შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაბრუნება (თავი7)


31-03-2018, 00:13
ავტორი ენჯი
ნანახია 1 520

ჩემი ბიძაშვილის მანქანაში უხმოდ ვჯდები,არვიცი ასე მე დამიმთხვია თბილისმა ამინდი თუ უბრალოდ მარტის გამოა,თავსხმა წვიმა დაიწყო,თვალს ვაპარებ და გიგის ვხედავ, რომელიც ჩანთებს მანქანაში ალაგებს,თან მე მიყურებს,სევდიანი დამნაშავის თვალებით. მარიშკა რატომღაც ჩვენთან ჩაჯდა,ალბათ იმიტომ რომ არ გადავიფიქრო და მეტრეველებთან წასვლის ნაცვლად სახლში არ გავიქცე. ბიძაშვილის ჩამოსვლით ისეა აღფრთოვანებული აღარ ჩუმდება,სანდროც აჟიტირებულია და ერთად იდეალურ კომპლექტს ქმნიან.
მეტრეველების მანქანას ვხედავ,ისე მინდა მის გვერდით ვიჯდე და ვეხუტებოდე,ჩემი პრინციპები, რომ არა და ის გრძნობა რამაც ხუთი თვე გამაძლებინა, ახლავე გადავხტებოდი გიგის მანქანაში.ისეთი გრძნობა მეუფლებ,თითქოს რაღაცას მინდა შევეხო და ვერ ვბედავ,ცრემლები თავისით ჩნდებიან ჩემს ლოყებზე, ვიცილებ იმ იმედით რომ ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩება,მაგრამ მხოლოდ იმედია რომელიც არ მართლდება.სანდროს მზერა მხვდება თვალებში,მოღუშული მაკვირდება,თვალებს ატრიალებს და ისევ გზას გაჰყურებს, რომელიც უფრო და უფრო იწელება და ლოგიკურად არა და არ მთავრდება.
რამდენი ხანია ნუცუბიძეზე არ ვყოფილვარ,არვიცი ვერიდებოდი თუ უბრალოდ არ მომიწია აქ გავლა.მანქანას გიგის სახლთან ვაჩერებთ,ვიცდი როდის გადავლენ მანქანიდან და როდის შელაგდებიან სახლში,რომ მარტომ მოვძებნო ძალა, ჩემი სიცარიელის ამოსავსებად და შევძლო ასე ახლოს ყოფნა გიგისთან,რომლის ძლიერ მონატრებამაც მხოლოდ ახლა გამახსენა თავი. მანქანის კარებთან როგორ გაჩნდა არ ვიცი,ქუჩაში მხოლოდ ის დგას,ხელები ჯიბეებში აქვს ჩაწყობილი და ერთ ადგილზე ირწევა.მომლოდინე სახით მომშტერებია.
გაფართოებული თვალებით,წამოტირების გამო აწითლებული ცხვირით,გაფითრებული სახით ვუყურებ,შეშინებული ,თითქოს უემოციოც კი.
კარები გამოაღო და ხელი გამომიწოდა.
-არ უნდა გეტირა კესო, შეხედე აგიწითლდა ცხვირ პირი.
იცინის ისე როგორც ადრე მი-ცინოდა მე.
-მენატრებოდი. მარცვლავს თან მკაცრი ხმით იძახის.
-მითხარი ეგ უკვე.
ხელზე მივშტერებივარ,გეგონებათ რაიმე განსაკუთრებული ეჭიროს.ახლა რომ დამეუფლა გრძნობები,ისეთი აეროპორტში ჩახუტებისასაც კი არ მიგრძვნია.
-შენ არ გითქვამს იგივე სამაგიეროდ.
ხელს მკიდებს და მანქანიდან მაგდებს.ისევ მიხუტებს,ამჯერად უფრო თბილად,ცხვირს თავზე მიხახუნებს და რაღაცეებს ბურტყუნებს მხოლოდ სამ სიტყვას ვარჩევ
-არ უნდა დამეტოვებინე.
სურვილი რომელიც მის მოშორებას ისახავდა მიზნად ვერ გამოვძებნე.არცერთ ჩემს ნაწილს არ უნდა მოსწყდეს გიგის სხეულს.საბოლოოდ ფართხალს ვიწყებ,სწრაფად მწევს უკან და იწყებს
-არვიცი ხუთი თვე როგორ გავძელი,აი მართლა არ მესმის,ვერ ვხვდები.
სახეზე ისვამს ხელებს თითქოს თავს იფხიზლებსო.
- გიგი დღემდე ის არ ვიცი რატომ წახვედი და ის მითუმეტეს არ მეცოდინება როგორ გაძელი.
ირონიულად ვუღიმი,სად მქონდა ამის ძალა არვიცი, მაგრამ გვერდზე ვხტები და მის სახლის კარებს ვეტაკები,ვეჯაჯგურები,ძლივს ვაღებ და შიგნით შევრბივარ, იქ სადაც ხალხი მეგულება, იქნებ უფრო ადვილად გადავიტანო „ გიგი“.
მაგიდას სწრაფად შლის მაკა,მარიშკაც ეხმარება და ნამუსმა რომ შემაწუხა უკანალი მეც ავწიე.
აი ლეკას რა ჯანდაბაღა უნდოდა გიგის სახლში მაგას ვერ გავიგებ,ყველა მისი ქმედება მაღიზიანებს,როგორ დადის შპილკებზე,მოკლე ტყავის კაბაში,როგორ პრუწავს ტუჩებს და როგორ ეტმასენბა სხეულზე ბიჭებს და გიგის.
ვზივარ მეტრეველებში,სუფრასთან გიგის გვერდით.არადა არ შემიძლია ამდენის მოთმენა,ამდენი ხნის მერე ჩემს გვერდით არის და მე არ ვეკარები ეგ კიარა ხმასაც ვერ ვიღებ,მის ხუმრობებზეც ვერ ვიცინი,ძალას ვერ ვატან საკუთარ თავს.მივშტერებივარ ყვავილებიან მაგიდის გადასაფარებელს და ხელში წვენის ჭიქას ვატრიალებ.
რამდენჯერ ვიგრძენი მისი მზერა,რამდენჯერ სცადა დამლაპარაკებოდა და რამდენჯერ შემოდო მკლავი ჩემს სკამზე.ყველაფერი სხვანაირი იყო,სხვანაირი იშვიათი,სხვა შემთხვევაში მე ვერც ერთი წუთი ვერ გავჩერდებოდი ასე, მის გვერდით.
მარტო გიგიც ადღეგრძელეს მარტო მაკა და ზაზაც,გიგის საბიძაშვილოც,ცალკე გიგის მეგობრებიც, მე და გიგი ერთად.
ერთია შენს სადღეგრძელოს ამბობდნენ, მეორე გადღეგრძელებდნენ ყოფილ შეყვარებულთან ერთად.სანდრო განცხრომაშია, ბიჭებთან ერთად ჭიქას ჭიქაზე ცლის.მე კიდევ გაუნძრევლად ვზივარ. გაიფიქრებდით ახლა, ასე როგორ ხარ,რატომ არაფერს არ მოიმოქმედებო,მაგრამ გეფიცებით ლაპარაკის ძალაც არ მაქვს,ასე მგონია დავმუნჯდი,დარწმუნებული ვარ სახეზე ფერიც აღარ მადევს,გიგი ჩემს გვერდით აღარ ზის ეგ ნამდვილად ვიცი,ვიგრძენიიიიი. ვიღაცის შეხებას მოვყავარ აზრზე,დაპროგრამებულივით ვაცილებ ნაჭერს თვალებს და მარიშკას მზერას ვაწყდები,რაღაცას მეკითხება და მისკენ მქაჩავს.თოთხმეტი წყვილი თვალი ერთად მომშტერებია ან მეტი, გაოცებულები მიყურებენ
-კესო კარგად ხარ?
თავს ვაქნევ აქეთ იქით და ფეხზე ვდგები,მარიშკაც მომყვება,აივანზე გავდივარ და საქანელაზე ვჯდები.
-აქ იყავი წყალს მოგიტან ფერი არ გადევს სახეზე. შეშინებული შერბის სახლში და მტოვებს მარტოს. გიგიც არ აყოვნებს გამოჩენას,თავით კარებს ეყრდნობა და აცრემლიანებული თვალებით მიყურებს. ხმას ისევ ვერ ვიღებ.
-შეცვლილი ხარ. მათვალიერებს მეც და თბილისსაც.
თავი დავუქნიე, გაეღიმა, ზუსტად რაზე არვიცი. ნაბიჯებს დგამს და ჩემს წინ დგება, ზურგით მოაჯირს ეყუდება,მზერას არცერთი წამით არ მაცილებს, ქოთ-ქოთით გამოდის ჩემი დაქალიც და წყლიან ჭიქასთან ერთად წამალს მიწვდის.
-დალიე მოხვიდე იქნებ აზრზე.
-ეეე რა გჭირს? რას ასმევ მარიშ? ადგილს წყდება გიგი და ჩემთან ძალიან ახლოს მარიშკას გვერდით დგება.
-ვალიდოლია,ვერ ხედავ სახეზე ფერი არ ადევს,რაც არ უნდა იყოს მოვა აზრზე,აშკარად ცუდადაა.
წამალს ვსვავ და ხან ერთს და ხან მეორეს ვაკვირდები.ჰგვანან ერთმანეთს თან ძალიან.
-გინდა საავადმყოფოში წავიდეთ?
შეშინებული მეკითხება გიგი და ხელს მკიდებს ხელებზე,ვკრთები და მუჭებს ვკრავ,გაკვირვებული აკვირდება ჩემს ქმედებას,ამჯერადაც ეღიმება მაგრამ უფრო ნასიამოვნებს.
-არა ,გმადლობ.უკვე კარგად ვარ. საქანელიდან ვდგები და მარიშკასთან ერთად სახლში შევდივარ.
ხალხს ვემშვიდობები,გიგის ვერა და მაგიდიდან ძლივს აყენებულ სანდროსთან ერთად სახლიდან სწრაფად გავდივარ.



№1  offline წევრი blondeangel631

კესოს ყოჩაღ ძალიან გამბედავია უფრო მეტის ღირსია გიგი ველოდები შემდეგ ♡ ♡ ♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent