შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულისფერი (ნაწილი 3)


30-03-2018, 21:35
ავტორი tamarka
ნანახია 1 163

ჭკუიდან მშლიდა ის ფაქტი რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იმდენად ახლოს და ამავდროულად იმდენად შორს იყო ჩემთან. შეუძლებელია მისნაირი ქალი არ შეგიყვარდეს. შეუძლებელია არ იოცნებო მის გვერდით გეძინოს და შენი იყოს. თუმცა მას ასე ვერ მოექცეოდი. საკუთრებად ვერ გაიხდიდი. ძლიერი იყო და ამას ნებისმიერ მის ნაბიჯზე იგრძნობდი. დროთა განმავლობაში უფრო მივხვდი რომ საღი აზრიდან გადამიყვანდა და თავის სამყაროში ჩამითრევდა მაგრამ ჩემი ნაბიჯით გავანადგურებდი. დამთავრება არ მინდოდა მაგრამ არც ის მინდოდა უკანასკნელი ნაძირალასავით მოვქცეულიყავი და მის გონებაში ჩემი წილი მოგონებებისა გამენულებინა და არარაობად მექცია.
ამ გადასახედიდან რომ ვუყურებ, ჩემ თავთან როცა მარტო რომ ვრჩები ვიაზრებ რომ რეალურად მე მხოლოდ ჩემი თამარა მომწონდა. ჩემი სილამაზის იდეალი გახდა და შემიძლია გითხრათ ნაწილ-ნაწილ შევაგროვე სხვა ქალებში. ამაზრზენად ჟღერს მაგრამ ეს ასე იყო. ზოგს მისნაირი აზიური სახე ჰქონდა,ზოგს მისნაირი მკერდი. იყვნენ ისეთებიც რომლების მის მსგავსად იცვამდნენ და ისეთებიც როცა ზოგჯერ მითხოვია ჩემთვის ჩაეცვათ. მენატრებოდა ის გრძნობა რასაც კანქვეშ და თითქოს კაპილარებს შორის ვგრძნობდი. რაღაც აღუწერელს, ჟრუანტელისმაგვარს და სწრაფი შოკივით გამომაფხიზლებელს. გოგოები რომლებიც მეგონა რომ მისნაირი ძლიერი ფსიქოტიპის პატრონები იყვნენ. მაგრამ არა... ეშმაკსაც წაუღია ისინი!!! მთავარია ის ჩემს ფიქრებში იყო და მიუხედავად ჩემი მასთან დიდ მანძილზე დაშორებისა მე ის არ გამიშვია. ამბობენ ღმერთი შეცდომებს არ უშვებსო და ალბათ ასეც არის. არც ჩვენი შეხვედრა ყოფილა შეცდომა...
საღამოს მისი შერჩეული კაბის სურათი გამომიგზავნა და წარმოვიდგინე როგორ აღაფრთოვანებდა ეს იქ მყოფებს.მე კი თავისუფლად შემეძლებოდა გამეღიმა და მეთქვა რომ ის ჩემთან იყო...
მალევე დამირეკა და მითხრა თუ გცალია სადმე ჩამოვსხდეთ და ჩაი დავლიოთო. მე შევთავაზე ჩემთან გამოდი და სადმე წავიდეთთქო.
მალევე ჩემთან იყო თუმცა მე არ მინდოდა სადმე გასვლა ამიტო ნომერშივე შევუკვეთეთ ჰავაიური პიცა და სალაპარაკოდ ჩამოვსხედით.
"...და მაინც რისთვის მიდიხარ პარიზში?"-აღტაცებულმა ვიკითხე და ლუკმა ძლივს გადამივიდა ყელში.
"სისხლის ტესტი მაქვს გასაკეთებელი. მემგონი ერთხელ მოგიყევი ეჭვი ჰქონდათ რომ სამშობიაროში ბავშვები გაცვალეს. ჩემი მშობლები არ ელოდნენ რომ გოგო შეეძინებოდათ და ბოლომდე ჰქონდათ ეჭვი ბავშვის შეცვლაზე. თუმცა დაავიწყდათ ეს ფაქტი და არ მიგრძვნია თუ რამე განსაკუთრებული ხდებოდა.მაგრამ რაც დრო გადის ყველა ატყობს რომ მშობლებს არ ვგავარ და სხვადასხვა შეხედულებები გვაქვს. ბავშვობაში გათვალული ვეგონე და მკითხავს უთქვამს ბებიასთვის ეს ბავშვი დროს გაასწრებსო და ამას ყველა აღიარებთო.
აფსურდული არ არის და ამიტო მინდა დავრწმუნდე. არ ვიცი რა როგორ იქნება თუმცა მალე ჩამოვალ."-ეს მითხრა, გამიღიმა და კიდევ ერთი გემრიელი ლუკმა მოკბიჩა.
სასწაული ისტორიები ჰქონდა. იმედია ყველაფრის გახსენებას შევძლებ რომ ზუსტად დაგიხასათოთ როგორ ადამიანთან მქონდა შეხება. თქვენ იშვიათად გეყოლებათ მსგავსი ქალი ნანახი. ზოგადად კაცები იშვიათად ნახულობენ მათ იდეალებს.ყველას სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. ზოგი დედამისის მსგავსს ეძებს,ზოგი მისი ბებიის ანდაც კონკრეტული პირის ანარეკლს. მე კი მისნაირ ქალს ვეძებდი და ჰოი საოცრებავ, მე სულელმა რა დავკარგე. გარშემო იმდენი სიყალბე და ნაგავია მე კი ჩემი სიმართლე და სინათლე ვიპოვე და დავკარგე. ალბათ თქვენც გამაკრიტიკებთ...
"ხვალ რა ვქნათ? ერათად მივიდეთ?"-ვკითხე ხმადაბლა.
"ჰო ერთად წავიდეთ. ან თუ გინდა მიდი და მეც მოვალ ან როგორც უფრო მოსახერხებელია.მე არ მაქვს პრობლემა. კაბას წამოვიღებ სახლიდან აქ მოვალ და ერთად წავიდეთ თუ გინდა.”-წყნარად მითხრა და გაიღიმა.
გულში გამიხარდა კიდეც, რომ ჩემთან მოვიდოდა და ერთად წავიდოდით. დავინახავდი როგორ დადის წინ და უკან. მისი საყვარელი სიარულის მანერაც კი იმდენად მაქვს ჩარჩენილი ახლაც რომ ვიხსენებ მეღიმება და თან გული მწყდება.
„ერთად წავიდეთ“-პაუზის მერე გავაგრძელე. „აქ მოდი და ერთად წავიდეთ. დილით კაბა წამოიღე ან გამოატანე ვინმეს და რისეფშენში დატოვონ. ვეტყვი და აიტანენ.“
„კარგი“-ეს მითხრა და კიდევ ერთხელ გამაჟრჟოლა სიხარულისგან.
„დარჩები?“
„ჰო დავრჩები.ხვალ მაინც ისეთი არაფერი მაქვს დაგეგმილი.“
მალევე ლოგნიში ვიყავით და მისი სხეული ჩემსას ეკვრდა. ჩემი ხელი მის სავსე მკერდზე იდო და მის გულისცემას ვგრძნობდი.თმის სუნიც კი იმდენად დასამახსოვრებელი იყო შეუძლებელია ემოციის გარეშე გავიხსენო. კანზეც ისეთი სუნი უდიოდა ალბათ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული და ლიმიტირებული სუნამოს ავტორსაც კი აღაფრთოვანებდა.
ცხელი ღამე გვქონდა. სექსი არ ნიშნავს ცხელს. ეს ბევრად უფრო მეტი იყო ვიდრე უბრალოდ სექსი. როგორც გითხარით არ უყვარდა და არც მე ვაძალები. თუმცა იმდენად ძლიერი ენერგეტიკის მქონე იყო შეუძლებელილი იყო აზრ დამორჩილებოდი.
დროთა განმავლობაში გავაანალიზე რომ მისი ტრამვების ბრალი იყო, რომ ყოველი ღამე ჩემი კანის კაწვრით და კბენით მთავრდებოდა. იარები კანზე და მისი ფრჩხილების ნაკვალევი, კბილების ნაიარევი და ჩალურჯებები. მესმოდა, რომ ეს აგრესია იყო რაც იმ წარსულის ცუდმა მოგონებებმა დაულექა და შეუძლებელი იყო თამარას არსებობა მათ გარეშე.
დილითაც სასიამოვნოდ გავიღვიძეთ და ის ჩაძვრა საბნის ქვეშ. ისეთი დახვეწილი სხეული ჰქონდა... ოჰ, ღმერთმანი...
ზედმეტად მოუვიდა კბენა და მეც ადამიანურად ამომხდა:
„თამარა, გაჩერდი, მეტკინა!!!“-თვალებში შემომხედა და ლოგინის თავის კუთხეს დაუბრუნდა. მოიკუნტა და თვალები გააშტერა. არ ინძრეოდა, მემგონი არც სუნთქავდა, ან იშვიათად სუნთქავდა.
არ მინდოდა, მართლა, გულწრელად არ მინდოდა მისი ასე შეშინება და სურვილის ჩაკვლა. მაგრამ ასე გამომივიდა.
დიდი ხანი ხმას არ მცემდა, მიუხედავად ჩემი საუბრისა, მიუხედავად ჩემი ბოდიშისა. და ბოლოს როგორც იქნა ხმა ამოიღო:
„ყველას სხვადასხვანაირი მტკივა აქვს, ყველას სხვადასხვანაირად ესინია. ის რაც შენთვის მტკივნეულია, ვიღაცისთვის ეს ძალიან ბუნებრივია. შენი გრძნობებით ვერ შეაფასებ, შენი საზღვრებით ვერ გათვლი. და სწორედ ამიტომ ვერ ჩამოვაყალიბებთ ჯოჯოხეთის დეფინიციას. გინდა გითხრა რა არის სიმართლე?-ემოციები. ვერ მოატყუებ ემოციებს, ვერ მოიყტუებ თავს და ვერც ამოციებს. იცი ვინ არიან ყველაზე საინტერესოები?-ისინი ვისი ბედიც გაშინებს, ისინი ვინც ემოციებით გაჩვენებენ რაც რეალურად არიან... შენ ერთ დროს მოგენატრება ასეთი ადამიანების ნახვა და მათ სიახლოვეს ყოფნა მოგინდება. ისინი კი არ იქნებიან... თანახმა იქნები ბოდიში მოიხადო, მაგრამ გვიანი იქნება... მოგინდება უთხრა რომ გიყვარს ისინი, რომ აფასებ მათ... მოგინდება იმის თქმა რომ იდიოტი და დურაკი ხარ, მაგრამ გვიანი იქნება...თანახმა იქნები დათმო ემოიზმი, მაგრამ ისინი უკვე სხვასთან იქნებიან...“-არც კი შემოუხედავს ისე დაამთავრა სათქმელი და ახლა ვიაზრებ რომ მართალი იყო...
საღამოს გამომიარა თუმცა უკვე კაბა ეცვა და ვერ ვნახე როგორ დაგოგმანებდა ჩემ წინ ნახევრად ტიტლიკანა. როგორ იცვამდა და ემზადებოდა. ეს ალბათ ერთგვარი სასჯელი იყო დილანდელი საქციელის გამო.
„გადასარევად გამოიყურებით“-დანახვისანავე გვითხრა რისეფშენის გოგომ და თამარას გაუღიმა. მივხვდი რომ მისი ღიმილი გულწრფელი იყო, თვალთან არსებული კუნთები ნაზად მოიკეცა და თვალის ჭრილი დაპატარავდა. თამარამაც გაუღიმა და მადლობის ნიშნად თავი დაუკრა.
მალევე მივედით და შევაბიჯეთ რესტორანში. შესვლის წამიდან გავიაზრე, რომ მე განსაუთრებულ ვინმესთან ერთად ვიყავი. მომენტალურად ყურადღების ცენტრში მოექცა თუმცა გვერდიდან არ მომშორებია. მალევე წარვადგინე და მოწონება დაიმსახურა.
შვედური მაგიდის საღამო იყო ამიტომ დროდადრო მე მიწევდა ის დამეტოვებინა მარტო. არა, გვერდიდან არც მე მოვშორებივარ, უბრალოდ სხვებს ველაპარაკებოდი ის კი მისმენდა და წითელ ღვინოს წრუპავდა.
„რომა, რა მშვენიერი ახალგზარდა გახლავთ“-მითხრა ჩემი კომპანიის ქართულმა წამომადგენელმა და მას შეხედა.
„გეთანხმებით ბატონო დავიდ“-ვუთხარი და მეც შევხედე და მანაც გამიღიმა.
„განათლება?“-იკითხა დავიდმა
„სამართლის მიმართულება“-უპასუხა თამარამ და კიდევ ერთხე მოსვა. ვიცოდი ასე თუ გააგრძელებდა მალე მოგვიწევდა სახლში წასვლა.
„თავისუფალ დროს რას აკეთებთ, როგორ ატარებთ დროს?“-ისევ იკითხა ბატონმა დავიდმა.
„ვმუშაობ და ვკითხულობ ძირითადად.სიმართლე გითხეათ ცოტა თავისუფალი დრო მაქვს“
„რომა, მართლაც შესანიშნავი გოგონაა. იმედი მაქვს ხშირად გიხილავთ ეერთად“
„დიდი მადლობა ბატონო დავიდ... ადამიანი ეგოისტია, ყველაფერი კარგი თავისთვის უნდა. ხოდა მეც ზუსტად იგივე დამემართად.“-ვუთხარი და გავიღიმე.
თამარამ მითხრა საპირფარეშოში გავალ და მალე დავბრუნდებიო მე კი ისევ დავიდთან დავრჩი. ნაზად მოგვიბოდიშა და ცოტა ხნით დაგვტოვა.
„სად ნახე ასეთი გოგო საქართველოში? მემგონი არაა ქართველი, უფრო აზიური სახის ფორმები აქვს, თუმცა ეს ერთი შეხედვით. თვალებს როგორც კი დააკვირდები მიხვედები რომ არა. რაღაც ამოუცნობი თვალები აქვს.ცისფერი ან ლურჯი არაა... რაღაც სხვა ფერია...“-ეს მითხრა და სიგარა ძლიერად მოქაჩა.
„ყინულისფერი თვალები აქვს. რაღაც ლამაზი ფერია. სად ვიპოვე და აქ, საქართველოში.“
„ასეთი გოგოს ხელიდან გაშვება არ შეიძლება. მალე კი მიდიხარ, მაგრამ იმედია წაიყვან. ეგრევე ეტყობა, რომ უნიკალურია, რომ ერთეულია და გამართლება და დამსახურება უნდა ასეთ ქალს...“
„გეთანხმებით, ის მართლაც უნიკალურია.“



№1  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სასიამოვნო წასაკითხია, გამართული და შინაარსიანი ნაწერია, დახვეწილი - ვიტყოდი. მინდოდა უფრო დიდი თავი ყოფილიყო, საკმარისი არ იყო. არ არიან ჩვეულებრივი შეყვარებული წყვილი და ეს ქმნის ამ ისტორიას არაჩვეულებრივს. მომწონს ძალიან

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent