რაც ზაფხულში ხდება, ზაფხულშივე რჩება (ნაწილი 8)
ოთახში შემოვიდა, თვალი არ მოუცილებია ჩემთვის.. არცერთი არ ვიღებდით ხმას, ან რა გვქონდა სათქმელი თვალებში გვერეკლებოდა ის სიყვარული , რომელსაც გულით დავატარებდით.. ტუჩებზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი, მინდოდა ის წამი უსასრულოდ დარჩენილიყო ჩვენში... მეხებოდა ის ტუჩები, რომელიც პირველი იყო ჩემი ტუჩებისთვის ორი წლის წინ... - შეიძლება ამაღამ შენთან დავრჩე? უბრალოდ შენს გვერდზე ვიწვები და ჩაგეხუტები. თუ გინდა სულ ნუ გამცემ ხმას ან მეჩხუბე, გამლანძღე.. უბრალოდ ნუ გამაგდებ ნურც აქედან და ნურც შენი გულიდან. დაარღვია სიჩუმე ლუკამ. მინდოდა გამეგდო, გავბრაზებულიყავი და მთელი დაგროვილი ბრაზი მასზე გადმომენთხია - დარჩი.. მხოლოდ ამის თქმა შევძელი. გულმა გონებას დაასწრო. გვერდზე მომიწვა და ვგრძნობდი როგორ მეხუტებოდა , ვგრძნობდი მის ძლიერ ხელებს წელზე , მესმოდა მისი სუნთქვა .. გული აჩქარებით უცემდა.. ყურში ჩამჩურჩულა-მიყვარხარ. ტანზე ჟრუანტელმა დამიარა, გული ამიჩქარდა.. - მეც მიყვარხარ. ვთქვი, გავბედე და ვუთხარი ის, რასაც გული ამდენხანს მალავდა და ინახავდა.. მაგრამ იყო ერთი დიდი , მაგრამ, რომელსაც ნინი ერქვა.. - ნინი? ვკითხე ლუკას და ამ ერთ სახელში ჩავატიე ჩემი ყველა კითხვა.. - მას მე ავუხსნი, რომ ერთადერთი ხარ ვინც მიყვარს, ვინც მაბედნიერებს და ჩემს გულს ფეთქვის ძალას მატებს.. ვისი ტუჩებიც ჩემი ტუჩების სიტკბოებაა და ვის გამოც სიცოცხლე მიხარია. უშენოდ გატარებული ყველა დღე მანადგურებს. ჰაერი არ მყოფნის. შენ ხარ ჩემი ჰაერი, როცა ბექასთან გხედავ ბრაზით ვივსები, მინდება ან მას და ან საკუთარ თავს ვავნო.. როცა ის გეხება ვგიჟდები. დღეს რომ ვხედავდი როგორ გკოცნიდა ფეხზე ძლივს ვიდექი. გული დამეჭრ და დამესერა. სული დამიმახინჯდა. ვიცი იგივე იგრძენი , როცა ნინი მკოცნიდა. ორივე ყველაფერს დავთმობდით მათ ადგილას ჩვენ რომ ვყოფილიყავით და თავიდანვე ჩვენ გვეკოცნა ერთმანეთისთვის. - ბექას და ჩემს შორის არაფერია. - ვიცი მე შენ საკუთარ თავზე მეტად გენდობი.. მერე იყო სიჩუმე, რომელშიც ორივე ჩავიკარგეთ. თვალები ნელ-ნელა მეხუჭებოდა, ლუკას ხელს არ ვუშვებდი, რომ ისევ არ დამეკარგა, ისიც მთელი ძალით მიკრავდა გულზე.. დილით მზის სხივებმა მამცნეს გათენება, სახეზე გამეთამაშნენ.. თვალი ნელა გავახილე, ოთახში მარტო ვიყავი. ლუკას ძებნა დავიწყე,მაგრამ არ იყო.. იქნებ ჩემი წარმოსახვა იყო იქნებ სიზმარი? მაგრამ აჩრდილები წერილებს არ წერენ.. საწოლში წერილი ვნახე - მალაქია, ჩემო საჩუქარო. მიყვარხარ, ისე როგორც არასდროს. სანამ ყველა გაიღვიძებდა წავედი.. წავედი და გულით გაგიყოლე შენც და შენი სიყვარულიც.. მთელი ღამე გიყურებდი. შენი ყველა ნაკვთი დავიზეპირე, შენი სურნელით ავივსე ფილტვები, მაგრამ თვალებს არ ეყო შენი ყურება. საღამომდე. ბედნიერებით და სიყვარულით ვიყავი სავსე. ყურებამდე შეყვარებულუ სულელი გოგო გახდი მალაქია. ჩემს თავს ველაპარაკებოდი და გუშინდელ ღამეს ვიხსენებდი, სახეზე ღიმილით.. საღამოვდებოდა. მზადება დავიწყე, მინდოდა ძალიან ლამაზი ვყოფილიყავი მხოლოდ ლუკასთვის. ლამაზი შავი სარაფანი გადავიცვი, ფეხზე კედები. თმა გავიშალე და ლუკას ნაჩუქარი სამაჯური გავიკეთე. გარეთ გავედი ფეხებზე მეტად გულს ეჩქარებოდა.. გავედი და ლუკას ბედნიერი, მომღიმარი სახე შემომეგება.. ნინი არსად იყო, რამაც უკეთეს ხასიათზე დამაყენა.. ლუკა გვერდზე მომიჯდა და შეუმჩნევლად ჩამკიდა ხელი. არ შევეწინააღმდეგე, პირიქით მინდოდა ყველას გაეგო, რომ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა.. - ნინი სად არის? ვერ მოვითმინე და ვკითხე ლუკას. - ველაპარაკე. გაიგო ვინ არის ჩემი გულის ქალბატონი, ალბათ გამოსვლა აღარ მოუნდმოუნდა. ჩემი გულის ქალბატონიო?! ღმერთო ვგიჟდები ამ ბიჭზე.. იმ საღამოს ყველაფერი იდეალურად იყო.. ბექას ფრთიან ფრაზებს თუ არ ჩავთვლით, რომელსაც ყურადღებას არ ვაქცევდი. თუ ლუკას ბრაზი დეტყობოდა ხელს მოვკიდებდი, შევხედავდი და დამშვიდდებოდა.. სახლში გვიან შემოვედი. სადღაც შორს დავფრინავდი.. ლუკას სმს-ები მოდიოდია. ათას უაზრობაზე ვლაპარაკობდით, თითქოს ვცდილობდით დაკარგული დრო აგვენაზღაურებინა.. ყველა სმს-დან სიყვარული იფრქვეოდა და გვათბობდა. სანამ ერთი სმს არ მომივიდა, თავიდან ლუკა მეგონა - მინდა ვილაპარაკოთ - ნინი ვარ. ეს დღე მის გარეშე მაინც არ დამთავრდა , რა გვაქვს სალაპარაკო?! ლუკას არ ვუთხარი, დავუმალე. არ ვიცი რატო, მაგრამ მასთან ნინის ხსენება არ მინდოდა,არც ნინის ნახვა და მასთან ლაპარაკი, მაგრამ მაინც მივწერე - კარგი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.