შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამუდამოდ 7


27-03-2018, 21:59
ნანახია 1 202

7 თავი
იო კარის კაცთან მივიდა და გასაღები მისცა რომ მანქანა თავის ადგილას გადაეყვანათ ამასობაში მე ანასთან მივედი და ვკითხე
-რა გჭირს გოგო? (მე)
-არაფერი (ანა)
ცივად მიპასუხა მან
-იოს მაგივრად მე გიხდი ბოდიშს (მე)
-რისთვის?(ანა)
-კაი რა ხომ ვიცი გეწყინა რომ დაგიყვირა(მე)
-კაი დაიკიდე რა (ანა)
-რა უნდა დაიკიდოს?(იო)
ანას არც კი შეუხედავს მისთვის ისე გასცა ცივად პასუხი:
-არაფერი(ანა)
-კაი, მოდი შევიდეთ(იო)
თქვა და ჭიშკარი შეაღო. შევედით ბილიკს გავუყევით მერე კარზეც დავაკაკუნეთ მაგრამ არავინ გააღო ანუ ვიკი სახში არ იყო და რომ მოვიდოდა იო ძაან გაუბრაზდებოდა. იომ ჯიბიდან გასაღები ამოიღო და გააღო კარში შესულიც არ იყო რომ ანასთან რეკვა დაიწყო. მე და ანა მისაღებში შევედით და დავსხედით. იოც შემოგვყვა. ტელეფონი ყურზე ჰქონდა მიდებული და აქეთ იქით დადიოდა, თან ბოლთას სცემდა.
-ვიკი სულ ასე იგვიანებს და ეხლა რა ანერვიულებს?(ანა)
-არ დაურეკია მთელი დღეა(მე)
-ამ მიდი შენც დაურეკე(ანა)
- ტელეფონი ქალაქ გარეთ სახში დავკარგე(მე)
-ფუ შტერო(ანა)
ასე ვსაუბრობდით და აი იომაც ამოიღო ხმა. მისი ხმა იყო ძალიან მკაცრი ზედმეტად მკაცრიც კი.
-სად ხარ?
-*** ***
იო უკვე ყვიროდა
-გოგოო ერთხელ მაინც დაგერეკა ეს დედა მ......ი
-*** ***
-სხვებს ტელეფონები არ ქონდათ??!!!
-*** **
ახლა კი დამშვიდებულად უპასუხა
-სახლში მოხვალ და მერე ვილაპარაკოთ
-*** ***
-კაი მიდი.
გათიშა თუ არა წინ ავესვეტე და კითხვები მივაყარე:
-სად ვარო? ხო კარგადაა? მალე მოვა? რატო არ ვრეკავდიო?(მე)
-ოოუ ოოუ ამოისუნთქე. მამიდასთან არის. ტელეფონი ეხლა დაუტენია. დღეს იქ რჩება (იო)
-ამ კაი(მე)
-არ წვებით?(იო)
-ხო ავალთ ეხლა და დავწვებით(მე)
-კაი(იო)
ანა ფეხზე წამოდგა და მითხრა
- გარეთ გავალ დედაჩემს გავაფრთხილებ რომ აქ ვრჩები (ანა)
იომ სიტყვის თქმა არ აცადა ისე უპასუხა ანას
-სახლიდან ვერ გააფრთხილებ?(იო)
ანამ ცივად უპასუხა
-ვერა(ანა)
კარებისკენ წავიდა, მაგრამ იომ მიასწრო და წინ ჩამოუდგა:
-ვერსად ვერ გახვალ სახშიც კარგად დაელაპარაკები(იო)
-შენ არ შეგეკითხები(ანა)
-ხოო? აბა გადი! მიდი აბა, გადი!(იო)
-იდი ..... (ანა)
სერიოზულად გაიუზრდელა ანამ ოღონდ ჩუმად და უკან გამობრუნდა. მაგრამ იოს რას გამოაპარებ. მაინც გაიგო. ანასთან სწრაფი ნაბიჯით მივიდა, მკლავში ხელი მოკიდა და სერიოზული განრისხებული სახით მიაშტერდა:
-აღარასოდეს აღარ გაბედო ჩემთან ესე ლაპარაკი აღარასოდეს!(იო)
დაუყვირა იომ. მკლავზე ისე მოუჭირა ალბათ ცოტახაბში ძვლის დალეწვის ხმას გავიგებდით. ანა მეორე ხელით ეჯაჯგურებოდა ხელზე რომ გაეშვა. მაგრამ ის არ უშვებდა
-ბოდიში ! გამიშვი იოანე. მტკივა! გამიშვი გთხოვ!
ანა ატირდა ცხარე ცრემლებს ყრიდა.
-იოანე გაუშვი სტკენ იო გთხოვ (მე)
მას თითქოს არც კი ესმოდა ჩვენი თხოვნა, სულ უფრო და უფრო ძლიერად უჭერდა ანას ხელს. მერე ანას ტირილი და ხვეწნა მუდარა კივილში გადაიზარდა.
-ააააა იო ააააააა გამიშვი მტკენ.
მერე თითქოს იოანემ გაიგო რასაც ველაპარაჯებოდით და გაუშვა ხელი ანას. მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ცხვირწინ აუთამაშა და დაემუქრა:
-მეორედ ასე აღარ გამეუზრდელო თორემ უარესს ვიზავ(იო)
ის ადგილიდან მოსხლტა და გავიდა. ანა მუხლებზე დაეცა. ხელს ისრისავდა და ტიროდა. მე მას ვაწყნარებდი მერე ფეხზე ავაყენე, ჩემს ოთახში შევიყავნე, საიდანაც სააბაზანოში გავედით, ის თითქოს ტირილისგან პანიკაში იყო. სახეს ცივი წყლით ვუსველებდი და დაწყნარებას ვთხოვდი მერე ისევ საძინებელში გავიყვანე საწოლზე ჩამოვსვი. მისი სახე ხლებში მოვიქციე და დავიწყე:
-ბოდიში ან გთხოვ მაპატიე იოს მაგივრად მე გიხფი ბოდიშს ნეტავ მოსტყდეს ხელები (მე)
გვერდზე მივუჯექი მან კი თავი გულზე მომადო და ტირილით მეუბნებოდა:
-სახლ..ში მინ..და სახლ..ში მინ..და აა მტკ..ივა სახლ..ში მინდა
ტიროდა ამასობაში ჩემს ხელებში ჩამოეძინა. თვალები სულ წითელი ქონდა. საწოლზე მივაწვიდე და ოთახიდან გავედი. იოს ძებნა დავიწყე, სამზარეულოში იყო და ვისკის ისხავდა მაშინვე მივვარდი და ყვირილი დავუწყე:
- გიჟი ხარ. რა უქენი გოგოს. არანორმალურო საერთოდ აზროვნებ?! კინაღამ ხელი მოატეხე იდიოტო! ტირილით ჩაეძინა ჩემს ხელებში. ხელი სულ ჩაულურჯდა (მე)
-ღირსი იყო და ახლა თუ არ მოკეტავ შენ უარესს გიზავ. მაინც ჩემი და ხარ(იო)
-მანიაკი ხარ მანიაკი!!
ვუყვირე და სამზარეულიდან გამოვვარდი. მერე ისევ ზევით ავედი და ანას გვერდით დავიძინე.
გათენდა არ ვიც როგორ დაემთხვა მაგრამ მე და ანას ერთად გაგვეღვიძა. ანა საწოლზე წამოჯდა მეც მას მივყევი და ვკითხე:
-ან როგრო ხარ?(მე)
-ამმ კარგად ვარ. მაგრამ უფრო კარგად ვიქნები თუ სახლში წავალ(ანა)
-მისმინე გუშინდელისთვის ბოდიში(მე)
-და შენ რატომ მიხდი ბოდიშს?(ანა)
-ალბათ ჩემი ძმა არ მოგიხდის და...(მე)
-ჰო შენი ძმა(ანა)
თავი დახარა. მისკენ გადავედი, მისი თავი ხელებში მოვიქციე და ვუთხარი:
-ვიკიზე გაბრაზებულმა შენზე იყარა ჯავრი, სუფთა იდიოტი(მე)
-კარგი. თავს მოვიწესრიგებ და წავალ(ანა)
-საუზმეზეც არ დარჩები?(მე)
-არაა(ანა)
-ვიცი იოს ნახვა არ გინდა და მართალიც ხარ. მაგრამ ჩემი ხათრით. მას ყურადღება არ მიაქციო(მე)
-არა სახლში უნდა წავიდე, თან საქმეები მაქ(ანა)
-კარგი როგორც გინდა(მე)
თავი დავხარე. ერთად მოვემზადეთ
-ანა დაბლა ჩადი, პატარა საქმე მაქ, მალე მჩამოვალ და გაგაცილებ.
ანა ოთახიდან გავიდა.
-------------------------------------------
ანასთან:
კიბეებზე თავდახრილი ჩავდიოდი თან ვფიქრობდი. უეცრად რაღაცას შევეჯახე, თავი ზევით ავწიე და რას ხედავს ჩემი თვალები. ეს იდიოტი იოანეა. მე გვერდი ავუარე, მაგრამ მან მაჯაზე მომკიდა ხელი და მისკენ შემაბრუნა. იღიმოდა. არ ვიცი რა აღიმებდა. შემდეგ საუბარი დაიწყო
-ნაწყენია ჩემი გოგო?(იო)
მე ხმაც არ გავეცი და ხელზე ჯაჯგური დავუწყე რომ გაეშვა, ის არ მიჭერდა, მაგრამ მაინც ვერ ვაშვებინებდი ხელს. მერე ისევ გააგრძელა საუბარი
-ნუ გწყინს და ნუ ბრაზდები. შენი ბრალი იყო რაც მოგივიდა. გრძელი ენა რომ არ გქონდეს არაფერიც არ მოხდებოდა.(იო)
ერთი ამას უყურე რაა კიდევ მე ვარ დამნაშავე როდესაც კინაღამ ხელი მომამტვრია და ახლა მეც დავიწყე საუბარი ოღონდ ძალიან უხეშად.
- რამხელა ენა მაქ, თუ არ მოგწონს ნუ მისმენ! გამიშვი უნდა წავიდე!(მე)
-წასვლა გინდა? (იო)
-კი მინდა შევუბღვირე. (მე)
მან ცივად გამიშვა ხელი და მითხრა
-წადი არ გაკავებ(იო)
ხელით კარისკენ მიჩვენა. მე გაოგნებული თვალებით ვუყურებდი. ძალა მოვიკრიბე შევბრუნდი სწრაფი ნაბიჯით მივედი კართან, სახელური ჩამოვწიე, მაგრამ კარი არ იღება. კიდევ ვცადე, კიდევ, კიდევ, და კიდევ, ბოლოს იოანეს შევუბრუნდი და გაბრაზებულმა ვუთხარი
-მეღადავები? (მე)
ის ჩემსკენ წამოვიდა მომიახლლოვდა მე მის სასიამოვნო სუნს ვგრძნობდი მერე ნატკენ ხელზე მომკიდა ხელი
მეტკინა შევიშმუშნე ალბათ სულ წითელი ვიყავი ის ჩემს ხელს უყურებდა ბოლოს კი ყურადღება ჩემს დამანჭულ სახეზე გადმოიტანა და საუბარი დაიწყო
-შეიძლება შენი ბრალი იყო მაგრამ მეც ზედმეტი მომივიდა(იო) ამოიოხრა მერე ისევ გააგრძელა
-მოდი ვისაოზმუთ და დავივიწყოთ გუშინდელი(იო)
-ჰოო? ასე ადვილია იმის დავიწყება რომ ხელი სულ შავი მაქ? (მე)
ის თითქოს გაბრაზდა ჩემს ასეთ სიჯიუტებაზე მაგრამ მაინც თავ შეკავებით გააგრძელა
-დაივიწყებ საყვარელოო მოდი შემოდი (იო)
ხელით ოთახისკენ მიჩვენა სადაც მხოლოდ მაგიდა და სკამებია მაგიდაზე კი უამრავი საჭმელი იყო.
-არათქო თავი დამანებე!(მე)
ხმამაღლა მომივიდა. მისი მოთმინება პიკზე იყო მაგრამ ყველაფერი ზედმეტისგან თავს იკავებდა და ისევ თხოვნით აგრძელებდა. ეს მისი მთელი ცხოვრების მანძილზე პირველად ხდებოდა. ძალით არ მაკეთებინებდა რაღაცას
-ანა გთხოვ მოდი შევიდეთ ვისაუზმოთ და მერე წადი(იო)
მე გამეღიმა რადგან ის თავს ისაწ....ბდა
-იო სხვა დროს იყ...
სიტყვის თქმაც არ დამამთავრებინა უცებ დაიხარა ფეხებში მომკიდა ხელი, მხარზე გადამიკიდა. მე ვთხოვე დავესვი
-დამსვი გთხოვ. სერიოზულად დამსვი რა!! (მე)
-დაგსვავ არ ინერვიულო აბა სულ ასე ხომ არ მეყოლები! (იო)
გაეღიმა შემდეგ იმ ოთახში შევედით სადაც მეპატიჟებოდა და ერთერთ სკამზე დამსვა და მითხრა:
-ვისაუზმებთ და წახვალ თან შემოგირიგებ (იო)
-სერიოზულად არ მცალიააა(მე)
-გცალია! თუ არა და ჩემთვის მოიცლი!საყვარელო(იო)
-საყვარელოო???(ლიდა)
-რა ხდება? შერიგდით? დაჟე უკვე საყვარლები ხართ?
პირდაღებული გვიყურებდა ლიდა კარიდან
-სისულელეებს ნუ ლაპარაკობ რა წავედი!(მე)
-გითხარი არათქო და ბევრი ლაპარაკი არ უნდა ეხლა ამას დასხედით ვისაუზმოთ და მერე ჯანდაბაშიც წასულხარათ(იო)
-კაი ნოუ პრობლემ(ლიდა)
უცებ კარზე ზარია იოანე გადის გასაღებად. მე და ლიდა კი ოთახში ვრჩებით
-ამ სახლს მეორე გასასვლელი უნდა ქონდეს ხო? (მე)
-რა?(ლიდა)
-იმ კარს კეტავს! ჩაკეტილი იყო და ვერ გავედი სხვა კარიც იქნება იქიდან გავალ!(მე)
-და სხვებს არ ჩაკეტდა შენი აზრით?(ლიდა)
-რავი(მე)
ასე ვსაუბრობდით სანამ ოთახში იო და ვიკი არ შემოვიდნენ
-ვიკი?(ლიდა)
-რა იყო არ მელოდით? (ვიკი)
-არა არ გელოდით(ლიდა)
-კაი არაუშავს(ვიკი)
ვიკი ჩემთან მოვიდა და გადამეხვია
-როგორ არის ჩემი წამებული?(ვიკი)
-წამებული?(მე)
ის მომშორდა და ხელზე დამხედა
-ხო წამებული(ვიკი)
-წამებული არა ის კიდე(იო)
იო მოვიდა ჩემთან და კალათა მომაჩეჩა, რომელიც შოკოლადებით იყო სავსე, მეორე ხელით კი დათუნია. საშვალო ზომის მერე თავისი ცისფერი თვალებით მომაჩერდა და დაიწყო
-ასე არ ვიქცევი ხოლმე, მაგრამ გამონაკლისებიც ხდება“ ბოდიში“ ზედმეტი მომივიდა, გპირდები რომ ჩემი მიზეზით აღარ იტირებ და აღარასოდეს აღარ გატკენ(იო)
მე პირდაღებული ვუსმენდი. მერე მოვიდა და ჩამეხუტა. მას ისეთი საოცარი ჩახუტება სცოდნია, ისეთი თბილი, იოანე ასეთი არასდროს მინახავს და თვალებს ვერ ვუჯერებდი. სად გაქრა ის უხეში, სასტიკი, მანიაკი, მერე გავიცინე სულ გავწითლდი თავი ჩავხარე, მაგრამ უცებ ავწიე. მერე იოც მომშორდა და თავისი დამატყვევებელი თვალებით მომაჩერდა. ხოდა ახლა მე დავიწყე
-ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს. ბოდიში მიღებულია. გაპატიე მაგრამ აღარასდროს აღარ მომექცე ასე გესმის აღარასდროს (მე) გავიცინე.
იოამაც გამიცინა -აღარასდროს(იო)
მერე ლიდას შეუბრუნდა და ხელში ტელეფონი შეაჩეჩა და უთხრა -აღარ დაკარგო(იო)
ლიდას გაეცინა და გამოართვა
-მადლობა. არ ჩაგეხუტები მაინც.რა იცი რა ხდება (ლიდა)
სამივეს გაგვეცინა
-ჩემთან ვალში ხარ ძამიკოო. ანგარიში მერე გავასწოროთ (ვიკი)
-არ ინერვიულო გავასწორებთ ოღონდ არა მარტო მაგის ანგარიშს(იო)
-ოოო კაი. ეხლა რა ძაან მშია ვჭამოთ(ვიკი)
-იო ნომერის აღდგენა მინდა(ლიდა)
-აღდგენილია უკვე ტელეფონში დევს(იო)
-მიყვარხარ(ლიდა)
-აფერისტობას მოეშვი(იო)

ლიდასთან:
საუზმობა დავიწყეთ ჭამის დროს რაღაც თემა წამოვჭერი აბა სიჩუმე მომბეზრდა .
-იო ხო კარგი ძმა ხარ?(მე)
-არა რა გინდა? (იო)
-დადასვენებლად ხო მივდიოდით?(მე)
-მერე?(იო)
-ხოდა რა მინდა გთხოვო(მე)
-გისმენ ლიდა თქვი რაც გინდაა(იო)
-ეს ერთხელ შემისრულე თხოვნა რა(მე)
-თუ არ მეტყვი რა გინდა როგორ შეგისრულო?(იო)
-რაჭაში წავიდეთ(მე)
-აჰა დაიწყო კიდე(იო)
-აუ გეხვეწები რა თუ გიყვარვაარ(მე)
-არ მიყვარხარ(იო)
თქვა და გაეღაიმა.
-ესეიგი არა ხო? (მე)
-კაი წავიდეთ(იო)
-სერიოზულად?(მე;ვიკი)
-ხო ოღონდ 2 კვირა და მერე ზღვაზე დავაწვებით(იო)
-ცოტაა მაგრამ ვიკმარებ(მე)
-და ვის ვინ მოგვყავს? (ვიკი)
-მე დამიანე და სანდრო(იოს ძმაკაცები)მომყავს შეთანხმებულები ვართ უკვე
-უფს დამიამე? ის დამიამე? (ანა)
ანას პანიკური სიცილი აუტყდა მეც ავყევი ვიკი გაბრაზებული გვიყურებდა
-რა რა იყო? (იო)
-არაფერი(მე)
-ხოდა ჩუ ეხლა (იო)
-მე ტასია უნდა წამოვიყვანო(ვიკი)
ტონს აუწია ვიკიმ.
-ხო მე კიდე ჩემი გოგონა ანუშკები (მე)
ანას გავხედე და გავეკრიჭე
-ჯერ მკითხე მოვდივარ? (ანა)
-ძაან კარგად მოდიხარ!(მე)
-გააჩნია როდის წახვალთ!(ანა)
-კვირას ანუშკები(იო)
ანას ხველა აუტყდა
-ამ კვირას? (ანა)
-ხო(იო)
-მოიც სერიოზულად? ვიკი)
-ღადაობ? 3 დღეში უნდა მოვემზადო?(მე)
-ეგ თქვენი პრიბლემაა, როდის მოაგვარებთ თქვენს პრობლემებს და ხო ანუშკები 100% მოდიხარ.
-დედაჩემს უნდა ვკითხო სიყვა(ანა)
-რო რამე დედაშენს მე დაველაპარაკები (იო)
იო ფეხზე ადგა და გავიდა.
-გოგოებო მე უნდა წავიდე სახში!(ანა)
-მეც წამოვალ ანა თან დიანას დაველაპარაკები მერე მაღაზიებშიც გავიაროთ.
-კაი ადე მალე(ანა)
-კაი მოვდივარ(მე)
წამოვდექით ორივე და გავედით.
-ვიკი პაკაა(დაიძახა ანამ)
-კარგაად(გამოსძახა ვიკიმ)
-წავედით მძღოლმა პირდაპირ ანას სახლის ჭიშკართან გააჩერა მანქანა. გადმოვედით, მცველები მოგვესალმნენ და კარი გაგვიღეს. შევედით ეზოში და გადავედით აუზზე გადებულ ხიდისავით ლამაზ ფილებზე, რომელიც სახლამდე მიგვყვება. სახლის პირველი ნაწილი ერთ სართულიანია, ხოლო მეორე უკან ნაწილი 2 სართულინი. მესამე სართული კი მიწაში ჩადის.
კარზე დააზარუნა ანამ. კარი კი მომსახურე პერსონალმა გააღო. სახში შევედით სახლი სულ თეთრ ფერებშია გაშლილი. დიდი მთლიანი ოთახი, სადაც ფანჯრების მხარეს მისაღებია მოწყობილი. სავარძლები, მინის მაგიდა და ტელევზორი, მეორე მხარეს სულ ზევით მაგიდა და სკამებია. ოთახში ერთადერთი კედელია რომელიც სამზარეულოს ფარავს. ამავე სამზარეულოს მეორე მხრიდან კი ბარივით არის გაკეთებული და ბარის მაღალი სკამები დგას. ამ უკედლო ოთახის ბოლოს, კიბეების ოთახია რომელიც ახლა კარით არის დაკეტილი. ხოლო დაბლა კუთხეში ბიბლიოთეკაა. მაღალი თაროები სადაც უამრავი წიგნია. ბარის ერთერთ მაღალ სკამზე დიანა იყო წამომჯდარი და ყავას მიირთმევდა. მე მას შევაფრინდი და ჩავეხუტე.
-დიაა როგორ ხარ ჩემო დედობილოო?
თბილად მოვიკითხე და ამავდროულად სიცილით.
-ქალბატონო ლიდა მიკადრე როგორც იქნა. სად დაიკარგე ხო მშვიდობა გაქ (დიო)
-ხო დიო მშვიდობა მაქ (მე)
ანა მოვიდა და დედამისი გადაკოცნა
-დე მე ზევით ავალ და ამას რო მოისიყვარულებ გამოუშვი(ანა)
-კაი დე მიდი (დიო)
ანა წავიდა
-დიო რა უნდა გთხოვო იცი? (მე)
-გისმენ ჩემო დათვის ბელო(დიო)
-ანას დასასვენებლათ ხომ გამოუშვებ რაჭაში? მე იო ვიკი და მაგათი დაქალ ძმაკაცები ვიქებით ტასიას სანდროს და დამიანეს ხო იცნობ?(მე)
-დამიანე ის ? (დიო)
სიცილი აუტყდა
-ხო ეგ (მეც არ დავაკელი სიცილი)
-როდის და რამდენი ხნით?(დიო)
-კვირას და ალბათ დიდი ხნით (მე)
გავეკრიჭე
-აბა ეხლა როგორ გაწყენინო, წადით სადაც გინდათ, ჩემო ლიდიკო(დიო)
-კაი მადლობა
ჩავეხუტე და ბედნიერი გავიქეცი ანას ოთახისკენ. კარი გავაღე და მის უზარმაზარ ოთახში შევედი. კაი ვღადაობ ზუსტად ჩემი ოთახის ასლია ამისი ოთახიც.
მერე კარგი ამბავი ვახარე და ვუთხარი გამოეცვალა და წავსულიყავით სავაჭრო ცენტრში. ასეც მოიქცა გამოიცვალა ჩავსხედით მანქანაში და წავედით. მივედით მართლა უზარმაზარ სავაჭრო ცენტრში. ყველაფერი ვიყიდეთ რაც გვჭირდებოდა და არ გვჭირდებოდა. ბოლოს ბიჭების ტანსაცმელებში შევიტასავეთ ძალიან მიყვარს ბიჭის ტანსაცმელი. ერთ წითელ კუბიკებიან პერანგს მივადექი, ძალიან მომეწონა. ხელი დავავლე და მომსახურე პერსონალმა გასახდელისკენ მიმაცილა. ერთერთ გასახდელს მივადექი ფარდაგადავწიე და შევკივლე დენდარტყმულივით. გადავხტი უკან ფართა ისევ გავწიე ანა მომვარდა
-რა იყო გოგო? (ანა)
-არაფერი უბრალოდ ტანს ზევით გახდილი ბიჭი იყო, მაგრამ სახეზე რატო არ შევხედე კაი ტანი კი ქონდა (მე)
-უიმეე შტერო მაინც და მაინც მაგას რატო მიადექი(ანა)
უცებ შიგნიდან ფარდა გადაიწია იქ მყოფმა ბიჭმა. მე კი ფარდის ხმაზე შევხტი და შევბრუმდი. ოო ეს სახე მეცნო ადგილზე გავშეშდი, მაგრამ უცებ გამოვერკვიე
-იაკობ?
-რა იყო ლიდა მოგენატრე და უკვე გასახდელშიც მივარდები?(იაკობი)
სულ გავწითლდი. ის კი იღიმოდა მე კი თავის მართლება დავიწყე
-არა უბრალიდ თავისუფალი მეგონა და მაგიტო შემოვედი(მე)
-ჰო?რაღაც ეგრე არ მგონია(იაკობი)
ხელები გულთან გადაიჯვარედინა
-მე მართლა არ ვიცოდი!(მე)
ის უცებ მეცა და ჩამეხუტა აზრზე ვერ მოვედი რა ხდებოდა მერე მომიცილა და თვალებში შემომხედა ღმერთო ერთი გამოხედვით დამატყვევა.
-კაი ვიცი, როგორ ხარ?(იაკობი)
-ამ კარგად ალბათ ხო კარგად(მე)
-კაია (იაკობი)
მერე ანის შეუტრიალდა და ისიც მოიკითხა
-ანი ხო სწორად მახსოვს? შენ როგორ ხარ?(იაკობი)
-ამ კარგად მადლობა(ანა)
-მიდი მოიზომე თავისუფალია უკვე გასახდელი (ანა)
-უი ხო მიდი მიდი(იაკობი)
-კაი ოღონდ იაკობ სამაგიერო არ გადამიხადო!(მე)
-არა არა როგორ გეკადრება(იაკობი)
გაეცინა მე შევედი და ჩავიცვი. რომ გამოვედი ცალი თვალით მიყურებდა ანაც და იაკობიც
-რაა? (მე)
-გიხდება(იაკობი)
-დაგაკვდა დაო(ანა)
სამივეს გაგვეცინა მერე იაკობმა მე და ანა კაფეში დაგვპატიჟა. დიდი ხვეწნის მერე დავთანხმდით



№1 სტუმარი Nini

Au dzaan magariaa gaagrdzele raaa❤❤

 


Nini
Au dzaan magariaa gaagrdzele raaa❤❤

მადლობა დიდი heart_eyes heart_eyes აუცილებლად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent