შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დემონი (3თავი)


27-03-2018, 19:46
ავტორი რუსაა
ნანახია 1 339

3თავი
უკვე 1 კვირაზე მეტი გავიდა რაც აქაურობის რემონტს მოვრჩი და ბედნიერებით ვტკბებოდი, ეზოში ჰამაკიც დავკიდე, მაგრამ ცოტა ხანში მარტოობით მოვიწყინე და ვიფიქრე რომ რაღაც ახალი მჭირდებოდა, ამიტომ სამსახურის მოძებნა დავიწყე, ჟურნალებიც და ინტერნეტ საიტებიც ვნახე, მაგრამ არაფერიი იყო ჩემთვის, პროფესიით იურისტი ვიყავი, კურსი რომ დავამთავრე 2 წლის მერე მივხვდი რომ არასწორი გადაწყვეტილება მივიღე. არ იფიქროთ რომ არ გამომდიოდა და მაგიტომ ვამბობ, პირიქით წარმატებას მივაღწიე და უფრო დიდი მომავალიც მექნებოდა, რომ არ დამენებებინა თავი, ჩემს საქმეს თავს კარგად ვართმებდი, მაგრამ როცა ვიცოდი რომ დამნაშავის გამართლება მიწევდა, ეს ცუდ მდგომარეობაში მაყენებდა, არ მომწონდა ასეთ ხალხთან ურთიერთობა, თაღლითებთან, ქურდებთან და ზოგჯერ მკვლელებთანაც, რა თქმა უნდა ზოგი მართლა უდანაშაულო იყო, მაგრამ მაინც ვერ შევეგუე და წამოვედი. დანაზოგით ვცხოვრობდი აქამდე, რომელიც საკმაოდ ბევრი მქონდა, ახლა კი გადავწყვიტე მუშაობა ისევ დამეწყო, ოღონდ იგივე თანამდებობაზე არა. ისეთი სამუშაო მჭირდებოდა უფრო ნაკლებად შესამჩნევი რომ ვიქნებოდი, მაგრამ უჩინარიც არა, ბოლოს მიმტანის თანამდებობა ვნახე, ბევრი ფული არ მჭირდებოდა, მეტი დატვირთვა მინდოდა რომ სხვა აღარაფერზე მეფიქრა, ეს სამუშაო კი ამისთვის იდეალურიც კი იყო. დავრეკე და მითხრეს გასაუბრებაზე 1 საათზე მივსულიყავი, მეც სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, უკვე 10 იყო, წყალი გადავივლე, მერე ყავა გავიკეთე და ჩემს ოთახში ავედი, სარკეში რომ ჩავიხედე და ჩემი თავი დავინახე, მივხვდი ასეთი ვარცხნილობით და ჩაცმულობით არ უნდა წავსულიყავი, თმები ჩამოვივარცხნე, სასწორებელი არ მქონდა, რადგან არასდროს გამისწორებია თმა, ამიტომ ჩამოვიწანი, წასვლამდე გავიშლიდი და თმაც ლამაზად დადგებოდა, ვიცი არც ისე კარგი გადაწყვეტილებაა, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე, ტანსაცმელს რომ დავაკვირდი იქ მხოლოდ კომბინიზონი შარვლები იყო, მიმძიმდა მათთან განშორება მაგრამ ასე უნდა მომხდარიყო ავიღე ყველა ჩემი ტანსაცმელი მაიკებიც, და რამოდენიმე დიდ პარკში ჩავყარე, გარდერობი დაცარიელდა, მხოლოდ უკან პარკში ჩადებული ღია ცისფერი კაბა გადმოვიღე და დავკიდე. მთელ გარდერობში მხოლოდ ერთი, კაბა ეკიდა, რომელიც ჩემთვის არ იყო. არასდროს მიფიქრია სხვისი აზრის გამო შევცვლილიყავი, შემეცვალა აზროვნება და გემოვნება, მაგრამ ახლა ვფიქრობდი რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი, არა სხვებისთვის, არამედ ჩემი თავისთვის, დედაჩემისთვის და ჩემი ბედნიერებისთვის. ზედ ისევ მეცვა ერთი კომბინიზონი და მწვანე მაიკა. ეს ჩაცმულობა ყველაზე მეტან მიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე 1ხელი მაინც დამეტოვებინა იმის გასახსენებლად თუ რა ვიყავი. უცებ ესენიც გავიხადე და გარდერობში დავაწყვე საიდანაც კაბა გადმოვიღე და ჩავიცვი მერე საწოლზე დავეგდე და ფიქრი დავიწყე, ყველაფერი გავიხსენე, ბავშვობიდან დღევანდელ დღემდე და გადავწყვიტე რომ ეს იქნებოდა ბოლო დღე როცა ჩემი წარსული იმოქმედებდა ჩემზე, მეტჯერ მას აღარც ვახსენებდი და აღარც გავიფიქრებდი მასზე. უეცრად ჩემში რაღაც გარდატეხა მოხდა, რამაც სუნთქვა შემიკრა, ეხლა გამიჭირდებოდა ახალ მესთან შეგუება, მაგრამ ვიცოდი რომ თუ ამას გადავლახავდი ბედნიერი გავხდებოდი, ვიცოდი რომ ამის მერე ადამიანები ჩემთან უფრო ახლოს უნდა მომეშვა ეხლა მივდიოდი გასაუბრებაზე და ყველაფრის ფასად უნდა მემუშავა ამ სამსახურში, ახალ ადამიანებთან, ვინებიც არ მიცნობენ ჯერ, მინდოდა ჩემი თავისთვის კიდევ მიმეცა შანსი, დამეწყო ახლიდან ცხოვრება, ოღონდ ამჯერად ისეთივე აღარ ვიქნებოდი როგორც ადრე.
გასაუბრებაზე ღია ცისფერი კაბა მეცვა მაღალქაუსლიანი ფეხსაცმელები და თმებიც ბოლოებში ლამაზად დახვეულიყო, ჩემს თავს ვერ ვცნობდი, სულ სხვა ვინმე მიყავი. მაგრამ ყველაფერი მაინც კარგად დამთავრდა, მიმიღეს და სიხარულისგან მეცხრე ცაზე ვიყავი, იქ არ შევიტყვე მაგრამ რომ წამოვედი სულ ვიღიმოდი გზაში.
გადავწყვიტე ჩემი დანაზოგის ნაწილით ახალი ტანსაცმელები შემეძინა, თავს ისედაც ძალიან უხერხულად ვგრძნობდი ამ კაბაშიც, მაგრამ რადგან უნდა შევჩვეოდი ახალ სტილს (რომელიც ჩემთვის არ იყო) აღარანაირი კომბინიზონი და საერთოდ შარვალი აღარ მიყიდია, მხოლოდ კაბები ბევრი და ფერადი, ვცდილობდი ჩემი თავისგან სრულიად სხვა ქალი შემექმნა, გარეგნულად გამომდიოდა, მაგრამ შინაგანად იგივე ვრჩებოდი, ეს დიდად არც მაწუხებდა, ვფიქრობდი ხელს არ შემიშლიდა, მთავარი აქ ის იყო რომ სტილი და ქცევა შემეცვალა.
ბევრი კაბები და მაიკები ვიყიდე, მერესახლში წავედი, საშინლად დაღლილი ვიყავი, გამოვიცვალე ტანსაცმელი, მოკლე შორტი ჩავიცვი რომელიც დღეს მეყიდა და ასევე დღეს ნაყიდი მაიკა, ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია და გარეთ ჰამაკში მშვიდად ვწოლილიყავი, უკვე ლამის უნდა ჩამძინებოდა, 10 საათი იყო, მაგრამ იმდენი ვიარე ძალიან დაღლილი ვიყავი, თან ხვალ უკვე მუშაობა უნდა დამეწყო, ვიღაც მომიახლოვდა ვიგრძენი როგორ მიყურებდა და თვალები გავახილე, ბნელოდა, მაგრამ ეზოს კარებთან შავი ფიგურა მაინც დავლანდე, მანაც შემამჩნია და მითხრან - ეუსი ვარ
ამის გაგონებაზე ფეხები კვლავ ამიკანკალდა და შემცივდა, უკვე მესამეც მოდიოდა.
- წადი
ვიცოდი არ წავიდოდა, მაგრამ უკვე იმდენად მაშინებდა, ყველა ღონე უნდა მეხმარა ამისთვის
ის დუმდა
- უკვე მგონია რომ სრულ ჭკუაზე არხარ, რატომ მოდიხარ ღამე ჩემთან, ჩემს უკითხავად?
- მე ყველასთან ასე მივდივარ, ღამე უკითხავად
ამ სიტყვების გამო მეგონა მექალთანე იყო და გამეცინა, ცინიზმით, ისიც ალბათ მიხვდა რატომაც და მიპასუხა
- არა, გოგოებთან არ მივდივარ, თუმცა მივდივარ ოღონდ მარტო მაგათთან არა და იმის გამო, არა რაც შენ იფიქრე
- არ აქვს მნიშვნელობა წადი - გაღიზიანებული ტონით ვუთხარი
- ჩემი ნებაა სად ვიქნები
- ეს ჩემი სახლია და უნდა წახვიდე
გაეცინა
- რადგან ფულით იყიდე ეგ იმას არ ნიშნავს რომ შენია, - ეტყობოდა ნერვები მოეშალა, თმაზე ხელი გადაისვა და მითხრა - ნუ მაიძულებ გატკინო, წესიერად მელაპარაკე, ზოგადად ვიღაცის სახლში რომ მივდივარ ასე კარგად არ ველაპარაკები, ნუ სარგებლობ ამით, ნუ ცდილობ გამომიწვიო
უცებ ქარი ისევ ამოვარდა და უარესად გამყინა, კიდევ ვკანკალებდი, არ ვიცი ზუსტად რის გამო სიცივის თუ შიშის, შეიძლება ორივეს.
- პოლიციაში დავრეკავ
- ვერ დამიჭერენ
- ვიყვირებ
- არავინ მოვა, ისედაც უკვე ყველას გიჟი გონიხარ
- მაშინ მე წავალ აქედან
- ნუ ცდილობ შემეწინააღმდეგო პატარავ, დედამიწაზე ყველაფერს მე ვაკონტროლებ
- შენ უბრალოდ ადამიანი ხარ
- ძალიან ცდები
გამეცინა, ვერ გავიგე რას გულისხმობდა მაგრამ თავისთავზე დიდ წარმოდგენას მივაწერე
უცებ ტუჩებზე შეხება ვიგრძენი, 27 წლის გოგოსთვის ეს პირველი კოცნა იყო, პირველი კოცნა სხვანაირი წარმომედგინა უფრო ნაზი, სპეტაკი გრძნობით გაჯერებული ეს კი სულ სხვანაირი იყო, ველური, ცხოველური, უხეში, არასდროს წარმომედგინა ასეთი, ეუსი ცხოველურ ჟინს ამჟღავნბდა, მეც მითრევდა და მისნაირ ცხოველად აღმიქვავდა, წამიერად ისე შემიპყრო ამ ძლიერმა და უხეშმა შეხებამ ჩემს ტუჩებზე, კოცნა მეც დავუბრუნე, ეტყობოდა ამან გააოცა, მაგრამ მალევე მოვედი გონს და მისი მოშორება ვცადე, ეუსმა მარცხენა ხელი მხარზე ძლიერად შემახო, მაგრამ ისეც არა, რომ ამხელა ტკივილი გამოეწვია, რამხელაც მაშინ ვიგრძენი, არ იფიქროთ რომ ეს ტკივილი სულიერი იყო, ფიზიკურად დავიტანჯე ამ შეგრძნებით, შეხების ადგილიდან ტკივილმა სწრაფად გადაინაცვლა და მთელ სხეულში ძლიერად ვიგრძენი, თავიდან ფეხამდე დამიარა, თითქოს ამ ტკივილიმა წამიერად ჯოჯოხეთში მომახვედრა, იქაურობა მოვინახულე, გონებაშიც ყველაფერი გაწითლდა და წითელი ფიგურებიც შევამჩნიე, მაგრამ ეს ყველაფერი 1 წამზე ნაკლებ დროში მოხდა და ამ ერთმა წამმა გონებაც დამაკარგვინა.
* * *
რამდენი ხანი ვიყავი უგონოდ ვერ გეტყვით, მაგრამ მივხვდი რომ არც ისე დიდი დრო გასულიყო, თვალები რომ გავახილე ჩემს ოთახში ვიყავი, საბანი მქონდა გადაფარებული და აღარ მციოდა, ალბათ აქ ეუსმა ამომიყვანა რადგან ჩემი ოთახის ნაწილის დანახვის მერე პირველი ის შევამჩნიე, მინდოდა ისევ წასვლა მეთხოვა, მაგრამ ხმა ვერ ამოვიღე, ლაპარაკი აღარ შემეძლო, ვერ ავღწერ ამ დროს როგორ შემეშინდა, კიდევ რამდენიმეჯერ ვცადე რამე მეთქვა, მაგრამ დამბლადაცემულივით ვიყავი, გავიფიქრე რომ ვერასდროს ვილაპარაკებდი და მტანჯველი გრძნობა დამეუფლა, ამის გამოსახატავად ვერც ვყვიროდი და ვერც საგნებს ვამტვრევდი, რადგან ენერგია გამოცლილი ვიყავი და მოძრაობა ძალიან მიჭირდა, უცებ ტირილი დამეწყო, დარწმუნებული ვარ სახეზე საშინელი ტანჯვა მესახებოდა, ეუსიც მიხვდა რაში იყო საქმე და მახარა:
- ნუ ღელავ, მალე მომჯობინდები და ისევ თავისუფლად ილაპარაკებ და იმოძრავებ - მიუხედავად იმისა რომ როგორც კი თქვა იმ წამსვე დავუჯერა ტირილს, მაინც ვერ ვწყვეტდი და ისევე ვიტანჯებოდი როგორც 1 წუთის წინ, ამ დროს ის მომიახლოვდა და ხელები თავზე შემომხვია და მის მკერდზე მიმიკრა, ვიგრძენი რომ ჩემდამი არც ისე თანაგრძნობით აკეთებდა ამას , მაგრამ ჩემი დამშვიდება კი გამოუვიდა, 5 წუთში უკვე მოვიკრიბე იმდენი ძალა რომ ისე მეცადა მისი ჩემი სახლიდან გაგდება, განსაკუთრებით იმის შემდეგ რაც მაკოცა და მერე მტანჯველი ტკივილი ვიგრძენი.
- აქ კარგია, შენთან როცა ვარ უცნაური შეგრძნება მაქვს, მავიწყდება ვინ ვარ სინამდვილეში, შენთან სხვა ვარ, ის ვინც მინდა რომ ვიყო - მითხრა მან
- და ვინ ხარ სინამდვილეში
- ძალიან ცუდი, იმდენად რომ ვერც კი წარმოიდგენ.
არ მიპასუხია, გულუბრყვილოდ ვიწამე, რომ მართალს ამბობდა და დღემდე ამ აზრზე ვარ, უბრალოდ საბოლოოდ ის მაინც ისაა ვინც არ უნდა რომ იყოს.
თავი ბალიშზე დავდე დაძინება მინდოდა, მაგრამ ვერ ვიძინებდი, ვგრძნობდი მის მწველ მზერას და ძილი უბრალოდ აღარ შემეძლო, ვგრძნობდი რომ იყო მასში ისეთი რაღაც რაც სხვა არავისში მენახა , რაც მიზიდავდა, მაგრამ ამავე დროს მაშინებდა,
უეცრად ადგა იმ სკამიდან სადაც იჯდა და მომიახლოვდა, საწოლზე ჩემს თავთან ახლოს ჩამოჯდა.
- ვერ იძინებ?
მისკენ მივიხედე და თვალებში შევხედე, მისი თვალები მთვარის ბნელ ნაწილს გავდა, ის არასდროს მენახა, მაგრამ როგორც კი დავინახე მისი დიდი შავი სფეროები მხოლოდ ეს გამახსენდა, მასში ჩავიძირე და ხმის ამოღება აღარ მინდოდა, ბოლოს თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად, მანაც თმაში ნაზად შემიცურა ხელები და თმაზე მოფერება დაიწყო, მეც მისმა მოქმედებებმა დამამშვიდა დამავიწყა განცდილი ტკივილი, მომადუნა და ბოლოს ძილში გადავეშვი, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა რომ არაფერი იყო მის ამ მოძრაობებზე უფრო საოცარი და ძალიან მიკვირდა როგორ შეეძლო ამ ცხოველური კოცნის შემდეგ ასეთ ნაზი შეხება.
____________________
ვცდილობდი ყველაფერი იისე აღმეწერა ვულგარული რომ არ გამოსულიყო, რას ფიქრობთ ამაზე?



№1 სტუმარი ))))

მმმ ძააააან მომეწონაა ... ძააააან <3

 


№2  offline წევრი რუსაა

))))
მმმ ძააააან მომეწონაა ... ძააააან <3

მადლობა ????????????

 


№3  offline წევრი skida

მაგარი იყო ასე გააგრძელე

 


№4  offline წევრი Firefly

ძალიან საინტერესოა ძაალიან. მომწონს ეუსი, რაღაცნაირად მიზიდავს საინტერესო პერსონაჟია .
--------------------
M.T

 


№5  offline წევრი Melancholic

ძააან კარგია. მომწონს, თან ძაან გასხვავებულია, აი კითხვას რომ ვერ შეწყვეტ იმის მოლოდინში თუ როგორი დასასრული ექნება. ❤❤ წარმატებები

 


№6  offline წევრი რუსაა

skida
მაგარი იყო ასე გააგრძელე

მადლობა????

Firefly
ძალიან საინტერესოა ძაალიან. მომწონს ეუსი, რაღაცნაირად მიზიდავს საინტერესო პერსონაჟია .

მადლობა ????

Melancholic
ძააან კარგია. მომწონს, თან ძაან გასხვავებულია, აი კითხვას რომ ვერ შეწყვეტ იმის მოლოდინში თუ როგორი დასასრული ექნება. ❤❤ წარმატებები

მადლობა ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent