შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გულს ვერ უბრძანებ (4)


25-03-2018, 22:41
ნანახია 1 684

თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დაეშვა. გოგონამ, როდესაც ფეხი მიწაზე დადგა შეკრთა და კანკალმა აიტანა. ერთხანს ადგილიდან ვერ იძროდა, მაგრამ დამიანეს შეხებამ გამოაფხიზლა. ბავშვს ხელი ჩასჭიდა და გასასვლელისკენ წავიდა. კიდურებს ძლივს იმორჩილებდა, თუმცა თავი ამაყად ჰქონდა აწეული და წინ მიაბიჯებდა. მალე დაადგნენ სახლისკენ მიმავალ გზას, ნუცას გონებაში კი მოგონებები აიშალა:
***
-ნუცა, ასე ჩქარა ნუ გარბიხარ.- ეძახდა დიტო წინ მორბენალს და აქოშინებულ თორნიკესთან ერთად ძლივს მისდევდა გოგოს.
-კარგით რაა, ბიჭებო- შემოტრიალდა გოგო- კაცმა, რომ გკითხოთ ყველაფერი შეგიძლიათ.- კისკისებდა ნუცა
-ნუცა- ძლივს სუნთქავდა თორნიკე, მოიხარა და ხელები მუხლებზე დაიდო.- ერთხელაც შემიწირავ.
კარგით ჰო, კარგით- ბუზღუნი დაიწყო გოგომ, მაგრამ თვალებში ჭინკები აუთამაშდა, როდესაც იქვე ქალი დაინახა, რომელიც ბაღს რწყავდა- წყალს მოგიტანთ, თუ გინდათ.- ბიჭებმა მხოლოდ თავი დააქნიეს. ნუცა მალევე დაბრუნდა, მაგრამ ხელში ბოთლის ნაცვლად შლანგი ეკავა- ბიჭებოო- გველურად გაიღიმა გოგომ, მალე კი პარკში მხოლოდ ბიჭების ყვირილი და ნუცას კისკისი არღვევდა.
***
ნაცნობი ადგილების დანახვისას, ცრემლები ძლივს შეიკავა. ხვდებოდა, რომ თანდათან სახლს უახლოვდებოდნენ, ადგილს რომელთანაც ბევრი მტკივნეული მოგონება აკავშირებდა. მანქანა მალე დიდ ჭიშკართან გაჩერდა, ყველა გადავიდა ნუცას გარდა, თვითონ კი გაშეშებული იყო ერთ ადგილას და სუნთქვა ეკვროდა. არ ეგონა წარსულთან პირისპირ შეხვედრა ასეთი ძნელი თუ იქნებოდა.უცებ დიტოს ხმამ გამოაფხიზლა:
-პატარავ, ვიცი გიჭირს, მაგრამ...
- არ შემიძლია- ტკივილით ამოილაპარაკა- კიდევ ერთხელ, ვერ გავუძლებ.- თქვა და თავი ხელებში ჩარგო.
-ნუცა, შემომხედე- თავი ააწევინა და თვალებში ჩააჩერდა ბიჭი- ეხლა შენი დროა, უნდა დაანახო ყველას, რომ ძლიერი ქალი ხარ. გაიხსენე ის სიტყვები მოსკოვში, რომ გვითხარი, ნუთუ ეს მხოლოდ სიტყვები იყო? ყველას უნდა უჩვენო, დაუმტკიცო, რომ შენ, შეშინებული პატარა გოგო აღარ ხარ. შეხედე დამიანეს- უთხრა და ჭიშკართან მდგომი ბავშვისკენ გაახედა.- ხომ თქვი, რომ ის შენი შვილია? ხოდა დაიცავი ის, როგორც ძლიერმა დედამ.
ნუცა, დიტოს სიტყვებზე გამოცოცხლდა. ბიჭი ყოველთვის ახერხებდა მის გამხნევებას, როდესაც ცუდად იყო. ცრემლები მოიწმინდა და მანქანიდან გადავიდა.
დადეშქელიანების დიდი, სამ სართულიანი სახლი ყოველთვის მდიდრული იერით გამოირჩეოდა, უზარმაზარი ეზოთი და ბაღით. სახლი ერთი შეხედვით ადამიანის თვალს დაატყვევებდა, მაგრამ არავინ იცოდა, თუ რამდენ ბედნიერებას, სიხარულს, ტკივილს, იმედგაცრუებასდა უბედურებას იტევდა ის. ნუცამ კი იცოდა, ის ხომ ამ სახლში გაიზარდა და ყველა გრძნობა განეცადა, რაც ამ ერთი შეხედვით ბედნიერ ოჯარხ გამოეცადა. ბავშვზე ხელჩაკიდებულმა გაიარა ეზო და სახლში შევიდა, უკან კი თორნიკე და დიტო მდუმარედ მიჰყვებოდნენ. ყველა ნაბიჯზე, თითოეულ მათგანს ერთად გატარებული მოგონებები ახსებდებოდათ. სამივეს თვალებში კიაფობდა ცრემლი, მაგრამ ნაპრალს ვერსად პოულობდა, რომ ჯებირი გადმოელახა.
სახლში შესულებს Fეხის ხმა მოესმათ და მალევე გამოჩნდა, ამ ხმის პატრონი, ნუგზარ დადეშქელიანი, კაცი, რომელსაც დრომ, თავისი კვალი დააჩნია. ნუცამ, როდესაც ის დაინახა შეამჩნია, სახეზე დაბერება ეტყობოდა, თვალები კი ჩამქრალი ჰქონდა. თვალნათლივ ჩანდა, რომ ამ სახლში ბედნიერი დღეები დიდი ხანია აღარ დამდგარა. გოგომ ფიქრები თავიდან ამოიგდო, თვალზე მომდგარი ცრემლი უკუაგდო და სახეზე ცინიკური ღიმილი აიკრა.
-გამარჯობა, ნუგზარ- სარკასტულად ამოილაპარაკა მან.
კაცს კი სახეზე მწუხარებასთან ერთად გაკვირვებაც გამოესახა.
-ნუცა, როგორ შეცვლილხარ შვილო.- წარმოთქვა და გოგოსკენ გაემართა , მან კი წინააღმდეგობის ნიშნად ხელი აწია და კაცს გაჩერება ანიშნა.
-არ მომეკარო,- მშვიდად ჩაილაპარაკა მან, მაგრამ მაინც იგრძნობოდა ზიზღი და სასოწარკვეთა. ყველას გაუკვირდა, მაგრამ მალევე მიხვდენენ, რომ სიმშვიდეს იქვე მდგობი ბავშვის გამო ინარჩუნებდა.- ერთხელ უკვე ვუთხარი თორნიკეს, მეორედ კი შენ გიმეორებ, ნუცა აღარ არსებობს, აღარ ვარ ის დაუცველი გოგო, შენს წინაშე სხვა ადამიანი დგას, ეს კარგად დაიმახსოვრე და კიდევ ყველას კარგად გახსოვდეთ, რადგან ამ სახლში დავბრუნდი არ გეგონოთ, რომ რომელიმეს გაპატიეთ, აქ რამდენიმე დღე ვიქნები, სანამ სახლს ვიპოვი. იმედი მაქვს კიდევ არ მომიხურავთ კარს.- სარკაზმით დაასრულა მან.
-მაპატიე,- მხოლოდ ამის თქმა მოახერხა კაცმა და სავარძელში ჩაეშვა, მაგრამ მელევე ბავშვს მოკრა თვალი და ისევ ფეხზე წამოდგა- ბავშვი?- გაკვირვებული ხან ნუცას უყურებდა, ხან ბიჭებს.
-ის ნუცას შვილია მამა.- ხმა ამოიღო თორნიკემ.
- კი მაგრამ, როგორ?- სულმთლად დაიბნა კაცი- ჩვენ ხომ, ვიცოდით,რომ...- სიტყვის თქმა ნუცამ შეაწყვეტინა
-დიახ, დიახ- ჩაიცინა მან- თქვენ იცოდით,რომ ნუცა მოსამსახურედ მუშაობდა, ვინმე ანასტასია ბარნოვასთან, მაგრამ რას წარმოიდგენდით, ანასტასია თუ მე ვიყავი.
- რა?- ხმა წაერთვა კაცს.
- ნუცა, გეყოს ამდენი ირონია.- მკაცრად მიმართა თორნიკემ
ნუცას კი ყურადღება არავისთვის მიუქცევია და ბავშვთან ერთად მეორე სართულისკენ დაიძრა. სახლში ბევრი არაფერი იყო შეცვლილი. როდესაც თავისი ოთახის კარი შეაღო დაინახა, რომ ყველაფერი ისევ იგივე იყო. ვარდისფერი კედლები, წიგნების თარო, საწოლი, მაგიდა, ნივთები, სურათები ყველაფერი ისეთივე იყო როგორიც 10 წლის წინ დატოვა. მხოლოდ ერთი სხვაობა იყო, ამ ყველაფრის დანახვა ნუცას ეხლა უკვე ტკივილს გვრიდა. მალევე მოეგო გონს და დამიანეს გახედა რომელიც ინტერესით ათვალიერებდა ოთახს.
-დედა, ეს შენ ხარ?- ჰკითხა ბიჭმა და ფოტო გაუწოდა სადაც თორნიკესთან ერთად იყო თოვლში ჩაფლული, დიტო კი მათ თოვლს ესროდა. ისევ ტკივილი, ისევ მოგონებები მოეძალა და დადი მწუხარებით ამოილაპარაკა
-კი, მე ვარ, პატარავ. ეხლა კი დროა დავიძინოთ დამღლელი დღე იყო.
ბავშვი დააძინა, მაგრამ თვითონ თვალს ვერ ხუჭავდა. ოთახის თითოეულ წერტილს ხელით ეხებოდა და ყველაფერს იხსენებდა:
***
-ნუცა, გაიღვიძე სკოლაში გაგვიანდება.- გაისმა ოთახში თორნიკეს ხმა.
- ჰმმმ.-ამოიზმუვლა გოგომ
- ნუცა, ხელში ყინულით სავსე თასი მაქვს იცოდე.- მზაკვრულად ჩაილაპარაკა ბიჭმა.
-კარგი რაა- ბალიშში თავჩარგული ლაპარაკობდა გოგო.
-ნუცა სამამდე ვითვლი.- ეს თქვა და თვლა დაიწყო- ერთი- თან ამბობდა და თან საწოლს უახლოვდებოდა.
-სამი- დაიკივლა გოგომ, ლოგინიდან წამოხტა და თასს ხელი აკრა, ყინულები კი თორნიკეს სახეში შეეყარა. ბიჭმა ძლივს ამოისუნთქა. ნუცა კი სიცილით საწონზე ხტუნავდა, როდესაც თორნიკემ აბაზანაში შეათრია და ცივი წყალი მოუშვა, კაბინის კარებიკი გარედან ჩაკეტა. როდესაც მიხვდა, რომ გოგო უკვე საკმაოდ სველი იყო და უკვე ბრაზისგან მინასაც გამოამტვრევდა კარი გაუღო, პირსახოცი შემოახვია, შუბლზე აკოცა და უთხრა
- ერთით-ერთი დაიკო- თქვა და კარს უკან გაუჩინარდა.
***
მალე გამოერკვა ნუცა ფიქრებიდან , თვალებიდან ცრემლები სცვიოდა. ასე იდგა და ტიროდა, უკვე ათი წელია რაც ჩვევად აღვს ღამით ტორილი. მალე ცრემლები შეიმშრალა, აივანზე გავიდა, ჯიბიდან მობილური ამოიღო და ნომერი აკრიფა
-თბილისში ვარ, მჭირდები.



№1 სტუმარი სტუმარი უცნობი

ბოლოში კი დაგვიტოვე ინტრიგაააა ძალიან მომწონს მე ეს ისტორია ვნახოთ რა როგორ იქნება. ველოდები ახალ თავს

 


სტუმარი უცნობი
ბოლოში კი დაგვიტოვე ინტრიგაააა ძალიან მომწონს მე ეს ისტორია ვნახოთ რა როგორ იქნება. ველოდები ახალ თავს

მადლობა <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent