შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Broken wings #3


26-03-2018, 13:01
ავტორი Melancholic
ნანახია 1 612

* * *
ერთ დღესაც, მოვა ისეთი ადამიანი რომელიც, შენს ათას ნაკუწად ქცეულ გულს შეაერთებს, და შეგახსენებს რა არის ბედნიერება.

* * *

"- მაა გააჩერე გთხოვ"
გადახვევა, სატვირთო, საავადმყოფო, ჩემი ძმის შეშლილი სახე. უცებ ვწევ თავს, ცრემლებს ვერ ვიკავებ.
ჩემს ოთახში რატომ გამეღვიძა? მე ხომ გადავხტი...
არა არა და არა, ახლა მკვდარი უნდა ვიყო.
- როგორ შეგეძლო. - მესმის დემიანის ხმა და თავს მაღლა ვწევ. ისეთი სახით მიყურებს მეშინია არმომკლას.
- შენ?...
- ხო მე, კიდევ. კარგი დროზე დაგიჭირე თორემ... შენ... რა სულელი ხარ ბაბი. - ბაბი? ბაბის არავინ მეძახის.
- რატომ დამყვები.
- იმიტომ. - ნერვიულად ისვამდა თავზე ხელებს, არმესმის ერთი დღის გაცნობილ ადამიანზე ასე რატომ უნდა ნერვიულობდე.- ამას რატომ აკეთებდი.
- იმიტომ. - შევუბრუნე სიტყვა და ადგომა დავაპირე სანამ გავაანალიზებდი რომ შიშველი ვიყავი.
- ხომ ვერ მეტყვი შიშველი რატომ ვარ.
- სველი იყავი.
- და?
- და გამოგიცვალე.
- მადლობა ასე რომ ზრუნავთ ჩემზე, მაგრამ ტანსაცმლის დახდა საჭირო არ იყო. სასწაულია პირდაპირ. - ვდუდღუნებ ხალათს ვიცვამ და აბაზანაში შევდივარ, ცხელი ჭავლის ქვეში დიდი ხანი ვჩერდები. ჩემი კრემებით საწოლზე ვემხობი და ტანზე ვისვამ.

#დემიენი ????

პირველად რომ დამეჯახა, მაშინ მოვდიოდი მამაჩემის დაძალებით ახალ სკოლაში, მთელი ჯავრი მასზე ამოვანთხიე, რა აღარ ვუთხარი რაც გოგოებს ნერვებს უშლის მაგრამ წარბიც კი არ შეუხრია, მიკვირდა როგორ შეიძლებოდ ადამიანი ასეთი უემოციო ყოფილიყო, მაგრამ თვალებს ხომ ვერაფერს დაუმალავ, საშინლად ლამაზი თვალები ჰქონდა და ცრემლები უფრო ალამაზებდა, თითქოს ცრემლები კი არა ალმასები სცვიოდა თვალებიდან. როდესაც მართა მოვიდა და დამყვირა რომ "შეეშვი და წადი აქედან ისედაც საკმაოდ ატკინე" ვერმივხვდი რას გულისხმობდა. მაგრამ ბარბარას თვალებში იმხელა ტკივილი გამოისახა. თავი უკანასკნელი მეგონა...
შემდეგ სკოტი მოვიდა ჩემთან. ისეთი განრისხებული თვალებით მიყურებდა.
- დემიენ რა ჯანდაბა დაგემართა, ბარბარეს რეები უთხარი, იცი მაინც რა ჩაიდინე? ეს ბოლო წვეთი იყო, იცი მაინც რამდენჯერ უცდია თვითმკვლელობა? იცი მაინც რამდენჯერ გაუთენებია მართას მის გვერდით? იცი მართასთვის და ჩემთვის ბარბარა რამდენს ნიშნავს? ამხელა ბიჭი ხარ და ჭკვას მე უნდა გარიგებდე? გოგო რომელმაც მშობლები ცოტა ხნის წინ დაკარგა. იცი მაინც რომ სულ იმას ამბობს რომ ჩემი მშობლები მე მოვკალიო. ღმერთო ჩემო დემიენ როგორ არგითხრა რომ ნამდვილი ს*რივით იქცევი. - ამ სიტყვებმა ყველაფერი ამომიტრიალა თავში და თავდაყირა დააყენა. სკოტს მისამართი გამოვართვი და მასთან წავედი. სიმღერა იმხელა ხმაზე იყო აწეული ვერაფრით გავაგებინე, მერე აღმოჩნდა რომ კარი ღია იყო. შიგნით შევედი მაგრამ არავინ ჩანდა. მისაღებიდან საძინებლამდე მიმავალ გზაზე აქაიქ ეყარა მისი ტანსაცმელი... ჩემდაუნებურად გამეღიმა მაგრამ როცა საძინებელში შევედი ყრუდ გავიგე ყვირილის ხმა. სააბაზანოს კარი ღია იყო მაგრამ შესვლა ვერ გავბედე.
შემდეგ სამზარეულოში შემოვიდა და მაცივრის კარი გამოაღო. ისეთი ლამაზი იყო, მისი ყურებისას ჩემდა უნებურად სულ მეღიმებოდა. კარებში სპეციალურად გადავუდექი წინ. მთელი წყალი ტანზე გადაესხა. ისე მომინდა იმ წამს...
შემდეგ სინათლე აანთო და ჩემი დანახვისას თვალები გაუფართოვდა, მაგრამ ძალიან გამიკვირდა რომ არ შეშინებია. საძინებელში რომ მითხრა შებრუნდიო ამანაც გამაკვირვა სხვა გოგონებივით არ იქცეოდა. შემდეგ სარკე ჩემს წინ... ულამაზესი სხეული ჰქონდა... თმა რომ გადაიწია გვერდზე, ზურგზე ორი ერთმანეთის მსგავსი წითელი ხაზი შევნიშნე, რომლების ერთმანეთთან ზუსტი წყობით იყო და ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა თითქოს ფრთები დააჭრეს.
შემდეგ ბარში მეც კი არვიცოდი რატომ გავბრაზდი ასე როცა ვიღაც ბიჭი მის ტანზე დაასრიალებდა ხელებს. მინდოდა ყველა მომეკლა ვინც მას ეხებოდა.
შემდეგ წვიმაში... როცა დავინახე წვიმაში როგორ ცეკვავდა და მღეროდა... გული უცნაურად შემიტოკდა. არასოდეს მჯეროდა ერთი ნახვით სიყვარულის... ახლა რა ჯანდაბა მჭირდა. შემიყვარდა. ისე გაუცნობიერებლად, მისი ღიმილიც კი არმქონდა ნანახი. არვიცნობდი და მიყვარდა. აკრძალული ხილი რომელსაც ისე ვეზიზღებოდი რომ სხვა თვალით არცკი შემომხედავდა.
შემდეგ როცა მასთან შევედი აივნის კარი იყო ღია, სიმღერის ხმა გავიგე, და როცაგავედი ადგილზე გავშრი, ბაბი გაურკვეველ სიმღერას მღეროდა, რამდენიმე სიტყვა გავარჩე, დამსხვრეულიფრთები, და ფრენა, ვერაფერი გავიგე. კიდეზე იდგა და ჩემსკენ ბრუნდებოდა, თვალებ დახუჭული. ხელები გაშალა და თავი უკან გადასწია. ნელა მივუახლოვდი მაგრამ უცებ ჩაიკეცა. ხელი ვტაცე და ძლივს დავიჭირე რომ არ გადავარდნილიყო.
სახლში შევიყვანე. სველი ტანსაცმელი დავხადე და დავაწვინე... ვერაფრით ვერ ვიძინებდი. სკოტის სიტყვები გამახსენდა "ეს ბოლო წვეთი იყო". ჩემი ბრალი იყო. მე რომ არა ასე არ მოიქცეოდა. ვიჯექი და ვუყურებდი ისეთი საყვარელი იყო. თმა სახეზე ჩამოშლოდა, და ტუჩებდ აცმაცუნებდა...
რატომ მეშინია შენი დაკარგვის როცა შენ ისედაც არ ხარ ჩემი )) მეღიმებოდა ესე უაზროდ.
დილით როცა გაიღვიძა გაბრაზდა ტანსაცმელი რომ დავხადე, არადა განძრახ დავხადე სიბნელეში.

#ბარბარე ????

დემიენი გავაგდე და სკოლაში წასასვლელად დავიწყე მომზადება. შავი დახეული ჯინსი, თეთრი ტოპი და დიდი ზომის შავი ჯინსის ქურთუკი ასევე დახეული. ფეხზე ნაიკის აირFორსები.
მხარზე ჩანთა მოვიგდე ყურსასმენები გავიკეთე და ლიფტს დაველოდე.

......
მანქანიდან გადმოვედი და სკოლისკენ გავემართე... სათვალეები მოვირგე და ყურსასმენებში სიმღერას ბოლომდე ავუწიე.
Arctic monkeys - i wanna be yours სასიამოვნო ჰანგები ჩამესმოდა ყურებში... ტერნერის საოცარი ხმა.
ყურადღებას არავის. ვაქცევდი პირდაპირ მივდიოდი კლასისკენ...
1 წლის წინ ვმღეროდი,
მამას უყვარდა როცა ვუმღეროდი, კონცერტებზეც კი გამოვდიოდი, მიხაროდა მათი სიხარული. მას მერე მხოლოდ ჩუმად ვმღერი ჩემთვის.
კლასში შესვლის თანავე მართა შემომახტა.
- ბარბიი, მომენატრე.
- მეც. - გაღიმება ვცადე მაგრამ, დაჭყანვას უფრო გავდა.
- ბარბი გინდა ხვალ საყიდლებზე წავიდეთ გამოსაშვები საღამოსთვის.
- არმოვდივარ მე მართა.- კლასში დემიენ შემოვიდა და ჩემს უკან დაიკავა ადგილი.
- კარგი რა ბარბი ძაან გთხოვ რაა. - ყელს მიწელავდა მართა.
- მართა არმინდა გამოსაშვებზე და რაგავაკეთო?
- ბარბი გთხოვ ცოტათი მაინც თუ გიყვარვარ, ჩემი ხათრით. - მართას უკვე თვალები აუწყლიანდა.
- მაართა.... კარგი ჯანდაბას წამოვალ და რასაც გინდა იმას ჩავიცვამ, ოღონდ არიტირო. - გახარებული მართა ზედ შემომახტა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით.
- ბარბიი იცი როგორ მიყვარხარ აი ძაან, ვერც კი წარმოიდგენ ისე.
- მეც მიყვარხარ მართა. ახლა დაწუნარდი თორე ბატონი სმითი გარეთ გაგვყრის.
- აუ ძაან აჟიტირებული ვარ. - ვერ წყნარდებოდა მართა. გაკვეთილი დაიწყო მაგრამ ვერ ვისვენებდი. დემიენი მაწვალებდა, ხან თმას მწიწკნიდა ხან ქურთუკზე მეჭიდებოდა, მერე ფეხებს მირტყამდა, უკვე ყელში რომ ამომივიდა, ჩემი სკამის ქვეშ შემოცურებულ ფეხზე, სკამის ფეხი დავადგი. ხმამაღლა დაიყვირა და სახეზე წამოწითლდა. მეკიდევ სიცილს ვერვიკავებდი. მართა გაკვირვებული და გაოცებული მიყურებდა. თურმე რა... მე ვიცინოდი თანაც გულრწფელად და არა ყალბი ღიმილით. მასწავლებელმა დემიენი გარეთ გაუშვა გასვლის წინ კაცისმკვლელი თვალებით შემომXედა, მე გავუცინე და თვალი ჩავუკარი.
მალევე გაკვეთილიც დასრულდა.
- ბარბი რაზე იცინოდი? - გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა მართა. მეც ყველაფერი მოვუყევი და მართა მუცლის ატკიებამდე ვაცინე როცა დემიენის გაცოფებულ სახეს ვუყურებდით.
შემდეგ სპორტის დარბაზში შევედით. ყველა გამოსაცვლელად იყო ჩემს გარდა მე არასდროს ვთამაშობდი.
დარბაზში აყლაყუდა კალAთბურთელები შემოვიდნენ.
- ოჰოო ვინ ყოფილა აქ. გაწუწული ვირთხა. - გაწუწული ვირთხა იმიტომ შემარქვეს რომ კლასში მთლად სველი შევვარდი დაგვიანებით.
- აყლაყუდა იდიოტი. - ჩავილაპარაკე ქართულად.
- რამე მითხარი? - ყური მოსწია ახლოს.
- არა. - ჩავყვირე ყურში და ხელი ვკარი. - მომშორდი აქედან სანამ შენი შთამომავლობა შემიწირია.
- ბარბი შეეშვი. - გასახდელიდან გამოსული მართა მაშინვე ჩემსკენ გამოიქცა.
- ერთი ამას დამიხედეთ. მოდი აქ. - მომიახლოვდა ეზრა - პატარა ქალბატონო ზედმეტები მოგდის. - ფეხზე წამოვდექი და მივუახლოვდი, დარბაზი უკვე სავსე იყო ბავშვებით.
- მომისმინე აყლაყუდა მე გაგაფრთხილე იცოდე ინანებ. - კისერი მეტკინა მის ყურებაში მართლა იმსიმაღლე იყო. - შხვართი. - დავაყოლე ქართულად და მართამაც დაიწყო სიცილი. მართამ იცოდა ქართული. და ასეთ მომენტებზე სულ იცინოდა.
- რა მითხარი? - ეზრა ძალიან ახლო მოიწია.
- სასწაულია პირდაპირ. - თითები შუბლზე მივიდე. ერთი ავხედე და ფეხებშუა ამოვარტყი. ეზრა ჩაიკეცა და სახეზე ლურჯი ფერი დაედო. - არივედერჩი ბარტყო. - ვუთხარი ქართულად. ხელები დავიბერტყე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. მართა სიცილით კვდებოდა და სკოტს უთარგმნიდა რავუთხარი. შემდეგ სკოტის როხროხა ხმამ გაიჟღერა დარბაზში.
- განანებ ძუკნა. - დაიღრიალა ეზრამ. მე ერთი ფეხი ჰაერში ავწიე და თითი ავაყოლე.
- ფეხებს მომჭამ კიდე ძირში. - ვუთხარი ჩანთას დავავლე ხელი და დარბაზიდან გავედი.
სახლში გვიან მივედი, როგორც ყოველთვის. ტანსაცმელები გზადაგზა დავიხადე და აბაზანაში შევედი. იქიდან პირსაწმენ შემოხვეული პირდაპირ სამზარეულოში გავედი. მაცივრიდან თეთრი შოკოლადი გამოვიღე. უკვე ღამის 01:00სთ იყო. რა სწრაფად გადის დრო. შოკოლადის ჭამით მივიკვლევდი გზას სიბნელეში როცა მყარ სხეულს შევასკდი. სუნით ვიცანი დემიენი იყო.
- აქ რა გინდა? - სინათლე არც კი ამინთია ისე ვკითხე. არაფერი არ უთქვამს. ჩესკენ წამოვიდა, ინსტიქტურად ვიწევდი უკან სანამ კედელს არ შევასკდი. ხერხემალზე წვა ვიგრძენი და ჩემდა უნებურად წამოვიკვნესე. ხელებით პირსაწმენდს ჩავჭიდე და მთვარის შუქზე ლურჯად განათებულ დემიენის სახეს ვუყურებდი. ხელით კედელს მიაყრდნო და ჩემსკენ დაიხარა.
- რა... რასაკეთებ? ან ამ დროს აქ რა გინდა?.
- გაჩუმდი რომანტიულ მომენტს ვქმნი. - სახეზე ხელი ჩამომისვა, ატომური ტრაექტორიით დამიარა სისხლმა ძარღვებში. ეს რაღაც უცხო იყო, არასოდეს მქონია ასეთი რეაქცია ბიჭის შეხებაზე. სველი თმა სახიდა მომაშორა და ხელი კისერში შემიცურა. მეორე ხელი კედელიდან ჩემს წელზე გადმოიტანა. ტანზე ამიკრო და სახე უკიდურესად ახლოს მომიტანა.
- ეს უნდა გავაკეთო. - ჩაიჩურჩულა და ღრმად შეისუნთქა ჩემი სურნელი.
- რა უნდა გააკეთო? - ვკითხე ხმა აკანკალებულმა,
- შოკოლადის სურნელი გაქვს.- თვალს არ მაშორებდა, შემდეგ ტუჩებზე რაღაც თბილის შეხება ვიგრძენი. თვალები ჩემდა უნებურად მიმელულა. ისეთი ნაზად მიკოცნიდა, ჯერ ქვედა და შემდეგ ზედა ტუჩებს.
ჟრუანტელმა დამიარა და ვიგრძენი ზოოპარკი ჩემს მუცელში. ხელი კისრიდან სახეზე, სახიდან ყელზე და მხრებზე გადაჰქონდა და სხეულზე უფრო მაგრამ მიკრავდა.
....
ისე გაქრა თითქოს არც ყოფილა.
საწოლში შევწექი და საბანში გავეხვიე. ვერაფრით დავიძინე. მხოლოდ უაზროდ ვისვამდი ტუჩებზე ხელს და მეღიმებოდა, არა რატო მეღიმებოდა, არა და არა, მან მე გული მატკინა. არა ესე უცებ როგორ შემიყვარდა... არა ბარბარე არგიყვარს, მორჩი დემიზე ფიქრს, მოიცა რა? მე მას დემი'თი მოვიხსენიებ?
არა ბარბარე შენს თავს არ გავხარ.
დაღლილობამ თავისი ქნა და ჩამეძინა.
- ბაააააარრრბიიიიი ომიაააა ადეეექიიი. - ძილბურანში ჩამესმოდა მართას ხმა.
- დამაძინე რაა. - ვბუზღუნებ და ბალიშს თავზე ვიფარებ მაგრამ ვინ გაცდის.
- ადე გოგოოო ამდენი ხალხი გიყურებს.
- მიყურეთ და დატკბით ჩემი ცქერით.
- ადე ბარბიი არგამაგიჟო. სკოტი ძლივს დავითანხმე წამოყოლაზე, დროზე სანამ გადაიფიქრა. - მებუზღუნება მართა და ფეხზე მექაჩება.
- ა რ ა მეძინებ და დამაძინე ვა. - ვბურტყუნებ ოთხად ვიკეცები და საბანს ვიფარებ თავზე.
- ანუ არა ხო? კარგი როგორც გინდა. - ისევ ძილ ბურანში ვეშვები მაგრამ ვინ გცდის მართა თავზე წყალს მასხამ. ლოგინიდან ვხტები და მართას მივსდევ.
- ანუ ასე ხო? ამისთვის გამიმეტე? მოდი აქ. - მივდევ და ისიც სიცილ კისისით უვლის სამზარეულოს მაგიდას.
- ღმერთო ბარბი იცინის, გადაიღეთ, სკოოოტ დააფიქსირე. - სკოტი და მართა კვდებიან სიცილით. უცებ ვიღუშები და კატის თვალებით ვუყურებ ორივეს.
- კარგი... ანუ დამცინით ხო. - გაბუტული მივბარტყუნებ სააბაზანოსკენ, მაგრამ ვიღაცას ვეჯახები, ინერციით უკან ვვარდები და ვეცემი. ამაზე მართა და სკოტი გადაბჟირების პირას არიან. მეკი მართლა მწყინს. დემიენი ფეხზე მაყენებს და მშორდება. მეკი მართასკენ ვბრუნდები და აწყლიანებული თვალებით ვუყურებ.
- დამცინე ხო. - ლოყაზე ჩამოგორებულ ცრემლს უხეშად ვიწმენდ.
- რამე გატკინე? - მაშინვე ჩემსკენ მოდის დემიენი.თავს უარყოფის ნიშნად ვუქნევ. - აბა რატო ტირიხარ? - მეკითხება სერიოზული სახით.
- იმიტო რომ დამცინიან. და საერთოდაც აღარ გელაპარაკებით. - ვბურტყუნებ და თავს გვერდზე ვაბრუნებ. დემიენი იცინის და მეხუტებ. ატომური ტრეაქტორიით მივლის სისხლი სხეულში.
- რა ბუტია ხარ ბარბი ხოიცი როგორ მიყვარხარ?. - ახლა მართა მეხუტება და თავზე მისვამს ხელს, მერე სკოტიც მოდის და მეხუტება ასე სამივე ერთად.
- ჩახუტება ძალიან მიყვარს მაგრამ გავიგუდე. - სიცილით მშორდება სამივე და მეც სააბაზანოში შევდივარ.

....
მართამ იმდენი ხანი მატარა მაღაზიებში ფეხზე ძლივს ვDგავარ. ბოლოს როგორც იქნა შეარჩია თავისთვის შესაფერისი კაბა. მუქი ლურჯი, კოჭებამდე ფრიალა.
ერთი კი გავიფიქრე ამისთვის მატარა ამდენხანსთქო?
შემდეგ ჯერი ჩემზე დადგა.
- მართა არანაირი ჭრელი ფერები. არანაირად არ უნდა იყოს თვლებით და ფუშბუშა დებილობებით. - ავუხსენი მოკლედ. შემდეგ ჩემი შესაფერისი კაბაც ვიშოვე. შავი ტანზე გამოყვNილი მუხლს აცდენილი, დეკოლტე. ბრეტელებით, ზურგზეც საკმაოდ ამოღებული.
სახლში დაქანცული დავბრუნდი, მაშინვე აბაზანას მივაშურე და დიდხანსაც ვინებივრე, შემდეგ ცხელი შოკოლადი მოვიმზადე და აივანზე გადავინაცვლე. ფინჯანი მოშენებულ მოაჯირზე შემოვდგი, მეც ზედ ავძვერი და კედელს მივეყრდენი.
ფიქრებმა ისე გამიტაცა ვერცკი გავიაზრე როგორ დაღამდა.
კარებზე კაკუნის ხმა გავიგე, სახლში სინათლე არ მენთო.
- ღიაა. - გავძახე აივნიდან, ნაბიჯების ხმა გავიგე, მივხვდი დემიენი იყო. - გარეთ ვარ. - შედარებით ხმა დაბლ გავძახე.
- გამარჯობა. - მომესალმა და იქვე მდგარ პუფში ჩაჯდა, მზერა პირდაპირ მე მომაპყრო. რაღაცის თქმას აპირებდა მაგრამ ჩემი მობილური ამღერდა.
- გისმენ ლუკა. - ვუპასუხე ჩემს ძმად ქართულად.
- როგორ ხარ პრინცესა?
- ძალიან მომენატრე, როგორ უნდა ვიყო? არ ჩამოხვალ?
- შენთვის ახალი ამბავი მაქვს ბარბარე.
- გისმენ გულისყურით. რაუნდა მახაროს ჩემმა ძვირფასმა ლუკიტომ.
- ოო კაი რა მასე ნუ მეძახი. მოკლედ ცოლი მომყავს.
- რაააა? - იმხელას ვყვირი მგონი მთელს ქალაქს ესმის. - არარსებობს მეღადავები ხო.
- იცოდე 1 კვირაშია ქორწილი რაც შეიძლება მალე უნდა ჩამოხვიდე, მართა და სკოტიც წამოიყვანე, საპატიო სტუმრები იქნებით.
- 5 დღეში მანდ ვარ. - ეს ამბავი ისე მიხარია სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ.
- მიყვარხარ პრინცესა გკოცნი.
- მეც მიყვარხარ, საუკეთესო ხარ. - ვეუბნები და ვუთიშავ -oh my god
- ვინიყო? - გაბრაზებული სახით მიყურებს დემიენი.
- ჩემი ძმა, ცოლი მოჰყავს. - აივნიდან ვხტები და გაუაზრებლად ვეხუტები დემიანეს. კრთება და სხეული ეჭიმება. უცებ მოვდივარ აზრზე და ვშორდები, მაგრამ ხელზე ისე მეჭიდემა რომ წამში ვჩნდები მის კალთაში.
- არმითქვამს წადიო.- მეუბნება ჩურჩულით და თავზე მკოცნის.
- მე... - არვიცი რა ვთქვა ისე მსიამოვნებს მისი სიახლოვე.
- არაფერი თქვა. - მეჩურჩულება, თავს მკერდზე ვადებ და ვეხუტები, მისი გულიც ჩემსსავით აჩქარებულია. თვალები მელულება, მისი ხელი თმაზე ისე მსიამოვნებს, მალევე ვეშვები მორფეოსის სამყაროში. ძილბურანში ვგრძნობ როგორ ავყავარ ხელში და საწოლში მაწვენს, თვითონაც გვერდით მიწვება, ვეხუტები და ისევ ვითიშეი.
დილით მზის სხივები მაღვიძებს, გამოძრავებას ვაპირებ სანამ გავაანალიზებ რომ დემიენზე ვარ,აკრული.
ისეთი საყვარლად სძინავს, დიდ ბავშვს გავს, ჩემდაუნებურად მეღიმება და ხელი მისი სახისკენ მიმაქვს. თითებს ჯერ წარბებზე ვატარებ, მერე ლოყებზე, ცხვირზე, თვალებზე, ნიკაპზე და ბოლოს ტუჩებზე. ხელის გამოწევას ვაპირებ, მაგრამ მოულოდნელად დემიენი, მიჭერს და ხელის გულზე მკოცნის თვალებს ახელს, და მათვალიერებს, უცებ მიხურდება ლოყები. დემიენი იცინის და ლოყებს მიკოცნის, მე უფრო ვწითლდები.
- გაწითლდი.- მეუბნება გაბადრული სახით, ჩემსკენ უფრო კარგად ბრუნდება და ხელს წელზე მიცურებს.
- არ გავწითლებულვარ ასეთი ლოყები მაქვს. - ვბურტყუნებ და ორივე ხელს ლოყებზე ვიფარებ.
დემიენი ხელებს ძირს მაწებინებს, თმას სახიდან მაშორებს და ჩემსკენ ახლოს იწევს.
( მეცნობა ეს მომენტი)
ტუჩებზე ნაზად დამიწყო კოცნა. უცებ შეწყვიტა და წამოდგა.
- ბაბი გავისეირნოთ. - ისეთი თვალებით შემომხედა უარი ვერ ვუთხარი. ნახევარ საათში უკვე ჩემს მანქანაში ვისხედით, იმ განსხვავებით რომ საჭესთან დემიენი იჯდა.
- სად მივდივართ
- ბრონქსის ზოოპარკში.-მითხრა სიცილოთ. იქ არასდროს ვყოფილვარ.
მანქანას ვაპარკინგებთ და გადავდივართ. საღამოს 10 საათამდე გვაქვს დრო. ზოოპარკში ძალიან კარგ დროს ვატარებდით, შემდეგ დემიენი ნაყინის საყიდლად გავიდა და მე იქვე სკამზე ველოდებოდი, მალევე დაბრუნდა შოკოლადის ნაყინებით.
- შემდეგ სად წავალთ. - აჟიტირებულმა ვკითხე და ადგილზე ცმუკვა დავიწყე. დემიენს სახე გაუბრწყინდა.
- ვნახოთ. - მითხრა და ნაყინის ჭამას შეუდგა.
მთელი ზოოპარკი მოვიარეთ. პარკინგზე მანქანა ძლივს ვიპოვეთ ამაზე ცალკე გვეცინებოდა.
- აბა მეტყვი სად მივდივართ?
- ატრაქციონებზე. - წარბები ამითამაშა ბლექმა. მეც გახარებულმა შემოვკარი ტაში და ინსტიქტურად ვაკოცე ლოყაზე. (ხო რაგაგიკვირდათ ინსტიქტურად აკოცა)
რომ მოვტვინე ჩემი საქციელი ადგილზე დავბრუნდი და ღვედი გადავიჭირე. ამაზე დემიენმა ჩაიცინა. მეც კი გამეღიმა ჩემს საქცილეზე.
ატრაქციონებზე რაღაც საოცრება იყო. ასე მაშინაც კი არ მიმხიარულია როცა პატარა ვიყავი.
შემდეგ ეშმაკის ბორბალზე დავსხედით. ესეც ძალიან მაგარი იყო.
ისე გავერთეთ. იმწამს ყველაფერი დამავიწყა.
ყველა ატრაქციონზე ვისხედით თითქმის. სიცილით ჩავსხედით მანქანაში, თითქმი ყველაფერზე ვიცინოდით.
- გიხდება სიცილი. არც ჭიხვინებ არც ცუდი კბილები გაქვს. ამიტომ ხშირად უნდა გაიცინო.-გულში სითბო მეღვრება ისეთი თბილად მელაპარაკება.
- მგონი მიყვარხარ. - ვამბობ და თვალებს ვხუჭავ. რათქმაუნდა მას არესმის, მეხომ ქართულად ვეუბნები. მანქანას ისე ატორმუზებს ინერციით წინ ვვარდები და რომ არა ღვერდი ალბათ მინას შევასკდებოდი.
- რა თქვი?
- რავთქვი?
- რაღაც თქვი ქართულად გაიმეორე.
- ისეთი არაფერი არმითქვამს დაწყნარდი.- მანქანას ძრავს და შენობასთან აჩერებს.
ლიფტში უხმოდ შევდივართ, სახლშიც.
- მე წავალ... საღამოს შევხვდებით. - ლოყაზე მკოცნის და მიდის. მხრებს ვიჩეჩავ და საძინებლისკენ მივიწევ.
John stevens - this love'ს ვრთავ და ღიღინით მივიწევ საააბაზანოსკენ. მალევე გამოვდივარ, ახლა შოკოლადის რიტუალს ვიწყებ. ხალათ შემოცმული ვასუფთავებ სააბაზანოს და შემდეგ მზადებას ვიწყებ გამოსაშვებისთვის. თმას უბრალოდ ვიშლი, სწორი შავი თმა ოდნავ სცდება უკანალს. კაბას ვირგებ, მსუბუქ მაკიაჟს ვიკეთებ და ფეხზე მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამ. სიგამხდრისაგან გამოკვეთილად მეტყობა ტანზე მომდგარ კაბაზე მენჯები, ეს უფრო ალამაზებს ჩემს ფორმებს. ტყავის ქურთუკს ვიცვამ და სახლს ვკეტავ.
გამოსაშვებზე დაწყვილებულები შედიან, მე კი მარტო მივიწევ შესასვლელისკენ, მაგრამ დემიენი მიდგება გვერდზე.
- ულამაზესი ხარ. - ყურში ჩამჩურჩულა და წელზე მომხვია ხელი. შესვლის თანავე ვხედავ სკოტს და მართას და მათკენ მივიწევ.
- ვაიმეე ნამდვილი ფერიახარ. ერთი შენს თავს შეხედე ღმერთო ჩემო.
- შენუფრო ლამაზი ხარ მართა ძალიან გიხდება ეს კაბა და მითუმეტეს სკოტი. - ვეუბნები და მთელი გულით ვუღიმი.
შემდეგ ცეკვები იწყება და ჩემი ერთ ერთი სკოლის მოსწავლე ბობ სალივანი მთხოვს ცეკვას.
დიდიხანი არგამოგვდის ცეკვა რადგან დემიენი გვიახლოვდება და ჩემს თავს ართმევს. დიდი ხანი ვცეკვავთ. წვეულება უკვე დასასრულს რომ უახლოვდება ყველას ჩემთან ვეპატიჟები და ისინიც სიხარულით მთაNხმდებიან.
- აუ მოდი რა ის ქართული თამაში ვითამაშოთ შენ რომ მასწავლე. - სახლში შესვლის თანავე წამოიკივლა მართამ.
- რომელი?
- აი ის სასმელი რო უნდა დალიო.
- მე არასდროს? - ვეკითხები სიცილით ისე სასაცილოდ ახსნა
- ხო ხო ეგ. წადი სასმელი და ჭიქები მოიტანე.- სამზარეულოში შევდივარ ორ ბოთლს არაყს და 4 ჭიქას ვიღებ და მისაღებში გაზეთების მაგიდაზე ვაწყობ. წესებს ვუხსნი და თამაშიც იწყება. პირველი მართა ამბობს.
- მე არასდროს დამირტყამს ბიჭისთვის. -ამაზე სამივე სიცილით ვსვამთ. შემდეგ ჩემი ჯერია.
- მე არასდროს მიკოცნია გოგოსთვის. - მგონი სკოტი და დემიენი აქედან ცოცხლები ვერ გავლენ. სკოტის ჯერიც მოდის.
- მე არასდროს მილაპარაკია ქართულად. - ამბობს კმაყოფილი სახით, მე და მართა ჭიქას ხელს ვავლებთ როცა დემიენიც იღებს და სვამს.
- მოიცა შენ... ღმერთო ჩემო. - ის მარტო მიღიმის. მეც აღარაფერს ვიმჩნევ და ვსვამ. ახლა დემიენის ჯერი მოდის.
- მე არასდროს მიცდია თვითმკვლელობა. - ჯანდაბ რა საზიზღარია. აქ მხოლოდ მე მიწევს დალევა.
- მე არასდროს მოვყოლილვარ ავარიაში. - წამოიძახა მართამ და როცა მიხვდა რაც თქვა ბოდიში მომიხადა.
-დაიკიდე მართა. -ვუთხარი ქართულად და მე და სკოტმა გადავკარით.
- ჰმმ - ეშმაკის თვალებით შევათვალიერე სამივე. - თქვენ ორი მგონი აქედან ცოცხლები ვერგახვალთ - თითით ვანიშნებ სკოტს და დემის. ისინი კითხვის ნიშნით სავსე მზერას მაპყრობენ. - მე არასდროს მქონი სექსი.-ვეუბნები გამარჯვებული სახით და ხელებს ერთმანეთზე ვახახუნებ. მაგრამ როცა მართაც სვამს პირი ღია მრჩება. - ჰა ჰააა ნამდვილი წმინდანივარ. - ტაში შემოვკარი უკვე კარგად შემთვრალმა და დაბღვერილ სახეებს გავუსწორე თვალი.
კიდევ დიდხანს ვთამაშობდით. შემდეგ სკოტი და მართა წავიდნენ. მე პირდაპირ აივანზე გავედი და ღამის ნივ-იუორკს დავუწყე ყურება "ქალაქს რომელსაც არასდროს სძინავს" ჩემს თბილისი მაინც სხვაა გავიფიქრე და უკან შევბრუნდი მაგრამ დემიენს დავეჯახე. დემიენმა ერთი ხელი წელზე შემიცურა, მეორე კისერზე. ტუჩემზე ცხოველურად დამეწაფა, კოცნაში მეც ავყევი, ამით გახელებულმა ხელში ამიტაცა და საძინებლამდე გაიკვლია გზა. საწოლზე ფრთხილად გადამაწვინა, მთელ სხეულს მიკოცნოდა, შემდეგ ზედმეტი ნაჭრისგან გამანთავისუფლ მეც და საკუთარი თავიც. მერე... მერე წამიერი ტკივილიდან სიამოვნების მორევში გადავეშვი. შემდე დემიენმა სხეულზე მიმიხუტა და ყურში ჩამჩურჩულ.
- მეც მიყვარხარ. - იქვე მაკოცა და შემდეგ ორივე გადავეშვით მორფეოსის სამყაროში.
დილით წვიმის ხმა მაღვიძებს, დემიენს თავი ჩემს კისერში აქვს ჩარგული და მისი ცხელი სუნთქვა მეფრქვევა კანზე.
სახეზე თითებით კონტურებს ვუხაზავ როგორც მაშინ ისევ მიჭერს ხელს და მკოცნის.
- დღეს მივდევარ დემი.- ვეუბნები მოწყენილო ხმით, დემიანი მაშინვე სწევს თავს და თვალებში მაშტერდება. - შენც წამოდი, მხოლოდ 1 კვირით.
- არ შემიძლია. - თავს ხრის დამნაშავესავით, საწოლზე წამოვჯექი და სახეზე მოვეფერე.
- არაუშავს, მალე ჩამოვალ მეც. ახლა წავალ უნდა გავემზადო.- ვეუბნები და სააბაზანოში შევდივარ, ძალიან მეწყინა მაგრამ არაფერი არ შევიმჩნიე.
მართა და სკოტი აეროპორტში დამხვდნენ დემიენს დავემშვიდობეთ და თვითმფრინავში ავედით. ძალიან მიჭირდა მისი დატოვება, უკვე მენატრებოდა მაგრამ რას ვიზამდი.
ქორწილის დღეც დადგა. დემიენს ყოველდღე ველაპარაკებოდი სკაიპით. ქორწილის დღეს ძალიან სადა ღია ვარდისფერი კაბა მეცვა ზურგზე სრულიად ამოღებული, სწორი თმა წინ მქონდ გადმოყრილი და საკმაოდ ლამაზი მაკიაჟიც გამიკეთა მართამ.
ქორწილი ნორმალურად მიმდინარეობდა წყვილი ულამაზესი იყო, ცეკვავდნენ და მღეროდნენ. მხოლოდ მეგობრები რომ დავრჩით ჩემს ძმას და რძალს გადავეხვიე.
- ხვალ წავალ.
- რაა? არარსებობს დარჩი რა რამდენიმე დღე.
- არ შემიძლია ლუკა უნდა წავიდე.
- იცი რა? გაგიშვებ ოღონდ ერთი პირობით.
- რა პირობით?.
- აი იმ როიალს ხომ ხედავ - თითით მანიშნა ჩემმა ძმამ შავ როიალზე. - ძველ დროს გაიხსენებ. ერთი სიმღერა მოგვიძღვენი. - თავიდან რათქმაუნდა უარზე ვიყავი მაგრამ ბოლოს მაინც დამითანხმეს.
კლავიშეს თითი გადავატარე და ჩემს ადგილზე მოვთავსდი, მართამ მაშინვე მობილური მოიმარჯვა.
როგორ მომნატრებია ვფიქრობდი.
შემდეგ გადავწყვიტე
John stevens - this love (cover) -ი შემესრულებინა, დარბაზში სიმშვიდემ დაისადგურა, ყველა გაჩუმდა ჩემს მოლოდინში, მეც აღარ დავაყოვნე და დაკვრა დავიწყე. ისეთი მონდომებით ვუკრავდი და ისე ნაზად ვმღეროდი ჩემი თავის მიკვირდა. სიმღერა რომ დავასრულე ხმას არავინ იღებდა, ვიფიქრე არ მოეწონათთქო და გვერდზე კატის თვალებით გავიხედე, რამდენიმე გოგო მათშორის მართა და ჩემი რძალი სალომეც ტიროდა.
შემდეგ ყველამ ერთად შემოჰკრა ტაში. იმხელა ხმაზე ყვიროდნენ კინაღამ დარბაზი ჩამოინგრა.
მალევე წავედი სახლში და სკაიპში დავურეკე დემიენს ახლა იქ საღამო უნდა იყოს წესით. თვალი ჩაირთო და ადგილზე გავშრი, ლეპტოპი მაგიდაზე იდო მაგიდაზე კი გოგო იჯდა რომლის ტანზეც ბიჭი ხელებს დაასრიალებდა. გოგომ მაუსს ხელი შეუშვა ალბათ მან მიპასუხა. ბიჭი დემიენს ჰგავდა სასწაულად. შემდეგ გოგო ხელში აიტაცა და გავიდა. გული ნაფლეთებად მექცა, ლეპტოპს ხელი დავავლე და კედელს მივანარცხე, რატომ ვენდე. ჩემთან ასე ახლოს არ უნდა მომეშვა, რა სულელი ვარ. მთელი ღამით ვტიროდი ან რა მატირებდა, ეს რას უშველიდა. დილით სკოტი და მართა აეროპორტში მივაცილე და ვუთხარი რომ მე აღარ ვბრუნდებოდი. გული ძალიან დასწყდათ მაგრამ გამიგეს. დემიენის ზარებს არ ვპადუხობდი. უნივერსიტეტში ჩავირიცხე და სწავლა დავიწყე სამედიცინოზე, ისე უაზროდ გადიოდა დრო.
1 თვის შემდეგ სკოტმა და მართამ ქორწილში დამპატიჟეს, ძალიან არმინდოდა მაგრამ მომიწევდა წასვლა. ისე გავთვალე რომ ქორწილის დაწყებისას ჩავსულიყავი და დამთავრების შემდეგ უკან გავმგზავრებულიყავი.
მართა და სკოტი აეროპორტში დამხვდნენ.
რამდენიმე საათში უკვე ქორწილში ვიყავით შავი კაბა მეცვა ზურგზე მთლიანად ამოღებული. თმა მხრებზე მეყარა. ჩემი ანგელოზის შრამები კარგად ჩანდა.
ქორწილში დემიენი არ შემინიშნავს და ღმერთს მადლობას ვუხდიდი.
- ბარბი დღეს ხო ჩემი ქორწილის დღეა და შეიძლება რაღაც გთხოვო?
- გისმენ.
- გახსოვს შენი ძმის ქორწილში რომ სიმღერ იმღერე?
- მერე?
- ჩემი ხათრით იმღერე რაა.
- არ მინდა მართა.
- კაი რა ერთხელ ვთხოვდები ასჯერ კი არა
- კაი ხო. - პიანინოსთან დავჯექი და დავისწყე სიმღერა.
Never to return again
But always in my heart.
შემოსასვლელში დემიენ ბლექიც გამოჩნდა, მაგრამ სიმღერ არ შევწყვიტე.
This love has taken its toll on me
She said goodbye too many times before.
გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა და ჩემსკენ მოიწევდა. კანკალი ამიტყდა მაგრამ სიმღერას მაინც არ ვწყვეტდი.
Her heart is breaking in front of me.
მიღიმოდა და გონებას მითიშავდა. წვერი არ უხდებოდა. ისევ მიახლოვდებოდა და მე მაინც ვაგრძელებდი.
I have no choice cause I won't say goodbye anymore.
სიმღერა შეწყდა და დარბაზი, მქუხარე აპლოდისმენტებმა მოცვა.
ფეხზე წამოვდექი, ხალხს გავუღიმე, დემიენს ზურგი ვაქციე და გასასვლელისკენ ავიღე გეზი, გარეთ გასულმა ტაქსი გავაჩერე და მისამართიც მივეცი.
ლიფტი 25 სართულზე გაჩერდა. სახლში შევედი, როგორც მჩვევია ტანსაცმელი მისაღებშივე დავიხადე და სააბაზანოს მივაშურე. შიშველ სხეულზე მოვიცვი თბილი ხალათი და სამზარეულოში გავედი. ფრენა 3 საათში მქონდა. ყინულიანი წყალი გამოვიღე და საძინებლისკენ წავედი მაგრამ რაღაცას შევასკდი, რაღაც კი არა ზუსტად ვიცი, დემიენი იყო.
- აქ რა გინდა?
- უნდა ამიხსნა, რატომ აღარ დაბრუნდი ბაბი?
- მასე ნუ მეძახი. და შენც კარგად იცი რატომაც არ დავბრუნდი.
- შენ გეგონა რომ მაშინ იმ მაგიდასთან მე ვიყავი, მაგრამ იქ მხოლოდ ხელები ჩანდა. ის ჩემი ძმა იყო და არა მე, თვითონ მითხრა რომ,ასე და ასე იყოო. ხომ შეგეძლო გეკითხა, ესე დაუფიქრებლად რატომ მოიქეცი ბაბი?
- ანუ შენ...
- ხო მე არ ვყოფილვარ. ის ბიჭი ჩემი ძმა იყო ჩემი ძმა. გაბრიელი.
- გაბრიელი?
- გაბრიელი ხო. ჩვენ ქართველები ვართ. მამაჩემს ბიზნესი ჰქონდა თბილისში, მაგრამ მტრები გამოუჩნდა, ამ ბრძოლამ ჩემი ბიძაშვილი გიორგის სიცოცხლე შეიწირა, მას მერე იძულებულები ვართ აქ ვიცხოვროთ. - ენა ჩამივარდა ამ ყველაფრის მოსმენისას. მეც კიდევ ისეთი სულელი ვარ რომ არ გავარკვიე ყველაფერი.
- მე... - არაფრის თქმა არ მაცალა ისე მეძგერა ტუჩები, უხეშად და მომთხოვნად მკოცნიდა.
- არაფერი თქვა, მთავარია ახლა აქ ხრა. - ხელში ამიყვანა, საწოლში ჩამაწვინა და თვითონაც გვერდით მომიწვა. მთელი ღამით ერთმანეთზე აკრულები ვიწექით, არცერთს არ გვეძინებოდა, სიჩუმეს ჩვენი სუნთქვის ხმა არღვევდა, შემდეგ დაღლილობამ თავისი ქნა და ჩამეძინა.
დილით ისევ მასზე ადრე გამეღვიძა, ისევ ვეფერებოდი, ისევ ისე დამიჭირა ხელი და მაკოცა.
- წვერი არგიხდება. - ამას მისი ჩაცინება მოჰყვა. უფრო ძლიერად მიმიკრა სხეულზე.
- მიმღერე რა. - თმაზე ისე სასიამოვნოდ მეფერებოდა კნუტივით ვიყავი განაბული.
- რა გიმღერო?
- არვიცი რამე, სულერთია.
- კარგი.
With your feet in the air and your head on the ground
Try this trick and spin it!
ამ წამს ყველაზე ბედნიერი ვიყავი მასთან ერთად.
Your head will collapse, but there's nothing in it
And you'll ask yourself?
ვმღეროდი ის კი მეფერებოდა.
Where is my mind?
Where is my mind?
ჩემს გვერდით გასწორდა და თვალებში ჩამაშტერდა.
Way out, in the water see it swimmin
ხელი მისი სახისაკენ წავიღე.
I was swimmin' in the Carribean
Animals would hide behind the rocks.
მისი თვალები იმდენს სითბოს ასხივებდნენ, კინაღამ იქვე დავდნი.
Except the little fish
But he told me east was west
Tryin' to talk.
ხელი თმებში შევუცურე და მასთან უფრო ახლოს მივიწიე.
Where is my mind?
- მიყვარხარ.-ვუთხარი ქართლად და ტუჩებზე დავეწაფე.
- მეც მიყვარხარ. - მანაც ქართულად მიპასუხა, და ზემოდან მომექცა.



№1  offline წევრი Melancholic

სტუმარი shalo
vizasaot...

Gadashendi :)

 


№2 სტუმარი სტუმარი shalo

Melancholic
სტუმარი shalo
vizasaot...

Gadashendi :)

martali xar

 


№3  offline წევრი უიღბლო

hmm ra kargi ikooo ))))))))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent