შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი დემონი (5თავი)


31-03-2018, 08:18
ავტორი რუსაა
ნანახია 1 520

5თავი
უკვე შაბათია, უძილობა ისევ დამეწყო მგონი პარასკევს ვერ დავიძინე, მთელი ღამე თვალებგახელილი ვიჯექი და ჭერს ვუყურებდი, რამოდენიმეჯერ ავდექი და ტირილი დავიწყე, არ ვიცი რა მატირებდა, ალბათ უძილობის გამო ზედმეტად ავნერვიული და გრძნობებისგან დაცლა მჭირდებოდა, დილით 7ის ნახევარზე ავდექი და გავემზადე, ვეღარ მოვითმინე და 8ის ნახევარზე სახლიდან გავვარდი, გადავწყვიტე პარკში გამესეირნა, ჯერ ადრე იყო სამსახურის დაწყებამდე, მაგრამ როგორც კი პარკში შევედი იქაურობაზე ლამის გული ამერია, არ შემეძლო იქ გაჩერება, ეს იდიოტური კაბაც ლამის ზედ შემოვიხიე, ვუყურებდი კაცებს და მინდოდა მათი ტანსაცმელი მცმოდა და არა ეს საშინელება, იქიდან ეგრევე გამოვედი და სამსახურში წავედი 9ის 10 წუთზე იქ ვიყავი, ჯერ მხოლოდ მზარეულები იყვნენ მოსულები, რესტორანიც ღია არ იყო, მივედი და დარბაზში ერთერთ მაგიდასთან დავჯექი, თავი დავდე ზედ და ფიქრი დავიწყე, ხან რა სისულელე მომაგონდებოდა, ხან რა, ბოლოს გამახსენდა რომ წარსულზე აღარ უნდა მეფიქრა და იქედანაც ავდექი, ჯერ ნახევარი იყო და გარეთ გავედი, იქვე პატარა საკონდიტრო იყო, წავედი და ხაჭაპური ვიყიდე, მეგონა შევჭამდი, მაგრამ როგორც კი დავაპირე, იმწამსვე გადავიფიქრე და ხაჭაპური, იქვე მყოფ მათხოვარს მივეცი, არ დავლოდებივარ რამის თქმას ეგრევე გამოვეცალე და ქუჩას ავუყევი, ცოტა ხალხი იყო, ალბათ სამსახურში მიდიოდნენ, კიდე მაღლა რომ ავედი იქ საერთოდ აღარავინ დადიოდა, მხოლოდ 3 მთვრალი კაცი იყოს, ჩემზე ოდნავ დიდები, დაახლოებით 34-35, დავინახე რომ მიყურებდნენ, ხმას დაუწიეს და მათი ლაპარაკი აღარ მესმოდა, მაგრამ ვხვდებოდი დაახლოებით რაზე საუბრობნენ, ლუდის ბოთლები ხელში ეჭირათ და ოდნავ ქანაობდნენ, გადავწყიტე აქაურობას მალე გავცლოდი, გვერდზე ქუჩაზე გადავუხვიე რომელიც ისევე ჩემს სამსახურთან მიდიოდა, ფეხს ავუჩქარე, მაგრამ მივხვდი რომ გამომყვნენ, მერე უფრო სწრაფად წავედი, მათაც აუჩქარეს ნაბიჯს, ბოლოს მივხვდი რომ უნდა გამოვქცეულიყავი და ასეც მოვიქეცი, მთვრლები იყვნენ ამიტომ ადვილად გავასწარი და სამხასურში შევედი, უკვე 10 ეკლდა და ნანკა მოსული იყო, ტონალურით ისე ძალიან დავიფარე ჩემი ჩაწითლწბულ-ჩაშავებული თვალები, მგონი არ შეუმჩნევია, მერე საჭირო ოთახში შევედი და ავტირდი, საშინელი დღე მქონდა, სხვა რა უნდა მომივიდეს აღარ მესმის, ტირილს რომ მოვრჩი, თვალები გავიწმინდე და მაკიაჟი განვიახლე, რომლის ნაწილიც ჩანთაში მედო, ბოლოს გადავწყვირე რომ დღეს ბევრი არ მელაპარაკა, არ მჭირდებოდა ზედმეტი პრობლემები.
საღამოს ზუზუსთან მივედი ლილეს წამოსაყვანად.
- ისე უძილობა დაგეწყო
ეგრევე მიხვდა, მეც თავი დავუქნიე,
- ლილე ხელს შეგიშლის, ვერ გამოვუშვებ
- რას ამბობ, ბავშვი ყოველთვის მამხიარულებს, ხომ იცი როგორ მიყვარს,
- შენ ჰო იცი, რომ შეამჩნევს რომ მოწყენილი ხარ და მთელი ღამე შენთან იქნება და არ დაიძინებს
ძმას დამწუხრებულმა შევხედე
- წადი შენ, მე ავუხსნი რომ არ გცალია
- უთხარი რომ მამიდა როგორც კი მოიცლის თავისთან წაიყვანს და კიდევ უთხარი რომ ძალიან მიყვარს
- ვეტყვი, შენ კიდევ წამლები დალიე და კარგად ჭამე, გინდა შემო მე გაჭმევ
- არა იყოს, მადლობა, სახლში წავალ და პიცას შევუკვეთავ, მერე ვეცდები რომ დავიძინო, იმედი მაქვს მალე გამივლის და ბავშვსაც აუცილებლად წავიყვან, არ მინდა იმედები გავუცრუო, თან ძალიან მიყვარს
- იმასაც უყვარხარ,
- კარგი წავედი სახლში
ზუზუ მოვიდა და მაკოცა
- კიდევ, რამე კლასიკას მოუსმინე დაგამშვიდებს და ყავა არ დალიო
თავი დავუქნიე, ნაძალადევად გავუღიმე და წავედი სახლში
გზაში ისევ მთვარეს ვუყურებდი, სავსე მთვარე იყო, უფრო სიცოცხლით სავსე და უფრო უცნაური. მე ის ნელნელა მიყვარდებოდა, მისი განსაკუთრებული უბრალოების გამო.
ტკივილი და უძილობა 1 კვირა გაგრძელდა, ყოველ დღე ვცდილობდი არ შემემჩნია ჩაშავებული თვალები, საკმაოდ კარგადაც ვფარავდი, მაგრამ ეს უფრო არაკომფორტულად მაგრძნობინებდა თავს, ამ დღეებში არაფერი მიხაროდა, არაფერი მსიამოვნევდა,დღეღამეში მაქსიმუმ 1 საათი ჩამძინებოდა და ამის მადლობელი ვიყავი, თავი მისკდებოდა, ბოლოს უკვე ვეღარც ვჭამდი ვერაფერს, ზუზუ ძლივს მტენიდა პირში საჭმელს რომ ძალა არ დამეკარგა და სამსახურშიც არაფერი შემტყობოდა, რამოდენიმეჯერ შეამჩნია რაღაც ნანკამ და რამოდენიმე მიმტანმა, მაგრამ დიდი არაფერი ყოფილა ალბათ იმ დღესვე დაავიწყდებოდათ, 1 კვირა რომ გავიდა ძილი მომემატა უკვე 1 საათიდან 3მდე გაზრდილიყო, უფრო დასვენებული ვიყავი, მაგრამ მაინც მაკლდა, 3 დღეში კი უკვე ყველაფერს ჩავლილი ქონდა, არც თავის ტკივილი, არც უძილობა და აღარც ტირილი, მხოლოდ უხასიათობა, ხუთშაბათს მივედი ზუზუსთან და ვუთხარი შაბათს წავიყვან ბავშვს უძილობა ისევ თუ არ დამეწყოთქო, ამიტომ მაინც არ უთხრათქო,
ღამე მშვიდად მეძინა და ამის გამოც ძალიან მშვიდად ვიყავი, აი ისე ახლა ვერავინ რომ გამაღიზიანებდა, მთვარეს ვუყურებდი და სხეულში სიმსუბუქეს ვგრძნობდი. ეუსი ამ დროის განმავლობაში არ ჩანდა, აღარ მინახავს იმ ღამის შემდეგ, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა ამ დროის განმავლობაში არც გამხსენებია, მხოლოდ მაშინ გამახსენდა როცა პირველად მეძინა ნორმალჯრად მერე კი უცნაური სიმსუბუქის შეგრძნებით მთვარეს შევხედე და გამახსენდა რომ მთვარეს უყვარს ეუსი, მზეს კი მე უნდა ვუყვარდე, მაგრამ არ მინდა, ალბათ ეუსი შეცდა, მზეს მე არასდროს ვყვარებივარ, არც მთვარეს და არც კი ვიცი ეს უცნაური გოგო ვის უყვარდა საერთოდ, მხოლოდ ჩემს თავს, აი ამიტომ ვარ ბედნიერი, ზოგს ესეც არ აქვს, მე ჩემი თავის დიდი რწმწნა გამაჩნია და არასდროს მეპარება ეჭვი ჩემს არჩევანზსი, მაშინაც კი როცა არ მიმართლებს დარწმჯნენული ვარ ჩემი არჩევანის სიზუსტეში, და ვფიქრობ რომ ეს არის ადამიანის არსებობისთვის ერთერთი მთავარი, რომ გქონდეს საკუთარი თა ის რწმენა, მაგალითად როგორც მარტინ იდენს ქონდა, მხოლოდ მას სჯეროდა საკუთარი თავის სხვას არავის, მაგრამ მაინც მიაღწია მიზანს.
* * *
შაბათს თავს კარგად ვგრძნობდი, ამიტომ ლილეს წამოსაყვანად მივედი ჩემს ძმასთან, ბავშვმა რომ გაიგო ჩემთან მოდიოდა ძალიან გაუხარდა, ეგრევე გაიქცა და ტანსაცმელების ჩალაგება დაიწყო.
- როგორხარ? - მკითხრა ზუზუმ ლილეს გასვლისთანავე
- შესანიშნავად, აღარც უძილობა მაწუხებს, აღარც თავი მტკივა, საჭმელსაც ნორმალურად ვჭამ, ყველაფერი რიგზეა - მან გამიღიმა და ჩამეხუტა
- წამოდი, ჩაი დალიე
- არა, იყოს, არ მინდა, აქ დავჯდები
- ცოტა ხანი დარჩით და მერე წადით, კინოს ვუყუროთ
- ჰმმ, კარგი
ლილემ არ შეგვარჩინა კინოს ყურება, გადაწყვიტა გვეყურებინა საზიზღარი მე 1ისთვის, რომელიც ალბათ 20ჯერ მაინც ექნებოდა ნანახი, ჩვენც ვიჯექით და ვუყურებდით ამ მულთფილმს, კარგად გავერთე კიდეც, პოზოტივით ამავსეს, პატარა ყვითელმა არსებებმა, და ბედნიერი სახით ვბრუნდებოდი სახლში ლილესთან ერთად, რომელიც განუწყვეტლივ დარბოდა და ძლივს ვაჩერებდი, გზაში ნაყინი ვიყიდეთ და ვჭამეთ, ბოლოს გადავწყვიტეთ ამ საღამოს ხილის ტორტი გაგვეკეთებინა, ინგრედიენტებიც ვიყიდეთ და წავედით სახლში, რომ მივედით ლილეს მივეცი ნება თავისი გემოვნებით ჩაერთო რამე სიმღერა, მანაც don't let me down ჩართო და მეც ჩამითრია ბოლოს გიჟებივით ვცეკვავდით და ვმღეროდით, სულ ასე იყო, როცა ლილესთან ერთად ვიყავი, საკუთარ თავს არვგავდი, ბოლომდე მას ვემორჩილებოდი, მერე ტორტიც გავაკეთეთ, არც ისე კარგი გამოგვივიდა, მაგრამ შესახედად ლამაზი იყო, ამიტომ ფოტო გადავუღეთ და ზუზუს გავუგზავნეთ, ბოლოს 10 საათი რომ იყო უკვე დაღლილები და ენეგია დაკარგულები ბევრი ტორტის ჭამისგან ძლივს რომ ვსუნთქავდით, კინოს ვუყურებდით, 10ის 10წუთზე მორჩა, ლილეს რომ შევხედე დივანზე ჩასძინებოდა, ფრთხულად ავიყვანე და საწოლში ჩავაწვინე, ისე რომ არც გაღვიძებია, მეც ჯერ არ მეძინენოდა, ზოგადად 12ზე ვიძინებ ხოლმე ამიტომ ისევ კომპიუტერს მივუჯექი და "თვითმკვლელთა რაზმის" ყურება გადავწყვიტე, რომ მოვრჩი მოხიბლული ვიყავი ამ ბოროტი ხალხით, გარეთ წვიმდა, მე კი მთელ ემოციებში ვიყავი, წვიმა მიყვარდა, ოღონდ მხოლოდ მაშინ როცა სახლიდან ვუყურებდი, ამიტომ ავარჩიე წიგნი "კლდის პირზე ჭვავის ყანაში" დავჯექი რაფაზე და დავიწყე კითხვა, მთლიანად ჩავეფელი ჰოლდენის ისტორიაში, უცებ ფანჯარაზე რომელთანაც მე ვიჯექი ვიღაცამ მოაკაკუნა, მე წამოვიკივლე და გასაქცევად მოვემზადე, გავიქცეოდი კიდეც გარეთ გაწუწული ეუსი რომ არ შემემჩნია, გამიკვირდა, მაგრამ ეგრევე ვანიშნე კარებთან მოსულიყო და მეც იქით გავიქეცი, კარები გამოვაღე და ის იქ დამხვდა, შავი ტანსაცმელო ეცვა მთლიანად სველი, თმაც დასველებოდა და სახეზეც წყლის წინწკლები ჰქონდა ალაგ ალაგ, მეც გაკვირვებული ვუყურებდი
- ისევ წვიმს, წვიმამ გამახსენა შენი თავი და ვეღარ გავუძელი, ეგრევე წამოვედი
მე ისევ გაკვირვებული ვუყურებდი, მერე ცოტა სიმორცხვეც შემერია
- მომენატრე - ვხვდებოდი მისი ნათქვამი სიტყვები რომ ამას ნიშნავდა მაგრამ არ მეგონა პირდაპირ თუ იტყოდა, ალბათ ჩემმა გაკვირებამ აიძულა ასე მოქცეულიყო, ამ ერთმა სიტყვამ გამომაშტერა, მისკენ გავუწიე და ხელები კისერზე შემოვხვიე, ჩემი ლოყა მისას მივადე და მისი სითბო შევიგრძენი, ის არ ინძრეოდა , მერე ძალიან ნელი მოძრაობით შემომხვია ხელები წელზე და თავისკენ მიმიზიდა, ეს იყო ჩემთვის ყველაზე უცნაური შეხება, არ მინდოდა, ასე დაგეგმილი არ მქონდა და არც ვიცი რამ მაიძულა ასე მოვქცეულიყავი მაგრამ სხეულის შიგნით, ალბათ გულში რაღაც თბილი ჩამეღვარა და აღარ მინდოდა გავნძრეულიყავი, მისი სიახლოვე მაბედნიერებდა, მაგრამ თავი ვაიძულე მაინც მოშორებოდი, სწრაფად გავიწიედა დისტანციიდან თვალებგაფართოებული შევხედე
- შემომიშვი - ძალიან ჩუმად მითხრა, ბავშვივით რომელმაც რაღაც დააშავა და ცდილობს პატიება გთხოვოს
- ჩემს ძმიშვილია ჩემთან და არ მინდა...
- არ შევაწუხებ, საერთოდ ვერ გაიგებს ჩემს აქ ყოფნას, ეხლა ალბათ ძინავს - სათქმელის დამთავრება არ მაცალა ისე წარმოთქვა ეს სიტყვები მეც გავიწიე გვერდზე და საშუალება მივეცი შემოსულიყო, მანაც არ დააყოვნა და შემოაბიჯა ჩემს სახლში, წავიდა და იმ რაფაზე დაჯდა რომელზეც მე ვიჯექი 5წუთის წინ, ჩემი წიგნი აიღო და მკითხა
- ამას კითხულობ?
- ჰო დღეს დავიწყე
აღარაფერი უთქვამს ამ თემაზე, ჯერ ჩემს საკითხ კუთხეს ათვალიერებდა, მერე სახლს, მე კი მას ვუყურებდი თან მიკვირდა რატომ ჩავეხუტემეთქი
მის შავ თვალებს კარგად დავაკვირდი და ვიგრძენი რომ ისინი კვლავ სიძულვილს და ბოროტებას გამოხატავდნენ როგორც ჩვენი შეხვედრის პირველ დღეს, დიდხანს ვუყურებდი მის თვალებს გვერდიდან და ბოლოს უცნაური შიში მომგვარა, მან კი ტუჩები დაბრიცა და შემომხედა
- შენი სახლი არ მომწონს, როგორც შენი ახალი ტანსაცმელი, შენს ადგილას რომ ვიყო, უფრო სხვანაირად მოვაწყობდი, ზედმეტი ჰარმონიულობაა და ნაკლები კომფორტი და ბედნიერება, ერთ რჩევას მოგცემ, როცა შენი ძმისშვილი წავა დადექი და ამ ოთახში ყველაფერი ისე დააწყე როგორც გაგიხარდება და არა ისე როგორც, წესია, რაც შეეხება შენს ტანსაცმელებს ვერ ვიტან, ძველი სტილი ჯობია, იმედი მაქვს მალე მიხვდები რომ ეს არ გჭირდება და მათ კი არა შენ არ უნდოდა გინდოდეს მასეთებთან ურთიერთობა
არაფერი მითქვამს, არ ვიცოდი უბრალოდ რა უნდა მეპასუხა და გავჩუმდი, ვცდილობდი დავფიქრებულიყავი მის სიტყვებზე, მაგრამ მაინც არ მესმოდა, მერე წავედი და დივანზე დავჯექი, გაშტერებული ვუყურებდი ერთ წერტილს, ეუსი კი მე მიყურებდა, ვხვდებოდი როგორ მსწავლობდა მისი თვალები, როგორ ცდილობდა ჩემი ფიქრები და გრძნობები გამოეცნო. მერე ადგა და გვერდით დამიჯდა. მისკენ მიმატრიალა და თვალებში ყურება დამიწყო, მეც შევხედე თვალებში, მაგრამ ვერაფერი გავარჩიე, მისი თვალები მის სამყაროსავით გაუგებარი იყო ჩემთვის, მე ქალი ვარ, ევას შთამომავალი და მოგატყუებთ თუ ვიტყვი რომ აკრძალული ხილი არ მიმიზიდავს, ამ წამს ცხადლივ ვიგრძენი რომ ეუსი სწორედ ეს ხილი იყო, ვხვდებოდი რომ ის აკრძალული იყო ჩემთვის და ასევე ვიყავი მე მისთვისაც. ამ მომენტში მასთან ლაპარაკი არ მინდოდა, არც ის მინდოდა მას ეთქვა რამე ჩემთვის, მხოლოდ მინდოდა მის სიახლოვეს ყოფნა და ფიქრი ყველაფერზე, მინდოდა ჩემი ფიქრები დამელაგებინა, რადგან ვეღარაფერს ვარჩევდი, ისიც მინდოდა რომ ჩამეხედა მის თვალებში და დამენახა თუ როგორია ის, მაგრამ ამაოდ, იქ ბევრი რაღაც ჩანდა, იმდენად ბევრი რომ ვერ ვარჩევდი, ვერაფერს გხვდებოდი, ავფორიაქდი. ლილე გამახსენდა და მივხვდი არასწორი იქნებოდა მასთან ერთად როცა ვარ სახლში და ჩემთან ვიღაც ბიჭი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა ვინ და როგორია ეს ბიჭი, რა მიზნითაა აქ, უბრალოდ არ უნდა იყოს ეს არასწორია
- იცი, სახლში ჩემი ძმიშვილია...
- გინდა რომ წავიდე - არ დამამთავრებინა სათქმელი
- ასე აჯობებს
- კარგი წავალ, მესმის
თვალებში ისევ შემომხედა, მერე უცნაურად გამიღიმა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა კარისკენ, გააღო და ისევ ჩემსკენ შემოიხედა, გამიღიმა ამჯერად უფრო სხვანაირად და უფრო გულწრფელად,
- მომენატრები - მითხრა, ისევ ღობეს და გაიქცა.
მე კარებს მივუახლოვდი და მივეყრდენი.
- მე უკვე მენატრები - აღიარებასავით წამოსცდა სიტყვები ჩემს ბაგეებს, მაგრამ არავის გაუგონია, არც არავინ იყო რომ გაეგო, ეუსი ალბათ გაიქცა და უკვე შორს იქნებოდა, მე კი ვიდექი და იმ გზას გავყურებდი საითკენაც ის გაიქცა, მერე მთვარეს შევხედე და მისი თვალები გამახსენდა.
_______________________
იმედია მოგეწონათ ახაალი თავი თუ რამე შენიშვნები გექნებათ მითხარით ვეცდები გამოვასწორო



№1  offline წევრი skida

კარგი იყო მაგრამ უცრო მეტი სიახლოვე მინდა ფლიიზ

 


№2  offline წევრი რუსაა

skida
კარგი იყო მაგრამ უცრო მეტი სიახლოვე მინდა ფლიიზ

თანდათანობით ყველაფერი იქნებაა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent