შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იმედგაცრუებული 1 თავი


24-03-2018, 23:07
ავტორი მიკი
ნანახია 1 119

2014 წელი , ივლისი , სკვერი , ჩემი მეგობრები , ხმაური , მე და ჩემთვის უცნობი ბიჭი ...
მხოლოდ ჩემთვის უცნობი , რადგან მხოლოდ მისი წაკითხვა არ შემეძლო გადაშლილი წიგნივით , ყველა ვიცოდი ვინ იყო სინამდვილეში , მაგრამ ის არა ... თითქოს მის თვალებში ვერაფერს ვკითხულობდი . პირველი იყო ვინც შეძლო და ჩემგან ნამდვილი სახე დამალა . მეგობრებმა ის , როგორც ლევანი ისე გამაცნეს . ჩემი სახელი მისთვის მე არც მითქვამს , ჩემს მაგივრად ეს მათ გააკეთეს . ჩემი უხასიათობის მიზეზის გაგების გარეშე გამომიკეთა ხასიათი უცნობმა ლევანმა .
მე მარი ვარ , ზუსტად ის იმედგაცრუებული გოგო , რომელმაც 4 წლის წინ უცნობი გაიცნო .
ლევანი და მე თავიდანვე დავმეგობრდით , საერთო ინტერესებიც კი გამოვნახეთ და საკმაოდ უცნაურ ადამიანებადაც გამოვჩნდით საზოგადოების წინაშე ჩვენი გემოვნების გამო მუსიკაში ...
ზაფხულმა უბრალოდ ჩაიარა , თბილიში დაბრუნებისას მივიღე მეგობრობის მოთხოვნა ლევანისგან... დაუფიქრებლად დავამატე და ორ წუთში მესიჯიც მივიღე ... ის დღე იყო და მის შემდეგ დღე არ ჩაგვიგდია ისე რომ ერთმანეთთან არ გველაპარაკა . საკმაოდ ბევრი გავიგეთ ერთმანეთზე , ჩვენი თამაშიც კი შევქმენით (მართალია ჩვენი მოგონილი არ იყო მაგრამ მთავარი იყო , რომ ჩვენი თამაში ერქვა) , კითხვა-პასუხის სახით ერთმანეთზე ყველაფერი გავიგეთ . საერთო ინტერესები , ერთმანეთის ტიპაჟები , რა მოგვწონდა , რა გვაღიზიანებდა და საკმაოდ ბევრ საკითხში ის მეთანხმებოდა ისევე როგორც მე მას . ყველა ჩემი საიდუმლო მისი გამხდარიყო , მისი საიდუმლოები კი ჩემი . გაცნობის პირველივე დღიდან ის მხოლოდ ღიმილსს მგვრიდა . ყველაზე რთულ მომენტებშიც კი , როცა თვალზე ცრემლი მადგებოდა ის მამშვიდებდა , მეუბნებოდა რო ვაოცებდი , რომ განსხვავებული ვიყავი , რომ ჩემნაირი ადამიანი ჯერ არ უნახავს . ყოველთვის შეეძლო ჩემი ხასიათი გამოესწორებინა და სახეზე იმილი გადაეფინა ...
ეს მისი ნიჭი იყო .
მისი თბილი გამოხედვა ყველაფერი იყო ჩემთვის , ის ადამიანი იყო , რომელიც ყველაფერს ცვლიდა ჩემს ცხოვრებაში . ჩვენი მეგობრობა ქვაზე მყარი იყო და ყოველთვის ვამბობდით რომ მას ვერაფერი დაანგრევდა ... ესეც იყო .
ყოველ დღე მესიჯობის შემდეგ ერთმანეთს ისე ვიცნობდით , როგორც არავინ სხვა .
ვიცოდით რომ მთელი შემდეგი ზაფხული მხოლოდ ჩვენი იქნებოდა და მას მოუთმენლად ველოდით , ჩვენ საერთო დასასვენებელმა ადგილმა დაგვაკავშირა და ისევ იქ ვაპირებდით შეხვედრას , რომ ზაფხული საუკეთესო ყოფილიყო , ესეც მოხდებოდა .
2015 წელი ისე დადგა რომ პირველი მოლოცვა მისი იყო , მეც მას მივულოცე პირველმა და 2015 წელი ერთად დავიწყეთ .
მალევე დადგა ზაფხულიც და პირველი მან გაიგო , რომ მეორე დღეს უკვე აგარაკზწე ვიქნებოდი , ის კი იქ დამხვდებოდა .
ის დღეც მესიჯობაში გავატარეთ , ვგეგმავდით როდის ჩავიდოდი და რას გააკეთებდით ხვალ .
მეორე დღეს ჩავედი თუ არა ლიზასთან გავედი , ლიზა ჩემი დაქალია ... ლიზა ვნახე , ჩავეხუტე , ვილაპარაკეთ და ლევანის ივწერე , რომ ლიზასთან ვიყავი უკვე და მისი მესიჯი მივიღე მად იყავი მალე მოვალ ... ზუსტად 5 წუთში იქ გაჩნდა და მომწერა , რომ გარეთ გამეხედა , ფანჯრიდან გადავიხადე და აი , ისიც იქ იყო . გავიქეცი და ჩავეხუტე , დიდი ხნის მონატრებულზე ხელები შემომხვია და ესე ვიდექით ... შემდეგ უკვე ხელი გამიშვა და მკითხა სადმე ხ არ გავსულიყავითო ... მეც ლიზას ვუთხარი , რომ მომზადებულიყო და სკვერში გავსულიყავით ...
მე , ლევანი , ლიზა და ნიკა ... ნიკა ჩვენი ძმაკაცია ...
ჩვენი ოთხეული ისევ ერთადაა , მივიწევთ სკვერისაკენ , იქ სადაც ყველაფერი დაიწყო .



№1  offline წევრი Melancholic

კარგია ძაან ❤

 


№2  offline წევრი მიკი

Melancholic
კარგია ძაან ❤

დიდი მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent