შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სულიერი გამოცდა (თავი 16)


30-03-2018, 22:27
ავტორი aanastasiaaa
ნანახია 1 883

ბოლო დროს ხშირად ვნახულობდი დედას, ვცდილობდი მისგან გამოწვეული სიცარიელე რაიმეთი ამომევსო. ყოველდღე ავდიოდი და ვუყვებოდი ამბებს, რომელიც ხდებოდა, არ ხდებოდა, ან უნდა მომხდარიყო. ავდიოდი და ვტიროდი, მანამ სანამ არ ვწყნარდებოდი. უაზრო მცდელობებით ვიკლადი ტკივილსაც, ზიზღსაც და სიყვარულსაც. უკვე აღარავის ველაპარაკებოდი, ნელ-ნელა ყველას ჩამოვშორდი. ამით ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი ზიანდებოდა, თუმცა არ შემეძლო მათთვის იმ ტკივილის გადაცემა, რომელიც მკლავდა. ისინი ამას მაინც ვერ გაიგებდნენ. საკუთარ თავში ჩავიკეტე და დახმარების უფლება არავის მივეცი. ლიკაც და დანარჩენი სხვა ჩემი მეგობრებიც ცდილობდნენ რამენაირად შემოეღწიათ ჩემს სამყაროში, მაგრამ ის იმაზე მეტად ჩახლართული აღმოჩნდა ვიდრე ეს ვინმე სხვას წარმოედგინა.
კიდევ ერთი უაზრო და უმნიშვნელო დღე გათენდა, მოვწესრიგდი და დედასთან წავედი. გზად ყვავილები ვიყიდე და ისე განვაგრძე გზა მანქანით. დედას გვირილები უყვარდა, მამამ მითხრა, ამიტომ მეც ყოველდღე დამაქვს მასთან ლამაზი გვირილების თაიგული, ვიცი, რომ სადღაც მაინც უხარია ეს. მანქანიდან გადმოსვლისთანავე შევნიშნე დედას საფლავთან მდგომი მამაკაცი. თავიდან მეგონა, რომ მეშლებოდა, თუმცა მიახლოებისას მივხვდი, რომ ეს უბრალო შემთხვევა არ იყო. თაიგული მიწაზე დავდე, სხვა გვირილებთან ერთად და ხანში შესულ მამაკაცს გავხედე.
- შენ ალბათ ლიზა...
- დიახ და თქვენ?
- ეს რთული ასახსნელია.
- არაუშავს, გავიგებ.
- მე ბაბუაშენი ვარ, ქეთის მამა. ვიცი, ვიცი უამრავი კითხვა გაგიჩნდა. როდესაც ბებიაშენმა დედაშენი სახლიდან გააგდო, ვიჩხუბეთ და მე უცხოეთში წავედი. ახლახანს ჩამოვედი, ყველაფერი მიამბეს. შენზე, მამაშენზე, ბებიაშენზე. რაც ჩამოვედი ყოველდღე ამოვდივარ ქეთის საფლავზე, შენც რამდენჯერმე დაგინახე, თუმცა მოახლოება ვერ გავბედე. ახლა კი შენით მხედავ. შენს წინ ვდგავარ, იმდენად თავხედი, რომ პირისპირ ლაპარაკს ვბედავ.
- ასე ნუ ამბობ.
- შენც თან უნდა წამეყვანე. შევცდი, ძალიან შევცდი.
- არაუშავს შევეჩვიე ბოდიშებს, ყველა ბოდიშს მიხდის ამის გამო. შენც გპატიობ მერე რა, რომ არ წამიყვანე, დაგავიწყდი.
- რაღაც გაწუხებს ლიზა? ვგრძნობ, რომ კარგად ვერ ხარ.
- რაღაც, კი არა ყველაფერი მაწუხებს.
ვეუბნები და ვბრუნდები, რათა იქიდან წამოვიდე. მანქანაში ვჯდები და სახლში მივდივარ. ოთახის კარებს ვკეტავ. ლუკას ძახილს არ ვუსმენ. სიმღერებს ვრთავ და წერას ვიწყებ, წერას, რომელიც ახლა ერთადერთი საშველია ჩემთვის. სიმღერების მოსმენას, წერასთან ერთად დემეს ზარი მაწყვეტინებს. მისი ზარით გახარებული ამავე აქცენტით ვპასუხობ.
- დემეე.
- ლიზ, არ უნდა მაწყენო ხო იცი, პატარა წვეულებას აწყობს ნიკა, ჩუმად გეტყვი მოიცა.. მოკლედ ნინის უნდა სთხოვოს ხელი, ამას არ უნდა გამოაკლდე ხომ იცი?! მარტო ჩვენები ვიქნებით არავინ ზედმეტი. ხო მოხვალ?
- ჰო აბა რას ვიზავ, დაქალი მითხოვდება..
ვპასუხობ სიცილით და იმაზე ფიქრს ვიწყებ რა ჩავიცვა. ბოლოს შავ შარვალს, კრემისფერ ზედას და დაბალ ქუსლიან შავ ფეხსაცმელს ვირგებ, ამავე ფერის ჩანთას ვავლებ ხელს და კიბეზე ჩავდივარ. მისაღებში, ლუკა მხვდება.
- საით?
მეკითხება ღიმილით და წარბებს ათამაშებს
- ნიკასთან, წვეულებაა, ბავშვები ვიკრიბებით.
მეც ღიმილით ვუბრუნებ პასუხს.
- მერე გოგო, ასე მიდიხარ?
- ხო, მერე რა?
- ადი ახლა და გამოიცვალე.
- ოო რატო, ასე ცუდად ვარ?
- სამსახურში კი არ მიდიხარ, წვეულებაა გოგო. ამო,ამო, მე აგირჩევ რამეს.
მეუბნება და ჩემზე სწრაფად უყვება ზემოთ ასასვლელ კიბეს, მეც თავის ქნევით უკან მივყვები.
კარადას აღებს და ცოტა ფიქრის შემდეგ, ერთ კაბას არჩევს. კაბა გაშლილია, წითელი და გრძელი. მას შავ ფეხსაცმელს უხამებს, რომელიც ღიაა და საკმაოდ მაღალქუსლიანიც.
- ვფიქრობ ამ ტამსაცმელთან თმა უნდა აიწიო, არა დაიხვიე. მოკლედ თმას შენ განდობ. მიდი მიდი რას მიყურებ გამოიცვალე, ოღონდ ეგრე არ დამენახო.
ხმის ამოღებას ვაპირებდი, თუმცა მისმა სწრაფმა რეაქციამ შემაწყვეტინა.
- შეწინააღმდეგებას არ ექვემდებარება.
სიცილით გავაგდე ოთახიდან და მომზადებას შევუდექი. სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავი ვერ ვიცანი. ვერ აღვიქვი, რომ მე ასეთად ყოფნაც შემეძლო. ბოლოჯერღა შევათვალიერე საკუთარი თავი, ჩანთა ავიღე და ოთახიდან გავედი, სადაც პირდაპირ ლუკას შევეჯახე.
- შემაშინე სულელო, ქვევით ვერ დამელოდებოდი?
გავუბრაზდი მოჩვენებით.
- ასე რა, ძლივს ადამიანს დაემსგავსე.
მას ყურადღებას აღარ ვაქცევ, მამას ვეხვევი და გასასვლელად ვემზადები.
- თავს გაუფრთხილდი ლიზ.
- მამიკო მიყვარხარ.
- ეი რა გჭირთ? ბოლოჯერ ხომ არ ნახულობთ ერთმანეთს?
- რა უაზრო ხუმრობები გაქვს ლუკა.
ვუბღვერ და ამჯერად ნამდვილად გამოვდივარ სახლიდან. ნელა და აუჩქარებლად მივდივარ ნიკას სახლისკენ. არ ვიცი იქ დამხვდება, თუ არა მაქსიმე, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ ამას ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. მან უარი თქვა ჩემზე, სხვა გზით წავიდა. ფიქრებს თავიდან ვიგდებ და ვემზადები არაჩვეულებრივი დროის გატარებისთვის. დემეს არ მოვუტყუებივარ, ჩვენს გარდა მართლაც არავინ იყო სახლში. მაქსიმე დაგვიანებით მოვიდა. სიტუაცია მომეწონა, მუსიკა დაბალ ხმაზე ისმოდა. მეგობრული გარემო იყო. სახლი კარგად მორთული. ნიკამ ნინის ხელი საოცრად ორიგინალურად და ლამაზად სთხოვა. მართალია ნინიმ ცოტა ანერვიულა ნიკუშა, თუმცა მაინც ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. ახლა უკვე ახლად დანიშნულ წყვილს ვუყურებდით და ყველა ვივსებოდით მათი სითბოთი ცოტახანში ნიკუშა და ნინი ტასომ, იკამ და სოფიმ ნინის მშობლებთან წაიყვანეს, რათა სიტუაცია აეხსნათ და ახალი ამბავი ეხარებინათ. სახლში კი მე ლიკუნა, დემე და მაქსიმე დავრჩით... ვგრძნობდი, როგორ ცდილობდნენ ლიკა და დემე ჩვენგან შორს ყოფნას, იმისთვის, რომ გვესაუბრა, შევრიგებულიყავით და ცხოვრება ერთად გაგვეგრძელებინა. არა სისულელეა ყველაფერი ასე იდეალურად ვერ იქნება. ბოლოს მაინც მოახერხეს და მარტო დაგვტოვეს. საოცრად უხერხულად ვგრძნობდი თავს. წამოვდექი და კიდევ ერთი ჭიქა კოკა კოლა დავისხი, თან დროის გასაყვანად ფანჯრისკენ ვიყურებოდი. იმდენად გავერთე ამით, რომ ჩემსკენ მომავალი მაქსიმე ვერ შევნიშნე.
- როგორ ხარ ლიზ?
- კარგად მაქსიმე, თავად?
- არამიშავს. რა ხდება შენსკენ ახალი?
პასუხს აღარ ვცემ, ვცდილობ კარისკენ წავიდე, თუმცა მისი ხელი მაჩერებს, მისკენ მაბრუნებს და მოწყურებული მეწაფება ტუჩებზე, თავიდან აზრზე ვერ მოვდივარ, არ ვაჩერებ. ვდუნდები, მიყვარს სამყაროზე მეტად მიყვარს. ოდნავი გამოვფიზლებისთანავე ვაჩერებ და სახეში ხელს ვარტყავ.
- არაკაცი ხარ მაქსიმე.
ვეუბნები, თუ არა უკან მოუხედავად მოვდივარ სახლიდან, მანქანაში ვჯდები და სასწრაფოდ ვცილდები ამ ტერიტორიას. ცრემლები თავისით მოედინება სახეზე.
მიყვარდა, ისე როგორც ცხოვრებაში არასდროს არავინ მყვარებია. მასთან ვიყავი ბედნიერი, ყველა ადამიანზე უფრო ბედნიერი მსოფლიოში. მიყვარდა მისი ყველაფერი, თვალები, ხელები, ტუჩები. მიყვარდა და მჯეროდა, რომ მუდამ გვერდით მეყოლებოდა, არასდროს დამტოვებდა აქ ასეთად, ასეთ უსუსურად და უარაფროდ. ამ ფიქრებში ვიყავი, ამიტომ ვერ შევნიშნე ბავშვი, რომელიც გზაზე გადმორბოდა. მანქანის არიდება ვცადე. მანქანა გზიდან გადავიყვანე. ყველაფერი იმდენად სწრაფად მოხდა, რომ ვერაფერი გავიაზრე. შემდეგ კი იყო ხმაური, კივილი და ბოლოს სამარისებური სიჩუმე...
თვალებს ვახელ, თავზე ექიმთა ხროვა მადგას. ვცდილობ წამოვდგე, ვდგები კიდეც. ტკივილი ოდნავაც არ მაწუხებს. მე გადავრჩი, ვჩურჩულებ ჩემთვის. არ ვიცი ეს უნდა მიხაროდეს, თუ მწყინდეს. უკან ვბრუნდები და ვხედავ, როგორ ვწევარ უგონოდ. ექიმები,კი მუშაობას განაგრძობენ. მათკენ მივიწევ.
- კი, მაგრამ მე ხომ ცოცხალი ვარ, რას აკეთებთ?
პასუხს არავინ მცემს. თითქოს იქ არც კი ვარ. თითქოს უსულო საგანი ვარ..
- თქვენ რა არ გესმით?
გაღიზიანება მეტყობა ხმაში, თუმცა ექიმებს ესეც არ აკავებთ.
- პუსლი ეცემა, სასწრაფოდ დავითს დაუძახეთ.
დაიყვირა ვიღაცამ, ყველა ჩემს სხეულს მივარდა. კარგი საყურებელი ნამდვილად არ არის, დამიჯერეთ ვიცი.
- პულსი?
მგონი სიზმარში ვარ, რა პულსი?
- მე ხომ აქ ვდგავარ, თქვენს წინ?
ახალგაზრდა ექთანი გარბის, რათა ჩემი გადარჩენა შეძლოს. მისი მადლობელი ვარ. უცებ ძირს ვეცემი, არც კი ვიცი, როგორ, ვერაფერს ვგრძნობ.
- ლიზა გაუძელი.
ხანში შესული მამაკაცი ჩემს ყურთან ჩურჩულებს.
- რას გავუძლო? რას?
ვყვირი, მაგრამ არც ეს ესმის არავის. ცოტახანში ახალგზარდა ექთანი ბრუნდება, მამაკაცთან ერთად. შემდეგ, კი ჩემი სხეულიც ტოვებს საოპერაციო მაგიდას და ჩემთვის უცნობი მიმართულებით მიდის. ექიმებს საკაცით მივყავარ ოთახისკენ. პალატაში შევდივართ. ცალკე, მარტო უნდა ვიწვე. იქ არავინ არის. ანუ გადავრჩი? გაურკვევლობა მკლავს. ან იქნებ მოვკვდი და ჩემებს ეძახიან. ექიმები ოთახს ტოვებენ. მხოლოდ ახლა ვაკვირდები ჩემს სხეულს. ის დასახიჩრებულია, სახეზე მრავლობითი ჩალურჯება აღმენიშნება. საშინელი სანახავი ვარ. პალატის კარები იღება, მეც მისკენ ვიხედები. ოთახში თვალცრემლიანი მამა შემოდის. ჩემს თავთან ჯდება და ხელზე მკოცნის. სახეზე ცრემლები სდის. ის ჩემს გამო ტირის.
- ჩემი ლიზა, ჩემი შვილი...
ჩურჩულებს და უფრო უმატებს ტირილს. უხმოდ ტირის. მინდა მასთან მივიდე და მოვეხვიო, მაგრამ ადგილიდან ვერ ვიძვრი.
- არ დამტოვო ლიზა, შენ მაინც არ დამტოვო.
ეს ის სიტყვები იყო, რომლითაც მივმართე მაშინ, როდესაც ცუდად იყო. მინდა პასუხი გავცე, რომ არ მივატოვებ, თუმცა ვიცი აზრი არ აქვს. ის ჩემს ხმას ვერ გაიგებს.
- დედაშენმა დამტოვა, სულ მარტო. გამანადგურა, ცხოვრება შავ-თეთრი ფერებით შემიღება. ნუ იზავ ამას შენც. შენს გარეშე არც კი ვიცი, როგორ ვიცხოვრებ ლიზ. გპირდები, რომ შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ. მხოლოდ გთხოვ შენც იბრძოლე. გვჭირდები.
მძიმედ დგება მამა და პალატას ტოვებს. ვერ ვხვდები მე რა შუაში ვარ. მე, როგორ უნდა ვიბრძოლო. საერთოდ მინდა, თუ არა გადარჩენა ისიც კი არ ვიცი. მამას მეც მივყვები. ის ქვევით ჩადის და სხვებს უერთდება. ყველა იქ არის. მაქსიმეს და დემეს გარდა. ლუკას ვხედავ, რომელიც კედელთან არის ჩაკეცილი, თავი კი ხელებში ჩაურგავს. ყველა ერთ წერტილს მიშტერებოდა, ხმის ამოღებას ვერავინ ბედავდს. მათთან არ დავრჩენილვარ, ან, რისთვის უნდა მეყურებინა, რომ დავრჩენილიყავი? იმისთვის, როგორ სდით ცრემლები ჩემს საყვარელ ადამიანებს? ჩემს თავთან ვბრუნდები, რა უცნაურად ჟღერს,არა? თუმცა,როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ასეა. მე ვერსად გავექცევი რეალობას. ფანჯრის რაფაზე ვიჯექი და ქვევით ვუცქერდი ხალხს. ოთახში ისევ მამა შემოდის, მაგრამ, შედარებით მშვიდად. უკან ახალგაზრდა გოგონა და ბავშვი მოჰყვებიან. ეს ის პატარა გოგონაა მე, რომ გადამირბინა გზაზე. დარცხვენილი იდგა და თავი ჩაეხარა.
- არც კი ვიცი რა გითხრათ, ჩემი შვილი, რომ არა...
- ასე ნუ ამბობთ ქალბატონო, ლიზა გაბრაზდება.
მამა იღიმის და მიყურებს. ის მართალია.
- რით შემიძლია დაგეხმაროთ?
- თქვენ ვერაფრით დაგვეხმარებით, ნუ იდარდებთ. ყველაფერი კარგად იქნება. არ დააკომპლექსოთ და დაადანაშაულოთ თქვენი გოგონა. ის არაფერ შუაშია.
ოთახი სამივემ დატოვა. მაქსიმე არ ჩანდა. ალბათ არ იცის, დარწმუნებული ვარ, რომ არ დამტოვებს, ის მოვა ჩემთან და იბრძოლებს ჩემს გადასარჩენად. ოთახის კარი იღება, კარს მიღმა ლუკა დგას, განადგურებული, ჩაშავებული თვალებით. მისი დგომარეობა მტკივა. ფეხებს ძლივს მოათრევს. ნელ-ნელა მოიწევს ჩემსკენ და ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს მხედავს. ჩემს წინ სკამზე ეცემა და თვალებს ისრესს.
- მე ვიცი, რომ ჩემი გესმის.
სიჩუმის შემდეგ იწყებს ლუკა თავის მონოლოგს.
- ექიმმა თქვა, რომ გესმის. ჰო ასეა?
ცრემლებს ვერ იკავებს და ნიაღვარივით სდის თვალებიდან.
- ლიზა, ლიზა, ჩემო დაიკო. მე ვიცი, როგორ გინდა დედას ნახვა. თუ მაინც ძალიან გინდა დედასთან წასვლა წადი, მე გაგიგებ. მართალია უშენოდ საშინლად გამიჭირდება, მაგრამ გპირდები, რომ გაგიგებ. და თუ მაინც გადაწყვეტ დარჩენას და დარჩები, აღარასდროს გაგაბრაზებ, არც ნერვებს მოგიშლი. ოღონდ დარჩი, ოღონდ დარჩი.
ლუკა ჩემს ფეხებთან იმუხლება და ისე ჩურჩულებს ამჯერად გაურკვეველ სიტყვებს. ცოტახანში ძალა გამოცლილი ფეხზე ძლივს-ძლივობით დგება და ოთახს ტოვებს. მინდა გავეკიდო, ვეჩხუბო, ასეთ დღეში, რომ იგდებს თავს. მინდა ძალით ვაჭამო და ჩემი ხელით მოვუარო. ლუკა დარჩენაზე საუბრობდა, დარჩენაზე, რომელიც ჩემი გადასაწყვეტია. კი, მაგრამ როგორ? რატომ? მე რა უნდა გავაკეთო? ვიტყვი მინდა დარჩენა და დავრჩები? ეს, ხომ შეუძლებელია. ისევ ჩემს ადგილს ვუბრუნდები და ქვევით ვიყურები. მალევე ვამჩნევ საავადმყოფოს ეზოში შემოვარდნილ მაქსიმეს, რომელსაც უკან დემე მოსდევს. გამწარებული წინ მოიწევს და წინ არავის აქცევს ყურადღებას. ზოგს ეჯახება, ზოგსაც ხელის უხეში მოძრაობით გვერდზე წევს. დემეტრე კი აშკარად მის მაგივრად იხდის ბოდიშებს. კარების შემონგრებით წინ მოიწევს და თუ არ ვცდები ორ წამში აქ შემოვა. ასეც ხდება ჩემი დანახვისას წამით ჩერდება და მგონი ნანობს კიდეც აქ შემოსვლას.
- არ მჯერა, რომ ეს შენ ხარ.
მინდა მონატრებულ სხეულს მივვარდე, ჩავეხუტო და არასდროს მოვშორდე.
- რატომ, რატომ მაინც და მაინც შენ?
ტონს ისე უწევს მაქსიმე ვერც კი ამჩნევს.
- მიდი წამოდექი, მიყვირე, მეჩხუბე, ხელი გამარტყი. ოღონდ არ დამტოვო. ადექი ლიზა არ გაქვს უფლება, რომ წახვიდე. მოვკვდები იცოდე გესმის? ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ აქ ამ ბინძურ სამყაროში მარტო არ დამტოვო. შენ ვერც კი წარმოიდგენ რას ნიშნავს უშენობა. აქამდე შორიდან გიყურებდი, ამასაც თუ ვერ შევძლებ... ლიზა გთხოვ.
სათქმელს ვერ ასრულებს მაქსიმე ისე გარბის პალატიდან. მას მეც მივყვები. სირბილით გადის საავადმყოფოდან..უკან სოფი მისდევს. ბოლოს ძირს ეცემა მაქსიმე, სოფიც მას ბაძავს და ეხუტება.
- დამშვიდდი მაქსიმე. ის ძლიერია, გაუძლებს. შენს გამო, ჩვენს გამო.
შორიდან ვუყურებ ამ სანახაობას, თავს ვაქნევ და ისევ ჩემს თავთან ვბრუნდები. ამასობაში ღამდება. მე კი დაძინება არ შემიძლია. რაფაზე ვზივარ და ვცდილობ აღვიდგინო ავარიის დროს რა მოხდა, თუმცა უშედეგოდ. ღამის ოთხ საათზე მაქსიმე ბრუნდება შედარებით წყნარად გამოიყურება.
- ნუ ღელავ, დამამშვიდებელი დავლიე. ამჯერად არ გავიქცევი არსად და არც ვიყვირებ.
ისე იწყებს საუბარს თითქოს, პასუხს მეც გავცემ და ასე ვისაუბრებთ, დილამდე, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდით.
- შენს მოსწავლეებს პროტესტი გამოუცხადებიათ,იცი? არ სწავლობენ, არც სხვებს უსმენენ.
მოყოლის დროს ეღიმება მაქსიმეს და მეც მაღიმებს.
- ხედავ,როგორ შეაყვარე ყველას თავი? შენი დაკარგვის მეშინია.
თავდახრილმა მითხრა, ძალიან ჩუმად.
- საბოლოოდ ვიცი მაინც იმას გააკეთებ, რაც გინდა, მაგრამ... მაგრამ იფიქრე ჩვენზეც. ვიცი, საშინელებაა ყველაფერი, რაც გამოიარე დღემდე, მაგრამ, არის რაღაც, ან ვიღაც, რის გამოც უნდა იცოცხლო. მე შენ მიყვარხარ, წარმოუდგენლად მიმაჩნია, ის, რომ აღარ გაახელ შენს ლამაზ თვალებს და აქ დაასრულებ შენს სიცოცხლეს. მეც მოვკვდები ლიზა, შენს გარეშე...
მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, ყურებზე ხელს ვიჭერ და თვალებს ვხუჭავ.
- მეტის მოთმენა აღარ შემიძლია, აღარ.
ვკივი ხმამაღლა, იმაზე ხმამაღლა ვიდრე შემიძლია, რადგან ვიცი ჩემს ხმას ვერავინ გაიგებს. არ ვიცი რამდენი ხანი გადის, თუმცა თვალებს რომ ვახელ პალატაში აღარ ვარ. აქაურობა ჩაბნელებულია, წინ მხოლოდ სინათლე ჩანს. სადღც ბუნებაში ვარ, ისევ ის წითელი კაბა მაცვია, რომელიც აქ მოსვლამდე მეცვა. სინათლიდან კი ვიღაც მოიწევს ჩემსკენ.
- გამარჯობა ლიზა.
უცნობი მიახლოვდება და ღიმილით მაჯილდოვებს. არ ვიცი საიდან, მაგრამ გული მიგრძნობს, რომ მას ასე უნდა მივმართო.
- დედა?
- გახსოვარ?
პასუხს ვერ ვცემ, მისკენ მივდივარ და ვეხვევი.
- ჩემო პატარა, ჯერ ძალიან ადრეა.
- ადრე? რისთვის დე?
- შენ საჭირო ხარ იქ.
ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა დედა ქრება.
- მოიცადე დე, სად ვარ საჭირო? მეც შენთან წამოვალ. არ დამტოვო დედა.
დედა საბოლოოდ ქრება და სინათლესაც სიბნელე ცვლის. სიბნელეში ვერაფერს ვარჩევ, მხოლოდ ტკივილის შეგრძნება მეუფლება. ახლა უკვე ნათლად ვგრძნობ ყველაფერს. ცოტახანში, კი ძლიერი სინათლე თვალს მჭრის და მაწუხებს.
- შენ დაბრუნდი.
ცხადში მესმის მაქსიმეს ხმა და ვგრძნობ, როგორ გარბის პალატიდან.
- ექიმო, ლიზა გამოფხიზლდა, ლიზამ არ დამტოვა.
ყვირის მაქსიმე და მისი ხმა მთელ საავადმყოფოს სწვდება.





ეს ბოლო თავია, დასასრული ამ მოთხრობის. იმედი მაქვს, რომ იმის წაკითხვა რასაც ამ ხნის განმავლობაში ვწერდი ოდნავ სიამოვნებას მაინც განიჭებდათ. თქვენი აზრი ძალიან მაინტერესებს, იმედია დააფიქსირებთ. დიდი მადლობა ყველას ვინც ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა და თვალს ადევნებდა ჩემს ისტორიას.



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

ძალიან კარგი იყო დასასრულიც გადასარევი მოკლედ ვისიამოვნე და მადლობა რომ ეს საცოდავი ლიზა არ გაიმეტე და არ მოკალი წარმატებები იმედია კიდევ ბევრ ლამაზ ისტორიას დაწერ

 


№2 სტუმარი ჟუნთხი

აი ძალიან ძალიან მაგარი იყო. იმედია კიდევ გააგრძელებ წერას და დიდხანს არ გვალოდინებ ხოლმე ;დდდ წარმატებებს გისურვებ,უფრო მეტი უკეთესი მითხრობები დაგეწეროს ❤ მიყვარხარ ძალიან ♡???????? იმედია მიხვდები ვუნც ვარ ;დდდ

 


№3  offline წევრი naniko mindia

Dzan kargi iyo ❤️❤️❤️❤️❤️warmatebebi
--------------------
lomidze

 


№4 სტუმარი Sofo

ეს ,,თუ დავრჩები-if I stay" analogiaa dagac patara detalebis shecvlit xoasea

 


№5  offline წევრი aanastasiaaa

Sofo
ეს ,,თუ დავრჩები-if I stay" analogiaa dagac patara detalebis shecvlit xoasea


არ ვიცი, ვფიქრობ, რომ "თუ დავრჩები" - სგან განსხვავებულია, თუმცა შესაძლოა იყოს რაღაც მსგავსებები. ეს ყველგან არის. მაინც ძალიან დიდი მადლობა შენიშვნისთვის აუცილებლად გავითვალისწინებ. ❤

naniko mindia
Dzan kargi iyo ❤️❤️❤️❤️❤️warmatebebi


მადლობაა ❤

ჟუნთხი
აი ძალიან ძალიან მაგარი იყო. იმედია კიდევ გააგრძელებ წერას და დიდხანს არ გვალოდინებ ხოლმე ;დდდ წარმატებებს გისურვებ,უფრო მეტი უკეთესი მითხრობები დაგეწეროს ❤ მიყვარხარ ძალიან ♡???????? იმედია მიხვდები ვუნც ვარ ;დდდ



კი, კი მივხვდი :დდდ მეც ძალიან მიყვარხარ. აუცილებლად გავაგრძელებ წერას და მალე ახალ მოთხრობას შემოგთავაზებთ. ❤

სტუმარი მაკო
ძალიან კარგი იყო დასასრულიც გადასარევი მოკლედ ვისიამოვნე და მადლობა რომ ეს საცოდავი ლიზა არ გაიმეტე და არ მოკალი წარმატებები იმედია კიდევ ბევრ ლამაზ ისტორიას დაწერ



გამიხარდა, რომ მოგეწონათ. ❤

 


№6  offline წევრი goddess

ძაან კარგი იყო მომეწონა უბრალოდ შემდეგში დასასრული დააწერე რა ❤❤❤

 


№7  offline წევრი aanastasiaaa

goddess
ძაან კარგი იყო მომეწონა უბრალოდ შემდეგში დასასრული დააწერე რა ❤❤❤


მადლობა, გავითვალისწინებ ❤

 


№8  offline წევრი blondeangel631

ძალიან კარგი იყო მომეწონა შემდეგს ველოდები და არ დააგვიანო ♡ ♡ ♡

 


№9  offline წევრი aanastasiaaa

blondeangel631
ძალიან კარგი იყო მომეწონა შემდეგს ველოდები და არ დააგვიანო ♡ ♡ ♡



ეს მოთხრობის დასასრული იყო. და თუ ახალ მოთხრობას ელით დიდხანს არ გალოდინებთ <3

 


№10  offline წევრი babi3001

ვაუ <3 განსხვავებული მოთხრობა იყო <3 ბევრი მოთხრობა წამიკითხია მაგრამ ეს იყო სულ სხვა <3 რა ხარ ასეთი საოცრება ჰა? არ ვიცი რა ვთქვა ჩემზე რომ.იყოს დამოკიდებული ზუსტად ამ მოთხრობის გამო საუკეთესო მწერლად გამოგაცხადებდი მთელს მსოფილოში :)<3 პირველი მოთხრობა რომელმაც შეძლო ყველა თავში ავეტირე გავეოცე და მოკლედ აღარ ვიცი რა ვთქვა ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ის არის რომ წერა არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო <3 <3 <3

 


№11  offline წევრი aanastasiaaa

babi3001
ვაუ <3 განსხვავებული მოთხრობა იყო <3 ბევრი მოთხრობა წამიკითხია მაგრამ ეს იყო სულ სხვა <3 რა ხარ ასეთი საოცრება ჰა? არ ვიცი რა ვთქვა ჩემზე რომ.იყოს დამოკიდებული ზუსტად ამ მოთხრობის გამო საუკეთესო მწერლად გამოგაცხადებდი მთელს მსოფილოში :)<3 პირველი მოთხრობა რომელმაც შეძლო ყველა თავში ავეტირე გავეოცე და მოკლედ აღარ ვიცი რა ვთქვა ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ის არის რომ წერა არავითარ შემთხვევაში არ შეწყვიტო <3 <3 <3


უდიდესი მადლობა ასეთი თბილი სიტყვებისთვის ❤ თქვენ არ იცით როგორ მაბედნიერებთ ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent