შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (22 თავი)


27-03-2018, 23:03
ავტორი Stranger things
ნანახია 1 804

-წავიდეთ?-ვკითხე,ანგარიში გადავიხადე და კაფიდან გამოვედით.
-სად გინდა წასვლა?-მკითხა უეცრად.
-ადგილები გამოგელია?-გამეცინა.
-არა...უბრალოდ...არჩევის უფლებას გაძლევ.
-რასა და რას შორის?
-რბოლა თუ ბრძოლა წესების გარეშე?
-მერი...ახლახანს არ მოხვედი ჩალურჯებული!
-აირჩიე.
-რბოლა.-არც დავფიქრებულვარ ისე ვუთხარი.
-კარგი.
მოტოციკლი დაძრა და მალე ჩემთვის უკვე ნაცნობ ადგილას გააჩერა.
-ჯონათან.—თავის დაკვრით მიესალმა ქერა ახალგაზრდა ბიჭს.
-მერი!-ბიჭი აშკარად გახალისებული ჩანდა.-არ ვიცოდი თუ მოდიოდი.
-აბა...როდის იწყება?-მერიმ ყურადღება არ მიაქცია ბიჭის აღბრთოვანებას.
-ათ წუთში.
-კარგი.-უთხრა და სხვა მანქანაზე ჩამოჯდა,მეც გვერდით მივუჯექი.
-მერი!-თავზე მაღალი,ოცდაათ წელს გადაცილებული დაკუნთული მამაკაცი დაგვადგა.
-ჯონ.-მერის ხმაში აშკარა ზიზღი იგრძნობოდა.
-გაიცილე ანდრე და ახალი სათამაშო იპოვე?-გამიკვირდა,კაცმა ანდრეზე,რომ იცოდა.
-შენ ამაზე ლაპარაკის უფლება არ გაქვს....შემეშვი.-ხმაში სიბრაზე გაერია.
-არა...არჩევანს არ გიწუნებ.-ამათვალიერა.-არაა ცუდი ბიჭი.
-წადი...-გაბრაზებულმა გამოვცერი კბილებში.
-ოჰ,ლაპარაკობს კიდეც.-კაცი აშკარად გახალისებული ჩანდა.
-რა გინდა?-მერი სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-დიდი ხანია ანდრე არ გამოჩენილა,მომენატრა მასთან ერთად რბოლა.
-ოთხი წელი გავიდა ჯონ...კიდევ ვერ დაივიწყე?
-რადგან მარტო ხარ...თან ანდრეც წლებია შენს გვერდით არ გამოჩენილა,ხომ არ გვეცადა პატარა?
-მორჩა!-გაცეცხლებული ფეხზე წამოვხტი და ჯონს ხელი ძლიერად დავარტყი.
-ალექს!-მერი წამში წამოდგა და ჯონი რამდენიმე სწრაფი მოძრაობით მიწაზე გააგორა,რომელმაც ხველება დაიწყო,რადგან მერიმ ფეხი კისერზე დააჭირა.
-რას გეძახდაა?—კაცი არ წყვეტდა მერის გაღიზიანებას.-ააა... გამახსენდა...მარიკუნა...ჩემი მარიკუნა...ასეა?!-მერის კისერზე ძარღვები დაეჭიმა და კაცს ფეხი ცხვირში ისე ჩაარტყა,რომ სისხლი წამოუვიდა.
-წავედით.-სწრაფად მოშორდა,მოტოციკლს მოაჯდა,ჯონათანის უკმაყოფილო ძახილს ყურადღება არ მიაქცია და მთელი სიჩქარით გაუყვა გზას.
-მომეჭიდე.-მომაძახა და კიდევ უფრო დიდი სისწრაფით დაიეყო სვლა.ბოლოს სადღაც პარკში გააჩერა და გაბრაზებული გადახტა.
-ჯანდაბა!...ჯანდაბა!
-მარამ...
-უნდა წაგიყვანო...-თითქოს გამოერკვა,მოტოციკლი ისევ დაძრა და ჩემი სახლისკენ აიღო გეზი.
-გააჩერე...-თითქოს არ გაუგია.-გააჩერე!-დავუყვირე,ის შეცბა და მოტოციკლი წამში გააჩერა.
-ალექს?-მერიმ ცრემლიანი თვალები შემომანათა.-სახლში უნდა წაგიყვანო....ჩემთან საშიშია...
-მერი!შემომხედე.-სახეზე ხელები მოვხვიე და ჩემსკენ შემოვაბრუნე.-ყველაფერი კარგადაა...დამშვიდდი.
-არა ალექს,მე...შეიძლება...-თვალები დახუჭა და სახეზე ტკივილი აღებეჭდა.-შენ არ გესმის...აღარ შემიძლია.
-რა მერი?
-თავს ვეღარ ვიკავებ...
-რისგან?
-არ შემიძლია აქ ვიდგე და შენც გაუბედურებდე...-თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა.-მინდა,შენგან შორს ვიყი,მაგრამ არ გამომდის....
-არა...არსად გაგიშვებ.-ვუთხარი და ხელები ძლიერად მოვხვიე,ისიც მომეხუტა. აი ასე ვიდექით და ორივე ვწუხდით,რადგან ჩვენს შორის მერის ოთხი წლის ნაშენები ბარიერი იყო,ჩვენ კი ერთად გვინდოდა...
-გიპოვი...-ჩავჩურჩულე ყურში.
-გთხოვ...
დიდ ხანს ვიდექით ასე.შუბლზე თავისი შუბლი დამადო და ცხვირით ლოყაზე მომეფერა.
-მინდა,რომ ყველაფერი იცოდე...-ჩაილაპარაკა ტკივილ შეპარული ხმით.
-მომიყევი.-ვთხოვე ჩუმად.
-არა.
-რატომ?
-მინდა,რომ დარჩე.
-არ წავალ მერი.
-არა.
-კარგი...შენ როცა გინდა.-გააკანკალა.-გცივა?-მან თავი დამიქნია.- ეს აიღე.-ვუთხარი და ჩემი ქურთუკი მოვახურე მხრებზე.
-წავიდეთ?-მიმოვიხედე,უკვე ბნელდებოდა დრო ისე სწრაფად გავიდა,ვერც კი შევამჩნიე.
-მოდი.-ვუთხარი და მოტოციკლზე უკან მოვისვი.
-ტარება იცი?-მკითხა და ხელები ძლიერად მომხვია.მე ჩამეცინდა და მოტოციკლი დავძარი.მალე მის სახლს მივუახლოვდით.
-შემოხვალ?-მკითხა სევდიანი ხმით.
-ჩამეხუტები?
-ჩაგეხუტები...-გაეცინა და სახლში შევიდა.
-მიდი,დაჯექი მე კი წვენს დაგისხამ.
-არა.-ვუთხარი,ხელით მოვქაჩე და პირდაპირ კალთაში ჩავისვი.
-რა მჭირს?-მკითხა და ხელები კისერზე მომხვია.
-იგივე რაც მე.-ვუთხარი და უფრო მივეკარი.
დიდ ხანს ვისხედით ასე,სახეზე ვეფერებოდი ის კი ყოველ ჩემს შეხებაზე თვალებს ხუჭავდა.მალე მარამის მობილურმა დარეკა.
-გისმენ მიკა.-უხალისოდ წამოიწია.-ჯანდაბა,ხვაალ?...დამავიწყდა ...კი...არ ვიცი...კარგი რაა!...კარგი.—ტელეფონი გათიშა.
-რა მოხდა?
-მიკა იყო,ხვალ 14 თებერვალია?
-კი.-არ ვიცოდი რატომ მეკითხებოდა.
-ჯანდაბა...-თქვა და ისევ მომეხუტა.
-ყველაფერი კარგადაა?
-ხვალ ვალენტინობის წვეულებაა.
-ააა....გამახსენდა...მიდიხარ?
-კი,დევიდიც იქ იქნება.-მის სახელის გაგონებაზე,ერთიანად მომაწვა ანერვიულება.
-ერთად წავიდეთ?-ვკითხე მე.
-მჰ...მინდა.-ჩაიბუტბუტა და კისერში მაკოცა,მის შეხებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა.
-პაემანი იქნება?
-არა.-გაეცინა.
-კარგი...ვარდები მოგწონს თუ გვირილები?-არ დავნებდი.
-მწვანილები.
-მერი!-ვუთხარი ვითომ გაბრაზებულმა,მაგრამ ვერ მოვითმინე და იმის წარმოდგენაზე,თუ როგორ ვუწვდი მწვანილების თაიგულს გამეცინა.-კარგი.-ვთქვი და თავში ერთი აზრი მომივიდა.
-რა?
-შენ თვითონ დამპატიჟებ პაემაზე.
-იოცნებე.-თქვა და უნებურად დაამთქნარა.
-გეძინება?-მან თავი დამიქნია,მე ხელში ავიყვანე, საწოლში ჩავაწვინე,ფეხსაცმელები გავხადე და პლედი დავაფარე.
-მიდიხარ?-მკითხა ნახევრად მძინარემ.
-კი.-ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე.
-მადლობა.-მითხრა და ცალი ხელი მომხვია.-ჩემი მოტოციკლით წადი.
გარეთ გამოვედი და სახლში მარიამის მოტოციკლით წავედი.

***********
მერი
***********
დილით ჩემმა „მაღვიძარამ" გამაღვიძა.
-შუა დღის ოთხი საათის უკვე!-წამოიყვირა და ზედ დამახტა.
-მიკა...არა...-წავიბუზღუნე და საბანი თავზე გადავიფარე.
-ადექი!რას გავხარ ერთი შეგახედა!მაკიაჟი უნდა გაგიკეთო, კაბა უნდა ჩაგაცვა!ნუ ზარმაცობ.
ბუზღუნით ავდექი და სააბაზანოში გავედი,იქიდან გამოსულს მიკა ჩემს ოთახში დამხვდა.
-ეს თუ ეს?-მკითხა და ორი საღამოს კაბა ამიფრიალა ცხვირწინ.
-ეს.-ვუთხარი და მწვანეზე მივანიშნე.
-კარგი არჩევანია.-ჩაიცინა და მეორე კაბა ისევ შეკიდა.-ახლა მაკიაჟი.
მიკა მოდელების თმასა და მაკიაჟზე ზრუნავდა,ამიტომაც აზრადაც არ მომსვლია სალონში წასვლა. ორი საათის შემდეგ სარკის წინ ვიდექი და ჩემს გამოსახულებას შევყურებდი.
-ოჰ...-ამოიოხრა მიკამ და თავის ნახელავს დააკვირდა.
-მხოლოდ შენ შეგიძლია სტეიკი პრინცესად აქციო.-ვუთხარი და კიდევ ერთხელ დავაკვირდი ჩემს სახეს,რიმელსაც ჩხუბის კვალი აღარც კი ეტყობოდა.
-მალე ალექსი მოვა...-საათს დახედა და კაბა გამისწორა.- შესანიშნავად გამოიყურები.
-შენც.-ვუთხარი და ხელი მოვხვიე.
მალე ალექსმა დააკაკუნდა და მიკა კარის გასაღებად გაიქცა.
-ალექს!-ხმამაღლა ამოიოხრა.
-შესნიშნავად გამოიყურები მიკა.-ნაბიჯების ხმა გავიგე და ოთახში ალექსი დავინახე. თითქოს გაშედა,შემდეგ გაიღიმა და უფრო ახლოს მოვიდა.ისე კარგად გამოიყურებოდა წამით სუნთქვა შემეკრა.
-შენ...-თავი დახარა და ყურში ჩამჩურჩულა.-წარმოუდგენლად ლამაზი ხარ...
-თქვენც არა ჩიშავთ.-ვუთხარი და გავუღიმე.
-ოჰ,თქვენი არ ვიცი,მაგრამ ახლა ამ სილამაზისგან გული წამივა.- მიკამ თავი გვერძე გადახარა.
-წავედით?
-წავედით.
-მე...-დაიწყო მიკამ.-სიმართლე გითხრათ მეგობართან ერთად მივდივარ.-მთლიანად გაწითლდა.-შეგიძლია ალექს სახლში მიმიყვანო?
-კი,რა თქმა უნდა.-ალექსი წინ წავიდა.
-მეგობარი?-მიკას ლოყები კიდევ უფრო გაუწითლდა.
-ერთი ბიჭია...
-კარგი,ქალბატონო მიკა...ვხედავ ბევრი გაქვთ მოსაყოლი.
მანქანასთან მივედი და უკანა სავარძელში ჩავჯექი,მიკამ გაკვირვებულმა შემომხედა ჯერ მე და შემდეგ ალექს რომელსაც მისთვის კარები ეჭირა.
-წინ არ დაჯდები?- მკითხა მე.ალექსს ჩაეცინა.
-არა.-დაბნეული მოთავსდა წინ.ალექსმა კი კარები დახურა.
მიაკა სახლში მივიყვანეთ,ჩვენ კი წვეულებაზე წავედით.
-ჯანდაბა...-ვთქვი და ენის შეტყობინებას კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი.
-რა ხდება?
-ისევ ის სულელური თამაში...მეც ჩამრთეს...
-რა თამაში?-დაინტერესდა ალექსი.
-ვალენტინობასთან დაკავშირებით,წვეულებაზე მყოფი ყველა კაცის სახელი ცალკე ყუთში იყრება,ქალების ცალკე,შემდეგ კი იღებენ და ვისაც ვინ ამოუვა ის მიჰყავს პაემანზე.-ავუხსენი მოკლედ.
-აჰა-ჩაიცინა ალექსმა.-ანუ შეიძლება მე ამომივიდე?
-კი.-მოვუჭერი სწრაფად.-ვერ ვიტან ამ თამაშს...
მანქანა დიდ დარბაზთან გააჩერა,რომლის წინაც უამრავი ფოტოგრაფი და ჟურნალისტი ირეოდა. მანქანიდან გადავედით, მათაც შანსი არ გაუშვეს ხელიდან და სანამ დარვბაზში შევიდოდით კითხვებითა და კომპლიმენტებით აგვავსეს...როგორც იქნა შევედით.
-ქალბატონო მერი.-ენი გამოიქცა ჩემსკენ.მე დარბაზს მოვავლე თვალი,ძირითადად წითელ ფერში იყო მორთული და ვარდებით იყო გაფორმებული,სასიამოვნო მუსიკა ისმოდა და სასიყვარულო განწყობას ქმნიდა.
-ბატონო ალექს.-მიესალმა ალექსსაც
-რა ხდება?დევიდი მოვიდა?-ვკითხე და დარბაზს მოვავლე თვალი.
-არა?ჯერ არ გამოჩენილა.
-მერი...გეყო...წამოდი ვიცეკვოთ,მოდუნდი და გაერთე.-ალექსი როგორც ყოველთვის,ქართულად მელაპარაკებოდა,ენიმ კი ამაზე თვალები ჭყიტა და ახლოს მოიწია,რომ სიტყვები გაეგო.
-კარგი,ვიცეკვოთ- ვუთხარი და საცეკვაო მოედნის შუაში გავჩერდი. ერთი ხელი მხარზე დავადე,მეორეზე კი თვითონ მომკიდა ხელი და ნაზად ამაწევინა...თვალებში ჩავხედე და იმ წამს თითქოს მთელი სამყრო გაქრა,ვიყავით მე,ალექსი და მუსიკა,სხვა არაფერი.სიმღერა დაიწყო და ჩვენც დავიწყეთ მოძრაობა,ნაზად და ჰაეროვნად,ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით და მხოლოდ ამას ვხედავდით...სიმღერა დამთავრადა,თითქოს გამოვფხიზლდი და თვალი მოვავლე აღბრთოვანებულ სტუმრებს.ალექსს გავუღიმე,საცეკვაო მოედნიდან გავედი და შამპანური მოვსვი.
-ოჰ,ქალბატონო მერი.-გავიგე დევიდის ხმა და წამში შემეცვალა განწყობა.
-ბატონო დევიდ.-დავუკარი თავი.
-მშვენივრად იცეკვეთ.
-მადლობა.-ვცადე მოჩვენებითი თავაზიანობა.
-კარგად გამოიყურებით,იმის გათვალისწინებით,რომ თქვენი კომპანია მალე ჩაიძირება.
-თქვენს ადგილაზე,გამარჯვებას ჯერ არ ვიზეიმებდი.
-სულაც არა...იმიტომ,რომ უკვე გავიმარჯვე.
-შე...-გავბრაზდი,მაგრამ ალექსი დავინახე,რომელიც თავჩაღუნული მოდიოდა ჩვენსკენ და თვალებში უცნაურად მიყურებდა.მოგვიახლოვდა და იმის მაგივრად,რომ ჩემთან დამდგარიყი დევიდს ამოუდგა გვერდით.
-ოჰ,ალექს!-წამოიძახა დევიდმა.-თქვენ უკვე იცნობთ ერთმანეთს,მაგრამ მაინც წარმოგიდგენთ.ალექს,გაიცანი ჩემი კომპანიის მთავარი კონკურენტიკომპანიის მფლობელი,მერი მარშალი.-უეცრად თავლებში ცეცხლი აენთო.-მერი,გაიცანი ჩემი შვილი... ალექსი.



№1  offline წევრი dikunia

Amas namdvilad ar velodi , saintereso gagrdzeleba eqneba...

 


№2 სტუმარი სტუმარი Tea

Wina tavebi rogor vnaxo ?

 


№3  offline წევრი Stranger things

სტუმარი Tea
Wina tavebi rogor vnaxo ?

საძიებო ველში აკრიფეთ ისტორიის სახელი ან ჩემს პროფილში შედით,შემდეგ კი ყველა სიახლის ნახვაში. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent