შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემთვის დაბადებული (სრულად)


26-03-2018, 00:42
ავტორი nataliko
ნანახია 5 672

ჩემი პირველი სიყვარული ყველაზე უცოდველი და წმინდა რამ იყო . მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ რადგან ეს გრძნობა განვიცადე. ბევრი ადამიანი კი ისე კვდება ვერ გაუგიათ რა არის სიყვარული.

ჯერ კიდევ 13 წლის პატარა გოგო ვიყავი,მეგობარმა დაბადების დღეზე დამპატიჟა. უამრავი ადამიანი ჰყოლია მიწვეული,მეც ჩემი საუკეთესო მეგობრის, გვანცას გვერდით დავჯექი. თავიდანვე ვგრძნობდი ვიღაცის დაჟინებულ მზერას.გახედვა მერიდებოდა,საკმაოდ მორცხვი ბავშვი ვიყავი. თუმცა საბოლოოდ მაინც ავათვალიერე ჩუმად ბიჭი,რომელიც თვალს არ მაშორებდა. რაღაც მომენტში ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ,მაშინვე გვერდზე გავიხედე. გული ამიჩქარდა ვერ მივხვდი რატომ.


მე ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით ბიჭი არასდროს მომწონებია, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ლამაზი ვიყავი და ბევრი თაყვანისმცემელიც მყავდა და ასეთი გულის აჩქარებაც ჩემთვის უცხო იყო.
ცოტა ხანში მე და გვანცა გარეთ გავედით,მივხვდი,რომ უცნობი ბიჭიც გამომყვა თან ჩემი ნაცნობი,ანანო ახლდა. ანანომ გადამკოცნა და გამაცნო გიორგი. ძალიან ავღელდი,მივხვდი, რომ ეს ყველაფერი გიორგიმ მოაწყო. გულის სიღრმეში ძალიან მესიამოვნა. ამ დღეს ამით დასრულდა ჩვენი კონტაქტი. მე მალევე წამოვედი სახლში.



2დღის შემდეგ უცნობი ნომრიდან მომივიდა შეტყობინება.
-როგორ ხარ მარიამ?
-რომელი ხარ?
-გიორგი ვარ,ანანოს გამოვართვი შენი ნომერი, იმედია ცუდად არ გაიგებ.
- არა გიორგი ცუდად რატო უნდა გავიგო, მეგობარი ზედმეტი არასდროს არის.ჩემს ამ პასუხს მისი გაღიმება მოჰყვა.
-

გადიოდა დღეები,თვეები, მე და გიორგი ყოველ ღამე ვათენებდით ერთმანეთთან ლაპარაკში. ამ ყველაფრის გარეშე უკვე ვერც წარმომედგინა,ისე მივეჩვიე გიორგი ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა.
ერთ დღესაც გიორგიმ სიყვარული ამიხსნა.მე რა ვიგრძენი?რა თქმა უნდა ეს ვიცოდი და მიხაროდა კიდეც, მაგრამ ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო,შეყვარებული მეგონა რომ ზედმეტად ადრე იყო. ვუთხარი,რომ მე მას მეგობრად აღვიქვმდი, ეს ვუთხარი და გულში საშინელი ტკივილი ვიგრძენი,ეს გიორგის დაკარგვის შიში იყო. მაგრამ ამ სიამაყეს მაინც ვერ გადავაბიჯე და გიორგიც გაქრა.1 თვე წინ ისეთი ტანჯვა მელოდა რომ ვერც წარმოვიდგენდი. მასთან ლაპარაკის გარეშე ყველაფერმა აზრი დაკარგა,მთელი დღეები გათიშული ვიყავი. იქეთ ჩემი უაზრო პრინციპების გამო რა თქმა უნდა ვერ დავურეკავდი. ზუსტად ჩემს დაბადების დღეზე მომივიდა შეტყობინება:
- გილოცავ,მარიამ, მინდა სულ ბედნიერს გხედავდე. p.s ხო ხედავ უშენიდ ვეღარ გავძელი. მომენატრე:)
- გამიხარდა შენი მოლოცვა გიო :)
- მართლა ვეღარ გავძელი ჩემი პატარა მარიამის გარეშე :)
- გიო ხო იცი ჩვენ შორის მეგობრობის გარდა არაფერია.
- მარ, ხო ხვდები რომ თავს იტყუებ? მეგობრები ასე არ იქცევიან, ყოველ წამს არ ელაპარაკებიან ერთმანეთს,ღამეებს არ ათენებენ.
- თავიდან არ დაიწყო, გიო.
- გპირდები მალე დაყრი ფარ-ხმალს.
- გეყოს!
- მიყვარხარ სიგიჟემდე!
- :) გცეემ გიო!
- ნუ ბავშვობ,მარიამ!
- დაგავიწყდა, რომ ბავშვი ვარ? :D
- მაგას რა დამავიწყებს,ჩემი პატარა ბავშვი ხარ :)
- შენი?
- აბა ვისი???
- ეეე არავისი.
- უხ როგორ მიშლი ნერვებს!!!
- წავედი მეძინება 3საათია :D
- მოიცა რა, დარჩი ცოტა ხანს ჩემი ხათრით:) მომენატრა შენთან ლაპარაკი.
- დამიყოლიე :)






ამის შემდეგ ზუსტად ერთი წელი გავიდა. ამ ერთ წელში ხუთჯერ მთხოვა მისი გოგო გავმხდარიყავი და ხუთივეჯერ უარი მიიღო,თუმცა მე უკვე ძალიან მიყვარდა. ბოლოს მივხვდი,რომ დავკარგავდი. გიორგიმ მითხრა რომ ასე ვეღარ გააგრძელებდა,მას ჩემთან მეგობრობა არ შეეძლო და უნდა ამერჩია საბოლოოდ რა მინდოდა. გიორგი ავირჩიე, ჩემი თავმოყვარეობა სადღაც მოვისროლე, მაგრამ ვიცოდი ეს ამბავი ოჯახში რომ გაეგოთ გაგიჟდებოდნენ. ეს პირველი იყორასაც დედას ვუმალავდი.ძალიან მიჭირსა მას ასე რომ ვექცეოდი,მაგრამ სხვა გზა მართლა არ მქონდა.
მართალია ძალიან ბედნიერი ვიყავი,მაგრამ მალე ყველაფერი დედამ გაიგო, ძალიან გამიბრაზდა.
მითხრა რომ ჩემთვის შეყვარებული ძალიან ადრე იყო, ჯერ უნდა მესწავლა. ტელეფონიც წამართვა კომპიუტერიც და გიოს ვერ ვუკავშირდებოდი რამდენიმე დღე. მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, იმ დღეს ქართულზე მივდიოდი და გადავწვიტე ერთი გოგოს ტელეფონიტ მესარგებლა და დამერეკა:

-გიო,მე ვარ.
-სად ხარ მარიამ,იცი როგორ ვინერვიულე არსად არ ჩანდი,უკვე ლამის სახლში ამოგაკითხე!!!
-არა,რა სახლში გიო!ეგ არ გაიფიქრო,უბრალოდ რაღაც პრობლემები მქონდა და ვერ შეგეხმიანე.
შემრცხვა სიმართლის თქმა.
დედა შემირიგდა იმ პირობით რომ გიოსთან ურთიერთობას გავწყვეტდი, ტელეფონიც დამიბრუნა.
გადიოდა თვეები,ისე მოხდა მე და ის ინგლისურის გაკვეთილზე ერთ ჯგუფში მოვხვდით მიუხედავათ იმისა რომ ჩემზე სამი წლით დიდი იყო. ამან ორივე ძალიან გაგვახარა, უფრო ხშირად ვხედავდით ერმანეთს.
მახსოვს კიბეებზე ავდიოდით უცებ შემომაბრუნა და ძალიან ნაზად უბრალოდ შემეხო ბაგეებზე. ეს იყო ჩემთვის პირველი კოცნა. ყველაზე ამაღელვებელი რამ ჩემს ცხოვრებაში. ყველაფერიპირველი და განსხვავებული გიორგისთან იყო დაკავშირებული.
ინგლისურზე სამნი ვიყავით,ჩვენთან ერთად ერთი ბიჭი იყო,ლუკა. რომელსაც ადრე მოვწონდი. გიო ძალიან ეჭვიანობდა. ერთ დღეს სიცხე ქონდა და ვერ მოვიდა. გაკვეთილის დამთავრების შემდეგ ერთად გამოვედით მე და ლუკა,ისიც ჩემს მეზობლქდ ცხოვრობდა,მომერიდა მეთქვა მე მარტო მინდა წასვლა-მეთქი.ამიტომ ერთად წავედით. სხვა გზა არ იყო. თითქმის არაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის.მაგრამ უცებ მომივიდა მესიჯი:
-რას აკეთებ?სად ხარ?
-გიო,სახლში მივდივარ უკვე,შენ კიდე ცუდად ხარ?
-კი სიცხე მაქვს. მარტო ხარ?
-არა,ლუკაც მოდის,უხერხული იყო ვერ ვეტყოდი ვერაფერს.
-ხო გთხოვე რომ არ მიუხლოვდე მაგ ბიჭს???რატომ არ მისმენ არასდროს?
-აგიხსენი უკვე როგორც იყო,დაწყნარდი.
-წავედი რა.

გიორი ძალიან ეჭვიანი იყო,ზუსტად ისეთი როგორც მე! ერთმანეთზე ავადმყოფურად ვეჭვიანობდით. თავიდან თითქოს ვიტანდი ამ ყველაფერს მაგრამ ჩვენი ურთიერთობიდან 3წლის თავზე მივხვდი რომ მეტი არ შემეძლო.
ყველანაირად ვცდილობდი გადამერჩინა ეს ურთიერთობა მაგრამ ეს ეჭვიანობა უკვე მარაზმში გადადიოდა.კლასელებთან ურთიერთობაც კი არ შემეძლო. მესიჯზე ორი წუთით რომ დამეგვიანა გიჟდებოდა და მახსნევინებდა რატომ დავიგვიანე.მოკლედ საბოლოოდ გადავწყვიტე რომ დავშორებოდი. და ასეც მოვიქეცი,ვერ ეგუებოდა ამ აზრზს, მაინც მირეკავდა ყველგან მხვდებოდა მიუხედავათ იმისა რომ არ ვპასუხობდი. ძალიან მიჭირდა ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასი იყო.მაგრამ მივხვდი რომ ესე თავს არასდროს დამანებებდა და გადავწყვიტე სხცა ბიჭთან მეცადა ბედი.

ანრი შემთხვევიყ გავიცანი კარგი ბიჭი იყო,ჩემზე 6წლით დიდი. მასთან ურთიერთობა ძალიან მომწონდა,კომფორტულად ვგრძნობდი მასთან თავს.არასდროს ეჭვიანობდა არაფერს მიკრძალავდა პირიქით ყველაფერს ზუსტად ისე აკეთებდა როგორც მე მომწონდა. მალე გიორგიმაც დაგვინახა ერთად. დამირეკა ბოლოჯერ შემხვდიო. უარი ვერ ვუთხარი. მან რაღაც რვეული მომაწოდა და მითხრა რომ მისი დღიური იყო,რომ წავიკითხავდი მივხვდებოდი მასავით ვერასროს შემიყვარებდა ვერავინ და რომ ჩვენ უკვე ერთად ვერასდროს ვიქნებოდით.
იცით გაოცებული ვიყავი,დღიური მარტო ჩემს შესახებ იყო,ეწერა ისეთი დეტალები რომლებიც აღარ მახსოვდა. ყველაფერი ისე ეწერა ცუდად გავხდი.ნიკაპი ამინკანკალდა როცა ჩვენი შერჩეული შვილების სახელები ვნახე. ცრემლების შეკავებას აზრი არ ქონდა. გიჟივით ვტიროდი. არ მეგობა ასეთი სიტყვების დაწერა ვინმეს თუ შეეძლო ჩემთვის. განსაკუთრებითდასასრული იყო საოცარი:
“შენ სხვა ხარ,შენი ყველაფერი გულთან სხვანაირად მიმაქვს. შენსავით ვერასდროს შევიყვარებ ვერავის ეს იცოდე.ალბათ შენც გათხოვდები და მეც მოვიყვან ცოლს მაგრამ ჩვენ არასდროს დავმთავრდებით. უკვე გაგიშვი და იცოდე ყველაში მე მომძებნი, ყველგან მე ვიქნები,სიზმარშიც და ცხადშიც. გაგიშვი იმიტომ რო ჩვენ ზედმეტად ერთნაირები ვართ. დაგთმე და ვიცი ბედნიერი იქნები სადაც იქნები ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს. შენ სხვა ხარ გიმეორებ.”

დავხურე დღიური და მივხვდი რომ ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპი დამთავრდა, რაღაც ყველაზე ტკბილი, რომელიც არასდროს დამთავრდება.
ბოლოს ვნახე გიორგი 3 წლის წინ, ახალი გათხოვილი ვიყავი. გამიღიმა მომილოცა,მისი შეყვარებული გამაცნო. როცა შემომხედა მივხვდი რომ მისთვის მართლა სხვა ვიყავი და ამას ვერაფერი შეცვლიდა. მერე შეტრიალდა და წავიდა,მეგონა გამოიხედავდა მაგრამ არა ისე წავიდა რომ ერთხელაც არ შემოვრუნებულა,წავიდა და თან წაიღო ჩემი საბრალო ბავშვობა.



№1  offline მოდერი Mathew

სათაურიდან გამომდინარე მეგონა,რომ ერთად დარჩებოდნენ მაგრამ შევცი.
კარგი,იყო უბრალოდ მეწყინა.
არ მოველოდი ასეთ დასასრულს,მაგრამ რას ვიზამთ..კარგი იყო ))

 


№2  offline წევრი nataliko

Girl with pretty smile
სათაურიდან გამომდინარე მეგონა,რომ ერთად დარჩებოდნენ მაგრამ შევცი.
კარგი,იყო უბრალოდ მეწყინა.
არ მოველოდი ასეთ დასასრულს,მაგრამ რას ვიზამთ..კარგი იყო ))

დიდი მადლობა შეფასებისთვის❤️ ეს ყველაფერი ჩემს მეგობარს რეალურად შეემთხვა, მე მხოლოდ სახელები შევცვალე,დასარულიც ისე დავტოვე როგორც ნამდვილად მოხდა:)

 


№3  offline წევრი kaisha13

მართლა მომეწინა ძალიან ...))) ჩემი ისტორია ვა მასენდა,ხანდახან ასეც ხდება ყველაზე ძლიერი სიყვარული ცალცალკე გრძელდება...წარმატებები შენ.

 


№4  offline წევრი nataliko

kaisha13
მართლა მომეწინა ძალიან ...))) ჩემი ისტორია ვა მასენდა,ხანდახან ასეც ხდება ყველაზე ძლიერი სიყვარული ცალცალკე გრძელდება...წარმატებები შენ.
დიდი დიდი მადლობა❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent