შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

' გრავიტაცია ' (3)


28-03-2018, 00:10
ავტორი მორი-ელი
ნანახია 3 945

-კარგი,გაიჭიმე,გაიჭიმე,მეტი რა შეგიძლია,ცარიელი სიტყვები.
-ნენე,კბილები რისთვის გაქ,დააჭირე ენას და გაჩუმდი,შენ მაინც ნუ მიშლი ნერვებს.
-წადი, 603-ე აუდიტორიაში ატარებს ლექციას,დაუკაკუნებლად არ შევარდე,საქმეს უარესად ნუ გაართულებ.
-კაპუჩინოც ხოარ ავიღო და მივართვა? დაღლილი იქნება და ესიამოვნება... - ცინიკურად თქვა თებემ და გვერდი აუქცია ნენეს,ჩანთა მხარზე გადაიკიდა და კარისკენ წავიდა,-რომ "დავკერავ" და თავს შევაყვარებ,მერე ვის გააგდებს ნახავს,შემეხვეწება ოღონდაც იარე,რომ გიყურო ხოლმეო-ო.
-ახალი სამიზმნე,თებე?- გაეცინა ნენეს და უკან მიჰყვა,ხელები ჯინსის ჯიბეებში ჩაეწყო და თებეს ზურგს მიშტერებოდა.
-ერთადერთი ბიჭი,რომელსაც მხოლოდ იმიტომ ვეტრფი რომ ვერ შევაყვარე თავი,ანდრეა,მაგრამ აუცილებლად გამოვნახავ მიზეზს,რის საშუალებითაც დავივიწყებ და მერე სულ რომ მეხვეწოს,ახლოსაც არ მოვუშვებ არც წეღანდელი დამვიწყებია,კაფეში ბოლო ხურდა რომ დამახარჯინა,ყავა რომ მდომოდა ვიყიდდი.უაზრო.
- სანამ არ მიგახვედრა,დებილი ვარ შემეშვი-ო,მანამ, მაგ აზრამდე ვერ მიხვედი.
-რას ვიზამთ,მაგნიტივით ვიზიდავ დებილებს და იქნებ ალექსანდრეც მათი მსგავსი იყოს..
-რაღაც არა მგონია..
- ვნახოთ..
* * *
- მე შევდივარ თქვენს მდგომარეობაში, მაგრამ თებე ყოველთვის სანიმუშო სტუდენტი იყო და გამიჭირდება გადაწყვეტილების მიღება, მთელ წვალებას ვუყრით წყალში, განა ამად ღირს?
- ლექციის ჩატარების საშუალებას არ მაძლევს შეიძლება რომ ,როგორც თქვენ ამბობთ,სანიმუშო სტუდენტი თავხედურად იქცეოდეს? - ეჭვის თვალით დაუწყო ყურება რექტორს ალექსანდრემ.
-რა გითხრათ არ ვიცი,... ხომ არ აჯობებს დაველოდოთ,ერთი შანსის უფლება ყველას აქვს,-ოხვრით თქვა რექტორმა და ჭაღარა თმაზე მარჯვენა ხელის გული გადაისვა , - როდის გაქვთ თებეს აუდიტორიაში ლექცია?
-ზეგ,-უპასუხა ალექსანდრემ ,- კარგი,ერთ შანსს მივცემ,იმედს ვიტოვებ,რომ ჭკუა ეყოფა და ნორმალურად მოიქცევა,კარგად მოგეხსენებათ რომ ბავშვურ ქცევებზე ვღიზიანდები.
-მესმის,მესამე სტუდენტია ვისზეც საჩივარით მოდიხართ,დაფიქრებად ღირს ნამდვილად.
-მე კი ვჩივი,ამაგრამ განაჩენი თქვენ გამოგაქვთ ,- თვალი ჩაუკრა თამლიანმა რექტორს და სავარძლიდან წამოდგა,-სულაც არ მეპიტნავება თებეს ყურება,მაგრამ რას ვიზამთ.
-თქვენ მგონი,პირადი ინტერესი გაქვთ,-ჩაეღიმა რექტორს ,- უნივერსიტეტის შინაგანა წესი იმედია კარგად გახსოვთ,ალექსანდრე,დაუშვებელია რაიმე სახის ურთიერთობა ლექტორსა და სტუდენტს შორის,-რექტორის ნათქვამზე თამლიანს გულიანად გაეცინა.
-მგონი გავიწყდებათ საიდან ჩამოვედი,რომელ გრძნობებზე მელაპარაკებით,უნივერსიტეტში მე ვარ ლექტორი,ალექსანდრე თამლიანი,გულის მაგიერ კი ყინული მიდევს.
-ამ სიტყვების მერე ვხვდები რომ ჯერ არც თქვენ გაზრდილხართ,სადღაც მაინც ბავშვურობამ გამოურია,-მიუგო და მაგიდაზე,მის წინ,დადებულ წიგნაკში ჩარგო თავი,-რას იტყვით? მგონი დავასრულეთ საუბარი,სხვა თუ არაფერია,ჩემ საქმეს გავაგრძელებ და იმედს ვიტოვებ რომ მშვიდობა დაისადგურებს თქვენსა და თქვენს გულებს შორის.
- თუ ომი გარდაუვალია,ვერავითარი ძალა ვერ შეაკავებს,-მიუგო ალექსანდემ და მხრებში მეტად გაიშალა,-თქვენის ნებართვით ,მე დაგტოვებთ,ლექციაზე მაგვიანდება...,-გაუღიმა და კარისკენ დინჯი ნაბიჯებით წავიდა ,-გულს რაც შეეხება,სიმშვიდეა,-ჩაილაპარაკა სანამ კარს გაიხურავდა.
* * *
-შეიძლება? - ფრთხილად შეაღო თებემ რექტორის კაბინეტის კარი
- ახლა შენ? - ამოიოხრა ,- ცოტა გვაინ მაინც შემოსულიყავი,ახლა გავაცილე ალექსანდრე
-არ შემხვედრია,კიდევ კარგი.
-აქ არაფერი გესაქმება,წადი ლექციაზე,მშვიდად.
-ვიცოდი,რომ ჩემ მხარეს დაიჭერდით, - კმაყოფილი სახით მიუგო თებემ



№1  offline წევრი Melancholic

ძაან პატარაა მაგრამ კარგია

 


№2  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

Melancholic
ძაან პატარაა მაგრამ კარგია

ბოდიში, ვერ მოვახერხე ახლა დიდი,თან შეპირებული ვიყავი,ვდბე მეთქი თორე ხვალ უნდა დამედო. ???? ❤
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

კარგია მალ-მალე რომ დებ.ოო როგორ მაინტერესებს როგორ გაგრძელდება ამათი კინკლავიიი.კარგი იყო მომეწონა
--------------------
ლანა

 


№4 სტუმარი სტუმარი თაკო

ძალიან პატარაა და აუცილებლად გაადიდე თავები. მალე დადე რაა♥♥♥

 


№5 სტუმარი სტუმარი Lika

Meotxes rodis dadeb

 


№6  offline ახალბედა მწერალი მორი-ელი

სტუმარი Lika
Meotxes rodis dadeb

ხვაალლ
--------------------
“ნამუსი ყვავილია, რომელიც თუ მოსწყდა თავის დღეში აღარ ამოვა…”

 


№7 სტუმარი თაკო გაჩეჩილაძე

დღეს დადებ ?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent