კაფანდრა [22]
-ლოლა, დარწმუნებული ხარ რომ ნინამ თარაშის გაცნობა მოინდომა?_გაკვირვებული იმეორებდა კითხვას მარიტა და თან აფხუკუნებულ ილოს უყურებდა. _შენ რა გაცინებს, შენი დროც მოვა... გნახავ თმებდასწორებულს, მოიცადე! _სიცილით დაემუქრა და ისევ საწოლზე წამოწოლილ დეიდაშვილს მიუტრიალდა. -კი, დარწმუნებული ვარ. უბრალოდ ასე მალე მისი ნახვის სურვილი რატომ გაუჩნდა ვერ ვხვდები. _დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ფანჯარას გახედა. -თმების დასწორებაზე გამახსენდა. თმა ხომ არ შევიჭრა?_მოულდოენლად იკითხა ილომ და მისკენ მიმართულ ორ წყვილ თვალს ერთდროულად მოავლო მზერა. -შენივე უსაფრთხოებისთვის აჯობებს რომ მსგავსი რამ გონებაშიც კი არ გაივლო!_მუქარის ტონით ჩაილაპარაკა ლოლამ. -თარაშს უკვე დაურეკე? -არა, ჯერ არ მითქვამს. როგორც კი ნინა წავიდა შენ დაგირეკე. -იმედია ხვალ სასიძოს ჭკუიდან გადაყვანას არ შეეცდება. -არა მგონია, ნინა ეგ ტიპი არ არის. *** ნახევარი დღე დაბნეული დადიოდა სახლში. ნინასაც ვერ უყურებდა, ეშინოდა რომ მისგან შეცვლილ აზრს მოისმენდა. მართალია იცის რომ დედამისი დაუფიქრებელს არაფერს იტყოდა, მაგრამ ლოლას შეყვარებულის გაცნობა მისთვის ისეთი წარმოუდგენელია რომ უკვე ყველაფერს ელოდება. წარმოდგენა არ აქვს როგორ უნდა გააცნოს თარაში, ან რა რეაქცია ექნება მისი გაცნობისას. რა თქმა უნდა პატარა გოგოსავით არ იბნევა, მაგრამ ასეთ სიტუაციაშიც პირველად არის, დედამისისთვის არასოდეს არ გაუცნია მეგობარი მამაკაცი, თანაც ასეთი მამაკაცი და ასეთი მეგობარი. ეს ყველაფერი მისთვის უჩვეულოა. -თარაშ. _ღიმილნარევი ხმით ჩაილაპარაკა და საწოლზე ჩამოჯდა. -ხმით თუ ვიმსჯელებ ყველაფერი იმაზე უცნაურად არის ვიდრე ელოდი. _მამაკაცის ხმის მოსმენისას ძალიან დამშვიდდა. ღრმად ამოისუნთქა და უარყოფითი ემოციებისგან დაიცალა. -მართალი ხარ. ნინამ ძალიან მცირე დოზით იკამათა ჩემთან და ბოლოს მითხრა რომ ხვალ შენი გაცნობა უნდა. _სიცილით დასრულა წინადადება და ფეხზე წამოდგა. _შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს როგორი მოულოდნელი და შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის მისი გამოსვლა. მეგონა რომ მეხუმრებოდა. -კარგი, ხვალ მოვალ. არ მინდა რომ მისი გაღიზიანება გამოვიწვიო. ყველაზე მეტად რომელი ყვავილი მოსწონს? -ვარდები უყვარს ძალიან. მუქი, ძალიან მუქი წითელი ვარდები. -კარგად გაიხსენე, ყვავილები მარტო იმისგან უხარია ვინც მოსწონს თუ ყველასგან. -მისთვის როგორი არასასიამოვნო ადამიანიც არ უნდა იყო, ყვავილები მაინც ესიამოვნება. -რომელ საათზე მოვიდე? -არა... მოსვლამდე უნდა შეგხვდე. _სწრაფად წამოიძახა და ოთახის კარისკენ მიტრიალდა. _პირველ რიგში იმიტომ, რომ შენი სურნელი მომენატრა და მინდა რომ ეს ყველასგან დამოუკიდებლად შევიგრძნო, ნინასთან კი ამას ვერ მოვახერხებთ. მერე ერთად მოვიდეთ დედასთან. _ეშმაკური ხმით ჩაილაპარაკა და ქვედა ტუჩი მსუბუქად მოიკვნიტა. -დღეს გამოგივლი და თუ შეძლებ სადმე გავიდეთ. -ახლა ოჯახთან ერთად ცოტას ვისაუბრებ და გვიან გამომიარე. -კარგი. *** დივანზე მოკალათებული შეფარვით აპარებდა თვალს დედისკენ და ცდილობდა მისი გამომეტყველებით და ქმედებით მიმხვდარიყო როგორ ხასიათიზე იყო. დაბნეულმა თითები ერთმანეთში ახლართა და მარიტას გადახედა. -ხო მართლა, დეი._ხმამაღლა წამოიძახა მარიტამ და ნინას მიუტრიალდა. _დღეს შენი ძველი თანამშრომელი შემხვდა,ელზა. მოკითხვა შემოგითვალა. -რამდენი ხანია აღარავინ არ მინახავს, ამ დღეებში უნდა დავურეკო და ჩემთან დავპატიჟო. -როდის?_ინტერესით იკითხა გოგონამ. -აი, ლოლას რომ გავაცილებთ მერე. _წარბაწეულმა ჩაილაპარაკა და შვილს ცალი თვალით გადახედა. -თარაშთან შეხვედრა ხომ არ გადაგიფიქრებია? -რატომ უნდა გადავიფიქრო?_შუბლშეკრულმა, ინტერესით იკითხა და ახლა მთელი ტანით მისკენ შეტრიალდა. -არ ვიცი. _მხრები აიჩეჩა. -ლოლა, ძალიან დამავალებ თუ ასეთი გამომეტყველებით არ დამაკვირდები. ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებ თითქოს ხეზე გკიდებდე ფეხებით. შენი ცხოვრებაა და როგორც გინდა ისე მოიქეცი, უბრალოდ საკუთარ თავს ვალდებულად ვთვლი რომ ამაში მეც ჩავერიო. თუ ხვალ შენი შეყვარებული არ მომეწონება გაითვალისწინე რომ ამას ყოველთვის გაგრძნობინებ. -და ახლა რა ვუთხრა რომ შენზე შთაბეჭდილების მოხდენა სცადოს?_გაღიზიანებულმა იკითხა და წარბები შეჭმუხნა. _დედა, ძალიან გთხოვ თარაში რომ მოვა შეეცადე შენი სიხისტე არ აგრძნობინო. თუ მასთან კონფლიქტი გინდა მირჩევნია საერთოდ არ იცნობდეთ ერთმანეთს! -ხვალ შევხვდები და მე გადავწყვეტ უნდა ვიცნობდე თუ არა. _ამაყად ჩაილაპარაკა, ფეხზე წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა._მაგიდის გაშლაში დამეხმარეთ. *** -იქ კარგად ჭამ?_ხმადაბლა იკითხა ნინამ და ქვემოდან ახედა შვილს. ლოლას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა. -კი, კარგად ვჭამ. შენი რეცეპტების წიგნიდან ვიკვებები. _სიცილით დაუქნია თავი და ერთი ნაჭერი პური აიღო. -უი, ელზა ამირეჯიბი რომ გათხოვდა გაიგეთ?_მოულოდნელად დიალოგში მარიტა ჩაერთო. სამივემ გაკვირვებულმა გადახედა გოგონას. -ელზა გათხოვდა?_სიცილნარევი ხმით იკითხა ნინამ. -მეც ზუსტად ეგეთი რეაქცია მქონა. ეგ არ გათხოვდებოდა, დაში გეშლებათ-თქო ერთი საათი ვარწმუნებდი ჩემ გოგონებს. _სიცილით ამოილაპარაკა მარიტამ. -ყველაზე ვიფიქრებდი და 25 წლის ასაკში თუ ელზა გათხოვდებოდა მაგას ვერა. -საერთოდ ეგრეა... ვისგანაც არ ელოდები ზუსტად ის ოჯახდება პირველი. -დიდი ხნის ამბავია?_ინტერესით ჩაეძია ნინა. ლოლას ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა და ჭამა განაგრძო, თან მთელი ყურადღებით უსმენდა ახალ ამბებს. -მე მგონი რომ არა. ყოველ შემთხვევაში ელზასნაირი წუნია გოგოსთვის არა, 9 თვეა ერთად არიან. -იმედია ლოლაც მეცხრე თვეში არ გამომიცხადებს ვთხოვდებიო. _ცინიკური ღიმილით ჩაისისინა ნინამ და შვილს თვალებმოჭუტულმა გადახედა. -არა, დედა, გათხოვებით 30 წლამდე არ ვთხოვდები. ერთად ცხოვრება კიდევ შეიძლება. _მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და ღიმილით ჩაუკრა თვალი. -ენას ამოგწიწკნიდი, მაგრამ იმხელაა ხვალამდე ვერ მოვასწრებ. -ეს ნახეთ. _აღშფოთებული ტონით წამოიძახა მარიტამ და ჩუმად მჯდარი ილოსკენ მიუთითა ყველას. _ბიჭო, სალათა სად არის? -სალათა ელზას ქორწილში და ლოლას მეცხრე თვის აღსანიშნავ საღამოზე ჭამეთ. _ირონიულად გამოაჯავრა ჭორების განხილვით გართული ქალები და ფეხზე წამოდგა. -სულ შეჭამა. _სახედაბრეცილმა აიღო ცარიელი თეფში და ტუჩგადმოტრიალებულმა გადახედა ნინას. -აღარ არის. _შეწუხებულმა გააქნია თავი და ლოყაზე უჩქმიტა. -მსუნაგი პუდელი! _აღრენილმა მიაძახა და თეფში ხმაურით დაბრუნა მაგიდაზე. *** მთელი საღამო აფორიქებული ბორგავდა, გამუდმებით დაგეგმილ შეხვედრაზე ფიქრობდა. ვერაფერით წარმოიდგინა როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეს ნინას, ან რას მოიმოქმედებს თარაშთან საუბრის დროს. როგორც წესი ნინას ადვილად ვერავინ ვერ დაუძვრება, მანამდე არ მოასვენებს სტუმარს სანამ სასურველ შედეგს არ მიაღწევს და ყველაფერს დაწვრილებით არ გაიგებს. ბოლომდე უნდა დარწმუნდეს რომ მასთან დიალოგმა ყველანაირი ინტერესი დაუკმაყოფილა. თანაც როდესაც საქმე ლოლას და მის მომავალს ეხება, აქ საქმე იმაზე რთულად არის ვიდრე სხვა სიტუაციებში. -თარაშ, დღეს შეხვედრას ვერ მოვახერხებ. ნინა ისედაც ძალიან ცუდ ხასიათზეა და ახლა რომ მარტო დავტოვო თავისებურ კუდს მოაბამს და არ მინდა რომ ვაწყენინო. -ნუ მიხსნი! უბრალოდ თქვი რომ ნინასთან უნდა იყო, ჩემთვის ესეც საკმარისია, კაფანდრა. _თარაშის ღიმილნარევი ხმის მოსმენისას კმაყოფილი გაიბადრა. -რატომ ხარ ასეთი კარგი. -ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა. _სიცილნარევი ხმით შეიფერა თარაშმა. -ხვალამდე. *** დილით გამთენიისას წამოხტა ფეხზე, შხაპი მიიღო, გაემზდა და 10 საათზე თარაშთან შესახვედრად წავიდა. ყველანაირად ეცადა დედამისს არ შეხვედროდა. გასვლისას ოთახის კარზე მიუკაკუნა და დაიბარა რომ საღამოს თარაშთან ერთად დაბრუნდება და სახლიდან უკანმოუხედავად გაიძურწა. გამოძახებულ ტაქსიში ჩაჯდა და თარაშის მისამართი უკარნახა. კორპუსთან მისულს მერლანი მეხუთე სართულის აივანზე გამოსული დახვდა. გაბადრულმა ჩუმად ჩაიღიმა და ცალთვალმოჭუტულმა ახედა მამაკაცს. თარაშის ბინის კართან მისულმა ისე ამოისუნთქა თითქოს მასთან შესახვედრად წლებია ემზადება და ახლა რაღაც განსაკუთრებულს უნდა ჩაუყაროს საფუძველიო. გეგონება რამდენიმე დღის წინ ბედნიერებისგან გაბრუებული თარაშის მკლავებში არ კვნესოდა. -დილა მშვიდობის. _ ღიმილით მიესალმა მამაკაცს, ტუჩებზე მოწყვეტით აკოცა და სახლში შევიდა. -იმედია არ გისაუზმია._თარაშმა ცალი ხელი წელზე მოხვია და ტუჩები მის ყელზე აათამაშა. -არა, პირდაპირ შენთან წამოვედი. _თავი გააქნია და თვალები მოჭუტა. _მმ, როგორი გემრიელობების სურნელი ტრიალებს. რა მომიმზადე? -ყიყლიყო. _სერიოზული სახით ჩაილაპარაკა თარაშმა და ღია სამზარეულოსკენ წავიდა. ლოლამ გაკვირვებულმა დასწია თავი დაბლა და თვალები დაქაჩა. -რაღა დროს ჩემი ყიყლიყოებია... დიდი გოგო ვარ უკვე! _სიცილით მიჰყვა უკან და მაღალ სკამზე შემოსკუპდა. _როგორი კარგი და მყუდრო ბინა გქონია, მომწონს. _მისაღებს და სამზარეულოს კმაყოფილმა მოავლო თვალი და საყვარელს გემოვნება მოუწონა. -ეს სახლი აუქციონზე ვიყიდე რამდენიმე წლის წინ, ზუსტად ისეთია როგორიც იყო. ხელი არაფრისთვის მიხლია. -არაუშავს დრო მოვა და მე გავინავარდებ. _”მუქარის” ტონით ჩაილაპარაკა და ტუჩები წინ გამოსწია. _საწყალი, ალბათ როგორ დაენანა ეს სახლი. როგორი მოვლილი და შენახულია, ძნელია ასეთი სახლის გაყიდვა აუქციონის სახით რომ გიწევს. იცნობ ძველ პატრონს? -არა, ბანკმა გაყიდა. -გასაგებია, და... ყავას არ გამიკეთებ? -ჯერ ცოტას მოგეფერები და მერე. _ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა თარაშმა და ლოლასკენ წავიდა. ქირიამ ორივე ხელი წელზე მოხვია და მისი კოცნით გართულს მსუბუქად უჩქმიტა. -თარაშ, შენი ოჯახის შესახებ რატომ არასოდეს საუბრობ?_ხმადაბლა იკითხა და თითებით წვერზე მოეფერა. -ცოტახანი მოიცადე მოვა და თავად გაგეცნობა. _თვალი ჩაუკრა და შემოსასვლელ კარს გახედა. -აკი მარტო ვცხოვრობო?_წარბებშეჭმუხნულმა იკითხა და თარაშის მსგავსად მანაც კარს დაასო მზერა. -მარტო ვცხოვრობ, მაგრამ სპორტის შემდეგ აქ მოდის ხოლმე. -ვისზე ვსაუბრობთ?_დაინტრიგებულმა იკითხა და ფეხზე წამოდგა. -ჩემ პატარა ძმაზე. -შენ ძმა გყავს, თანაც პატარა?_თვალებდაქაჩულმა წამოიძახა და გაბრაზებულმა დამანჭა სახე. _აქამდე რატომ არ მითხარი? თარაშ, როგორ შეგიძლია მსგავსი დეტალები არ გაამხილო, ან საუბრის დროს მაინც როგორ არცერთხელ არ წამოგცდა?! -არ ვიცი. _მხრები აიჩეჩა და ახმაურებულ კარს ღიმილით გახედა. -მე მასზე საუბრით აგიკლებდი... ახლა ილო ცოტა დიდია და თავს ვიკავებ თორემ. _სიცილით დააყოლა და ანერვიუებულმა ჩაიწყო მოსასხამის ჯიბეებში ხელები. _იმედია ჩემნაირი გოგონები მოსწონს. _წარბები ეშმაკურად შეათამაშა და სახლში შემოსულ პატარა თარაშს დააკვირდა. _ეს შენი ძმაა თუ შვილი?_მსგავსებით გაოგნებულმა სრული სერიოზულობით იკითხა და მასზე დაკვირვებულ ბავშვს გადახედა._გამარჯობა. _ღიმილით ჩაილაპარაკა და თავი დაუქნია. ბავშვმა ჩაფიქრებულმა დაუქნია თავი, შეფარული ღიმილით გაუღიმა და თარაშს მიუბრუნდა. -გამარჯობა. _სწრაფად ჩაილაპარაკა და ძმისკენ წავიდა. _მამა დაბლა გელოდება, რაღაც უნდა მივცეო. -ჩავალ და ამოვალ. _ლოლას გადახედა, თვალი ჩაუკრა, მერე ბავშვს აუჩეჩა თმები და გასასვლელისკენ წავიდა. ქირიამ თავი დაუქნია და ნელი ნაბიჯებით დაიძრა ბიჭისკენ. -რა გქვია?_მხიარული ტონით იკითხა და დივნის სახელურზე ჩამოჯდა. -აბო_სწრაფად გასცა პასუხი და ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო. -კარგი სახელია._მოწონების ნიშნად თვალები დააფახუნა და განაგრძო. _მე ლოლა ვარ, თარაშის მეგობარი. -თუ შეყვარებული?_წარბაწეულმა “ჩაჭრა” და თვალები მოჭუტა. -შეყვარებული. _ლოყებაწითლებულმა სიცილნარევი ხმით დაუდასტურა და თავი დააქნია. _იმედია ერთმანეთს გავუგებთ და ჩემი დანახვისას უკმაყოფილო არ დარჩები ხოლმე. -უკმაყოფილო რატომ უნდა დავრჩე, ბოროტი ხარ? -არა, უბრალოდ არ მინდა ცუდი ურთიერთობა გვქონდეს. -ვისაც იცნობ ყველასთან კარგი ურთიერთობა გაქვს? -არა, ჩემ უფროსთან მაქვს ძალიან ცუდი ურთიერთობა. _ტუჩები გააწკლაპუნა და წარბები მოღუშულმა დაუშვა დაბლა. -უცნაურია შენნაირი ლამაზი გოგო რომ არ მოსწონს. _ბიჭის მოულოდნელ კომპლიმენტზე ღიმილი ვერ შეიკავა. გახარებული გასწორდა წელში და სახლში შესულ თარაშს გახედა. -ამ წამს აბომ ისეთი კომპლიმენტი მითხრა რომელიც შენ არასოდეს გითქვამს. ძალიან დიდი მადლობა, აბო. -ხო, აბო ყოველთვის უფრო გულახდილია. _ცინიკური ღიმილით დაუდასტურა და ძმას თვალი ჩაუკრა. _ვისაუზმოთ. -ხო მართლა, რომელ სპორტზე დადიხარ?_ინტერესით იკითხა ლოლამ და ინსტიქტურად დახედა ფეხებზე. _ფეხბურთი, გასაგებია. _ბუცების დანახვისას სიცილით დააყოლა და სკამზე ჩამოჯდა. -ერთმანეთის გაცნობა უკვე მოასწარით?_თეფშები ბარზე დაალაგა თარაშმა. -კი, მითხრა რომ შენი “მეგობარია”._ეშმაკური ხმით და ღიმილით ჩაილაპარაკა ბიჭმა და ლოლას გადახედა. _ხელებს დავიბან. -ლამაზი და სექსუალური მეგობარი. _როგორც კი სააბაზანოში შესული ძმა დაიგულა, ვნებიანი ხმით ჩაიჩურჩულა და ქვედა ტუჩზე მსუბუქად იკბინა. ლოლას ლოყებაფაკლულს ჩაეცინა. -თარაშ, მშობლებზე და ოჯახზე საუბარი არ დაგვისრულებია. გავიგე რომ მამასთან ურთიერთობა გაქვს, ძმა გყავს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მინდა რომ შენზე ყველაფერი ვიცოდე. _სწრაფად შეცვალა გამომეტყველება და მისთვის საინტერესო თემას დაუბრუნდა. -დედამ ძალიან დიდი ხნის წინ გადაწყვიტა რომ ჩვენგან შორს უნდოდა ყოფნა, მასზე არ ვსაუბრობ. ლევანს ოჯახი ჰყავს, კარგი ურთიერთობა მაქვს ყველასთან. -ლევანი ალბათ მამაშენი._დასაზუსტებლად ჩაეძია ლოლა. მერლანმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. -აბო რამდენი წლის არის? -თერთმეტის. -18 წლის იყავი როდესაც გაჩნდა. _მისთვის დამახასიათებელი ღიმილით ჩაილაპარაკა და ოთახში შესულ ბავშვს გახედა. _ძალიან გგავს. *** აჩქარებულ გულზე ხელი მაგრად მიიჭირა და მის გვერდით მდგარ მერლანს ახედა. თარაშმა ანერვიულებულს საფეთქელზე აკოცა და თვალებით ანიშნა რომ ნერვიულობა შეეწყვიტა. თუმცა არც მერლანი იყო ბოლომდე გალაღებული, ქირია ამჩნევდა რომ მამაკაცი მისთვის უჩვეულო მღელვარებას ჰყავდა შეპყრობილი. როგორც სჩანს მისი საყვარელი ქალის ყველაზე ძვრიფასი ადამიანის გაცნობა მისთვის ძალიან საპასუხისმგებლო აღმოჩნდა. -დედა, მოვედით. სახლში შესულმა ხმამაღლა დაიძახა და პირდაპირ მისაღებისკენ აიღო გეზი. ნინა ყელმოღერებული, წარბაწეული და მკაცრი გამომეტყველებით გამოეგება წყვილს. თარაშის დანახვისას გამომეტყველება შეეცვალა, მაგრამ რამდენიმე წამით, მერე თითქოს რაღაც გაახსენდაო და ისევ დამშვიდდა. -გამარჯობა. _ხმადაბლა ჩაილაპარაკა თარაშმა და ყვავილების ლამაზი შეკვრა გაუწოდა. _იმედია მოგეწონებათ. _ნინამ ყვავილებს დახედა და რამდენიმე წამით ტუჩის კუთხეში ინსტიქტურად ჩაიღიმა, მერე თითქოს მიხვდა რომ საკუთარ “პრინციპებს” უღალატა და ყვავილები უკან დასწია. -გამარჯობა, ყვავილისთვის დიდი მადლობა, ძალიან ლამაზია. -მიხარია. _თავი მსუბუქა დაუკრა თარაშმა. ლოლა დაძაბული უყურებდა ხან ერთს, ხან მეორეს და ცდილობდა მათი მზერიდან რაიმე მისთვის სასარგებლო მაინც ამოეკითხა. -ჩვენ ოჯახში ასეთი წესია... _ძალიან ხმადაბლა დაიწყო ნინამ. _როდესაც სტუმარს ველოდებით ყოველთვის სოკოს სალათას ვაკეთებთ. იმედია სოკო გიყვართ. ნინას სიტყვების მოსმენისას ცალი თვალი აუთამაშდა. დაბნეულმა ნერწყვი ძლივს გადაყლაპა და მისაღებში გაშლილი მაგიდისკენ გაიხედა. -დედა. _ლუღლუღით ამოილაპარაკა ქირიამ. _სოკოს სალათა გააკეთე?_ხმის დამორჩილება ძალიან გაუჭირდა. -ვთქვი უკვე რომ ეს ტრადიციაა. -ხო, მაგრამ ძალიან ხშირად ამ ტრადიციას არღვევ. აღშფოთებას ვერ მალავდა ლოლა. ნინასთვის სოკოს სალათა ძალიან მნიშვნელოვანია, გამორიცხულია ეს უბრალო სტუმრისთვის გააკეთოს და ამაში დრო დახარჯოს. როგორც თავად აღნიშნა ამ სალათის გაკეთება მართლაც ტრადიციად აქვს ოჯახს. დაბნეულმა ვერ გაიგო ეს ამბავი უნდა გახარებოდა თუ უფრო უნდა ანერვიულებულიყო, როგორც წესი ნინა ასე მალე არ იხიბლება ხოლმე და დარწმუნებულია რომ არც თარაშია გამონაკლისი. -გუშინ გასაგებად მითხარი რომ თარაშთან თავს ძალიან კარგად გრძნობ, მე მგონი ეს საკმარისი მიზეზია. ნინას ქცევებით და საუბრით გაკვირვებულს ხმა აღარ ამოუღია, მაგრამ მიხვდა რომ დედამისი ამ ყველაფერს უბრალოდ არ აკეთებდა. მიხვდა რომ ნინას რაღაც აქვს ჩაფიქრებული, რაღაც რაც ძალიან საეჭვოდ ეჩვენება. დაბნეულმა ცალი თვალით თარაშს ახედა, მამაკაცის მზერაშიც იგრძნობა ნინას კეთილგანწყობის მიმართ არსებული უნდობლობა. ლოლა ფეხისწვერებზე აიწია და ტუჩები ყურთან მიაწება. -მართალი ხარ, რაღაც ისე არ არის. _ჩურჩულით დაუდასტურა ქირიამ და მაგიდისკენ წასულ დედას თვალი გააყოლა. *** -ქ-ნო ნინა. _მაგიდასთან მოკალათებულმა მშვიდად დაიწყო. -დამაგვიანდა. _სააბაზანოდან გამოსულმა ილომ ხმამაღლა შესძახა და სტუმრებისკენ წავიდა. თარაში სწრაფად წამოდგა ფეხზე და ილოს ძალიან ახლო მეგობარივით მიესალმა. -როგორ ხარ?_თვალი ჩაუკრა და მხარზე ხელი დაადო. -გუშინ ბიჭებს ცოტა გაგვიწვიმდა და მთელი დღეა ვერ გამოვფხიზლდი. შენ როგორ ხარ?_სიცილით ჩაილაპარაკა ილომ და თარაშის მოპირდაპირე მხარეს დაჯდა. -კარგად. -რაზე საუბრობიდით, რაიმე მნიშვნელოვანი ხომ არ გამოვტოვე? -ზუსტად ახლა ვაპირებდი ძალიან მნიშვნელოვან დეტალზე საუბარს. _დაწყებული განაგრძო მერლანმა. _დარწმუნებული ვარ ჩემი დანახვისთანავე მიხვდებოდით რა მაკავშირებს ლოლასთან. თქვენი შვილი ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, ზუსტად ამიტომ ჩვენი ურთიერთობის დაწყებისთანავე ჩავაყენე საქმის კურსში ილო და ავუხსენი რომ ლოლას მიმართ გრძნობები მაქვს და მასთან ურთიერთობას ვაპირებ. -შენ ყველაფერი იცოდი?_ნინამ თვალებჩაწითლებულმა კითხა ილოს. ბიჭმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. _მაგაზე მერე ვისაუბრებთ. -არ იფიქრო რომ კონკრეტულად შენ გერჩი, უბრალოდ ლოლასთვის სერიოზული სახის ურთიერთობები მე მგონი ძალიან ადრეა. მისთვის ყველანაირი სახის ურთიერთობა ადრეა, მინდა რომ ჯერ საკუთარ თავს მიხედოს და მერე აიწყოს პირადი ცხოვრება. -მაგრამ ეს ლოლას სურვილზეა დამოკიდებული და არა იმაზე ჩვენ რა გვინდა. მე მესმის თქვენი, როგორც დედის რომელსაც გინდათ რომ თქვენი შვილები ბედნიერები იყვნენ. დარწმუნებული ვარ მეც მსგავსი რეაქცია მექნება როდესაც გავიგებ რომ ჩემს შვილს შეყვარებული ჰყავს, ძირფესვიანად გამოვიკვლევ მის ვინაობას და მხოლოდ ამის შემდეგ მივცემ საკუთარ თავს უფლებას მათი ურთიერთობის მომხრე ვიყო. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავ იმას რომ მისი სურვილების საწყინააღმდეგოდ ვიმოქმედებ. -მე დედა ვარ და ცოტა სხვანაირად ვფიქრობ. თანაც ჩემთვის ძალიან რთულია ამხელა გზაზე წასულ შვილზე ფიქრი და ახლა ამას ემატება მისი პირადი ცხოვრება კაცთან. ჩემთვის რთული წარმოსადგენია ლოლას ცხოვრებაში შენი არსებობა. თანაც სუფთა წარსულის არ უნდა იყო. მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად მჯდარი ლოლა თვალებდაქაჩული უყურებდა თარაშს და ნინას, ცდილობდა მათი ბგერებიდან გარკვეული ემოციები შეეკრიბა და საბოლოო დასკვნა მიეღო, მაგრამ ისეთი დასტრესილია თავი ვერაფერს ვერ მოაბა. ნინას დამოკიდებულებაც ძალიან აშინებს მშვიდი, გაწონასწორებული, მაგრამ ადვილად შესამშნევი აგრესია აქვს თარაშის მიმართ. მისმა ბოლო წინადადებამ კი საერთოდ დაამუნჯა, მიხვდა დღევანდელი განხილვის თემა რაც იქნებოდა და აფორიაქდა. თარაშის სიტყვების მოსმენისას ძალიან დიდი სითბო ჩაეღვარა გულში. მსგავსი ლოლასთვის არაფერი არ უთქვამს და ცოტა უცნაურად მოხვდა მის ყურს მამაკაცის სიტყვები. თარაშთან ყოფნისას ყოველთვის გრძნობს რომ მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ლოლასთან ურთიერთობა, მასთან ყოფნის დროს თავს ყოველთვის კარგად გრძნობს და რა თქმა უნდა ამას ქალიც გრძნობს. მაგრამ ასე ხმამაღლა ამის მოსმენა, თანაც ამ სიტუცაშია ძალიან ესიამოვნა. -ლოლასთან ამ თემაზე საუბარს მოვერიდე. _ხმადაბლა დაიწყო ნინამ. ქირიმ გაკვირვებულმა გადახედა დედამისს და მერე მის გვერდით მჯდარ თარაშს. _რამდენიმე თვის წინ შემთხვევით მოვკარი თვალი შენი ცუდი საქმეების ისტორიას. _მერლანს ტუჩის კუთხეში ჩაეღიმა, მიხვდა ვისთანაც ჰქონდა საქმე. ლოლა კი დაძაბული იჯდა და ხმამაღლა სუნთქავდა. -დიდი ისტორიაა, მაგრამ ცხოვრებაში პირველად, მზად ვარ დეტალურად მოვყვე ყველაფერი! ხმამაღლა ჩაილაპარაკა თარაშმა და თვალებდაქაჩულ და პირდაღებულ ლოლას გადახედა. ქირიას ამ ამბის გასაგებად ხვეწნა-მუდარა დასჭირდა და ახლა მერლანი თანახმაა რომ ყველაფერი დეტალებში მოყვეს და ისტორია არ დამალოს. -არ არის საჭირო, ყველაფერი ძალიან კარგად ვიცი. ისიც ვიცი რას საქმიანობ, ისიც ვიცი ვინ არის გიგა აბზიანი და ისიც ვიცი რომ ლოლას ცხოვრებაში ასე უბრალოდ არ გამოჩენილხარ. _ირონიული ღიმილით ჩაილაპარაკა ქალმა და სახეშეცვლილ თარაშს ნიშნის მოგებით ჩაუკრა თვალი. _დიახ, ყველაფერი ვიცი! -დედა... რა ყველაფერი იცი?_ლოლამ დაბნეულმა ჩაიცინა და ორივეს ერთდროულად გადახედა. -როგორ გირჩევნია, თარაშ, ახლა ვუთხრა თუ თავად ეტყვი? -ნინა! ილომ შეშლილი ხმით წამოიძახა დედის სახელი და თვალებჩაწითლებული დაჟინებით მიაჩერდა ქალს. +++++++++ თადააამ! <3 სიყვარულებო, მოვედით. <3 ძალიან, ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის, ახლა სულ სხვა შემართებით ვიწყებ ისტორიის წერას. ძალიან ცუდი და მძიმე პერიოდი მქონდა, რომელიც საბოლოოდ დავამარცხე და ახლა თამამად შემიძლია ვთქვა რომ ისტორიის წერა ისევ სიამოვნებას მანიჭებს. <3 იმედი მაქვს რომ ჩემი გრაფიკი საშუალებას მომცემს ისევ ყოველდღე ვწერო ისტორია, თუ ყოველდღე არა კვირაში 4_ჯერ მაინც. (ვხუმრობ, მალე დასრულდება ისტორია. :დდდ) ძალიან დიდი მადლობა ყველას ვინც ჩემს ამ გაურკვეველ უპასუხისმგებლო დაგვიანებებს იტანდით და შესაშური მოთმიმებით ელოდით ისტორიას... უღრმესი მადლობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ეს თავი ლოდინად ღირდა. <3 და ჰო, ძალიან ბევრი რამ ახლა იწყება. <3 ძილინებისა'თ ვინც ახლა იძინებს და დილა მშვიდობისა ვინც უკვე გამოიძინა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.