' გრავიტაცია ' (5)
- კი,როგორ არა,გეტყობა,ვინმე რომ გისმენდეს იფიქრებდა სტუდენტზე დარდობსო,მაგრამ მე ხომ ვიცი ,რომ ამითვალწუნე და შენც იმ ლექტორებივით ხარ,მიკერძოება რომ ახასიათებთ,თუ არ ემათხოვრე ქულას ,რომ არ გიწერენ.ან ძალიან დაახლოებული პირი უნდა იყო ,ან ზედმეტად თავხედი. - მე მიკერძოებული ლექტორი არ ვარ,ნამდვილად,არც შენი საქმის გაფუჭება მინდა,უბრალოდ შენმა ნათქვამმა,თანაც პირველ ლექციაზე,ძალიან გამაღიზიანა,არცერთ სტუდენტს არ გაუბედავს მსგავსი,ყველა პატივს მცემს და ვუყვარვარ,როგორც ლექტორი,ჩემი საგანი არავის ჩაუტოვია. - შეიძლება,ჩემი ბრალიცაა,თუმცა ვალდებული არ ვარ ყურადღებით ვისმინო,ის,რაც არ მაინტერესებს. - შენი ნებაა,მე არაფერს არ გეხვეწები უბრალოდ მერე ვნერვიულობ,როცა სტუდენტი შუალედურზე იჭრება,ან ფინალურზე ქულა არ ყოფნის,იმედი მაქვს კერძო პირს აიყვან,რომ გამეცადინოს და ამ საგანს წარმატებით დახურავ,მე მეტი არაფერი არ მინდა.შენც ისეთივე მნიშვნელოვანი ხარ ჩემთვის,როგორიც სხვა სტუდენტები,რომლებიც ძალიან ბევრი მყავს. - ძალიან ბევრი ვიწვალე რომ უფასოდ მესწავლა თუმცა არაფერი გამომივიდა,მარტო ვცხოვრობ,მშობლები დამეღუპა და რასაც ვშოულობ სწაცლაში, საგნების ქსეროქსებში,სახლის მოვლაში და კვებაში მეხარჯება,მასწავლებლის აყვანა დიდი ფუფუნებაა ამ მომენტისთვის. - ვწუხვარ შენი მშობლების გამო,- შეწუხებული სახით მიუგო ალექსანდემ თებეს ,- თუ უარს არ მეტყვი მე მოგამზადებ... - ძალიან გთხოვ,შეცოდებები არ გვინდა,უარესად მიშლი ნერვებს,მერე რა რომ მარტო ვარ,შენი დახმარება არ მჭირდება ,- ცივად მიუგო თებემ და ზურგი აქცია ,- კარგად იყავით,ბატონო ალექსანდრე , -უთხრა და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა. ალექსანდრე ერთხანს იდგა და უყურებდა მიმავალ თებეს . . . „იმედი მაქვს,შენნაირი უხეში სტუდენტი აღარ მეყოლება,თებე.“ ჩაილაპარაკა მან. * * * - ნენე სად ხარ? ხომ მითხარი რუსულში გამეცადინებო ,-თითქმის ყვირილით უთხრა ყურმილში ნენეს - რამხელა ხმა გაქვს თებე,მოვდივარ,თითქმის კართან ვარ,გამიღე ,-თებე დივნიდან წამოდგა და კარისკენ წაიდა. - გეშველა ,- სიცილით მიუგო მეგობარს -ყურის ბარაბანი გამისკდა,სად გეჩქარება,შუალედურამდე ერთი თვეა ... - მეჩქარება,ნენე,მეჩქარება,მინდა ალექსანდრე მალე მოვიშორო,თორემ მგონი ვუყვარდები მაგ შტერს ,- ნენე დაიბნა,კარგად შეათვალიერა თებე და თვალებში მიაცქერდა. - სიცხე გაქვს? -ჰკითხა სერიოზული სახით და ხელის მტევანი შუბლზე მიადო ,- მემგონი ავად ხარ,მიდი წამოწექი,რა დროს სწავლაა ,- ხელი მოკიდა და ძალით დასვა დივანზე. -არ გაჩუმდე? რა სიცხე,კარგად ვარ... -მაშ,საიდან დაასკვენი,რომ ალექსანდრეს უყვარდები? - გვერდით მიუჯდა,ფეხი ფეხზე გადაიდო და ინტერესით შეხედა ,- არ დაგცინი,მაგრამ სრულ აფსურდად მეჩვენება,შენ კარგად მოგეხსენება,ვისაც მოსწონებიხარ,მოვსულვარ და მითქვამს,თუმცა ალექსანდრეს შემთხვევაში,მეეჭვება,კი არა,დანამდვილებით გეტყვი რომ მას შენ მიმართ არავითარი გრძნობა არ აქვს,ამ მომენტში მაინც,მერე რა იქნება მხოლოდ ღმერთმა იცის. - ჩემზე ზრუნვა სცადა ,- მიუგო თებემ მეგობარს და ტუჩის კვნეტას მოჰყვა ,- ვერ ვიგებ,გუშინ კატა-თაგვივით ვიყავით,დღეს კი ყავაზე დამპატიჟა ,-თითები ერთმანეთში გადახლართა.უცნაურია,მაგრამ ლაპარაკის დროს აღელვდა. - სანამ მამაკაცი თავისი პირით არ გეტყვის „მიყვარხარ“ და არ დაგიმტკიცებს ამას,არ უნდა გაეკარო და არც მისი მზრუნველი დამოკიდებულება უნდა ჩათვალო სიყვარულად,რა განზრახვა აქვს ჩვენ ხომ არ ვიცით,იქნებ იგივე გეგმა აქვს,რაც შენ,არ მინდა გული გატკინოს,შენი ხასიათი ,რომ ვიცი იტყვი არ შემიყვარდებაო და მერე ღამეებს ტირილში ატარებ,არ მიაქციო ყურადღება,არსად არ გაჰყვე,რაც არ უნდა გთხოვოს ,სადაც არ უნდა დაგპატიჟოს,მისგან თავი შორს დაიჭირე,შეიძლება ერთმანეთმა მიგიზიდოთ და მერე ან,ერთი უნდა დარჩეთ გულნატკენი,ან მეორე,თუმცა მეეჭვება ალექსანდრესნაირ ლექტორს ვინმეს გული ადარდებდეს. - ვიცი ნენე და არ ვაპირებ არანაირი ურთიერთობის გაბმას მასთან,ამიტომ მინდა მალე მოვიშორო ეს საგანი,რომ ვხედავ მინდება გავქრე. - იცი თებე,ცუდი თამაში წამოიწყე,შენი მზერა აღარ მომწონს,იმედია ეს ის მზერა არაა,რასაც ვფიქრობ,თორემ მე ვერ გიშველი. - მოდი,დამეხმარე სავარჯიშოების დაწერაში,რა დროს თვალებია ,- ძლივს გაეღიმა თებეს და რუსულის სავარჯიშო რვეული ამოიღო. - უმარტივესია,ამას სკოლაში ვწერდით ხოლმე ,-როგორც კი გადაშალა ხმა-მაღლა თქვა ნენემ -არ დამცინო ,- გაბუსხული სახით შეხედა თებემ ,- რუსული არ მიყვარს,შენ კარგად იცი რატომაც ,- თვალები აემღვა და თავს ძლივს იკავებდა რომ არ ეტირა ,- აგვისტოს ომმა მშობლები წამართვა,როგორ შეიძლება მე რუსულად ვილაპარაკო,როცა რუსულის უბადლოდ მცოდნე მამა საფლავში მიწევს,-გაჩუმება ვეღარ შეძლო და ძლიერად ატირდა.მოთქმით.ნენემ ხელი მოხვია და ძლიერად მიიხუტა,ცდილობდა მეგობრის დამშვიდებას,მაგრამ თებე უფრო უმატებდა,თითქოს სულიდან ტკვილი გამოჰქონდა. - ღმერთმა დასწყევლოს,რას ჩააკვეხეს ეს საგანი,დამშვიდდი გემუდარები,ნუ ტირი... - ალექსანდრეს რომ ვუყურებ ყველაფერი თვალწინ მეშლება,ნენე,თავს ძლივს ვიკავებ,მას არაფერი დაუშავებია,მაგრამ მარტო იმიტომ მძულს რომ რუსულს ასწავლის. - დამშვიდდი,კარგი,დაგეხმარები რომ მალე მოიშორო,ცრემლები შეიშრე,ნუღა ტირი ,- ანერვიულებულმა მიუგო და უფრო მეტად მიიხუტა ,- დედას დავურეკავ და დღეს შენთან დავრჩები,არ იდარდო,ყველაფერი კარგად იქნება,მე შენთან ვარ, - თებე ცოტა დამშვიდდა,ცრემლები შეიმშრალა და ხელი ძლიერად მოჰკიდა ნენეს. -შენ ხარ ერთადერთი ადამიანი,ვინც ჩემ სიახლოვეს იარსებებს,დაზე უფრო ძვირფასო,ძალიან მიყვარხარ,- თებემაც მოხვია ხელები მაგრად მეგობარს. - მეც ძალიან მიყვარხარ და მუდამ შენ გვერდით მიგულე,დაო,-მიუგო ნენემ და თმაზე დაუსვა ხელი ,-დედის სითბო გაკლია ,-ჩურჩულით მიუგო და შუბლზე აკოცა. - მენატრება,ძალიან მენატრება,ყველა დღე ერთნაირია,ღმერთს სულ იმას ვსაყვედურობ რატომ გადამარჩინეს,რატომ არ წავედი მშობლებთან ერთად,მათ გარეშე ცარიელი ვარ,უსულოდ დავდივარ ამ დამპალ სამყაროში,ცარიელი სხეული ვარ,ყველა გრძნობა მაშინ ჩაკვდა,როცა ადამიანების სიკვდილს ვუყურე. -რომ ლაპარაკობ ტანი მეყინება,შენ ტკივილს მთელი არსებით ვგრძნობ,რთულია უყურო ადამიანს,რომელსაც არავინ ჰყავს და წახვიდე იქ, სადაც დედ-მამა გელოდება. -რას ვიზამთ.ასეთი ყოფილა ჩემი ბედი. შენ ხო მყავხარ,მეტი აღარაფერი მინდა. პ.ს დრო არ მეყო,იმედია მერე მაინც გამოვასწორებ,მადლობა ყველას ვინც კითხულობს და აზრს მიზიარებს. მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.