არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (21 თავი)
სახლში მივედი,შხაპი მივიღე და მოვწესრიგდი,უკვე შვიდი საათი ხდებოდა,ვიფიქრე დავიძინებდი,მაგრამ მოტოციკლის ხმა გავიგონე და ეზოში გასულს მერი დავინახე. -აბა,დროზე დაჯექი და წავედით.-სახე გაბრწყინებული მიყურებდა. -მოიცადე,ჯერ ყვავილები არ მიყიდია. -კიდევ კარგი,გადარჩი.-ჩაიცინა. -საერთოდ არ გძინებია?-გამებრაზა,რადგან იმის გარდა,რომ სახე ჩალურჯებებით ჰქონდა დაფარული,თვალებიც ჩასისხლიანებოდა. -არა. -ოჰ მერი.-ვთქვი და უკან მოვუჯექი.-სად მიგყავარ? -უკვე გითხარი. -ყურის ექიმთან? -კი.-მიპასუხა სერიოზულად. მოტოციკლი დაძრა და გზას გაუყვა,როდესაც საავადმყოფოსაკენ აიღო გეზი,აი მაშინ ნელ-ნელა გავიაზრე,რომ არ ხუმრობდა. -მართლა ყურის ექიმთან მიგყავარ? -არა.-გაეცინა.-დემეტრე მოვინახულოთ. -ჯერ მხოლოდ რვის ნახევარია.-შევეკამათე,რადგან მინდოდა პირდაპირ მთავარზე გადასულიყო. -ელენეს ეღვიძება. -შენ საიდან იცი? -დამიჯერე...ელენეს ყველაზე კარგად ვიცნობ,ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით. -საუკეთესო მეგობარზე გამხსენდა,მიკას დაურეკე. -დამშვიდდი,ვნახე და დღეს საქმეებს ის მიხედავს. -ანუ არანაირი ისტერიკა? -ნუ,კარგი ხოო...ჯერ იკივლა რას გავხარო,შემდეგ იტირა, მეჩხუბა, მეფერა,ბოლოს კიდევ იტირა და მითხრა ერთი დღით დაისვენე ყველადერს მე მივხედავო. მივედით,მან მოტოციკლი გააჩერა და ორივე დემეტრეს პალატისაკენ გავეშურეთ. -ელენე.-ჩაილაპარაკა ჩამწყდარი ხმით და ელენეს მოეხვია. -მარიამ. -როგორაა?-ვკითხე და მეც მოვეხიე. -კარგად,სძინავს.ვერ გადაეჩვიე დილა უთენია გაღვიძებას?-ახლა მერის მიუბრუნდა. -შენ როგორ ხარ?-არ უპასუხია. -დავმშვიდდი,მიხარია,რომ კარგადაა...მართალა.-თქვა და ჩანთიდან ორი კონვერტი ამოიღო.-ეს თქვენ. გავხსენი და ქორწილის მოსაწვევი დავინახე. -ძალიან მიხარია.-აღბრთოვანდა მერი და ელენეს გადაეხვია. -მეც გამიხარდება,თუ ჩამოხვალ...ვიცი,რომ დიდი ხანია არ ყოფილხარ და არც გაგამტყუნებ თუ...-დაიბნა. -სიამოვნებით ჩამოვალ,შენს ქორწილს ნამდვილად არ გამოვტოვებთ?ასე არაა?-ახლა მე შემომხედა. -კი,კი აუცილებლად ჩამოვალთ. -კარგი...ახლა უნდა წავიდეთ და კიდევ შემოგივლით.-ელენეს დავემშვიდობეთ და წავედით. -სად მიგყავარ?ახლა მაინც მეტყვი? -ნწ.-თავი გააქნია. -უკვე მგონია,რომ მიტაცებ.-გამეცინა. -თუ კითხვების დასმას არ შეწყვეტ...დავფიქრდები.-მითხრა და მასაც გაეღიმა. მოტოციკლი ჩემთვის უკე კარგად ნაცნობ სავარჯიშო დარბაზთან გააჩერა. -როგორც გეტყობა ვარჯიშობ.-მითხრა და ამათვალიერა,შემდეგ დაბნეულმა სწრაფადვე გსიხედა წინ. -შენც. -კარგი,მოდი გამოვიცვალოთ და დავიწყოთ კარგი?თუ გინდა,რომ გამიცნო,უნდა იცოდე,რომ ვარჯიშს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. -რომელი სპორტი მოგწონს?-ვკითხე მე. -ძიუდო. -არ მიკვირს.-გამეცინა.-ჭიდაობ? -კი.-ჩაიღიმა თვითკმაყოფილმა.-შენ? მე თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. -კარგი,ერთხელ აუცილებლად უნდა შევეჯიბროთ.-შემომთავაზა მან. -როცა გინდა და სადაც გინდა. -ეს გამოწვევაა ბატონო ალექს? -თუ გინდათ ასე ჩათვალეთ. -მაშინ მიღებულია.-მითხრა და გასახდელისაკენ წავიდა. მეც გამოვიცვალე,როდესაც დავბრუნდი,ის უკვე ვარჯიშობდა. მე აზიდვების კეთება დავიწყე და წამით გავაპარე მისკენ მზერა, აშკარა დაინტერესებით მათვალიერებდა და კმაყოფილი იღიმოდა, მე მის გამომეტყველებაზე გამეცინა. -ნუ იცინი.-მიხვდა,რომ შევხედე. -კარგი.-ვუთხარი და ისევ გამეცინა. მან წარბები შეკრა და იმ რგოლზე ზუსტად იგივე პოზიციაში ჩამოეკიდა,როგორც რამდენიმე დღის წინ,ისე დახვეწილად და გრაციოზულად მოძრაობდა,რომ ახლა მე ვეღარ მოვწყვიტე თვალი მან კი უბრალოდ ჩაიღიმა. -ხედავთ?ასეთ დროს თავის კონტროლი ძნელია.-წაიმღერა მან. ორი საათი ვვარჯიშობდით,შემდეგ გამოვიცვალეთ და სპორტული დარბაზიდან გამოვედით. მარიამმა მოტოციკლი დიდი შენობის კართან გააჩერა,რომელიც როგორც ჩანს ადრე საწყობი იყო. შიგნით შესვლის თანავე გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა. -მაგარია.-აღმომხდა,კედლები საღებავებით იყო მოხატული, აქა-იქ სახატავი დაზგები და ტილოები ეწყო,სხვადასხვა ფერის და ფორმის საღებავის ქილები ლამაზად იყო ჩამწკრივებული.-შენია? -ჩემია.მიყვარს დროის აქ გატარება მამშვიდებს, შენ დაათვალიერე, მე კი ცოტა ხანი დავხატავ კარგი? -კარგი.-ვუთხარი და მისი ნახატების თვალიერება დავიწყე, ერთმანეთზე დაუდევრად ეწყო ულამაზესი პორტრეტები, ლონდონის ხედები,აქა-იქ საქართველოს ღირსშესანიშნავი ადგილებიც იყო,თითოეული საოცრად იყო შესრულებული, იქვე კუთხეში საგულადგულოდ იყო დამალული რამდენიმე პორტრეტი, მივედი და დავაკვირდი.წამებში ვიცანი მარამის ყოფილი ქმარი ანდრე. -ეგენი არა.-მომაძახა და პორტრეტები ისევ ჩამალა. -ანდრეა? -ანდრეა... -გენატრება? -ალექს,გთხოვ არ მინდა ამაზე საუბარი...-თვალებში მწუხარება ედგა. -მომეწონა,ლამაზად ხატავ. -მადლობა. -წავიდეთ?-შევთავაზე მე. -წავიდეთ. -ვისაუზმოთ. ორ საათში ფინისგან მივიღე შეტყობინება,მწერდა,რომ იმფორმაცია იმეილით გამომიგზავნა, ელექღრონულ ფოსტაზე შევედი და სათაური წავიკითხე.„მერი მარშალი" ჯერ ტელეფონს შევხედე,შემდეგ მერის,რომელიც ჩუმად იჯდა და წვენს მიირთმევდა. არა, მას ასე ვერ მოვექცეოდი,ყველაფერს გავაკეთებდი მისთვის და როცა დრო მოვიდოდა თვითონ მეტყოდა არც კი დავფიქრებულვარ ისე წავშალე წერილი და ტელეფონი ჯიბეში ჩავიდე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.