ დღეს დამაკლო და მაღაზიაში ჩემს კლასელთან ერთად შემოიტყლარწა.რას ვიზავდი,არც ერთმა ჩემმა გეგმამ არ გაამართლა რომლებიც,მაღაზიიდან ჩუმად გასვლას ითვალისწინებდა და ამოვყავი ცხვირი ლეკასთან და ქეთისთან.
-ვა კესუნა როგორ ხარ? ქეთი გელოვანი არც სკოლაში მეხატებოდა გულზე და არც მერე შემცვლია აზრი,ხმა ისეთივე წრიპინა და ამაზრზენი ჰქონდა როგორიც მისი დაქალი ლეკა იყო მთლიანობაში.
-კარგად ქეთო შენ? ნაძალადევად გავუღიმე და გადავკოცნე, ლეკას ამრეზით გავხედე.
-უი შენ ეხლა გამახსენდი,კესო ხო, გიგიმ გამაცნო შენი თავი . დაიწყო ტყლარწვა და თავისი ჭკუით ჩემი გაღიზიანება,რაც კარგად გამოუვიდა.
-კი მაგრამ მე რაღაც არ მახსენდები. ბედნიერმა გადავხედე და გაცლას ვაპირებდი უკვე, რომ მოაღო პირი
-გიგის ყოფილი ვარ მე,როგორ არ გახსენდები,ისე როგორ არის? როდის მიდის საფრანგეთში? ბოლო კითხვა რომ გავიგე მინდოდა მეკითხა რა საფრანგეთი სხვაში ხომ არ გერევა თქო,დაბნეულმა გავხედე და გამომიჭირა
-რაიყო?არ მიყავხარ შენ? ხელებს ამაზრზენად შლიდა და იქნევდა,თან იცინოდა უაზროდ.
ვეღარ მოვითმინე და მაღაზიიდან გამოვედი ეგრევე ნინასთან და ზურასთან ავედი,გაგებულის გადახარშვას ვცდილობდი. რა აღარ ვიფიქრე მაშინ,ყველა სავარაუდო მიზეზი განვიხილე,მაგრამ მაინც ვერცერთით გავამართლე,არ მინდოდა თითქოს სიმართლის გაგება,არ მინდოდა გიგისთან დაჯახება,არ მინდოდა მასთან ჩხუბი. დავურეკე
-მნახე.
ისეთი ხმით ვუთხარი,მეც გამიკვირდა,მეგონა მე არ ველაპარაკებოდი,ჩემი ხმა სადღაც გაპარულიყო და იმალებოდა.
-რა გჭირს კესო?
-ვეძისში ვარ და მალე ამოდი.
-ხუთ წუთში მანდ ვარ.
ხუთი თვე ბევრია, მაგრამ არა საკმარისი წყენის დასავიწყებლად ან სიბრაზის გასაქრობად. დამიჯერეთ საშინელებაა, ერთი წელი იყო ადამიანის მეორე ნახევარი,მომავალს მასთან ერთად გეგმავდე,უიმისოდ არ შეგეძლოს დღის გატარება,მისი ხმის მოსმენის გარეშე ვერ იძინებდე, მისი ღიმილის გამო ყველაფერს თმობდე და უეცრად გებულობდეთ რომ ქვეყნიდან მიდის,თან ვისგან?ვიღაც ლეკასგან ...

არვიცი სად იყო,მგონი თამაშიც კი ჰქონდა,მაგრამ მაშინ მაგაზე არ მიფიქრია,მთელი სხეული მითრთოდა,ნინასთან ვეღარ გავჩერდი,მალე ზურაც მოვიდოდა და ვერ გავძლებდი სცენების მოწყობის გარეშე.მამაჩემის კიდევ მაგრად მრცხვენოდა. გარეთ გავედი და გიგიმაც არ დააყოვნა მანქანა ფეხებთან გამიჩერა,სწრაფად გადმოვიდა და აღელვებული წამოვიდა ჩემსკენ, უკან გავხტი და მანქანაში ჩავჯექი. გაოცებულმა მოათვალიერა ქუჩა,მერე ჩემი სახლის ფანჯარას ახედა დედაჩემს დაუქნია ხელი და თვითონაც შეშინებული მანქანაში ჩაჯდა.მიცნობდა და იცოდა იმ წუთას სიტყვას რომ ვერ დამაცდენინებდა,ნერვიულობისგან მთელი სხეული მითრთოდა.ჩემების უბანს რომ გასცდა კარგად,ნერვებმა უმტყუნა, ვეღარ მოითმინა.
-კესოო,ოდესმე ამოიღებ ხმას?ნუ გამაგიჟე. ჩემსკენ იყო მოტრიალებული ტონს ვეღარ აკონტროლებდა,მივხვდი რომ მაგრად ნერვიულობდა,სახეში მაინც ვერ ვუყურებდი და არც საუბარს ვიწყებდი.
-კესო ჭკუიდან არ გადამიყვანო,რა დაგემართა ? ხელი ჩემსკენ წამოიღო მე დებილი უკან გავხტი გაბრაზებული.
-საფრანგეთზე როდის აპირებდი თქმას? აეროპორტიდან დარეკავდი თუ აფრენისას თვითმფრინავიდან?რატომ არ ვიცოდი მე?
ხმა ამოვიღე თუ არა სახე მაშინვე დაულაგდა,არ ვიცი თვითონ რას ფიქრობდა ან რა ეგონა მაგრამ ფაქტი იყო,შედარებით დამშვიდდა.
ღრმად და ხმა მაღლა ამოიხვნეშა და მერე დაბნეულმა დაიწყო
-საიდან გაიგე?
-მემგონი გკითხე რატომ არვიცოდი თქო.
- ვინ გითხრა თქო?
-ლეკამ შენმა ყოფილმა, რატომ არ მიყავხარ შენც გიგიშო?ჯერ იქიდან დავიწყოთ რატომ არ ვიცოდი სადმე თუ მიდიოდი? მერე რატომ ვგებულობ ვიღაც ლეკასგან და საერთოდ საიდან ან რატომ იცის შენ სად მიდიხარ ? ლეკას ინტონაციით დავასრულე საუბარი და ამოვიხვნეშე.
-აუ სისულელეზე გაჭედე. ჩაიცინა და ხელი თავზე გადაისვა.
-უკაცრავად?
-სულ სხვა პონტია კესო რა.
ეტყობოდა მაგარი დაბნეული რომ იყო, პასუხს ვერ მცემდა და რაღაცეებს მიედ მოედებოდა.
-არ მაინტერესებს,მიზეზი მითხარი რატომ არ ვიცოდი.
- პარიზის გუნდის შემოთავაზებაა , არვიცი რას ვიზავ. თან სხვა ამბავია რა.
-გავიგე ეგ მაგრამ რატომ არ მითხარი?
-აუუ არვიცი თქო და გითხარი უკვე სხვა თემაცაა
-მეღადავები ხო გიგი?
-აუ კესო ვერ აგიხსნი რა და გეყოს.
თვალები გადმომიცვივდა ლამის,ცრემლები წამომივიდა,მაგაზე ხო ვაბშე გადაირია და როგორ შევიკავე თავი და იისტერიკები არ მოვაწყვე ახლაც არვიცი.კარები გამოვაღე და გადმოვედი
-მაშინ როცა ყველაფერში კარგად გაერკვევი და გაგახსენდება შეყვარებულები რომ ვართ, მერე ვილაპარაკოთ.
-მიზეზის თქმას და განხილვას არ ვაპირებ,არც აზრის კითხვას. მიღრიალა თითქმის, გაბრაზებული იყო, წყობიდან გამოსული .
სახლში ფეხით გავედი,ამიფეთქა ტელეფონი იმ საღამოს,არავისთან არ მინდოდა ლაპარაკი მითუმეტეს მასთან,შეიძლება ვინმე ფიქრობს რომ უაზროდ გავბრაზდი და ზედმეტი მომივიდა მაგრამ მე ახლაც იგივე ნაირად მოვიქცეოდი.შუა ღამით კარებზე ამიტეხა ბრახუნი,ყურადღება არ მიმიქცევია,არ ვაპირებდი მასთან ლაპარაკს,არადა მეთვითონ ვუთხარი მიზეზს რომ გაარკვევ მერე ვილაპარაკოთ თქო.მაგრამ ზედმეტი მოუვიდა და მაწყენინა. დიდ ხანს არ გაჩერებულა სადარბაზოში,კარებს შეუკურთხა და წავიდა.არც მესიჯებს ვკითხულობდი და არც ზარებს ვპასუხობდი. საკუთარ თავს ვებრძოდი და ბოლოს გადაწყვეტილების სისწორეში დაწრმუნებულმა დილისკენ საერთოდ გამოვრთე ტელეფონი და დავიძინე. შუა დღით გამეღვიძა და ასი გამოტოვებული ზარი დამხვდა მარტო გიგისგან, მარიშკასგან და სანდროსგან შემოსულებს არ მივათვლი.მესიჯები ჩავიკითხე გამთენიისას ჰქონდა გამოგზავნილი.ბოლო ორი დილით ცხრა საათზე.
*კესო არ ვიცი სად ხარ და რას აკეთებ, გთხოვ ნუ მანერვიულებ დამირეკე.
*აიღე ტელეფონი .
*მიპასუხე რა
*მიპასუხე გთხოვ.
*ჭკუიდან ნუ შემშლი.
*გააღე კარები,ჯანდაბა
*კესო დამირეკე

*შენი წყენინება ყველაზე ნაკლებად მინდოდა,სულ სხვა ამბავია თქო რომ გითხარი ნეტავ ამეხსნა...
*მაპატიე მიყვარხარ ყველაზე მეტად.

მარიშკამ ბოლო მესიჯის წაკითხვისას დამირეკა რაღაც მკითხა არ მახსოვს ზუსტად რა მაგრამ კედელთან ჩავიკეცე და ტირილი დავიწყე . იმ დილით წავიდა გიგი საფრანგეთში.



№1  offline წევრი TrustYourSoul

აუუუ ხუმრობ ხოოომ?
სად გაწყვიტეეეე :'((((((( მოვკვდე გინდაა?
ცოდო ვაარ:'(((
ინტრიგანო! :დდდდ რავა შეიძლება ადამიანის ასე დაინტრიგება?
იმედია ნორმალური მიზეზი ექნება წასვლისთვის თორემ კესოს მაგივრად მე შემომაკვდება! მძულს ასეთი გაქცევები ან ურთიერთობაში ცოტახნიანი შესვენებები მეორე მხარის გათვალისწინების გარეშე,ნუ გიგიმ რა ქნა არ ვიცი მაგრამ რაიმე ზემოთხსენებულიდან რომ იყოს გავაფრენ! ისედაც გაბრაზებული ვარ ლეკასგან რომ გაიგო სიმართლე კესომ! და მიფრთილდეს :დდდდ ნუ ესენი ხუმრობით რა თქმა უნდა,სხვა ყველაფერი ძალიან კარგია❤️შენ ძველ ისტორიებსაც გავეცანი და მ წ ვ ა ნ ე ა ს არ გააგრძელებ?

 


№2  offline წევრი ენჯი

წარსული კვდება...
აუუუ ხუმრობ ხოოომ?
სად გაწყვიტეეეე :'((((((( მოვკვდე გინდაა?
ცოდო ვაარ:'(((
ინტრიგანო! :დდდდ რავა შეიძლება ადამიანის ასე დაინტრიგება?
იმედია ნორმალური მიზეზი ექნება წასვლისთვის თორემ კესოს მაგივრად მე შემომაკვდება! მძულს ასეთი გაქცევები ან ურთიერთობაში ცოტახნიანი შესვენებები მეორე მხარის გათვალისწინების გარეშე,ნუ გიგიმ რა ქნა არ ვიცი მაგრამ რაიმე ზემოთხსენებულიდან რომ იყოს გავაფრენ! ისედაც გაბრაზებული ვარ ლეკასგან რომ გაიგო სიმართლე კესომ! და მიფრთილდეს :დდდდ ნუ ესენი ხუმრობით რა თქმა უნდა,სხვა ყველაფერი ძალიან კარგია❤️შენ ძველ ისტორიებსაც გავეცანი და მ წ ვ ა ნ ე ა ს არ გააგრძელებ?

უდიდესი მადლობა შენ რომ კითხულობ და კომენტარით მახარებ <3 არ ვიცი შეიძლება გავაგრძელო კიდეც მაგრამ ჯერ ალბათ ამას დავასრულებ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent