არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (18 თავი)
-მარიამ...მარიამ კარგად ხარ?-გავითიშე და ყურში მხოლოდ ეს ჩამესმოდა.-ღმერთო როგორ მომენატრე. უკან გამოვიწიე და კიდევ ერთხელ წავაწყდი მის კუნაპეტივით შავ თვალებს...მაგრამ წამში გავიაზრე,რომ ისინი არ იყვენენ,ძალიან ჰგავდნენ, მაგრამ არა... -ელენე...-დავიჩურჩულე და მონატრებულს კიდევ უფრო ძლიერად შემოვხვიე ხელები. -რამდენი ხანი გავიდა...ვიცი,რომ გიჭირდა,მაგრამ მე როგორ დამივიწყე? -შენი თვალები....-ამოვიკნავლე. -ვიცი,ვიცი ჩემო ლამაზო,მეც....-ელენე ჩემთან ერთად ტიროდა და ძლიერად მიკრავდა გულში. ორი წუთის შემდეგ ერთმანეთს მოვშორდით და გაოცებულ ბიჭებს შევხედეთ. -თქვენ...ერთმანეთს იცნობთ?-ალექსი გამოერკვა პირველი. -საიდან?-ახლა დემეტრე ჩაერთო. -მარამ,წამოდი დაჯექი...-ფეხები მიკანკალებდა, ცოტაც და წავიქცეოდი. -არ აგვიხსნით?-ალექსს ხმაში ბრაზი შეეპარა. -ერთი წუთით...შენ ის მარამი ხარ?-დემეტრემ ალბათ ყველაფერი იცოდა და ნელ-ნელა ხვდებოდა.-აი თურმე რატომ მეცნობოდი... -მე ის მარამი ვარ...-ჩავილაპარაკე დანანებით და თავბრუს ხვევა ვიგრძენი. -მერი ცუდად ხარ?-ალექსმა ხელი შემაშველა. -შეგიძლია წყალი ამომიტანო? -კი,ახლავე. ************** ალექსი ************** ქვევით ჩავედი,წყალი ვიყიდე და პალატასთან მისულმა ხმები გავიგე: -ალექსმა არაფერი იცის?-დემეტრეს ხმა იყო. -არა.-მერის ხმა ისეთი უცნაური იყო,ჩამწყდარი და სევდიანი. -არ აპირებ უთხრა? -არ ვიცი...კი...უბრალოდ...მეშიანია... -რისი გეშინია? -მეშინია,რომ გაიქცევა... -უნდა იცოდეს...მარიამ,უნდა უთხრა. -ვეტყვი... —როდის? -მალე. -კარგი,სჯობს შენ უთხრა მე და ელენე კი,არაფერს ვიტყვით. -მადლობა. -მარამ... -ბატონო... -მე შენ გაფასებ,მართალია არ გიცნობ,მაგრამ ბევრი მსმენია და ალექსაც ვიცნობ...ნუ გეშინია,ის არ წავა... -მადლობა... -მართლა...შენ ძლიერი ქალი ხარ... კარი გავაღე და შევედი,მერის წყალი მივაწოდე,მანაც მოსვა და შემდეგ სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა. -ერთმანეთს საიდან იცნობთ?-სიჩუმე მე დავარღვიე. -მარამი ჩემი რძალია.-მიპასუხა ელენემ. -რძალი? -ხო...ძმის ცოლი...-ეს ბოლო წვეთი იყო,მერი დაქორწინებულია? -რა?! -ჯანდაბა!-მერი პალატიდან გავარდა,გავეკიდე,მაგრამ გაქრა და ვეღარ ვიპოვე. -რა რძალი?!ელენე ამიხსენი...-ისევ პალატაში შევვარდი,აღარ ვიცოდი რა გსმეკეთებინა,ყველაფერი ისე არია,რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი.-მარამი გათხოვილია და ახლა ვიგებ?! -არ შემიძლია ალექს,მე ვერაფერს გეტყვი,მან თვითონ უნდა აგიხსნას...-ელენეს თვალებიდან ცრემლები სცვიოდა, დემეტრე ძლიერად ეხუტებოდა და მე კი მანიშნებდა მერი მოძებნეო. გარეთ გამოვედი,მერის დავურეკე,მაგრამ გამორთული ჰქონდა შემდეგ კი სასწრაფოდ ვიპოვე მიკას ნომერი : -ოჰ,რა პატივია ბატონო ალექს. -მიკა,მერი შენთანაა?-არც კი მივესალმე. -არა...მე მეგონა შენთან იყო?რამე მოხდა?! -არ ვიცი როგორ გითხრა... -ალექს! -იცი ელენე ვინაა? -ღმერთო...არ მითხრა...ნახა? -კი. -ჯანდაბა... -რამე იცი? -დღეს მძიმე დღე იქნება.-ხმაში ტკივილი ერეოდა. -რატომ? -ნახავ...ახლა სად ხარ? -შენ? -მასთან მიდი სახლში... -ახლა? -ახლა არა,დაახლოებით ღამის პირველ საათზე გამოჩნედება. -შენ არ წამოხვალ?-გამიკვირდა. -არა...არა მგონია შემომიშვას...შენ შეიძლება...მიხედე კარგი? -მიკა...არ ვიც რა ვქნა. -ვერაფერს იზამ...უბრალოდ დაელოდე...-მივხვდი,რომ ტიროდა და მობილური გამითიშა. -ჯანდაბა...მერი სად ხარ?-მანქანაში ჩავჯდექი და მის სახლში წავედი.კარები გავაღე და ნანახით გაკვირვებული დავრჩი,ყველა ვაზა, სუვენირი,სარკე,წიგნი,ყველაფერი ძირს ეყარა.მინების ნამტვრევებში გავიარე და დივანზე დავჯექი.„ნუთუ ეს შენ გააკეთე?"თავს ხელებში ჩავდე და ვცდილობდი დღევანდელი დღე გადამეხარშა,მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვა მიტივტივებდა გონებაში და ყველა სხვა ფიქრს სჯობნიდა...„გათხოვიალია".... ღამის ორი საათი იყო ,როდესაც კარი გაიღო და ნაბიჯების ხმა მოისმა... -მერი შენ ხარ? -წადი...- თქვა დასუსტებული ხმით.სიბნელეში ვერაფერი დავინახე... -სად იყავი? -სხვაგან. -მერი...ნუ მექცევი ასე!იცი როგორ ვნერვიულობდი?! -წადი ალექს... -რატომ?-შევეკითხე,ის კი ხმას არ იღებდა. -არ მინდა ასეთი მნახო...-ვხვდებოდი,რომ ტიროდა,შუქი ავანთე და ნანახით თავზარდაცემული დავრჩი. -ჯანდაბა...მერი სისხლი მოგდის!-მივვარდი,სახე მთლიანად დალურჯებული ჰქონდა,ჭრილობებიდან კი სისხლი სდიოდა. -წადი ალექს...-ისევ იმეორებდა. დოლბანდები და სპირტი ვიპოვე,ახლოს დავუჯექი და ჭრილობების დამუშავება დავიწყე,ის წარბსაც არ ხრიდა და ჩუმად იჯდა. -ხმა ამოიღე...-უკვე ვბრაზდებოდი. -რა გითხრა? -სად იყავი? -ვიჩხუბე.-მშვიდად მიპასუხა. -რა ქენი?! -ბრძოლა წესების გარეშე. -რა?! -ალექს!თავს ნუ ისულელებ! -იქ რა გინდოდა?გაგიჟდი?!-საშინლად გაბრაზებული ვიყავი. -მინდოდა...-ცრემლები წამოუვიდა თვალებიდან. -რა მერი?!რა გინდოდა?! -ტკივილი.-თქვა და თვალები დახუჭა. -გიჟი ხარ,გიჟი!-წამოვხტი. -ვიცი. -მერე?!ასეთი რა მოხდა?! -არ მეტკინა. -ხუმრობ?!სტეიკს ჰგავხარ. -არ მეტკინა.-გაიმეორა. -ჯანდაბა!მერი არ მისმენ?! -მაპატიე...-თქვა და ძლიერად ჩამეხუტა.მე წამში დამავიწყდა გაბრაზება და ხელები მოვხვიე. -წამოდი...დაისვენე.-ხელში ავიყვანე და ფრთხილად დავაწვინე საწოლზე. -არ წახვიდე...-ჩაიჩურჩულა და ძლიერად მომხვია ხელები. მეც გვერდით მივუწექი და ჩალურჯებულ სახეზე ნაზად დავუწყე ფერება. -ჩემო ლამაზო...-ჩავჩურჩულე ყურში, მას კი გაეცინა. -ასეთ სტეიკივით ქალს,მხოლოდ შენ თუ ეტყოდი მაგ სიტყვებს. -მერი... -გისმენ...-ის ცხვირს ჩემს კისერში დააცოცებდა. -დაქორწინებული ხარ? |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.