შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიშო ჯორდიანზე გსმენიათ? (თავი 8)


1-04-2018, 15:18
ავტორი TrustYourSoul
ნანახია 1 530

ბოლო საღამო თბილისში და ისევ, აივანზე მსხდომი ორი პიროვნება,იქვე,ხის ტოტზე კი ჩასაფრებული კუპიდონი,ნეტავ რა უნდა? რას ელის? ნუთუ არ იცის მათი ისტორია იქ,სადღაც უფრო მაღლა უკვე დაწერილია...მაშ,რა უნდა,რა არ ასვენებს,უკვე ხომ დიდი ხანია რაც მისი ბასრი ისრები გამოსცადა მათზე.ორი ახალგაზრდა კი ისევ დუმს,კუპიდონი ხანგრძლივი სიჩუმისგან თვლემს,ბუნება იღუშება და თითქოს სამყარო წამით მოძრაობას წყვეტს,წამი კი მუდმივია,ულევია,უსასრულოა...იქამდე სანამ სიჩუმეს ვაჟის ბარიტონი არ არღვევს,თავდაპირველად ჩუმი ჩახველება და მისი ხელები ამაღლობლის ნაზ კანზე...შემდეგ დიალოგი,ისევ.
- მითხარი
- რა?
- კითხვა არ სჭირდება მგონი
- თორნიკესთან რას აპირებ?
- კიდევ? - გამომცდელად ჩააჩერდა თვალებში.
- ამ არდადეგებზე თორნიკესთან რას აპირებ? - აუჩქარებლად ჩამოურაკრაკა და მისცა თავს ნება,სიშავეებში ჩაკარგულიყო.
- მე არაფერს.
- ანუ?
- ანუ, არ მგონია თებეასთან ურთიერთობაზე დამეკითხოს და თვითონ საუბარს არ ვაპირებ, გულის ტკენის შემთხვევაში კი, რამდენიც მე შენ გატკინე ქეთო...არ ვყოფილვარ ღირსი ახლა შენი ცქერით ტკბობისა... - ღრმად ოხრავს - მე ჩემ დას ვენდობი და ვიცი,თუ რაღაც ისე ვერ იქნება თვითონ დაიცავს თავს,შესაძლოა ეს მაშინაც ვიცოდი მაგრამ...
- თორნიკე ჩემი მეგობარია მიშო,შეიძლება ამას არ უნდა გეუბნებოდე მაგრამ ამგვარ ურთიერთობაში ვინმე დამნაშავე თუა ეს შენ ხარ და..
- საუბარს არ ვაპირებ ქეთო!
- და იმას იაზრებ, თქვენ თუ ასეთი ურთიერთობა გექნებათ ვერც მე და ვერც თებე რომ ვერ ვიქნებით ბედნიერები?
- ......
- რატომ არ იღებ ხმას მიშო,მითხარი...ვცდები?
- და ჩემგან რას მოითხოვ ხელი გადავხვიო და ისევ ძმაკაცობა შევთავაზო? ჩვეულებრივი ურთიერთობა გვექნება და საერთოდ ნუ რევ ჯერ თებეს,არავინ ვიცით რა მოხდება!
- გეთანხმები! არავინ ვიცით რა მოხდება და ეს მხოლოდ თებეს მისამართით არ ითქმის!
- ღმერთო ჩემო! ასეთი ჯიუტი რატომ ხარ?
- სიჯიუტე რა შუაშია,მე რას გელაპარაკები და შენ რას მეუბნები მიშო!
- შუაში კი არა თავშია,ხომ შეგიძლია დინებას მიჰყვე? იცხოვრო დღევანდელი დღით,მომავალში ხელების ფათურს მოეშვი ქეთათო! და დაელოდე მოვლენების განვითარებას! მე არ გიშლი თორნიკესთან მეგობრობას და საერთოდ ოდესმე რაიმე თუ გაიძულე შეგიძლია მაშინვე გაქრე ჩემი ცხოვრებიდან! - კუპიდონს გამოეღვიძა,დააგვიანა,ახლა ხვდები მკითხველო? მას მათი გაშველება ევალებოდა მაგრამ,როგორც ყოველთვის დააგვიანდა.დამწუხრებულმა ხის ტოტს მიაბჯინა თავი და უასასრულო სივრცეს გადახედა,სივრცეს სადაც ამაღლობლისა და ჯორდიანის წიგნი კვლავ იბეჭდებოდა,სივრცეს რომელიც მოახლოებული საშიშროების ფონზე,უტიფრად...მაინც დუმდა.უნდოდა მიფრენილიყო და ეთქვა,მოეყოლა ყველაფერი,ერჩია იმ ღამეს სახლში დარჩენილიყო,იმ წყეული თებერვლის ღამისთვის არ მიეცა უფლება ქეთათოს დაშორებოდა,დაეკარგა ყველაზე წმინდა! იქნებ მართლაც რომ მიფრენილიყო,ეხსნა? გადაერჩინა,მიფრენილიყო და ეამბო ყველაფერი...მაგრამ მან იცოდა,იქ,სადღაც,უფრო მაღლა წიგნი ბეჭვდას არ წყვეტდა.მიუახლოვდა,მხარზე ჩამოადო თავი,ყელზე გახურებული ტუჩები მიაწება და უკვე მეორედ მისცა თავს ნება სიშავეებში ჩაკარგულიყო.
თებე უკვე სოფელში იყო,მშობლებს უთხრა ერთი დღით ადრე წავალო და კაფიდან პირდაპირ სოფლისკენ გაეშურა,ტაქსის მძღოლმა გადმოულაგა ბარგი,ფული გადაუხადა და სახლში შევიდა,უკვე 16 წლის იყო,თვე ნახევარში 17 წელი უსრულდებოდა და თორნიკეზე ფიქრებს მაინც ვერ ეშვებოდა,ის კი დღითიდღე,უფრო და უფრო აბნევდა.აფიქრებდა დღევანდელი გამარჯობაც,ბიჭის დაჟინებული მზერებიც და მიშოს უმოქმედობაც,რაღაც ვერ იყო რიგზე და ეს უფრო თრგუნავდა.ზაფხულს როცა მისი აღწერა შემოგთავაზე მკითხველო,გითხარი 12-13 წლის გოგონა-მეთქი,მართლაც პატარას გავს,არა და უკვე მეთერთმეტე კლასის პირველ სემესტრს ხურავს,ერთი წლით დაგვ იანებით შეიყვანეს სკოლაში რადგან მაშინ ექვსი წლის თუ არ იყავი ვერ შეხვიდოდი სკოლაში,აი ქეთათოს გაუმართლა,სკოლის დაწყებიდან თვე ნახევარში უსრულდებოდა ექვსი წელი და მშობლებმა როგორღაც დაიყოლიეს დირექტორი სკოლაში შეყვანაზე,თან სოფელში ისეთი სიმკაცრეც არ იყო.მოკლედ მართლაც პატარას გავს ჩვენი თებე, 1.74 - ია სიმაღლეში,წაბლისფერი თმა და თვალები,სულ ლოყებ წითელა,ქეთათოსგან განსხვავებით გაუმართლა და დედის გენების პატრონმა, 52 კილოს ჯერ კიდევ ვერ გადააბიჯა,უფრო სწორად ქეთათოც 52 კილოა მაგრამ თებეს სხვანაირი აღნაგობა აქვს,წვრილი მხრები და წელი,მხოლოდ ბარძაყებზე და გვერდებზე ეტყობა მომატება,აი მექსიკური ტანის პატრონია რა,ქეთათო კიდევ 1.79 - ია სიმაღლეში და ეს კარგად უწყობს ხელს,დიდად არ ეტყობა ზედმეტი კილოგრამები ხოლმე.სახლში შესულმა მძღოლის შემოტანილი ბარგი შემოსასვლელთან მიაცურა და სამაზრეულოში გავიდა პროდუქტების ამოსალაგებლად,ყველაფრის ამოლაგებას რომ მორჩა ოთახში აირბინა და თხელი სარაფანი გადაიცვა,სითბოს მხრივ ჰქონდა ისეთი ფუფუნება შუა ზამთარში სარაფნით ევლო,ფეხები ფუმფულა დათუნიებში გაყო და სამზარეულოს ბარზე დადებულ სინს დასწვდა,ნელა გაიარა მისაღებისკენ მიმავალი დერეფანი და იქედან გამუსულ "my life & your life" - ის ჰანგების გაგონებისას შედგა,ცოტახანს გახევებულმა უყურა სავარძელზე მჯდარ გალიანს,მერე მაგიდისკენ დაიძრა,სინი იქვე შემოდო და დენცქვიტიდან სწრაფად გამოგლიჯა შეერთებული მოწყობილობა,ყველაფერი მიჩუმდა ირგვლივ,მხოლოდ ვაჟის ღრმა ამოოხვრამ გაწყვიტა წამით, გამეფებული სიჩუმე.
- აქ რას აკეთებ? ან დაუკითხავად რატომ შემოდიხარ სხვის საკუთრებაში?!
- მაშინ,ისე წავედი არც გამიფრთხილებიხარ..
- და მე ვინ ვიყავი რომ გაგეფრთხილებინე? შეეშვი ამ უაზრო ბლუყუნს და მოშორდი აქედან!
- თებე..იქნებ მაცადო საუბარი.
- საუბარი გაცადო? საუბარი არა? თავის დროზე გქონდა შესაძლებლიბა ყველაფრის ახსნის და შეგეძლო გამოგეყენებინა თორნიკე,ახლა კი სანამ მთელი სოფელი შევძარი,სასწრაფოდ გაქრი ჩემი თვალთახედვიდან!
- ასე იყო საჭირო გესმის? მაშინ ისეთი პატარა იყავი...ჯანდაბა! თებე,ზედმეტი პრობლემა ვიქნებოდი შენთვის! ასე ჯობდა,ჯობდა გავმქრალიყავი და როცა დრო იქნებოდა მაშინ გამოვჩენილიყავი შენს ცხოვრებაში.
- როცა დრო იქნებოდა? როცა დრო! და საიდან დაასკვენი ახლა ჩემ ცხოვრებაში გამოჩენის დრო რომ იყო?
- თვალებმა გაგყიდა თებე..
- თვალები მანამდეც მყიდდა თორნიკე,მაშინაც მყიდდა როცა პირველი კოცნა მომპარე და ერთ კვირაში საერთოდ უკვალოდ გაქრი ჩემი ცხოვრებიდან.
- იმ დროს ასე იყო საჭირო თებე! რატომ ვერ იგებ? ასე იყო საჭირო,ასე!
- ამის შემდეგ კი ისე იქნება საჭირო როგორც მე ვიტყვი! მოშორდი აქედან და ჩემთან,მეტად მოახლოება აღარ გაბედო! - ბიჭს მკლავში ჩაავლო ხელი,გაიქცა, კარი გამოუღო და თვალებით გასასვლელისკენ ანიშნა,თქვენი აზრით შეცდომა დაუშვა გალიანმა? როცა მეორედ შეეხო სანატრელ ბაგეებს და შემდეგ,უკვე გოგონას მოთხოვნით, ისევ გაუჩინარდა.



№1  offline წევრი TrustYourSoul

ძალიან დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის❤️❤️მგონი ის გამოვიდა რაც მინდოდა❤️ახლა მთლიანად თქვენზე ვარ დამოკიდებული და ველოდები შეფასებებს❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი Waka

Yvelaze magari rom xar mitqvams shentvis ? Tu ara da exla getyvi ai vapshe yvelaze magari istoriiiaa da shenc umagresi xar ... wehan rom shemovedi da davinaxe axali tavi ise gamixarda ro uceb daviwye kitxva.... dzzalian momwons sheni istoriaaa da mtavar gmirebze xom vapshe chkua meketeba :-D kaia mase gaagrdzsle :-*

 


№3  offline წევრი TrustYourSoul

სტუმარი Waka
Yvelaze magari rom xar mitqvams shentvis ? Tu ara da exla getyvi ai vapshe yvelaze magari istoriiiaa da shenc umagresi xar ... wehan rom shemovedi da davinaxe axali tavi ise gamixarda ro uceb daviwye kitxva.... dzzalian momwons sheni istoriaaa da mtavar gmirebze xom vapshe chkua meketeba :-D kaia mase gaagrdzsle :-*

ვაიმეეეე❤️❤️❤️არა ხომ ვამბობდი? შ ე მ ი ყ ვ ა რ დ ი - მეთქი? ყურებამდე გაღიმებული ჩავჩერებივარ ამ ტელეფონს და სიტყვებს თავს ვერ ვუყრი! არ მემეტება შენთვის ეს უბრალო სიტყვები! მიყვარხარ წაკა ❤️და უდიდესი მადლობა რომ მომყვები! მხოლოდ შენ გამოც კი მიღირს წერა!❤️❤️ძალიან მიყვარხარ,მართლა❤️❤️

 


№4  offline წევრი Kalina

როგორ მიყვარხარ მე შენ ამისთვის... :)
უყვარხარ მარიკუნას, ძალიან! ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


№5  offline წევრი TrustYourSoul

მარიკუნაა♥️
როგორ მიყვარხარ მე შენ ამისთვის... :)
უყვარხარ მარიკუნას, ძალიან! ♥️

ვაიმეე❤️❤️როგორ გამიხარდიი❤️❤️მე კიდევ იცი რისთვის და რატომაც მიყვარხარ❤️თან დღეს დაგიმატებია ახალი და :დდდ უფრო შემიყვარდი❤️❤️

 


№6  offline წევრი ჟიზელი

ოჰოჰოჰოოჰო , შენნაირ გოგოს მშრალი და უემოციო ისტორია ვერც გამოუვა,რომც ეცადოს ^^
ლავ ლააავ ლილ ბეიბი,ქიფ გოინგ ^^ ოლვის ჰეა ფორ იუ #ჟიზელი

 


№7  offline წევრი TrustYourSoul

ჟიზელი
ოჰოჰოჰოოჰო , შენნაირ გოგოს მშრალი და უემოციო ისტორია ვერც გამოუვა,რომც ეცადოს ^^
ლავ ლააავ ლილ ბეიბი,ქიფ გოინგ ^^ ოლვის ჰეა ფორ იუ #ჟიზელი

ვუაიმეეე❤️❤️❤️როგორ მიყვარხაარ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent