შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიყვარული ჩვენს ქუჩაზეც მოდის (თავი მეორე)


31-03-2018, 15:35
ავტორი aleqsandra martishvili
ნანახია 1 432

ახალი დღე გათენდა, თითქოს ყველაფერი კარგადაა ჩემს თავს. აღარც სანდროზე ვფიქრობ , მოკლედ ჩვეულ კალაპოტს დავუბრუნდი. სასადილო ოთახში სუფრა უკვე გაეშალათ. დედა და მამა რომ ადრე იღვიძებენ ეს ახალი ამბავი არაა, მაგრამ ჩემ ძმასაც გაეღვიძებინა , უცნაურად ადრე.
-დილამშვიდობისა! მივესალმე სამივეს და სუფრას მივუჯექი მათაც კეთილი დილა მისურვეს.
-საბა ასე ადრე რამ გაგაღვიძა, რამე ხომ არ ხდება?
-არიცი გოგო? დღეს წვეულება იმართება უნივერსიტეტში, არ მითხრა ეხლა რო წამოსვლას არ აპირებ. დედა მამა უთხარით რამე თორე მოკვდება ეს სწავლით.
-შენ მაგაზე ნუ იღელვებ, ძალიან გთხოვ.
-საბა მართალია შვილო , ცოტა განტვირთვა ხომ გინდა.
-ჩემთვის იქაური სიტუაცია განტვირთვა არ არის
-გაერთობი დამიჯერე , ჩემი და მამაშენის ხათრით წადი
-ესეც მე ვარ?! კმაყოფილი სახით წამოიძახა საბამ დედამ ასე მარტივად დამიყოლია , ახლა უნდა მოვიფიქრო რა ჩავიცვა, მოდი კატოს დავურეკავ, ჯერ გაუხარდება მერე მისაყვედურებს მე რო მეთქვა არ წამოხვიდოდიო ბოლოს კი კვლავ მოლბება ჩემი საყვარელი დაქალი. კატო საოცარი ვინმეა , ძალიან მხიარული და საყვარელი. ყოველთვის იღიმის და მახალისებს. როცა უნდა რამეზე დამიყოლიოს მაბრუებს ლაპარაკით თუ მაინც ვერ დამითანხმა იბუტება და ამბობს რომ ჩემთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, მაგრამ კატოს ბრაზი მალე ავიწყდება . სკოლიდან ვმეგობრობთ ის ჩემზე ერთი წლით უფროსია, არც ერთ კლასელთან არ მაქვს დღემდე ისეთი ურთიერთობა როგორიც მასთან კატოს გარდა კიდევ ორი ახლო მეგობარი მყავს თათია და დათო ისინი ორივე ჩემი კურსელები არიან , თათია ძალიან ჭკვიანია და ჩემსავით ერთერთი საუკეთესო სტუდენტი გახლავთ. დათო ყოველთვის მეხმარება როცა რამე მიჭირს მისნაირი ერთგული ცოტა თუ იქნება , ნამდვილი საოცრებაა ეს ბიჭი , თათიასთანაც და კატოსთანაც ხშირად მომდის კამათი მე და დათოს კი ერთხელაც არ გვიჩხუბია ამ სამი წლის განმავლობაში.
კატოს დავურეკე და ვუთხარი წვეულებაზე რომ ვაპირებდი წასვლას, გადავწყვიტეთ თათიასთვისაც გვეთქვა და ერთად წავსულიყავით სავაჭრო ცენტრში .
შოპინგმა დიდხანს გასტანა სამივეს უნდა შეგვერჩია ახალი კაბა და ფეხსაცმელი .დიდი ხვეწნა- მუდარის, თხოვნის და დაძალების შემდეგ გადაწყდა ,რომ შავი, ულამაზესი კაბა უნდა ჩამეცვა , როგორც კატო იტყოდა თუ რამის გაკეთება გადაწყვიტე საუკეთესოდ უნდა გააკეთო და აბა როგორ შეიძლებოდა ჩვენ წვეულების დედოფლები არ ვყოფილიყავით . სალონშიც უნდა წავსულიყავით და რათქმაუნდა კატომ ისიც მოახერხა რომ მის მეგობარ თინანოსთან ურიგოდ ჩაგვწერა. როცა ჩვენი გაპრანჭვა მოკაზმვა დასრულდა დათოს დავურეკეთ , რომ გამოევლო და წავეყვანეთ, მანაც არ დააყოვნა და სულ მალე გაჩნდა ჩვენთან.
- ვა რა სიმპატიური ხარ დათ. მიმართა კატომ.
-თქვენც ლამაზები ხართ გოგოებო თქვა დათომ და მისი საოცარი თვალებით მომაშტერდა. მე გავუღიმე და იმის მაგივრად რომ საპასუხო მზერა მესროლა მისთვის უბრალოდ ტროტუარს დავაშტერდი .
დათოს როგორც მდიდარი მამიკოს შვილს მერსედესის მარკის ახალთახალი 2017 წლის მოდელი ჰყავდა,წვეულებაზე მალე მივედით. თავს კარგად ვგრძნობდი, რადგან იდიალურად გამოვიყურებოდი და ყველა მე მომჩერებოდა . ჩემს მეგობრებთან ერთად ბართან დავდექი . კატომ სხვა მოცეკვავე სტუდენტებს რომ შეხედა ცეკვა თავადაც მოუნდა და დათო ძალით წაიყვანა საცეკკვაოდ.
- არანორმალურია ეს ჩვენი კატო
-დათოს რა თვალები ჰქონდა, გვევედრებოდა მიშველეთო.
-სანდრა კი არ გვევედრებოდა, შენ გთხოვდა. საერთოდ მართლა ვერ ამჩნევ რომ მოწონხარ მაგ ბიჭს?
- კაი რას იძახი.
- რას ვიძახი კიარა ან ეგ არ გეცოდება ან შენი თავი? თქვი რო შენც მოგწონს
- არა, არ მომწონს ჩემთვის მხოლოდ კარგი მეგობარია .
-ბიჭები დღეს უბრალოდ მეგობრებისთვის ისე არ იქცევიან , როგორც ეგ გექცევა შენ, ყველაფერს გისრულებს , სულ თვალებში შემოგციცინებს , თუ მართალი არ ვარ მაშ ჩვენ რატო არ გვექცევა ეგრე, ჩვენც მისი მეგობრები არ ვართ?
- თათია შეწყვიტე რა ახლა მაინც , ხოხედავ თვალებშიც ვეღარ ვუყურებ მაგ ბიჭს , თან არც ვუყვარვარ, მაგრამ ასეც, რომ იყოს მე არ შემიძლია ამ ეტაპზე სიყვარულზე ფიქრი ეგ გრძნობა ჩემთვის არ არის.
- რასქვია არ შეგიძლია გიყვარდეს, შენ გოგო დებილი ხარ?
- მე, რომ მეჩხუბები შენ რატომ ხარ მარტო სიყვარულის ექსპერტო
-მე სულ იდიოტები მხვდებიან ეგ ბიჭი კიდე ჯერ რა ვიდზეა, როგორი თვალები აქვს, იუმორი და როგორი ჯენტლმენია . პირდაპირ იდიალურია.
-ხოდა გყავდეს შენთვის.
- მომისმინე , ღირსი ხარ მართლა რომ ვინმემ წაგართვას შენც ხო იცი რამდენ გოგოს მოწონს .
- თათია კმარა ახლა მაინც ნუ მაფიქრებ მაგაზე, თორე დათოსთანაც უხერხულად ვარ და საერთოდ მინდება რო გავქრე აქედან. თუ გასართობად მოვედით გავერთოთ აი ახლა ბარმენს კოქტეილს შევუკვეთავ.
- ორი კოქტეილი
-რომელი, გოგოებო
-სულერთია, შენ შეარჩიე.
ამასობაში დათოც დაბრუნდა და მან ვისკი შეუკვეათა , ჭიქები რომ დავცალეთ თათია ვიღაცამ საცეკვაოდ გაიწვია. მარტო დარჩენილმა დათომ მოიკრიბა ძალისხმევა და საცეკვაოდ მიხმო. ერთი სული მქონდა ცეკვას როდის დავამთავრებდით. გარშემო კი ალბად თათიასთან ერთად უამრავი ადამიანი მიგვიჩნევდა იდიალურ წყვილად, ჩვენ ხომ ასე ვუხდებოდით ერთმანეთს. ეჰ მხოლოდ ეგ რომ იყოს საკმარისი, ხანდახან მინდა კიდევაც ამ ბიჭის შეყვარება, მაგრამ არ გამომდის , შეუძლებელია ვინმე ძალით შეიყვარო, როგორიც არ უნდა იყოს ის ადამიანი.
ამ დროს კარი გაიღო და ვიღაც შემოვიდა მზერა ხალხმა ახლად შემოსულს მიაპყრო , ვინაა ასეთი ვფიქრობდი მე და ჰოი საოცრებავ ხელში სანდრო შემრჩა, წინანდელზე კიდევ უფრო სიმპატიური იყო და მე მიყურებდა. დარბაზში ამდენი გოგო იყო და ეს ციდან ჩამოვარდნილი ბიჭი , მაინდამაინც მე არ მაშორებდა მზერას , ის ჩემკენ მოიწევდა, დათოს ჩემი ხელი გამოართვა და საცეკვაოდ გამიწვია, სწორედ მაშინ ჩაირთო მშვიდი, მაგრამ გაცილებით სასიამოვნო მუსიკა. ჩვენ ასე ახლოს ვიყავით ერთმანეთთან, მისი შეხება დენის დარტყმასავით მოქმედებდა ჩემზე.
- საიდან გაჩნდი.
-ჩუ! მუსიკას მოუსმინე და წარმოიდგინე რომ მარტო ჩვენ ვართ, სხვა არავინ და არაფერი. კარგი?
-კარგი გპირდები.
-იცი სანდრა, სისულელედ მოგეჩვენება მაგრამ, რაც შეგხვდი მას მერე სულ შენზე ვფიქრობ. არ მოგატყუებ ჩემ ცხოვრებაში ბევრი გოგო იყო, მაგრამ ასე სუნთქვა არავის გამო არ გამხშირებია, არავინ მდგომია ყოველწამს თვალწინ, არავიზე მიფიქრია ამდენი, არავიზე მიოცნებია. გთხოვვ რა შენც მითხარი რამე, ერთი სიტყვა მაინც, ოღონდ ნუ მომატყუებ, შენი უკარებას იმიჯიც გვერძე გადადე და საერთოდ ყველაფერი.
- მე ერთს გეტყვი, ასე სასიამოვნო ცეკვა ჯერ არასდროს ყოფილა...
იმ საღამოს სახლში სანდრომ მიმიყვანა, როგორც კი ოთახის კარი გავაღე მაშინვე საწოლზე წამოვწექი და სანდრო დამიდგა თვალწინ ,მგონი მან იმდენი მოახერხა, რომ მალე სიყვარულს ჩემს ქუჩაზეც მოიყვანდა.



№1 სტუმარი ani

ოჰოოო სანდროო მომწონს ნუ კარგდ დაიწყო და აბა ვნახოტ რა იქნება
წარმატებებიიი ადგილებში შეცდომებია გაპარუი მაგრამ არუშავს მალე დადე ხოლმეეე

 


№2 სტუმარი სტუმარი An Ni

სანდრას საუკეთესო მეგობარი არ ყავსს????

უფრო სწორედ კატოა ხო საუკეთესო დაქალი?

 


№3  offline წევრი aleqsandra martishvili

ani
ოჰოოო სანდროო მომწონს ნუ კარგდ დაიწყო და აბა ვნახოტ რა იქნება
წარმატებებიიი ადგილებში შეცდომებია გაპარუი მაგრამ არუშავს მალე დადე ხოლმეეე

პირველ რიგში მადლობა,რომ კითხულობ. ვეცდები ახალი თავი მალე დავამატო :)

სტუმარი An Ni
სანდრას საუკეთესო მეგობარი არ ყავსს????

უფრო სწორედ კატოა ხო საუკეთესო დაქალი?

ხო სანდრას საუკეთესო მეგობარი კატოა :)

 


№4  offline წევრი aleqsandra martishvili

a.bochorishvili
აიი უყველაზეძალიანჯიგრესი და რო ხარ ისედაც ვიცოდი მაგრამ ჩემ გაოცებას მაინც ახერხებ, კატოს უყვარს სანდრა უყველაზეძალიანესად ♡ ♡ ♡ ♡

სანდრასაც უზომოდ უყვარს კატო <3

 


№5  offline წევრი aleqsandra martishvili

a.bochorishvili
აბა მალე დადე ახალი თავი ნუ მაინტრიგნებ (^-^)

უკვე დავდე.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent