შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაფერი,უბრალოდ ყველაფერი (23 თავი)


30-03-2018, 21:50
ავტორი Stranger things
ნანახია 1 767

-ვიწყებთ ჩვენს ყოველწლიურ თამაშს!„პაემანი უცხოსთან".-მიკროფონში ენის ხმა გაისმა,მაგრამ მე შოკისგან ყურადღებაც არ მიმიქცევია.
-მერი...მე...-დაიწყო ალექსმა.
-ახლა კი სცენაზე ვთხოვთ ჩვენი კომპანიის მმართველებს და დღევანდელი წვეულების ორგანიზატორებს,ქალბატონ მერი მარშალს და ბატონ ალექსანდრეს.-დარბაზში ტაშის დაკვრის ხმა გაისმა,ალექსმა ხელი მომკიდა და სცენაზე ამიყვანა.
-აგიხსნი...-მითხრა გზაში.
-საღამო მშვიდობისა.-ალექსი დამსწრე საზოგადოებსას მიესალმა.
-ქალბატონო მერი,ბატონო ალექს,პატივს დაგვდებთ და გახსნით ჩვენს თამაშს?
-სიამოვნებით.
ალექსმა ხელი ყუთში ჩაყო,ერთი ფურცელი თავისთვის,მეორე კი ჩემთვის ამოიღო.მე ისევ დაბნეული ვიყავი და მომხდარს გააზრებას ვცდილობდი„არა...ალექსი...ის ხომ...ჩემი ალექსია...არა...რაღაც შეცდომაა..." ვუმეორებდი საკუთარ თავს.
-გახსენი.-მითხრა ხმადაბლა.
გავხსენი და სახელი წავიკითხე.
„ჯეიკობ სეიდი"
ჩემმა ტვინმა სრაფად დაიწყო მუშაობა და გამახსენდა ვინ იყო ჯეიკობი,ბიჭი ბუღალტერიის განყოფილებიდან.
-სამწუხაროა.-მითხრა და თავისი ფურცელი მაჩვენა.
„კელი კლეინი".
ერთ-ერთი გრძელფეხება მოდელი.მაყურებელს თვალი შევავლე და გასასვლელისაკენ წავედი.
-მერი!-შუა გზაში ალექსი წამომეწია.
-იქ რა მოხდა?!-დავუღრიალე.
-აგიხსნი...
-არ მჭირდება....!ჯანდაბა!ჯანდაბა!...მე...-ცრემლები წამომივიდა.-მე შენ გენდე...
-მარიამ გეფიცები...
-ნუ!ნუ მეფიცები!შეწყვიტე!მე სულელი გენდე და გული გადაგიშალე,შენ კი ჯაშუში აღმოჩნდი,რომელმაც ჩემი ესკიზები მტერს ჩაუგდო ხელში!
-არა,არა!გეფიცები!
-ნუ იფიცები-მეთქი!როგორ დაგიჯერო?!მითხარი,როგორ?!
-მე შენთვის არ მიღალატია.-ხმაში სასოწარკვეთა შეეპარა და ხელი მომკიდა.
-არა!-ხელი გამოვტაცე,მანქანაში ჩავჯექი და წამოვედი.
**********
ალექსი
**********
მერიამ არაფრის თქმა არ მაცადა და გაიქცა,მე შენობაში შევედი და დევიდი მოვძებნე.
-რატომ გააკეთე?!-დავუღრიალე.
-შვილო...
-მე შენი შვილი არ ვარ!შენ მაშინ ამოგშალე ჩემი ცხოვრებიდან, როდესაც 19 ვიყავი!შენ მამაჩემი არ ხარ!
-იმ ქალის გამო მეჩხუბები?!
-აღარ მომეკარო,ჩემს ცხოვრებაში შენ არავინ ხარ!-ვუღრიალე და მიკასთან მივედი.
-ალექს?!რა მოხდა?!მერი სადაა?!-მკითხა შეშინებულმა.
-რაღაც უნდა გითხრა...დევიდი...ის მამაჩემია.
-რაა?!
-მინდოდა მეთქვა,უბრალოდ დიდი ხნის წინ ამოვშალე ჩემი ცოვრებიდან,მე მან ისეთი რამ გამიკეთა,რაც...გთხოვ,უნდა დამიჯერო!მერიამ არ მაცადა ამეხსნა.
-მჯერა...მაგრამ თუ მერი ახლა შარში გაეხვევა...იცოდე შენი ბრალი იქნება!
-ვიცი,მაპატიე....უბრალოდ...მისი პოვნა მინდა,არ იცი სად შეიძლება წასულიყო?
-არ ვიცი...აქვს ისეთი ადგილები,რომელთა შესახებაც არ მიყვება.
-იქნებ?-უეცრად თავში მერის სამხატვრო ამომიტივტივდა- ვფირობ ვიცი სადაცაა.
-ახლა ჩემი ნახვა არ ენდომება...-თქვა დამწუხრებულმა.-წადი და უფლება არ მისცე რამე სისულელე ჩაიდინოს.
გარეთ გამოვედი,მანქანაში ჩავჯექი და მალე დიდ შენობასაც მივაგენი.დავაკაკუნე,მაგრამ არვინ მიპასუხა,მივხვდი,რომ იქ არ იქნებოდა და იმედგაცრუებული ჩავჯექი მანქანაში და სახლში წავედი.მიკას დავურეკე ისიც მოვიდა და ერთდ დავიწყეთ ფიქრი სად შეიძლებოდა წასულიყო,ტელეფონს არ პასუხობდა და ეს კიდევ უფრო მაშინებდა.
-არა...აღარ შემიძლია,ასე უაზროდ ჯდომა. უნდა წავიდე!-ვთქვი და ავდექი.
-ნუ სულელობ!ახლა უნდა მოვიფიქორთ სად შეიძლებოდა წასულიყო.-მიკა ნერვიულობისგან საშინლად გამოიყურებოდა.
-არ ვიცი!ჯანდაბა არ ვიცი!
-დაწყნარდი...გთხოვ...დაბრუნდება...არ ვიცი...დაბრუნდება...- მიკამ შუბლზე ნერვიულად მოისვა ხელი.
-კარგი...დაღლილი ხარ,სახლში წაგიყვან,ხვალ იმედია კომპანიაში მოვა.
მიკა სახლში წავიყვანე.მთელი ღამე არ მძინებია,საწოლში ვწრიალებდი,მერის გამო საშინლად ვნერვიულობდი. ღამის სამი საათი იქნებოდა,როდესაც კაკუნის ხმა გავიგე. სასწრაფოდ გამოვაღე, გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე შემოვარდა მერი და შუბლი შუბლზე მომადო,თვალები დახუჭული ჰქონდა.
-რატომ?-ჩაიღმუვლა-რატომ?!
-მინდა აგიხსნა...-ხელები ძლიერად მოვხვიე.
-მე გული გადაგიშალე,გენდე...
-მიყვარხარ.-ეს სიტყვა უნებურად მოსწყდა ჩემს ბაგეებს,შემდეგ გავიაზრე რა ვთქვი და მართალია ეს ჩემთვის მოულოდნელი იყო,მაგრამ წამითაც არ მინანია.
-რა?!-დენდარტყმულივით მომშორდა.-ჯანდაბა!რატომ?!რატომ?! მე ხომ გითხარი,რომ არ მიცნობ,შემომხედე!შემომხედე!მე არ უნდა გიყვარდე!-ახლაღა დავაკვირდი,მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი.
-მერი!
-მე არ უნდა გიყვარდე!არ შეიძლება!მე გიჟი ვარ!გიჟი ალექს!ხომ გითხარი!
არღარ მომისმენია,ხელი ჩავალე, სამზარეულოში შევიყვანე, დოლბანდები და სპირტი გამოვიღე და ჭრილობების დამუშავებას შევუდექი.
-მე გიჟიც მიყვარხარ.-ვუთხარი ჩუმად.
-უნდა წავიდე!-ადგომა სცადა,მაგრამ არ გავუშვი.
-მიყვარხარ და ამას მანამდე გეტყვი,სანამ არ გაიაზრებ რომ მრთალია და ყველანაირი მიყვარხარ.
-არ მიცნობ!არ იცი რა გადამხდა...რად ვიქეცი...-ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა.
-19 წლის ვიყავი,გახსოვს რომ მოგიყევი ჩემი კურსელი მიყვარდა-თქო?-ვეცადე თემა შემეცვალა,აღრ მინდოდა მომესმინა როგორ ლაპარაკობდა საკუთარ თავზე ამხელა ზიზღით.
-კი...კოლეჯში.-შედარებით დაწყნარებულმა მიმანიშნა,რომ ახსოვდა.
-დაქაორწინებას ვაპირებდით...მამაჩემი,მან იმდენი ქნა,რომ ჩემი თავი შეაზიზღა...მერი შენ არც კი იცი დევიდი ვინაა და რისი გაკეთება შეუძლია...
-ანუ...
-გეფიცები არფერი მიმიცია მისთვის.მის დახმარებას სიკვდილი მირჩევია...შენ ვერ მიხვდები...
-მაპატიე...-თვა და ხელები მომხვია.
-არაუშავს.-მეც მაგრად მოვეხვიე.
-მაფრამ,ალექს...უნდა დამივიწყო...მე შენ არ შეგეფერები...
-არასდროს....
-გთხოვ...-ამოიკნავლა.-თუ ასე გააგრძელებ,ვეღარ შევძლებ...
-რას?
-...ვეღარ შევძლებ,რომ გრძნობები დავმალო.
-აღარ დამალო...
-უბრალოდ...მოდი...ორი თვე ვიყოთ ერთდ,არანაირი წინ გადადგმული ნაბიჯი,ისე ვიყოთ როგორც ადრე,ნელ-ნელა ყველაფერს მოგიყვები და არა მგონია შემდეგ დარჩენა მოგინდეს,მაგრამ იმით მაინც დავიმშვიდებ თავს,რომ ორი თვე მექნება...
-დავრჩები.-გამებრაზა,რადგან ყოველთვის ეგონა,რომ მივატოვებდი.
-არა,არ დარჩები.
-გეყო,მერი!მაგას მე გადავწყვეტ!-ბოლო ჭრილობაც დავუმუშავე და ხელში ავიყვანე.
-რას აკეთებ?!
-უნდა დაგაძინო.-საძინებელში შევიყვანე,დავაწვინე მეც გვერდით მივუწექი და მაგრად მოვხვიე ხელები.
-ბოდიში...
-იჩხუბე?
-ხო,გაბრაზებული ვიყავი...
-იცი მიკამ როგორ ინერვიულა?!
-დამშვიდდი, მივწერე,რომ კარგად ვარ.
ტელეფონს დავხედე და მიკას შეტყობინება წავიკითხე.
„მერიმ მომწერა,კარგადაა,ხვალ სამსახურში მოვა"
-სამსახურში?-ასე აპირებდა წასვლას?
-ჰო.ბევრი საქმე გვაქვს.-დაამთქნარა.-მორჩა...დაიძინე,თორემ წავალ...
უფრო მაგრად მომეხუტა და თვალები დახუჭა.მე ნაზად ვაკოცე თითებზე და პლედი გადავაფარე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent