შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ეს სიყვარული შენ რომ მაჩუქე .. "


31-03-2018, 15:15
ავტორი daiana
ნანახია 1 992

ლონდონი-თბილისი,რეისზე ჩასხდომა სრულდება 10 წუთში,მგავრებს ვთხოვთ გაიარონ რეგისტრაცია.
შავ ჩემოდანს დავხედე და საბოლოოდ ჩავისუნთქე მძიმე ჰაერი.
-დე - აცრემლებულ ქალს ღიმილით გავხედე - ხომ იცი რომ უნდა წავიდე ..
-ვიცი,მაგრამ .. იქნებ არ ღირს ნიტა? არ ჯობია იქ არ გამოჩნდე?
-არა დედა! ახლა აუცილებლად იქ უნდა ვიყო,არ აქვს მნიშვნელობა აქამდე რა იყო .. მიყვარხარ და იცოდე აუცილებლად დავბრუნდები!
-ნიტა ფრთხილად იყავი,თავს გაუფრთხილდი და საჭმელი ჭამე! დამირეკე როგორც კი ჩახვალ,ტელეფონი არასდროს გათიშო,სულ მქონდეს შენთან კავშირი!
..
1.2.3 ..
პატივცემულო მგზავრებო,გთხოვთ შეიკრათ ქამრები,თვითმფრინავი შედის თბილისის აეროპორტში.
როგორც კი კარი გაიღო,მაშნვე ძლიერად ვიგრძენი 5 წლიანი მონატრება.ეს ჰაერი,ცა,ვარსკვალები,ხალხი,მიწა .. საერთოდ ყველაფერი მომნატრებია.
ტაქსი გავაჩერე და მივიწყებულ უბნებს ფანჯრიდან დავუწყე დაკვირვება.ვცდილობდი იმაზე არ მეფიქრა რა წინ მელოდა.არ მინდოდა ისედაც ძლივს გადაგმული ნაბიჯი სანანებელი გამხდომოდა.
...
დამტვერილი თეთრი ნაჭრები ავეჯებს მოვაშორე,ფანჯრები გამოვაღე და გაზაფხულის დილის ჰაერი მთელ სახლში მოიფანტა.ფანჯრის რაფას ფრთხილად დავეყრდენი,ქვემოთ ჩავიხედე,მაგრამ სულ ტყუილად,იქ არ იყო .. ვიცოდი რომ არ იქნებოდა,მაგრამ იმედი ხომ გვაქვს ადამიანებს ბოლო წამამდე,ხოდა არ უნდა გვქონდეს!
(1)
-იმ ფანჯრიდან გადმოხედვა სულ მაშინებს - მანქანის მინიდან თითი ბინის ფანჯრებისკენ გავიშვირე.
-რატო? - გულიანად გამიღიმა და ჩემს თითებზე მისი თითები ფრთხილად მოატარა.
-ქვემოთ ზედმეტი სიცარიელეა .. ასე მგონია,გადმოვვარდები და იქ არავინ იქნება რომ ჩემი ამბავი დაინახოს,ვინმეს გააგებინოს .. რა გაცინებს? - ნაწყენმა ცხვირი ავიბზუე და ხელები გულმკერდთან გადავიჯვარედინე - მე მართლა მეშინია ..
-ნიტა ბავშვობ ახლა .. - ღიმილს ვერ ფარავდა,ლოყებიც ისე ეჩუტებოდა ცოტაც და გავაფრენდი - სიცარიელეა არა? - გაბრაზებულმა თავი დავუქნიე და ქვემოდან გავხედე - მაშინ,დღეიდან,როცა გადმოიხედავ იქ სულ მე დაგხვდები,კაი?
-სულ? - ლოყები ამიწითლდა,მივხვდი.
-ხო - ცერა თითი მარჯვენა ლოყაზე გადამატარა .. ხომ ვთქვი.
..
არქივში შენახული ნომრების ამოძებნა იმაზე მეტად გამიჭირდა,ვიდრე ველოდი.ციფრებს შიშით ვუყურებდი,მეგონა იქედან მისი პატრონები ამოხტებოდნენ და ყველაფრისთვის პასუხს მომთხოვდნენ.საბოლოოდ მაინც გადავწყვიტე ყველაზე ახლო ადამიანთან დამერეკა.ხელები მიკანკალებდა,ზარის ხმაც არ მესმოდა ..
-გისმენთ - მისი ხმის გაგონება და ჩემი ამოსუნთქვა ერთი იყო.მეგონა არ აიღებდა,როგორც ყოველთვის,მაშინ როცა უცხო ნომრიდან ურეკავდნენ.
-თეკლე ..
(2)
-მაგ ტელეფონს უპასუხებ თუ ვისროლო ახლა ფანჯრიდან? - თავ ატკიებულმა ფეხები მაგიდიდან მის მუხლებზე გადავიტანე და ტელეფონი ვესროლე,რომლიც უკვე ტვინს მტკენდა.
-ნიტა რა გინდა? არ იცი რომ უცხოებს არ ვპასუხობ? - წარბები სასაცილოდ დამიქაჩა და ტელეფონს ხმა გამოურთო.
-თეკლე შენ ცოტა ხოარ უბერავ? - მეგობრის უაზრო საქციელზე მაგრად გამეცინა.
-შენ რომ ეზოში გადახედვის გეშინია,მაგაზე ვამბობ რამეს? - ჯიბრით გამომხედა და ახლა მან დაიწყო სიცილი.
-აღარ მეშინია! (!!!!)
...
-გისმენთ,რომელი ხართ? - დაღლილი ხმა ქონდა,რაღაცნაირი,ნატანჯი .. ვერ მიცნო თუ არ მიცნო?
-თეკლე .. ნიტა ვარ,ნაკაშიძე .. - ჩაცინება გავიგონე და მერე გაბრაზებული ხმით ნათქვამი სიტყვებიც.
-იცით ადამიანს ბოროტი ხუმრობისთვის რომ სჯიან?
-თეკლე,მართლა ნიტა ვარ - ავტირდი,მეტი აღარ შემეძლო.
ცოტა ხნით სიჩუმე იყო.
-შენც გაიგე? .. კარგია,ამ ამბავმა მაინც თუ გაიძულა აქ დაბრუნება .. მოსვლა არ გაბედო,ვერ გაუძლებს ნიკუშა .. - ხმაში საოცარი სიცივე ვიგრძენი,უკვე არაერთხელ დავფიქრდი ჩემი საქციელის სისწორეში.
-თეკლე რას მეუბნები? - ტირილში ჩემი სიტყვები ძლივს გავარჩიე - რა არ მოვიდე? აბა რისთვის ჩამოვედი? ახლა რომ არ მივიდე,ახლა რომ არ ვნახო მოვკვდები,მე ხომ ვიცი როგორ განიცდის ..
-ა,აქამდე არ განიცდიდა? მაინც და მაინც ასეთი ამბავი უნდა მომხდარიყო? ისე გამახსენე რატომ გაიქეცი? აა,ხო .. გამახსენდა! - ხმა აუკანკალდა,ვიგრძენი ისიც როგორ განიცდიდა.
-თეკლე .. მართლა ძალიან ვნანობ ..
-საღამოს გამოგივლი,მე მიგიყვან .. იცოდე,მე გაგაფრთხილე.
ტელეფონი გავთიშე და საწოლში ჩავწექი.საღამომდე უნდა მეფიქრა,რას გავაკეთებდი იქ რომ მივიდოდი.
ვერასდროს წარმოვიდგენდი,ოდესმე ნიკუშასთვის რამის თქმაზე ფიქრი თუ დამჭირდებოდა.
"შენ ხედავ ჩემს სიზმრებს .. "
ტელეფონის ზუზუნმა საოცნებო სიზმარს მომწყვიტა.
ხუთი წლის მერე,პირველად დამესიზმრა ნიკუშა,ადამიანი,რომელიც მივატოვე .. არა დავტოვე.გული კი არა,სული ამტკივდა.მინდოდა გავმქრალყავი,წასვლა არ შემეძლო.იქ ვერ მივიდოდი,მოვკვდებოდი.
-არ შემიძლია - ნომერს დავხედე და ზუსტად ის ვუთხარი მოპასუხეს რასაც იმ წამს ვფიქრობდი.
-ვიცოდი - ჩაიცინა - ახლაც უნდა გაიქცე? .. კარები გააღე.
ბინის კარი გავაღე,კიბეებზე ფეხის ხმის გაგონებასთან ერთად ცრემლები მომდიოდა.ვიცოდი,უაზროდ დიდ ტკივილს ვიგრძობდი ახლა მისი დანახვისას.იქვე დაკიდებულ სარკეში ჩემს თვალებს ჩავხედე .. ვერაფერს ვიტყვი.
-თეკლე - ხმა მიკანკალებდა.ჩემს წინ ისევ ისეთი გაჩეჩილი თეკლე იდგა,ჩაშავებული თვალის უპეებით და გაცრეცილი ლოყებით.ისეთი ფერმკრთალი იყო,ისეთი სუსტი ..
-ვეღარ მიცანი ხო? - წამში,ორივე ერთხმაში ვტიროდით.
ვერ შევეხე,ვერ მოვეხვიე.არ მქონდა უფლება,ასე დამეგდო ყველა,მათ შორის საუკეთესო მეგობარიც და წავსულიყავი.არ მქონდა უფლება,გული ასე მეტკინა მათთის,ვიცი,სამუდამო ტკივილად ავიკიდე ის საქციელი,ხუთი წლის წინ რომ ჩავიდინე.
არადა ხომ ვპირდებოდი,სულ ერთად ვიქნებითთქო? ჯერ კიდევ როდის დავთქვით,რომ ერთმანეთს არ დავტოვებდით .. მე თეკლეც დავტოვე,ნიკუშაც და სხვა დანარჩენებიც,რომლელთა გარეშეც,ერთ დროს ცხოვრება არ წარმომედგინა.
##
(3)
-გინდა მეგობრები ვიყოთ? - მეორე კლასში ხუჭუჭა გოგო მომიჯდა გვერდით.
-კი,მინდა.
-ხოდა ვიყოთ - ტაში შემოკრა და ფრიალა კაბა ტრიალის დროს ერთიანად გაეშალა,მერეისევ გვერდით მომიჯდა.
-სამუდამოდ ერთად ვიყოთ? - გაოცებულმა ვკითხე,მანაც თავი დამიქნია და ჩამეხუტა.პატარა ხელები ძლიერად მოხვიეთ ერთამენთს.
..
(4)
19 წლის აღსანიშნავ დაბადების დღეზე,ყველა ერთად ვიყავით.მე და ნიკუშა ერთმანეთს არ ვშორდებოდით.იმ დღეს იმდენი ვიცინეთ ყველამ,იმდენი დალიეს ჩემებმა,რომ არ ვიცი .. მე ოდნავ შემთვრალი ფეხზე წამოვხტი და არყის ჭიქა ჰაერში შევათამაშე.
-ამ ჭიქით .. ჩვენს ამბავს გაუმარჯოს .. ჩემი და ნიკუშას ერთად ყოფნას,ჩვენს მეგობრობას,რომლის სამუდამოდ გაგრძელდება ..
-სამუდამოდ? - ჩუმი ხმით იკითხა რომელირაცამ,თითქოს იგრძნო ..
-კი,სამუდამოდ - ამაყად დავუდასტურე და სხვებთან ერთად მათრობელა სითხე გადავკარი.
ადამიანები არ უნდა ვპირდებოდეთ ერთამენთს რაღაცეებს ..
ვერ ვასრულებთ .. ან არ ვასრულებთ.
რას გაიგებ
მეგობარო!
..
შავებში ჩაცმული იმაზე უფრო სშინლად გამოვიყურებოდი ვიდრე ოდესმე.არ მიყვარდა შავი ფერი!
-გამომაგდებს? - ხმა უკვე მიკანკალებდა.
-არ ვიცი,გაშლილი ხელებით რომ არ დაგხვდება და გულში არ ჩაგიკრავს,ეგ კი ვიცი .. საერთოდ,ახლა შენი აქ გამოჩენა,ყველაზე დიდი სტრესი იქნება შენთვისვე,ნიკუშა იმაზე უფრო დიდ ტკივილს ვეღარ გამოცდის,რაც ახლა მიიღო ცხოვრებისგან - მანქანა ბინასთან გააჩერა და დაკვირვება დამიწყო - არ შეცვლილხარ,ისევ ისეთი ხარ.ლამაზი და ველური - ოდნავ გამიღიმა,ნაღვლიანად და მანქანის კარი სწრაფად გააღო - ჩაისუნთქე და არ იფიქრო,თორემ შენი ამბავი რომ ვიცი იქ ფეხს არ მიადგამ და გაიპარები .. გაპარვაში კი ხარ პირველ ადგილოსანი,ვერ დაგიკარგავ - ხომ ვიცოდი რომ ასე ადვილად არ მაპატიებდა,ყველას მიყრას და აქედან გაქცევას? ეს მხოლოდ თეკლეა,სხვები წინ მელოდება ..
მესამე სართულზე უნდა ავსულიყავით.თეკლე წინ მიდიოდა,მე უკან მივყვებოდი ,მაგრამ ვაი ისეთ უკან გაყოლას.ყოველ წამს გაქცევაზე ვფიქრობდი.არ მინდოდა საბოოლოდ გამენადგურებინა ადმიანი,რომელიც სიცოცხლეს მერჩივნა,რომლის გამოც უპრობლემოდ გავიღებდი სიცოცხლეს ..
ისე სასაცილოა არა?! სიცოცხლეს დავთმობდი მის გამო,მაგრამ ერთი შეცდომა არ ვაპატიე და გავიქეცი .. სად მივრბოდი? ეგრე ადვილად იკარგება გრძნობები?
არა
მეგობარო!
არ მოიტყუო
თავი!
ის რაც
არ გინდა
ის რაც გინდა დაივიწყო
ყველაზე მეტად
გინდა.
ყველაზე მეტად გინდა
გახსოვდეს.
ეს ისე,ცოტა არა გრამატიკულად.

ღია კართან ტირილის და გოდების ხმა გავიგე,მერე უფრო მეტი შავი ფერი დავინახე,ბოლოს გავქვავდი.
ნიკუშა ისეთი იყო ..
ჩამქრალ თვალებს სივრცეს არ აშორებდა.დარწმუნებული ვარ არაფერი ესმოდა,ვერაფერს გრძნობდა,მხოლოდ მის პატარაზე ფიქრობდა.
ჯანდაბა!
პრინციპები გვღუპავს ადამიანებს.
წერტილი
ერთი და არა მრავალი.
ჩუმი ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ყურის ბარაბნებს უხეშად ეხეთქებოდა და უკან გაბრუნებას კიდევ უფრო მანდომებდა.
-ჩამოვიდა?
-ამას აქ რა უნდა?
-გაგიჟდა?
-აქ რა პირით მოვიდა?
-ამ ბავშვის გამო არ გაიქცა?
-უნამუსო ..
ნიკუშას დედას მხარზე ხელი დავადე,ჩაწითლებული თვალებით ამომხედა.ჯერ გაკვირვება დაეტყო თვალებზე,წამით ბრაზმაც გაუელვა.
-ჩამოხვედი? - ხმის ამოღება ვერ გავბედე,მხოლოდ თავი დავუქნიე.ნიკუშასკენ წავედი,აქამდე ვერ დამინახავდა,ახლა კი ჩემი ფეხით უნდა მივსულიყავი მასთან.
მიახლოვებისას ჰაერი თითქოს გაქრა,ვეღარ ვსუნთქავდი,გულში საშინელი ჩხვლეტა ვიგრძენი,აკაკალებული ხელები ტყავის ქურთუკში ჩავმალე.ჩემს სხეულში გადატრიალება ხდებოდა,ვგრძნობდი როგორ აიხლართა ერთამენთში ყველაფერი,გულის აჩქარებული მოძრაობის გამო.თთქოს მესმოდა როგორ მოძრაობდა ჩემს ვენებში სისხლი.მეორე წამს კი მეგონა გრამი წვეთი არ მქონდა ორგანიზმში.
-ნიკუშა.
1.2.3
(5)
პირველად სკოლიდან გამოსულმა დავინახე.მანქანზე იყო მიყრდნობილი,ორ ბიჭთან ერთად,რაღაცაზე გულიანად იცინოდა და სათვალეს ხელში ათამაშებდა.
მეორედ დაბადების დრეზე ვიცეკვეთ ერთად,სულ შემთხვევით.
მესამედ ისევ სკოლასთან დავინახე,ოღონდ ახლა მარტო იყო და მე მელოდებოდა.
მეოთხედ,მეხუთედ,მეექვსედ,მეასედ .. ისევ მე მელოდებოდა,სკოლასთან.
სიყვარული არ აუხსნია,არც უთქვამს მიყვარხარო,ხო გრძნობო? მეც დავეთანხმე,ჰოდა დღეიდან ერთად ვართო,თეკლეს დაბადების დღეზე გამოაცხადა.მის მერე ყველგან ერთად ვიყავით,ერთად ვვარჯიშობდით,ვსწავლობდით.
16 წლის ვიყავი,ის 18 ერთამანეთს რომ ჩვენ დავარქვით.
18 წლის ვიყავი,ის 20 ერთმანეთს რომ დავშორდით .. არა,მე რომ გავიქეცი.
ვინმემ რომ მკითხოს რა გაქვს სანანებელი ამ ცხოვრებაშიო,აუცილებლად ჩემს გაქცევას დავასახელებდი ..
"შენ ღამეებს მითევ
მაქრობ
შენ მე დამდევ"
(6)
მეგობარო
გახოვდეს
სიამაყე
ანგრევს ყველაფერს.
"მე ვეღარ გითან
შენ მე დამდევ
ყველაგნ
დამდევ
როგორ აჩრდილი
პატრონს"
..
-ნიტა,სერიოზული საქმე მაქვს,ყურადღებით მომისმინე,დაფიქრდი და გააზრებულად მოიქეცი,გთხოვ!
-რა ხდება ნიკუშა? - ყავის ჭიქა გვერდით გადავდე.
-ერთი თვის წინ .. რომ ვიჩხუბეთ .. და ერთი თვე რომ ხმას არ მცემდი .. - ღრმად სუნთქავდა,ვგრძნობდი რაღაც საშინელებას მეტყოდა - ბარში ვიყავი ბიჭებთან ერთად .. საშინლად ბევრი სასმელი მივიღეთ .. მერე - ხელები დაენამა,ტუჩებიც გაუშრა,საოცრად ნერვიულობდა - მეორე დღეს ..
-ნიკუშა ..
-ნიტა,ანა კეკელიძე .. ორსულადა ..
-მერე რა? - გაოცება ვერ დავმალე,ამაზე ნერვიულობდა ასე?
-ნიტა .. ანა ჩემგან ..
სამყარო ამობრუნდა.
ყველაზე ერთგული ადამიანი,უკანასკნელი მოღალატე გახდა ჩემთვის.
დედამიწა ერთ წერტილში გაიყინა,ჩემს გრძნობებთან ერთად.
ასეა
ადამიანები
ყველაზე მეტად მათ ვტკენთ
ვინც
ყველაზე მეტად გვიყვარს.
ბუნების დაუწერელი კანონების სიაში,პირველ ადგილას უნდა იყოს ეს წესი.
-როგორ გაბედე? როგორ გაბედე,მაგ ხელებით სხვას ეხებოდი,სხვას .. და მე აქ სიყვარულს მეფიცები .. როგორ გაბედე,ნიკა? როგორ გაბედე,გეფიქრა რომ შეგეძლო სხვა ქალს იმ ხელებით შეხებოდი,რომლებიც ჩემს თმებს გამუდმებით ეხებოდნენ?! რა მთხოვე გახსოვს? - განწირული ვყვიროდი,თალებიდან ცრემლები დაუდევრად მომდიოდა - მაშინ არ გახსოვდა? იცოდი,მარტო შენ შეგეძო ჩემი განადგურება .. და გამოგივიდა კიდეც,ყოჩაღ! ჩემი სახელი აღარ ახსენო,არც კი გაივლო გონებაში,რომ ოდესღაც შენს ცხოვრებაში ვარსებობდი ..
***
ქორწილის ამბავი გავიგე თუ არა მაშინვე ბარგი შევკარი და დედაჩემთან გავფრინდი.იქედან შევატყობინე თეკლეს,რომ საქართველოში აღარ ვიყავი.ბევრი ვიჩხუბეთ,მაგრამ უკვე აზრი აღარ ქონდა.სოციალური ქსელი ყველა გავაუქმე,რაც კი მქონდა,ნომერიც რა თქმა უნდასნააგვე ყუთში მოვისროლე და სამუდამოდ დავიწყება გადავწყვიტე ყველაფერის.სწავლა იქ გავაგრძელე,სამსახურიც ლონდონში დავიწყე.
ცხოვრება ავიწყვე რა.
"ეს სიყვარული
შენ რომ
მაჩუქე
აღარ მინდა."
..
-ნიკუშა ..
მემგონი ვერ დაიჯერა,მე თუ ვიყავი და თავი ორჯერ გააქნია.
-ნიკუშა .. - ხელი მხარზე ოდნავ შევახე,ტანში საოცარი მუხტის გავლა ვიგრძენი და ბუსუებმა დამაყარა.
ჯერ ჩემს ხელს შეხედა,შენელებულ კადრში ვხედავდი ყველაფერს.ყელზე ძარღვები დაეჭიმა,აკანკალდა ვიგრძენი,ნელა წამოდგა ფეხზე და ზურგით დადგა,ალბათ ისევ ეგონა რომ ვეჩვენებოდი.
-მართლა შენ ხარ თუ მეჩვენები? - ხმა. ვერ ვიცანი,ასეთი ხმა არ ქონდა,მე რომ წავედი.
-მართლა მე ვარ - ხმა მიკანკალებდა,ვგრძნობდი როგორ ვებრძოდი ჩემ თავს რომ არ მეტირა.
-რატომ ჩამოდი? - გამორებულ ფანჯარასთან მივიდა,მაგრამ სწრაფად უკან გამოიწია.
-ნიკუშა .. უნდა ჩამოვსულიყავი ..
-ა,ნიკა აღარ ვარ? - თვალის დახამხამებაში მობრუნდა ჩემსკენ და გაიყინა.მეც მის მსგავსად გავქვავდი.ყბები გამოკვეთოდა,თვალები სულ ჩაშავებული ჰქონდა,უძილობისგან ნუშისებრი თვალის ფორმა სულ გაწითლეოდა,მხრებში მოხრილი იყო,ლავიწის ძვლები შავ მაისურზე დანის პირებივით ეტყობოდა.
-ნიკუშა,ვიზიარებ,ძალიან განვიცადე,მართლა .. - ჩემი მოვალეობა უნდა მომეხადა და იქედან გავქცეულიყავი,თორემ აუცილებლად გავყიდდი ჩემ თავს და იქვე მოვთქვამდი ღრიალს.
-მართლა? .. აუ,მოიცა,გამახსენე რატომ გაიქეცი? - ნიკაპზე ორი თითი მოისვა და ისევ გამომხედა - უი,ხო,გაიგე რომ მალე შვილი მეყოლებოდა .. ახლა სად ხარ? ჩემი შვილის პანაშვიდზე მოხვედი - მაგიდაზე ხელი დაარტყა და მიღრიალა.კიდევ კარგი,საკმაოდ გვიანი იყო და პანაშვიდზე ბევრი ხალხი არ იყო,მხოლოდ მეგობრები.
იქ სადაც ჩვენ ვიყავით სწრაფად გაჩდნენ ბიჭები,მეგობრები,ჩემი და ნიკუშასი,ჩვენი.მე რომ დამინახეს არ გაკვირვებიათ,უბრალოდ ისე მიყურებდნენ,რაღაცნაირად .. მეც ვერ ვხსნი.
-ნიკუშა,სირცხვილია .. სად ხარ დაგავიწყდა? - ბექამ მხარზე დაადო ხელი და მე გამომხედა - წადი სანამ მშვიდად არის - ჩემსკენ წამოვიდა,მხრებზე ხელი მომხვია და კარისკენ წამიყვანა.
-ბექა,მობრუნდი და ეგეც აქ მოიყვანე - საშინლად ცივი ხმა ჰქონდა - იცი მაინც ბავშვს რა ერქვა? - ტკივილიანი ხმით ჩაილაპარაკა და სკამზე ჩამოჯდა.ბიჭები გავიდნენ და კარებიც მოკეტეს,ჰაერი ისევ დაიგუდა.
-არა - მოკლედ ვუპასუხე,მალე ტირილს დავიწყებდი.
-მართლა არ იცი? .. საერთოდ,აქ რა გინდა? ნიტა რა გინდა აქ? ახლა ლონდონში არ უნდა იყო? ნიტა .. - ამოიოხრა და სიგარეტს გაუკიდა,როგორც ჩანს მოწევა ახლა დაიწყო,ან მე რომ წავედი მის შემდეგ.
-ნიკუშა,მე უნდა ჩამოვსულიყავი და გთხოვ ნუ ამახსნევინებ .. ასე ვთვლიდი საჭიროდ .. უნდა წავიდე - ლოყაზე ჩამოცურებული ცრემლი მოვიწმინე და ფეხზე სწრაფად წამოვდექი.
-ისევ გარბიხარ .. ისევ არ ცდილობ მომისმინო,მაგრამ ამჯერად თავს კი არ გავიმართლებ .. არა .. ყველაფეირ უნდა გითხრა რასაც ვგრძნობ,რაც გამოვიარე .. თორემ ავფეთქდები .. ხვალ შვილი უნდა დავმარხო გესმის? შენი გაქცევის რიცხვი გახსოვს? 15 აპრილს,ხვალ მეორე ნიტა უნდა დავმარხო ..
თავი ვეღარ შევიკავე.
ვტიროდი და არც კი ცდილობდა დავემშვიდებინე.
-ნიკუშა .. მე .. მართლა არ მინდოა .. ისე გამოსულიყო ყველაფერი .. შენ იცოდი,შენი ფასი არავინ მყავდა .. მაგრამ მაინც მატკინე .. არ შემეძო,გესმის?
-არ მესმის ნიტა,არა! ვერც გავიგებ .. შეგეძლო დარჩენილიყავი,გაქცევა არ იყო გამოსავალი! ერთად ყველაფერს გადავიტანდით .. შენი წასვლის ამბავი რომ გავიგე,მეგონა მოვკვდებოდი,მაგრამ არ მოვკვდი,სამწუხაროდ .. ყველა ქსელიდან რომ გაქრი და შენთან დაკავშირება აღარ ხერხედებოდა მაშინ გდავწყვიტე საბოლოოდ დამევიწყებინე.ყოველ წელს,ამ ხუთი წლის მანძილზე,გელოდი .. იქნებ ახლა გამოჩნდეს,ან რაიმე გავიგოთქო,მაგრამ ისე გაქრი .. თითქოს მიწამ ჩაგყლაპაა .. ნიტა,შენ უდიდესი ტკივილი დამიტოვე .. მეორე ნიტამ კი სამუდამო ტკივილი დამიტოვა ...
-ნიკუშა,მე შენ ყველაფერზე მეტად მიყვარდი ..
-გიყვარდი?
..
"ეს სიყვარული
შენ რომ მაჩუქე
კიდევ მინდა!"



№1 სტუმარი Ani

Auuu ra kargia gaagrdzeleb?? Dzalian minda gagrdzeleba vnaxooo
Warmatebebi

 


№2  offline წევრი blondeangel631

ასე არ დაასრულო გააგრძელე ძალიან კარგი იყო შემდეგს ველიდები ძალიან მომეწონა ♡ ♡ ♡

 


№3  offline წევრი Gotham

გამიხარდა რომ ისევ აგრძელებ წერას heart_eyes heart_eyes
ძველებიც დაასრულე რა

 


№4  offline აქტიური მკითხველი uchveulo

Istorias iwyeb agar agrdxeleb ra ubedurebaa es :((

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent