შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პიცა გამოძახებით - თავი 5


24-03-2018, 23:05
ავტორი mimimimo
ნანახია 2 030

მეორე დღეს, დილით ადრე ავდექით. ბარგი ჩალაგებული გვქონდა.
-აბა, დავიძარით თბილისსა ქალაქსა შინა? - ტაში შემოჰკრა ნიკამ.
-ისევ, ისე ვნაწილდებით. - როგორც მივხდი, თორნიკე ჩვენთან ერთად იმგზავრებდა. გვერდი ავუარე და მანქანაში ჩავჯექი. გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ხმა არ გამიცია და არც თვითონ გამოუჩენია საუბრის ინიციატივა. ბალიშით არ გავწოლილვარ და კესომ გაკვირვებულმა შემომხედა.
-კარგად ხარ? - თან თორნიკეს გახედა.
-კარგად ვარ.
-როგორ მოხდა არ გაწექი. - სიცილით მითხრა და წინ შებრუნდა. გზაში მალევე მიმეძინა. სახეზე თბილი ხელები ვიგრძენი და სიამოვნებისგან გამეღიმა, თუმცა ძილ-ბუნარში მყოფს, თვალები არ გამიხელია.
უცებ, კისერი მომეღრიცა და თავი ცუდად ვიგრძენი, რის გამოც გავიღვიძე. მანქანა გაეჩერებინათ და თორნიკე მაღაზიაში გადავიდა. თურმე, ისე მეძინა, როგორც წასვლის წინ.

*

ცოტახანში კარი გაიღო და პარკით ხელში თორნიკე დაჯდა. მღვიძარე ალექსანდრას გადახედა და გაუღიმა.
-ეს შენ. - პარკი გაუწოდა. - პიცა არ იყო. - სასაცილიდ აიჩეჩა მხრები.
-არ მინდა.
-რა ბუტია ბავშვივით იქცევი.
-არ ვიქცევი ბუტია ბავშვივით.
-ხო, დამავიწყდა, რომ ისედაც ხარ.
-გამანებე თავი. - შეუბღვირა და ფანჯარაში გაიხედა. თორნიკემ პარკი გვერდით დადო, ფანჯარა ჩამოსწია და სიგარეტს მოუკიდა.
ხანგრძლივი მგზავრობის შედეგ, როგორ იქნა ჩააღწიეს თბილისში. საშინლად ცხელოდა და იწვოდა ქალაქი.
ჩასვლისთანავე წუწუნს მოჰყვნენ.
-რა გვეჩქარებოდა?
-ვერ დავეტიეთ იქ? რა გვინდოდა. - თავში ხელს ირტყამდა კესო.
-აუ, ანგარიში აღარ მაქვს, ტელეფონი მათხოვეთ, რა. - დაიწუწუნა სანდრამ.
-აიღე.
-აჰა. - კესომ და თორნიკემ ერთდროულად მიაწოდა. ჯერ თორნიკეს გახედა, შემდეგ - კესოს. კესოსკენ გასწია ხელი და ტელეფონი გამოართვა. დემნას დაურეკა.
-გისმენ, კესო.
-სანდრა ვარ. ჩემთან შევიკრიბოთ.
-კარგი.

*

საღამომდე ერთად ვიყავით.
-მე უნდა წავიდე. - ადგა კესო.
-საით?
-რომ გიყვებოდი იმაზე, უნდა ვნახო.
-ლაშა?
-ჰო.
-სად მიდიხარ? - თავი წამოყო დემნამ.
-კაფეში.
-გაგიყვან.
-არაა საჭირო, მადლობა. - კესო გავაცილეთ, მაგრამ მალევე დემნაც მიჰყვა.
აივანზე გავედი. ცოტახანს ვიდექი და შესვლას ვაპირებდი, კართან თონიკე რომ შემეფეთა. გვერდის ავლა ვცადე, მაგრამ მკლავზე მომკიდა ხელი და გამაჩერა.
-ნუ მებავშვები.
-არ გებავშვები. - შევუბრღვირე.
-ალექსანდრა.
-გისმენ.
-წამო, პიცა ვჭამოთ.
-გვიანია უკვე. - საათს დავხედე, არადა 10 სათიც არ იყო. გაეცინა და ხელი მომხვია.
-ჩემი ბუტია ბავშვი.
-არ ვარ!
-ხო, კარგი, არ ხარ. ოღონდ შენ აღარ გამებუტო და...
-და?!
-და პიცის მინისტრად დაგნიშნავ. - სიცილით თქვა და ლოყაზე ხელი მომიჭირა.

*

-გამარჯობა. - კაფეში შესულმა კესომ, ლაშასკენ მიაშურა.
-კესო, როგორ ხარ? - გაუღიმა ბიჭმა.
-კარგად, შენ?
-მეც. დღეს ჩამოხვედი?
-ჰო, ძალიან ცხელა. - როგორც იცოდა დაიწუწუნა. საუბრობდნენ ყველა თემაზე. ყველაფერს მიედ-მოედნენ. ბოლოს, საათს რომ დახედა 12-ს უჩვენებდა.
-ჩემი წასვლის დროა.
-გაგაცილებ. - კაფე ერთად დატოვეს. წვიმა ახალი გადაღებული იყო, აგრილდა და სასიამოვნო სურნელიც ტრიალებდა. სიცივისგან ოდნავ გააკანკალა და მკლავზე ხელი დაისვა. ლაშამ მოსაცმელი გაიხადა და კესოს მოაფარა.
-მადლობა. - ბიჭმა გაუღიმა და ხელი გადახვია. უსიამოვნოდ შეიშმუშნა და ოდნავ გაიწია.
-ბოდიში. - მიხვდა და ხელი უკან წაიღო.
-კესო, - საკუთარი სახელი მოესმა და უკან გაიხედა.
-დემნა, აქ რა გინდა? - გაკვირვებულმა გახედა.
-რავი, ეე, ბარში ვიყავი და დაგინახე. - კესოდან მზერა ლაშაზე გადაიტანა. -არ გამაცნობ შენს კავალერს?
-ჩემი მეგობარი - ლაშა. ლაშა ეს დემნაა. - უსტატუსოდ გააცნო დემნა და გაიღიმა.
-წამო, მანქანით ვარ და გაგიყვან.
-არ მინდა, ლაშა მაცილებს.
-კარგი. - შებრუნდა და დაუმშვიდობებლად წავიდა.

*

-გაწვიმდა.
-პიცის ჭამაში ხელს არ შეგვიშლის.
-ჰო. - ცოტა უხასიათოდ ჩანდა.
-რა გჭირს?
-ის მართლა მითხარი? - ჩაფიქრებულმა ჰკითხა.
-რა სულელი ხარ. - გაეცინა. - რა თქმა უნდა, არა. უბრალოდ, შენ მიიღე სერიოზულად.
პიცა გემრიელად მიირთვეს. წვიმამ რომ გადაიღო, ალექსანდრას თხოვნით, ცოტა გაისეირნეს, შემდეგ უკან დაბრუნდნენ და უკვე მანქანით, სახლამდე წაიყვანა.

*

-გუშინ, დემნა შემხვდა. ცოტა მთვრალი იყო. მიგიყვან, მანქანით ვარო. ლაშა მაცილებდა და ხო არ მივაგდებდი, სირცხვილი იყო. დემნას უარი ვუთხარი, კარგიო, შებრუნდა და ისე წავიდა არც დამემშვიდობა.
-ეწყინა.
-უკაცრავად, თავის ნათიას მიხედოს. - დაისისინა კესომ.
-ჩვენ პიცა ვჭამეთ, ვისეირნეთ და მერე სახლამდე მომაცილა.
-ალექსანდრა, მოგწონს? - მკითხა და თავი ჩავხარე. - არააა, - დაიკივლა კესომ და ტაში შემოჰკრა. - რა მაგარია. - ლოგინზე ახტა.
-დაწყნარდი, ერეკლე შემოვა.
-ერეკლემ არ იცის, ხო?
-არ იცის. მეც არ ვიცი, წესიერად. ვერ გამიგია. ძალიან საყვარელია, მაგრამ ზოგჯერ ისეთს მეტყვის, მისი მოკვლის სურვილი მიჩნდება.
-მასაც მოსწონხარ.
-კაი, რა სისულელეა. - ხელი ავუქნიე. მართლა სისულელე იყო, როგორ შეიძლება თორნიკეს მე მოვწონებოდი.
-აი, გითხარი მე და გამიხსენებ. - თითი გამაფრთხილებლად დამიქნია. ცოტახანს სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს კესომ წამოიკივლა.
-დემნა და ნათია ერთად არ არიან!
-კესო, კარგად ხარ? - შუბლზე ხელი მივადე. - არა, სიცხე არ გაქვს.
-ანუ ერთად კი არიან, მაგრამ, რეალურად, შეყვარებულები არ არიან. მეგობრები არიან.
-საიდან დაასკვენი? რა გენიოსობას იტყვი ხოლმე.
-მთელი ორი კვირა - არანაირი ფლირტი, სასიყვარულო კოცნა და ამბები. უბრალოდ, დემნა ცდილობს ჩემს ეჭვიანობას, რაც არ გამოუვიდა. ხო, კარგი, ცოტა გამოუვიდა, მაგრამ... - თვალები დაიწვრილა. უცებ გამახსენდა, ის სიტუაცია, როდესაც ჯოკერს თამაშობდნენ.
-დემნამ გაკოცებო, რომ გითხრა, აშკარა იყო, რაც იგულისხმა, მაგრამ ნათიას რეაქცია არ ჰქონია. -ჩაფიქრებულმა ვთქვი. - თავი აგენტი 007 მგონია.
-"ეფბიაი" კარები გააღეთ. - ხელებით იარაღის იმიტაცია გააკეთა. - თქვენ ბრალი გედებათ, კესარიას ეჭვიანობასა და მის მოსტყუებაში. - ღმერთო, რა დარტყმულია ეს გოგო.

*

-კესოოო, აგკუწავ! - მესმის ვიღაცის ღრიალი. ჩემი სახელი არც თუ სასიამოვნოდ ჩამესმის. საწოლიდან უცებ ვხტები და სიცილით მივდივარ იმ ოთახში, სადაც დემნა იწვა. გუშინ ერეკლესთან დავრჩით: მე, დემნა და გოგა.
-ვაიმე, საყვარელო... - ოთახში შევდივარ და ვითომ აღშფოთებული სახით შევყურებ.
-გოგო, რას მიმაბი? ნორმალური ხარ? - ყვირის და დახსნას ცდილობს.
-რაო, საყვარელო? - სიცილით ვუახლოვდები. ზემოდან ვაჯდები. - ოუუ. - ფრჩხილებს მუცელზე ვუსვამ. - მტელი სხეული ეძაბება.
-კესო, გააჩერე ხელები.
-კესო გასულია მომსახურების ზონიდან. - თითებს მაღლა ვაცურებ და ყელზე ვაჭერ ფრჩხილებს. დაძაბული სხეული ნელ-ნელა უდუნდება და თვალები ელულება.
-მოგკლავ, გეფიცები, მოგკლავ. - ჩურჩულებს.
-კი, ასე, მომკლავ. - უცებ ვდგები. - რამე უხერხულობა არ დაგემართოს, შენი ჭირი მე! - სიცილი მიტყდება და კარისკენ მივდივარ.
-კესო, არაფერს გიზამ. გამათავისუფლე. - მუდარანარევი ხმით მეუბნება.
-ნწნწ, ნათია რომ გაიგებს რა დღეში ხარ... ნწნწ. - თავს დანანებით ვაქნევ. - ცუდი ბიჭი, ცუდი.
-ვერ გადამირჩები.
-მეც მიყვარხარ, საყვარელო! - ოთახიდან გავდივარ და კარებს ვხურავ. ერეკლე, ალექსანდრა და გოგა მოსაღებში ისხდნენ და გასვლისთანავე გამომხედეს.
-რა უქენი, ტო? - სიცილით კითხულობს ერეკლე.
-გავაუპატიურე. შენც ხო გესმის, როგორ კნავის?
-კესო, გირჩევნია გაიქცე, რომ გამოვა ოთახიდან. - იცინის გოგა და ოთახისკენ მიდის.

*

-ბიჭო, გიჟია, რა მიქნა, ტო?! - გოგა კი სიცილით კვდება. - რა გაცინებს, ? მომხსენი ეს...
-მაგრად გაგიჩალიჩა.
-ნათიაზე მიხვდა. - ტუჩის კუთხეში ეცინება და თავს აქნევს. - სად წავიდა? - მისაღებში გასულმა იკითხა.
-არ ვიცით. - მხრები აიჩეჩა და-ძმამ.
-თუ რაღაცა და... მშვიდობაა. - თვალი ჩაუკრა დემნამ და ბინიდან გავიდა. მოპირდაპირე ბინის კარზე დააკაკუნა, თან გასაღები შეათამაშა ხელში. - კესო, გააღე. - თბილი ხმით უთხრა.
-არა.
-არაფერს გიზამ.
-მატყუებ.
-მართალი ხარ. გამიღე.
-არა. წადი.
-კარგი, მართლა არაფერს გიზამ. ახლა გამიღე.
-არა, დემნა.
-ხო იცი, რომ მაინც ვერ გადამირჩები?
-ვიცი.
-ხოდა ახლა გირჩევნია გამიღო, თორემ მერე უარესი მომაფიქრდება და... - უცებ მოესმა ჩხაკუნის ხმა. კარში ატუზული კესო იდგა, თავი ჩაეხარა, თან ჩუმად ფხუკუნებდა.
-კარგი, კესო, კარგი. - შევიდა და თმაზე ხელი გადაუსვა. სახლი მოათვალიერა. კარი გადაკეტა და გასაღები ჯიბეში ჩაიდო. მაცივარში შეიჭყიტა და კესოს გახედა. - 1 კვირიანი პატიმრობა გექნება, ჩემო საყვარელო. - მიუახლოვდა და თმა გადაუწია. სუნთქვა ყელზე მიეფრქვა და სიამოვნებისგან ბუსუსებმა დააყარა. - ცუდი დემნაო, არა? - ყელზე თითები დაუსვა, შემდეგ ლავიწზე გადაატარა. მოღეღილ მაისურს ჩაუყვა და მკერდთან ახლოს გაჩერდა. - რაო კესო? რატომ ვართ ჩუმადო? - აგრძელებდა მის წვალებას. კესოს შეფერადებული სახე კი უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა.


ესეც მეხუთე თავი.
იმედია მოგეწონებათ.



№1 სტუმარი Shorena kiladze

Vaime ra gijia keso gadareuli.shen ver carmoidgen rogor vxalusob am istoriit da rogor mixariasataurs rom davinaxavdi siaxleshi.karg xasiatze mayenebs.zalian kargia tkbilo carmatebebi da gelodebi

 


№2  offline წევრი mimimimo

Shorena kiladze
Vaime ra gijia keso gadareuli.shen ver carmoidgen rogor vxalusob am istoriit da rogor mixariasataurs rom davinaxavdi siaxleshi.karg xasiatze mayenebs.zalian kargia tkbilo carmatebebi da gelodebi

როგორ მიხარია, რომ მოგწონთ.
ძალიან დიდი მადლობა!

 


№3  offline წევრი mimimimo

meocnebe avadmyopi
ძალაიან ძალიან მაგარი თავი იყო ეს კესო გიჟია ვიღაცაა

კესო დემნასაც გაგვიგიჟებს!
დიდი მადლობა.

 


№4 სტუმარი ))))

ვაიმე კაი იყო <3

 


№5  offline წევრი mimimimo

))))
ვაიმე კაი იყო <3

მადლობა.

 


№6  offline წევრი მაშოო

ძალიაან ძალიაან კარგიიიიი იყოოო <3 მაგრამ არ მეყოო smile

 


№7  offline წევრი mimimimo

მაშოო
ძალიაან ძალიაან კარგიიიიი იყოოო <3 მაგრამ არ მეყოო smile

მიხარია, თუ მოგწონს.
მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent