შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რაც ზაფხულში ხდება, ზაფხულშივე რჩება ( ნაწილი 9)


24-03-2018, 20:50
ავტორი judi N
ნანახია 1 848

მონატრებულებს ერთმანეთი არ გვყოფნიდა და თითები გვტკიოდა მესიჯობით. ყველა სმს-ის ბოლოს მიყვარხარ-ს ვწერდით, გულს და სულს ვაყოლეებდი ამ სიტყვის თითო ასოს.. ყველა ტკივილს, სიხარულს, სოყვარულს და სურვილს ვაქსოვდით ამ სიტყვაში და მაინც არასაკმარისად გვეჩვენებოდა..ვაღიარე საკუთარ თავთან, რომ კახეთში ჩამოსვლა ლუკას გამო არმინდოდა, რადგან ვიცოდი, რომ გულში ლუკას სიყვარულს ოდნავი სულის შებერვა უნდოდა და თავიდან გაღვივდებოდა..
ძლივს დავემშვიდობეთ ერთმანეთს.. ორივეს ძალიან გვეძინებოდა და თვალებს ძლივს ვახელდით.. სმს-ებს ეტყობოდა უკვე ასოების გარჩევა გვიჭირდა და სისულელეებს ვწერდით.. ბოლოს როგორც ყოველთვის მე ჩამეძინა..
დილით ტელეფონის ზარმა გამაღვიძა.. ნომერს არ დავხედე
- კარგი რა.. ხომ იცი, რომ ამდროს ჩემი გაღვიძებისთვის ყველას მოვკლავ შენს გარდა და სარგებლობ ხო? ჩემო სიყვარულიკო..
- მგონი იმედები უნდა გაგიცრუო და გავილანძღო.. გოგოს ხმა გაისმა ტელეფონში ..
- ნინი ? !
-კი ნინი ვარ.. როგორც გუშინ გითხარი შენთან ლაპარაკი მინდა..
- ასეთი სასწრაფოა, ძილსაც რომ არ მაცლი? !
- კი სასწრაფოა..
- კარგი მაშინ ერთ საათში გნახავ..
- შეგიძლია ჩემთან მოხვიდე?
- კი შემიძლია. .და გავუთიშე.. დილა ამის ხმით რომ არ დამწყებოდა არ შეიძლებოდა? ვჯაჯღანებდი ჩემთვის...ავიზლაზნე საწოლიდან , ყავა მოვიმზადე და ნახევრადმძინარე ჩამოვჯექი.. ისევ ტელეფონის ხმა.. - იმედია ისევ ის არარის, თორე ვერ გადამირჩება.. ნელი ნაბიჯებით შევედი ოთახში და ვუპასუხე
- გისმენთ
- ოუუ, ასეთი ოფიციალურობა საყვარელო?
- ლუუუ, სიყვარულიკო, ნომრისთვის არ დამიხედავს..
- მე კი მეგონა გადაიფიქრე და ისევ ჯიქი მალაქია გამიხდი.. ისე საყვარლად ჩაიცინა, აქ რომ ყოფილიყო ლოყებს დავაცლიდი...
- ჩემო სულელო.. არა ისევ მიყვარხარ და იმაზე მეტადაც ვიდრე გუშინ
- ჩემო ყველაფერი ხარ.. ყველა ფ ე რ ი.. მიყვარხარ ..
- კაი ლუ წავედი რაღაც უმნიშვნელო საქმე მაქვს და მერე გნახავ..
- რახდება?
-არაფერი ისეთი , გკოცნი .. და გავუთიშე , თორე აუცილებლად მათქმევინებდა სიმართლეს.. სულელივით შემრჩა რამდენიმე წუთით ღიმილი სახეზე.. მერე გამახსენდა, რომ გასვლის დრო იყო და სწრაფად მოვემზაადე.. მის სახლს რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი უფრო ვბრაზობდი, ვერ ვიგებდი რა უნდოდა ან მე რა მქონდა მასთან სალაპარაკო...
კარი ღია იყო და მეც ცოტა თავხედურად პირდაპირ შევაბიჯე..
- გამარჯობა..
- უი შემაშინე შეხტა ნინი.
- კარი ღია იყო
- ჰოო მოდი მალაქია..
- ყავა ან წვენი?
- ნინი მოდი პირდაპირ სათქმელზე გადადი.. არ გვინდა ეს ზრდილობას ამოფარებული პირფერობები. არც სენ და არც მე არ ვტყუვდებით ამით..
- შენნაირი მკაცრი მეც რომ ვიყო ბევრს მოვიგებდი..
- თავს მაცოდებ ნინი?
- მალაქია. ლუკამ მითხრა, რომ ერთმანეთი გიყვართ.. მე გაგეცლებით , მაგრამ ..
- მაგრამ?! ნუ აჭიანურებ ნინი .
- მაგრამ მე მარტო არ ვარ .
წინასწარ მივხვდი როგორ დასრულდებოდა ეს სიტყვები და დავასწარი, მაგრამ შენ ორსულად ხარ ხო ?
- ასეა.. საიდან იცი? ლუკამ გითხრა?
- არა.. უბრალოდ როცა ყველაფერი ასე კარგადაა ჩემთან ყოველთვის ასე ხდება.. ყოველთვის ნაბზარები ჩნდება და ნგრევისას მე ვყვები მათში..
- მალაქია მესმის შენი..
-არ გინდა ნნინი.. არ გინდა..
ავდექი და წამოვედი.. სახლამდე როგორ ჩამოვედი ვერ გავიგე.. მთელი გზა ვფიქრობდი.. სახლში შემოსვლისას საწოლზე დავეხეთქე და ერთ წერტილს მივაშტერდი.. საათის ტიკ-ტიკიც კი მაღიზიანებდა და ჩემს ტვინში ალიაქოთს იწვევდა.. მერე ტელეფონი ავიღე , ლუკას დავურეკე..
- სიყვარულო.. გელოდებოდი
- ლუკა
- რა ხდება მალაქია?
- ნინი ვნახე
- რა? რატო ან რა გინდოდა ნინისთა?
- მე? ისტერიულად გავიცინე.. - მე არაფერი თვითონ დამირეკა და დალაპარაკება მთხოვა..
- როგორ გაბედა
- ორსულადაა
- რა?
- ლუკასგანო
- მალაქია, არ დაუჯერო გეფიცები ჩვენ შორის არაფერი ყოფილა..
- ახლა არა ლუკა, ახლა არა.. გავუთიშე და სულ გამოვრთე ტელეფონი.. ისევ ფიქრში გადავეშვი თავით.. ყველაფერს წინასწარ ვალაგებდი ათასჯერ, ათიათასჯერ, მაგრამ მაინც ვერ გავდიოდი ბოლოში.. მოსაღამოვდა.. საწოლს მოვშორდი.. შავი კოჭამდე შარვალი, წითელი ტოპი და შავი კედები ჩავიცვი.. თმა გავიშალე, მაკიაჟი გავიკეთე, ტელეფონი ცავრთეე და გარეთ გავედი..
პირველად ლუკას მწველი მზერა ვიგრძენი, თითქოს ჩემში გაიარ- გამოიარა.. მერე ნინიმაც იგივე გაიმეორა.. თვალი გადავავლე ყველას , ბექა არ იყო..
- ბექა? ვიკითხე ხმადაბლა..
- სახლშია..
- დაურეკე და დამალაპარაკე დათი ..
დათიმ გაკვირვებულმა გამომხედა, მერე გააკეთა ის რაც ვთხოვე..
- ბექა, შეგიძლია გამოხვიდე? მალაქია ვარ..
- კი როგორ არა რა ხდება?
- მჭირდები , მინდა ჩემს გვერდით იყო.. ვუთხარი და გავუთიშე.. ყველა გაოცებული მიყურებდა.. ვერავინ ხვდებოდა რა ხდებოა.. ლუკა წამოხტა, მაგრამ ხელით ვანიშნე არ მომიახლოვდე მეთქი.. მოთოკა ბრაზი და გაკვირვება და დაჯდა..
ბექაც მოვიდა.. ვთხოვე დამჯდარიყო..და როგორც იქნა ბგერები ამოვიგლიჯე პირიდან
- ყველასთვის რაღაც მაქვს სათქმელი.. დღეს რაღაც გავიგე და მინდა ყველა თქვენგანმა იცოდეთ ეს ..
ნინის გავცედე .. სახეზე ბედნიერენა უელავდა ..

----------------------------
აბა შეაფასეთ ჩემო კარგებო.. შემდეგი თავი იქნება დასასრული.. სიყვარულიკებო <3



№1 სტუმარი ანუკა ♡

gogo reebs xlartav ar gadamrio ^^ velodebi shemdegs male dade aii am ninis xels ri movkidebb gadavisvriii sadgac
uechveli ityuebaa da beqa da malaqiaa ertad ar mindaa da mtlianad mitxriba sauketesoa da shenc sauketeso xar miyvarxar ♡♡♡¤

 


№2  offline წევრი judi N

ანუკა ♡
gogo reebs xlartav ar gadamrio ^^ velodebi shemdegs male dade aii am ninis xels ri movkidebb gadavisvriii sadgac
uechveli ityuebaa da beqa da malaqiaa ertad ar mindaa da mtlianad mitxriba sauketesoa da shenc sauketeso xar miyvarxar ♡♡♡¤

გმადლობ ჩემო კარგო <3

 


№3 სტუმარი სტუმარი Lika

Male dadee kargia

 


№4 სტუმარი Ninia

Shemdeg nawils rodis dadeb?

 


№5  offline წევრი judi N

სტუმარი Lika
Male dadee kargia

დავდე გუშინ ????

Ninia
Shemdeg nawils rodis dadeb?

გუშინ დავდე <3

 


№6  offline წევრი khatia khatia

კაია ზააანნნ
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent