შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უსიყვარულოდ? არ არსებობს თავი 6


27-03-2018, 02:41
ავტორი Viktoria
ნანახია 1 381

დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე და სამზარეულოში ჩავედი, ყავა გავიმზადე და შოკოლადის ტორტთან ერთად მივირთმევდი, მალევე დიმიტრიც შემომიერთდა და მასაც შევთავაზე ყავა, მივირთმევდით და ვსაუბრობდით. ბევრი რამ გავიგე მასზე და მის ოჯახზე.გავიგე, რომ დედ-მამა სამწუხაროდ დაეღუპა და რომ მას ბიძია და ბიცოლა ზრდიდა, ისიც გავიგე რომ მისი ბიძაშვილი ალექსანდრე მოსკოვში ბრძანდებოდა. დიმიტრი ბავშვის ერთ-ერთი ნათლია იყო და სავარაუდოდ მე მეორე ვიქნებოდი. ბევრი ვისაუბრეთ, ვიცინეთ, ჭიქები დავრეცხე და სასეირნოდ წავდით, გზაში ვსაუბრობდით.
- თქვენ საქართველოში მიფრინავდით თურმე, ისეთი აღელვებული იყავით.
- დიახ, ვნერვიულობდი იმ დღეს თან ძალიან სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იყო ჩემთვის.
- და ჩვენ კიდევ რა ჩავიდინეთ, ღმერთო ჩემო.
- პირადად შენ არც არაფერი, ეს შენი ბიძაშვილი მიშლიდა ნერვებს თორემ თქვენ პირიქით გამაფრთხილეთ კიდეც.
- ხო ის საერთოდ ასეთია მაინც რომ იცოდე არ გაგიკვირდეს.
- ხო შენ უკეთ იცი როგორი არის ფაქტია რომ მექალთანეა.
- ხო რას ვიზამთ ამ საკითხში მართალი ხარ.
- დიახ სხვა აბა რას მეტყვი შენს შესახებ.
- და რა გაინტერესებს? მკითხე.
- დიდი ხანია რაც ანასტასიას იცნობ?
- არც ისე და შენ?
- მე შეიძლება ვთქვა, რომ ასე 7-8 წელია და შენ?
- მე სავარაუდოდ 3 წელი. 2 წლის წინ აქ ჩამოვედი, საქართველოში და ქალაქში თვალი მოვკარი, მას შემდეგ ვეძებდი, მაგრამ უშედეგოდ. შემდეგ კი ჩემი ნინის იუბილეზე გაიჩითა მის ძმასთან ერთად დათას ვგულისხმობ, გავიცანით ერთმანეთი და მას მერე ვმეგობრობთ. თითქმის წელი გავატარე საქართველოში და კიდევ დიდხანს დავრჩებოდი ალექსანდრე, რომ არა.
- იცი ისე ყვები, რომ ყველაფერი სახეზე გაწერია, დიმიტრი მითხარი ანასტასია დიდი ხანია რაც მოგწონს?
-ასე ძალიან მეტყობა?
- საკმაოდ შესამჩნევია.
- დანახვისთანავე მომეწონა, ერთი ნახვით სიყვარული ხომ გსმენია აი სწორედ ეს დამემართა მე.
გამიგია მაგრამ სიმართლე გითხრა მაინც და მაინც არ მჯერა.
- ცუდია აი ნახავ როცა იპოვი შენს გულისწორს მერე მიხვდები.
- დაველოდები ჩემს უფლისწულს.
- ძალიან ლამაზი ხარ იცი მშვენიერი სახე და აღნაგობა გაქვს.
- მადლობა სილამაზით ამბობენ, რომ დედას ვგავარ.
- შენი მშობლები სად არიან? რას წარმოადგენენ?
- ჩემები, მამას მოსკოვში რაღაც ბიზნესი აქვს და დედა დიასახლისია ხოლო ბებო, ის ყველაფერია ჩემი. ისეთ ისტორიებს მიყვებოდა პატარაობიდან მზრდის და მისი რეკომენდაცია იყო აქ, რომ წამოვსულიყავი დასასვენებლად.
-კარგია, უკვე მოვსულვართ.
- ხო სკოლასთან ვართ, ანასტასიაც შემოგვიერთდება მალე.
ცოტა ხნის შემდეგ ანასტასიაც შემოგვიერთდა და ქალაქისაკენ წავედით სასეირნოდ, ვსაუბრობდით ვიცინოდით და დროს კარგად ვატარებდით. ქალაქიდან სახლისაკენ წამოვედით. სუფრა გავშალეთ მივირთვით, ჭურჭელი დავრეცხეთ და მისაღებ ოთახში გავედით. ვიჭორავეთ, ვიცინეთ და კარგი დროც გავატარეთ, შემდეგ კი საძინებელში ავედით ცოტა ვიჭორავეთ და ვიცინეთ.
- მისმინე ანასტასია დიმიტრიზე რას ფიქრობ?
-და რას უნდა ვფიქრობდე?
- როგორი ბიჭია მოგწონს?
- რავი ნორმალური ბიჭია, სიმპატიური, ჭკვიანიც ჩანს და სავარაუდოდ არის კიდეც.
- ასევე მეგობრულია და მოგწონს?
- ნუ არც ისე ძალიან.
- კარგი რა ეგ სახეზეც კი გაწერია.
- ხო რავი დასაწუნი კი რა ჭირს, არც არაფერი. მე კი მომწონს და მგონი მასაც მოვწონვარ.
- მგონი კი არადა უეჭველი მოწონხარ მე ვიცი, ვკითხე და მიპასუხასავით.
- ხო კარგია თუკი მოვწონვარ.
- ხო მოწონხარ და იმედია ერთად იქნებით.
- არვიცი ვნახოთ მაგას დრო გვიჩვენებს მისმინე კატერინა რაღაც მინდა, რომ გკითხო მაგრამ იმედი მაქვს არ გეწყინება.
- გისმენ ანასტასია რა გაინტერესებს?
- მისმინე შენს საქმროზე არ ფიქრობ? არ გაინტერესებს როგორი არის?
- როგორც ბებომ მითხრა ნამდვილი ბრედ პიტია, თუმცა დიდად მაინც არ ვფიქრობ მასზე და რომ გითხრა დიდად მაინც და მაინც არ მაინტერესებს, როგორიც არ უნდა იყოს მე არ მინდა მასთან ურთიერთობა.ქორწილი უსიყვარულოდ ნამდვილი კატასტროფაა თუმცა როგორც მე გავიგე არც მას არ უნდა ქორწინება, რომ არ გამოვქცეულიყავი შეიძლება მას ჩაეშალა ეს ქორწილი.
- გასაგებია ჩემო ტკბილო და საყვარელო.
-კარგი ახლა დაისვენე და დაიძინე.
- კარგი ტკბილი ძილი.
- შენც ჩემო კარგო.
საწოლზე წამოწოლილები ვიყავით და საკუთარ ფიქრებს დავტრიალებდით, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა. დილით ავდექით დრო კარგად გავატარეთ, ყოველი დღე ერთმანეთს მისდევდა და ერთნაირი იყო. ყოველ დღე დროს კარგად ვატარებდით და ასე შემდეგ.

.......................................................................

დილით ადრე ავდექი თავი მოვიწესრიგე და დაბლა ჩავედი, ჩემები ისევ ჩემს საცოლეზე მსჯელობდნენ, როგორ არ მობეზრდათ ეს თემა გავიფიქრე ჩემთვის, ისე კი ის გოგო შემებრალა ჯერ კიდევ არ დაბრუნებულა სახლში. ცოლად მოყვანის რა მოგახსენოთ მაგრამ, ინტრიგაში ჩამაგდო ბაბუამ მაინტერესებს როგორია. სოციალურ ქსელის მეშვეობით ვიფიქრე მისი მოძებნა, მაგრამ გადავიფიქრე. რაში მჭირდებოდა მისი გაცნობა, ჩემს ადგილს მივუჯექი და მივირთვი, ჩემებსაც თემის შეცვლა ვაიძულე.
- დიმიტრისგან რამე ისმის ახალი?
- არც არაფერი წავიდა და არც არაფერი არ გამიგია მასზე მას შემდეგ.
- მე კიდევ ორი დღის წინ ვესაუბრე.
- და რაო დედა რა თქვა, როდის ბრუნდება?
-არამგონია, რომ მალე დაბრუნდეს.
-და რატომ ერთი ამდენი ხანი იქ რა ესაქმება ან რა ვეღარ მონათლეს ეს ბავშვი.
- ჯერ არ მოუნათლიათ პატარა. მითხრა, რომ მალე დანიშნავდნენ ნათლობის დღეს. ეს ორი დღეა არ გვისაუბრია და ოდნავ ვნერვიულობ მასზე.
- რა განერვიულებს ერთი. ნერვიულობა მაშინ მოგიწევს რაცა ჩამოვა იმიტომ, რომ არ ვიცი რას ვუზამ ან საერთოდ ვინ არის ის გოგო რომ შეიტოვა ჩემი ბიძაშვილი სამუდამოდ საქართველოში.
- როგორც ვხვდები ერთ ქორწილში მაინც ვიქეიფებთ მარიამ.
-მართალი ხარ ჩემო ძვირფასო.
- ვინ ქორწინდება? ვის ქორწილში ვიქეიფებთ შვილო.
- დიმიტრის ქორწილში სავარაუდოდ.
- მოიცა ჩვენს ბიჭს ცოლი მოყავს?
- ჯერ არა ნუ ფაქტია, რომ მის გამო რჩება ამდენი ხნით საქართველოში.
- ოჰო ქართველი ქალები, როგორი ეშხიანები არიან.
-შენი არ ვიცი ბაბუ, მაგრამ მე სხვა ქვეყნის ქალიშვილებსაც არ ვიწუნებ.
- იმიტომ, რომ დიდი მექალთანე მყავხარ შვილო.
- კარგი დე რაც ვარ ეს ვარ. მე კლუბში მივდივარ შეხვედრა მაქვს დანიშნული ერთი ქალბატონისთვის.
- კარგი შვილო.
ოთახში ავედი თავი მოვიწესრიგე და კლუბისაკენ წავედი სადაც ნატალი გაბუნია მელოდებოდა. გოგონებს თვალი მოვავლე და მათში გამოვარჩიე ჩემთვის კარგად ნაცნობი ფიგურა. ისე უხდებოდა მოკლე მკერდზე მოჭერილი ფირუზისფერი კაბა, რომ ჩამეღიმა. აშკარად მოვწონვარ გავიფიქრე მივუახლოვდი და ნაზად ვეამბორე ლოყაზე რაზეც ოდნავ გაწითლდა. ვსვამდით ვცეკვავდით და დროს კარგად ვატარებდით. დიდი ხანი იყო გასული რაც ერთმანეთს ვხვდებოდით, ჩემს უცნობზე ფიქრებს დავემშვიდობე და შემდეგი ნაბიჯისათვის მოვემზადე.
- ნატალი რაღაც მინდა, რომ გითხრა. გახდები ჩემი შეყვარებული?
- მეგონა ამას აღარ მთხოვდი, რათქმაუნდა თანახმა ვარ.
ერთმანეთს გადავეხვიეთ, გზაში ფეხით წამოვედით ერთად მოვსეირნობდით ქუჩებში, სახლამდე მივაცილე და ჩემი სახლისაკენ წამოვდი.
სახლში მისვლისთანავე ოთახში ავედი და სკაიპით დიმიტრის დავუკავშირდი.
- სად ხარ ამდენი ხანი შე**მა.
-როგორ ხარ ძმაა, მეც მომენატრე ალექს.
-გეტყობა როგორც მოგენატრე, რა არის ამის დედა შე**** სახლში აღარ ბრუნდები?
- როგორ არა. დავბრუნდები ძმა, მაგრამ ცოტა შემაგვიანდება.
- იმედია ამად ღირს ის გოგო.
- იმაზე მეტად ღირს ვიდრე წარმოიდგენ, შენ რას შვები? რა ხდება შენსკენ?
- რავი ნატალის ვხვდები რა ერთად ვართ.
- მე კიდევ იცი აქ ვინ გავჩითე, ის გოგონა აეროპორტიდან.
- ატ**კებ... მოიცა მართლა?
- სერიოზულად გეუბნები, იმ გოგოს დაქალია ვის გამოც აქ ვრჩები.
- უეჭველი ის არის?
- კი ძმა ისაა დაჟე დამინახა თუ არა ეგრევე მითხრა, რომ ვიცნობდით ერთმანეთს
- კარგი რაში მაინტერესებს არის თუ არა, იყოს ჩემთვის მაინც სულ ერთია. შენ მითხარი რა ქენი შეაბი თუ ვერა ის გოგო?
- არა ჯერ მხოლოდ და მხოლოდ ვმეგობრობთ.
- შენს ადგილზე გავინძრეოდი. ხო, რომ იცოდე ჩვენები უკვე შენს ქორწილზე ჭორაობენ და თან დამილინკე ერთი ფოტო როგორი გოგოა ვნახავ.
- კარგი, კარგი გამოვუშვებ ფოტოებს და წავედი მე აბა ჰე.
- მალე ჩამოეთრიე რა მომენატრა შენი წვალება.
- ვნახოთ როგორც მოვრჩები საქმეებს ეგრევე წამოვალ.
ერთმანეთს დავემშვიდობეთ და ფოტოების დათვალიერებას შევუდექი, მართლაც რომ ლამაზია, ქერა მწვანე თვალება, სექსუალურიც ჩანს არც ისეთი ცუდი გემოვნება ჰქონია ხო იცი ამ სულელს, კიდევ ერთო ფოტო მომივიდა წარწერით.
- ვიფიქრე, რომ ამის ნახვა მოგინდებოდა.
ფოტო გავხსენი სადაც ჩემი უცნობი იღიმებოდა შავი მოკლე კლასიკური კაბა ეცვა რაც უფრო სექსუალურს ხდიდა მის უნაკლო სხეულს, ჩამეღიმა ცოტა ხნით ვუცქერდი მას და შემდეგ საწოლზე წამოვწექი, არც კი ვიცი როდის ჩამეძინა.

ესეც ასე მომდევნო თავი, იმედია მოგეწონებათ. <3



№1  offline წევრი blondeangel631

მალე შეახვედრე რა ერთმანეთს ან ალექსმა გაიგოს რმ ეს ის გოგოა რომელიც ცოლად უნდა მოეყვანა ძალიან მინდა ერთმანეთის წვალება მალე დაიწყონ ძალიან საყვარლები არიან შემდეს ველოდები მალე დადე heart_eyes heart_eyes

 


სახელები დააწერე ვინ ლაპარაკობს ამებნა ტვინი

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

lmedi maqvs axal tavs male dadeb❤❤❤

 


№4  offline წევრი Viktoria

Madloba yvelas vinc kitxulobs. Mixaria rom mogwont. Rac sheexeba momdevno tavs shabatistvis davdeb. Imedia mapatiebt rom mal-male ver vdeb.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent