შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი5)


25-03-2018, 18:33
ავტორი ენჯი
ნანახია 1 601

მე და გიგი უკვე ორი თვის წყვილი ვიყავით,მამაჩემმა ზურამ რომ“ მომთხოვა“ ახსნა ყველაფრის
-ქალბატონო,ვინ არის გიგი მეტრეველი?
ჩემთან იყო მოსული პროდუქტები მომიტანა,დედაჩემის მოთხოვნით.აივანზე იდგა და იქიდან აკვირდებოდა ჩემს ქცევას.ჯერ ავბლუყუნდი და მერე დავიწყე გათამამებულმა
-ჩემი შეყვარებული. გავეჯგიმე წინ, ყავით სავსე ჭიქა გავუწოდე და მერე პუფში ჩავჯექი.ჩაიფხუკუნა და მერე სერიოზულად დაიწყო
-უკვე რომ არ ვიცნობდე ბატონ გიგის, იცი რასაც ვიზავდი ,მაგრამ შენგან განსხვავებით მიხვდა და ადამიანურად მოვიდა, გამეცნო.
-როდის გაიცანი?
-არაა ეგ შენი საქმე. შენ არ უნდა გეთქვა ვიღაც რომ შეგიყვარდა?
-აუ მამა ვაპირებდი კი და ამ დღეებში მოსვლას ვგეგმავდით.
ვის ვატყუებდი ერთი, აფერისტი რომ დავიბადე,არ მიცნობდეს მაინც ზურა.
-ოჰოჰ კი როგორ არა, კარგი მოდით ბატონო,ნინას ისე აინტერესებს ვინ არის,რომ შემჭამა მე.
დედაჩემის წარმოდგენისას სიცილი ამივარდა და მამაჩემს ჩავეხუტე,მერე მაინც მამა შვილური გაუშვა და დაიწყო
-იცოდე რომ გაწყენინოს... საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ყავა მოსვა.
-არ მაწყენინებს,თუ მაწყენინებს კიდევ ვიცი რასაც ვუზავ.
თვალი ჩავუკარი.მაწყენინა და მაინც ვერაფერი ვუქენი.
ისე ზურას შვილი ვარ თუ მეზობელი ვერ გავერკვიე დღემდე
-მეცოდება ეგ ბიჭი შენს ხელშიო)))
ნინას რომ გავაცანი შოკში იყო,მთელი დღე დადიოდა და გაიძახოდა
-შეხედე გიგის რა, რა ბიჭია
ვვეჭვიანობდი,დედაჩემს ჩემზე მეტად შეუყვარდა ჩემი შეყვარებული, ეს კიდე გაიძახოდა
-ნინაჩკა მაგარი ქალიაო.
მერე ხო საერთოდ მე აღარ მირეკავდა ნინა, პირდაპირ გიგის და ეუბნებოდა
- მოკიდე ხელი კესუნას და ამოდითო 
ნუ ხო გიჟი ქალია და ისე მოახერხა, რომ გიგის მთელი ოჯახი გაიცნო და გამაცნო,აქაო და სარძლო ხარო,ამაზე მე ვმწარდებოდი,ზურა ჩემზე ბჟირდებოდა გიგის კიდე უხაროდა.ნეტავ გამაგებინა რა. შეკრულები იყვნენ ყველაფერში რაა....
მერე იყო ჩემს დაბადების დღეზე და არა მარტო, ზურას და გიგის სიურპრიზები, ერთ-ერთზე გააჯაზეს ადგნენ და მე და ნინას ეზოში სერენადა გვიმღერეს. საერთო ქეიფები, ღრიანცელი,უჩემოდ მაგათი შეკრებები,ზურას რაგბზე გაგიჟება, ნინაჩკას თამაშებზე სირბილი,ჩემი ხშირი სტუმრობა მეტრეველებში და“ პრანჭიაობები“.
გიგის დაბადების დღე იყო ოცდაერთის ხდებოდა,დიდ ხანს არ მიმტვრევია თავი,ავდექი და მსოფლიო რაგბზე დასასწრები ორი ბილეთი ვიყიდე, ფრენაც დავჯავშნე. ნუ ვუყიდე რა,მამაჩემს ვაყიდინე.))ბევრი ლუდით მივადექი დიდ კალათაში ჩავაწყვე და წერილი გავუშანშალე, კარებთან დავულაგე ზუსტად თორმეტ საათზე. ზარის დარეკვას ვაპირებდი და გაქცევას, გიგიმ რომ გადმომძახა ფანჯრიდან
-რეებს ჩალიჩობ კესუნაო
გული გადამიქანდა,ნერვებიც მომეშალა, მაგრამ გეგმას არ გადავუხვიე,ზარი დავრეკე,ფანჯრიდან შეყო თავი და წამში კარებთან გაჩნდა,ლუდების რაოდენობას ამოწმებდა ოცდაერთი უნდოდა რომ ყოფილიყო,ვეღარ მოვითმინე და ხელში შევაჩეჩე ბილეთები სიხარულისგან ქალივით იკივლა
-ეს რა არის
-ბილეთები ფინალის. გავეჭიმე,თავი ყოვლის შემძლე მეგონა ოღონდ მანამდე სანამ ყველა ძვალი არ ვიგრძენი გიგის დახმარებით,როგორ მემტვრეოდა.ჭკუაზე არ იყო სიხარულით.მართალია ხაზი იმას გაუსვა, რომ მადლიერი ზურას მიმართ იყო მაგრამ არაუშავს.იდეა მაინც ჩემი იყო და დამსახურებულად მეხუტებოდა.
მოკლედ მსოფლიო რაგბზე ერთად წავედით,მთლად რომანტიულიც ვერ გამოგვივიდა,სანდრომ მარიშკამ და ნიკამ აიჩემეს ჩვენც გვინდაო და შეგვეტენნენ.გამოგვივიდა წინა საზაფხულო არდადეგები ევროპაში.
რომ ჩამოვედით ერთ კვირაში წავიდა ბიჭი პარიზში.
გიგის წასვლიდან,მთელი ორი კვირა საშინელება იყო,აი უჟასიკები რომ არის,კარადიდან რომ ხტებიან ხოლმე სიბნელეში,მაგას დავემსგავსე,აღარ ვგავდი ნორმალურ ადამიანს.
მარიშკა მთელ დღეებს ჩემთან ატარებდა,სახლიდან ფეხი არ გამიდგამს მთელი ერთი თვე,არ ვიცი როგორ დეპრესიაში ვიყავი,რომ მახსენდება მეცინება,გავხდი და ჩამოვდნი,ნინა და ზურა სულ გამიგიჟდნენ რას ქვია ასე წავიდა და დაგტოვაო, თან მიზეზიც არ გითხრაო.მამაჩემი გიგის ემუქრებოდა გულში,დედაჩემი მე შემჩიჩინებდა იჩხუბებდით თქვენო..
სანდრო და ნიკა ხან გიგის ლანძღვაში იყვნენ, ჩემი იმ მდომარეობის გამო, ხან ჩემს.მაგრამ მიზეზი მაინც ვერ გაეგოთ. შემომილაგდებოდნენ ოთახში და რიგ-რიგობით მეკითხებოდნენ
-ასე როგორ წავიდა?როგორ არავის არაფერი გვითხრაო.
პასუხი არც მე ვიცოდი,თავიდან მერიდებოდა,რომ მეთქვა არ ვიცი ბავშვებო „ჩემი შეყვარებული“,საფრანგეთში ესე რატომ წავიდა, თქო. მაგრამ მერე დეპრესიაც , რომ გადავაგორე,მისი სახელის ხსენებაზე,ისტერიკებს ვრთავდი და გავიძახოდი არვიცი და არც მაინტერესებს თქო. მერე დამცინცლეს ამბები და ლეკაზეც გაიგეს.როგორღაც გადახარშეს და მივიდნენ დასკვნამდე რომ დავშორდით. გიგისაც ესაუბრნენ, რა თქმა უნდა და იმას უთქვამს,გუნდს განვუცხადე თანხმობა და სწრაფად მომიწია წამოსვლაო. ასე და ამგვარად გაქრა მეტრეველი ჩემი ცხოვრებიდან,ხუთი თვით.



№1  offline მოდერი Mathew

ვაიმე როგორ მაინტერესებს შემდეგ რა მოხდება,ვერ წარომიდგენნ.მალე დადე რაა))მაგარი იყოო

 


№2 სტუმარი სტუმარი Eka

აუ დავიტანჯეეთ ცოტა გაზარდე რა თავებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent